გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ყველაფერი მაღალი წნევის ნასოსების შესახებ, ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი ერთად
ja_ja
პოსტი Mar 7 2014, 09:02 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი

ასე თუ ისე ჩვენს რესურსზე (airgun.ge) უკვე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება PCP-სთან დაკავშირებით. ვიცით რა არის, ბალონი, ნასოსი, რეზერვუარი.... გამოყენებაში მყოფი, მოქმედი და აქტიურ მაღალი წნევის ბალონი მხოლოდ რამდენიმეა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის დაწერისას მომენტისთვის, დანარჩენი ჩვენი ფორუმის სპორცმენ-მონადირე-მოპლინკავე ელემენტები კი იყენებს სპორტულ გამაჯანსაღებელ ტრენაჟორს სახელად - მაღალი წნევის ნასოსი.



როგორც წესი არ ცხრება კამათი რომელი ნასოსი ჯობია, რომელი უკეთესია, ჩქარა ტენის, მსუბუქად და ასე შედმეგ... დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ყველა PCP პნევმატიკის მოყვარული დადგება არჩევნის წინაშე რომელი ნასოსი ჯობია და რომელი შეიძინოს. ეს თემაც სწორედ მათთვისაა დაწერილი, მართალია ვეებერთელაა, მაგრამ მოიცავს პრაქტიკულად ყველა საჭირბოროტო საკითხებს, გარდა დაშლა აწყობა შეკეთებისა (შეკეთების და აღდგენის თემა შეგიძლიათ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იხილოთ, ასევე გვაქვს ფორუმზე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, ცოტა აბდაუბდად ახსნილი, მაგრამ ძირითად პრინციპებს ყველა გაიგებთ).

პირველი ნასოსი მგონი საქართველოში გამოჩნდა შორეულ 2008-ში, მაგრამ ამჯერად მიმოხილვაში იმის და მიხედვით არ დავიწყებ თუ რომელი უფრო ადრე გამოჩნდა, არამედ განვიხილავ საქართველოში მათი პოპულარობის და რაოდენობის მიხედვით.


პატარა ფიზიკის კურსი

ვინიც არ იცის ფიზიკა, ან საქმის კურსში არ არის, აქ პატარა მიმოხილვას გავაკეთებ...

მაღალი წნევის ნასოსები გამოიყენება წინასწარ დაჭირხლულ პნევმატიკაში (აბრევიატურით წდპ, მაგრამ ჩვენთან უფრო ცნობილია ამ სახის პნევმატიკა ლათინური აბრევიატურით PCP - Pre Charged Pneumatic, შემდგომში ეს ტერმინი იქნება გამოყენებული) ჰაერის რეზერვუარში ჩასატუმბად. PCP პნევმატიკაში საჭიროა მაღალი წნევის ჰაერი, ყველაზე დაბალი სამუშაო წნევა PCP იარაღში არის 70 ატმოსფერო, უფრო სწორედ დიაპაზონი 136 ატმოსფეროდან 70 ატმოსფერომდე. ამ წნევაზე მუშაობს მგონი ყველაზე პატარა და მსუბუქი PCP იარაღი სახელად Benjamin Discovery.

როგორც წესი, დანარჩენი იარაღები საჭიროებენ მეტ წნევას, მათი სამუშაო წნევების დიაპაზონი არის, 200-დან 110 ატმოსფერომდე, ზოგიერთ ეგზემპლარში კი 300-დან 120-130 ატმოსფერომდე... როგორც ვხვდებით ასეთ წნევას ჩვეულებრივი მანქანის საბურავის ნასოსით ვერ მივიღებთ. თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ახალბედებმა ეს ამბავი არ იციან და უკვირთ რატომ უნდა გადაიხადონ ნასოსში 200-300$ როდესაც ლილოს ბაზრობაზე უფრო დიდ ნასოს (ან მანქანის ელექტრო ნასოსს) შეიძენენ 15-დან 50 ლარის ფარგლებში. საქმე იმაშია რომ ჩვეულებრივი ნასოსი მუშაობს ერთჯერადი შპრიცის პრინციპით, არის ცილინდრი, შიგნით მოთავსებულია დგუში და ამ დგუშის ზემოთ ქვემოთ მოძრაობით და გარკვეული კლაპნების გამოყენებით შეგვიძლია დავტუმბოთ მანქანის საბურავი, რომელშიც წნევა მაქსიმუმ აღწევს 2,5 ატმოსფეროს.





იმის გამო რომ წნევის ზრდასთან ერთად იზრდება ნასოსის წინააღმდეგობაც, შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი ნასოსით 7-8 ატმოსფეროზე მეტი წნევის შექმნა. აქ უკვე ფიზიკა ერევა საქმეში.

გავიხსენოთ და წავიხმაროთ პატარაზე მათემატიკა. მოდით პირობითად ჩავთვალოთ რომ ნასოსში დგუშის დიამეტრი არის 35 მილიმეტრი (3,5 სანტიმეტრი - თუმცა რეალობაში შედარებით მეტი ზომის დიამეტრი აქვს ხოლმე მანქანის ნასოსის დგუშებს). გავიხსენოთ ასევე ფიზიკის კურსი - ჩვეულებრივი წნევა დედამიწის ზედაპირთან (უფრო სწორედ ზღვის პირთან) არის 1 ატმოსფერო, ანუ 1 კილოგრამის ძალა აწვება ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრ ზედაპირს. კიდევ ერთი პარამეტრიც შემოვიტანოთ, ეს არის ჩვენი წონა, ვთქვათ ჯანსაღი უღიპო ჯანიანი ადამიანი ვართ და ვიწონით ასე 80-85 კილოგრამს. ახლა კი დავიწყოთ გამოთვლები.

პირველი რაც უნდა გავარკვიოთ - რამდენი კვადრატული სანტიმეტრია ნასოსის დგუშის ზედაპირის ფართობი. დგუშის მრგვალ ზედაპირს, ანუ დიამეტრს, კვადრატულ სანტიმეტრებში პირდაპირ ვერ გავზომავთ, ამიტომაც ვიხსენებთ მათემატიკას, და ვთვლით წრის ფართობს, ამისთვის კი ვიყენებთ შემდეგ ფორმულას - ცილინდრის რადიუსი კვადრატში გამრავლებული P-ზე (3,14-ზე). თუ დგუშის დიამეტრი არის 3,5 სანტიმეტრი, მისი რადიუსი იქნება 1,75 სანტიმეტრი. ესე იგი გამოგვდის 1.75x1.75x3.14= 9,61625 კვადრატული სანტიმეტრი. ანუ მოდით უხეშად ჩავთვალოთ რომ ნასოსის დგუშის აქვს 9,5 კვადრატული სანტიმეტრი ფართობი (არ დაგავიწყდეთ რეალურ ნასოსი ცოტაოდენ მეტი ფართობი აქვს).

დავიწყეთ დატუმბვა - 1 ატმოსფეროს წნევაზე დგუშის ქვემოთ მოძრაობისას, დგუში შეგვეწინააღმდეგება ძალით რომელიც ტოლია 9,5 კილოგრამისა (გვახსოვს ხომ ატმოსფერული წნევის ძალა - 1 კილოგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე). ადამიანისთვის ეს დიდი არაფერია, მითუმეტეს მოძრაობა ძირს, პლიუს საპოხი მასალა და ბედნიერად ვტუმბავთ საბურავს... მაგრამ ავედით 2 ატმოსფეროზე...



ესე იგი ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს უკვე 2 კილოგრამი ძალა აწვება. აქედან გამომდინარე კი საერთო ჯამში უკვე 19 კილოგრამს ვებრძვით. 3 ატმოსფეროზე უკვე 3 კილოგრამი მრავლდება 9,5 სანტიმეტრზე და ვიღებთ 28.5 კილოგრამს, 4 ატმოსფეროზე 38 კილოგრამს, ასე ავედით 8 ატმოსფეროზე და უკვე ვებრძვით 76 კილოგრამ ძალას, ამ წნევაზე ნასოსზე უკვე მთელი ჩვენი წონით დაწოლა გვიწევს, პრაქტიკულად ვეკიდებით ნასოსზე ზემოდან რომ რამენაირად დავძლიოთ.

9 ატმოსფეროზე თანაბრდება ჩვენი წონა და შექმნილი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მივაღწიეთ 85.5 კილოგრამ წინააღმდეგობას, ჩვენი წონა კი თავიდან ჩამოვაყალიბეთ როგორც 85 კილოგრამი. როგორც ხვდებით 10 ატმოსფეროზე ასვლა ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება... ჩვენი მასა წინააღმდეგობას აღარ ყოფნის, საჭიროა გაქანებით ზემოდან დაწოლა....

ერთი შეხედვით გაიფიქრებს კაცი დიდი ამბავი, დავიხმარ მეგობარ-ნათესავებსო... თუმცა ზემოთ მოყვანილი პრინციპი ფიზიკისთვის საყვარელი იდეალური პირობებია... გვავიწყდება ხახუნის კოეფიციენტი (რაც არ უნდა საპოხს ვიყენებდეთ მაინც რჩება რაღაც), ასევე გვავიწყდება ის პირობა რომ წნევის ზრდასთან ერთად იზრდება ზეწოლა დგუშზე, რის გამოც ის კედლებს პრაქტიკულად ერწყმის და ყველანაირად გვეწინააღმდეგება რომ გაინძრეს, ნასოსის დგუშის ღერძი ასეთ დატვირთვებზე გათვლილი არაა, გაიღუნება... და ასე შემდეგ...




მოკლედ რეალურად 7-მაქსიმუმ 8 ატმოსფერო არის ზღვარი რომელსაც პირდაპირი დგუშის გამოყენების შემთხვევაში მივიღებთ ჩვეულებრივ ნასოსზე.... ჭკვიანი მკითხველი ეგრევე იტყვის, კი მაგრამ დგუშის ფართობი რომ შევამციროთ ხომ გამარტივდება საქმეო?! კი ერთი შეხედვით გამარტივდება, იმიტომ რომ ნაკლები ძალა გვეწინააღმდეგება, მაგალითად თუ ავიღებთ ნასოსს რომელსაც აქვს, დგუშის ფართობი 1 კვადრატული სანტიმეტრი, თეორიულად შეგვიძლია მივაღწიოთ 85 ატმოსფეროს, ანუ სანამ ჩვენს წონას არ გაუთანაბრდება წინააღმდეგობა, ხოლო თუ ფართობს კიდევ უფრო შევამცირებთ და დავიყვანთ ვთქვათ 0,5 სანტიმეტრამდე, მაშინ თეორიულად ავალთ 170 ატმოსფეროზე...

კი, ეს ყველაფერი იოლია გამოთვლით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისევ თავს იჩენს წინააღმდეგობის სხვადასხვა ფაქტორები, პლიუს ფართობის შემცირებით ასევე ვამცირებთ ნასოსის მარგ მოცულობას, იგივე მოცულობის ჰაერი რომ შეისუნთქოს ნასოსმა რაც ვთქვათ ჩვენი 9,5 სანტიმეტრის ნასოს შეეძლო, საჭირო გახდება ჩვენი ნასოსის სიგრძე რამდენიმე ათეულ მეტრამდე გაიზარდოს ....

მოკლედ პრაქტიკამ დაამტკიცა, ერთ საფეხურიანი პირდაპირი დგუშის მქონე ნასოსის მეშვეობით ყველაზე პატარა ფართობის მქონე ნასოსით შესაძლებელია 110-120 ატმოსფეროს შეკუმშვა. არავინ არ უარყოფს რომ თქვენ ჩაიფიქრებთ და გააკეთებთ ნასოსს რომელიც ერთ საფეხურზე 300 ატმოსფეროს შეკუმშავს... მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი, გაბარიტები და კომფორტი ამ შემთხვევაში დავიწყებული იქნება.

ამიტომაც PCP სისტემაში არავინ არ იყენებს მანქანის ნასოსებს და 1 დგუშიან, ანუ 1 საფეხურიან ნასოსებს. თავიდანვე გამოყენებაში იყო 2 საფეხურიანი ნასოესები, ჯერ კიდევ შორეული 18 საუკუნის მიწურულში. რეალურად ფართო გავრცელება PCP სისტემამ კი ნახა 3 და 4 საფეხურიანი ნასოსების შემუშავების შემდეგ....

საქმე იმაშია რომ ფიზიკის კანონებს დავემორჩილოთ, მათემატიკასაც, მაგრამ ამასობაში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაც გამოვიყენოთ. ამისათვის საჭირო გახდა ჰაერის შეკუმშვის მინიმუმ 3 ეტაპად დაყოფა. პირველი საფეხური იწოვს შედარებით დიდი მოცულობის, ჰაერს, და მაქსიმუმ აჰყავს წნევა 6 ატმოსფეროზე (თან იმის გამო რომ მთავარ ცილინდრის შიგნით კიდევ მოთავსებულია მეორე და მესამე საფეხური... მოკლედ პირველი საფეხურის ფართობი მცირეა და დიდ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით). პირველი საფეხურიდან ჰაერი კლაპნების მეშვეობით გადადის მეორე საფეხურში, ამ საფეხურში ჰაერი იჭირხნება და მისი წნევა უკვე ადის მაქსიმუმ 50-65 ატმოსფერომდე, შემდეგ ეს ჰაერი გადადის სულ ყველაზე პატარა ცილინდრში, ეგრეთ წოდებულ მესამე საფეხურში, სადაც ჰაერი საბოლოოდ იჭირხნება სასურველ 200 ატმოსფერომდე.



უმეტესობა ნასოსებს, მესამე საფეხურის დგუშის დიამეტრი აქვს 7 მილიმეტრი, ანუ 0,7 სანტიმეტრი. გავიხსენოთ მათემატიკა, ესე იგი ვიღებთ 0,7 სანტიმეტრის რადიუსს ანუ 0,35სმ-ს და ... 0.35x0.35x3.14=0.38465 მივიღეთ კვადრატული სანტიმეტრი... როგროც ხვდებით საკმაოდ საინტერესო ფართობი მივიღეთ, საყვარელ 200 ატმოსფეროზე მაქსიმუმ ვაწყდებით 76.93 კილოგრამი ძალის წინააღმდეგობას. თუ გავითვალისწინებთ თავისებურ კლაპნებს, დგუშებს და ხახუნის შემცირების სხვა და სხვა მეთოდებს, გამოდის, რომ 200 ატმოსფერო არც თუ ისეთი დიდი სირთულე ყოფილა, პლიუს შევინარჩუნეთ ნორმალური გაბარიტები, პირველი საფეხური გაცილებით დიდი რაოდენობის ჰაერს შეისუნთქავს და ამზადებს მესამე სფეხურისთვის... მოკლედ მივიღეთ გაბარიტები, წარმადობა და კომფორტი... თუმცა სიტყვა კომფორტი ნაკლებად მისაღებია მათთვის ვისაც პაპანაქება ზაფხულში რამდენიმე ასეული ბუქნის გაკეთება უწევს იმისათვის რომ შემდეგ 30-დან 60-მდე შედეგიანი გასროლა გააკეთოს smile.gif...

თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ტენდენციას დავინახავთ რომ ნასოსები ნელ-ნელა გადადის 4 საფეხურზე, მცირდება ბოლო საფეხურების ფართობი, ემატება დამატებითი მოწყობილობები... მოკლედ ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ დატუმბვა უფრო და უფრო იოლი, მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს.



რეალური მუშკეტერები

ცნობილი ბანკის სარეკლამო რგოლში გამოყენებულ ბომჟ მუშკეტერებზე საუბარი არ გვექნება, ჩვენ ჩვენი სფერო გვაქვს უბრალოდ ძირითად 4 ნასოს განვიხილავთ და შედეგად 4 მუშკეტერიც გვახსენდება ამ შედარებისას smile.gif

წინა თავის წაკითხვის შემდეგ, მგონი გასაგები გახდა რისთვისაა და როგორ მუშაობს მაღალი წნევის ნასოები. ახლა მოდით რეალური ნასოსები განვიხილოთ, მაგრამ თავიდან ჯერ საერთო უხეშ მონახაზებს მოგცემთ თუ რას განვიხილავთ დღეს.


როგორც ხედავთ ნასოსების ზოოპარკი საკმაოდ დიდია, თან ამ სურათზე ყველა მოდელი არ არის წარმოდგენილი

მოკლედ ბაზარზე არსებობს აურაცხელი დასახელების მქონე ნასოსები, მაგრამ უმეტესობა არიან ერთმანეთის კლონები (ჩენელები აქ აქტიურად ჩალიჩობენ ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში), ასევე არის სხვა მოქმედი პრინციპიც, მაგალითად ერთ-ერთი ქარხანა უშვებს თავის მიერ გამოშვებულ ორიგინალური კონსტრუქციის ნასოსებს, მაგრამ თუ რომელიმე მწარმოებელი სთხოვს მისი ლოგოტიპის დაკვრას ნასოსზე, მწარმოებელი უმალ თანხმდება და შედეგად ბაზარზე ჩნდება აურაცხელი სახელის მქონე, მაგრამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი კონსტრუქციის მქონე ნასოსი.

რა თქმა უნდა ამ მარკეტინგულ სვლაზე ქარხანა მწარმოებელი თანხმდება. არის ასევე შემთხვევებიც, როდესაც ქარხანა მწარმოებელი სულ სხვა კომპანიის სახელით უშვებს ნასოსს, რომელიც საერთოდ არანაირი პნევმატურ თოფს არ უშვებს... აქ იგივე ხელშეკრულება მუშაობს რაც პირველ შემთხვევაში და ასე შემდეგ.


მოკლედ დღეს ჩვენ გვექნება განხილული შემდეგი ნასოსები:

1) ყველაზე გავრცელებული საქართველოში - Benjamin Hand Pump, ყიდის კომპანია Crosman-ი თავის PCP თოფებთან ერთად ან ცალკე. უნდა აღინიშნოს რომ კომპანია Crosman-ი არ აწარმოებს ნასოსებს, არამედ უკვეთავს ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას, სახელად Sun Optic (სად ოპტიკა, სად ნასოსი, მაგრამ რა ვქნათ ასეა). ამ ჩინურ კომპანიას ნასოსის კონსტრუქცია მოპარული აქვს, სახელგანთქმული ბრიტანული Hill-ის ნასოსისგან (პირველი ვერსიიდან).



შედეგად ცოტაოდენ ზერელე დამუშავებით ზედმეტად სქელი მილებით და ასე შედმეგ... იგივე ქარხნისგან ყიდულობს ნასოსებს და თავისი სახელით ყიდის კომპანია AirForce. ასევე შეგიძლიათ წააწყდეთ ამავე ფორმის ნასოსებს ჩინურ ბაზარზე (საიტებზე) სხვადასხვა სახელით. ნასოსის ყველანაირ პლიუს მინუსებზე ქვევით ვისაუბრებთ

2) მგონი მეორე ადგილზე საქართველოში გავრცელების მიხედვით არის კომპანია Hatsan-ის ნასოსი. იდეაში ეს არ არის კომპანია ჰაცსან-ის მიერ შემუშავებული კონსტრუქცია, ისევე როგორც მათ მიერ გამოშვებული პირველი PCP იარაღი (ჩვენში დარჩეს და საკმაოდ საკამათო თემაა, Benjamin-ის ნასოსი უფრო მეტია, საქართველოში თუ Hatsan-ის, მაგრამ ამ მიმოხილვაში ასე დავყავი)... თურქებმა თოფის და ნასოსის წარმოების პატენტი შეიძინეს კომპანია Webley-სგან . უნდა ვახსენოთ, რომ თურქებმა ჩინელებისგან განსხვავებით ყველაფერი სწორედ გადააკოპირეს.



უფრო სწორედ თურქებს ზუსტი ნახაზები და პატენტის მოთხოვნები ჰქონდათ ასე რომ ზუსტად Webley-ს კონსტრუქცია გაიმეორეს შესაბამისი ხარისხით. ბაზარზე ამ ტიპის ნასოს მხოლოდ 3 სახელით შეხვდებით, ან Hatsan, ან Air-Ventur, ან Webley, თუმცა პირველს უფრო ხშირად ნახავთ იმიტომ რომ კომპანია Webley თითქმის არ აქტიურობს ამ ბოლო დროს PCP ბაზარზე, ხოლო Air-Ventur კი იგივე Webley-ს წარმომადგენლობაა ოღონდ ამერიკის ბაზრისთვის.

3) მესამე ადგილზე იქნება განხილული ბრიტანული ინჟინერიის შედევრი, კომანია Hill-ის სახელგანთქმული ნასოსი. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე ჩინელებმა ამ ნასოსის კლონი გააკეთეს და შემდეგ მიყიდეს სხვადასხვა კომპანიებს თავისი სახელით. იდეაში კლონირებულია ყველაფერი ზუსტად ისე როგორც ორიგინალშია, უბრალოდ ორიგინალი იმიტომაა ორიგინალი რომ ყოველთვის უკეთესია, ასე მაგალითად ბრიტანულ ვარიანტში გამოიყენება ნესტის შემწოვი, რომელიც ჩინურ ეგზემპლარს არ გააჩნია, ლითონის დეტალები შედარებით მსუბუქი და თხელი მილებისგანაა გამზადებული, იმის გამო რომ ჩინელებმა ზუსტი შენადნობი არ იცოდნენ თავის დაზღვევის მიზნით სქელი და მძიმე მილები გამოიყენეს.



ასევე ბრიტანულ ვერსიაში ბლომადაა გამოყენებული ალუმინის დეტალები, რაც გაცილებით მსუბუქს ხდის კონსტრუქციას, ჩინელებმა რატომღაც უფრო მეტად რკინა და ბრინჯაო გამოიყენეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს კონსტრუქციას. ასევე მესამე საფეხური ბრიტანელს ხარისხიანად აქვს რეალიზებული რის გამოც წლობით მუშაობს, ჩინური კი აქტიური მოხმარებისას, 1-2 თვეში უკვე მწყობრიდან გამოდის.

როგროც წესი კომპანია ნასოსებს მხოლოდ თავისი სახელით ყიდის, მიუხედავად იმისა რომ ხშირად სხვადასხვა მაღალი დონის იარაღს კომპლექტში მოყვება, ნასოსს არასდროს არა აქვს იარაღის მწარმოებელი კომპანიის დასახელება დაკრული.

4) მეოთხე ადგილზე გავრცელებით საქართველოში არის, კომპანია FX-ის მიერ წარმოებული ნასოსი. ეს ნასოსი კონსტრუქციულად საერთოდ განსხვავდება ზემოთ ხსენებული ნასოსებისგან, არის ძალიან მსუბუქი იოლად ტუმბავს, არ სჭირდება დამატებითი ძალა. მიუხედავად იმისა რომ 3 საფეხურიანიც საკმაოდ მსუბუქად მუშაობა, კომპანიამ არ იკმარა და ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა გამოუშვა 4 საფეხურიანი ნასოსი. სამწუხაროდ ჩვენთან 4 საფეხურიანი ნასოსი არ შემოსულა რომ განვიხილოთ, ჯერჯერობით 3-საფეხურიც გვყოფნის საქართველოში.



ნასოსი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ მისი კლონები აურაცხელი რაოდენობით გაჩნდა, მაგალითად ჩინური BAM-ის ნასოსი ძალიან უხეშად გადაკეთებული FX-ის ნასოსია, ასევე არისებობს ოფიციალური კლონებიც, გარდა ამისა, კომპანია პრაქტიკულად ნებისმიერი დამკვეთის თხოვნით თავის ნასოსებს ღებავს დამკვეთის ფერში და შესაბამისი კომპანიის სახელსაც აწერს, ასე რომ ბევრისგან გაიგებთ რომ მას აქვს, Gehman-ის ნასოსი, Steyr-ის ნასოსი, Walther -ის და სხვა მაგრამ ყველა ესენი არის FX-ის ნასოსები, გამოშვებული FX-ის მიერვე, უბრალოდ დამკვეთის თხოვნით სხვა დასახელება და ფერი აქვს ნასოსს მიცემული.


5) გარდა ზემოთხსენებული ნასოსებისა, ასევე ორიოდე სიტყვით ამ თემაში შევეხებით ახალ ნასოსებსაც, ან იმ ნასოსებს რომელთან შეხება პრაქტიკაზე არ გვქონია, ასე ვთქვათ მიმოვიხილოთ საერთაშორისო ბაზარი და მზად ვიყოთ სიახლეებისთვის.



კარდინალის გვარდია, მეფის მუშკეტერების წინააღმდეგ

სანამ კონკრეტული მოდელების განხილვას და პლიუს მინუსების ჩამოთვლას დავიწყებდე, ჯერ მათთვის ვინც სრულად არ ერკვევა მაღალი წნევის ნასოსების თავისებურებებში ჩამოვუწერ ძირითად და ყველა ნასოსისთვის საერთო პრინციპებს. ეს საჭიროა იმიტომ რომ ბევრი ახალბედა თოფთან ერთად ნასოსს ყიდულობს, მაგრამ მისი მართებული გამოყენება არ იცის, შედეგად ჯერ ერთი თვითონ წვალობს, მეორეც ნასოსს აწვალებს და საკმაოდ ხშირია ხოლმე ნასოსის დროზე ადრე მწყობრიდან გამოსვლა. ასე რომ ჩამოვთვალოთ ყველა საერთო პრინციპები და მუშაობა გამოყენების პროცედურები



a) ძირითადი ნაწილები

ყველა ნასოს აქვს, შემდეგი აუცილებელი ნაწილები:
- მანომეტრი - რომელიც გიჩვენებთ თუ რა წნევაა შექმნილი ნასოსში, გაითვალისწინეთ ნასოსში შეიძლება სულ სხვა წნევა იყოს, ხოლო თოფის რეზერვუარში კი სულ სხვა.

(მაგალითად თოფში არის, 150 ატმოსფერო, ხოლო ნასოსი კი ახალი მიერთებულია და 2-3 ბუქნის შემდეგ, ჯერ მხოლოდ 50 ატმოსფერო დააგროვეთ), ამიტომაც ორივე ხელსაწყოს გააჩნია თავისი მანომეტრი.

- შლანგი, ან მისაერთებელი პორტი - როგორც წესი უმეტესობა ნასოსები აღჭურვილია შლანგით რომელზეც თავისი კონექტორია და მისი მეშვეობით უერთდებით თოფს


მაგრამ არის ნასოსები რომლებსაც შლანგის მაგივრად აქვთ შედარებით ბუთქუნა მილისმაგვარი მისაერთებელი, რომელშიც თოფიდან მოხსნილი რეზერვუარი იხრახნება.

- წნევის დამგდები ვინტი (ეგრეთწოდებული სისხლმდენი ვინტი - bleeding vent) - ბევრმა ახალბედამ არ იცის რომ ნასოსით თოფის დატუმბვის შემდეგ, არ შეიძლება პირდაპირ თოფიდან შლანგის ჩახსნა. შლანგში იგივე წნევაა რაც თოფში, ხშირად ეს არის 200 ატმოსფერო. შლანგი ამ დროს, როიალის სიმივით არის გაშტრიკინებული, უცებ ჩახსნა კი ნიშნავს შლანგის გეომეტრიის შეცვლას. იმედია გინახავთ კომედიურ ფილმებში მეხანძრეების შლანგი აქეთ იქეთ რომ დარბის ხოლმე..



წარმოიდგინეთ რომ იმ შლანგში სულ რაღაც 2,5- 3 ატმოსფეროს წნევით მიწოდებული წყალია როგორ ფიქრობთ რას იზამს შლანგი რომელშიც 200 ატმოსფეროა? ვისაც პირდაპირ ჩაუხსნია შლანგი თოფიდან, მიღებული აქვს ლამაზი ტრავმები, მაგალითად ხელის დალურჯება, წვივის დაჟეჟილობა, თითების მოტეხვა და ისეთი რადიკალური ტრავმაც კი როგორიცაა ფეხის მოტეხილობა... იკითხავთ როგორ? წარმოიდგინეთ რას იზამს უცებ გაშლილი შლანგი რომელსაც თავზე მიმაგრებული აქვს, ბრინჯაოს დეტალი, რა კინეტიკურ ენერგიასთან გაქვთ შეხება?! იგივეა რომ მოქნეულ ჩაქუჩს დაუდგეთ წინ.



ზემოთ აღწერილი უბედურება რომ არ მოხდეს სწორედ ამიტომაც აქვს ყველა ნასოსს წნევის დამგდები ვინტი. სანამ თოფს შლანგს ჩახსნით, საჭროა ეს ვინტი მკვეთრად გახსნათ, და უსაფრთხოდ გამოუშვათ ჰაერი რომელიც დაგროვილია ნასოსიდან თოფის რეზერვუარამდე არსებულ მაგისტრალში, ანუ კონკრეტულად შლანგში (გაითვალისწინეთ ამ დროს, თოფის რეზერვუარიდან ჰაერი არ იცლება, გარდა რამდენიმე სპორტული ეგზემპლარის თოფის რეზერვუარისა, მაგალითად Stayr, Walther, Feinwerkbau). იმის შემდეგ რაც შლანგში წნევა გახდება იგივე რაც თქვენს გარშემო ჰაერს აქვს, აი შემდეგ უკვე უსაფრთხო ხდება შლანგის თოფიდან ჩახსნა.

აქვე დავძენ ერთ ცნობილ ავადმყოფობას რომელიც ჩვენს ქართველ მომხმარებლებს ხშირად სჭირთ ხოლმე, კერძოდ რატომღაც ყველა თვლის რომ ქარხანა მწარმოებელს წნევის დამგდები ვინტის ბუდე ბოლომდე მოჭერილი არ აქვს, თავის დაზღვევის მიზნით ყველა ცდილობს ეს ვინტი ბოლომდე ჩაასიკვდილოს რითაც აფუჭებს ყველაფერს smile.gif, დაიმახსოვრეთ არც თვითონ მრგვალი ვინტის თავი არ უნდა იყოს სასიკვდილოდ მოჭერილი და არც ექვსკუთხედი ტავის მქონე ტანი რომელშიც ვინტია მოჭერილი. ზედმეტი გადაჭერის შემთხვევაში თქვენ აზიანებთ შიგნით მყოფ პლასტიკატის რგოლს, რომელიც შემდგომში ვეღარც ჰაერს ჩაკეტავს და ვეღარც ჰაერს გამოუშვებს ვინტის მოშვებისას, ასე რომ ქართული ჯიგრული ჯანით გადაჭერა დაივიწყეთ ამ ვინტის მიდამოებში smile.gif

და ბოლო ინფორმაცია რაც უნდა იცოდეთ წნევის დაგდებასთან მიმართებაში. ბევრი ჩივის რომ ნასოსი ბოლომდე არ ჩადის როდესაც წნევის დამგდები ვინტი მოშვებულია და ნასოსიდან ჰაერი გამოშვებულია. ნუ თვლით რომ რაიმე ხარვეზს აქვს ადგილი, ეს ასეც უნდა იყოს. სულ ბოლო ძირა მდგომარეობიდან ოდნავ ზემოთ ჩერდება ნასოსი. შიგნით არსებული რეზინები ამორტიზატორის როლს ასრულებს და 5-6 მილიმეტრით ზემოთ აწევინებს ნასოსს თავს smile.gif

იგივე ეხება დატენვის დროს ნასოსის სახელურის ამოწევას. თუ ბოლომდე ჩაიყვანეთ ნასოსი ხელი გაუშვით და ნასოსის სახელური ცოტაოდენ ზემოთ ამოიწია, მაგალითად ასე 2-3 ან თუნდაც 5-6 სანტიმეტრით, ესეც ნორმალურია ფაქტია. ნასოსში წნევით ჰაერია დარჩენილი და როდესაც თქვენ ხელი გაუშვით ზეწოლა აღარ აქვს ნასოსს, შედეგად შიგნით არსებული ჰაერი წელში გამართვას ცდილობს და ცოტათი ნასოსის სახელურს ზემოთ წევს. აი თუ ეს ზემოთ ამოწევა უსასრულოდ დიდია, და ხელის გაშვების შემდეგ ნელ-ნელა ზემოთ და ზემოთ ამოსვლას აგრძელებს, მაშინ უკვე დროა შეკეთებაზე ფიქრი, მაგრამ მანამდე ნუ ინერვიულებთ smile.gif



- ჰაერის შემწოვი ხვრელი - ყველა ნასოსს თავისებურად აქვს რეალიზებული ეს პუნქტი, ანუ ადგილი საიდანაც ნასოსში ჩვეულებრივი ჰაერი შედის რომელიც შემდგომ ნასოსის მეშვეობით უნდა დაიჭირხნოს. მთავარი აქ არის ერთ-ერთი პუნქტი, შეეცადეთ ეს ხვრელი იყოს სუფთა და არაფრით არ ამოქოლოთ, მაგალითად ზოგიერთი ცდილობს ტაოტი გადაუსვას ამ ხვრელს იმ იდეით რომ ჰაერის შესუნთქვის დროს ნასოსი ტაოტსაც შეისუნთქავს, ეს სრულიად ზედმეტია და პირიქით მავნებელია ნასოსითვის.



ყველა ნასოს ეს ხვრელი თავისებურად აქვს, რეალიზებული, ზოგს არანაირი დამცავი არ აქვს, ზოგს, ბრინჯაოს მიკრო ხვრელებიანი ვინტი აქვს, წამოცმული რომ მტვრის ნაწილაკები არ შეიპაროს. ზოგს გარდა ამისა ჰაერიდან ნესტის შემწოვი მოწყობილობაც აქვს, და ასე შემდეგ....



b) დაზეთვა და ნასოსი

თავიდან ქარხნიდან გამოგზავნილი ნასოსი ყველა დაზეთილია და იდეალურად მუშაობს (გირჩევთ დაიმახსოვროთ ნასოსის მუშაობა, ანუ რამდენად დიდი ძალა გეხარჯებათ ბუქნაობისას. ეს გამოგადგებათ, როდესაც დაიწყებს ნასოსი მეტი ძალის მოთხოვნას ესე იგი უკვე რაღაც მისახედია! ), მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით ადრე თუ გვინდა ნასოსი დასაზეთი ხდება, უფრო სწორედ დასატაოტებელი. პირადი გამოცდილებიდან არ გირჩევთ ნასოსში ზეთის გამოყენებას, ზეთი მალე შრება, ან დედამიწის მიზიდულობის ძალით ძირს ილექება და ნასოსის ზედა ნაწილები მშრალი რჩება (მშრალ ადგილებში კი ნესტი თუ მოხვდა ჟანგვა იწყება და....).


ასევე არაფრის დიდებით არ გირჩევთ მანქანის ზეთის გამოყენებას, იქნება ეს მინერალური, ნახევრად სინთეთიკური, თუ სინთეთიკური (მიუხედავად აურაცხელი ინტერნეტ მითისა რომ მანქანის ზეთი მშვენიერი გამოსავალია თვითონ იყენებენ და ასე შემდეგ... გაითვალისწინეთ კატეგორიულად არ გირჩევთ ზეთის გამოყენებას ნასოსებში). მანქანის ზეთებს აქვთ აალების თვისება, ეგრეთწოდებული დიზელის ეფექტი. ჩვენთან საბედნიეროდ არავის არ მოსვლია კურიოზი, მაგრამ რუსეთ-უკრაინაში ბევრია ასეთი შემთხვევა როდესაც ნასოსით თოფის დატუმბვისას მოხდა ზეთის აალება. ამას მოყვება რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი:

1) გარანტირებულად იწვის და ზიანდება პრაქტიკულად ყველა რეზინა, როგორც ნასოსში ასევე თოფის რეზერვუარში, ეს ყველაზე კაი შემთხვევაა, იმიტომ რომ მომენტალურად რეზერვუარიდან იწყებს ჰაერი ფშიკინით გამოსვლას და ასე ვთქვათ გადავრჩით.
2) აალებისას წარმოქმნილი აირი, ძალიან ჩქარა ფართოვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნასოსის სახელურის მთელი ძალით ზემოთ ამოგდება, თუ ეს გაქანებული სახელური სახეში მოგხვდებათ ვავა.
3) ისევ აალებული აირით წარმოქმნილ წნევას შლანგები ვერ უძლებს და გემრიელი ბრაგან ბრუხუნით იხევა, პლიუს, შეიძლება ვინმეს სადმე მოხვდეს შლანგის ნაფლეთები.
4) ყველაზე ცუდ შემთხვევაში ხდება რეზერვუარის გაბერვა და გამოუსწორებლად დაზიანება, ამის შემდეგ თოფის რეზერვუარი გადასაგდებია.




საბედნიეროდ ჩვენთან ჯერ არ მომხდარა ისეთი შემთხვევა რომ რეზერვუარი გამსკდარიყოს (უცხოეთში ასეთი შემთხვევები არის), მაგრამ მოდით ნურც ნასოს გავაფუჭებთ და ნურც სხვა მოწყობილობას... ნასოსის დასატაოტებლად საჭიროა სილიკონის ბაზაზე დამზადებული არა აალებადი, მაღალი ტემპერატურის, მაღალი წნევის გამძლე ტაოტის გამოყენება. შეგიძლიათ საქართველოშიც ეძებოთ რაღაც რაღაცეები, მაგრამ როგორც წესი აქ ვერაფერს იშოვით (ფიზიკურად ბაზარზე მოთხოვნა არაა, ამიტომაც არავის ჩამოაქვს), ამიტომაც ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე ვყიდულობთ ამაზონზე Hill-ის ტაოტს რომელიც 20$-მდე ღირს და ერთი პატარა ქილა გეყოფათ რამდენიმე ათეულ დაზეთვაზე.


c) დამტენი პორტები (კონექტორები)

მართალია ეს პირდაპირ ნასოსს არ ეხება, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ ზოგიერთ თოფს აქვს განივი პორტები, ზოგიერთს სხვადასხვა სახის კონექტორი, ადაოპტერი მისაერთებელი თუ სხვა., განივი პორტის შემთხვევაში ნასოსზე მიერთებულია შესაბამისი სპეციალური ღერძი, ეგრეთწოდებული „შტუცერი“, ამ ღერძს გააჩნია მინიმუმ 2 რეზინის გროლი, რომელიც შედის რეზერვუარის, სპეციალური ბუდეში და შემდეგ ნასოსიდან გამოსულ ჰაერს რეზერვუარში უშვებს... თუ არ გინდათ რომ ეს რეზინები ხშირად გაგიფუჭდეთ ხოლმე, ჩემი რჩევა იქნება არ დაინანოთ და ყოველი 5-10 დატუმბვის შემდეგ, იგივე Hill-ის ტაოტის მცირეოდენი რაოდენობა გადაუსვათ ხოლმე რეზინის რგოლებს. მაგალითად ოდნავ შეახეთ თითი ტაოტს და შემდეგ, რეზინებს ზემოდან გადაატარეთ, რომ უთხელესი ფენა ტაოტის სახით იყოს რეზინებზე დატანილი. შედეგად თქვენი განივი პორტის რეზინები დიდხანს გასიამოვნებენ და არ გექნებათ ჩვენს გაუგებარ ბაზარზე საათები და დღეები გასატარებელი, რაიმე შესაფერისი ზომის რეზინის მოსაძებნად.

გაითვალისწინეთ მნიშვნელობა არა აქვს განივი პორტის ღერძს რეზერვუარს რომელი მხრიდან მიუერთებთ, როგორც წესი რეზერვუარებს აქვს გამჭოლი ხვრელი. ეს ბევრ ახალბედას აბნევს და ეგრევე სვავენ ხოლმე კითხვას რომელი მხრიდან შეიძლება მივუერთო დამტენი ღერძი... პასუხი აქ მხოლოდ ერთია, - რომელი მხარეც გაგიხარდებათ და უფრო მოსახერხებელი იქნება. პრაქტიკულად ყველა განივი პორტის დამტენი ხვრელი ღრმად შიგნითაა ცენტრში განთავსებული ასე რომ ღერძი რომელი ბოლოდან შევა ხვრელში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ძირითადი შუა ხვრელი რომლის მეშვეობითაც ჰაერი რეზერვუარში შედის, ნებისმიერ შემთხვევაში მოექცევა ორ რეზინას შორის და ჰაერს არცერთი მხრიდან არ გამოაპარებს, მოკლედ დაიმახსოვრეთ განივი პორტევის ხვრელებში არ არსებობს წაღმა და უკუღმა.



გარდა ამისა არსებობს აურაცხელი ფორმა ზომის თუ კონსტრუქციის კონექტორები და ადაპტერები, მათი ნაწილი წარმოდგენილია ზემოთ მოყვანილ სურათზე, თუმცა როგორც წესი მხოლოდ სურათი არ არის ხოლმე საკმარისი, ამიტომაც მე და Ikaa-მ თქვენთვის ცავწერეთ ეს პატარა სახელმძღვანელო ვიდეო, რომელიც მგოლო სრულად გაანათებს დამტენი პორტების თემას.

<left><embed src=\"http://www.youtube.com/v/2VTeuXLLwxI\" type=\"application/x-shockwave-flash\" wmode=\"transparent\" width=\"640\" height=\"525\" align=\"center\"></embed></left>

შეიძლება ცოტა ამოვარდნილია კონტექსტიდან და წინსწრებით არის რაღაცეები ამ ვიდეოში ნაჩვენები, მაგრამ იმედია ყველაფერი გასაგებია.


d) მესამე საფეხურის და უკუკლაპნის რეზინები.

ადრე თუ გვიან ყველა ნასოსს უფუჭდება მესამე საფეხურის რეზინები ისევე როგორც უკუ კლაპნის რეზინები. ეს არის ყველაზე წვრილი ღერძი და ყველაზე წვრილი სარქველი, იმის გამო რომ ამ სარქველში ხდება ყველაზე მაღალი წნევის განვითარება, დატვირთვა რეზინებზე დიდია, პლიუს მაღალი ტემპერატურული გარემოს გამო რომელიც ხახუნის გამოც და მაღალი წნევის შექნის დროს გამოიმუშავება... მოკლედ რეზინები დიდხანს ვერ უძლებენ. რა თქმა უნდა რეზინების ცვეთა და მწყობრიდან გამოსვლა დამოკიდებულია მწარმოებლის ხარისხზეც, მაგრამ არის, შემთხვევები, ჩვენთანაც კი როდესაც არც თუ დიდი ხარისხით გამორჩეული ნასოსი წლობით უპრობლემოდ მუშაობს და არის შემთხვევები, როდესაც სანაქებო ძვირიანი ნასოსები 2-3 კვირაში გამოდის მწყობრიდან. ეს უკვე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად როგორ პირობებში გამოიყენება ნასოსი, რა დატვირთვები აქვს, რამდენად უვლის მომხმარებელი ნასოსს და ასე შედმეგ...




ყველა იმ მომხმარებელს რომელსაც ხშირად აქვს მესამე საფეხურის რეზინებთან პრობლემა, რჩევა მექნება - გადაიყვანეთ ნასოსი ფტოროპლასტზე რეზინის მაგივრად. დეტალურად ფტოროპლასტის კონვერტაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



თუ მესამე საფეხურის რეზინა გაფუჭდება ნასოსში, ამას უმალ მიხვდებით, სადღაც 50 ბარის მიღწევის შემდეგ, თქვენ ვერაფრით ვერ შესძლებთ ნასოსის სახელურის ზემოთ ამოწევას... თუმცა მაქვს საქართველოში სხვა გამოცდილებაც, როდესაც ერთ-ერთი ყოფილი ჯანიანი სპორცმენის ხელში იყო ნასოსი, ამიტომაც მისთვის 50 ბარის დროს წარმოქმნილი წინააღმდეგობა არაფერი იყო. ამიტომაც ნასოსს ძალით წევდა ზემოთ და უბრალოდ იძახოდა რომ რაღაც ჭირს ნასოსო, კი მოძრაობს მაგრამ უჭირს მოძრაობაო!... გაითვალისწინეთ! ნასოსის სახელური საკმაოდ იოლად უნდა ამოდიოდეს ზემოთ, თუ ამოწევისას სახელურს ხელს უშვებთ და ის მკვეთრად ცდილობს თვითონ ძირს ჩავიდეს (თითქოსდა ძლიერი ზამბარა ძირს მიაქანებსო) განაჩენი უკვე იცით, მესამე საფეხურის რეზინა გაფუჭებულია. როგორც ზემოთ დავწერე ეს ყველა ნასოსს ახასიათებს.



ასევე ყველა ნასოსს სჭირს უკუკლაპნის რეზინის გაფუჭების პრობლემა. უკუ კლაპანის მოვალეობა ნასოსში გამომუშავებული შეკუმშული ჰაერი შლანგში გადაუშვას და როგორც კი ჰაერი შლანგში გადავა ჩაიკეტოს, რომ ჰაერი უკან ნასოსში არ დააბრუნოს, ამით ხდება თოფის რეზერვუარში ჰაერის წნევის ზრდა და რეზერვუარში მიღწეული წნევის შენარჩუნება. როდესაც უკუ კლაპანი გაფუჭდება, ის იწყებს რეზერვუარიდან და შლანგიდან ნასოსში ჰაერის უკან დაბრუნებას. თუ ხვდებით ამ დროს რა მოხდება? მესამე საფეხურის დროს თუ ნასოსის სახელური თვითონ ჩადიოდა მომენტალურად ძირს და ზემოთ ვერ წევდით, უკუ-კლაპნის დაზიანების დროს საწინააღმდეგო პრობლემას ვაწყდებით, კერძოდ კი სახელური თავისით ამოდის ზემოთ, ზოგჯერ ჩქარა, ზოგჯერ ნელა გააჩნია რა დონეზეა დაზიანებული კლაპანის რეზინა. თუ რეზინა ძალიან არის დაზიანებული, მაშინ როგორც კი ჩაწევთ სახელურს ქვევით, ის ავტომატურად მომენტალურად ზემოთ ამოდის, და ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხებთ წნევის აწევას, აირის ზამბარის ეფექტს იღებს, აი ისეთს მანქანის საბარგულებში რომ გამოიყენება. შესაბამისად თუ ასეთი ხარვეზი ექნება ნასოსს იგი რეზერვუარსაც ვერ დატუმბავს.

ამ შემთხვევაში გამოსავალი ორია ისევე როგროც მესამე საფეხურია რეზინის დაზიანებისას, ან უნდა შეცვალოთ რეზინა ახლით, ან უკუ-კლაპანიც უნდა გადაიყვანოთ ფტოროპლასტზე.



e) დატუმბვის პრინციპები.

სანამ ამ პუნქტს დავიწყებდე, გაითვალისწინეთ იმის გამო რომ მაღალი წნევის შექმნისას ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე გამოიყოფა სითბო... მოკლედ ნასოსით ჩქარა ტუმბაობა... თან დიდი ხნის მანძილზე მიუღებელია. ყველაზე ჩქარი ბუქნი უნდა იყოს 1 წამში 1 ბუქნი თუმცა უკეთესია უფრო ნელა მუშაობა, ვთქვათ 1 ბუქნის ციკლი 2 წამი (ამას ნელ-ნელა თქვენ თვითონ განსაზღვრავთ). ზოგიერთ თოფს დასატენად სჭირდება 200-300 ბუქნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მიადგეთ ნასოსს და ერთ ჯერზე 200 ბუქნი გააკეთოთ.... ჯერ ერთი თქვენ თვითონ ვერ გაუძლებთ ასეთ დატვირთვას, მეორეც ნასოსის დეტალები გახურდება, გაფართოვდება და გაეჭედება. შიდა დეტალებზე არსებულ რეზინებს კი უცბად დაწვავთ. ამიტომაც დატენვას ვყოფთ რამდენიმე ეტაპად, ჯობია ყოველი 50 ბუქნის შემდეგ 5-10 წუთი დაისვენოთ, სუნთქვა აღიდგინოთ და ნასოსაც აცადოთ გაგრილება.


ტემპერატურის გასაგებად ნასოსის გარე მილს ძირა ნაწილში მოკიდეთ ხოლმე ხელი, თუ ცხელია, ან ძალიან თბილია აცადეთ მეტად გაგრილდეს. ყოველთვის მოარიდეთ ნასოსი მზეში დატოვებას, მზე რკინას კარგად აცხელებს, შედეგად დატენვის დროს მოგიწევთ ყოველ ციკლში ნაკლები ბუქნების გაკეთება, ვთქვათ 20-30, ეს კი ნიშნავს რომ საერთო დატენვის დრო უსასრულოდ იზრდება... თუ ნასოსით ბუქნაობისას, გრძნობთ რომ შიგნით თითქოს და რაღაც ბორძიკობს, თითქოს რეზინა ტრიალებს ღერძზე და ხელს გიშლით თავისუფლად ამოძრაოთ ღერძი ზემოთ ქვემოთ, მაშინ ჯობია დატუმბვა შეწყვიტოთ და იზრუნოთ ნასოსის დაშლა გაწმენდა დაზეთვაზე... ეს ეფექტი წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ როდესაც რეზინები მშრალია და რკინას ეხახუნებიან, თუ არ გინდათ რეზინების დაფლეთვა და შემდეგ ძვირად ღირებული კომპლექტების შეძენა, ჯობია დაშალოთ და დაზეთოთ ნასოსი დროულად.


ახლა კი დაგავედით დატენვის ტექნოლოგიაზე.

ყველა ნასოს აქვს ერთნაირი გარე ფორმა, შიდა კონსტრუქცია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ გარეგნულად ერთნაირად გამოიყურება და გამოყენებაც ერთნაირია. როგორც წესი ნასოს ძირს აქვს ფეხების დასადგმელი, რომელზეც ვდგებით, ზედა მხარეს არის ლათინური სიმბოლო T-ს მაგვარი თავი, რომელშიც ვკიდებთ ხელს და ზემოთ ქვემოთ მოძრაობით ვიწყებთ მუშაობას. გაითვალისწინეთ გამართული ნასოსი ჰაერს ტუმბავს ორივე მიმართულებით მუშაობისას, ანუ ძირს დაწოლის დროსაც და ზემოთ ამოწევის დროსაც. უბრალოდ ზემოთ ამოწევის დროს, შედარებით ნაკლებ შეკუმშულ ჰაერს გამოიმუშავებს. ბევრი ამ დროს წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე და კამათობს ეგ როგორო! მაგრამ სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით ჯობია იცოდეთ რომ ზემოთ მოძრაობისას, მხოლოდ ჰაერის შესუნთქვაზე არ მუშაობს ნასოსი.

ეხლა კი პატარა აქცენტი თვითონ დატენვის დროს რა მოძრაობები უნდა შეასრულოთ smile.gif, მიუხედავად იმისა რომ ბევრს უნახია ნასოსი და ერთი შეხედვით იცის რა უნდა გააკეთოს... მოკლედ ბევრი ახალბედა პრობლემებს აწყდება ნასოსის გამოყენებისას, ეს გამოწვეულია ჩვეული სტერეოტიპული აზროვნებით და ასევე გარკვეული წილი ზედმეტი სიამაყით smile.gif, გაითვალისწინეთ - ყველაფერი რაც ნასოსებზე იცოდით უნდა დაივიწყოთ მაღალი წნევის ნასოსთან მიმართებაში

ანუ სწორი ზურგით მოძრაობა დამღუპველია, გინდა არ გინდა და უნდა დასძლიოთ სტერეოტიპი და ყველაზე მთავარია აზროვნება რომ თქვენ არ გეკადრებათ ნასოსით მუშაობისას მუხლებში მოხრა smile.gif

როგორც მიხვდით ნასოსით ვმუშაობთ ისევე როგორც მანქანის საბურავის დატუმბვისას, ფეხები გვიდგას ნასოსის ძირზე, წელში ვიხრებით ვკიდეთ სახელურს ხელს, ვიმართებით წელში და ვწევთ სახელურს ზევით. შემდეგ ზემოდან ქვევით მოძრაობისას - წელში ვიხრებით და ისე ჩაგვყავს ნასოსის სახელური ძირს. ამ პრინციპით მუშაობისას შეამჩნევთ რომ ნელ-ნელა დატუმბვა ძნელდება და სადღაც 100-120 ატმოსფეროს შემდეგ საკმაოდ არაკონფორტული ხდება დატუმბვა. მარტივად რომ ვთქვათ ხერხემალი და ზურგის კუნთები გაგრძნობინებთ რომ რაღაც ისე არაა როგორც საჭიროა და ნელ-ნელა ფიზიკურად დატენვაც შეუძლებელი ხდება. უმეტესობა მომხმარებელი 150 ატმოსფეროზე ზღვარს აწყდება და ვეღარ აგრძელებს დატუმბვას. პრაქტიკულად იმართება ბრძოლა ნასოსთან. ეს საქმე უჭირს ჯანიან კაცსაც და მსუბუქი აღნაგობის კაცსაც... მძიმე წონის ადამიანი, ან ჯანიანი ცდილობს არ შეიმჩნიოს და ძალით თავს იწვალებს რომ ნასოსს მოერიოს. როგროც ვთქვი ეს სწორედ ქართული სტერეოტიპია - მე ნასოსი როგორ უნდა მომერიოს მე ამის......

იმისათვის რომ არც თქვენ იწვალოთ და არც ნასოსმა, საჭიროა დატენვის სტერეოტიპები დაივიწყოთ და მაღალი წნევის ნასოსთან მუშაობის უნარები შეისწავლოთ. როგორც ვთქვი ჩვეული მოძრაობებით მაღალი წნევის ნასოსით 150 ატმოსფეროს შემდეგ ძალიან არაკომფორტულია მუშაობა. იმიტომ რომ ისევ ვცდილობთ ზურგის მოხრას და ჩვეულად თითქოსდა საბურავს ვბერავთო ისეთი მოძრაობების გაგრძელებას.

სინამდვილეში, ჩვეული მოძრაობები ნელ-ნელა უნდა შეცვალოთ როგროც კი მიუახლოვდებით 80 ატმოსფეროს ზღვარს. გაითვალისწინეთ აქ კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს შესაძლებლობაზე, გარე ტემპერატურაზე, დაღლილობაზე, რამდენი წყალი გაქვთ დალეული და მუცელში გაწუხებთ smile.gif... ასე რომ კონკრეტულ ციფრს ვერავინ გეტყვით, უბრალოდ გაითვალისწინეთ 80 ატმოსფეროდან 120 ატმოსფერომდე უნდა გადახვიდეთ განსხვავებულ მოძრაობებზე.

განსხვავებული მოძრაობა არის, შემდეგი, ფეხებით ისევ და ისევ ნასოსის საფეხურზე ვდგევართ აგვყავს სახელური ბოლომდე ზემოთ, წელში მოუხრელად ხელებს ვწევთ ძირს, როგროც კი ხელი იწყებს გასწორებას, ამ დროს ისევ და ისევ წელის მოუხრელად ვიწყებთ მუხლებში მოხრას და ასეთი ფორმით ჩაგვყავს ნასოსის სახელური ბოლომდე. შემდეგ ისევ სახელური ზემოთ აგვყავს წელს არ ვხრით ისევ ძირს ვწევთ სახელურს ხელების გასწორებამდე და ისევ მუხლებში ვიხრებით.... ასე ვაგრძელებთ სადღაც 180 ატმოსფერომდე. 180 ატმოსფეროს შემდეგ, უკვე გააჩნია კონკრეტულად რომელ ნასოსს იყენებთ, რა ძალის და რა წონის პატრონი ხართ, თუ ჯანიანი ხართ მაშინ შეიძლება ის მოძრაობები რასაც ახლა აღვწერ არ დაგჭირდეთ, თუ სუსტი აღნაგობის ხართ აუცილებლად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ვაღწევთ სადღაც 60-65 კილოგრამის წინააღმდეგობას, არადა ჯერ კიდევ 20 ატმოსფერო დასატუმბია...

ამიტომაც, 180 ატმოსფეროს შემდეგ ნასოსის სახელური ისევ აგვაქვს ზემოთ, წელში ისევ და ისევ არ ვიხრებით, ხელებს ვასწორებთ ძირს მოძრაობებით და მუხლებში მოკეცვას ვაკეთებთ უფრო მკვეთრად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, თან ცოტათი წინ ვიხრებით ისე რომ მხრებზე და ხელებზე გადავიტანოთ მთელი სხეულის წონა და ინერციით ჩქარა ჩაგვყავს ნასოსის სახელური ძირს... ანუ ბოლოში წნევა მაღალია და თუ თქვენი წონა 60-65 კილოგრამთანაა ახლოს, თქვენ პრაქტიკულად უახლოვდებით ნასოსის მიერ წარმოქმნილ წინააღმდეგობას, რომ დაძლიოთ ეს წონა (ზემოთ ხსენებული გამოთვლებით გვჭირდება 75-85 კილობრამი ძალა) თქვენს სახელურს აძლევს აჩქარებას, რაც ინერციას გაძლევთ და ასე ვთქვათ აკომპენსირებთ არ არსებულ კილოგრამებს smile.gif.

მაგალითისთვის ძირს მოყვანილ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ წვალობს ადამიანი რომელიც ჩვეული წესით ცდილობს მაღალი წნევის ნასოსის გამოყენებას და როგორ მოძრაობებს აკეთებს გამოცდილი მომხარებელი. ვიცი რომ გარედან შეხედვისას ბევრს ეღიმება, ეგ რა არისო, ვიცი ბევრი ჩემი მეგობარიც იცინოდა როდესაც მე დამინახა პირველად როგორ ვტენიდი ნასოსით თოფს, მაგრამ როდესაც უთბომ ადგილს და ეუბნები აბა მიდი თუ მაგარი ხარ შენ დატენეო და... აი აქ აღმოჩნდება ხოლმე რომ სასაცილო არაფერი არ იყო.

<left><embed src=\"http://www.youtube.com/v/pFgpJqUsmpU\" type=\"application/x-shockwave-flash\" wmode=\"transparent\" width=\"640\" height=\"525\" align=\"center\"></embed></left>
ფონად მგონი ყველას გესმით რაიონული მაშტაბით შემარცხვენელი ilariona-ს ღრმა და ჩაფიქრებული ხვრინვა, რომელიც ყოველ გასვლაზე დიდებულად უნდა გამოაცხოს ხოლმე smile.gif

მგონი ყველაფერი რაც ძირითადად სათქმელი იყო უკვე ვახსენე, დროა გადავიდეთ კონკრეტული მოდელების განხილვაზე. აბა მზად ხართ კიდევ ერთი ათეული გვერდი ტექსტი გადაიკითხოთ? მაშინ წავედით....



რეალური მუშკერეტები

მოკლედ დავიწყოთ ნელ-ნელა ყველა ნასოსის მიმოხილვა.... როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩამოვყვები ნასოსებს საქართთველოში მათი პოპულარობის და მიხედვით



Benjamin hand pump

როგორც ზემოთ ვახსენე, ეს არის PCP სამყაროში ცნობილი და ლეგენდად აღიარებული ბრიტანული ფირმა Hill-ის ნასოსის უხეში კლონი. ამ ნასოსებს ყიდის კომპანია Crosman-ი, მაგრამ იგი ამ ნასოსებს თვითონ არ აწარმოებს, არამედ იღებს ჩინური კომპანია Sun Optics-ისგან. ამავე ფირმის ნასოსს იგივე ფორმით, მაგრამ სხვა წარწერით ასევე ნახავთ კომპანია Air Forces საიტზეც. ნასოსები ერთმანეთის ასლი კვალი არიან, იმიტომ რომ ორივე ერთ ჩინური კომპანიის მიერ არის გამოშვებული. ადრე არსებობდა ან ნასოსების, სხვა ფორმა, დღესდღეობით რაც იყიდება და იშოვება არის, ამ ნასოსის მესამე ვერსია. პირველი ორისგან განსხვავებით დიდი არაფერი შეცვლილა, გარდა გარეგნული ვიზუალური დეტალებისა, მაგალითად პირველ ვერსიას ჰქონდა სახელურთან ბრინჯაოს დეტალი რომელსაც ექსვსკუთხედის ფორმა ჰქონდა. მეორე და შემდგომ ვერსიაში ეს დეტალი უკვე ალუმინისგან არის, გაკეთებული. მეორე ვერსიას ასევე Hill-ის ვარიანტში ჰქონდა გარე მილზე ჰაერის ფილტრი მიმაგრებული, მესამე და ამჯერად საბოლოო ვერსიაზე ჰაერის ფილტრი ძირა სქელ რკინის ბლოკზეა გადატანილი.



ნასოსი იყიდება თოფებთან ერთად ან ცალკე. თოფთან ერთად, იყიდება მხოლოდ Benjamin discovery-სთან ერთად, დანარჩენი თოფებისთვის ცალკე უნდა შეიძინოთ. აი ფასი ხანდახან მტკივნეული თემაა, საქმე იმაშია რომ ეს არის, ჩუნური ნასოსი ჩინური ფასით, მაგალითად ჩინურ საიტებზე სადღაც 150-160$-ად ნახავთ ამ ნასოსს, მაგრამ ამერიკაში ეს ნასოსი უკვე ღირს 180$. ნებისმიერ ვარიანტში მისი ჩამოტანა საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებთან და საბაჟოს გადასახადებთანაა დაკავშირებული რის გამოც ფასი ადის 240-250$-ზე. ერთადერთი გამოსავალი არის კროსმანის ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთანაც შედარებით იაფად შეიძლება ნასოსის შეძენა, მაგრამ დაკვეთა წინასწარ რამდენიმე თვით ადრეა გასაკეთებელი.



ნასოსი ყუთში დაშლილია და მინიმალური ოპერაციებით შეგიძლიათ მისი აწყობა. მისაერთებელია მხოლოდ ფეხის დასადგამი და სახელური.



ნასოსს კომპლექტში მოყვება საჭირო ვინტები თქვენგან მხოლოდ ჩასახრახნი, ანუ „ატვიორტკა“ მოითხოვება.

ასევე Benjamin-ის ყველა ნასოსი აღჭურვილია პეინტბოლის შლანგებით, რომლებიც სქელი ფოლადის მავთულითაა შემოწნული... შლანგი ხარისხიანია და დამცავი ფოლადის დაწნული მავთულები გაძლევთ იმის უფლებას რომ შლანგს ყველანაირად უდიერად მოეპყროთ, ვერაფერს გაუფუჭებთ (აქ არ იგულისხმება ძალით შლანგის გადაკეცვა, საუბარია ჩვეულებრივი მოხმარების პირობებზე, სხვათა შორის აგრესიული მოხმარების პირობებშიც კი კარგი დაცვაა ფოლადის დაწნული ბადე) .




ასევე ყველა Benjamin-ის ნასოსს მოყვება ფოსტერის ჩქარი ჩახსნის კონექტორი, საკმაოდ მოხერხებულია და ოპერატიულად მოქმედების საშუალებას გაძლევთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან მოუხერხებულია როდესაც რამდენიმე თოფი გაქვთ და ყველას თავისებური შესაერთებელი აქვს. ჯობია ასეთი ჩქარი ჩახსნის კონექტორი გქონდეთ ყველა თოფზე და უცებ გადაერთოდ ხოლმე, ხან ერთ, ხან მეორე თოფზე, ვიდრე სტანდარტული ნასოსების შლანგები გქონდეთ რეზბაზე... ამოხრახნე - ჩახრახნე... მოკლედ დროის დიდ ეკონომიას და მოხერხებულობას გაძლევთ ფოსტერის კონექტორი.

ისევე როგორც ყველა ნასოსს, ამ ნასოსაც გააჩნია წნევის დასაგდები ვინტი. გაითვალისწინეთ ამ ვინტის სასიკვდილოდ მოჭერა არ შეიძლება და არც გამოწეული ექვსკუთხედი დეტალის მოჭერაა საჭირო რომელიც ზოგიერთს ჰქონია, თითქოსდა მწარმოებელს დაეზარა ან დაავიწყდა და ამიტომაც ბოლომდე მოჭერილი არაა, ჩვენი ქართული ჯანიანი მიდგომით ყველა მომხმარებელი ცდილობენ ხოლმე ბოლომდე ჩახრახნონ ეს ვინტი,. ბოლოს კი წნევის დაგდება შეუძლებელი ხდება ხოლმე..

გაითვალისწინეთ რომ ამ ვინტის ქვევით, უფრო სწორედ კი შიგნით, არის პლასტიკატის დეტალი, რომლის ზედაპირზე შეხების დროსაც ხდება ჰერმეტულად კლაპნის დახურვა. თუ თქვენ გამოშვერილ ექვსკუთხა დეტალს ჩაასიკვდილებთ და ბოლომდე მოუჭერთ ეს იმას ნიშნავს რომ პლასტმასის დეტალს ჩაპრესავთ, ეს კი გამოიწვევს იმას რომ პატარა ხვრელი რაც ამ პლასტმასს გააჩნია, შეიკუმშება და შემდგომში წნევის დაგდებისას, ჰაერი აღარ გამოვა, შედეგად წნევის დაგდებას ვეღარ შესძლებთ!



ასევე არ შეიძლება თვითონ ვინტის ბოლომდე მოჭერა, უჭერთ მანამდე სანამ არ გრძნობთ რომ ვინტი რაღაც ზედაპირს შეეხო, იწყებთ ნასოსით დატენვას და თუ პატარა წუილის ხმა გესმით ოდნავ გადაუჭირეთ, რომ მიკრონული დაცილება ზედაპირებს შორის რაც დარჩა ის დაუხუროს.... თუ ქართული შემართებით მიუდგებით საქმეს, არიქა და რას მასწავლით რაც უფრო მაგრად მოვუჭერ მით უკეთესიაო, მაშინ მიიღებთ სავალალო შედეგს. ვინტი პლასტმასის დეტალში ხვრელს გააფართოვებს და შიგნით ღრმად ჩაძვრება. შემდეგ როდესაც მოშვებას დაიწყებთ, დაგჭირდებათ ბევრჯერ მოტრიალება სანამ შლანგიდან დაიწყება წნევის გამოსვლა, ეს დისკომფორტსაც შეგიქმნით და ზოგჯერ ნელ-ნელა გამოსული ჰაერი, ზოგიერთ თოფს არ მისცემს საშუალებას კლაპანი უცებ დაკეტოს, შედეგად სანამ თქვენ ვინტის მოშვებას ცდილობთ მთელი ნაშრომი წყალში გეყრებათ და შლანგთან ერთად თოფის რეზერვუარიდანაც იწყებს ჰაერი ნელ-ნელა გამოსვლას სანამ ბოლო-ბოლო კარგად არ მოუშვებთ ვინტს რომ უცებ გამოვიდეს შლანგში დარჩენილი ჰაერი. ამის მერე რეზერვუარის კლაპანიც დაიკეტება, მაგრამ რაღაც რაოდენობა ჰაერს დაკარგავთ. მოკლედ დაიმახსოვრეთ PCP-ს ძირითადი პრინციპი, არაფრის მოჭერა ველური ძალით საჭირო არაა. ყველაფერი თვითონ იკეტება სწორი მიდგომისას.





Benjamin-ის ნასოსს ისევე როგორც ყველა ნასოსს გააჩნია მანომეტრი, რომელზეც დატანილია 2 ბადე, იმპერიული სისტემა PSI და მერტული BAR ( 1 ბარი უდრის 0,98692327 ატმოსფეროს, უხეშად ვთვლით რომ 1 ბარი 1 ატმოსფეროს ტოლია). მანომეტრი თავდება 250 ბარზე, ეს იმას მიგანიშნებთ რომ ნასოსს მაქსიმუმ 250 ბარზე შეუძლია დატენვა, თუმცა დამიჯერეთ 220-ის შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ დატენვა, არ ვამბობ რომ შეუძლებელია (ძალა აღმართს ხნავსო და ჯინიანობის დროს პრობლემა არაა ძალით რაღაც ზედმეტ მაჩვენებლებს მიაღწიო, აქ საუბარია ადეკვატურ მუშაობაზე და არა შეჯიბრზე), უბრალოდ არაკომფორტულია.

დააკვირდით ახლად ამოღებულ ნასოსს, თუ ხედავთ სურათზე გარეთა მილი ბოლომდე არ არის ჩამოსული და ზედაპირს არ ეხება, ეს ასეც უნდა იყოს, ნუ შეეცდებით რაიმეს გადაკეთებას, უბრალოდ ნასოსში ერთი რეზინაა ჩაყოლებული რომელიც არბილებს ბუქნაობისას დეტალების ერთმანეთზე დაჯახებას, როდესაც ძირს მთელი ძალით აწვებით სახელურს. ეს რეზინა მინი ამორტიზატორის როლს ასრულებს და ბოლომდე სახელურის ჩაწევის შემდეგ, ცოტათი ზემოთ წევს სახელურს. ასე 2 მილიმეტრით.

დატენვის პროცესში არ გაგიკვირდეთ როდესაც გარკვეულ ზღვარზე გაჩერდებით, ვთქვათ 100 ბარზე, ნასოსის სახელური სულ ძირა პოზიციაში არ გაჩერდება, ის ცოტათი ზემოთ ამოიწევს, ეს შეიძლება იყოს 1 სანტიმეტრი, ან 10 სანტიმეტრი, გააჩნია რა წნევაზე ჩერდებით და რა პოზიციაში გაჩერდით. ეს გამოწვეულია მესამე და მეორე საფეხურში დარჩენილი ჰაერით, რომელმაც ვერ მოახერხა შლანგში და თოფის რეზერვუარში გადასვლა, დარჩა ნასოსში და ადამინის ზემოქმედების გარეშე ცდილობს ასე ვთქვათ „წელში გაიმართოს“, ანუ დაუბრუნდეს საწყის ფორმას (მოცულობას). შედეგად ჰაერი სახელურს ეწინააღმდეგება, ცდილობს გაშლას და ამიტომაც სახელურს ცოტა ზემოთ წევს. მოკლედ აქ საშიში არაფერია და ნუ იფიქრებთ თითქოს და თქვენს ნასოსს რაღაც გამოუსწორებელი სჭირს.

ნასოსს ძირა სქელ ბლოკზე გააჩნია ჰაერის მიკრო ფილტრი, ეს ის ფილტრია რომელიც მიკრო მტვერის ნაწილაკებს ფილტრავს და არ უშვებს ნასოსში. არ შეეცადოთ მის მოხსნას ან პირიქით ამოქოლვას, ნასოსი აქედან იწოვს ახალ ჰაერს....

ეს არის ნასოსის უხეში მიმოხილვა, ამ თემაში მე არ მექნება ნასოსების დაშლა აწყობა, შეიძლება მოგვიანებით ცალკე პოსტებში დაემატოს ასეთი რამ, მაგრამ ამ აღწერაში ესეთი რამ არ იქნება, ავარიული შემთხვევების განხილვა შეგიძლიათ იხილოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
,
ანუ რა მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოთ ნასოსი.



ახლა გადავერთვები ამ ნასოსი პლიუს მინუსების აღწერაზე . როგორც ხვდებით ისევე როგროც ყველა მოწყობილობას, ამ ხელსაწყოსაც აქვს, თავისი პლიუსები და მინუსები... დადებით მხარეებად შეიძლება ჩავუთვალოთ ფასი, ამერიკაში ღირს 180$ ჩვენთან ცოტა იზრდება ფასი გადამზიდავის ხარჯებისა და საბაჟო გადასახადების გამო. ასევე დადებით მხარედ ჩავუთვლიდი ამ ნასოს საკმაოდ კარგად გადმოკოპირებულ ლითონის დეტალებს, მართალია ორიგინალი Hill-ისგან განსხვავებით შედარებით მძიმეა, გამოიყენება სქელი რკინის მილები... მაგრამ საერთო ჯამში ნასოსში ლითონის დეტალები არ ფუჭდება თუ მომხმარებელმა ძალით რაიმე არ გააფუჭა... მაგალითად ამუშავა მშრალად ზეთის გარეშე, რის გამოც ნასოსში მოხვედრილი კონდენსატი იწყებს ლითონის დეტალების დაჟანგვას.

ასევე დადებითად შევაფასებდი ერთი შეხედვით სქელ და მოუხერხებელ სახელურს, მაგრამ დამიჯერეთ მოხერხებულია და საკმაოდ კარგი ზომისაა, შეიძლება თქვენი მაქნანის ნასოსი ასეთი სქელი სახელურები არ ჰქონდეს, მაგრამ ამ ნასოს სჭირდება, იმიტომ რომ უფრო დიდ დატვირთვებთან გაქვთ შეხება და კარგი ხელის მოჭიდულობა ნამდვილად საჭიროა.



ყველაზე ხშირი პრობლემა ამ ნასოსებს აქვს დაზეთვის პრობლემა (ზოგჯერ მწარმოებელი ცოტა რაოდენობის საპოხს იყენებს, შედეგად მალე შრება ნასოსი და მშრალად იწყებს მუშაობას, დასავლეთ საქართველოში კი ეს პრაქტიკულად ნასოსისთვის განაჩენის ტოლფასია). ასევე სუსტ ნაწილად ჩავუთვლიდი ნასოს, მესამე საფეხურის რეზინას, იგივე Hill-ის ნასოსში საკმაოდ მკვრივი რეზინა გამოიყენება რომელიც წლობით გაგიძლებთ, Benjamin-ის ნასოსში კი კარგი შედეგი იქნება თუ 1 წელს მიაღწევთ რეალურად კი მესამე საფეხურის რეზინა იფლითება 2-3 თვის თავზე, ერთეულ შემთხვევაში უფრო ჩქარა, ეს უკვე ხდება მაშინ როდესაც, მომხმარებელი არასწორად მოიხმარს და არ უვლის ნასოსს...

სამწუხაროდ ასევე ხშირია უკუ კლაპნის დაზიანება. მიზეზი მარტივია, საერთოდ ეს ნასოსი შექმნილი იყო Benjamin Discovery-სთვის რომლის სამუშაო წნევაც არის 2000 PSi, ანუ 136 ატმოსფერო. ამ წნევებზე ყველაფერი კარგად მუშაობს და ნასოსიც ხანგრძლივად უპრობლემოდ მოგემსახურებათ, ზოგიერთ შემთხვევაში წლობით, მაგრამ როგროც კი გამოვიდა Benjamin Marauder თავისი 3000 PSI-ით, ანუ 200 ატმოსფეროთი, აქ უკვე თავი იჩინა იმ დატვირთვებმა რომელზეც ნასოსი გაანგარიშებული თავიდან არ იყო.



მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნასოსი საკმაოდ ხარისხიანად მუშაობს, თუ რეზინების პრობლემას მოაგვარებთ მაშინ საერთოდ ლამის იდეალურ ვარიანტს იღებთ

ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, თუ დაჟანგვამდე არ მიიყვანთ ნასოსს, მასში 2 რეზინის გარდა პრაქტიკულად არაფერი ფუჭდება. ან უნდა შეცვალოთ დაზიანებული რეზინები, ან ფტოროპლასტზე უნდა გადახვიდეთ და მორჩება თავის ტკივილი.
10 ქულიანი სისტემით ჩემი სუბიექტური აზრით შევაფასებდი 7-იანზე



პლიუსები
- იაფია
- მოხერხებულია
- მუშაობს 250 ბარამდე
-იოლად ექვემდებარება დაშლა გაწმენდა და მოდიფიცირებას
- დიდ დაწოლას არ მოითხოვს დატენვისას (სხვა ნასოსებთან შედარებით)
- გააჩნია ფოსტერის ჩქარი ჩახსნის პორტი
- მოხერხებული სახელური
- ლითონის ბადით დაცული შლანგი.

მინუსები
- მაღალი დონის ნასოსებისგან განსხვავებით მძიმეა
- ინგლისური ნასოსის კლონია, მაგრამ რეზინები იმ ხარისხის არ აქვს რაც ორიგინალს
- მესამე საფეხურის და უკუ-კლაპნის რეზინები სუსტი წერტილია
- არ მოყვება დამატებითი რეზინების კომპლექტი
- არ აქვს ნესტის გამშრობი



Hatsan hand pump

ჰაცანი ჩვენს ბაზარზე ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა, როგროც დასახელებიდან ხვდებით ეს ნასოსი იწარმოება მეზობელო ქვეყანაში, კერძოდ კი თურქეთში, კომპანია ჰაცანში. ნასოსი იდეაში თურქული ინჟინერიის ქმნილება არაა, ეს არის, ბრიტანული კომპანია Webley-ს შედევრი, უბრალოდ თურქებმა შეიძინეს webley raider 10-ის გამოშვების ლიცენზია რომელიც შემდგომ მოგვევლინა სახელით Hatsan AT 44, შესაბამისად ამ თოფისთვის იყო შექმნილი ნასოსიც, რომელიც ასევე თოფის ლიცენზიასთან ერთად იყო ნაყიდი თურქების მიერ. ნასოსი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება, მსოფლიო მასშტაბით და მთელი პლანეტა მას იცნობს ჰაცანის სახელით, მაგრამ თუ თავიდან webley-ის გაკეთებული იყო პრაქტიკულად არავინ არ იცის smile.gif.



ნასოსის განხილვისას აღმოვაჩენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს. მაგალითად ნასოსი უნიკალურია იმით, რომ ამ პლანეტაზე ერთადერთია, რომელსაც სახელურში აქვს განთავსებული პენალი და ამ პენალში ინახება ქარხნიდან მოყოლებული რეზინების რეპ-კომპლექტი.

ასევე აქვს შემდეგი უნიკალური თვისება, კერძოდ ნასოსის ქვედა ნაწილის ჩაკეტვა შეიძლება ისე რომ გადატანისას ნასოსმა ნერვები არ მოგიშალოთ და სახელურმა უაზროდ არ დაიწყოს ხოლმე ამოწევა. ერთი შეხედვით ეს რა დიდი პლიუსია, მაგრამ რეალობაში ბევრჯერ დადებითი მხარით იჩინა თავი ამ მინი მოწყობილობამ. გადაატრიალე სახელური, და პატარა რკინის დეტალი ჯდება სპეციალურად ამოჭრილ ბუდეში, ამის შემდეგ, სახელურის თვითნებური ამოწევა, ამოსრიალება და მოძრაობა არ ხდება. დატენვა გინდა? უბრალოდ გადმოატრიალე და რკინის პატარა ვინტი გამოვა ბუდიდან, მორჩა შეგიძლიათ თამამად დატენოთ.

კიდევ ერთი თავისებურება კომპაქტურობის მოყვარულებისთვის... ნასოსს ფეხების დასადგმელი მიმაგრებული აქვს ერთი დიდი ღერძით, საკმარისია გამოწიოთ და ნასოსს ფეხის დასადგამი სძვრება, შედეგად ისევ და ისევ, სადმე კომპაქტურად ჩასადებად მშვენიერი გამოსავალია.





მოკლედ ნასოსს აქვს საკმაოდ კარგად მოფიქრებული საჭირო თავისებური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო გადაწყვეტილებაა ჰაერის შესუნთქვის სისტემა, რომელიც განთავსებულია სახელურში. აქ რამდენიმე პლიუსი იმალება, მაგალითად ის რომ ნესტიანი ნიადაგისგან საკმაოდ ზემოთაა ჰაერის შესასრუტი პორტი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ნაწვიმარზე, ან ნამიან ბალახში. მოკლედ დაცული ხართ ზედმეტი ნესტის შეწოვისგან და შემდგომში ნასოსის შიგნეულობის დაჟანგვისგან .

გარდა ამისა იმავე სახელურში მოთავსებულია ნესტის შემწოვი ფილტრი. მართალია საკმაოდ სადაოა რამდენად მოერევა ერთი პატარა სილიკატის გელის პაკეტი ნასოსის აქტიურ მუშაობას, მაგრამ რაღაც არის... ჩანასახი მაინც არის smile.gif





ხაზი გასასმელი აქვს, ნასოსის კომპლექტში მოყოლებულ შლანგს... დადებითი მხარე ის აქვს რომ შლანგის მოხსნა მიმაგრება იოლად შეიძლება. ნასოსში ჩასახრახნ მხარეზე მოთავსებულია ლითონის რგოლი შიგნით ჩამონტაჟებული რეზინით, რაც იმის საშუალებას გაძლევთ რომ საჭიროების შემთხვევაში ხელით შეგიძლიათ გადაუჭიროთ ნასოსის შლანგი და სულად არაა საჭირო რაიმე დამატებითი ინსტრუმენტი, ან ფანატიკური ძალა იმისათვის რომ მოუჭიროთ შლანგი. ასევე პლიუსში ჩავუთვლიდი საკმაოდ დიდი სიგრძის შლანგს, მაგრამ ეგაა რომ ძალიან სქელი კედლიანი შლანგია და მოხრა მიხრა ცოტა არ იყოს მოუხერხებელია.

თუმცა ამ შლანგს აქვს თავისი ხარვეზიც... მიუხედავად იმისა რომ აწერია - შლანგი არის იტალიური და უძებს 4500PSI-ს ანუ 300 ატმოსფეროს, რეალურად საკმაოდ ხშირია ნასოსის შლანგის დაზიანება საყვარელ 200 ატმოსფეროზე. სიმპტომები ბევრნაირია, გახევა, გაბერვა სამაგრებიდან ამოვარდნა... ასე თუ ისე საკმაოდ არასასიამოვნო რამ არის, ასეთი ფაქტი დღეს განხილულ არცერთ სხვა ნასოსზე არ გვექნება. არ ვიცი რა სჭირთ თურქებს, მაგრამ პირველი ნაწილი ნასოსებისა რაც საქართველოში შემოვიდა, პრაქტიკულად ყველას დასჭირდა შლანგის შეცვლა. თუმცა ამ პირველი ტალღის მერე, ასეთი რამ ნაკლებად ხდება.



ისევე როგორც ყველა სხვა ნასოსს, ამ ნასოსაც აქვს წნევის დამგდები ვინტი და როგორს სხვა ნასოსებზე ისევე ამ ნასოსზეც არანაირად არაა საჭირო ფანატური ძალით მოჭერა... შეგახსენებთ შიგნით რბილი პლასტიკატის რგოლია, მას როგროც კი შეეხება ვინტის ზედაპირი კიდევ დაამატეთ 1/4 მობრუნება (ზოგჯერ ეგეც არაა საჭირო) და მორჩა საქმე.

ნასოსს მოხერხებული სახელური აქვს, ისივე როგორც benjamin-ის მარკის ნასოსაც დიდი ბუთქულა სახელური აქვს და დატენვისას მოსახერხებელია ხელში დაჭერა, თუმცა პირადად ჩემი აზრით - სუუულ ცოტათი უფრო სქელია ვიდრე benjamin-ის ნასოსის სახელური, რის გამოც ცოტაოდენ დისკომფორტს ვგრძნობ ხოლმე ამ ნასოსის გამოყენებისას, თუმცა შეიძლება ეს იმის გამო ხდება რომ benjamin-ის ნასოსს მივეჩვიე და ამ ნასოსზე გადმოსვლისას იგივე შეგრძნებებს ველოდი. მოკლედ ეს უმნიშვნელო განსხვავებაა და ყურადღების გამახვილება ამაზე არ ღირს.



აი უსიამოვნო benjamin-ის ნასოსისგან განსხვავებით ის არის, რომ ამ ნასოსს მეტი ძალა სჭირდება დამუხტვისთვის. მაგალითად მე მიჭირს 150 ატმოსფეროს შემდეგ ნასოსით დატენვა და მიწევს მთელი ტანით დაწოლა სახელურზე, პლიუს მინი დახტომითი იმპულსების გამოყენება მჭირდება. ასეთი დისკომფორტი არ მაქვს benjamin-ის ნასოსზე.

საერთოდ ნასოსი იგივე benjamin-ის ნასოსთან შედარებით გაცილებით მძიმეა. ჩინელებმა benjamin-ის ნასოსი Hill-ისგან გადაიღეს და აშკარად ზედმეტად სქელი მილები გამოიყენეს, არ ვიცი ვერ იშოვეს შესაბამისი ზომის, თუ თავი დაიცვეს სქელი კედლებით, მაგრამ ფაქტია, Hill-ის ნასოსი benjamin-ის ნასოსზე მსუბუქია, აი ჰაჩიკა კი ორივეს ჯობნის წონაში, იმიტომ რომ თურქებმა უფრო სქელი მილები გამოიყენეს, რათ უნდოდათ ვერ ვხვდები smile.gif, პლიუს ალუმინის დეტალები პრაქტიკულად არ გამოიყენება, არის მხოლოდ რკინა და ბრინჯაო, რაც რა თქმა უნდა ამძიმებს კონსტრუქციას. მოკლედ ნასოსი მძიმეა, პრაქტიკულად რეკორდსმენია ყველა იმ ნასოსებში რასთანაც შეხება მქონია.

კიდევ ერთი ხარვეზი რაც იჩენს ნასოსის პირველი დაშლისას არის, სუპერ გადაჭერილი დეტალები... პრაქტიკულად წარმოუდგენელია ნასოსის პირველად დაშლა ისე რომ გარე მილს საღებავის საფარველი არ დაუზიანო. დაცვის მიზნით პირადად მე ვიყენებ ხოლმე სპეციალურ მილების გირაგს და კბილებში ვუყოლებ რეზინის ნაჭერს რომ მინიმალური იყოს ზემოქმედების კვალი, მიუხედავად ამისა, კვალი მაინც რჩება და გამოწვეულია ეს იმით რომ ძალიან გადაჭერილია ყველა დეტალი.

მოხსნისას გინდა არ გინდა გარე მილი ცოტათი მაინც მოძრაობს გირაგში და რეზინა კი შველის ნაკაწრებისგან საღებავს, მაგრამ დატრიალების შემთხვევაში რეზინის მოჭიდულობით გამოწვეული ხახუნი საღებავზე აშკარად ტოვებს გაპრიალებულ ადგილს. თუმცა ეს გაპრიალებული ადგილი ჯობია, იმ შედეგს როგორიც მოაქვს ხოლმე ჩემთან მომხარებლებს ეს ნასოსი. დაშლისას ყველა ნასოსს გარე შავ მილზე აქვს ნაკაწრები და დაჩეხები, ზუსტად იგივე მიზეზის გამო, იყენებენ გირაგებს, მეგობრებს, ზუმფარის ქაღალდებს, ძალიან ინსტრუმენტებს... მართლაც ჯანიანი ინსტრუმენტების საჭირო პირველად რომ დაშალო ეს ნასოსი რატომ უჭერენ ქარხანაში ასეთი ძალით ჩემთვის უცნობია.

ნასოს აქვს, მანომეტრიც, მაგრამ მანომეტრი პატარაა და რატომღაც შავ ფერებში შეღებილი. თუ დავამატებთ იმ გარემოებას რომ ნასოსის კორპუსშია ჩასმული და ამის გამო პატარა დიამეტრის მანომეტრი გამოიყენება... მოკლედ მინუსი არ არის, მაგრამ შეეძლოთ თამამად ცოტა დიდი და უფრო ინფორმაციული მანომეტრის გამოყენება. აი მინუსი აქვს მანომეტრის ხუფს. კერძოდ ხშირად მტვერის ნაწილაკები ავსებენ ერთ პატარა ხვრელს რომლის მეშვეობითაც ხდება მანომეტრის კონსტრუქციის კავშირი ატმოსფერულ წნევასთან. შედეგად თუ მოხდა ისე რომ მანომეტრმა მუშაობისას მიკროსკოპული ჰაერი გამოუშვა, იმის მაგივრად რომ ზედმეტი ჰაერი ატმოსფეროში დაბრუნდეს, გროვდება მანომეტრის ხუფის ქვეშ.



შედეგად თუ მანომეტრის შიგნით წნევა გაიზრდება, გაიგებთ პატარა ტკაცუნის ხმას და მანომეტრის ხუფი ბუდიდან ამოხტება. დიდი პრობლემა ეს ნამდვილად არაა, მაგრამ სასიამოვნო ფაქტიც არაა. როდესაც მაღალ წნევასთან გაქვს საქმე, ნამდვილად არ გჭირდება ზედმეტი ტკაცატკუცი და ნერვებზე თამაში smile.gif (გამომიცდია და დამერწმუნეთ საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა). სხვათა შორის, იგივე პრობლემა იჩენს თავს თუ მანომეტრის, ხუფის ქვეშ 1-2 წვეტი წყალი შეიპარა. მზეზე ხდება წყლის აორთქლება, გროვდება წყლის ორთქლი, ისევ და ისევ წნევის ზრდა მანომეტრის ხუფის ქვეშ და ისევ პატარა ტკაცუნით ხუფის ბუდიდან ამოხტომა ხდება. თუ იპოვით ხუფს უპრობლემოდ ჩასვავთ ადგილზე, მაგრამ იპოვით როომ?



კიდევ მანომეტრთან მიმართებაში ვიტყოდი შემდეგს, ერთადერთი ნასოსია რომელსაც უფუჭდება ხსენებული მანომეტრი და ნოლის გარდა არცერთ წნევას არ გაჩვენებთ. არცერთი სხვა ნასოსის მანომეტრი პირადად ჩემს ხელში ასეთი სიმპტომებით არ მომხვდარა. არის შემთხვევები როდესაც მანომეტრები არასწორი წნევას გვაჩვენებენ, მაგრამ საერთოდ რომ არ მოძრაობდნენ მხოლოდ ჰაცანის ნასოსზე შემხვედრია. ვერ ვიტყვი რომ მილიონობით ნასოსზე მაქვს დაკვირვება გაკეთებული, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულმა და შეიძლება რამდენიმე ასეულმა ნასოსმა უკვე გაიარა ჩემს ხელში, ასე რომ რაღაც სტატისტიკას ვფლობ.

თუ ნასოსზე მოისურვებთ მესამე საფეხურის რეზინების შეცვლას ფტოროპლასტზე, ამის საშაულებას ნასოსი უპრობლემოდ გაძლევთ, თუმცა თვითონ ქარხნულად საკამოდ გამძლე რეზინები აქვს, და benjamin-ის ნასოსივით მალე არ დაგჭირდებათ მესამე საფეხურის პრობლემების გადალახვა. პლიუს თუ არა ვცდები პენალში არსებულ რეპ-კომპლექტში არის ერთი დამატებითი რეზინა მესამე საფეხურისთვის ასე რომ ესეც კარგი შეღავათია



სუფთა სუბიექტური გადასახედიდან, ამ ნასოსს მუშაობისას ცოტა მეტი ბუქნების გაკეთება უნდა ვიდრე benjamin-ის ნასოსს, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, იმით რომ 150 ატმოსფეროს შედმეგ მე მიჭირს ამ ნასოსით დატენვა და შეიძლება ეფექტურად ბოლომდე ვერ ვაწვები სახელურს, შედეგად ძირს ჩაწევისას ბოლმდე ციკლს ვერ ვასრულებ და ის ნაწილი ჰაერი რაც შლანგში უნდა გადასულიყო რჩება ნასოსში.

საერთო ჯამში ნასოსი კარგია და მუშაა, გამოცდილი დროში, რა თქმა უნდა აქვს თავისი ხარვეზები, მაგრამ მისაღები ხარვეზებია, განსაკუთრებით იმის შემდეგ როდესაც ამ მოწყობილობის ფასს გაიგებთ, ეს ნასოსი თბილისში იყიდება 280 ლარად, რაც უხეშად გამოდის 170$, ანუ ყველაზე იაფი ნასოსია ჯერჯერობით რაც მასიურ წარმოებაშია.

10 ქულიანი სისტემით ჩემი სუბიექტური აზრით შევაფასებდი 7-იანზე



(პრაქტიკულად იგივე შეფასებას იმსახურებს რაც წინა ნასოსი, ორივე ნასოს რაღაც დადებითი და რაღაც უარყოფითი აქვთ, შესაბამისად ერთმანეთს აბალანსებენ)

პლიუსები
- ძალიან იაფია
- მოსახერეხებელი გადატანვის სისტემა (დაშლა, სახელურის ჩაკეტვა, შლანგის მოხსნა მიერთება)
- მუშაობს 250 ბარამდე
-იოლად ექვემდებარება დაშლა გაწმენდა და მოდიფიცირებას
- მოხერხებული და ფუნქციონალური სახელური
- პრაქტიკულად ეს არის, ინგლისური ნასოსი ლინეცზიით წარმოებული თურქეთში
- მოყვება დამატებითი რეზინების კომპლექტი
- აქვს ნესტის გაშრობის ჩანასახვითი სისტემა

მინუსები
- მძიმეა
- შლანგს აქვს თვისება მაღალ წნევაზე გასკდეს
- სილიკაგელის ბურთულები რეალურად ვერ აშრობს ნესტს
- დასატენად შედარებით მეტ ძალას მოითხოვს
-მანომეტრს აქვს გარკვეული პრობლემები
- პატარა და ნაკლებად ინფორმაციული მანომეტრი



Hill Hand Pump MK2

ეს არის ბრიტანული ინჟინერიის მიღწევა, პრაქტიკულად ეს არის ნასოსების მოდის ჩამომყალიბებელი, ინტერნეტ სივრცეში აურაცხელ დადებით ლეგენდებს მოისმენთ ამ ნასოსზე, საზოგადოებას აჟრიალებს ამ ნასოსის დანახვა გაგებაზე. მოდით ვნახოთ რამდენადა შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. დღეს განვიხილავ MK2 ვერსიას, MK1 ვერსია არ მინახავს ასე რომ ვერაფერს ვიტყვი, სამაგიეროდ ბოლოში დავძენ რამდენიმე განმასხვავებელ სიახლეს რომელიც MK3-ში გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ და ისევ, საქართველოში ეს ეგზემპლარი არ გვინახავს.



პირადად ეს ნასოსი შევიძინე თბილიში და დამიჯდა მაღაზიში 570 ლარი, შემდგომ იგივე ნასოსები იმავე მაღაზიაში იყიდებოდა 500 ლარად. განსხვავება 70 ლარში არის, ის რომ ჩემს მიერ შეძენილ ვერსიას მოყვა საფირმო და გაპიარებული ჰაერიდან ნესტის შემწოვი რომელიც ცალკე იყიდება 45 ფუნტ სტერლინგად. როგორც ხვდებით 45 ფუნტთან შედარებით 70 ლარად ამ დეტალის ყიდვა კაი შენაძენია. თან მიმოხილვისთვის ძალიან საინტერესო ეგზემპლარი შემხვდა, ანუ იდეაში ყველაფრის განხილვას მოვახერხებთ და არაფერი არ გამოგვრჩება.



როგორც ზემოთ ვახსენე, ამ მწარმოებლის ნასოსები ყოველთვის იყიდება Hill-ის მარკით, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სადმე საიტზე ეწეროს რომ ეს არის, ვეირაუხისთვის, შტეერისთვის, ან რაიმე სხვა თოფისთვის განკუთვნილი ნასოსი, რეალურად, მისი კოლოფის გახსნისას ყოველთვის Hill-ის წარწერას დაინახავთ. ეს კომპანია თავის მარკას ყოველთვის ადებს ნასოსებს და არასდროს არ აძლევს იარაღის მწარმოებელს, ან სხვა მაღაზიას საშუალებას მისი ნასოსი სხვა მარკით გაყიდოს.

პირველი ნასოსი რომელიც დღეს განვიხილეთ არის, სწორედ ამ ბრიტანული ნასოსიდან აღებული, უფრო სწორედ გადაკოპირებული. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ცუდად გადაღებული. კლონირებული ჩინური ნასოსი Airforce-ს და Benjamin-ის მარკით Hill-ის ნასოსზე მძიმეები არიან. გამოწვეულია ბევრი ნიუანსით, მაგალითად ორიგინალ ბრიტანულ ნასოსში ბლომად გამოიყენება ალუმინი, მაშინ როდესაც ჩინურ ვერსიაში გამოიყენება მძიმე ლითონი ბრინჯაოს სახით, ასევე ბრიტანული ვერსია თხელი მილებისგანაა დამზადებული რაც ასევე წონას ამცირებს, აი ჩინური ვერსიები კი გაცილებით მძიმე მილებისგანაა დამზადებული, უფრო სწორედ რომ ვთქვათ სქელ კედლიანი მილებისგანაა დამზადებული. სახელურიც კი ჩინურს სქელი და დიდი აქვს, ინგლისელს კი მოხდენილი და თხელი, თუმცა აი აქ პირველი ბრიტანული მინუსი იჩენს თავს.



მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულია და იდეალური ხარისხითაა გაკეთებული, სახელური ძალიან მოუხერხებელია, გაგეცინებთ მაგრამ ამ საკითხში Hill-ის ნასოსები აგებს ჩინურ და თურქულ ნასოსებთან. საქმე იმაშია რომ სახელური თხელია და ხელში მოუხერხებლად ზის. თან გარედან გამოიყენება მკვრივი რეზინა რომელსაც აურაცხელი და გაუგებარი ზომა ფორმის რიკულებით არის მორთული, წესით ეს იმისთვისაა გაკეთებული რომ ხელი არ სრიალებდეს სახელურზე. მაგრამ.... ხელის გულზე დიდი დატვირთვა მოდის (რომელიც გინდა არ გინდა წარმოიქმნება ნასოსზე მთელი სხეულის წონით დაწოლისას) და რამდენიმე ბუქნში ხვდებით რომ სახელური მოუხერხებელია, ხელის გულები გტკივათ.... დაიხედავთ ხელებზე და დაინახავთ რომ მაგიური რიკულების ნახატები ხელის გულებზე გაქვთ ამოტვიფრული...





მოკლედ ეს ნამდვილად ის მოლოდინი არ იყო რასაც ლეგენდებით გავსებული ნოსისისგან მოველოდი. პირველივე დატენვის შემდეგ ვიგრძენი დისკომფორტი და სასწრაფოდ დავიწყე ფიქრი სახელურზე რა შემომეხვია, ან როგორ გადმომეტანა თურქული ან ჩინური სახელურის რეზინის ჩამოსაცმელები.

ვისაც სხვა ნასოსი ხელში არ სჭერია, ის ვერასდროს წარმოიდგენს რომ ბრიტანული შედევრი შეიძლება რაიმეში აგებდეს ჩინურ, ან თურქულ ნასოსთან, მეც იგივეს ვფიქრობდი მაგრამ თურმე ყოველთვის ასე არაა...

კარგით მოდით ვნახოთ რა მოყვება ნასოსს, ზედა სურათზე ჩანს რომ კოლოფი საკმაოდ მოხდენილია და დიდ ადგილს არ მოითხოვს. კოლოფის გახსნისას აღმოაჩენთ საკმაოდ მდიდრულ კომპლექტაციას, რომელიც ძალიან კომპაქტურად არის, ჩალაგებული. ძირითადად გაქვთ: ნასოსი, მისი სადგამი, სადგამის მოსაჭერი ვინტები და შესაბამისი ექვსკუთხედი (სხვა ნასოსებს მოყვებათ ვინტები, მაგრამ იგულისხმება რომ „ატვიორკა“ ან რაიმე სხვა ინსტრუმენტი თქვენ გაქვთ), მაღალი წნევის შლანგი (1/8 რეზბით რომელიც ძირითადად გამოიყენება PCP სამყაროში), შლანგს შეუძლია გაუძლოს 360 ატმოსფეროს, ასევე შლანგს მოყვება რეზინიანი რკინის რგოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მომენტალურად მოუჭიროთ და მოხსნათ შლანგი ყველანაირი ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე, მოხერხებული მანომეტრი, ჰაერის ფილტრი, სილიკაგელის საკმაოდ დიდი მოცულობის შეკვრა, საკმაოდ მოხერხებული ასახსნელი მასალა სარეკლამო ბროშურებით.



სამწუხაროდ კომპლექტაციაში არ არის დამატებითი რეზინების კომპლექტი ისევე როგორც ვთქვათ და თურქულ ჰაცანს მოყვება, ასევე არ არის, კომპლექტაციაში ფოსტერის ჩქარი ჩახსნის კონექტორი, რომელიც კროსმანის პროდუქციას სჭირდება და საკმაოდ მოსახერხებელია ბევრი თოფის ქონის შემთხვევაში (როგორც წესი ყველა თოფს თავისი ფორმის კონექტორი აქვს, მაგრამ თუ ყველას გადაიყვან ფოსტერის ქვიქ დისკონექტზე, შესაბამისად მარტივი იქნება რამდენიმე თოფის ერთი ნასოსით მომსახურება).

ნასოსის აწყობა დიდ დროს არ მოითხოვს, ასევე შესაძლებელია მისი მარტივად დაშლა და იგივე ყუთში მოთავსება, შედეგად გადასატან გადმოსატანად ჰაცანის ნასოსზე უფრო მოხერხებული გამოდის. დაშლა აწყობის დროში შეიძლება წააგოთ ასე 2-3 წუთით, სამაგიეროდ უფრო ნაკლებ ადგილს მოითხოვს ნასოსი, თუ მანქანით გადაადგილდებით, მაშინ მითუმეტეს უფრო მოხერხებულია კოლოფით ნასოსის გადატანა.




ასევე ნასოს გარედანვე შეამჩნევთ ალუმინის ძირს, თუ დაშლა მოგიწევთ ოდესმე ნახავთ რომ შიგნითაც ძირითადად ალუმინის დეტალები გამოიყენება, შედეგად ნასოსი საკმაოდ მსუბუქი გამოდის.

ნასოსი გაძლევთ საშუალებას დაჭირხნოთ ჰაერი 250 ბარამდე (1 ბარი ტოლია 0,98692327 ატმოსფეროსი, უხეშად საუბრისას ვთვლით ხოლმე რომ 1bar = 1atm), უფრო ზუსტი რომ ვიყოთ 246.73 ატმოსფერომდე, თუმცა პირადი სუბიექტური შეფასებით Hill-ის ნასოსით დამუხტვა პრაქტიკულად Hatsan-ის ნასოსის ექვივალენტ ძალას მოითხოვს, ანუ ჩინელების მიერ მოპარული დიზაინი და გამოშვებული Benjamin-ის ნასოსი გაცილებით უფრო კომფორტული მოსახმარია.



ასე მაგალითად ჩემი წონისთვის (სადღაც 65 კილოს ვიწონი), თურქული და ბრიტანული ნასოსით დატუმბვისას 130-150 ატმოსფეროზე მაღლა უკვე დისკომფორტს ვგრძნობ, ხოლო 200 თან მიახლოვებისას ლამის მთელი სხეულით და ინერციით ვაწვები სახელურს რომ ბოლომდე დავჭირხნო ჰაერი. თავდაპირველად ეს სუბიექტური, ანუ პირადად ჩემი შეგრძნებები მეგონა, მაგრამ შემდგომში რამდენიმე სხვა ფორუმელისგანაც ვისაც იგივე ფირმის ნასოსი ჰქონდა შეძენილი იგივე კომენტარი მოვისმინე, ასე რომ ეს უფრო ობიექტური ფაქტია, ვიდრე ერთი ორი მომხმარებლის პირადი შეფასება. რაც არ უნდა საწყენო იყოს, ბრიტანულ შედევრს ჩინური კონსტრუქცია ჯობია ძალის დატანების მხრივ, ასე მაგალითად ჩინური კლონით 170 ატმოსფერომდე დიდი პრობლემების გარეშე ავდივარ, 170-200-მდე კი მუხლებში მოხრით ბუქნაობა მჭირდება, მაგრამ არა იმპულსით ლამის სახელურზე ზემოდან დახტომა.

სამაგიეროდ სრულ კომპლექტაციაში ნასოსს მოყვება ჰაერიდან ნესტის შემწოვი მოწყობილობა, თეორიულად დიდი ტექნოლოგიური ნივთი ეს არ არის. და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია რაღაც ამდაგვარი გააკეთოს, საჭიროა მხოლოდ რაიმე ცილინდრი და ნასოსზე მისაერთებელი მექანიზმის რეალიზება. ინტერნეტში უხვად მოიპოვებთ ამდაგვარ კონსტრუქციებს.



ჰაერის გამაშრობლის დანიშნულებაა ნასოსის მიერ შეწოვილი ჰაერი გაატაროს სილიკაგელში, რომელიც საკმაოდ აქტიურად შეისრუტავს ნესტს. შედეგად ჰაერში არსებული ნესტი ჩერდება ამ მოწყობილობაში და არ შედის ნესტიანი ჰაერი ნასოსში. ეს ძალიან აქტუალური იქნება დასავლეთ საქართველოს მესვეურებისთვის. ჩვენს ფორუმზე არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც ნესტიანი ჰაერის გამო ნასოსში დაგროვებულა კონდენსატი და შედეგად ნასოსი შიგნიდან გამოჟანგულა, ან ნასოსიდან ნესტი თოფის რეზერვუარში გადასულა და თოფის შიგნეულობა დაუზიანებია.

სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლადაა ეს კონსტრუქცია მოგონებული, პლიუს მისი დაყენებისას ნასოსის მიერ ჰაერის შესრუტვის წერტილი მიწიდან ცოტაოდენ ზემოთ იწევს, რაც ასევე დადებითად მოქმედებს უფრო მშრალი ჰაერის შესრუტვაზე. დროთა განმავლობაში სილიკაგელი რა თქმა უნდა შეიწოვს იმდენ ნესტს რომ მისი მუშაობა პასიური ხდება. ამ შემთხვევისთვის მწარმოებელი ცალკე ყიდის, სილიკაგელის პაკეტებს, და ასევე ინსტრუქციაში წერს რომ სასურველია აქტიური მოხმარებისას სილიკაგელი გამოცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ. თუმცა აქვე გეტყვით არსებობს უფრო მარტივი და იაფიანი გამოსავალი. უბრალოდ იღებთ რაიმე ტაფას, ზედ გადმოყრით ამ სილიკაგელის ბურთულებს და ნელ ცეცხლზე დადგავთ, იმისათვის რომ დაგროვილი ნესტი აორთქლდეს. მორჩა ბურთულები ხელმეორედ, ხელმესამედ და ხელ მემილიონედ მზადაა გამოყენებისთვის. მთავარია ზედმეტად არ გადაახუროთ ბურთულები, თორემ უბრალოდ დასკდომას დაიწყებენ და ფხვნილად იქცევიან.



დამატებით აღნიშვნის ღირსია მესამე საფეხურის რეზინა, ამ ნასოსში ეს რეზინა ძალიან იშვიათად ფუჭდება... რა თქმა უნდა არაფერი არ არსებობს მუდმივად მომუშავე, მაგრამ ნორმალური მოხმარებისას რეზინის რგოლი რამდენიმე წელი გაგიძლებთ. აქ Hill-ის ნასოსი საბოლოოდ ჩაგრავს ჩინურ კლონს და უგებს თურქულ ეგზემპლარს. არის, შემთხვევები როდესაც ნასოსს რემონტისა და დაშლის გარეშე 3-4 წელი უმუშავია, თან საკმაოდ აქტიური მოხმარებისას. ასე რომ ორიგინალური დეტალები რაღაცაში მაინც გადგებათ, ტყუილა არ ღირს ეს ნასოსი ამდენი smile.gif.



და ბოლოს... აქ განვიხილეთ Hill-ის ნასოსი MK2 ანუ ვერსია ორი, დღეს დღეისობით მწარმოებელი უშვებს ახალ ვერსიას MK3, რომელსაც დოკუმენტაციაში უწერია რომ დამუხტვა შემსუბუქებულია 35%-ით. შედეგად ნაკლებ ენერგიას, მთხოვს დამუხტვის პროცესი... საინტერესო ამასობაში ის არის, რომ ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი იგივეა დატოვებული, შეცვლილია ერთადერთი დეტალი რის გამოც მოხდა 35%-ის წარმადობის მიღწევა. კონკრეტულად კი რა საუდუმლო გამოიყენებს, ამას შემდეგი ნასოსის განხილვაში მოძებნით, მითუმეტეს რომ სწორედ შემდგომ ნასოსში იყო პირველად ეს საიდუმლო გამოყენებული smile.gif

გადავიდეთ საერთო შეფასებებზე... 10 ქულიანი სისტემით ჩემი სუბიექტური აზრით ამ ბრიტანულ შედევრს შევაფასებდი 8-იანზე



რატომ 9-ზე და 10-იანზე არა?... არის პატარა ნიუანსები რის გამოც ეს ნასოსი ტოპ ადგილზე არ გადის

პლიუსები
- მსუბუქია, წინა ნასოსებთან შედარებით მსუბუქია
- მუშაობს 250 ბარამდე
- იოლად ექვემდებარება დაშლა გაწმენდა და მოდიფიცირებას
- მაღალი დონის დამუშავება
- აქვს ნესტის გაშრობის სრულყოფილი სისტემა
- ბევრი ალუმინის დეტალები გამოიყენება
- ხარისხიანი შლანგი თუმცა ცოტაოდენ პატარაა სიგრძეში და მოხრა პრაქტიკულად შეუძლებელია
- ხარისხიანი მანომეტრი
- კარგი კომპლექტაცია
- იოლად დაშლა და გადაადგილება საჭიროების შემთხვევაში

მინუსები
- ძვირია (ყველა ქვეყანაში ძვირია)
- მოუხერხებელი სახელური
- არ გააჩნია ფოსტერის ჩქარი ჩახსნის პორტი
- დასატენად შედარებით მეტ ძალას მოითხოვს ვიდრე მისი ჩინური კლონი
- არ მოყვება სათადარიგო რეზინების ნაკრები, თუმცა დიდად არც უფუჭდება რეზინები
- კომპლექტში მოყვება უხეში და მოკლე შლანგი




FX 3 Stage Hand Pump

ეს ნასოსი აურაცხელი სახელით შეგხვდებათ, ისეთებით როგორიცაა FX, Gehman, Feinwerkbau, Fine და სხვა მრავალი. საქმე იმაშია რომ მწარმოებელი კომპანია ატარებს Hill-ისგან განსხვავებულ პოლიტიკას... ნებისმიერი კომპანია რომელიც მიმართავს თხოვნით ნასოსზე მისი ლოგოტიპი დააკრას და შესაბამისი სახელი დააწეროს, კომპანია უმალ ასრულებს (ან უბრალოდ პატენტს მოგყიდით და თქვენ თვითონ აწარმოეთ იგივე ფორმის ნასოსი თქვენი სახელით smile.gif ). შესაბამისად ბაზარზე ნახავთ აურაცხელი ფერის და წარწერის მქონე ერთი და იგივე ფორმის ნასოსს, არ შეგეშალოთ ყველა ერთი და იგივეა და ყველა წარმოებულია FX-ის მიერ.

ამის გამო, ამ ნასოსს შეიძლება ბევრნაირი დამტენი პორტის კონფიგურაციით წააწყდეთ. შეიძლება ჰქონდეს, პირდაპირ შლანგი მიერთებული შეიძლება რომელიმე თოფის რეზერვუარის მისაერთებელი ჰქონდეს, შეიძლება დამატებით 2-3 გადამყვანი ყენდებოდეს... მოკლედ ვარიაციები ბევრნაირია.



ამ ნასოსის მიმოხილვა ბოლოსთვის შემოვიტოვე, რადგან ყველაზე ცოტაა საქართველოში, თუ არავცდები სულ 5-6 ეგზემპლარია, ამ სამიდან 1 დღემდე მაღაზიაში დევს და ჯერ არ გაყიდულა, ანუ რეალურად ხელზე სულ 4 ნასოსია (აქედან სამი მე რამდენადაც ვიცი სპორტულ ტირშია განთავსებული, 2 თბილისში და ერთიც ქუთაისში). ასევე საკმაოდ განსხვავდება წინა ნასოსებისგან, აქვს რამდენიმე საინტერესო ნიუანსებიც, მაგალითად ჰაერს ისრუტავს ნასოსის სახელურის ზედა შუა ნაწილიდან. პრაქტიკულად Hatsan-ის მსგავსი იდეაა, ოღონდ გაცილებით მარტივი. აქვს Hill-ის მსგავსად მსუბუქი კორპუსი, საერთოდ უფრო მეტსაც დავძენდი აქვს HILL-ზე უფრო მსუბუქი კორპუსი, ასე გარე შეღებილი მილი საერთოდ ძალიან თხელკედლიანი მილია, ლამის სიფრიფანაა, შიდა ნაწილების ზომები მინიმალურამდეა დაყვანილი და ზედმეტი „ხორცი“ არცერთ დეტალს არ გააჩნია, შიდა სარქველის მილიც კედელი სხვა ნასოსებს 3-4 მილიმეტრი აქვს, ამ ნასოსს კი 2 მილიმეტრიანი კედელი ყოფნის, რაც რა თქმა უნდა საერთო ჯამში ძალიან ამსუბუქებს ნასოსს.

ნასოსს როგორც ასეთი არ გააჩნია ჰაერის ფილტრი, კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს ნესტიანი აირის პრობლემის იდეა შემდეგნაირად, პირველი ის რომ ნასოსი ახალ ჰაერს ისრუტავს ზედა ნაწილიდან, შედეგად ნესტიანი ბალახი და სხვა ანაორთქლი უკვე არიდებულია თავიდან, პლიუს ნასოსს ძირა სადგამ ნაწილში განთავსებული აქვს პატარა ამოღრმავება სადაც მოთავსებულია ბევრი წვრილი მინა ნარევი ბურთულა. ერთი შეხედვით კაცი გაიფიქრებს ეს რა ჯანდაბააო, მაგრამ სინამდვილეში ჰაერში არსებული ნესტი, ყოველთვის კონდენსირდება ამ მინის ბურთულაკების კედლებზე (მინა ყოველთვის უფრო გრილია ვიდრე გამთბარი, ან გაცხელებული რკინის და ბრინჯაოს დეტალები, შედეგად ნესტი შედარებით ცივ სხეულზე კონდენსირდება), კონსტრუქცია მოწყობილია ისე რომ წნევის დაგდებისას ჰაერი იძულებულია ეს ბურთულებიანი სარქველი გაიაროს, შლანგის სარქველი შედარებით ზემოთაა, და გინდა არ გინდა გრავიტაციის ძალით წყლის წვეთები გამოყოფილ ქვედა ნაწილში გქროვდება.



ასევე იდეალურად აქვს ნასოსს მოფიქრებული დაგროვილი ნესტის და წყლის მოცილება, სხვა ნასოსებს როგორც წესი აწუხებთ ნესტის დაგროვების პრობლემა, ამოსაშრობად საჭიროა მათი დაშლა, FX-მა ეს პრობლემა გადაწყვიტა დატენვის ეტაპზე. კერძოდ როგორც კი მომხმარებელი მორჩება ნასოსით რეზერვუარის დამუხტვას, უნდა თუ არ უნდა წნევის დამგდები ვინტი უნდა მოასუსტოს. კონსტრუქცია ისეა გაკეთებული რომ სხვა ნასოსებივით მხოლოდ ჰაერს კი არ ცლის ნასოსიდან და შლანგიდან, არამედ ჯერ მთლიანად გამოდევნის ნასოსიდან დაგროვებულ კონდენსატს და გზად მოყვება მაღალი წნევის ჰაერი რომელიც შლანგიდან იცლება.

ეს მარტივი ტექნოლოგიური გადაწყვეტა რეალიზებულია იმის ხარჯზე რომ წნევის დამგდები სარქველი იმის ქვემოთაა მოთავსებული სადაც კონდენსირდება ნესტი წყლის სახით, პლიუს მომხმარებელს კი არ ესხმება ხელზე, ვინტის მოხსნისას წყალი, არამედ გვერდითა განიერი სარქველიდან ხდება ერთიანად გამოდევნა. შედეგად მომხმარებლის თითები სუფთაა და მშრალი, ჰაერი შლანგში დაგდებულია, ნასოსიდან წყალი გამოდევნილია... ყველა ბედნიერია და იღიმის smile.gif



რა თქმა უნდა ეს სარეკლამო ტექსტს გავს და რეალობას რომ დავუბრუნდეთ ნასოსში რაღაც ნაწილი წყლის რჩება, ბოლო-ბოლო მინის ბურთულების კედლებზე რაღაც ხომ დარჩება, მაგრამ ისევ და ისევ ხდება სითხის ძირს ჩამოდინება და თუ ნასოსს თავდაყირა არ ატრიალებთ ხოლმე რა თქმა უნდა დაგროვილი წყალი ნასოსის სხვადასხვა დეტალებს არ შეაწუხებს. ასევე რა თქმა უნდა თუ არ მოისვენებთ და ერთ დამუხტვაზე დატენით მთლიანად რეზერვუარს, აქ უკვე არანაირი ტექნოლოგია არ გიშველით და წყლის წვეთები ადრე თუ გვიან ნასოსიდან თოფის რეზერვუარშიც გადავა.

იძულებული ვარ გავაგრძელო ამ ნასოსის ქება დიდება. შემდეგი საქები დეტალი ეს არის, სახელური, ყველა ზემოთ არწერილ ნასოსსის სახელურს რაღაც პრობლემა აქვს, ასე მაგალითად Benjamin-ის და Hatsan-ის ნასოსებს დიდი სქელი სახელურები აქვთ, ამასობაში Hatsan-ის სახელურს თხელი რეზინის გარსი აქვს, რომელიც ყოველთვის მოძრობას ცდილობს, Benjamin-ს სხელი და უხეში სახელური აქვს, აი Hill-ს საერთოდ ვიწრო, თველი და მყარი რეზინისგან განათებული სახელური აქვს, თუ დავამატებთ იმასაც რომ რაღაც სპეციფიური რელიეფური და არაკომფორტული ზედაპირი აქვს დატანილი, მოკლედ მაღალ წნევებზე ხელში რეზინის რელიეფები იმდენად არაკომფორტულად გერჭობათ რომ....



ასეთი პრობლემა არ აწუხებს FX-ის ნასოსს, ჯერ ერთი სახელური იდეალური საშუალო ზომისაა რომელიც ზუსტად და გემრიელად ჯდება ხელში, მეორე პლიუსი ის არის, რომ სახელური გაკეთებულია რბილი აქაფებული რეზინისგან, არც ძალიან რბილი რეზინაა გამოყენებული და ავტომატურად უხეშიც არ არის, მოკლედ სიამოვნებაა ამ ნასოსით ჰაერის დამუხტვა, ხელები არ იძაბება, არც ზედმეტად გაშლილია, არც სრიალებს, და არც რაღაც რელიეფური ნახატები გაჩნდებათ ხელის გულებზე smile.gif

შემდეგი სასიამოვნო ტექნოლოგია, ეს არის საიდუმლო მესამე საფეხური, კერძოდ კი მესამე საფეხურის ღერძის დიამეტრი. თუ ყველა ზემოთხსენებულ ნასოსს მესამე საფეხურის ღერძი აქვს 7 მილიმეტრიანი, ამ ნასოსში ეს დიამეტრი შემცირებული 1 მილიმეტრით. ამან გამოიწვია ის რომ FX-ის ნასოსები მოხმარებაში ყველაზე მსუბუქ და მარტივ მოსახმარ ნასოსებად ითვლება მსოფლიოში. მიუხედავად იმისა რომ აურაცხელ ფორუმზე წაიკითხავთ რომ Hill-ზე მსუბუქი მოსახმარი არაფერია... მაგრამ Hill-ის ლეგენდა უფრო სტერეოტიპია ვიდრე რეალობა. მოკლედ ასე იყო საქმე თუ ისე HILL-ი მიხვდა რომ მხოლოდ აგრესიული რეკლამის ხარჯზე ვერაფერს გახდებოდა და დრო იყო კონსტრუქცია შეეცვალა, შედეგად შეიმუშავა MK3 ვერსია რომელშიც ასევე შეცვალა მესამე საფეხურის დიამეტრი და ნასოსი მრავალწლიანი ქება დიდების შემდეგ, ძლივს გახადა ისეთივე მსუბუქი მოსახმარი როგროც FX-ის ნასოსები.



თუ ვერ მიხვდით შეგხსენებთ რომ სწორედ მესამე საფეხურის ფართობის წინააღმდეგობას ვებრძვით.... გავიხსენოთ მათემატიკა, ესე იგი ვიღებთ 0,7 სანტიმეტრის რადიუსს ანუ 0,35სმ-ს და ... 0.35x0.35x3.14=0.38465, დამრგვალებით მივიღეთ 0,385 კვადრატული სანტიმეტრი... 200 ატმოსფეროზე მაქსიმუმ ვაწყდებით 76-77 კილოგრამი ძალის წინააღმდეგობას. ასატანია და წესით ადამიანისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ახლა კი მოდით იგივე ყველაფერი 0,6 სანტიმეტრიან ღერძზე გავთვალოთ: 0.3x0.3x3.14=0.2826, დამრგვალებით მივიღეთ 0.283 კვადრატული სანტიმეტრი... ვამრავლებთ 200 ატმოსფეროზე და ვიღებთ 56-57 კილოგრამ წინააღმდეგობას... აი ასეა ბატონო ვითომ და მხოლოდ 1 მილიმეტრით შემცირდა დიამეტრი და ამასობაში მომენტალურად გაქრა 20 კილოგრამის წინააღმდეგობა. როგორია? smile.gif

გაითვალისწინეთ რომ ამასობაში ბევრი პირდაპირი გაგებით მიმართავს მათემაკიკას და უმალ მოგაძახებთ კი მსუბუქი გამოდის, მაგრამ სამაგიეროდ ბუქნების რაოდენობა მეტი გექნება გასაკეთებელიო.... ოოოოო, აი სად ყოფილა საიდუმლოება... თუმცა...



ერთი შეხედვით მართლაც ნაკლები დიამეტრი ნიშნავს ნაკლებ მოცულობას, მაგრამ ნუ შეგეშლებათ, საქმე მყარ ნივთიერებასთან კი არ გვაქვს არამედ ჰაერთან გვაქვს, შედეგად თუ პირველი საფეხური იგივე მოცულობის ჰაერს შეისრუტავს რაც 7 მილიმეტრიანი ღერძის მქონე ნასოსები რას მივიღებთ? იმას რომ მეორე და მესამე საფეხურში ჰაერის მოცულობა იგივე იქნება, უბრალოდ წნევები იქნება ცოტათი გაზრდილი რომ იგივე მოცულობის ჰაერი პატარა სივრცეში ჩაეტიოს. ამიტომაც FX-ის ნასოსი იგივე ბუქნების რაოდენობას მოითხოვს რაც სხვა ნებისმიერი ნასოსი და არანაირად არაა საჭირო ზედმეტი ბუქნაობა, რატომღაც მომხმარებლები სწორედ ამ მცდარ დასკვნამდე მიდიან ხოლმე smile.gif. მაგალითად ჩვენს ფორუმელებში ეს გამოწვეულია იმით რომ სიმსუბუქის დემონსტრირებას ჩემი ნასოსით ვახდენდი, რამდენიმემ სცადა ბუქნაობა, და მართლაც მეტი ბუქნაობა დასჭირდათ, მაგრამ იმიტომ რომ ჩემი ნასოსი იმ მომენტში გაუმართავი იყო და შეკეთებას საჭიროებდა, მე კი იმ მომენტში საჭირო რეზინების კომპლექტი არ მქონდა რომ ნასოსი მწყობრში ჩამეყენებინა smile.gif. შემდგომში რეზინები შევცვალე და ყველაფერი ჩვეულებრივად ამუშავდა, მაგრამ პირველადი მცდარი აზრი რამდენიმე ფორუმელს მაინც დარჩა smile.gif



აქვე დავძინოთ კიდევ ერთი გარემოება, FX-ის ნასოსებში გამოიყენება ისეთივე მკვრივი მასალა მესამე საფეხურის რეზინისთვის როგორც ეს იყო Hill-ის ნასოსებში და მივიღებთ ყველაზე მსუბუქ ნასოსს, ყველაზე მსუბუქად დატენვადს, და ყველაზე გამძლე ნასოსივით გამძლეს. მოკლედ მხოლოდ და მხოლოდ პლიუსები გვესმის, მაგრამ მთლად ასე არაა საქმე smile.gif

ნასოს აქვს თავისებური კონსტრუქცია რის გამოც ყველაზე ხშირად მესამე საფეხურის რეზინები კი არ გამოდის მწყობრიდან, არამედ პირველი საფეხურის რეზინები გამოდის მწყობრიდან. ამის პირველი მანიშნებელია სახელურის თვითნებური ზემოთ ამოწევა. ზემოთ ჩვენ განვიხილეთ რომ თუ ნასოსის სახელურს ზემოთ ვერ ვწევთ მაშინ მესამე საფეხურის რეზინაა დაზიანებული, თუ სახელურის ჩაწევის და ხელის გაშვებისას სახელური თავისით ზემოთ ამოდის, მაშინ უკუ კპალანი ვერ იკავებს შლანგში ჰაერს და უკან ნასოსში უშვებს... აი რაღაც ამდაგვარ ეფექტთან გვაქვს საქმე. სახელური ზემოთ ამოდის, მაშინაც კი როდესაც ნასოსი თოფთან არაა მიერთებული. აწვებით ძირს, და იმის მაგივრად რომ გაჩერდეს ძირა პოზიციაში, სახელური ჯიუტად პორციებით ნელ-ნელა ზემოთ ამოდის smile.gif.



მოკლედ თუ ნასოსი თოფთანაა მიერთეული და სახელური ზემოთ ამოვა, მაშინ 2 სავარაუდოდ მიზეზი გაქვთ, ან უკუ კლაპანი დაზიანდა (ნაკლებად სავარაუდოა). ან პირველი საფეხურის 2 რეზინიდან ერთერთი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო თუ ჩახსნილია ნასოსი თოფიდან და სახელური მაინც ამოდის, ამ შემთხვევაში გარანტირებულად იცით რომ პირველი საფეხურის რეზინებია მწყობრიდან გამოსული. გამოცვლა რა თქმა უნდა მარტივია, მთავარია შესაბამისი რეზინების კომპლექტი გქონდეთ ხელთ, მაგრამ აქ მეორე ხაფანგი გელით, ამ ნასოსს ყველაზე ძვირადღირებული რეზინების კომპლექტი გააჩნია, ყველაზე იაფ ვარიანტში მოგიწევთ 35 დოლარის გადახდა, ხოლო ზოგიერთი მაღაზია 65 ევროზეც კი ადის ფასი... რატომ ვერ გეტყვით...



მაშ ასე 2 მინუსი უკვე ვიცით, რეზინების კომპლექტი ძვირია, და პირველი საფეხურის რეზინები ზიანდება (იშვიათად მაგრამ ზიანდება). აქვე გვაქვს კიდევ ერთი მინუსი... ნასოსში მესამე საფეხურზე ფტოროპლასტის კომპლექტს იოლად ვერ დააყენებთ, საქმე იმაშია რომ ბრინჯაოს დეტალი ნასოსის ღერძზე ჩახრახნილი არაა, როგორც ეს სხვა დანარჩენ ნასოსებზეა, არამედ ჩაწეპებულია ებოქსიტის წებოთი. შედეგად ფტოროპლასტზე გადაყვანისას მარტივად ვერ გამოძვრებით, ნასოსის დაშლის გარდა საჭიროა ღერძის დემონტაჟი რეზბის მოჭრა და ახალი კომპლექტის დაყენება. მოკლედ გადაყვანა შეიძლება მაგრამ ეგრეთწოდებულ მუხლებზე ჩალიჩით ვერაფერს მიაღწევთ ცოტა მეტი ტექნიკა და დანადგარია საჭირო (თუმცა ეს შეფასება ფარდობითია, მოკლედ რომ ვთქვათ ვისთვის როგორ).

მგონი ამ ნასოსის შესახებ ძრითადი ინფორმაცია ამოვწურეთ, ახლა გადავერთოთ საერთო შეფასებებზე... 10 ქულიანი სისტემით ჩემი სუბიექტური აზრით ამ ინჟინრულ შედევრს შევაფასებდი 9-იანზე



რატომ 9-ზე და არა 10-იანზე?...

გარდა იმისა რომ ზემოთ ვახსენე გარკვეული ხარვეზები, ასევე უნდა ვახსენოთ რომ ნასოსი მორალურად მოძველდა, მისი მეშვეობით მიიღებთ მაქსიმუმ 250 ბარ წნევას, მაშინ როდესაც გამოსულია მისი უფროსი ძმა FX 4 Stage Hand Pump ანუ 4 საფეხურიანი ვერსია. ვერსია იმდენად არის, შეცვლილი რომ 150 ატმოსფერომდე საერთოდ ცალი ხელით შეგიძლიათ ნასოსი ამუშაოთ, 150 ატმოსფეროს ზემოთ კი დამატებით სარქველზე გადაერთვებით და საყვარელ 300 ატმოსფეროზეც შეგიძლიათ ახვიდეთ... მოდით ჯერ-ჯერობით დავუბრუნდეთ ჩვენს ვერსიას და პლიუს მინუსები ჩამოვთვალოთ

პლიუსები
- მსუბუქია, ყველა ადრე განხილულ ნასოსებთან შედარებით ძალიან მსუბუქია
- მუშაობს 250 ბარამდე
- მუშაობისას ძალიან ცოტა ძალას მოითხოვს
- მაღალი დონის დამუშავება
- ბევრი ალუმინის დეტალები გამოიყენება
- ძალიან რბილი და მოსახერხებელი სახელური
- კომპლექტში არის, ხარისხიანი მიკრო კაპილარული შლანგი ან გადამყვანი
- ხარისხიანი მანომეტრი
- კარგი კომპლექტაცია

მინუსები
- ძვირია (ყველა ქვეყანაში ძვირია)
- მოდიფიცირებას ძნელად ექვემდებარება
- არ აქვს ნესტის გაშრობის გარე სისტემა
- არ გააჩნია ფოსტერის ჩქარი ჩახსნის პორტი
- არ მოყვება სათადარიგო რეზინების ნაკრები, ხანდახან ფუჭდება პირველი საფეხურის რეზინები



საერთო დასკვნები

რა თქმა უნდა ჩემს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სუბიექტურია და ეყრდნობა პირად გამოცდილებას, შეიძლება ზოგიერთისთვის ეს დასკვნები მიუღებელი იყოს, მაგრამ მე ჩემს დასკვნებს მართებულად ვთვლი იმიტომ რომ ამ სტატისს დაწერამდე რამდენიმე წელი ვაკვირდებოდი ფორუმელების გამოხმაურებას შეფასებას, მეთვითონ არაერთი ათეული ნასოსი მაქვს გადაკეთებული და გარემონტებული, ზოგიერთი საერთოდ სავალალო სიტუაციიდან აღდგენილი, ზოგიერთისთვის არა არსებული დეტალები თავიდან გამომიჩარხია და შედეგად რაღაც გარკვეული გამოკითხვის მაგვარი შედეგები მივიღეთ.

ფორუმელების შეფასებით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი რამ:
1) თუ ყველანაირ ამბიციებს დავივიწყებთ არ გავეკიდებით რაღაც უსაშველო ლეგენდებს, მაშინ უმეტეს წილად Hatsan-ის ხელის ტუმბო არის იდეალური გამოსავალი. რატომ? მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, რომლებიც ზემოთ მიმოხილვაში ვახსენე, ეს არის, ყველაზე ხელმისაწვდომი ტუმბო. როგორც ფასით (თბილისში წააწყდებით 250-დან 280 ლარამდე დიაპაზონში) ასევე იმის გათვლით რომ თბილისშივე იყიდება (მართალია ამ სტატიის დაწერისას გათავდა, მაგრამ იმედია ადრე თუ გვიან საქონელი შეივსება მაღაზიებში). ერთადერთ დიდ მინუსად სხვა ნასოსებისგან განსხვავებით შეიძლება ჩავუთვალოთ ის რომ ცოტათი მძიმეა და მეტ ძალას მოითხოვს მუშაობისას

ტუმბო უპრობლემოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას, აქვს გარკვეული ნესტის შემწოვიც, პრაქტიკულად მასზე შეიძლება ნებისმიერი თოფის დამტენის მიერთება და სხვა. საერთო ჯამში რაც არ უნდა მაღალ ტექნოლოგიებზე ვისაუბროთ ეს ასე ვთქვათ ლამის რუსული ნაჯახით გამოთლილი ნასოსი, მშვენივრად ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს.

2) მეორე ადგილზე ისევ და ისევ ფასის გამო დავაყენებდი Benjamin-ის ხელის ტუმბოს, რა თქმა უნდა მასაც აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ რეალურად Hatsan-ისგან განსხვავებით ერთ-ერთი მინუსი აქვს. ეს არის, შედარებით მაღალი ფასი. დანარჩენში კი მშვენიერი ნასოსია, მუშაობს უპრობლემოდ, ნორმალურად მოვლის შემთხვევაში თავისი არამდგრადი რეზინებითაც კი უპრობლემოდ მუშაობს მინიმუმ 1 -1.5 წელი. მართალია არ აქვს ნესტის შემწოვი, მაგრამ გააჩნია ფოსტერის ჩქარი ჩახსნის კონექტორი.

3) მესამე ადგილს გამოვუყოფდი FX-ის ნასოსს, და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ფასი აქვს ცოტა არ იყოს და მკბენარე (თბილისში 500 ლარი ღირს), ხოლო თუ თქვენთვის ფასი არ არის შემაფერხებელი მომენტი, მაშინ ეს ნასოსი შეგიძლიათ თამამად პირველ ნომრად განიხილოთ. პლიუსები რა თქმა უნდა აურაცხელი აქვს ამ ნასოსს, იქნება ეს წონა, ნაკლები ძალის დატანება თუ მაღალი შესრულების დონე, იდეაში თუ ამ ნასოსს ამოირჩევთ და მოუვლით სავარაუდოდ რამდენიმე თოფს შეიცვლით მანამდე, სანამ ნასოსი პირველად გიმტყუნებთ.

4) თბილისში ამ მომენტისთვის გავრცელებული ნასოსებიდან ყველაზე ბოლო ადგილზე გადავიტანე \"ლეგენდარული\" Hill-ის ნასოსი. ეს ნასოსი იგივეა რაც მობილურების სამყაროში Iphone. ლამაზია, ბაცუცქუნაა, მაგარი ტიპი ხარ თუ გაქვს, მაგრამ რეალურად ყველაფერ იმას აკეთებს რასაც სხვა მობილურები აკეთებენ. ხოლო თუ თავს დაიბრმავებ ზოგიერთ კარგ და უკეთეს მობილურს ვერ დაინახავ (ნასოსების შემთხვევაში Hill-ის ნასოსის მოყვარულები ცოცხალი თავით არ იყურებიან FX-ის ნასოსისკენ, არადა FX-ის ნასოსი აშკარად ჯობია Hill-ს ბევრ პარამეტრში).
რა თქმა უნდა HILL-ის შესრულების დონე უფრო მაღალია და გაცილებით დიდხანს და უპრობლემოდ იმუშავებს ვიდრე ვთქვათ Hatsan-ის და Benjamin-ის ნასოსები, მაგრამ ლამის გაორმაგებული ფასი ცოტა არ იყოს და ზედმეტია (ნესტის გამაშრობლით 570 ლარი, მის გარეშე 500 ლარი), მითუმეტეს რომ იგივე 500 ლარად უფრო მსუბუქ, იგივე დონეზე გამძლე და გაცილებით ნაკლები ძალის მომთხოვნ FX-ის ნასოსი შეიძენთ.


მოკლედ ესაა საქართველოში გავრცელებული ნასოსების ძირითადი მომენტები. თუმცა ნუ დავივიწყებთ რომ საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, გავრცელებაც პნევმატიკის შედარებით მოკრძალებულია, ყველა მწარმოებლის ყველა მოდელის ნასოსი ჩვენთან არ იშოვება. პლიუს ნაწილი ნასოსებისა, ახალი შემუშავებული და მსოფლიო ბაზარზეც ნაკლებადაა გავრცელებული, ზოგიერთი მოდელი კი ჯერჯერობით მხლოდ დაანონსებულია და ჯერ გაყიდვაშიც არაა, ასე რომ საქართველოში მათთან შეხება მითუმეტეს არ გვქონია.

მოკლედ ასეა თუ ისეა შემდეგი თავი დაეთმობა იმ ნასოსებს რომლებიც საქართველოში არ მოიძიება, მაგრამ საყურადღებოა ამა თუ იმ თავისებურების გამო.



რუხი კარდინალის გვარდია

ამ თავში განვიხილავთ იმ რამდენიმე მოდელს რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გვხვდება, მაგრამ საქართველოში მათთან შეხება არ გვქონია, შესაბამისად აქ განხილული ნასოსების შესაძლებლობები და დასკვნები მეტწილად იქნება ჩამოყალიბებული მწრმოებლის აღწერებით და ინტერნეტში მოძიებული მომხმარებლების გამოხმაურებით, პლიუს ცოტაოდენ პრაგმატული შეფასებებით. მაშ ასე დავიწყოთ და დავიწყოთ ნასოსების ბაზარზე გამოჩენის მიმდევრობით.


Axor Hand Pump

თუ არა ვცდები ეს ნასოსი მართლაც რუხი კარდინალია, იმიტომ რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროების მიხედვით 2 ცალი ჩამოტანილი არის, ორივე გაიყიდა მაღაზიაში, მაგრამ მისი მომხმარებელი ვინ არის, დღემდე არ ვიცით. არ სურს თავის გამოჩენა, თუ არ იცის ჩვენი საიტის არსებობის შესახებ, მაგრამ რეალური ფაქტი ერთია, ამ ნასოსთან ფიზიკური შეხება არცერთ ფორუმელს დღეისათვის არ გვქონია, მომავალში რა იქნება არ ვიცი, იმედია მფლობელი გამოჩნდება და გაგვაგებინებს ყველაფერს.



ეს ნასოსი შეიძლება შეგხვდებით 2 ძირითადი ფორმის, თან განსხვავება ძირითადად არის ძირა ნაწილში და გარე მილის ფერში. შედარებით ახალს აქვს მერცხლის კუდის ფორმის მქონე ფეხის სადგამი, პლიუს გადაღებილია შავ ფერში. შედარებით ძველი მოდელი კი (რომელიც სავარაუდოდ საქართველოში გაიყიდა და სადღაც არის) არის მწვანე ფერად შეღებილი და სადგამი მომრგვალებული ნახევარმთვარის ფორმის აქვს. შიდა კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი და იგივეა.





ამ ქმნილების მწარმოებელი ქვეყანა არის შვეიცარია (ფირმა Air Venturi -
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, იდეაში ვხვდებით რომ მაღალი დონის ნასოსი უნდა იყოს. ნასოსი არის, თავისებური კონსტრუქციის, მაგრამ აშკარად ემჩნევა FX-ის ნასოსიდან აღებული იდეები. მაგალითად ძირა ნაწილი რომელშიც ჩამონტაჟებულია წნევის დამგდები, მანომეტრი და შლანგი აშკარად აღებულია FX-ის ნასოსიდან. ძველ მოდელში თუ მას მრგვალი ფორმა ჰქონდა და შეიძლება გარეგნულად ვერ მიმხვდარიყავით, ახალი მოდელი FX-ის გარე ფორმებსაც კი იმეორებს. დაშლისას კი აღმოაჩენთ შიგნით იგივე მინის ბურთულებს, წვეტიან უკუკლაპნის პორტს, ზემოთა მხარეს თუ დააკვირდებით აღმოჩენთ რომ ჰაერის შეწოვის სისტემაც ზემოთაა გადატანილი თუმცა დამატებულია ორიგინალური გადაწყვეტილება ჰაერის ფილტრის სახით.



საინტერესო მხოლოდ ერთი რამ რჩება... თუ ადენი რამ აიღეს FX-ის ნასოსიდან, რატომღა აიღეს მესამე საფეხურის ღერძის იდეა HILL-ის ნასოსიდან და რატომ გახადეს იგი 7 მილიმეტრიანი?



ასეა თუ ისეა სამწუხაროდ ზუსტი მონაცემები ამ ნასოსის მუშაობის შესახებ არ გაგვაჩნია, თუ მფლობელები გამოჩნდებიან მოგვიანებით და რაიმე დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვაწვდიან კარგი იქნება, მანამდე კი შემიძლია ვთქვა ინტერნეტ რესურსებზე დაყრდნობით შედმეგი რამ:
- ნასოსი საკმაოდ კარგადაა შესრულებული, ვიტყოდი რომ ერთერთი მაღალი დონის ნასოსია.
- აქვს მოხერხებული შლანგის კონექტორი (ახალ მოდელს), თუ სურათებს დააკვირდებით ნასოსის საწყისში მოღუნული ლითონის მილია ჩამატებული, რაც საკმაოდ მოხერხებულს ხდის დატენვის პროცესს
- გააჩნია რბილი მოსახერხებელი სახელური
- ინფორმაციული მანომეტრი
- გამოიყენება ალუმინის ბევრი დეტალი რაც საერთო ჯამში წონაზე დადებითად აისახება
- საკმაოდ ბევრი ინტერნეტ წყაროს მიხედვით იქმნება საერთო წარმოდგენა, რომ ნასოსი საკმაოდ გამძლეა.

საქართველოში მგონი ამ ნასოსის ფასი იყო 500 ლარი, მსოფლიოში თამაშობს 200$-ის ირგვლივ. საერთო ჯამში საინტერესო მოდელია და სავარაუდოდ ღირს მისი შეძენაც.



BAM Hand Pump

ბამ-ბამ, ბუმ-ბუმ... ეს კიდევ ერთი უცნობი ნასოსია ქართველი მომხმარებლისთვის, მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინტერნეტ წყაროების მეშვეობით შეიძლება მოძიებული იყოს და მართალი გითხრათ ამ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მთლად დადებითი წარმოდგენა ნასოსზე არ იქმნება.



ნასოს არის სუფთა სისხლის ჩინური პროდუქტი. ისევე როგორც Benjamin-ის ნასოსი არის, მოპარული Hill-ისგან, ასეთივე მოქმედებას ვაწყდებით BAM-ის შემთხვევაში, იმ განსხვავებით რომ BAM-ი ოფიციალური საკმაოდ დიდი წარმოების მქონე ქარხანაა და კლონირებისას იყენებს FX-ის კონსტრუქციას.

ეს ნასოსიც 2 ვერსიის შეგხვდებათ ძველი და ახალი, გარეგნულად განსხვავებას ვერაფერს ნახავთ, შეცვლილია მესამე საფეხურის ღერძის დიამეტრი, ოღონდ სუფთა წყლის ჩინური მიდგომით. ადრე გამოდიოდა 6 მილიმეტრიანი ღერძით, ანუ FX-ის სრული კლონი იყო, ახალი მოდელები კი გამოდის 7 მილიმეტრიანი ღერძით...



პირდაპირ საოცრებაა პროგრესის მაგივრად რეგრესს აქვს ადგილი.... არ ვიცი რით ოპერირებდნენ ასეთი ნაბიჯის გადადგმისას, მაგრამ ....

ისევე როგორც ბევრ ჩინურ პროდუქციას აქვს ხარვეზები, იგივე ხარვეზები აღენიშნება ამ ხელოვნების ნიმუშსაც. მაგალითად მტკივნეული თემაა რეზინები, ასევე მტკივნეული თემაა შლანგი რომელსაც შეიძლება ჰაერი ეპარებოდეს თავში, ან ბოლოში, ან სულად დატენვისას შეიძლება გასკდეს.



სახელური კიდევ ერთი მტკივნეული თემაა, არ აქვს ისეთივე მოსახერხებელი როგორც FX-ის ორიგინალ ნასოსს, რატომღაც აღებულია HILL-ის პრინციპი, ანუ წვრილი დიამეტრის და მყარი რეზინის სახელური რომელსაც Hill-ის ვარიანტი აქვს გამეორებული და გაუგებარი ორნამენტები აქვს დატანილი, შედეგად ხელში მისი ჭერა საკმაოდ მოუხერხებელია.



დანარჩენის მხრივ BAM-ის ნასოსი თითქმის ბოლო მილიმეტრამდე არის, FX-ის 3 საფეხურიანი ნასოსის ასლი კვალი. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს უაზროდ სქელ მილებთან და ზედმეტ წონასთან, ყველაფერი ზუსტად არის, კლონირებული. ისეთი შეგრძნება გეუფლება კაცს თითქოს და FX-ი სწორედ BAM-ის ქარხანაში აწყობს თავის ნასოსებსო (მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არაა).




FX 4-STAGE TURBO PUMP

ზემოთ ვახსენე რომ FX-ი პრაქტიკულად ნასოსებში მოდის დამამყარებელია, თუმცა ინტერნეტ საზოგადოება და პირადად ჩემი მცდარი აზრიც თავიდან Hill-ს აძლევდა ამ ტიტულს. მოკლედ ასე იყო თუ ისე, FX-მა გადაწყვიტა კიდევ ერთი ტექნოლოგიური ნაბიჯი გადაედგა, რაც საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. საუბარია 4 საფეხურიან ნასოსზე. რომელიც სტანდარტული 250 ბარის მქონე მანომეტრითაა აღჭურვილი, მაგრამ შეუძლია უკვე 300 ბარზე იმუშაოს (ანუ 300 ატმოსფეროზე). მართალია ზემოთ ჩვენ განვიხილეთ Hatsan-ის ნასოსები რომლებსაც მანომეტრზე აქვთ ნიშნული 300, მაგრამ Hatsan-ის ნასოსით 300 ბარამდე ასვლა პირადად ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ არის.



აი FX-ი კი იფიქრა იფიქრა და მოიფიქრა რომ 3 საფეხური საკმარისი არაა, ამიტომაც ნასოსში კიდევ ერთი საფეხურია დამატებული. შედეგად 4 საფეხურად დაიყო ჰაერის შეკუმშვა და რა თქმა უნდა ძალა შემცირდა, ასე მაგალითად თუ Hatsan-ის შემთხვევაში 300 ბარამდე ასასვლელად, საჭიროა გადალახოთ 130-150 კილოგრამის წინააღმდეგობა, FX-ის ნასოსში შედარებით ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდებით 80 კილოგრამის სახით. რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება არ მოგწონდეს კაცს.



როგორც ხვდებით თუ 300 ბარზე ასასვლელად საჭიროა 80 კილოგრამს გავუმკლავდეს, ესეიგი 200 ბარზე უფრო ნაკლები იქნება ხომ საჭირო? აფსოლუტურად მართალი იქნებით. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს რეალურად გატესტირების შესაძლებლობას, მაგრამ თუ ინტერნეტ წყაროებს დავუჯერებთ და ნასოსი პირველი შეძენის შემდეგ გამოჩენილ აურაცხელ WAU-ს შეძახილებს... მოკლედ 150 ბარამდე ხალხი თოფებს ლამის ერთი ხელით ტენის და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს.

საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა დამატებითი კლაპანიც, რომელიც სახელურის შუაშია განთავსებული. მწარმოებელი გვირჩევს 150 ბარამდე დასატენად კლაპანი ღია იყოს, ხოლო 150 ბარის შემდეგ ზემოთ არსებულ ფართო თავის მქონე ვინტს უნდა მოვუჭიროთ. შედეგად იკეტება კლაპანი და იწყებს მუშაობას მე-4 საფეხური. ამის შემდეგ კი შეგვიძლია ავიდეთ 200 ბარზე, 250-ზე და სურვილის შემთვევაში ხსენებულ 300 ბარზეც (თუმცა ამ შემთხვევაში დამატებითი მანომეტრი დაგვჭირდება, ან მოყოლილი მანომეტრი უნდა შევცვალოთ).



რაც არ უნდა საოცარი იყოს ჯერჯერობით ასეთი წარმადობა სხვა ნასოსს ამ პლანეტაზე არ გააჩნია (კონკურენტულ ბრძოლაში Hill-ი ჩაერთო მაგრამ...). სამწუხარო ფაქტი მხოლოდ ერთია, ფასი, ფასი და ფასი. თუ ჩვეულებრივი ნასოსები 170-200$-ის ფარგლებშია, 4 საფეხურიანი უკვე 300$-ს იქ უკაკუნებს, აქ ჩამოტანა განბაჟების შედმეგ კი ყველანაირ ლოგიკას მოცილებული ფასი იქნება. ამიტომაც ჩვენთან ამ ნასოსი გამოჩენას მართალი რომ გითხრათ უახლოეს დროში არ მოველი თუ რა თქმა უნდა რომელიმე ენთუზიასტი ვენებს არ გადაიჭრის.

ისევე როგორც 3 საფეხურიან ნასოსს, 4 საფეხურიანსაც მხოლოდ დადებითი პუნქტები აქვს, ერგონომიული სახელური, მცირე მასა, კონდენსატის დაგროვების და გამოდევნის ეფექტური ტექნოლოგია, დიდხანს მუშაობს სერვისული მომსახურების გარეშე, არ საჭიროებს რეზინების შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში,


Hill MK3 hand pump

დრო გადის და კომპანია HILLიი უშვებს ახალ და ახალ მოდიფიკაციებს სახელად MK1 მერე MK2 მაგრამ რეალურად არაფერი არ იცვლება, როგორიც იყო პირველი ნასოსი სახელად Hill hand pump ისეთივე დარჩა მისი ორი მოდიფიკაცია. ამასობაში როგორც ზემოთ აღვნიშნე FX-ის კომპანია ადგილზე არ ჩერდება და აგრძელებს წინ სვლას, ჰოდა რამენაირად რომ ყოფილიყო შენარჩუნებული სიტუაცია და ძლევამოსილების ლეგენდა კომპანია Hill-იც იძულებული გახდა ბაზარზე რაიმე ახალი გამოეშვა. ასეთი აღმოჩნდა მესამე თაობის ნასოსი სახელად Hill MK3 hand pump.



გარეგნულად ნასოსი წინა თაობის ნასოსს გაქვს, ფერით, ფორმით მასით და სიმაღლით, რამენაირად რომ განესხვავებინა მომხმარებელს უბრალოდ ახალი MK3-ის გარე მილს ძირში დაუმატეს სამი დიზაინერული კონცენტრული წრე, რაც სწორედ მესამე თაობაზე მიგვითითებს smile.gif. წინა თაობას უბრალოდ სწორი მილი ჰქონდა. ასე რომ აი ასე მარტივად გამოარჩევთ მესამე თაობას მეორე თაობის ნასოსისგან smile.gif



რა შეიცვალა მესამე თაობაში... სასაცილო ისაა რომ დიდი არაფერი შეცვლილა, პრაქტიკულად მოხდა წინა თაობის FX-ის სქემით მესამე საფეხურის ღერძის შევიწროვება. ანუ მესამე საფეხური როგროც იქნა შემცირებულია 6 მილიმეტრამდე (შეგახსენებთ დღევანდელ აქტუალურ ვერსიაში MK2-ში არის, 7 მილიმეტრიანი მესამე საფეხური). შედეგად ძალა რომელიც საჭიროა დასატუმბად ასევე შემცირდა.



შეგნეულობაში შეიცვალა მხოლოდ ერთი დეტალი რომელიც კონსტრუქციას ატ ცვლის და რაიმე განსაკუთრებულ მიღწევებს არ აკეთებს, უბრალოდ ადრე 2 ცალი ბურთულა კლაპანი რომელის საშუალებითაც ჰაერს პირველი საფეხურიდან მეორეში გადადიოდა იყო ადგილზე გაჩერებული რკინის თხელი რგოლით, ახალ ვერსიაში იგივე ბურთულები ადგილზე ჩერდება ბრინჯაოს ვინტის მეშვეობით. ანუ როგორც იყო Hill-ი 3 საფეხურიანი ასევე დარჩა 3 საფეხურიანად, პრაქტიკულად გაუთანაბრდა წინა თაობის FX-ის ნასოსებს, ტექნოლოგიური წინსვლა არ არის.



გარეგნულად ასევე შეიცვალა ნესტის ფილტრი, ცოტა უფრო ფუტურისტული დიზაინი შეიძინა ნესტის შემგროვებელმა. ასევე შეიცვალა კოლოფის დიზაინი, ადრე თუ თეთრი ყუთი იყო ახლა ნასოსი შავი ფერის ყუთში არის ჩადებული, კომპლექტაცია აფსოლუტურად იგივე დარჩა. ხარისხიც ისევ სიმაღლეზეა.



ანუ მივიღეთ იგივე Hill-ის ნასოსი, რომელსაც თუ რეკლამას და ინტერნეტ წყაროებს დავუჯერებთ 30-40%-ით ნაკლები ძალა სჭირდება, ანუ ზემოთ როდესაც ვწერდი რომ MK2 ვერსია გაცილებით მეტ ძალას მოითხოვს ვიდრე 3 საფეხურიანი FX-ის ნასოსი. აფსოლუტურად მართალი ყოფილა და ამას არა მხოლოდ მე არამედ თვითონ მწამორებელიც ადასტურებს. სამწუხაროა მაგრამ ტექნოლოგიურ შეჯიბრში ბრიტანული შედევრი აგებს.



Benjamin Turbo Hand pump

ეს კიდევ ერთი აფსოლუტურად უცნობი არსებაა 2010 წლის ბოლოს დაანონსდა ახალი ნასოსი კომპანია კროსმანის მიერ, 2011 წლის კატალოგში გამოჩნდა და იმავე წელს თებერვალში გამოფენაზეც იყო წარდგენილი. მაგრამ იმის შედმეგ კაციშვილს რეალურად ხელში ეს ნასოსი არ სჭერია. აგერ უკვე 2014 წელი დადგა პრაქტიკულად გავიდა 3 წელი და ცვლილება არ არის.



კონსტრუქციულად ნასოსი საკმაოდ საინტერესოა, შიგნით რა ხდება ჯერ კაციშვილმა არ იცის კონსტრუქტორის გარდა. წესით და რიგით მინიმალური სარეკლამო ინფორმაციისა და გამოფენის დროს გადაღებული ვიდეოების მეშვეობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ ნასოსი ისევ 3 საფეხურიანი, უბრალოდ დატუმბვის გამარტივების და ნაკლები ენერგიის დახარჯვის მიზნით ნასოსში დამონტაჟებულია ბერკეტების საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია, რომელიც წესით და რიგით მართლაც უნდა ამსუბუქებდეს დატენვის პროცესს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ კომპაქტურობა და მობილურობა ამ დროს აშკარად დავიწყებული უნდა იყოს.



ზედაპირული დაკვირვებით და პატენტში მოყვანილი ნახაზების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ნასოსს 2 მილი აქვს, ერთ მილში არის, განთავსებული პირველი და მეორე საფეხური, ხოლო მესამე საფეხური გატანილია ცალკე მილში. ასევე დაკვირვებისას დავინახავთ რომ ნასოსს ძირა ბლოკი საკმაოდ გრძელი აქვს და ამავე ბლოკში რეალიზებულია ჰაერიდან ნესტის შემწოვი ფილტრი, ანუ Hill-ის იდეა არის თამამად გადმოკოპირებული. ფერს თუ არ ჩავთვლით ნესტის შემწოვის კონსტრუქციაც კი MK2-ს ანალოგია smile.gif



იმის გამო რომ პლანეტაზე ეს ნასოსი არავის არ შეუმოწმებია, გვინდა თუ არ გვინდა უნდა ვენდოთ მწარმოებლის სიტყვებს რომ ნასოსს მუშაობისთვის სჭირდება 100 ფუნტი ძალა, ანუ ჩვენებურად 45,5 კილოგრამი ძალა. როგორც ხვდებით ძალიან ჩალიან ცოტა ძალაა საჭირო ამ ნასოსის სამუშაოდ თუ ეს ციფრები რეალობას შეეფარდება.

აქვე მწარმოებელი ამბობს რომ მათ მიერ შემოწმებული იყო რამდენიმე ნასოსი და ზოგიერთ მათგანს 3000 PSI-სთან მიახლოებისას სჭირდებათ 200 ფუნტამდე ძალა, ანუ ჩვენებურად 90 კილომდე ძალა, ეს მართალია ზოგიერთ ნასოს მართლაც სჭირდება ამდენი ძალა და ეს ჩვენ ფორმულებით ზემოთ უკვე განვიხილეთ. აქვე უნდა დავძინოთ რომ კონსტრუქციის და ბერკეტების გამოყენების საშუალებით ნასოსის მუშაობა ცოტა არ იყოს უცნაურია, კერძოდ რაც უფრო მეტი წნევა იქნება ნასოსის მიერ შექმნილი მით უფრო ნაკლები ძალა იხარჯება... ვერაფერს ვერ გეტყვით დაზუსტებით იძულებული ვართ მწარმოებლის სარეკლამო გრაფიკებს დავჯერდეთ.




სადემონსტრაციო სურათები თუ რა ძალა იხარჯება მაგალითად AXOR-ის ნასოსით მუშოაბისას და Benjamin Turbo Hand pump-ით მუშაობისას

ასევე უნდა დავიჯეროთ რომ მოძრავი რეზინების რაოდენობა შემცირებულია 5-მდე (თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ჩვეულებრივ ნასოსებშიც 5-6 მოძრავი რეზინაა). წესით ეს იმას ნიშნავს რომ ცვეთაში მონაწილე რეზინების რაოდენობა შემცირებულია და აღდგენის დროს არ იქნება მთელი რეზინების კომპლექტი გამოსაცვლელი, არამედ შესაცვლელი იქნება მაქსიმუმ 5 რეზინა. ამავე დროს არ შეგეშალოთ და არ გეგონოთ რომ ნასოსში მხოლოდ 5 რეზინა გამოიყენება. კონკრეტულად რამდენი რეზინა გამოიყენება არსად ნახსენები არაა, სავარაუდოდ მინიმუმ იგივე 15 რეზინა იქნება თუ მეტი არა (2 ცილინდრის გამო), შემცირებულია მხოლოდ მოძრაობაში მყოფი რეზინების რაოდენობა



თუმცა ყველამ ვიცით რომ მწამრობელებს სჩვევიათ ცოტაოდენ ზედმეტი გადაჭარბებული დადებითი ლეგენდების დათესვა. ეს მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თუნდაც 50 კილოგრამიც რომ იყოს საჭირო დანუხტისთვის... მაინც კარგი მიღწევაა, მაგრამ აქ საქმეში რამდენიმე ფაქტორი ერევა.

პირველი არასასიამოვნო ფაქტორი - წონა და გაბარიტები... ცივი გონებით აღჭურვილ მოხმარებელს ერთი რამ დააფიქრებს... ამხელა კონსტრუქცია როგორ ჩაეწერება მობილურ სისტემაში? ნასოსი წესით იმითაა კარგი რომ მსუბუქია იოლი გადასატანია, ადგილზე შესაძლებელია თოფის დატენვა და ასე შედმეგ, მაგრამ Benjamin Turbo Hand Pump_ის შემთხვევაში საკმაოდ დიდი კონსტრუქციას ვაწყდებით, რომელიც სიგრძე სიგანეში ჩვეულ ნასოსისგან განსხვავდება და პრაქტიკულად 2 შეერთებულ ნასოსს წააგავს, ანუ გაბარიტები 2-ჯერ დიდია

მეორე უარყოფითი ფაქტორი - ფასი. ჯერ ზუსტად ამ ნასოსის ფასი უცნობია, მაგრამ რამდენადაც ირკვევა სადილერო ქსელში შეიძება ეს ნასოსი გამოჩნდეს 200-დან 250$-მდე, ანუ მაღაზიებს და წარმომადგენლობებს ქარხანა სავარაუდოდ ამ ფასად გადასცემს ნასოსებს. რა თქმა უნდა მაღაზია თავის დანამატს აკეთებს და ამიტომაც ამერიკის ბაზარზე უკვე ჩანს საორინტაციო ფასები 300-350$-ის სახით რაც რა თქმა უნდა ყველას აჩერებს. 300$ ნასოსში ... მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ნასოსი 180$ ღირს... ამასობაში დიდი გაბარიტები... საქართველოში მეშინია წარმოვიდგინო რა ფასი გამოვა, ყველაზე კაი შემთვევაშ მინიმუმ 20% დაემატება დღგ-ს სახით და სულ მინიმუმ ყველაზე დადებით შემთხვევაშიც კი უნდა ვიანგარიშოთ რომ ნასოსი ფასი 350-360$ იქნება, რეალში კი ალბათ ტრანსპორტირების ღირებულებაც დაემატება და 400$-ზე ნაკლები ნამდვილად არ გამოვა. ამ შემთხვევაში კი მომხმარებელი აშკარად არჩევს სხვა ნასოსისკენ გახედვას მიუხედავად იმისა რომ სხვა ნასოსებს მართლაც ლამის 2-ჯერ მეტი ძალა სჭირდება დამუხტვისთვის.

მესამე უარყოფითი ფაქტორი - კონკურენცია. ნუ ამ ფაქტორს გვერდს როგორ აუვლიან არ ვიცი, მაგალითად FX 4 Stage Hand Pump-ს, ნასოსი გაცილებით გაცილებით მსუბუქია, პატარაა ღირს იგივე 300$ და საჭიროებს იგივე 50-55 კილოგრამ ძალას.... აშკარაა რომ მომხმარებელი რომელსაც ყველა ნასოსთან ჰქონია შეხება სულ მინიმუმ კარგად აწონ დაწონის სიტუაციას სანამ Benjamin-ის ნასოსისკენ გაიშვერს საბოლოოდ ხელს. კონკურენციის კიდევ ერთი ფაქტორია ბალონი. 400$-ზე უფრო იაფი გამოვა ბრიტანთიდან 3-4 ლიტრიანი ბალონის ჩამოტანა (სადრაც 400-500 ლარში ჩაეტევით რაც გაცილებით იაფია), თან ბალონს მოყვება თავისი ონკანი, შლანგი, წნევის დამგდები და მიახლოებით 10-დან 20-ჯერ დატენის თოფს (გააჩნაი რეზერვუარის ზომას), ამ ზომის ბალონის დატენვა კი ძვირი არ გამოვა, შედეგად გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება, არ იღლებით და გაცილებით მობილურიც არის ბალონის გამოყენება.


ალბათ სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია ხელის შემშლელი და ალბათ სწორედ ამ მიზეზების გამო დღემდე მწარმოებლის საიტზე ამ ნასოსს რომ აწერია COMING SOON, თუმცა 3 წელი გავიდა უკვე და წარწერა არ შეცვლილა. ალბათ კომპანიის შიგნით მიმდინარეობს ალტერნატიული მწარმოებლის, ხარჯების შემცირების თუ სხვა სამუშაოების გადახედვა, რომელიც დროში გაიჭიმა და....

ასე ათუ ისეა კონსტრუქცია სააინტერესა, ალბათ წარმატებული და მოთხოვნადიც იქნება რამდენიმე წლით, ან მთელი ათწლეულით ადრე რომ გამოჩენილიყო ბაზარზე... ნებისმიერ ვარიანტში ღირს დაცდა და ნახვა თუ რა გამოვა რამდენად გაამართლებს, მაგრამ ვშიშობ ეს მომენტი კიდევ დიდხანს არ დადგება.


დასკვნა

მგონი ამ ეპოპეას ვამთავრებ და ბოლოში გავდივარ. მიმოხილვა მართლაც ძალიან დიდი გამოვიდა, იწერებოდა ეს ბედნიერება რამდენიმე თვის მანძილზე, წაკითხვით კი ალბათ 1-2 დღეში წაიკითხავთ. იმედია ძირითადი ყველა კითხვა პასუხ გაცემულია, გაქვთ ამოსავალი წერტილი თუ რომელი რა შესაძლებლობებს გაძლევთ რომელი ჯობია თქვენთვის, ავარიულ შემთხვევებში რა უნდა ქნათ და ასე შემდეგ...

მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ ამხელა სტატიას გაიძულებთ წაიკითხოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე ბოდიშს არავინ მომიხდის იმაში რომ რამდენიმე თვე ვწერდი ამ მინი მოთხრობას, იდეაში ტექსტი იმხელაა რომ პატარა წიგნის სახით თავისუფლად შეიძლება მისი გამოცემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ღირდა ეს წვალება და უფრო დარწმუნებული ვარ იმაში რომ ძალიან ბევრს გამოადგება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Mar 7 2014, 10:24 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



აუფ , ჯაჯ გამოდი მახათი უნდა მოგცე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ან იყავი მე მოგიტან , რამ დაგაწერინა ბიჯო ამდენი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Mar 7 2014, 11:11 PM
პოსტი #3


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ბიჯო დაწერაზე არაფერს ვიძახი და ამის წაკითხვას რა დრო დასჭირდება სავარაუდოთ heat.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Mar 7 2014, 11:45 PM
პოსტი #4


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



ძაან მაგარია ოღონდ ჯერ ნახევარი წავიკითხე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TORA
პოსტი Mar 8 2014, 04:19 PM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 3-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,841
ქალაქი:თბილისი



ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ სტატიის წაკითხვიდან, 1-2 დღე არ დამჭირდა საათ ნახევარში წავიკითხე, მაგრამ რაც არ უნდა დიდი იყოს სტატია არ დამეზარება იმის წაკითხვა რაც მე მაინტერესებს smile.gif) ძალიან დიდი მადლობა ჯაჯას smile.gif)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Mar 8 2014, 11:00 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



არარსებობს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Mar 8 2014, 11:07 PM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ilariona
შოკში ხარ არა biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Mar 9 2014, 01:40 AM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



geojorjika
ჯერ მაშტაბებით ვარ შოკში biggrin.gif

რომ წავიკითხავ მაგის მერე კიდევ დავწერ ,,არარსებობს" biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 4 2014, 06:11 PM
პოსტი #9


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ეს ყველაფერი კარგი, მარა შენ ის მითხარი, გრიგოლის ნასოსი გამთბარზე უკეთესად რატო მუშაობს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 4 2014, 06:41 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



nihontoman


წესით უნდა მიხვდე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 4 2014, 10:10 PM
პოსტი #11


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



მინიშნებები არ იქნება? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 4 2014, 10:14 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



nihontoman
მინიშნება არის "მიმინო"-ს უყურე და მიხვდები smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი May 4 2014, 10:34 PM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ვაჰჰ რა კარგი ინფოა, ნელნელა ჩაუჯდები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 5 2014, 11:07 AM
პოსტი #14


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



geojorjika
მიმინო კაი 30-ჯერაც მექნება ნანახი, მარა ზეპირად მაინც არ მახსოვს და რა ვქნა? კიდევ ერთხელ ვუყურო? კიდევ ერთი დაკვირვება გრიგოლის კუთვნილ ნასოსზე - წნევის დასაგდები ვინტი ძალიან თავისუფლად მოძრქობს. მანქანის საბარგულში მოეშვა, არადა ზედმეტი ფანატიზმის გარეშე იყო დამაგრებული. გრიგოლმა კარგად გამაფრთხილა არ გადაუჭიროო და დავუჯერე და კინაღამ დწიკარგა მაგის გამო ეგ ვინტი. კიდევ კარგი იქვე იდო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 5 2014, 11:42 AM
პოსტი #15


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



nihontoman
სიცხეა ახლა სიცხე და თავი გაფართოვებულია biggrin.gif

რომ ხურდება ფტოროპლასტი ფართოვდება დ ობტურაციაც მეტი აქვს smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 12 2014, 02:25 PM
პოსტი #16


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



არც ისეთი ძნელი ყოფილა 3000 პსი-ზე დატენვა. თუ დატენვისას წელი მუშაობს, მაშინ ხო - ძNელია, მაგრამ, თუ წელი არ მოძრაობს, რთული ნამდვილად არაა... ერთია ოღონდ - ხელებში ალბათ ცოტა ძალა საჭიროა. ერთი სეტი ატჟიმანიებივითაა დაახლოებით პატარა მარადიორის დატენვა biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nihontoman: May 12 2014, 02:27 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 12 2014, 05:50 PM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(nihontoman @ 12th May 2014 - 03:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი სეტი ატჟიმანიებივითაა დაახლოებით პატარა მარადიორის დატენვა


nihontoman
პერსონალური ტრენერივით ყოფილა biggrin.gif თანაც სასარგებლოს და სასიამოვნოს უთავსებ biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 12 2014, 08:01 PM
პოსტი #18


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ May 12 2014, 06:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
nihontoman
პერსონალური ტრენერივით ყოფილა biggrin.gif თანაც სასარგებლოს და სასიამოვნოს უთავსებ biggrin.gif biggrin.gif


ალბათ მაგ საბაბით თუ გავხდები მე პ.ც.პ. სისტემის მფლობელი. სახლში ვიტყვი რომ კარგი ვარჯიშია....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Oct 18 2014, 11:55 AM
პოსტი #19


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



სალამი ყველას ,ერთი თხოვნა მქონდა და დამეხმარეთ რა თუ ვინმეს გაქვთ თვითნაკეთი ნასოსი, საბერი ოღონდ ძრავზე რო იყოს ,გინდა 12 ვოლტიანი გინდა 220 ვოლტიანი,ნუ სადღაც 200 ატმოსფეროს რო ტენიდეს თუ არ დაგეზარებოდათ გამომეხმაურეთ ერთი ორი შეკითხვა მქონდა რა .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 21 2014, 07:48 AM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gocha311
რაცხა ვერ გავიგე რას გულისხმობ???

1)
აბსოლუტურად ხალით გაკეთებული არავის აქვს და რომ გამოგიტყდე ტექნიკურად ძნელი არაა მაგის გაკეთება, პროსტა ნორმალური მუშაობისთვის საჭირო მილებს საქართველოში ვერ იშოვი, ანუ გიპოიდური თუ რაცხა ჭირს ეძახიან შიდა და გარე ზედაპირები უნდა იყოს ძალიან პრიალა რომ რეზინები ეგრევე არ შეჭამოს, პლიუს არ უნდა იყოს ეგრეთწოდებული "ნერჟავეიკა" (ძალიან ჩქარა აკეთებს ნერჟავეიკა სითბოს აკუმულირებას პლიუს გაფართოების კოეფიციენტი მეტი აქვს), მესამე საფეხურის უნდა იყოს სქელი კედლით რომ მანდ წარმოქმნილ მაღალ წნევებს გაუძლოს არ გაიბეროს და ასე შედმეგ...

დანარჩენი იქნება ეს კლაპნები, ზედა თუ ქვედა სარქველები, სახელური, ფეხის სადგამი ნუ აი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. პროსტა იმდენ ჩალიჩს და შრომას მოითხოვს, პლიუს ზემოთ ხსენებული მილების ძებნა შოვნა და ზომებში სწორად შერჩევა რომ ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე ამდენ ჩალიჩს მეყიდა ეგ წყეული 150-180$-ადო და მორჩებოდა საქმეო smile.gif

მე ერთხელ დავაპირე და დავიწყე დათვლა - მართო ბრონზის დეტალებში იმდენი ფული დაიხარჯა რომ ვაი დედა, პლიუს ჩემს შრომას არ ვთვლიდი, თორემ სხვასთან რომ მიგეტანა იმენნა ჩემს მტერს... ბოლოს მილების ვერ შოვნის გამო მივაგდე ეგ საქმე, ის დეტალები კიდე სხვა დასხვა ნასოსებში გამოვიყენე აღდგენისას smile.gif

2)
თუ შენ გულისხმობ უკვე არსებული ნასოსის ელ ძრავაზე მიმაგრებას, ნუ მამენტ გავაკეტეთ ეგ შტუკა, პროსტა მაგაშიც იმდენი დრო და რესურსი დაიხარჯა და ასევე ფორუმელების ფული რომ ბოლოს წავედით და კომპრესორი ვიყიდეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ რავი შენ კითხვა დასვი რა გინდა და თუ რაიმე ვიცი გიპასუხებ, ოღონ იქნებ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გადავინაცვლოთ კარგი? მგონი მანდ შენთვის საინტერესო ინფოემბსაც ამოკრიფავ, თუმცა ნამეტანი გაბერილი თემა კი არის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:27 AM
Hosted by Pro-Service