გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე. ეს ჩემი პირველი პნევმატური იარაღია და შესაბამისად პირველი პოსტიც. დავათვალიერე ფორუმი და ვერ მოვიძიე ინფორმაცია უმარექს გაუნტლეტზე. რომელიც რამენიმე დღეა ნიკას დაჟინებული მოთხოვნით შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
UMAREX GAUNTLET .177
ლულის სიგრძე: 59.69 სანტიმეტრი;
მთილიანი სიგრძე: 116.84 სანტიმეტრი;
წონა: 3.85 კილოგრამი;
ერთი შევსებით 70 ზე მეტი გასროლა.
ტყვიის ფრენის სიჩქარე 304.8 მეტრი წამში; (შესაძლოა რეგულირება)
რედუქტორი: კი; (თითო გასროლაზე იყენებს 86 ბარ ენერგიას)
მოვარგე ოპტიკა: HAWKE VANTAGE 3-9×50 AO MIL DOT (სამწუხაროდ სქელი ბადით )
გასროლამდე კარგად გულიანად გავწმინდეთ მთლიანად გავაცალეთ ლულაში არსებული კონსერვანტი. პირველივე გასროლებიდან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ნამდვილად არ მოველოდებიდი ბიუჯეტური PCP თუ ასეთ კარგ ჯგუფს მომცემდა.
ეზოს გაბარიტებიდან გამომდინარე სამიზნე გასწორდა 35 მეტრზე.
აქ გაკეთებულია 3 გასროლა.
აქ 8.
ოპტიკის სქელი ბადე ძალიან ხელის შემშლელი გამოდგა. დარწმუნებული ვარ უკეთესი ოპტიკით ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.
GIORGIk5
გილოცავთ შენაძენს!!! კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ფორუმზე, წარმატებები და სულ კარგი ფიშტოები.
ეს მოდელი ნამდვილად არ გამოჩენილა ფორუმზე და მხოლოდ სხვა წყაროებიდან თუ ვიღებდით ინფოებს, ამიტომაც მადლობა და იმედია კიდევ ბევრ რეპორტს აჩუქებ ფორუმს.
საინტერესოა სასხლეტი მექანიზმი როგორი აქვს, ასევე გადატენვის მექანიზმი, რომელსაც სხვა უცხოური წყაროები კარგად არ იხსენიებენ.
სიზუტე კი მართლაც ძალიან კარგი აჩვენა. იმედია თოფს უფრო მიეჩვევით და ბევრად კარგ შედეგსაც მიიღებთ. ასევე კარგი იქნება თუ სამომავლოდ მიუთითებთ ტყვიას და სიჩქარეს
GIORGIk5
გილოცავ შეაძენს. და ჩამოყალიბებული გამართული აღწერისთვის მადლობა
დიახ რედუქტორი დაყენებულია 86.0 ბარზე. ანუ მაქსიმუმი. ასე აწერა ზედ
რაც შეეხება ტყვიებს JSB მოცემულ ფოტოებში გამოყენებულია მსუბუქი 0,547 გრამიანი ტყვია. ნასროლი მაქვს 0,670 გრამიანი ტყვიებიც მაგრამ ჯგუფზე სხვაობას არ იძლევა. ორივე ძალიან კარგია.
ვისროლე კროსმანის 10,5 გრამიანი პირანია და მისი ჯგუფი არ არის სახარბიელო.
რაც შეეხება სასხლეტს მე მომწონს, რბილია და გასროლისას ჩაკვრას არ აკეთებ. გადატენივის მექანიზმი მთლად სახარბიელო არ არის მაგრამ არც ისეთი რომ ამის გამო დაიწუნო გადატენვის დროს გიწევს ცერი თითი იარაღს მიაშვლეო. ნუ კიდევ ვამბობ დიდი გამოცდილება არ მაქვს პნევმატურ იარაღზე. მზად ვარ უმარექსი გავტესტო ყველანაირად. ერთი ყველაზე მეტად რაც დისკომფორტს მიქმნის ეს არის ჩემი ოპტიკის სქელი ბადე. დღეს ქარიან ამინდში 93 მეტრში ბოთლების წარმატებით დავამტვირე მესამე მილდოტზე და ქარის გამო მარცხენა პირველზე.
ავზის მოცულობაა 0.213 ლიტრი, მაქსუმალური წნევა ანუ დატენვის მაქსიმუმია 3000 psi ანუ 206 ბარი. რედუქტორი ანუ წნევის რეგულატორი 1100 psi ზეა დაყენებული ანუ 86 ბარზე. ეს ქარხნულად. და რედუქტორსაც იგივე აწერია. ავზის
გილოცავ შენაძენს და კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე.
რაც შეეხება ჯგუფს 35 მეტრის კვალობაზე ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ერთი ნიუანსი. თუ გინდა რეალური სიზუსტე გაიგო, მინიმუმ 50 მეტრზე უნდა ისროლო, რადგან 35-40 მეტრზე ტყვიის ბალისტიკა სრულად არ ვლინდაბა, მითუმეტეს მაღალ 290+ სიჩქარეებზე.
ალბათ არ გაგიგია ჯერ ტყვიის დასპირალების შესახებ, რომელიც სწორედ მაღალ სიჩქარესა და მსუბუქია ტყვიის შემთხვევაში ვლინდება.
რაც გამოიხატება 50+ მეტრზე ტყვიის სპირალურ ტრაექტორიაში.
ამიტომ კიდევ ბევრი ექსპერიმენტი გელოდება სიჩქარის და ტყვიის იდეალური თანაფარდობის მოსაძებნად.
აქვე დავამატებ, რომ ნუ გამოეკიდები მაღალ სიჩქარეებს და ენერგეტიკას. ყველაზე ოპტიმალური სიჩქარე უნდა ეძებო 245-280 მ/წმ დიაპაზონში.
რაც შეეხება ოპტიკას. ეგ არის სანადიროდ ოპტიკა და ამ შემთხვევაში სქელი ბადე არ არის კრიტიკული. ქაღალდზე, ანუ ჯგუფებზე სროლა თუ გინდა , მაშინ ოპტიკის ჯერადობა უნდა გაზარდო მინიმუმ 16X-ზე, და ჯობია 24X, მთლად უკეთესი 32 ან 50 X. ანუ სპორტული ოპტიკა გჭირდება და სპორტულ ოპტიკას ბადეც შესაბამისად თხელი აქვს.
ეგ 1250 psi-86 ბარი არის მემგონი გარე რედუქტორის წნევა. ერთგან აი ამ საიტზე წავიკითხე. პირველივე პოსტში.
https://www.airgunnation.com/topic/umarex-gauntlet-memo/
დღეს ეს იარაღი ვისროლეთ 60 მეტრზეც. ძალიან მაგარი ქარი იყო და დაახლოებით 3-4 სმ გამოდიოდა გვერდული ქარი იყო და ძალიან თხელი ჰორიზონტი გაავლო, რითიც დავრწმუნდი რედუქტორი ძალიან მაგრად მუშაობს.
სიჩქარე 280 მეტრზე მეტი არ იქნება დარწმუნებული ვარ. მძიმე ჯსბ ით.
ვიზუალუღად ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ ბატონ ნიკას იმდენი პნევმატი აქვს გამოცდილი, რომ თუ ამბობს ტექნიკურად კარგი აგრეგატიაო, ვერ შევეწინააღმდეგებით. წარმატებები.
86 ბარზე, მძიმე ჯსბ 280მ/წმ?
აქვე საინტერესო ლინკი მოგვაწოდა ფორუმელმა და ტექსტში მითითებულია "Umarex USA uses the RWS Hobby pellet as a testing benchmark and has set tolerances for velocity and accuracy expectations enforced by rigid quality control at various stages of manufacturing. In .177 caliber the Hobby pellet is 7 grains. In .22 caliber, the Hobby weighs 11.9 grains. These are neither lightweight nor hard to find pellets. As in all testing criteria, a set plus- or minus-tolerance is also applied to accuracy and velocity product requirements." საინტერესო იქნება მაგ 7 გრეინიანი რვს ჰობბი-ით რა შედეგს იძლევა.
ზუსტად ეგ იარაღი აქვს ჩემს მეგობარს, იგას ქრონი რომ მქონდა წაღებული 290-300 ისროდა, მძიმე ჯიესბი, სასხლეტი არ ვიცი თქვენსას როგორი აქვს მაგრამ უმარექსის სასხლეტმა ნამდვილად ვერ ნმომხიბლა, ეგ კი არა და არტემისის სასხლეტს რომ შევადარე, სირბიოლით როგორც ურემი და პრადო ისე იყო, გადატენვის ბერკეტიც ჩემთვის ძალიან არაინფორმაციული იყო, ვერ ვხვდებოიდი გადაიტენა თუ არამ, ბოლომდე უნდოდა რაღაც გამოქაჩვამ, ზედმეტად ზძალისდატანებიოთ ვიდრე მნაგარლითად არტემის მ22-ის ბოლტს, გადატენვითან არტემისმა აჯობა, ნუ ახლა რეზერვუარი კი ბატონო აქვს მეტი მოცულობის რაც უმართლა კარგია, ვიზუალური მხარეც მაგალითად არტემისის უფრო მომწონს ვიდრე ამის, მიუხედავად იმისა რომ არტემისი შედარებით მძიმეა, მაგრამ არც ესაა ბუმბულივით, და კიდევ ერთი ჩემი აზრი ამ ორ თოფთან დაკავშირებით არის ფასთა სხვაობა. არტემისი 790, ეს კი 1200 ლარი/ 410 ლარით გაუმჯობესებულის რომ რამე ქონდეს ამ თოფს ვერაფერი შევატყვე, ორივე რედუქტორითაა ამასობაში
კ.ვ.ა.დ.რ.ო
კ.ვ.ა.დ.რ.ო
კ.ვ.ა.დ.რ.ო
pilotina
მართალიხარ ზურა, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორი სიზუსტით შეურჩევ ლულას ტყვიას და სომძლავრეს, სტერეოტიპებს თუარ აყვები, დიდ სიჩქარეებს არ დაუწყებ დევნას და ბევრს ეცდები ადრე თუ გვიან გადიხარ ნორმალურ შედეგებზე დაბალი კლასისი ლულებიტაცკი (ნუ 100 და მეტს არ ვგულისხმობ) გვაქვს ჩვენც რამდენიმე თვალ საჩინო მაგალითი, იცი შენც. ელვეს პოლიგონალ ლულიტ და არასწორი შერჩეული ტყვიით თუ სიჩქარით ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ აჯობა კრალმა თავისივე ლულით. ასერომ კარგი ხარისხიანი ლულა მხოლოდ საფუძველია ზუსტი სროლის, რომელზედაც დიდი სრომით უნდა დააშენო დანარჩენიც რომ საბოლოო შედეგზე გახვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ დასახელება გრჩება ხელში და მეტი არაფერი...
პ.ს. ადმინ ბოდიში, თუ ძალიან გავაოფე მიაშალე
GIORGIk5
ახლა გადავხედე ჩემს წინა პოსტებს და ისე გამომივიდა თითქოს მიწასთან გავასწორე, სინამდვილეში ასე არ არის, უბრალოდ არტემისის დაჩაგვრა ვერ ავიტანე ) და რაც მთავარია გამომრჩა რომ თოფის მფლობელისთვის მიმელოცა , აქ გამოვასწორებ ჩემს შეცდომას და გულით გილოცავ, მშვიდობაშ და კაი მიზნების მოხსნაში ) დარწმუნებული ვარშენ როგორც ახსენი ისეა ეს თოფი, ანუ სასხლეტის სირბილე და სხვა მახასიათებლები, უბრალოდ ამ ჩემი მეგობრის თოფს მართლა არაპროგნოზირებადი სასხლეტი აქვს, მძიმე და თან გადატენვაც რაღაც სტრანნად აქვს, ცოტა ზედმეტად უნდა დაკვირვება რომ ბოლომდე გადაიტენოს, კაია თუ შენს თოფს ეს პრობლემები არაქვს, კიდევ ერთხელ გილოცავ და სულ შედეგიან ნადირობაში )
დღეს ნაუცბათევად ქრონოგრაფით გავსინჯე უმარექსი:
მსუბუქი JSB: 281, 278, 280, 280, 276, 280, 281.
მძიმე JSB: 264, 264, 263, 262, 264.
მძიმეზე უფრო თანაბარი გამოდგა. სიზუსტე არ იცვლება. სამწუხაროდ ჯგუფი 35 მეტრზე მეტზე ვერ გავსინჯე. იმედია შაბათს კარგი ამინდი იქნება. მაინტერსებს 50, 60 და 100 მეტრზე რა შედეგის მომცემი იქნება.
შემდეგზე ავწონი ტყვიებს და თანაბარი წონის ტყვიებით გავაკეთებ გასროლებს, რადგან სხვადასხვაობაა და მგონია რომ თავის როლს აუცილებლად ითამაშებს. ერთ დღეს სრული ტესტირება მინდა გავაკეთო თავისი ვიდეოებით თურთ
შემდეგი ჯგუფი ისევ 35 მეტრზე მსუბუქი JSB 10 ცალი. როგორც გითხარით მცირედი სხვაობაა ტყვიების წონაში დავახარისხე და ათი გასროლა ტანაბარი წონის ტყვიებით გავაკეთე შედეგეც მგონი უკეთესია. ზედა ნასროლი შედარებით კარგი მგონია.
ერთი დატენვით გაკეთდა 80 კარგი გასროლა, ამის შემდეგ კიდევ 10 მძიმე JSB ვისროლე 10 ცალი და სამიზნიდან 2 სანტიმეტრით ჩამოიწია მაგრამ ჯგუფი ისევდაისევ მოსაწონი.
დაგპირდით, რომ შაბათ დღეს შორ დისტანციაზეც გავტესტავდი მაგრამ ისეთი ქარიანი ამინდი იყო კაჭკაჭები გადაუდებელი აუცილებლობის გარეძე არ დაფრინდავდნენ. ცდილობდნენ ქვეითდად მისულიყვნენ დანიშნულების ადგილზე.
აქვე დავამატებ, რომ ჩემი ოპტიკის სქელი ბადე ზალიან მიშლის ხელს უკეთესი ჯგუფის გაკეთებაში. ბიუჯეტურ ვარიანტებში რა ოპტიკას მირჩევთ, მეტი გადიდებით და შედარებით თხელი ბადლით?
GIORGIk5
ძალიან კარგი შედეგებია მეგობარო. მადლობა რომ გაგვიზიარე 80 გასროლაც სახუმარო არ არის, შესანიშნავია.
სხვა დროისთვის თუ ჯგუფსაც გაზომავ, ან სახაზავით ან შტანგელით გვიჩვენებ კარგი იქნება. ასევე იქნებ სიჩქარეც მიუთითო
ისე 10 გასროლიან ჯგუფზე უნდა გადავიდე მეც. უფრო საინტერესო იქნება და უფრო ზუსტად აჩვენებს თოფის პოტენციალს
giga2010
GIORGIk5
ესე ვერვინ გაგცემს დაზუსტებით პასუხს. აგერ დავდებ ლინკს და გადმოწერე, ბალისტიკური კალკულატორია, შეიყვან მონაცემებს და გაჩვენებს ვარდნასაც, მოხვედრის წერტილსაც. მობილურის ვერსიაც არის, გამოგადგება სამომავლოდაც.
https://uk.hawkeoptics.com/chairgun-and-x-act-end-of-life.html
datka25
რაიყო ჩემო დავით და ჯიესბიმ და ცეპეებმა თითქმის ერთნაირი შედეგები მომცეს 50მ. ზე, შეიძლება ითქვას ცეპეები ოდნავ უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, 50მ. ზე 2-2,5 სმ. აკეთებდა სტაბილურად, ( როგორც ყოველთვის გაქცეული ერთი ტყვიის გამოკლებით
უფრო მცირე ზომის ჯგუფები იყო, ერთი ჯგუფი სიგანეში 10მმ. და სიმაღლეში 12მმ. გააკეთა 0,97გ. პრემიერებით) ხოლოთ ერთი უნდა ავღნიშნო რომ თოფის სიმძლავრე ცეპეებზე მქონდა მორგებული 270-280 მ.წმ. ის დიაპაზონში (ჩემი ფიშტო "პრიმატოკია") ხოდა შესაძლოა ჯიესბისთვისაც რომ მომეძებნა ოპტიმალური სიჩქარე შედეგი სულ სხვა ყოფილიყო მარა დღეს მაგის დრო აღარ იყო... ჯიესბის "ჰევიკები" 1,175გ. ისროდა 249-251მ.წმ. ის ფარგლებში და არვიცი ჯიესბის ეს სიჩქარე ამ ლულას რამდენად მოწონს???
ხო კიდევ 120მ.+ ზეც ვისროლეთ და აქაც იგივე, თითქმის ერთნაირი შედეგი, ცეპეს ოდნავი უპირატესობით. ჯგუფის ზომა სტაბილური 7-8 სმ. იყო 5სმ. იც. იყო რამოდენიმე და ერთხელ 4 იც მარა ეს გამონაკლისი იყო!!! მოკლედ პლინკზე რომ გადავედით იგივე მანძილზე 120მ. ლუდის ალუმინის ქილა დავდეთ დაწვენილი ისე რომ მხოლოდ ძირი იყო მიზანი, ხოდა ზედიზედ მიყოლებით ხვდებოდა (პლინკის დროს მხოლოდ ცეპეებს ვიყენებდით) შემდეგ ბოთლებიც მივაყოლეთ და აგერ ვიდეოსაც დავდებ, აქ ჩვენი ჟორჟიკა ისვრის ჩემი თოფიდან იგივე 120მ. ზე ტყვია კროსმანის პრემიერებია 0,97გ.
https://radikal.ru/video/11rE0jK3rFg
ისიც მესმის რომ 7-8 სმ. მთლა სახარბიელო ჯგუფი არაა (თუნდაც 120მ. ზე და სტაბილური) მარა ისიც გაითვალისწინეთ, რომ თოფი შეიძლება ითქვას ახალი აწყობილი მაქვს ამ კალიბრზე (5,5) და თანაც სულ ნაწილ ნაწილ, ანუ კოლოფი სხვა თოფიდან, რეზიკი სხვა, ხიდი სხვა, ლულა სულ ახალი, სასხლეტზე ხო საერთოდ ლამის ვენახის მავრთულებივით მაქვს "სპიცზე" შეაში წვრილი სირმები ჩაბმული მანომეტრის გამო (ხოლოთ არ დამცინოთ, ამ ეტაპზე ეს მოვახერხე, მერე მაგასაც მივხედავ ) და ა.შ. ასერომ თოფს კიდევ შეწყობა-დახვეწა და სიჩქარეების მორგება სჭირდება ეს დღესაც ნათლად დავინახე... თუმცა სანადიროდ უკვე პრაქტიკაშიც გამოვცადე დილას და აა ბატონო შედეგები...
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
აქ ორიდან ერთი გიოს და თავის არწიომას "ნავაჟკაცარია"
ასერომ თოფს პოტენციალი აშკარად უჩანს, დღეს არამარტო მე დავრწმუნდი ამაში ბიჭებიც დამეთანხმენიან, მარა აშკარად უკეთესის სურვილ ტოვებს!!! ყოველშემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ სანადიროდ უკვე ვარგისია!!!
aleqsa
ჩემო ალექს, მინდა გითხრა, რომ შენმა ფიშტომ გამაკვირვა რომ ვიცი როგორ დაიწყე ფიშტოს აწყობა და სულ რამოდენიმე ათეული ნასროლი გაქვს გაკეთებული, აქედან ვამბობ. როგორც შევატყე კოჭებში კიდევ ბევრ სასიამოვნო გასროლას გაჩუქებს. მოკლედ წარმატებები ჩემო ალექს. ისე აქ წერაზე დავისჯებით, სულ სხვა თემაა
სიტყვამ მოიტანა და აღარ დასდევენ პნევმატურებს?
მართალიხარ გიგა, დათკას ვუპასუხე ჩემი ჭკუით და ვარაუდი აღარ გავუწიე რომ სხვა თემაში სხვა პოსტი "გამოვაცხე"
ადმინს ვთხოვ სადაც საჭიროა იქ გადაიტანოს ჩემი პოსტი,
ბოდიში მომითხოვია, "ვინავატ"!!!
აჰა დღეს მოვახერხე 50 მეტრზე სროლა შედეგებმა მე დამაკმაყოფილა. ესეიგი:
უმარექს გაუნტლეტი კალიბრი .177, ოპტიკა HAWKE VANTAGE 3-9 სქელი ბადით. სასროლი პოზიცია: ბეტონის ნაგებობაზე სადგამზე (წაკუზული) სკამი ვერ მოვიფიქრე.
50 მეტრი. ტყვია JSB მძიმე 10,34 გრაინი, 10 გასროლა მეათე მრჯვნივ ჩემი ბრალია აბოიმმა ძნელად შეიტანა და მივაყოლე აჩქარებულმა და ბოლოს ჯგუფში არ ვთვლი შედეგი 12მმ.
შემდეგი ჯგუფი მაინც ყოველი შემთხვევისთვის 90 მეტრზეც ვცადე. ვბრაზდები რომ ვიჩქარე და უფრო მეტი პასუხისმგებლობით არ მოვეკიდე, რადგან ცუდი ჯგუფი გავაკეთე დანამდვილად ვიცი უკეთესი იყო შესაძლებელი:
რაღაც რკინის კონსტრუქციიდან აქ უკვე მოვიფიქრე და გადავიღე სურათი სასროლი პოზიციიდანაც:
შედეგი: 6 გასროლა 50 მმ რაც ძალიან არ მომეწონა დანარჩენი 4 ბოთლებს ჩამოვურიგე.
GIORGIk5
ჰოო დამავიწყდა 90 მეტრზე ზურგის ნიავი ოდნავ მარჯვნივ, უბერავდა საზომი არ მქონია მარა ხმელ ბალახს არხევდა.
GIORGIk5
კარგია მეგობარო, განსაკუთრებით 50 მეტრზე ნასროლი ჯგუფი შთამბეჭდავი შედეგია. ჩვენ არ გაგვიბრაზდე, მაგრამ შესადარებლად ჩვენ ჯერ ვერ გადავედით 10 ტყვიან ჯგუფებზე, რომელიც უფრო საინტერესო იქნება. მინდა ასევე გირჩიო, თუ თოფი გაძლევს შესაზლებლობას, ტყვია ხელით, ცალობით მიაწოდე. ჩვენც თუ ჯგუფზე ვისვრით ესე ვაკეთებთ. უმჯობესი იქნება, რადაგანაც მჭიდი რომელიც ზამბარით ამოძრავებას ბარაბანს აზიანებს ტყვიას, რაც შემდგომ აუარესებს ჯგუფებს.
სკამს რაც შეეხება, ძალზედ საჭირო ინვეტარია ჩვენთვის, თითქმის ყველას გვიგდია მანქანაში დასაკეცი სკამი და გამოგადგება თუ შეიძენ
50 მეტრზე მშვენიერი შედეგია, მითუმეტეს 10 ტყვიიან ჯგუფისთვის. ის ერთი გაქცეული შეიძლება მსროლელის ბრალიც იყოს, ტყვიისაც და გარე ფაქტორებისაც.
100 მეტრზე გეთანხმები, უკეთესი შედეგი უნდა დადოს ამ თოფმა, მაგრამ 100 მეტრზე სროლა უფრო მეტ ყურადღებას, კონცენტრაციას და ტყვიების უკეთეს შერჩევას მოითხოვს.
GIORGIk5
გილოცავ გიორგი, მშვენიერი შედეგია, ნუ ეს პირველი ნაბიჯია ასევთქვათ და სავარაუდოდ მომავალში უფრო მოირგებ და მიეჩვევი თოფსაც და უკეთეს შედეგებს გვაჩვენებ...
გიგას თქმის არიყოს სულ 2 თუ 3 წლის უკან 50მ. ზე 3 და 2.5 სმ. ითვლებოდა კარგ ჯგუფებად, ეხლა კიდევ ლამის 100მ. ზე ვეთამასებით მაგ შედეგებს
მადლობა მიჭებო, თქვენი რჩევა მნიშვნელოვანია. იმიტორმ რომ ამ ტიპის კალიბრზე, იარაღზე და სროლაზე ახალი ვარ ჯერ ერთი კოლოფი ტყვია არ გამიხარჯავს. გამოცდილება ცოდა მაქვს.
GIORGIk5
ერპ წერტილში ისროლე სამიზნის ცენტრს ნუ გამოეკიდები ჯგუფია საინტერესო
იარაღი თავის ოპტიკით და ნასოსით რამდენი დაგიჯდა?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services