თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პნევმატიკა მფლობელის თვალით _ Weihrauch HW80

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 01:35 PM

ვიყიდე გუშინ 30 დეკემბერს ბავშვისთვის Weihrauch HW80 +ოპტიკა baueroptics 4-9х32 l4 წითელი წერტილით. საწმენდის კრებული ზეთით -beretta და barracuda ტყვიები. გადავიხადე 1300ლარი ყველაფერში . გავყიდი 1150 ლარად ან გავცვლი Weihrauch HW50 , რადგან ბავშვმა ვერ აწია ოთხ კილოიანი თოფი პლიუს და პლიუს 300 გრამიანი ოპტიკა . იტირა მოწონს და ვერ ერევა. ამიტომ თუ გავყიდი 1150ლარი ბოლოა. და თუ გავცვლი მხოლოდ Weihrauch HW50 სხვაში არაფერში- რათქმაუნდა ფასის შესაბამისად.

ყველაფერი არის ზეთში პარკში ყუთში! თუ არადა დავიტოვებ მაგის დედაცვატირე wink.gif მწოლიარე მაინც ისვრიან ბავშვები ჯერ biggrin.gif


პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 02:04 PM

გუშინ ვიყიდე Weihrauch HW80 .ღამე როცა ბავშვებს ეძინა და არ ენახათ საახალწლო საჩუქარი ჩუმად პარკიდან ამოვიღე დავუყენე ოპტიკა ბაუეროპტიკს 3-9/32 ლ4 წითელ წერტილიანი ავიღე ერთი ცალი ბარაკუდას ტყვია მატჩ პალეტი და ...აბა რა გული გამიძლებდა გავედი გარეთ. გვიანი ღამეა მეზობელი გოგობიჭები ბირჟაობდნენ ახალი წლის მოლოდინში , რო დამინახეს სიცილი დამიწყეს -ეგ რა თოფითდადიხარო ჯერ ახალი წელი არ არიო, ბავშვს ვუყიდე საახალწლოდ ტირის თოფითქო ვუპასუხე მე. და აი სახლთან არის ტყესავით.
დავდეთ ნახევარლიტრიანი სავსე პლასმასის ბოთლი. გადავთვალე 70 ნაბიჯი. ოპტიკის ზუმში -7 ბოთლი ძლივს ჩანდა მშველიდა წითელი წერტილი . არ დაიჯერებთ შუაში მოხვდა გახვრიტა უკან ნახევარ მეტრში ხის ღობეში შევიდა. ყველანი სახტად დავრჩით.
და ეს პირველი და ერთი გასროლით. არც თოფისთვის და არც ოპტიკისთვის ხელი არ მიხლია როგორც პარკებიდან ამოვიღე ისე გავისროლე.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 31 2011, 02:55 PM

მიხომიტო
რამდენი წლისაა ბავშვი?

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 31 2011, 03:47 PM

პირველ რიგში გილოცავ შესანიშნავ პრემიუმ კლასის პნევმატური შაშხანის შეძენას.

რაც შეეხება ტირის თოფს - ჩვენ სნობებს ტერმინები "კისტის/ტირის თოფი" არ გვსიამოვნებს, ნიტოდ ჟღერს, იმიტომ რომ საბჭოთა გადმონაშტია ფაქტიურად. ის თოფი რაც სენ გაქვს, არც კისტის თოფია და არც ტირში იყენებენ მასეთ ხარისხიან, ზუსტ და მძლავრ იარაღს biggrin.gif


ეგ თოფი ვაირაუხია, გერმანულია. სუკეთესო ლულით, სასხლეტით და დამუშავებით. რატქმაუნდა მაგ მანძილზე ზუსტია, მარა მე ის გამიკვირდა, რომ გასწორება არ დასჭირდა თოფს... ალბათ იმის ბრალია, რომ ოპტიკა, მისი რინგები და რელსები იდეალურადაა გაკეთებული და პირდაპირ აჯდება, ან უბრალოდ დიდი დამთხვევაა (მე მეორესაკენ ვიხრები biggrin.gif)

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 31 2011, 03:54 PM

nihontoman
იცი რა მიკვირს? პირდაპირ მაგ მანძილზე რომ დაიწყო სროლა biggrin.gif მე ჯერ 5 მეტრაში ვესროლე გვრიტს მერე 10 ში ბოთლს და ასე შემდეგ

ისე კარგი შენაძენია და კარგი საჩუქარია ნამდვილად. მე ძალიან მაინტერესებს მისი სიმძლავრე

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 31 2011, 04:25 PM

ReMiNgToN
მეც გამიკვირდა და აღარ დავწერე. მგონი ეს 70 მეტრი რაღაც უნივერსალური მანზილია, მსოფლიო კანონზომიერება რომელიც პირველად მე აღმოვაჩინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 04:32 PM

შვიდის. ეს მთელი ისტორიაამე და ჩემი შვილი საჩუქრების ყიდვაში გართული გადავეყარეთ ვაირაუხებს. მანამდე ვაკის პარკში ისროდა ხოლმე ბავშვი. ხოდა თოფის დანახვაზე ; ეგ მინდაო თოვლის ბაბუამ რო მოიტანოსო. მეც იქვე 50 მოდელი დავაჭერინე და საკმაოდ იოლად ატრიალა. მაგრამ საბოლოოდ უკეთესის დევნაში შესთომაში შევედი დათითქმის კილონახევრით მეტი ავიღე

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 04:58 PM

დიდი მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისთვის :
არა არა 70 მეტრი რათქმაუნდა არ იყო 70 ნაბიჯი ღამე სიცივეში ოღრო ჩოღროზე ალბათ იქნებოდა 35 მეტრი მაქსიმუმ 40. კი მეც გეთანხმებით რომ გამიმართლა , მაგრამ იმ მომენტში ეგ იყო აუღწერელი სიამოვნება და შეყვარება ვაირაუხის მიმართ.
თოფი ძაან მძიმეა მასიური(დიდი) ერთი შეხედვით კარაბინს გავს. დახვეწილია რასაც ქვია გერმანული(სტროგი) ხარისხით.
ერთი მილიმეტრი ზედმეტი არააქ.
სხვათაშორის რომ მოვკურცხლე 70 ნაბიჯზე მეზობლებს გაუკვირდათ ეგ სად მიდისო..
ერთი რამ მაინტერესებდა მეკითხა. საჭიროა თუ არა ახალი ვაირაუხის დაშლა გაწმენდა?... ვითომდა რამე არ მოუვიდესო ზამბარას.? ასე წერენ და იძახიან

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 05:17 PM

დამდეგ შობა ახალწელს გილოცავთ ყველას ღმერთმა ბედნიერები და ჯამრთელები გამყოფოთsmile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 31 2011, 05:17 PM

მიხომიტო
კი ეგ აუცილებელია, "დაშლა" არაფერ ცუდს არ გულისხმობს და დაშლილი იარაღი (ნუ თუ ჩაქუჩით არაა დაშლილი და მერე ტალახში არ აფორთხიალე) დაუშლელს ჯობს , რადგან დასაშლელი იარაღი უმეტეს შემთხვევაში არაა დაზეთილი, ანუ წარმოიდგინე მანქანის ძრავა ზეთის გარეშე იგივე პონტია. რა თქმა უნდა უნდა დაშალო და გაწმინო ძველი უვარგისი ტაოტისაგან და შემდეგ წაუსვა პარკერის ტაოტი, რომელსაც თუ მოიკითხავ ფორუმზე აუცილებლად იშოვი smile.gif ამით შენც დაცული იქნები და შენი თოფიც (მანჟეტი,პრუჟინა) . დაშლა არაფერს შეცვლის უკუმიმართულებით , პირიქით , მთავარია არ შეგეშინდეს და ნაწილები არ დაკარგო, ეცადე დასლილი ნაწილები ერთად მოაქუჩო და სასხლეტს არ ეჩალიჩო,გერმანელების დაყენებულ სასხლეტს ხელისხლება არ დასჭირდება წესით smile.gif

შენც გილოცავ, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 05:48 PM

გმადლობთ. დავშლი ძაან ფრთხილად ვინმესაც დავიხმარიებ, ოღონდ თუ არ გავყიდე ამაზე გაყიდვებში დავწერე დაწვრილებით ეს მიზეზი. (მარა ვნახოთ)
კიდევ ერთი რამ ძალიან მაინტერესება ეს კითხვა ხშირადაა აქ ალბათ. თოფის ჩამოსაკიდი ქამარი. რადგან გუშინ მაქსიმუმ საათი მეჭირა და ხელები მომწყდა. მაგის ხელით ტარება გამორიცხულია.
ვაირაუხს ინტერნეტში რო ვათვალიერებდი ერთთოფს ლულის დასაწყისში და კონდახზე ქონდა (შემოხვეულად ) მემგონი ქარხნული ქამარი . ეგეთი რამ აქ თუ არსებობს?

პოსტის ავტორი: feroni Dec 31 2011, 05:53 PM

მიხომიტო
ისევ გუდვილში გეკითხა იქნებ გადაგიცვალონ? რა იცი რა ხდება ახალი წელია და იქნებ კაი ხასიათზე დაგხვდნენ და გცენ პატივი smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 31 2011, 06:08 PM

მაგნუმში ჰქონდათ 15 ლარი ღირდა მგონი მარტო სამაგრები და უნდა იკითხო კიდე აქვთ თუ არა

პოსტის ავტორი: მიხომიტო Dec 31 2011, 07:14 PM

ეჰჰ გათენდა თუ არა მანდ გავვარდი მაგრამ 300 ლარის სხვაობა სხვა რამე წაიღეო. რა წამეღო ?? ეხლა კი ვფიქრობ მართლები იყვნენ. აბა გავყიდი მე ამას თუნდაც ასი დოლარის სხვაობაში? იქ მისვლაც ამდენი ხნის მერე თან მესამედ უკვე გამორიცხულია., როგოტც იტყვიან ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს. ვიჩქარე ბოდიში (ღორო....ან) ვითომ ყველაზე საუკეთესოს ვუყიდითქო და აი გული მიკვდება ხელში ძლივს იჭერს . მაგრამ არაუშავს გაიყიდა გაიცვლება არ მადარდებს მოვა ზაფხული და ვისიამუვნებთ სოფელში smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Dec 31 2011, 07:49 PM

მიხომიტო - მაგ თოფს არუნდა დაშლა,ეგ თურქული ან სხვა დაბალი დონე კიარარის.ცისფერსისხლიანი გერმანელია და ყველაფერი ისე აქვს შიგ როგორც უნდა.ჩვენს თანაფორუმელს ქონდა Weihrauch HW50 და პირდაპირ სროლაზე გადავიდა.ერთხელაც არ ქონია დიზელი.ეგ შენი თოფის შეურაცჰყოფა იქნება biggrin.gif ერთადერთი სილიკონის სმაზკა გინდა რომელსაც დროთადრო 3-4 წვეთს ჩააწვეთებ იმ დირკაში საიდანაც ჰაერი მიეწოდება ლულას და ეგარი მეტი არაფერი.

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 31 2011, 07:50 PM

არ გინდა დაშლა, დაანებე თავი, ისროლე როგორც არის...

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 31 2011, 07:57 PM

sekurifa

გადამშვებში სილიკონის სმასკის ჩაწვეთება არ შეიძლება. ეს მაგნუმ კლასის ზ.დ.პ-ეა და გაცილებით დიდი წნევებია. დიზელი ექნება ისეთი, რომ მანჟეტს დაასამარებს...

პოსტის ავტორი: sekurifa Dec 31 2011, 08:15 PM

nihontoman - ჩაწვეთების დროს დგუში რომ ამოძრაო ზემოთ-ქვემოთ სმაზკა განაწილდება თანაბრად და დიზელი აღარ ექნება.აი პირდაპირ სროლა არ შეიძლება. 3-4 წვეთი არაა ისეთი საგანგაშო.ნუ თავიდან შეიძლება ერთი-ორი დიზელი მიცეს ცოტა მარა გაუა ეგეც.აბა მაგ თოფის დაშლა საცოდაობა არაა?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 31 2011, 09:13 PM

და რომ დაშალოს რამეს დააზიანებს თუ ზედმეტი მოუვა პარკერის ტაოტი? რა იცი როგორი ნამგზავრია, გემით მოდის და არავინ არ იცის შიგნით რა ხდება, დასლით კი არაფერი შავდება, ბოლოს და ბოლოს ნორიკამ AA დაშალა ბოლომდე biggrin.gif და ხელახლა ააწყო და მიიღო კიდეც შედეგი wink.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 1 2012, 01:17 PM

2012 გილოცავთ!
ინტერნეტში ვნახე ვაირაუხის 80 -ის სქემა დაშლილ მდგომარეობაში ვინტებამდე და იუთუბზეც აწყობენ დეტალურად.
გაყიდვებში გამიქრა ვაირაუხი 80 , ხომ არაფერი დავაშავე?

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 1 2012, 02:48 PM

მიხომიტო
7 წლის ბავშვს საერთოდ რად უდა პმევმატური შაშხანა?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 1 2012, 03:36 PM

მიხომიტო

ციტატა(მიხომიტო @ 1st January 2012 - 02:17 PM) *
გაყიდვებში გამიქრა ვაირაუხი 80 , ხომ არაფერი დავაშავე?

ერთი და იგივე სახელის თემები იყო და იმიტომ ალბათ smile.gif

განსხვავებული სახელი დაარქვი თემას.

P.S. ის ეპატარა ბავშვისთვის რამე სხვა კლასის პნევმატიკის ყიდვა ჯობდა (უფრო მარტივის და არასერიოზულის), ნუ ეს - ჩემი მოკრძალებული აზრით (ჩმა)

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 1 2012, 04:18 PM

ციტატა(geojorjika @ Jan 1 2012, 03:48 PM) *
მიხომიტო
7 წლის ბავშვს საერთოდ რად უდა პმევმატური შაშხანა?

მართალია რათქმაუნდა არ უნდა, ყოველთვის ვაკის პარკში სხვა გართთობის მაგივრად პარკის ტირს მივარდება , აი ამან დამაბნია ეხლა კი ვცდილობ Weihrauch 50 მაინც ჩავიგდო ხელში ეგ მოდელი ვითომდა ბავშვებისთვისაც შეიძლებაო. მოკლედ საგონებელში და ხარჯში ჩავვარდი ფაქტია scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 1 2012, 04:25 PM

არაუშავს ზაფხულში სოფელში ყველანი გავერთობით

პოსტის ავტორი: foxi Jan 1 2012, 11:00 PM

ისე მაგ ასაკის ბავშვისთვის ძალიან საბრთხილოა მასეთი იარაღი. იარაღი თქო იმიტომ ვწერ რომ ყველამ კარგათ ვიცით რა შეუძლია მასეთ თოფს!

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 11:51 AM

ციტატა(foxi @ Jan 2 2012, 12:00 AM) *
ისე მაგ ასაკის ბავშვისთვის ძალიან საბრთხილოა მასეთი იარაღი. იარაღი თქო იმიტომ ვწერ რომ ყველამ კარგათ ვიცით რა შეუძლია მასეთ თოფს!

უცოდინარობით ვერ გავთვალე, შეცდომაში შევედი. მართალი ხართ აბა სად ეს შაშხანა და სად ვაკის პარკის (ტირის)
ბავშვი სადაც ერთობოდა

პოსტის ავტორი: nikola_migina Jan 2 2012, 12:17 PM

თუ სროლა უყვარს ჯობია უყიდო crosman raven-ი და მერე მაგ ვაინრაუხს გამოიყენებს. მე მაქვს და გართობისთვის მშვენიერია... biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Jan 2 2012, 08:01 PM

ციტატა(მიხომიტო @ 31st December 2011 - 02:35 PM) *
ამიტომ თუ გავყიდი 1150ლარი ბოლოა

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2009384
აქ 1100 ლარი?

მიხომიტო
საერთოდ პირიქითაა: მაიმარკეტზე ძვირად - აქ რეალირად wink.gif

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 2 2012, 08:09 PM

ციტატა
საერთოდ პირიქითაა: მაიმარკეტზე ძვირად - აქ რეალირად wink.gif

+1



თუ მაინცდამაინცხოლმე სიმბოლურად აქ 1 ლარით იაფს აFასებენხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 08:36 PM

smile.gif კი დროის დადებითაც ძველია აქ , იქ კი ახლახან შევცვალე. დიახ რაც ამ ასე ვთქვათ არასასიამოვნო გაყიდვის ბიზნეს შეეხება კი გახდა 1100 და ეგ თანხა ასე იქნება იმ დაბრუნებულ შეფუთვაში შაშხანასთან ერთად ივნისამდე მაინც სანამ სოფელში წავალთ. ჯობია ასე იყოს ან გავკაწრო ან კიდე უარესი.....არადა მეყიდა ვარია 50. 800ლარი დამიჯდებოდა ოპტიკით, და რაც მთავარია ბავშვს თავისუფლად ეჭირა. მისი სოფლელი ბიჭებიც ხოშიანად გაერთობოდნენ ჭალეში. ვენდობი მათ. მარა ვარია 80 ეს უკვე ნამეტნავია. დღეს ერთ უცხოურ ფორუმზე წავიკითხე , რომ ვაირაუხები საშვილთაშვილო ყოფილა რათქმაუნდა თუ მოუვლი და ერთს ფოტოები უდევს ვაირახუ 80 ნანადირევი ხოხობი 70 მეტროში . შევეცდები ახლა დავდო ფოტო.

პოსტის ავტორი: nikola_migina Jan 2 2012, 08:56 PM

პნევმატური თოფი მაღაზიებში სანთლით საძებარია. რამე სხვა თოფი უყიდე იაფიანი და მსუბუქი. ისწავლის სროლას, გაიზრდება და მერე ამ ვარიათი ისვრის. smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 08:56 PM

წერენ რომ აუცილებლად უნდა დიაშალოს გაიწმინდოს და თავიდან გაიზეთოს, როგორც აქ მირჩიეს სპეციალური ზეთით. მხოლოდ თუ ეს დიდი სიამოვნება ჩავატარე მაშინ ეს შაშხანა სამუდამოდ ჩემთან დარჩება...
ბოდიშით ფოტო როგორ ჩავსვა?

პოსტის ავტორი: nikola_migina Jan 2 2012, 09:09 PM

www.radikal.ru
შედი და ატვირთე ფოტო. მერე გაგიხსნის გვერდს და ჩამოთვლილი იქნება 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 და 11. მერვეს კოპს გაუკეთებ და აქ დადებ. smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 09:12 PM

ციტატა(nikola_migina @ Jan 2 2012, 10:09 PM) *
www.radikal.ru
შედი და ატვირთე ფოტო. მერე გაგიხსნის გვერდს და ჩამოთვლილი იქნება 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 და 11. მერვეს კოპს გაუკეთებ და აქ დადებ. smile.gif

მადლობთ, გასაგებია ...

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 09:38 PM

ფოტო ჩავაგდე იქ და რვაც ავღნიშნე და აქ როგორ დავდო

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 2 2012, 09:40 PM

უნდა დააკოპირო და აქ ჩასვა

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 09:40 PM

ვაირახუ 80-ით მოინადირა 70 მეტრზე ხოხობი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 2 2012, 09:54 PM

თვითონ და თავისი ვაირაუხი 80 . წერს უზარმაზარი რესურდი აქვს შაშხანასო.
http://www.radikal.ru
ეს მაყუჩი დავუყენეო მაღალი ხმა აქვსო. ეგ მეც შევამჩნიე smile.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: foxi Jan 2 2012, 09:57 PM

ციტატა(მიხომიტო @ 2nd January 2012 - 10:40 PM) *
ვაირახუ 80-ით მოინადირა 70 მეტრზე ხოხობი


ეგ ხოხბი კი არა როჭოა. საკმაოდ დიდი ფრინველია ასე რომ 80 მეტრი არც თუ ისე შორია მაგხელა ფრინველისთვის. თოფი მართლაც კარგია ლაპარაკი არ უნდა.

პოსტის ავტორი: gregory Jan 2 2012, 10:07 PM

ციტატა(kakha @ 2nd January 2012 - 10:57 PM) *
ეგ ხოხბი კი არა როჭოა.

+1
თანაც ГЛУХАРЬ-თან ძაან ძნელია მიპარვა...

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 3 2012, 03:39 PM

gregory

ციტატა
ГЛУХАРЬ


ეს გრიგოლ არის ყრუალა biggrin.gif

როჭო რუსულად არის Тетерева wink.gif

მიხომიტო
არ არის ეგ იარაღი როჭოზე სანადირო , მითუმეტეს 4,5 კალიბრში რადგან მოკლა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შეგიძლია მაგით ინადირო როჭოზე , ეგრე ,22–თ ხარსაც კლავენ, მაგრამ ვინმე გინახავს მაგით საფარიზე წასულიყოს აფრიკაში? biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Jan 3 2012, 05:24 PM

ციტატა(giorgi @ 3rd January 2012 - 04:39 PM) *
ეს გრიგოლ არის ყრუალა

როჭო რუსულად არის Тетерева

geojorjika
მართალი ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტო smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 3 2012, 06:30 PM

80 მეტრზე დიდი არაფერია მაგ ფასიანი იარაღისთვის, ჩემი ქუესტით არანაკლები ტრიუკები მიტარებია

პოსტის ავტორი: norica_dragon Jan 3 2012, 06:33 PM

კი მარა რა ენერგია აქვს ესეთი რო 70 მეტრში ამხელა რაღაცა ჩამოაგდო??

ალბათ სტანდარტული 20 ჯოული აქვს, რაც 70 მეტრში ძაან შემცირდება... ეგ ეტყობა თვალში გაარტყა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 3 2012, 06:45 PM

norica_dragon
ზუსტად 70 მეტრაში ჩემი ქუესტით )16 ჯოული მოვკალი ყვავი, მწვანე კოდალა 60 მეტრაში და რავი კაროჩე რა გაიხსენებს მასეთებს იმდენია

პოსტის ავტორი: norica_dragon Jan 3 2012, 06:49 PM

რავი რაც მე ქედანი და ყვავი გამქცევია....

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 3 2012, 07:05 PM

norica_dragon
biggrin.gif:D კაცოუ განა 10 დან 10 ვარდებოდა მეთქი, 70 მეტრზე არც ვესროდი ხოლმე , ვცდილობდი მივპარულიყავი თორე ხშირად აზრი არ ჰქონდა, იქნებ იმიტომაც გაგგქცევია რომ დიდ ენერგიას გაუხვრეტია smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 3 2012, 07:35 PM

ბოლოჯერ გაწუხებთ smile.gif რათქმაუნდა თუ გამეყიდა შაშხანა.
ვაირახუს პატრონმა მოკლა (ტეტერევი) 70 მეტრში პირველივე გასროლიდან. ტყვია მოურტყია მარცხენა ფრთის ქვეშ, დაუყენებია 34 ვიტოკიანი ზამბარა GH 1250 რომელიც იძლევა 27-29 ჯოულს. ასე წერს.
კიდევ ერთხელ ბედნიერ შობა ახალწელს გილოცავთ.
ეს ისევ თვითონ წერს შაშხანის სიმძიმის გამო სროლის დროსსულ მისაყრდენსვეძებო და ხან რას ვეყუდები და ხან რასაოsmile.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 3 2012, 08:29 PM

მიხომიტო

ციტატა
დაუყენებია 34 ვიტოკიანი ზამბარა GH 1250 რომელიც იძლევა 27-29 ჯოულს. ასე წერს.


საზიზღარი სასროლი იქნება wink.gif

ეხლა როგორც არის ისე მისვრია და ძალიან რბილი სასროლია, რომ ისვრი გსიამოვნებს, თითქოს ყველა სმოძრაობა პლავნად და რბილად გადადის smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 4 2012, 03:57 AM

geojorjika
შენ წარმოიდგინე და ნორმალურად გადაჭრის შემთხვევაში დაჟე დარტყმის მხრივ უფრო კარგი ხდება თურმე, რადგან უფრო სწრაფად სრულდება ციკლი, ოდნავ ძლიერი, მარა სწრაფი.

პოსტის ავტორი: foxi Jan 4 2012, 08:36 AM

ისე თავისუფლადაც იყიდება გერმანულ საიტებზე გაცილებით ძლიერი გერმანული. კერძოდ დიანას ზამბარები. მართალია ფასი იკბინება, 37 ევროდან იწყება,მაგრამ მაგ თოფისთვის ძალიან მაგარი იქნება.

პოსტის ავტორი: feroni Jan 4 2012, 01:31 PM

ეხლა პატარა რისერჩი გავაკეთე ამ თოფზე, მე ძალიან მომწონს hw97 და მაგის რევიუს რო უყურებდი იქვე იყო ამ თოფის რევიუც, მოკლედ ეს თოფი 7.9 გრეინიან ტყვიას საშუალოდ ისვრის 251მ/წ-ით, რაც 35 მეტრში გვაძლევს 10.65 ჯოულ ენერგიას, 75 მეტრში კი ეს ენერგია ჩამოდის 6.6 ჯოულამდე, სადღაც მოსმენილი მაქვს იუთუბზე რომ რაზეც ნადირობ იმის წონა უნდა გაამრავლო 2 და მაგდენი ფუტპაუნდი ენერგია უნდა ქონდეს თოფს რომ ამ ზომის ნადირზე თუ ფრინველზე წარმატებულად ინადირო!
მამალი "გლუხარის წონა" არის 6.5 კილოგრამი რაც არის 14.52 ფუნტი ასე რომ ამ ფრინველზე რომ ზემოთ ნახსენებ მანძილზე წარმატებით ინადირო მინიმუმი საჭირო ენერგია არის 29 ფუთპაუნდი რაც არის 39-40 ჯოული , რისი მოცემაც ამ თოფს ფიზიკურად არ შეუძლია არანაირი ტყვიით, ასე რომ როგორც ზევით ბიჭებმა დაწერეს ასეთი თოფით ხარზეც შეგიძლია სანადიროთ წახვიდე მაგრამ რა ხეირი რო?
კარგი მოარტყი ვთქვათ იმ გლუხარს 70-80 მეტრში ამ თოფით, თუ თავში მოარტყი გაგიმართლა და მემგონი ასეთ გამართლებას აქვს ზევით წარმოდგენილ სურათებში ადგილი, აი თუ არ გაგიმართლა და სადმე ტანში მოხვდა ტყვია, გავრინდება და ტყვიასაც თან წაიღებს მერე შეიძლება სადმე მოკვდეს ან საერთოდაც არ მოკვდეს, თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება, ასე რომ ის ტიპები მაგ სურათებში რომ არიან მინიმუმ უპასუხისმგებლო მონადირეები არიან.
ესაა ჩემი კომენტარი smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Jan 4 2012, 02:22 PM

ციტატა(feroni @ 4th January 2012 - 02:31 PM) *
თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება, ასე რომ ის ტიპები მაგ სურათებში რომ არიან მინიმუმ უპასუხისმგებლო მონადირეები არიან.
ესაა ჩემი კომენტარი


ჯიგარი ხარ! სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს მონადირე. ერთსაც დავძენ ამ კომენტარს,თოფი უცილობლად კარგი ხარისხიანია.მაგრამმ,80 მეტრზე ზუსტად თავში მორტყმის ვარიანტი გამოირიცხება მაგ თოფით.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 4 2012, 04:14 PM

მე იარაღში არ ვერკვევი განსაკუთრებით პნევმატიურში, უბრალოდ რადგან ეს მოდელი ევიძინე უცაბედად დავიწყე ინფორმაციის მოძიება.
და იმ კაცმა კი ხაზი გაუსვა შაშხანის გაძლიერებაზე და პირველივე იღბლიან 70 მეტრის ნანადირევზე...
http://talks.guns.ru/forummessage/96/179783.html

პოსტის ავტორი: ilariona Jan 4 2012, 05:05 PM

მიხომიტო

და ამდენ მარჩიელობას არ გირჩევნია გახვიდე ბუნებაში, დადო 80 მეტრზე (არა 80 ნაბიჯზე) შუშის ბოთლი და ესროლო smile.gif ზუსტად მიხვდები რასაც წერენ აქ გამოცდილი მსროლელები.

80 მეტრზე ნადირობა პნევმატურით ცოტა რთულია, მითუმეტეს როდესაც საუბარია ზ.დ.პ-ზე.

არის შანსი, რომ მოინადირო მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ

ციტატა(feroni @ 4th January 2012 - 02:31 PM) *
აი თუ არ გაგიმართლა და სადმე ტანში მოხვდა ტყვია, გავრინდება და ტყვიასაც თან წაიღებს მერე შეიძლება სადმე მოკვდეს ან საერთოდაც არ მოკვდეს, თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება


ასე დასრულდეს ნადირობა.

მიხომიტო

ჩემი თხოვნაა და არა მარტო თქვენ გთხოვთ არამედ ყველას ვთხოვ, რომ ვინმემ თუ რამე მოინადირეთ მაგაზე დაწერეთ!!!!!!!!!!!!! ის ფაქტი, რომ ვიღაცამ სადღაცას მოინადირა და ამ მანძილზე ეს არის ყოვლად მიუღებელი!
1) 80 მეტრი გაზომა? თუ ნაბიჯებით გადაზომა?
2) სად მოხვდა?
3) როგორი პოზიციიდან ისროდა?
4) რომელი ტყვიით მოინადირა?
5) და 1000 კიდევ სხვა კითხვა რომელიც ჩნდება ასეთ დროს, რომელსაც პასუხს მხოლოდ მსროლელი გაგვცემს.

ასე რომ ნუ მიწყენთ, მაგრამ უაზრო პოლემიკად მიმაჩნია ყველა დანარჩენი დაწერილი.

დაუჯერებელი ცხოვრებაში არაფერი არაა და 200 მეტრშიც შესაძლებელია მოინადირო 16 ჯოულიანი იარაღით ფრინველი, მაგრამ ეს რომ მოხდეს უნდა ათასი ხელის შემწყობი ფაქტი.

აი ამაზეა აქ საუბარი მეტი არაფერზე.


პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 4 2012, 05:59 PM

მასეც მოვიქცევი, უბრალოდ რახან ვყიდი არ ვეხები.
შაბათს გამოვცდი აუცილებლად ფოტოებსაც გადავიღებ. . და კიდე ერთი რჩევა მინდა გთხოვოთ , როგორ გსვასწორო ოპტიკა აი ეს ვიპოვე აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1079 ანუ აი ის იდეალური წერტილი ცენტრი.
ოპტიკა დავაყენე.
30-50მეტრში დავდებ ა4-ზე დაბეჭდილ მიზანს .
ვესვრი. მერე რას ვაკეთებ? წერტილი როგორ დავსვა ათიანში.
ზედა და გვერდითა ოპტიკის გასასწორებელი საით და როგორ დავალეგულირო?
ან მიმითითეთ სად წავიკითხო და ვისწავლო შაბათისთვის

პოსტის ავტორი: feroni Jan 4 2012, 06:59 PM

ციტატა(მიხომიტო @ 4th January 2012 - 06:59 PM) *
როგორ გსვასწორო ოპტიკა

შენს თოფს როგორც რევიუებიდან ჩანს ძალიან მოსწონს jsb exact ყვიები წონით 8.45 გრეინი (0.547 გრამი) .
თუ თოფს გაანოლებ 31.5 მეტრზე მიიღებ საუკეთესო ეგრეთწოდებულ ბრტყელ ტრაექტორიას 11 მეტრიდან 35 მეტრამდე, ანუ მარტივად რომ გითხრა 11 მეტრიდან 35 მეტრამდე რასაც არ უნდა დაასვა ჯვარი და ესროლო ყველაფერს ჩამოაგდებ, ამ დისტანციაზე ტყვიის ტრაექტორია არ აგემატება 16 მილიმეტრს რაც საკმარისია ბეღურის ჩამოსაგდებადაც კი.


პოსტის ავტორი: ilariona Jan 4 2012, 10:29 PM

თემა გავასუფთავე და გთხოვთ ნუღარ გააოფებთ ასე მწარედ.

პოსტის ავტორი: norica_dragon Jan 5 2012, 09:52 AM

ციტატა(feroni @ Jan 4 2012, 07:59 PM) *
შენს თოფს როგორც რევიუებიდან ჩანს ძალიან მოსწონს jsb exact ყვიები წონით 8.45 გრეინი (0.547 გრამი) .
თუ თოფს გაანოლებ 31.5 მეტრზე მიიღებ საუკეთესო ეგრეთწოდებულ ბრტყელ ტრაექტორიას 11 მეტრიდან 35 მეტრამდე, ანუ მარტივად რომ გითხრა 11 მეტრიდან 35 მეტრამდე რასაც არ უნდა დაასვა ჯვარი და ესროლო ყველაფერს ჩამოაგდებ, ამ დისტანციაზე ტყვიის ტრაექტორია არ აგემატება 16 მილიმეტრს რაც საკმარისია ბეღურის ჩამოსაგდებადაც კი.



აუ შენ რაღაც კაი ბალისტიკური პროგრამა აქვს გეტყობა, არ გინდა რო გამიზარო?? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 14 2012, 06:21 PM

დღეს როგორც შეკპირდით ოღონდ დაგვიანებით (რისთვისაც ვიხდი ბოდიშს) გავედით ბუნებაში მე ჩემი შვილი და ვაირაუხი 80. წავიღეთ ორი სამიზნე აოთხზე ერთზე რკალი 5სმ რადიუსი მეორე 20 თეთრიანი. დისტანცია ზუსტად 50 მეტრი. 5სმ სამიზნეს ვესროლეთ 10-ჯერ . ჯსბ-8გრანიანი 3 შიგნით 3 ახლოს 2-3 სანტიმეტრში ქვემოდან და 4 6-7 სანტიმატრში ქვემოდან. მერე დავდევით 20 თეთრიანი სამიზნე ისევ 50 მეტრი , სანამ ვისროლე ისრების მიმართულებით გადავწიე სამიზნე ნახევრით ზედაც და გვერდითაც. ჩემი ჭკუით მიზანს ავწევ. შაშხანა იდო ძირს (სპალნიკზე) ვესროლეთ 20-ჯერ ტყვიები თითქმის ჯგუფურად ჯდებოდნენ ზევით მარჯნივ 5,7,10 სანტიმეტრში 20 თეთრიანისგა . მოკლედ მერე შებინდდა ცოტა. ჩავრთე წითელი წერტილი. ერთი ტყვია მიზანში მოხვდა, უბრალოდ გამიმართლა რადგან დანარჩენები ჯიუტად უკვე 8-10 სანტ. ხვდებოდნენ ხან ზემოთ ხან ქვემოთ. ყინვამ და ბინდმა სულ დაგვღალა და გადავდევით ოპტიკის გასწორება ხვალინდალ დღეზე.
ოპტიკის გასწორებაზე წავიკითხე უცხოურ ფორუმებზე, მაგრამ ეგება აქ ვინმემ მარტივად ამიხსნას -ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ტრიალის დროს საით მოძრაობს წერტილი. blush.gif

პოსტის ავტორი: gregory Jan 14 2012, 07:05 PM

ციტატა(მიხომიტო @ 14th January 2012 - 07:21 PM) *
მაგრამ ეგება აქ ვინმემ მარტივად ამიხსნას -ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ტრიალის დროს საით მოძრაობს წერტილი


მიხომიტო
თქვენ რაც გიწერიათ "4-9X32 LI წითელი წერტილი" ეგეთი ვერ ვნახეsad.gif
http://www.baueroptics.com/eng./zielfernrohre/uebersicht-absehen.html
აქედან რომელი ბადე აქვს თქვენს ოპტიკას?
საერთოდ ესე ხდება: ზედა სატრიალო ვერტიკალს(ზევით-ქვევით) არეგულირებს, მარჯვენა შესაბამისად ჰორიზონტალს(მარცხნივ-მარჯვნივ).
საათის ისრის მიმართულებით თუ ატრიალებთ, მაშინ ტყვია დაბლა(თუ ზედა სატრიალებელს ატრიალებთ) ან მარცხნივ(თუ მარჯვნიდან რომაა იმ სატრიალებელს ატრიალებთ) მოხვდება.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 14 2012, 07:31 PM

აი ასეთი

http://www.radikal.ru
ვერტიკალი გავიგე, ისრის მიმართულებით ქვევით ჩადის და ჰორიზონტალური ისრის მიმართულებით საით გადაადგილდაბა , მარცხნივ?

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 14 2012, 07:31 PM

მიხომიტო - ოპტიკა უნდა გაასცორო მაგიდასთან დამჯდარი.მაგიდაზე დადე რამე შემაღლებული ( აგურები,წიგნები ან რამე მკვრივი სხვა)ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა ოღონდ ისე რომ არ გაივსოს ბოლომდე და დადე მაგ შემაღლებულზე ზემოდან,ტომარაზე კი კონდახი ჩამოადე ისე რომ უკანა კონდახი მაგიდაზე ჩამოდო.შემაღლება დაარეგულირე შენით უკანა კონდახთან ისე რომ თოფი ჰორინზოტალურად იყოს.სროლისას მარცხენა ხელით კონდახის უკანა მხარე გაამაგრე ბეჭთან.ასე თოფს უკეთ გააშეშებ.გაისროლე ორჯერ ზედიზედ,შეხედე სად დაჯდება ტყვიები მერე გაიხედე ოპტიკაში ისევ ისე როგორც უმიზნებდი და დაატრიალე ნელნელა სარეგულიროები და მიიყვანე ნასროლ ტყვიებთან ჯვარი.ეცადე ჯვრის გადაადგილებისას თოფი კარგად გააშეშო.

პოსტის ავტორი: gregory Jan 14 2012, 07:35 PM

ციტატა(მიხომიტო @ 14th January 2012 - 08:31 PM) *
ჰორიზონტალური ისრის მიმართულებით საით გადაადგილდაბა , მარცხნივ?

ტყვია უფრო მარცხნუვ მოხვდება

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 14 2012, 07:37 PM

აი ესაა რაც წერია ჩემი ოპტიკა და ფოტო რატომღაც არაა

http://www.uk.baueroptics.com/zielfernrohre/hjb-zielfernrohre---die-preiswerte-alternative/hjb-3-9x32-l4.html
მადლობა დახმარებისთვის ხვალ გამოვჩდი
კოპიო 3.9.50ია ოღონდ 32

ციტატა(sekurifa @ Jan 14 2012, 08:31 PM) *
მიხომიტო - ოპტიკა უნდა გაასცორო მაგიდასთან დამჯდარი.მაგიდაზე დადე რამე შემაღლებული ( აგურები,წიგნები ან რამე მკვრივი სხვა)ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა ოღონდ ისე რომ არ გაივსოს ბოლომდე და დადე მაგ შემაღლებულზე ზემოდან,ტომარაზე კი კონდახი ჩამოადე ისე რომ უკანა კონდახი მაგიდაზე ჩამოდო.შემაღლება დაარეგულირე შენით უკანა კონდახთან ისე რომ თოფი ჰორინზოტალურად იყოს.სროლისას მარცხენა ხელით კონდახის უკანა მხარე გაამაგრე ბეჭთან.ასე თოფს უკეთ გააშეშებ.გაისროლე ორჯერ ზედიზედ,შეხედე სად დაჯდება ტყვიები მერე გაიხედე ოპტიკაში ისევ ისე როგორც უმიზნებდი და დაატრიალე ნელნელა სარეგულიროები და მიიყვანე ნასროლ ტყვიებთან ჯვარი.ეცადე ჯვრის გადაადგილებისას თოფი კარგად გააშეშო.


ხვალ ზუსტად მასე გავაკეთებ და რო არ ვირბინო წინ და უკან ბინოკლს წავიღებ 10X25 ლეოპოლდისას.

ისე მინდა გითხრად 50 მეტრში შუშის ბოთლს ხვრეტს ნახევარლიტრიანი ბორჟომს . და გუშინ იყო მყიდველი სამ ეტაპად გადაგიხდიო ოქტომბრამდეო. მასროლინეო , ბევრი ვიფიქრეთ რაზე გვესროლა 20 კვადრატულ ოთახში.smile.gif
ვესროლეთ ძველ კომუნისტურ სამედიცინო სწავლის წიგნს 4 მეტრიდსნ biggrin.gif გახვრიტა 130 ფურცელი შემდეგ 40 ფურცელი გახეთქა

ზუსტად 126ფურცელი გაიარა ბარაკუდა 10გრანიანი. ძაან მძიმე თოფია ხელიდან სროლა ძაან რთულია ოპტიკით 4.5 კგ და ამ წონაშიც დიდი უკუცემა აქვს.
მწოლიარე ვესროდი და მარცხენა ხელით ოპტიკის ქვეშ შაშხანას ვაწვებოდი სროლის დროს და მაინც დახტოდა. ხმაც აქვს. სხვათსშორის მაგ 80 მოდელების ფოტოები რომ ვნახე დიდი უმეტესობას მაყუჩი უყენია.

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 14 2012, 08:40 PM

მიხომიტო - როგორც ჩანს შენს ოპტიკას დანაყოფები არააქვს ასე რომ იმ მანძილზე გაასწორე ჯვარი რომელსაც ყველაზე ხშირად იხმარ.

პოსტის ავტორი: daviti Jan 15 2012, 10:08 PM

ციტატა(sekurifa @ 14th January 2012 - 07:31 PM) *
ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა
გრეჩიხიანი ტომრის ტარებას, მარტო ტომარა წაიღე და ადგილზე რომ მიხვალ მიწა ჩაყარე და ეგ არის smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 15 2012, 10:45 PM

ციტატა(daviti @ Jan 15 2012, 10:08 PM) *
გრეჩიხიანი ტომრის ტარებას, მარტო ტომარა წაიღე და ადგილზე რომ მიხვალ მიწა ჩაყარე და ეგ არის smile.gif

ხო მასეც შეიძლება თუ კარგი მშრალი მიწაა,თეთრი ქვიშაც კარგია კარგად აფიქსირებს.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 16 2012, 06:25 PM

ველოდები ამინდებს ,მზიანს, ეს დღეები ცოტა ცივა.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 10 2012, 06:56 PM

ხვალ გავდივარ ოპტიკის გასასწორებლად ჩემს ვარიაზე იმედია არ გავიყინებიsmile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 21 2012, 11:00 AM

გავასწორე ოპტიკა დღეს დილით. მანძილი ზუსტად 40 მეტრი. ტყვიები ჯეესბე და ბარაკუდა. ჩემი აზრით ჯეეზბე ბევრად ჯობს ბარაკუდას, მიზანი იყო მიმაგრებული ახალ წყალ გამძლე (დეესპეზე) ბარაკუდა 40 მეტრზე შევიდა 5მმ ჯეესბე კი 8-9მმ.
ბოლო სამი გასროლა ზედიზედ წითელი ათიანი ჯეესბე 40 მეტრი. ორი ნატყვიარევი ჩანს მესამე გასროლა ტყვია ტყვიას დააჯდა biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 21 2012, 02:03 PM

რაღაც ვერ მივხვდი ჯგუფების განლაგებას. ის ბრონზისფერი რგოლები რა არის? რამდენი ტყვია ისროლე? აწი ჯგუფს რომ გააკეტებ, გააკეტე 5 ტყვიიანი ჯგუფები, ერტი და იგივე ფირმის ყვიებზე (მაგალიტად ჯსბ) და არ ცვალო ტყვიები, ტორე სიზუსტეს არ მოგცემს...

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 21 2012, 03:38 PM

ეს შავი მგვალი (ნაკლეიკებია) ვაწეპებდი რომ არ ამრეოდა ნასროლი, მე ხომ ყოველ გასროლაზე 80 მეტრს დავრბოდი ამ ყინვაში.smile.gif 11 მაქვს გასროლილი. თან ვატრიალებდი ვერტიკალს და მერე ჰორიზონტს.
ქვედა სამი ბარაკუდაა არ ჩავთვალოთ დანარჩენი ზედები ჯსბ. ამ ვარიას ტყვია ჯსბ ყოფილა. ბარაკუდა არც მე და არც შაშხანას არ მოგვეწონა. ძაან დაძალებით ისროდა.

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 21 2012, 05:26 PM

მიხომიტო
ცუდი ვარიანტი გაგიკეტებია. ზ.დ.პ.-დან კარგი ჯგუფების გაკეტება ისედაც ზნელია და შენ თუ ყველა გასროლაზე მირბოდი სამიზნესთან და ნიშნავდი, მასე აზრი არ აქვს. აიღე რამდენიმე სამიზნე და ერთს ესროლე 5 ტყვია, სირბილის და მონიშვნის გარეშე. მერე მეორე ჯგუფი გააკეთე სხვაგან და ა.შ. შენ რაც გააკეტე არაა პრაქტიკული და შედეგიც სახეზეა - მაგხელა გაფანტვა არ უნდა მოეცა... აღარ გავიმეორებ სხვადასხვა ტყვიებზე.


მოკელდ ჩემი მხრიდან რჩევა ასეთი იქნება - აიღე ჯსბ და იმითი გააკეთე ჯგუფები სირბილს გარეშე. 5 ტყვიიანი სტანდარტია ასე ვთქვათ biggrin.gif არაფერს მონიშვნა არ უნდა.


ციტატა
თან ვატრიალებდი ვერტიკალს და მერე ჰორიზონტს.

როგორც მივხვდი შენ ეხლა ოპტიკას ასწორებდი და ჯგუფებს არ აკეთებდი. თუ იმასაც სწორედ ვხვდები, რომ ბოლო სამი გასროლა აღარ გაგისწორებია ოპტიკა და აღარც გირბენია აქა იქ, გამოდის რომ 3 ტყვიიანი ჯგუფი გააკეთე ძალიან პატარა, ალბათ 1 სმ-ც არ იქნება. თუ სწორად მივხვდი, მაშინ გამოდის რომ ძალიან ზუსტი ფიშტოა biggrin.gif


ცადე კიდევ ერთხელ ჯგუფების გაკეთება, შედეგი მართლა საინტერესო იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 21 2012, 08:52 PM

რაც ბრძანე ზუსტად მასე მოხდა ყველაფერი: იყო საათი 10 -4 გრადუსი. თოვლზე გავშალე ნატოს ჯარის (სპალნიკი) და მასე ვისროდი. მიზანი იყო მხოლოდ ოპტიკის გასწორება საჩქაროდ, რადგან მაზეგ შაშხანას ვუგზავნი მამაჩემს სოფელში. თუმცა ხვალ ან ზეგ არის ვარიანტი გავცვალო ვარია ორ ლულიანში ტოზ-54. ვნახოთ!

თქვენი თქმის არიყოს ზუსტი ფიშტოა და უზუსტესი. თან ვჩქარობდი, ამ ყინვაში და სირბილში მწოლიარე როცა გულუ გამოვარდნაზეა დაღლილობისგან და ყელი გაყინული მართლაც მაგარი მიზანი ქონია ვარიას. ბოლო სამი გასროლა ძაან სწრაფად მოხდა რადგან გავიყინე და დავიღალე და შაშხანამ გამაკვირვა 40 მეტრი! გავზომე 50 მეტრიანი საზომით. ბოლო სამი გასროლის შემდეგ რო ვნახე ორ გასროლის შორის ლამის მილიმეტრია და მესამე გასროლა მეორე განასროლის ტყვიას დააჯდა თავზე სასწრაფოდ სახლში გავიქეცი გასათბობად გაფიქრებით აქ აღარაფერი მესაქმებაsmile.gif სახლში შაშხანა ისე დაორთქლდა რო გუბე დააყენა.
ვფიქრობ ზეგ გავიმეორო ისევ თუ მოვახერხე ჯსბეთი , მაგნუმში უნდა ვიყიდო.

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 22 2012, 02:06 AM

მიხომიტო
მასეთი ზუსტი ზ.დ.პ.-ს გაცვლა რაღაც ბანალურ ტოზში რავი, არ მიმაჩნია სწორად ჩემი გადმოსახედიდან biggrin.gif

ისე, მართლა კარგს იზავ თუ ჯსბ-თი ჯგუფებს გააკეთებ. აქ მგონი ბევრს პცპ-თი არ გამოდის მასეთი ჯგუფები, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იქნება თუ მაგის გამეორებას მოახერხებთ smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 22 2012, 07:10 AM

მხოლოდ ხვალ დილით მაქვს დრო სასროლად, ხვალვე შუადღე ვაგზავნი სოფელში. აი იქ უკვე მთელი ზაფხული ჩემს ხელში იქნება.
რაც ეხება გაცვლას 99 პროცენტი ალბათ ვერ გავცვლი თოფი მამაჩემს უნდა ძალიან. თანაც ხვალ ვარიას ვაგზავნი. დღეს ალბათ : ჩამოვალო რაიონიდან .. ასეთ თქვა ტოზის მფლობელმა. ეს ყველაფერი შეიძლება არც მოესწროს დღეს. თოფი კი ახალივით უნდა იყოს რომც გავცვალო.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 22 2012, 07:25 AM

თოფი ორჯერ ძვირიც რომ იყოს ვარიაზე მე ვერ გამოვიყენებ , რადგან ნადირობის (სასტიკი) წინააღმდეგი ვარsmile.gif მიზანში სასროლად კი პნევმატიური ნებისმიერ თოფს მირჩევნია. მითუმეტეს არც ხმა აქვს და არც გაფორმებას საჭიროებს გონივრულად გამოყენების თვალსაზრისით

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 24 2012, 07:50 AM

გუშინ დილით ვიყიდე თუ არა ჯეესბე ეგზაკტ ჰეავი 670 გრამიანი (წინა იყო 500 რაღაცა გრან) ერთი სიტყვით. რამოდენიმეჯერ ვისროლე ნაჩქარევად , რადგან კაცი მელოდებოდა უკვე მანქანაში დასავლეთში წასაღებად. ბევრი გასწორება არ დამჭირვებია ოპტიკის რომ გადამეყვანა 500იანი 670 ოდნავ მძიმე კია სროლის ხმაზეც ეტყობა. და ნაკლებად ზუსტი ან ძაან რომ ვჩქარობდი იმის ბრალია.
ერთი სიტყვით თუ 500გრან რკინის ერთ ლარიანში 40მეტრზე ჯდებოდა ტყვია-ტყვიაში, 670გრანიანი 40 მეტრზე დამიჯდა ერთ ლარიანში სანტიმეტრის დაშორებებით, ...ფოტო ვერ გადავიღე , ..

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 24 2012, 11:51 AM

მიხომიტო
ნუ ახლა ამჯერად კი ვხვდებით რაზე წერ, მაგრამ შემდეგში თხოვნა იქნება გრანებს (ბრიტანული წონის ერთეული) და გრამებს (მეტრული წონის ერთეული) ერთმანეთში ეგრე ნუ აურევ.

მძიმე JSB ატვ 670 გრამიანია და არც 670 გრანიანი smile.gif, პირველ შემთხვევაში გამოდის ნახევარ კილოზე მეტი smile.gif (მაგას გაუბიციდან თუ გაისვრი ორემ ჩვენი თოფები 1 მილიმეტრითაც ვერ დაძრავს) და მეორე შემთხვევაში 670 გრანი გამოდის 43 გრამი მეტრულ სისტემაში smile.gif, მოკეედ შემდეგისთვის გაითვალისწინე JSB Exact Heavy არის 0.67 გრამი, ანუ 1 გრამზე ნაკლები, ან ბრიტანულ სისტემაში თუ ვსაუბრობთ ეგ გამოვა 10.2 გრაინი (გრეინი, გრანი, ხრენ ივო ზნაიტ, სიტყვა კი გაქვს ჩვენებულ გრამს, მაგრამ 1-2 სიმბოლოა განსხვავებული, რის გამოც 1 ჩვენებური გრამი უდრის 15.43 გრაინს).

შემდეგში რომ არ აიბნე, გამოიყენე http://www.airgun.ge/Airgun_Convertor.htm, ძალიან ბევრ რაღაცაში გამოგადგება smile.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services