თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ WEIHRAUCH HW 97K

პოსტის ავტორი: vincent May 13 2013, 11:08 PM

მომწონს და ვფიქრობ ყიდვას რუსეთის ფორუმებზე ყველა აქებს მაგრამ მაინტერესებს აქ ვინმეს თუ გქონია ეს აგრეგატი, იქნებ გაგვიზიაროს თქვენი მოსაზრება

თავისი მოსაზრება

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 12:19 PM

როგოც ვატყობ არავის არა აქვს ეს იარაღი, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი გავედი გუდვილში სანახავად და იმდენად მომეწონა რომ თავს უარი ვერ ვუთხარი და შევიძინე, ჯერ არ მისვრია არც ვიცი როგორია პრაქტიკაში მაგრამ ვიზუალურად დზაან მომწონს

პოსტის ავტორი: sekurifa May 14 2013, 12:46 PM

vincent გილოცავ შენაძენს. ძან მაგარი ზედეპე დაგითრევია. თავის კლასში უძლიერესია smile.gif ახლა დადე თოფის სურათები ახლოდან, აწონე თოფი, სადააქვს ბალანსის ცენტრი, რა გადაიხადე თოფში და ასე შემდეგ. დადე სრული ინფო არ შეგეზაროს.



პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 12:52 PM

sekurifa
კი ბატონო როცა მოვიცლი ყველაფერს დავდებ

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 01:00 PM

ერთი კითხვა მაქვს ეს http://www.amazon.com/gp/product/B004KRA4YG/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1 ოპტიკა ჩამომდის თვის ბოლოს რემინგტონ 597 22 ლრ-ისთვის ვიყიდე და ეხლა ვფიქრობ ვაიხრაუხზე დავაყენო, თქვენის აზრით გაუძლებს მის ვიბრაციებს და არ დაიშლება? ან იქნებ რამე ოპტიკა მირჩიოთ ამ აგრეგატისთვის რომ გაუძლოს და თან მოსახერხებელი რომ იყოს

პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 01:33 PM

weihrauch hw 85 - ზე მეყენა Leapers 4X16X40 true strength platform- ზე და ის დაშალა 200 გასროლაში და ამას ჩემი აზრით უფრო მალე დაშლის smile.gif რამე ოპტიკა იპოვე true stength platform რომ ეწეროს მონაცემებში, ოღონდ დაბალ პროფილიან რინგებზე დააყენე (წინასწარ გაზომე მოერგება თუ არა ოპტიკა დაბალი პროფილით შენ თოფს)

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2013, 01:39 PM

ციტატა(Dave @ May 14 2013, 02:33 PM) *
weihrauch hw 85 - ზე მეყენა Leapers 4X16X40 true strength platform- ზე და ის დაშალა 200 გასროლაში და ამას ჩემი აზრით უფრო მალე დაშლის smile.gif რამე ოპტიკა იპოვე true stength platform რომ ეწეროს მონაცემებში, ოღონდ დაბალ პროფილიან რინგებზე დააყენე (წინასწარ გაზომე მოერგება თუ არა ოპტიკა დაბალი პროფილით შენ თოფს)


არაფერს არ დაშლის

პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 02:29 PM

მე რჩევა მივეცი და რო დაშლის შენ გაეცი მერე პასუხი რატომ დაშალა biggrin.gif

vincent
აი ასეთზე თუ დაამაგრებ ოპტიკას კარგს იზამ, თუარადა სეკურიფა რომ შემოვა იგივეს გირჩევს დამიჯერე smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 02:46 PM

Dave
როგორზე ვერ გავიგე?

დღესვე ავწონე და ზუსტათ 4 კილოგრამია
აი სურათებიც




პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 02:46 PM

vincent

უი ბოში ბმული გამომრჩენია .... აი ასეთზე http://www.amazon.com/UTG-Airgun-Medium-Profile-Integral/dp/B002TUSJVQ/ref=sr_1_15?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1368531971&sr=1-15&keywords=leapers+rings

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 02:54 PM



Dave
ეს გასაგებია მაგარმ იქნებ ოპტიკაც ამომარჩევინო თუ რათქმაუნდა ძაან არ შეგაწუხებ smile.gif




პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 02:54 PM

დავწერე უკვე .... უნდა ჰონდეს ოფციად true stength. ეს არის აუცილებელი ოფცია ყველა ზედეპეზე დასაყენებელი ოპტიკისთვის .... მე მქონდა leapers 4x16x40 მაგ ოფციით და დამიშალა 200 ტყვიის გასროლის შემდეგ, აქედან დასკვნა არ არსებობს ოპტიკა რომელიც ზ.დ.პ იარაღს სამუდამოდ გაუძლებს, მაგრამ შენ შეიძლება ისეთი შეგხვდეს რო გაძლოს დიდხანს .... არცერტი ფირმა გარანატიას არ იძლევა და გიჟები არ არიან smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 02:57 PM

http://s05.radikal.ru/i178/1305/e9/d315f78b7c7b.jpg

გმადლობთ გასაგებიაDave



პოსტის ავტორი: foxi May 14 2013, 03:06 PM

vincent

გილოცავ გერმანელს! ძალიან მომეწონა. ლამაზია და მაგარი სიზუსტითაც გამოირჩევა ზდპ თოფებში. რეპორტი იქნება ალბათ.

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 04:31 PM

გმადლობთ ყველას მოლოცისთვის რაც შეეხება რეპორტს შეძლებისდაგვარად დავდებ ჯერ ოპტიკა შემარცჰევინა და მერე ყველაპერი იქნება

პოსტის ავტორი: sekurifa May 14 2013, 05:04 PM

ციტატა(vinsent @ 14th May 2013 - 05:31 PM) *
ჯერ ოპტიკა შემარცჰევინა და მერე ყველაპერი იქნება

გადახედე თემებს ოპტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთს ვიტყვი.

პროცენტულად თუ ვინმეს აქ ოპტიკა ქონია ადრე ზედეპეებზე, ყველაზე მეტად ამართლებდა ლიპერსები. ეს პროცენტულად ვამბობ თორე ესენიც გამოდიან მწყობრიდან. მაგრამ ისიცაა რომ ვინც პირველად გარისკა ამ ფორუმზე ლიპერსის ყიდვა და შეაქო მერე ავტომატურად სხვებმაც ეგ მოდელი გამოცადეს.

მახასიათებლებშიც და საშუალო ფასიანებშიც რომ გადაამოწმო მონაცემები ლიპერსები დომინირებენ მაგ საქმეში. ასევე ცენტრ-პოინტის ოპტიკებიც. შეიძლება ვინმე ხმარობდეს ლიპერსის ოპტიკას მარტო სანადიროდ და ხელიდან სასროლად და იმას მოწონდეს ის რომ ბოთლებს თავისუფლად არტყამს 50 მეტრში და კმაყოფილი იყოს ოპტიკით, მაგრამ ოპტიკა უკვე დაზიანებულიც იყოს.

ანუ ზედეპეს ვიბრაცია მაინდამაინც ოპტიკის კორპუსს კიარ შლის არამედ შიგნით მოქმედებს ასევე ბადეზე. ანუ ბადე მოძრაობს ხმარებაში და ეს მხოლოდ ქაღალდზე სროლისას მაგიდიდან და კარგი დაკვირვებით უნდა შემოწმდეს.

ასე რომ რაცარუნდა გირჩიოთ მაინც ყველა იმას გირჩევს რამაც აქ ჩვენს პრაქტიკაში პროცენტულად გაამართლა ზედეპეებზე. ოპტიკა ზედეპეზე არის უმეტესად გამართლება. გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს რომ ის არ აურევს და ბოლომდე გემსახურება. Dave - მა დაწერა ზემოთ რომ ოპტიკა ორ კვირაში გამოვიდა მწყობრიდან მე კი მაგალითად ლილოში ნაყიდმა ოპტიკას საკმაოდ დიდხანს გამიძლო ზედეპეზე.

ასე რომ ეგეთი სიტუაციაა რა. შენით აწონ-დაწონე ყველაფერი. შესაძლოა ძვირად ღირებული სხვა ფირმის ოპტიკები კარგად მუშაობენ მაგრამ რავი აქ მგონი ძვირიანი ოპტიკა არავის შეუძენია ზედეპესთვის რადგან რისკია დიდი მაინც. თუ ვინმეს ქონია დაწერს ალბათ.

პოსტის ავტორი: WARNer brother May 14 2013, 06:09 PM

vincent
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ!
ძალიან მაგარი რამეა!
საშვილიშვილო რამეა რა smile.gif
აუცილებლად დადე ჯგუფები ოპტიკა როცა გექნება

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 07:24 PM

sekurifa
ლიპერსები ანუ იგივე UTG
ეს ჩამომდის http://www.amazon.com/gp/product/B004KRA4YG/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1 რამდენადაც ვიცი ts სერიაა

თუ ვცდები და ლიპერსი სხვაა და UTG სხვა?

პოსტის ავტორი: sekurifa May 14 2013, 07:34 PM

ციტატა(vinsent @ 14th May 2013 - 08:24 PM) *
თუ ვცდები და ლიპერსი სხვაა და UTG სხვა?

ეგ არის ხო. ეგ მოდელი ახალია. ანუ პარალაქსი გვერდიდან აქვს და ძან მოსახერხებელია რაც არ ქონდათ ძველ მოდელებს. ისადა ზომა თუ დაადარე მაგ ოპტიკის შენს თოფს? ეგ ოპტიკა მოკლეა და შენს თოფს დიდი კონდახი აქვს. ნამეტანი ხომარ მოგიწევს კისრის წინ გადაქაჩვა სროლისას? ეგ ზან მნიშვნელოვანია.

თოფი ხელში როცა გიჭირავს, თავს გვერძე როგორც კი გადახრი ეგრევე უნდა იხედებოდე ოპტიკაში ყოველგვარი კისრის გაწელვით.

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2013, 07:35 PM

vincent
გილოცავ, ჩემი ფავორიტი ზდპ-ეა

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 07:51 PM

geojorjika
მადლობთ მოლიცისთვის
sekurifa
ოპტიკას უკან გამოვწევ და მოვირგებ ეგ პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს, ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif

თან ყველაფერთან ერთად სანამ თოფს შევიძენდი უკვე ნაყიდი მქონდა ამერიკაში ასე რომ დაველოდები და ვნახავ

პოსტის ავტორი: sekurifa May 14 2013, 08:25 PM

ციტატა(vinsent @ 14th May 2013 - 08:51 PM) *
ოპტიკას უკან გამოვწევ და მოვირგებ ეგ პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს, ია ტაკ დუმაიუ

ნუ ახლა რაღა აზრი აქვს მაგას. გამოწერილი გაქვს უკვე. მოკლე იქნება და გაყიდი მაიმარკეტზე. მონობლოკიც გინდა რინგების მაგივრად. ეგ მგონი დეივს აქვს ახალი და ყიდის. მონობლოკი ჯობია ზედეპეზე რინგებს.

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 08:43 PM

sekurifa
კი რათქმაუნდა მონობლოკი ჯობია, გუდვილში ვნახე 35 ლარი დაბალი და 36 ლარი მაგალი ღორდა, რომ ჩამოვა გუდვილშივე შევარჩევ რომელიც უფრო მომერგება იმას ავიღებ

პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 09:31 PM

vincent

წინასწარ უნდა გაზომო ეგ smile.gif თორე მეც ეგრე ვამბობდი და მომიწია სამი მონობლოკის ყიდვა და ბოლოს პიკატინის რელსის ყიდვა smile.gif http://www.amazon.com/UTG-Airgun-Medium-Profile-Integral/dp/B002TUSJVQ/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1368556217&sr=8-2&keywords=utg+medium+rings მონობლოკი თუ მოერგო შენსას 1 კოლოფ ტყვიებში გაგიცვლი smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 10:19 PM

Dave
სამწუხაროდ ეგ არმოერგება ჩემი 30მმ-ია მილია შენ კი 1 ინჩიანი მონობლოკი გაქვს, ისე 30 მმ თუ გაქვს დზაან კარგი იქნება

პოსტის ავტორი: Dave May 14 2013, 10:26 PM

ციტატა(vinsent @ 14th May 2013 - 11:19 PM) *
ჩემი 30მმ-ია მილია

არა ეგეთი არ მაქვს ... რინგებს რომ იყიდი 11 მმ იანი dove tale ები უნდა იყოს ხომ იცი ... მაგნუმში მგონი განიერი მომჭერებით აქვთ როგორც მახსოვს

პოსტის ავტორი: vincent May 14 2013, 10:28 PM

Dave
ძაან კარგი რომ ჩამომივა შემოგეხმიანები და შევხვდეთ ოკ?

პოსტის ავტორი: Dave May 15 2013, 10:06 PM

vincent

ციტატა(vinsent @ 14th May 2013 - 11:28 PM) *
ძაან კარგი რომ ჩამომივა შემოგეხმიანები და შევხვდეთ ოკ?


კი ბატონო

პოსტის ავტორი: vincent May 17 2013, 01:43 PM

თქვენის აზრით ეს მაყუჩი რომ შევუკვეთო კანონთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის
http://www.versandhaus-schneider.de/product_info.php/cPath/40_41_769_1377_1370/products_id/21364

პოსტის ავტორი: ja_ja May 17 2013, 03:42 PM

აბა რას გაიგებ ჩვენი კანონმდებლებისას....

მაღაზიაში მაგდაგვარი, ოღონდ თურქული და ინგლისური თოფებისთვის, უპრობლემოდ იყიდება, მაგრამ საზღვარზე ვის რა მოუნდება ადინ ხრენ ივო ზნაიტ

პოსტის ავტორი: gregory May 17 2013, 03:44 PM

ციტატა(vinsent @ 17th May 2013 - 02:43 PM) *
თქვენის აზრით ეს მაყუჩი რომ შევუკვეთო კანონთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის

vincent
აბა რა გითხრა:
საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
თავი V იარაღის ბრუნვა
მუხლი 12.სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: (2.07.2010. N3285)
ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;

პოსტის ავტორი: koknar May 17 2013, 03:56 PM

gregory
ვითომ მუსიკალური ინსტუმენტია არ შეიძლება ეგრე ჩამოიტანო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory May 17 2013, 04:02 PM

ციტატა(koka @ 17th May 2013 - 04:56 PM) *
ვითომ მუსიკალური ინსტუმენტია

koknar
სალამურს გულისხმობ? biggrin.gif
P.S. სორი ოფიზა smile.gif


პოსტის ავტორი: Dave May 18 2013, 11:44 AM

vincent

რისთვის გინდა შენ იარაღზე მაყუჩი ?? დიდი განსაკუტრებული ხმა არ აქვს ... შეიძლება აქვს, მაგრამ მხოლოდ მექანიზმის და მაგ ხმას მაყუჩით ვერ ჩაახშობ ... ნუ მოკლედ მე თუ მკითხავ არ ჩირდება ვარიას ზ.დ.პ - ებს მაყუჩი ...

პოსტის ავტორი: vincent May 18 2013, 12:01 PM

Dave
შეიძლება ვცდები და არ ჭირდება ეგ მაყუჩი მაგრამ ვიფიქრე რაც უფრო ჩუმი იქნება მით უკეთესია სანადიროდ

პოსტის ავტორი: Dave May 18 2013, 12:11 PM

ეგრეც ვიფიქრე რო სანადიროდ გინდოდა რახან მაყუჩი ახსენე, მაგრამ აღარ დავწერე smile.gif გაგაწამებს სანადიროთ ეგ თოფი და თან გააფუჭებ, დაკაწრავ იარაღს. ჯერ ისედაც დიდია და მაყუჩით საერთოდ უშველებელი გახდება ... მაგ თოფით დაიტანჯები ნადირობისას, მძიმე და მოუხერხებელია. დამიჯერე ნახევარი საათი სიარულის შემდეგ არაფრის თავი აღარ გექნება ... მაქსიმუმ ფანჯრიდან მაღალ ხეებზე შემომსხდარ ყვავებზე იკაიფო ...

მიზანში სროლით უფრო იკაიფებ მაგ იარაღით smile.gif 100 მეტრშიც კი მშვენიერ შედეგებს მოგცემს smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 18 2013, 12:36 PM

Dave
აგერაა ბურთი და მოედანი გამოჩნდება რამდენად პრაქტიკულია სანადიროდ smile.gif , სიმართლე გითხრა მომავალში ვაპირებ რამე პცპ-ს აღებას კანონი როცა დარეგულირდება, იმედია კალიბრების არჩევანიც იქნება და მერე ერთ კაი სანადირო პცპ-ს ავიღებ მანამდე კი ამით დავკმაყოფილდები სამწუხაროდ სხვა არჩევანი ჯერ არა მაქვს sad.gif

პოსტის ავტორი: sekurifa May 18 2013, 01:00 PM

ციტატა(vinsent @ 18th May 2013 - 01:01 PM) *
შეიძლება ვცდები და არ ჭირდება ეგ მაყუჩი მაგრამ ვიფიქრე რაც უფრო ჩუმი იქნება მით უკეთესია სანადიროდ

მოდერი ცუდი არაა. ეგ მარტო ხმას ხომარ ახშობს არამედ ჰაერის მომკვეთიცაა მასთან ერთად და წესით სიზუსტეზეც უნდა მოქმედებდეს. ეგ შენზეა რა დამოკიდებული. თოფს დაგიგრძელებს. თანაც ააქცს კი შენს თოფს ისეთი უსაშველოდ დიდი ხმა რომ ეგ დაგჭირდეს?

ღია ბუნებაში ისედაც არ ისმის ნორმალური ზედეპეს ხმა გასროლისას. ეგ ჰასტან 125-ს აქვს ზარბაზანივით ხმა თორე შენი ვარია კი იქნება ჩუმი smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 18 2013, 01:18 PM

sekurifa
კი ნამდვილად ჩუმია ჯერჯერობით ხმას არ ვუჩივი

პოსტის ავტორი: Dave May 18 2013, 01:52 PM

რაც ვარიაში ყველაზე მეტად მომწონს, სიზუსტეა smile.gif ტყვიას ტვიაში აჯენს რა smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 18 2013, 03:26 PM

Dave
იმედია ეგრე იქნება როცა გამოვცდი smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 19 2013, 12:10 AM

ისე თუ იცით რომელი ტყვიის ჯიში უხდება ამ აგრეგატს? wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: Dave May 19 2013, 04:07 PM

მე weihrauch nw 85 - ზე მძიმე JSB - ის ვხმარობდი და მშვენიერი შედეგებს მაძლევდა smile.gif მე მგონია რომ იგივე ტყვია უნდა იხმარო შენც ...

პოსტის ავტორი: vincent May 19 2013, 06:54 PM

Dave
მართალი ხარ მეც ეგრე ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: vincent May 28 2013, 10:49 PM

Dave
ხვალე ჩამომდის ოპტიკა იქნებ შემომეხმიანო პმ-ში მოგწერე ნომერი

ვინმემ თუ იცის Dave -ის ნომერი იქნებ პიემში მომწეროთ

პოსტის ავტორი: vincent May 29 2013, 08:57 AM

გმადლობთ უკვე მივიღე ინფორმაცია

პოსტის ავტორი: vincent Jun 9 2013, 10:03 PM

დღეს ვცადე ჯგუბესი გაკეთება 35მეტრზე ვისვროდი JSB 0.67g და H&N 0.56, ვისვროდი ბუნებაში მაღლივთან უმნიშვნელო ნიავში აშკარად ჯსბ არ მოუხადა ჩემ ვარიას
იხილეთ შედეგები




ვისვროდი ფეხზე მდგარი მანქანის სახურავზე დაყრდნობილი

ვისვროლე 5-5 ტყვია და ჯგუფები შესაბამისად გამომივიდა 3 სმ და 1.9 სმ

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 9 2013, 11:08 PM

vincent

ციტატა(vinsent @ 9th June 2013 - 11:03 PM) *
ვისვროდი ფეხზე მდგარი მანქანის სახურავზე დაყრდნობილი

არ არის ეგ სროლა, ეგრე ჯგუფზე ვერ გასინჯავ თოფს.

არის კლასიკური მეთოდი, მყარ მაგიდაზე ბალოშები ქვიშით სავსე, ზედ თოფი, მსროლელი მყარ სკამზე და აი მერე ვილაპარაკოთ ჯგუფებზე.

არავინ არ მიიღებს განმარტებას რომ მანქანის კაპოტი მყარია, არ ყანყალებს და ასე შედმეგ... მილიონჯერ გატესტილია არ ვარგა არცერთი მანქანის კაპოტი სპორტული სროლისთვის, თუ მონადირებას აპირებ ბაზარი არაა, ყოლიფერი გამოდგება, თუნდაც წაქცეული ხე, ან მეგობრის მხარი, მაგრამ სპორტი და ნადირობა 2 განსხვავებული დისტიპლინაა შესაბამისი განსხვავებული მოთხოვნებით და შედეგებით.

პოსტის ავტორი: vincent Jun 9 2013, 11:29 PM

ja_ja
,

ციტატა(ja_ja @ 10th June 2013 - 12:08 AM) *
მყარ მაგიდაზე ბალოშები ქვიშით სავსე, ზედ თოფი, მსროლელი მყარ სკამზე და აი მერე ვილაპარაკოთ ჯგუფებზე.

გავითვალისწინებ

როცა მაგის საშუალება მექნება შესაბამის ჯგუფებსაც დავდებ

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 18 2014, 07:20 PM

მოკლედ ეს ორი კვირაა დაჩაზე ვყავი და იქიდან დავდიოდი სამსახურში, ჰოდა საღამოობით დრო მქონდა ცოტ ცოტა მესროლა ხოლმე , სამწუხაროდ არ წამიღია არც ქრონი და სასროლი მანძIლის 21 მეტრი გაჭირვებით გამოდიოდა , ვინაიდან HW 97KT-ს მფლობელი ვარ უკვე კარგა ხანია არც მქონდა ნასროლი ჰოდა პატარა დრო და საშუალება რომ გამოჩნდა ვისროლე
ა ბატონო შედეგიც

სასროლი პოზიცია


სამიზნე , ის ხურდა ფული 5 თეთრიანია , ვისოდი მჩატე პრემიერებს 7.9 გრანი





სიმართლე გითხრათ უფრო ცუდ შედეგს მოველოდი smile.gif , ოპტიკა ფიქსირებული 4 ჯერადობითაა smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Aug 18 2014, 09:04 PM

შეკაცო PCP-ით შეჯიბრზე ვერაფერს აკეთებ ხოლმე და არ გინდა ზ.დ.პ კლასში მაინც გამოხვიდე??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 18 2014, 10:06 PM

ja_ja
გადიიიი , მოიცა ოპტიკას ვიყიდი და მერე ვნახოთ smile.gif

პოსტის ავტორი: feeder Aug 18 2014, 10:20 PM

ზ.დ.პ კლასში შეჯიბრი ტარდება?

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 19 2014, 07:26 AM

feeder

ციტატა(feeder @ 18th August 2014 - 11:20 PM) *
ზ.დ.პ კლასში შეჯიბრი ტარდება?

ზოგადად კი, თუმცა ჩვენთან შეჯიბრებზე ზდპ-იანი ხალხი ნაკლებად მოდის ხოლმე და შესაბამისად, არ ტარდება. თორემ ზდპ-ს თავისი კლასი აქვს თავისთავად და შეჯიბრებიც ტარდება მაგ კლასში smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2014, 07:43 AM

feeder

ციტატა(feeder @ 18th August 2014 - 11:20 PM) *
ზ.დ.პ კლასში შეჯიბრი ტარდება?

და გამოჩნდით მსურველები და ჩატარდება...

ყოველ წელიწადს მაგას ვიძახი... ოღონდ ახლა 1 და 2 კაცი ნუ იქნებით რომ ეგრევე პრიზი მიიღოთ smile.gif რაცხა შეჯიბრის სახე ხომ უნდა ჰქონდეს... ვერა და ვერ აიკრიფა რამდენიმე კაცი რომ ზ.დ.პ-შიც ჩატარდეს შეჯიბრი.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 19 2014, 08:07 AM

აგერ 1 მე ვარ

პოსტის ავტორი: okela84 Aug 19 2014, 08:52 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 10th June 2013 - 12:08 AM) *
არ არის ეგ სროლა, ეგრე ჯგუფზე ვერ გასინჯავ თოფს.

ანუ უკეთესი ჯგუფების გაკეთებაა შესაძლებელი და საერთოდ 35 მეტრისთვის ზედმეტად კარგი ჯგუფები ხომ არ არის ?
vincent
ციტატა(vinsent @ 9th June 2013 - 11:03 PM) *
ვისვროლე 5-5 ტყვია და ჯგუფები შესაბამისად გამომივიდა 3 სმ და 1.9 სმ

ალბათ H&N 0.56-ით არ იქნება სტაბილური ჯგუფი რომც გაიუმჯობესო საყრდენის პირობები, ანუ ვგულისხმობ რომ რამდენიმე ჯგუფი გააკეთო მაგ მანძილზე, 5 ან 10 და ყველა შედეგი დადო და ჩემი აზრთი საშულო 25მმ-იც რო გამოვიდეს ძალიან მაგარი იქნება მაგ თოფისთვის

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2014, 09:31 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 19th August 2014 - 09:52 AM) *
ანუ უკეთესი ჯგუფების გაკეთებაა შესაძლებელი

ჯერ კლასიკური მეთოდით მოხდეს გასინჯვა და მერე ვილაპარაკოთ ზედმეტად კაი ჯგუფია თუ რა ხდება... არ შეიძლება იმის გამორიცხვა რომ ვერ ისვრი კარგად, მაგრამ ფეხზე დგომისას და ამინდის ხელშეწყობით აიეწო ისე რომ გასროლისას ვააბშე სულ სხვაგან იყო ლულა, მაგრამ ამინდმა, ან ხელის მოძრაობამ გასროლის მომენტში კორექტირება შეიტანა და ვხედავთ თითქოს და კაი შედეგიაო smile.gif

ამიტომაცაა საჭირო მყარი სადგამი და მყარი საჯდომი და არა ცალ ხელში ყანწი და მეორე ხელში გაუბიცა smile.gif

და საერთოდ ზ.დ.პ-სთვის ვაბშეტა არის 25 მეტრიანი დისტანცია თუ ჯგუფებზე და სპორტზეა საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Aug 19 2014, 11:59 AM

ja_ja
მართალს ბრძანებთ smile.gif

შენი აზრით არსებობს საერთოდ მასეთი ზდპ 35 -მეტრზე სტაბილურად 19 მმ-ის მიდამოებში ჯგუფები რო აკეთოს ? რავიცი ვიდეოები რაც გიდევთ, სანამ ტყვია გამოვა ზდპ-ს ლულიდან ერთ სამ სალტოს აკეთებს თოფი biggrin.gif

პოსტის ავტორი: feeder Aug 19 2014, 01:52 PM

აგერ 2 მე ვარ

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2014, 01:55 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 19th August 2014 - 12:59 PM) *
შენი აზრით არსებობს საერთოდ მასეთი ზდპ

რათ უნდა მაგას ჩემი აზრი smile.gif ფაქტია არსებობს, შენ აშკარად შეჯიბრების სტატისტიკისთვის არ გადაგიხედია smile.gif სასტავი 25-დან 25-ივეს არტყავს და X-ებს იღებს smile.gif

ციტატა(aleqsandre @ 19th August 2014 - 12:59 PM) *
სანამ ტყვია გამოვა ზდპ-ს ლულიდან ერთ სამ სალტოს აკეთებს თოფი

მერე მაგი ყველას კი არ ეხება smile.gif , მაგისთანა რაცხაები ემართება მაგნუმ კლასის ზ.დ.პ-ებს, აი ნორმლაური 16 ჯოულამდე თოფები კი ეგეთ სისულელეებს არ აკეთებენ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services