თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ hatsan mod 55 s sas

პოსტის ავტორი: mister_io Feb 22 2019, 05:52 PM

მოგესალმებით მეგობრებო , შევიძინე ჰატსანის ზემოთ აღნიშნული მოდელი, ზოგადად არ მჩვევია ინფორმაციის მოძიების გარეშე რაიმეს შეძენა მაგრამ აქ ვერანაირი ინფო ვერ ვიპოვე ამ იარაღზე და ვინაიდან დრო არითმენდა და იაფად ჩამივარდა ხელთ ავიღე, ტაოტებიშია იარაღი და ვვარაუდობ დეკონსერვაციის გარეშეა ამომწვარი საკონსერვაციო ზეთი რადგან არც ბოლავს და იარაღიც განახსნელი არაა, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ გასროლებისგან, პირველადი შთაბეჭდილებით იარაღი ცუდად დამუშავებული არაა ხის კონდახიც ძალიან ლამაზია და დეტალებსაც ნააწიბურები არ აღენიშნება, ლულის ნარეზი საკმაოდ ღრმა ჩანს, ძალაც საკმაოდ უნდა ქონდეს მაგრამ ნიტროსთან შედარებით გაცილებით ხმაურიანია და უკუცემაც საკმაოდ მეტი აქვს, მაქვს მეორე იარაღი კროსმან ფანტომი მინჩანინის დამზადებული ზამბარით და იმასთან შედარებით ვამბობ, მოგვიანებით ვაპირებ ამ იარაღშიც ჩავდო ნიტრო ზამბარა,
ეხლა რაც შეეხება ჩემს კითხვას , აქ ჰატსანის მფლობელებიც ხართ ბუნებრივია და იქნებ მირჩიოთ რომელი ტყვია მოწონს ამის ლულას მეტად , რამდენად ხარისხიანი მეტალითაა დამზადებული და ფანტომთან შედარებით რა პლიუსი და მინუსი აქვს, თუ ღირს ამით ჩანაცვლება ფანტომის, თუ რამე ცუდად მიწერია და წესებს ვარღვევ პატივცემულ მოდერებს შენდობას ვთხოვ , არ დამჭიპოთ რაა boredom.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 22 2019, 09:18 PM

ჯიესბის 8 გრეინიანი ტყვია ცადე რადგან თოფი მეორადია, შეიძლება ძალა შემცირებული ჰქონდეს და იქიდან გამომდინარე. თუ გრძნობ რომ ზამბარა კარგი აქვს და დასუსტებული არაა, მაშინ ჯიესბის 10.34 გრეინიანი ან ქროსმან პრემიერები სცადე.

პოსტის ავტორი: mister_io Feb 22 2019, 10:50 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
ეგრე დიდიხნის ნახმარი არაა მაქსიმუმ 200 ტყვია ექნენა გასროლილი თან უხარისხო ტყვიები, ჯსბ 0.67 მაქვს და გავისროლე რანდენიმე მაგრამ მაინც თავს ვიკავებ ჯერ სანამ.არ გამოიწმინდება შიგნეულობა, მე მაინტერესებს იდეალურ მდგონარეობაში როცაა რონელ ტყვიას მიირთმევს კარგად, იმსიღრმე ნარეზებიაქ რავიცი ნეტა ჩოკიც ხოარააქ ამ ლულებს

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 23 2019, 06:26 PM

ციტატა(mister_io @ Feb 22 2019, 11:50 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგრე დიდიხნის ნახმარი არაა მაქსიმუმ 200 ტყვია ექნენა გასროლილი თან უხარისხო ტყვიები, ჯსბ 0.67 მაქვს და გავისროლე რანდენიმე მაგრამ მაინც თავს ვიკავებ ჯერ სანამ.არ გამოიწმინდება შიგნეულობა, მე მაინტერესებს იდეალურ მდგონარეობაში როცაა რონელ ტყვიას მიირთმევს კარგად, იმსიღრმე ნარეზებიაქ რავიცი ნეტა ჩოკიც ხოარააქ ამ ლულებს

არ ვიცი ჩოკზე ხუმრობით თქვი თუ არა, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებლის კონკრეტულ მოდელებს ჩოკი ნამდვილად გააჩნიათ და შესამჩნევიც არის ეს, აიღე ტყვია და შომპოლით გაატარე ლულაში, თუ პნევმატურს ჩოკი აქვ ბოლოსკენ აშკარად შენიშნავ რომ ტყვია მეტი გაჭედვით გადის ბოლომდე.
ტყვიებს რაც შეეხება ისროლე ეგ ჯიებსის 0.67 იანები. ჰატსანებს მოსწონთ ეგ ტყვია, ან როგორც გითხარი ქროსმანის პრემიერები.

პოსტის ავტორი: koba1973 Feb 25 2019, 06:30 PM

mister_io
მეგობარს აქვს მოდ 55 მინიმუმ 10 წელია. იმ საწყალს მხოლოდ იაფიანი თურქული ტყვიებით კვებავენ ამიტომ განსაკუთრებულ სიზუსტით ვერ დაიკვეხნის, არც ჭირდება პატრონს ისე აქვს როგორც სამეურნეო იარაღი მავნებლებთან საბრძოლველად რასაც წარმატებით ართმევს თავს.

პოსტის ავტორი: mister_io Feb 25 2019, 10:10 PM

ცოტახანში ზესტაფონში უნდა ჩავიტანო ჰაერის ზამბარის ჩასასმელად და ფოტოებსაც გადავუღებ დეტალებს თუ მოვახერხე და ხარისხიანი თუგამოვიდა

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services