თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ს.პ.ი.მ.ა. _ მედლები, სიგელები და სხვა ატრიბუტიკა

პოსტის ავტორი: ja_ja May 24 2009, 10:49 AM

ასე თუ ისე ნელნელა გვიგროვდება რაღაც იარაღები, ხომ არაა დრო რაიმე შეჯიბრების მოსამზადებელ შტუკებზე ვიფიქროთ. მთლად შეჯიბრის ჩატარება შეიძლება ჯერ ნაადრევია, მაგრამ რაღაც რაღაცეების განხილვა უკვე შეიძლება.

მაგალითად დავიწყოთ მედლებით, გუშინ გადავიღე სტადიონის ირგვლივ არსებულ მაღაზიებში მედლები, მართალია პირდაპირ ჩვენს ჰობის არცერთი არ შეესაბამება (უმეტესობა სულ ფეხბურთზეა, ან რათ უნდა ამდენი მედლები, მაინც ყველა შეხვედრისას აგებენ ჩვენები biggrin.gif ), მაგრამ შეიძლება გაჭირვებით რაღაცეების ამორჩევა.





ასევე შეიძლება რაღაც თაცის ვარიანტის არჩევაც, სურათი ცოტა ბანძია შუშა ირეკლავს მაგრამ იდეა გასაგები იქნება.



სიგელებს ახლა აქ არ დავდებ, მაგრამ გაკეთება პრობლემა არაა, ქორელში ნებისმიერ ზაგაგულინის დახატვა შეიძლება, შესაბამისი გაფორმებით და ბოლოს ფერად ლაზერკაზე მე ამოვბეჭდავ, მაინც ყიდვის მერე ტყუილა მიდევს smile.gif


თუ განვიხილავთ მედლებს დეტალურად (ერთიცალი ვიყიდე რომ გამერკვია როგორია ახლოდან, რისგანაა დამზადებული და ასე შემდეგ. ერთის ფასი მერყეობს 7-დან 15 ლარამდე, კომპლექტის ფასი ანუ სამი მედალი, იწყება 21 ლარიდან 40-50 ლარამდე) ვნახულობთ მიახლოებით შემდეგს

წინხედი


უკანა ხედი


უკან შეიძლება ასეთ მედალს თავისუფლად დაეწეროს საიტის მისამართი, წელი, პერიოდი (ზაფხული, ზამთარი) ლოგოტიპი, სხვათაშორის ერთი რაცხა ლოგო მე დავაგდე ცოტა ნორმალური, მაგრამ მთალდ ბოლომდე არ მომწონს, gigabait13-მა გამოთქვა სურვილი, მაგრამ ჯერ არ ჩანს არაფერი. მოკლედ ლოგოტიპზეც რაღაც გასაკეთებელია.


სამწუხაროდ ნაყიდი მედლის შესრულების დონე მოიკოჭლებს, შუაში ჩასმული ბრჭყვიალა ნომერი წებოთია მიმაგრებული, ხელში თამაშის შედმეგ მარტივად ამოვარდა.



კუთხეებიც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, ნადფელით დამუშავებისას კი ჩანს უკვე თეთრი ლითონი, რაც არანაირად აღარ უხდება საერთო დიზაინს და რაღაც კუსტარული ქლიბობა გამოდის.



შეიძლება ალბათ ასეთი ტიპის მედლების გამზადება, მაგრამ მე ერთადერთი ვიფიქრე ხარისხიან მედალს გააკეთებენ მექი ლაზერის მეშვეობით, უკვე ცნობილ ფირმა ლაზერში მივედი და გავარკვიე რა ხდებოდა ამ მხრივ.

როდესაც ვაჩვენე ამ სურათზე მოყვანილი მედალი ხელები გაასავსავეს, ასეთს ვერ გავაკეთებთო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ბრტყელი პონტის გაკეტებაო, ანუ ლასერული ფრეზით მრგვალ და სწორ ხაზებს ამოვჭრით ლითონზეო. გატეხა იდეამ, მეთქი ჯანდაბას, ეგეთი მედალის დამზადება რა დაჯდებათქო.

ჩვენი მასალით ერთიცალი 70 ლარიო. თან ყველა იქნება ვთქვათ ბრინჯაოსფერი, და თუ განსხვავება გინდა ფერებში მერე მოოქროვება და მოვერხლვა გაუკეთეო. მოკლედ მე ამ ფირმაზე ხელი ჩავიქნიე biggrin.gif, თუ ვინმეს რაიმე იდეები გაწუხებთ და რაიმე პონტები გაქვთ დიდი სიამოვნებით მოვისმენ.


ჰო კიდე ერთი დეტალი, მედალს მოყვება კისერზე ჩამოსაკიდებელი ბაბთა


მეეჭვება რომ რომელიმემ ამ ფერის ბაბთას სიამაყით გაიკეთებთ გამარჯვების შემთხვევაში კისერზე. მყავს ერთი ახლობელი სარეკლამო კომპანიაში, იმას შეუძლია ასეთი ლენტების გაკეთება, ტიპი ვიცი კაპიკ ფულს არ გამომართმევს. გააკეთებს შოლკოგრაფიით, ასე რომ შეგვიძლია საქართველოს დროშის ფერებში გავაკეთოთ, ან დროშები და airgun.ge 2009 და რაღაც ეგეთები მივაწეროთ. მოკლედ ეგ პრობლემა არაა.

ანუ მიახლოებით შეიძლება აი ასეთი ლენტის გაკეთება, ეს ცოტა თხელი ვარიანტია, მაგრამ იდეას გადმოსცემს (ჩემს ბეიჯიკს ნუ დააკვირდებით, სპეციალურად მივაშალე ძირითადი იდენტიფიკატორები biggrin.gif ).



მოკლედ ვის რა იდეები გაწუხებთ გამოთქვით, და ამ ზაფხულში ეგებ ერთი რაცხა შეჯიბრისმაგვარი მოვაკვარახჭინოთ. მგონი იდეა ცუდი არაა და უკვე კარგათ გროვდება PCP-ც და ზ.დ.პ.-ც. ასე რომ ორივე კლასის გაშვება შეიძლება

პოსტის ავტორი: iuza May 24 2009, 11:33 AM

..........

პოსტის ავტორი: geojorjika May 24 2009, 11:34 AM

ხომ ვამბობ რა ამკაც არაფერი არ ეზარება მეთქი , საღოლ ჯაჯ smile.gif , მაიცა გამოვფხიზლდე და დავცერ ალვატ თუ რამე მომივიდა ამ გამოლაყებულ თავში smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 24 2009, 02:20 PM

მაცალეთ 2 დღე და ლოგოტიპსა და ემბლემას გაგიზიარებთ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 24 2009, 02:21 PM

Gigabyte13
რა ქენით იყავით დღეს გასული?

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 24 2009, 02:24 PM

geojorjika
YEH!

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 24 2009, 09:59 PM

მშვენიერია, ზუსტად რომ დროა უკვე ამაზე ვიფიქროთ, პირველ რიგში ლოგო გვჭირდება აუცილებლად

პოსტის ავტორი: parna May 24 2009, 10:02 PM

ჯაჯა კარგი ამოგირჩევია ჩვენ თემატიკაშიც ჯდება მეფის რუსეთის მედალს არგავს რაღაცით? :rolleyes:

პოსტის ავტორი: ja_ja May 24 2009, 10:20 PM

parna
ეს ყველაზე იაფი იყო 6 ლარად ავიღე. საექსპერიმენტოდ მეტი არც მინდოდა. მარა ბაბთის ფერი კაკრაზ რუსეთუს პონტშია და მაგაზე დავწერე არავის გვესიამოვნება მეთქი. ნუ ფორმა სავალდებულო კიარაა, ოხრად ვარიაციებია. პროსტა ჩვენს თემატიკას არცერთი არ შეესადაგება.

ერთერთ მაღაზიაში გამყიდველი ჩამაცივდა მითხარი რა სპორტისთვის გინდა და გაჩვენებო
- მეთქი ეგეთი არ გექნება შემეშვითქო
- გინდა თუ არი მითხარი ყველანაირი გვაქვსო
- ვერ მოვითბინე და ვახალე სპორტული სროლისთვვის "ბიატლონისთვის" მინდათქო
- ჰო ეგეთი არ გვაქვს მაგრამ ფეხბურთისთვის გვაქვს ბევრიო
- მეთქი ეგ ვიცი, მარა ხომ გეუბნებოდი რასაც ვეძებ არ გექნებათქო biggrin.gif
- ნუ მაშინ რაიმე კალათბურთის ან კრივის აიღეო

biggrin.gif biggrin.gif დავწექი სიცილით, მეთქი შემეშვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: parna May 24 2009, 10:39 PM

:lol: biggrin.gif :lol:

პოსტის ავტორი: nihontoman May 25 2009, 10:25 AM

ხალხო, მე მაქვს რაღაც იდეა ლოგოსთან დაკავშირებით-ორი სპორტული კისტის თოფის სილუეტი რო გადავაჯვარედინოთ და ქვემოთჩვენი სახელი მივუწეროთ-ყველა მიხვდება რისი ლოგოა და ლამაზიც გამოვა...

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 25 2009, 08:00 PM

აი გავდივარ დამკაში...
მე მგონი ლოგოტიპი კარგი გამოდის.
უარი ვთქვი სტანდარტულ შრიფტებზე, დავხატე ახალი,
სრულიად ახალი, ჯერ არსად გამოყენებული ქართული
შრიფტი. ჩავაქსოვე კლასიკური იარაღისა და გრავირების
სტილისტიკა (რაღაც სამუილ კოლტის თუ კრიგჰოფის მაგვარი).
მოკლედ, ნამუშევრის არა მრცხვენია, მალე გამოვიტან
განსახილველად. ჰაი-ტეკს ჩემგან ნუ ელოდებით - ყელში
ამოვიდა smile.gif იმდენი ვაკეთე, რომ ...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 25 2009, 08:06 PM

Gigabyte13, ვაა კარგია smile.gif)

პოსტის ავტორი: parna May 25 2009, 09:40 PM

ციტატა(Gigabyte13 @ May 25 2009, 06:00 PM) *
აი გავდივარ დამკაში...
მე მგონი ლოგოტიპი კარგი გამოდის.
უარი ვთქვი სტანდარტულ შრიფტებზე, დავხატე ახალი,
სრულიად ახალი, ჯერ არსად გამოყენებული ქართული
შრიფტი. ჩავაქსოვე კლასიკური იარაღისა და გრავირების
სტილისტიკა (რაღაც სამუილ კოლტის თუ კრიგჰოფის მაგვარი).
მოკლედ, ნამუშევრის არა მრცხვენია, მალე გამოვიტან
განსახილველად. ჰაი-ტეკს ჩემგან ნუ ელოდებით - ყელში
ამოვიდა smile.gif იმდენი ვაკეთე, რომ ...



მოუთმენლად ველოდები მითუმეტეს მისმერე რაც შენი პროფესიის შესახებ მომიყევი smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 25 2009, 11:48 PM

აი, ვდებ ნამუშევარს. არ ელოდოთ გადაჯვარედინებულ "კისტის" ტოფებს!
ძირითადი ფერი - ნაცრისფერი
ასი დომინანტა - "პ" ანუ პნევმატიკა.

იმედია 3 დღის ნამუშევარი დაიმსახურებს მოწონებას smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 25 2009, 11:53 PM

http://www.radikal.ru

http://radikal.ru/F/i015.radikal.ru/0905/43/65e1a6f193f5.jpg.html

აი ასე...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 26 2009, 12:23 AM

Gigabyte13, ვაა კარგია! მე პირადად მომწონს, სადა ლამაზი იოლი დასამახსოვრებელი, ხოდა აი იქ რო წერია www.airgun.ge/forums მანდ ხომ არ ჯობია პირდაპირ www.airgun.ge ეწეროს?

პოსტის ავტორი: parna May 26 2009, 12:48 AM

მაგარია მომეწონა





ხოვამბობდი რა დავარქვათ GAC geo airguners clab თქვა ვა

პოსტის ავტორი: ja_ja May 26 2009, 08:14 AM

Gigabyte13
მშვენიერი ნამუშევარია

ერთადერთი www.airgun.ge უნდა დარჩეს დაჟე შეიძლება WWW-ს გარეშეც.

ისე პ ცოტა მიუჩვეველი აღმოთნდა რაღაც გოთიკური ურტყავს, თავიდან წავიკითხე როგორც საიმა, მერე მოვტვინე რომ ა-ს ქვემოთ მოხატულიც მაგ სიმბოლოს ეკუთვნოდა smile.gif

მოკლედ კაია, რაც კაია კაია

პოსტის ავტორი: Jah May 26 2009, 08:37 AM

კარგია ნამუშევარია.
კეთდება კიდე რამოდენიმე ლოგოტიპი. ალბათ დამთავრდება 3-4 დღეში. მათ შორის 1 ჩემია.
დასრულებისთანავე მეც დავდებ აქ ყველაფერს.
შემდგომ კი კენჭისყრის პრინციპით საზოგადოება აირცევს ჩვენს ლოგოს.

PS
Gigabyte13
იმედია არ გეწყინება, და ჯანსაღ კრიტიკას მიიღებ.
ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია:
ტექნიკური შესრულება იდეალურია, მაგრამ მე მგონია, რომ რამე ჩვენი ატრიბუტი უნდა იყოს... ტყვია მაგალითად, ან თუნდაც მილ-დოტ-ი სადმე მეორე სიბრტყეში.
მე მაგალითად ეს ლოგო კოკა-კოლას მაგრად მაგონებს... ანუ ეს იყო პირველი რაც ასოციატიურად თავში მომივიდა, რომ შევხედე.

ისევ და ისევ ვამბობ რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 26 2009, 10:19 AM

კრიტიკა მისაღებია, რა თქმა უნდა!

უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან, როგორც რეკლამშიკისა და ტაიპ- თუ
გრაფიკული დიზაინერისა ვიტყოდი მთავარს;
ჯერ შრიფტზე: ქართულ დამწერლობას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია,
მაგრამ შრიფტების რაოდენობა, კარგი შრიფტების რაოდენობა სასირცხვილოდ
მცირეა ( დე-ჟავიუ, კოლხური, ჩვეულებრივი, გრიგოლია, დუმბაძე, სანეტი და კიდევ
4-5 გვარი).

ja_ja
მე ვარ არაერთი აქციდენტური ანუ დეკორატიული თუ სასათაურო შრიფტის ავტორი
და პირველ ეტაპზე თითქმის ყველა შრიფტში პოულობდნენ 1-2-3 არაცნობად ასოს,
დღეს კი ყველა ხმარობს გინდა ნებართვით და გინდა ნებართვის გარეშე ( გიგამზე -ტვ"მზე";
გიგა პირველი, - ნუსხური, მსხვილი, დახრილი; ოფისინა ჯორჯიან (ბილაინის))

http://www.radikal.ru

http://radikal.ru/F/i010.radikal.ru/0905/ac/6891d0c73c9e.jpg.html

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Jah ახლა, რაც შეეხება პნევმატიკის ელემენტებს. როგორც საერთაშორისო რეკლამის მუშაკმა დავრწმუნდი,
რომ მაინტრიგებელი აბრავიატურა გაცილებით უკეთესად მუშაობს ვიდრე პიქტოგრაფიკულად მინიშნებული
საგანი. რა თქმა უნდა ჩვენს ატრიბუტიკაზე (მაისურებზე, კეპებზე) შეგვიძლია დავამატოდ შაშხანაც, ზამბარაც,
ფიზიკის ფორმულაც (ნიუტონის, ბოილ-მარიოტის, გეილ-ლუსაკის კანონების ამსახველი, პასკალი და ასე შემდეგ).
ეს უკვე მაშინ, როდესც ჩამოყალიბდება საფირმო სტილი და 11.gif ბრენდ-ბუკი (ბრენდ-სახელმძღვანელო) ნუ აქამდე ეჭვი მეპარება,
რომ მივიდეთ.
ისე შევხედოთ საერთაშორისო პრაქტიკას, ხშირად სერიოზულ ბრენდებს არაშესატყვისი ემბლემა უდევთ.
და რას კოკა-კოლას შეეხება, მე ვერ დაგეთანხმები. მანამდე მე მოგწერეთ - კოლტი, ძველი კრიგჰოფი, ერთი
სიტყვით ამერიკულ-გერმანულ-ავსტრიული საიარაღო ესთეტიკა და ტრადიციებიო smile.gif

პატივისცემით
გიგა

პ.ს.
ვთქვი და გავაკეთე.
ისე კიდევ რამოდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ
ტაქტიკურად მხოლოდ ერთი გამოვაჩინე.
წლის ბოლომდე კიდევ 3-ს დავდებ. :lol: :lol: :lol:

პოსტის ავტორი: ja_ja May 26 2009, 01:01 PM

Gigabyte13

ციტატა(Gigabyte13 @ 26th May 2009 - 11:19 AM) *
მე ვარ არაერთი აქციდენტური ანუ დეკორატიული თუ სასათაურო შრიფტის ავტორი
და პირველ ეტაპზე თითქმის ყველა შრიფტში პოულობდნენ 1-2-3 არაცნობად ასოს,

შეკაცო რაიმე ნამუშავერზე კი არ მითქვია - ცუდია არ ვარგა ან რაიმე მეთქი. უბრალოდ მე თავიდან ვერ წავიკითხე ასო პ მეთქი.

- რატომ გწყინს სოსო? (© ცისფერი მთები)


ციტატა(Gigabyte13 @ 26th May 2009 - 11:19 AM) *
წლის ბოლომდე კიდევ 3-ს დავდებ

იქამდე კიდევ 7 თვეა, რას ამბობ?

Jah
ციტატა(Jah @ 26th May 2009 - 09:37 AM) *
კეთდება კიდე რამოდენიმე ლოგოტიპი. ალბათ დამთავრდება 3-4 დღეში. მათ შორის 1 ჩემია.

აქამდე რატომ იყავი ჩუმათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 26 2009, 02:43 PM

ციტატა(Jah @ May 26 2009, 10:37 AM) *
რამე ჩვენი ატრიბუტი უნდა იყოს... ტყვია მაგალითად, ან თუნდაც მილ-დოტ-ი სადმე მეორე სიბრტყეში

+1

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 26 2009, 02:50 PM

ja_ja
საიდან მოიტანე, რომ მწყინს?
მე საერთოდ არაფერი მწყენია,
ვგევარ მე წყენია ბაღანას,
გინდა ზომით, გინდა წონით?
11.gif 11.gif 11.gif
:lol: :lol: :lol:
ჩემო ჯა-ჯა, მე უბრალოდ მოსაუბრის აზრს
თუ არ ვეთანხმები წარმოვადგენ არგუმენტებს.
აქ რომ გრაფიკოს-დიზაინერების ფორუმი
ყოფილიყო, მარტო შრიფტების სახელწოდებებით
ავხსნიდი ჩემ სათქმელს smile.gif აქ კი უბრალოდ
ამის ილუსტრირება მოვახდინე ჩემი საკმაოდ
პოპულარული შრიფტების სახით, რომელზეც
წარსულში აგრეთვე ამბობდნენ - არაკითხვადიაო biggrin.gif

ისე, ცუდი არ იქნებოდა , რომ ლოგოტიპის
შემუშავებაში (აკადემიურად განათლებულ )
გრაფიკოს-დიზაინერებს მიეღოთ
მონაწილეობა (იმედი მაქვს, რომ ჩემს გარდა
აქ კიდევ არიან კოლლეგები), ანუ პური მეპურემ
გამოაცხოს, სახლი Mსენებელმა ააშენოს wink.gif

თუმცა საქართველოში ყველა ერკვევა დიზაინში,
ფეხბურთში და პოლიტიკაში. ხო და ვართ ამ დარგებში
მსოფლიო ჩემპიონები! ოლე, ოლე, ოლე...

პოსტის ავტორი: ja_ja May 26 2009, 03:00 PM

Gigabyte13

ციტატა(Gigabyte13 @ 26th May 2009 - 03:50 PM) *
თუმცა საქართველოში ყველა ერკვევა დიზაინში

აი მაგის გამო მე დიზაინში არ ვერევი smile.gif რაცხა კი შემიძლია მოვახლაფორთო, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება არ შემიძლია. ტექნიკურად უნაკლოდ შემიძლია შევასრულო ესა თუ ის მოდელი, ემბლემა, მაგრამ სრული წარმოსახვა და შემოქმედებითი მუშღამი არ მაქვს sad.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 26 2009, 03:01 PM

აქ ერთი იდეა ვნახე რამოდენიმე ხნის წინ - დიაბლოს და მატჩის ტყვია,
ქალი & მამაკაცის სახით!
ეტყობა პოსტებს ყურადრებით არ კითხულობთ მეგობრებო, მე დავწერე
ატრიბუტიკაში, მილდოტი თუ ტყვია შეგვიძლია მშვენივრად გამოვიყენოთ.
მაგრამ... მაგრამ მცირე გასაიდუმლოება გაცილებით მირჩევნია (მე - პირადათ).

წარმოიდგინეთ, მოდის კაცი და კითხულობს: - "სპიმა".... ვაააა!!! ესა რა არის ჯოოუ?"

იწყებ ახსნას და მერე საკმაოდ დიდი ვარაუდია, რომ კაცი გაცილებით უკეთესად
გაიგებს იმას თუ რას ნიშნავს სერიოზული პნევმატიკა და არა "კისტის თოფიანების კლიუბი".
მოკლედ ასე ვთვლი მე, რომელსაც ცოტა გამეგაბა რეკლამაში და დიზაინში.

პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: parna May 26 2009, 03:09 PM

ციტატა(Der Rote Baron @ May 26 2009, 11:43 AM) *
+1



ბარონ შენ რომ არიყო არაფრის აზრზე იარაღში და უცბად ხედავ ლოგოს რომელსაც ჯსბ ს ტყვია ახატია ნეტა ეს რაარისო არიტყვი? :huh: ხოდა გიგაბაიტის გაკეთებული ლოგო საკმაოდ ადვილი გასაგებია მთლიანობაში რომ შეხედავ თანაცადვილი დასამახსოვრებელია

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 26 2009, 03:17 PM

parna
მადლობა ფარნა, კარგი მაგალითია.
+ არ ღირს ბევრი იარაღის მარიაჟი
ამ დაულაგებელ ქვეყანაში... ბევრ კითხვას
და პრობლემას გაგვიჩენს. მე ასე ვთვლი smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 26 2009, 04:05 PM

ციტატა(parna @ May 26 2009, 05:09 PM) *
ბარონ შენ რომ არიყო არაფრის აზრზე იარაღში და უცბად ხედავ ლოგოს რომელსაც ჯსბ ს ტყვია ახატია ნეტა ეს რაარისო არიტყვი? :huh: ხოდა გიგაბაიტის გაკეთებული ლოგო საკმაოდ ადვილი გასაგებია მთლიანობაში რომ შეხედავ თანაცადვილი დასამახსოვრებელია

მე ის კი არ ვთქვი რომ უშალოდ JSB–ის ტყვია დავახატოთ მეთქი, მე დავეთანხმე იმას რომ კარგი იქნებოდა რაღაც ჩნებეური ჩაგვექსობა თუნდაც მილდოტი, ხოლო რაც შეეხება გიგაბაიტის ნამუშევარს მე ზემოთაც ავღნიშნე რომ კარგია!

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 26 2009, 04:41 PM

Der Rote Baron
ისე მგონია, რომ ცუდი არ არის,
როდესაც ემბლემიან მაისურს სადმე
არაშენი ჰობის თანამოაზრეებში ჩაიცმევ
და საკმაოდ ნეიტრალურად (კარგი გაგებით)
გამოიყურები.
თუ გადავხედავთ ჰერალდიკის ისტორიას,
ყველა სერიოზულ ღერბში თუ ბეჭედში იდუმალება
სუფევს. ამ ლოგოტიპშიც შემდეგი ჩავდე: 1 ნაცრისფერი
ტყვიის ფერი, და გამახვილებული "პ" = პნევმატიკა.
(ნუ ეს მანამდეც დავწერე smile.gif )

პოსტის ავტორი: nihontoman May 27 2009, 12:07 PM

ციტატა
ტექნიკური შესრულება იდეალურია, მაგრამ მე მგონია, რომ რამე ჩვენი ატრიბუტი უნდა იყოს... ტყვია მაგალითად, ან თუნდაც მილ-დოტ-ი სადმე მეორე სიბრტყეში.
მე მაგალითად ეს ლოგო კოკა-კოლას მაგრად მაგონებს... ანუ ეს იყო პირველი რაც ასოციატიურად თავში მომივიდა, რომ შევხედე.

ისევ და ისევ ვამბობ რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია.

+1
მართლა კარგია, მარა უფრო თემატური რო იყოს გაგლიჯავდა...

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 12:01 AM

აი თქვენ ტყვიაც მატჩის, აი თქვენ დიაბოლოც და აი თქვენ სამიზნეც....
ჰააააა..... biggrin.gif

URL=http://www.radikal.ru][/URL]

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: geojorjika May 28 2009, 12:14 AM

Gigabyte13
მაგადია ეს ქვედა მეოთხე smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 28 2009, 12:15 AM

Gigabyte13, ვააახ საღოლ გიგა!! აი ესენი ყველა მომწონს ძალიან მაგრებია, პ.ს სხვებიც დებენ კიდე რამე სხვა ვარიანტებს??

პოსტის ავტორი: parna May 28 2009, 12:35 AM

[quote name='Gigabyte13' date='May 27 2009, 10:01 PM' post='7003']
აი თქვენ ტყვიაც მატჩის, აი თქვენ დიაბოლოც და აი თქვენ სამიზნეც....
ჰააააა..... biggrin.gif

URL=http://www.radikal.ru][/URL]


3 და 4 ხე ძალიან მაგრებია მართლაც განსაკუთრებით 3 ის შრიფტის ფერი მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 12:36 AM

Der Rote Baron
რავიცი აბა, იმუქრებოდნენ smile.gif
მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემგან ეს არის.

მე პირადად უფრო ტყვიებიანი მომწონს...
მოკლედ, რომ ვთქვა ჩემი ვალი მოვიხადე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 12:40 AM

parna

აქ ოპტიკურ ტყუილს მივმართე, რომელიც ტექნოლოგიურადაც
მარტივია. ანუ რასტრის სიმსხვილითა და 2 ფერით ვქმნი გრადიენტის
ეფექტს - ვიტყუები, წიპა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: parna May 28 2009, 01:03 AM

smile.gif მომწონს 3მე

პოსტის ავტორი: nihontoman May 28 2009, 10:40 AM

გრადიენტია თუ რაჯანდაბაცაა არ აქვს მნიშვნელობა! მე ეგ მომწონს ძაან!

პოსტის ავტორი: ja_ja May 28 2009, 11:10 AM

Gigabyte13

ციტატა(Gigabyte13 @ 28th May 2009 - 01:40 AM) *
აქ ოპტიკურ ტყუილს მივმართე, რომელიც ტექნოლოგიურადაც

ნუ ეგ ტყუილი არაა, უკვე მიღებული ტექნოლოგიაა განსაკუთრებით ვექტორული გრაფიკისას, და ეს ლოგოები აშკარად ვექტორშია. ასე რომ....

რაც შეეხება თვითონ ლოგოებს.... რავიცი, რავიცი, მე ამ ზედმეტი შტუკების გარეშე უფრო მომწონდა. ცაკლე თუ ტყვიებს განვიხილავთ შესრულება მომწონს, მაგრამ ლოგოსთან მაგ ტყვიების ადგილს ვერ ვხედავ ამ კონკრეტულ კონცეფციაში

მოკლედ გამოვჩნდებით ახლა 400 მრჩეველი biggrin.gif, ამიტომაა რომ ამბობდნენ თავისუფლების მოედანზე სექსი არ შეიძლებაო!
კითხვა - რატომ?
პასუხი - იმიტომ რომ ბევრრი მრჩეველი გეყოლება რა როგორ გააკეთო და რა ჯობიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 11:23 AM

ja_ja
აი მალადეც, საღოლ - მართალი ხარ! მეც პირველი ვარიანტი ტყვიების
გარეშე მირჩევნია! მთელი "სემანტიკა" დევს რუხ ფერში, ასო "პან"-ში,
მის ზამბარისებურ ბუნებაში. ამას მეტი ბაზარი აღარ უნდა smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 28 2009, 11:26 AM

ციტატა
მის ზამბარისებურ ბუნებაში

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 11:47 AM

nihontoman

ეტყობა რაღაცა ვერ გაიგე? მკითხე და აგიხსნი...
ენამოსწრებული ვარ, ადვილად აგიხსნი, კატანასავით
ბასრი ენით. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 28 2009, 11:49 AM

nihontoman

აიღე კალამი, პასტას რომ ეძახიან აქანე...
და სწრაფად დაწერე "პ" ხო და მერე გაიცინე!
კარგი?

პოსტის ავტორი: nihontoman May 28 2009, 12:03 PM

Gigabyte13 რათ უნდა მაგას ახსნა, ისედაც იასნია

პოსტის ავტორი: parna May 28 2009, 03:48 PM

:lol: ამიტომაა რომ ამბობდნენ თავისუფლების მოედანზე სექსი არ შეიძლებაო!
კითხვა - რატომ?
პასუხი - იმიტომ რომ ბევრრი მრჩეველი გეყოლება რა როგორ გააკეთო და რა ჯობიაო biggrin.gif
[/quote]
:lol:

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 7 2009, 02:17 PM

აი თურმე ჩემი ვარიანტი სად ყოფიაააააა
smile.gif კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს წინა კომენტარებისათვის! smile.gif 30.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services