გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Crosman 1077-ის სრული განხილვა, გაზები, აირები, ტყვიები და მიზნები
ja_ja
პოსტი Jan 6 2013, 05:21 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ორი ნაბიჯი ბრძოლის ხაზიდან

დღეს ცხელა, ძალიან ცხელა, ისე ცხელა რომ ბავშვები ტრუსიკ ამარა დარბიან ბასეინთან, უფროსები კი ჩემი თანხლებით ბასეინის ირგვლივ არიან ჩამომწკვივებულები და ჩრდილს ეფარებიან...







მე საკმაოდ იოლ გამოსავალს ვნახულობ, ავტოფარეხში ძველ სიფონს ვპოულობ, ვავსებ ცივი წყლით, ვუმატებ ცოცხალი ლიმონისგან გამოწურულ წვენს და შემონახული co2-ის 12 გრამიან ბალონს ვუერთებ სიფონს.... ისმის საყვარელი ფშშშშშ და წყალი იწყებს აჩუხჩუხებას...




გამოვდივარ ტერასაზე ჭიქებით და სიფონით ხელში, უმალ ისმის გამამხნევებელი შეძახილები, უხარიათ ბავშვებსაც და უფროსებსაც, ცხელ ამინდში ეს სწორედ ის იყო რაც მათ უნდოდათ! ირთვება მუსიკა, ყველა აუზში ხტება, გართობა პიკს აღწევს, მშვენიერი დღეა...



ამასობაში შორიდან განგაშის სირენა მოისმის, ცაში კი რაღაც შავი მოძრავი ღრუბელი ჩნდება, თავში მომენტალურად მიელვებს დაიწყო!



სასწრაფოდ ბავშვების ამოყვანა აუზიდან, უფროსების გადანაწილება, მამაკაცები კი ავტოფარეხისკენ მივემართებით ვიღებთ იარაღებს, ვტენით კლიპებს, დაღონებული თვალებით ვუყურებ Co2-ის ბალონებს, ეჰ რამდენი გამაგრილებელი ლიმონათი გამოვიდოდა... მაგრამ რა დროის ლიმონათია, ვურიგებ მეგობრებს ბალონებს, ჩემს თოფს ვხსნი ხუფს ვაგდებ გამომუშავებულ ბალონს და ახალს ვტენი, ისმის საყვარელი ფშშშშშშ და მზად ვარ საომრად...





ამასობაში გარეთ ცა ივსება ყვავ ყორნებით, ზოგიერთს ნისკარტით ქვა მოაქვს, ზოგს ვაშლი , ბასეინთან მოახლოებისას კი იწყებენ ბომბარდირებას და ყველაფრის ჩამოყრას...



პირველ ტალღას საყვარელი კატუნია ეწირება, ყვავების დესანტი აუზთან საქმიანობს, ქანდარაზე შემომჯდარი უფროსი რაღაცას ჩხავის, რის მერეს ყვავები შეტევაზე გადადიან, მაგრამ ჩვენს არ ვართ გულხელდაკრეფილები, ვხსნით ცეცხლს და ვერთვებით ბრძოლაში...



კარგი, წყნარი, მზიანი დღე, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს, არაუშავს ჩვენ ისევ დავიბრუნებთ ჩვენს ცისფერ ცას!




შავი შავი როგროც ბამბა

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ CO2 აირზე მომუშავე, იარაღი, რომელიც ამასწინათ ჩამოვარდა ხელში. საიდან... ნუ ეს იმედია გასაგებია, ამერიკიდან, მაგრამ ჩემთან მოხვდა კომპანია Crosman -ის ლოკალური წარმომადგენლისგან.

ერთ-ერთ თოფს რაღაც გასასწორებელი ჰქონდა და.... ერთის მხრივ ამ გასწორების გამო დღეს გვექნება პირველი მიმოხილვა რომელშიც იარაღს დავშლით და შიგნეულობას ვნახავთ. მგონი საინტერესო უნდა გამოგვივიდეს, თუმცა საინტერესო იქნება თუ არა ამას ალბათ თქვენ მაცნობებთ. ახლა კი გავახაროთ Co2-ის მოყვარულები და ერთი ნორმალური მიმოხილვა დავდოთ.





თვითონ იარაღი სახელად crosman 1077, წარმოადგენს Ruger 10/22-ის რეპლიკას (იგულისხმება საერთო ხედი, კონდახი, ფორმები). ვინც იარაღებში ასე თუ ისე ერკვევით ალბათ მიხვდებით რომ საუბარია, 10 ვაზნიან 22LR კალიბრის მქონე წრული აალების ვაზნაზე მომუშავე თოფზე... იარაღი იმდენად პოპულარული გახდა რომ პნევმატური იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ მოისურვა მისი რეპლიკის გაკეთება.





ისე ჩვენში დარჩეს და ზოგიერთმა ენთუზიასტმა Ruger 10/22 ისე გადააკეთა რომ 10 ტყვიის მაგივრად მის ბარაბანში მთელი 30 ტყვია ჩადიოდა, ერთერთი გადაკეთებული ბარაბნის ვერსია შეგიძლიათ ძირს იხილოთ....


მოდიფიცირებული მჭიდები








სამწუხაროდ პნევმატკა ცოტა სხვა პრინციპით მუშაობს, ამიტომაც ასეთი რამ მოუხერხებელია ტექნიკურად, ამის გამო კომპანია Crosman-მა პატარა ცვლილებები შეიტანა საერთო ხედში, რომელიც გარეგნულად დიდ განსხვავებებს არ იძლევა და გარეგნული შეხედვით ისევ და ისევ შავი Ruger 10/22 გვიჭირავს ხელში.




ისტორიული ნარკვევები

ჩვენი დღევანდელი განსახილველი თოფის პირველი მოდიფიკაციები გამოჩნდა 1994 წელს, მის მერე თოფმა 3 მოდიფიკაცია განიცადა, მაგრამ ყველა უმნიშვნელო, ძირითადი მექანიზმი და გარეგნული ფორმაც იგივე დარჩა. ძირითადად იარაღი გამოდის შავი პლასტიაკტის კონდახით, მაგრამ არსებობს ლიმიტირებული ვერსია, Crosman 1077W სიმბოლო W აქვთ იმ მოდელებს რომლებსაც გააჩნია ხის კონდახი...







90-იან წლებში იარაღი ამერიკის იუნიორი ბიატლონისტების ოფიციალური სავარჯიშო იარაღი იყო, მართალი გითხრათ ჩემამდე არ დადის ამერიკელებს ფული დაენანათ იუნიორებისთვის რაიმე უფრო ღირებული შეეძინათ, თუ ჩათვალეს რომ ესეც მშვენიერია, ვერ გეტყვით, მაგრამ ის ფაქტი რომ იარაღს თავის დადებით სიაში ეს ფაქტი გააჩნია და დიდი ამბით აღინიშნება, პნევმო სამყაროში გარკვეული ადამიანისთვის ახალი არ იქნება...

მე პირადად ვიტყოდი რომ იარაღმა ნაწილობრივ გამაოცა შედეგებით, პლიუს თუ გავითვალისწინებთ რომ მსუბუქია (1,5 კილოგრამზე ცოტათი მძიმეა), აქვს საშუალება კლიპში 12 ტყვია ჰქონდეს და საკმაოდ ჩქარა გაისროლოს, ასევე აქვს ოპტიკის დაყენების საშუალება, ხრახნიანი ლულა.... სხვა თუ არაფერი ახალგაზრდებისთვის და დამწყები პნევმო მოყვარულისთვის (იგულისხმება ბავშვი, მაგრამ ჩემი გადასახედიდან არ იგულისხმება არანაირი სპორტი, თუნდაც იუნიორებისთვის) იდეალური რამ არის...







ვიცი რომ ჩვენთან ბევრი „co2„-ს ცალი თვალით უყურებს და სერიოზულად არ განიხილავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ თოფი ტყვიებს ისვრის 190 მეტრ წამით და ამასობაში ფიჭვის ფიცარში ახერხებს ტყვიის 12-15 მილიმეტრზე ჩარჭობას.... ასევე არაერთ საიტს მინახავთ სადაც აღწერილია თუ როგორ გაზარდოთ ტყვიის სიჩქარე 220 მეტრ წამამდე, როგორ გააუმჯობესოთ მიზანში მოხვედრა, გადაიყვანოთ ჰაერზე, ან სულაც დიდი მოცულობის, „ცო2„ ბალონებზე... მოკლედ თოფი საკმაოდ საინტერესოა და გარკვეული ხელის შევლების შემთხვევაში 25-30 მეტრ დისტანციამდე იმას მოახერხებთ, რომ ყვავებს კარებზე მიუკაკუნოთ და ჰკითხოთ - უკაცრავად სახლში ვინმე არის?

მაგრამ მოდით ყველაფერს ნელ-ნელა მივყვეთ და ....



ტექნიკური სპეციფიკაციები

მაშ ასე ჩვეულად ჯერ ჩამოვყაროთ ქარხნულად რას გვთავაზობს მწარმოებელი შემდეგ კი ეს ყველაფერი რეალობას შევადაროთ და ვნახოთ რას მივიღებთ smile.gif

კალიბრი - .177 (ჩვენებურად 4.5 მმ)
სიჩქარე - 190 მეტრი წამში
მექანიზმი - ნახევარავტომატური
მთლიანი სიგრძე - 936.7 მმ (93.6 სანტიმეტრი)
ლულის სიგრძე - 771 მმ (77 სმ)
წონა - 1.7 კგ
კლიპში ტყვიების რაოდენობა - 12
ლულა - ხნახნიანი
სამიზნე - ღია სამიზნეები (უკანა რეგულირებადი)
ოპტიკის სამაგრი რელსი - 11 მილიმეტრი მერცხლის კუდი
სასხლეტი - ერთ საფეხურიანი
მცველი - არაავტომატური
მაქსიმალური გასროლების რაოდენობა - 50 ტყვია (ან 4 კლიპი სრულად)

რას ვიზამთ პირველი ეტაპისთვის საწყისი მონაცემები გვაქვს. დროა განვიხილოთ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას და რა შეუძლია თოფს რეალურად....



პირველადი გაცნობა

მაშ ასე ვიღებთ და ვხსნით კოლოფს... მუყაოს კოლოფი მოხდენილია და პატარა გაბარიტებისაა, ზედმეტი კოლოფში არაფერია, ინსტრუქცია, თოფი, საჭირო კლიპი... იდეაში სპარტანული ნაკრებია, აიღე დატენე და გაიქეცი ტყეში smile.gif



პირველი რაც ხელში აღებისას თავში მოგდის, ეს არის წონა... თოფი საკმაოდ მსუბუქია, ვიტყობი მოზარდებზე და ბავშვებზეა გათვლილი... რა თქმა უნდა თხელი ლულა და პლასტმასის კონდახიც თავის საქმეს აკეთებს, შედეგად გვაქვს დისკოზე მსუბუქი თოფი... თუმცა შედარება არ იქნება კორექტული, დისკოს ხის კონდახი აქვს, და ბევრი დეტალი გაცილებით უფრო უკეთესად აქვს შესრულებული, მაგალითად იგივე მერცხლის კუდი რომელიც 1077-ში წარმოადგენს პლასტმასის კოლოფის ორი ნაწილის შეერთების შედეგს... მაგრამ არ გვინდა ამაზე, თორემ გამოგვივა არასწორი თოფების შედარება, შემდეგ ვიღაც მკითხველი არასწორად მოთარგმნის რა შეადარებს კროსმანის 1077-ს ბიუჯეტურ მოდელს Walther LG 300, ან უფრო უარესს 400-ს და დაიწყება რაღაც არაადეკვატური კომენტარები smile.gif.




თოფის ხელში დაჭერისას რაღაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკული ჯარის შენაერთის მონაწილედ გრძნობ თავს... იარაღი გარეგნული ფორმით წააგავს Garand-ის შაშხანას, მაგალითად მჭიდის ფორმით... მოკლედ ჩავტენეთ ტყვიები და გავიქეცით ნორმანდიის სანაპიროებზე ფაშისტების დასამარცხებლად - aine cvancix. fure zixcix! Shnel shelllll....



თუ გადავხედავთ კონდახს დავინახავთ სხვადასხვა ორნამენტებს, რა თქმა უნდა მხატვრული აქ არაფერია, უფრო ხელის კარგი მოჭიდულობისთვისაა ყველა ორნამენტი დატანილი...საერთოდ მიუხედავად იმისა რომ კონდახი პლასტიკატისგანაა ჩამოსხმული, ყალიბი აშკარად ხარისხიანია, ვერ ვიტყვი რომ იგივე ამერიკული M4-ის კონდახის ხარისხია, მაგრამ ზედმეტი ნაწიბურები და რაღაც ამოზნექილ ჩაზნექილი თოფზე არაფერია.



თოფს საკმაოდ კარგი ღია სამიზნე აქვს, ოღონდ ეს მხოლოდ წინა სამიზნეს ეხება smile.gif ღია მწვანე ბოჭკოვანი ღერძი კარგად ანათებს (ეგრეთ წოდებული Truglo) და შებინდების დროსაც კი კარგად ჩანს... კარგი იქნებოდა იგივე სისტემა იყოს უკანა ღია სამიზნეზეც, მაგრამ უკანა მხარეს საკმაოდ მარტივი სისტემაა მოფიქრებული... რუსულ იჯ-22-საც კი უფრო დახვეწილი მექანიკური უკანა სამიზნე ჰქონდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა ღირს თოფი... ყველანაირი პრეტენზია ქრება... პრინციპი მარტივია, უკანა ღია სამიზნის ჩანაჭერში უნდა ჩაატიოთ წინა ღია სამიზნის ხილული მწვანე წერტილი, პრინციპი იგივეა როგორც ყველა ღია სამიზნეში smile.gif







პირველი რაც თავში მოგდის ნებისმიერი თოფის ხელში აღებისას... კაკვის გამოკვრა... ჰოოო თოფს მცველი აქვს თან როგორც მოგვიანებით გაირკვა მთელი 2 ცალი... პირველი სასხლეტის კაკვთან არის, და მისი მარჯვნივ, ან მარცხნივ გაწევით ხდება თოფის მცველზე დაყენება, ან სასროლო მდგომარეობაში გადაყვანა... მეორე უნებლიედ აღმოჩენილი smile.gif, თუ მჭიდს გამოიღებთ, ამოიღებთ კლიპს და შემდეგ სავსეს თავის ბუდეში ჩადებთ...





არ დაგავიწყდეთ კლიპის ღერძის ბოლომდე წინ წამოწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში გასროლა შეუძლებელი ხდება, ან თუ ხდება საკმაოდ ძნელად... თუ გავითვალისწინებთ რომ თოფს საკმაოდ მძიმე სასხლეტი აქვს, და დავამატებთ კიდევ რაიმე წინააღმდეგობას გამოვა რომ გამოსაკვრელად 10 კილოზე მეტი ძალაა საჭირო. ასე რომ არ დაგავიწყდეთ კლიპის ჩაკეტვა ბუდეში თორემ მართლა მოგიწევთ ნახსენებ 10 კილოგრამთან ბრძოლა smile.gif

სასხლეტის გამოკვრა როგორც უკვე ვახსენე საკმაოდ მძიმეა, თუ ჩავეძიებით გასროლის პრინციპს მიხვდებით რომ მსუბუქი ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ სასხლეტის გამოკვრისას თქვენ ერთდროულად აკეთებთ: 1) დამრტყმელის უკან გადაწევას და ზამბარის შეკუმშვას; 2) მჭდში განთავსებული მექანიზმის მოქაჩვას და კლიპის გადატრიალებას... ყველაფერი ეს იწვევს იმას რომ სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და ერთი გამოკვრისთვის საჭიროა უხეში გაზომვით 4.5-4.8 კილოგრამის ექვივალენტი ძალა... ჩვენში დარჩეს ბავშვისთვის ეს მთლად კომფორტული არ იქნება... ბავშვი კი არა ჩემთვისაც მთლად კომფორტული არ იყო ამ თოფიდან გასროლა...

შემდგომში ამ თოფიდან უცებ Steyr-ზე მომიწია გადასვლა და ტვინი იმდენად მიჩვეული იყო მძიმე სასხლეტს რომ 3-ჯერ გასროლა არასწორი გამომივიდა... იმის გამო რომ Steyr-ს სასხლეტის გამოსაკრავად 50 გრამის ექვივალენტი ენერგია სჭირდება, მაგრამ თითი უნებლიედ ცდილობს გასროლამდე 4-5 კილოს ენერგიას შეეწინააღმდეგოს... შედეგად ვიღებთ დროზე ადრე გასროლას და შემთხვევითი გასროლით გამოწვეულ აცილებასაც... ალბათ იგივე მოელის ბავშვებსაც პირველ ხანებზე როდესაც ამ თოფიდან შემდგომში გადავლენ უფრო სერიოზულ თოფზე smile.gif







გადავერთოთ თოფის დატენვაზე... თოფი გასროლისთვის იყენებს 12 გრამიან co2-ის ბალონებს, ეს თავისთავად იწვევს რამდენიმე პლიუს, და რამდენიმე მინუსსაც... ასე მაგალითად წყნარი გასროლისას co2 გაძლევთ თითქმის იდეალურ განმეორადობას (პრაქტიკულად რედუქტორის ფუნქციას იღებთ), მაგრამ ყველაფერ კარგს როგოც წესი რაღაც ცუდიც მოყვება ხოლმე, მაგალითად თუ ძალიან ჩქარა დაიწყებთ გასროლებს, მაშინ თავს იჩენს CO2-ს თვისება, კერძოდ კი ბალონი დაიწყებს გადაციებას და ყოველი მომდევნო გასროლის სიჩქარე უფრო და უფრო დაბალი იქნება. ამავე პირობიდან გამომდინარეობს შემდეგი უსიამოვნო ფაქტიც, სიცივეში Co2-იანი იარაღიდან სროლისას გექნებათ დაბალი სიჩქარე, ხოლო ზაფხულში პაპანაქება სიჩხეში გექნებათ მაღალი სისწრაფე... ისეთ ამინდებში როგორიც ახლა გარეთაა (თოვს და ყინვაა -2-დან -5 გრადუსამდე) თოფით სროლა შესაძლებელი იქნება, მაგრამ სიჩქარე დაეცემა. განვიხილოთ პრაქტიკულ მაგალითზე თუ როგორ მუშაობს CO2 ბალონიანი თოფი.



Co2-ს აქვს თვისება, თხევადი მდგომარეობიდან გადავიდეს აირად მდგომარეობაში. სწორედ ეს პროცესი იძლევა იდეალურ განმეორადობას, ანუ ვთქვათ გარეთ არის 30 გრადუსი, ბალონში არსებული თხევადი სუბსტანცია ამ დროს დუღს და ის ადგილი რაც შევსებული არაა თხევადი სუბსტანციით ივსება დუღილის დროს წარმოქმნილი აირადი CO2-ით. მაგრამ დუღილს გარკვეული ზღვარი გააჩნია Co2-ის შემთხვევაში, ასე მაგალითად როდესაც არათხევად სივრცეში გამოიყოფა აირადი CO2-ი და მისი წნევა მიაღწევს პირობითად 70 ატმოსფეროს, მაშინ CO2 წყვეტს დუღილს და დანარჩენი თხევადი სუბსტანცია აირად მდგომარეობაში არ გადადის.



მაგალითისთვის წარმოიდგინეთ რომ სწორედ ასეთი პირობებია თოფში გასროლის წინ. გასროლის დროს, აირად მდგომარეობაში რაც არის, ის CO2-ი ცდილობს გარეთ გამოსვლას და აწვება ტყვიას, შედეგად ვიღებთ გასროლას, შემდგომ კი თოფში კლაპანი იკეტება. ამ დროს ბალონში მიმდინარეობს შემდეგი პროცესი... აირად მდგომარეობაში მყოფი CO2-ის ბალონიდან გამოსვლის შემდეგ, ბალონში დარჩა თხევადი სუბსტანცია და ის სივრცე რომელიც ადრე აირადი CO2-ით იყო სავსე, თან მაღალი წნევით (პირობითად 70 ატმოსფეროთი). გასროლის შემდეგ გასაგებია რომ ადგილი გამონთავისუფლდა, და წნევაც დაეცა, შედეგად CO2-ს არაფერი აკავებს და ის ისევ იწყებს დუღილს ბალონში. დუღილის შედეგად ისევ გამოიყოფა აირადი CO2. რომელიც როგორც კი მიაღწევს 70 ატმოსფეროს ისეთი წნევით დააწვება დანარჩენ თხევად CO2-ს რომ ის ისევ შეწყვიტავს დუღილს.

შედეგად მეორე გასროლის წინ იგივე 70 ატმოსფეროს მქონე აირი გვაქვს... ასე გრძელდება ეს პროცესი მანამდე სანამ ბალონში მინიმუმ 1 წვეთი თხევადი CO2 არ რჩება, ამის შემდეგ კი უკვე ბალონი ცარიელდება და გასროლები არაეფექტური ხდება. როგორც ხვდებით გასროლიდან გასროლამდე ვიღებთ თითქმის PCP სისტემას საკმაოდ ძვირადღირებული რედუქტორით. ამასობაში ჩვენს თოფში არც ძვირადღირებული მექანიზმებია, ბალონიც იაფი ღირს და თოფიც იაფი ღირს smile.gif



ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ CO2-ს ასევე აქვს ცუდი თვისება, თუ ტემპერატურა დაბალია, ნაკლებად დუღს და ნაკლებ წნევას წარმოქმნის რომლის მერეც საერთოდ აღარ აგრძელებს დუღილს., პირობითად 30 გრადუსზე თუ დუღილის შედეგად წარმოქმნის 70 ატმოსფეროს, 20 გრადუსზე უკვე წარმოქმნის 55 ატმოსფეროს... როგროც ხვდებით ნაკლები წნევა ნაკლებ სიჩქარეს ნიშნავს....

ამას დავამატოთ ფიზიკის კურსიდან ცნობილი ფაქტი, როდესაც ავზში ძალით ვტენით აირს, მოლეკულები ერთმანეთს უფრო და უფრო მჭიდროდ ეჯახებიან და შედეგად ათბობენ ავზს. როდესაც შევწყვიტათ დატუმბვას ავზი გასცემს გამომუშავებულ სითბოს გარემოს და შემდეგ მასაც გარემოს ტემპერატურა აქვს... მაგრამ როდესაც ამ ავზიდან გამოვუშვებთ დაჭირხნულ აირს, მაშინ ავზში არსებული მოლეკულებისთვის ადგილი თავისუფლდება, დაჯახება ნაკლები ხდება და ავზი იწყებს გაციებას, საჭიროებს გარემოდან სითბოს მიღებას რომ გაათანაბროს ტემპერატურა....



სწორედ ამ ეფექტს ვაწყდებით როდესაც CO2 ბალონიდან გასროლისას აირადი CO2 გამოდის. ბალონში მცირდება CO2-ის მოცულობა, შედეგად ბალონი ყოველ მომდევნო გასროლისას უფრო ცივია. თუ ჩქარ ჩქარა დაიწყებთ გასროლას, ბალონი ყოველ მომდევნო გასროლაზე უფრო ცივი იქნება და შედეგად უფრო და უფრო ნაკლებ წნევას წარმოქმნის. ამიტომაც თუ ერთგვაროვანი გასროლების მიღება გინდათ ნუ მიაყრით გასროლას გასროლაზე, მიუხედავად იმისა რომ თოფის კონსტრუქცია გაძლევთ საშუალებას 7-10 წამში დაცალოთ 12-ივე ტყვია. როგროც ხვდებით პირველი ტყვია მაღალი სიჩქრით გაფრინდება, მეორე ცოტა ნაკლებით მესამე უფრო ნაკლებით და მე-12 შეიძლება ლულიდან ძლივს გამოძვრეს და იქვე თქვენს ფეხებთან დაეცეს smile.gif

თუ ძალიან მაღალი განმეორადობა გინდათ მაშინ უმჯობესია გასროლიდან გასროლამდე 30 წამიდან 60 წამამდე მოიცადოთ, სწორედ ამდენი დროა სპორტში გამოყოფილი ერთი გასროლისთვის, კერძოდ კი 1 წუთიდან 1,5 წუთამდე რაც თქვენს ბალონს აძლევს საშუალებას გარემოდან სითბო მიიღოს და წნევა გაათანაბროს. რა თქმა უნდა პლინკის, ან ნადირობის დროს ამას არავინ აკვირდება, მაგრამ კარგი შედეგებისთვის მაინც არ გირჩევდით 5-10 წამზე ნაკლები შესვენებების გაკეთებას გასროლიდან გასროლამდე.



სროლის ტექნიკა
ცალკე თავად გამოვყავი ფრიად საინტერესო მოვლენა რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი ამ თოფით სარგებლობისას. ერთერთი ახალი ბალონის ჩადებისას დავაპირე დამეთვალა გასროლების რაოდენობა და თან სიჩქარეები გამეზომა, მიახლოებით ვიცოდი რომ თოფმა მსუბუქი ტყვიებით უნდა მომცეს 170-180 მეტრ წამი და მიახლოებით 30-დან 40-მდე სრულყოფილი გასროლა...

სრულიად გაოცებული დავრჩი როდესაც პირველი გასროლის შემდეგ ქრონოგრაფმა დამიწერა 210 მეტრ წამი, შედმეგ 211, 215 და ერთხელ 225 მეტრ წამიც კი მივიღე... მაგრამ გაოცება ის იყო რომ სულ რაღაც 7-8 გასროლაში სიჩქარეებმა კატასტროფულად დაიწია და მივიღე საცოდავი 110-120 მეტრ წამი... ვაცადე თოფს ლამის ნახევარი საათი რომ ბალონი გამთბარიყო, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა, სიჩქარე კიდევ უფრო დაეცა smile.gif

სად გაქრა დანარჩენი 20-30 გასროლა?

სადღაც მე-2 ბალონის დაცლის აღმოვაჩინე რაშ იყო საქმე smile.gif, საქმე კი თოფის კონსტრუქციაშია. მაგალითად გავიხსენოთ პისტოლეტებში როგორაა განთავსებული CO2 ბალონი. ბალონი ვერტიკალურადაა მოთავსებული სახელურში, და აირადი CO2 ყოველთვის ზემოთ ამოდის. 1077-ში კი ბალონი ჰორიზონტალურადაა დაწვენილი და ისე მიეწოდება კლაპანს აირადი მდგომარეობა. პრობლემა ჩემს შემთხვევაში კი აღმოჩნდა ის რომ ქრონოგრაფიდან სროლისას ვისროდი ზემოთ მიმართული ლულით, ანუ ცაში ვისროდი... მიხვდით რა მოხდა? თუ ვერ მიხვდით აგერაა განმარტება.



თოფის ლულის ზემოთ აწევისას თოფში არსებული ჰორიზონტალურად დაწვენილი ბალონი თავდაყიყა დადგა და იმის მაგივრად რომ აირადი CO2 მიეწოდებინა კლაპნისთვის, მიაწოდა თხევადი CO2, რომელიც აირადის მოცულობით იქნება გამოტყორცნილი კლაპნიდან, შედეგად ბევრი ფიფქების ცვენა ლულიდან, შედარებით მაღალი ხმა, და CO2-ისთვის დამახასიათებელი ორთქლი.

აქედან მორალი, ამ და სხვა co2-ზე მომუშავე თოფების, ზემოთ მიმართული ლულით სროლა ნიშნავს მეტი CO2-ის ხარჯს და ბალონის მალე დაცლას smile.gif თუმცა შედარებით მაღალი სიჩქარით სროლასაც გულისხმობს smile.gif.

ჰორიზონტალურად სროლისას თომა სწორედ ის მაჩვენებლები მომცა რაც ზემოთ ვახსენე, თუმცა ამაზე დეტალურად ძირს ვისაუბრებ.




ბალონის ჩადება

თოფში ბალონის ჩადება რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს, იღებთ ახალ ბალონს, თოფს წინა მხრიდან ხსნით დიდ ხუფს, ახალ ბალონს დებთ და უჭერთ ამ ხუფს...

ერთი შეხედვით ეს მარტივი პროცედურა შეიძლება პრობლემა გახდეს არასწორი მოპყრობისას. რამდენიმე ძალიან მარტივი პრინციპი უნდა დაიცვათ თოფით სარგებლობისას.



პირველი ეს არის, ბალონის ჩადება. შეეცადეთ შახტაში ბალონი ძალით და გაქანებით არ ჩააგდოთ. ნემსი რომელიც ბალონს ხვრიტავს არის, ნაწრთობი ფოლადისგან დამზადებული, გიტყოდი რომ ძალიან ნაწრთობია, უფრო სწორედ გადაწრთობილია. ნახშირბადის დიდი შემცველობით, შედეგად არასწორი მოპყრობისას არაა გამორიცხული წვერი ნემს დაუზიანდეს.



შეეცადეთ ყოველი ახალი ბალონის გამოყენებისას ბალონის წვერზე 1 წვეთი სპეციალური ზეთი დაიტანოთ, კროსმანი უშვებს სპეციალურ ზეთს სახელად pellgun oil. ერთი წვეთი დააწვეთეთ და ეს უზრუნველყოფს შიდა მექანიზმებს დაზეთვასაც და ჰერმეტისაციის რეზინის მწყობრში დიდი ხნით დატოვებას.

მეორე ეს არის, წინა მომჭერი დიდი ხუფის თავი, სურათზე ალბათ ხედავთ რომ აქვს სახრახნისის ჭრილი (ვინც ტანკში ზის და ჩაფხუტი ახურავს, ანუ ვერ გაიგო რა ჭირია სახრახნისი გთავაზობთ გავრცელებულ სახელს "ატვიორტკა" იმედია ახლა გასაგებია smile.gif ), ბევრი ამ ჭრილს პირდაპირი სტერეოტიპული აზროვნებით აღიქვამს, რომ მაინცა და მაინც რაიმე ძალის დამტანებელია საჭირო რომ მოუჭიროთ, შედეგად მოქმედებაში მიდის ყველაფერი, ხურდა ფული, დანა, იგივე სახრახნისი და მოკლედ ვისაც რა მოხვდება ხელში.






ეს ყველაფერი აზიანებს მექანიზმს და პირველ რიგში ნემსს, მეორე რიგში კი ჰერმეტიზაციის უზრუნველმყოფელ მორეზინო დეტალს, რომელიც ისრისება ზედმეტი დაჭირხვნის გამო, სკდება და შემდეგ იწყებს აირის გამოპარებას.







ბალონის ჩადების შემდეგ უბრალოდ აიღეთ ხუფი და ხელით მოუჭირეთ, გაიგებთ გარკვეულ მომენტში ხმას რომელიც რაღაც ფშშშ-ს წააგავს, ანუ ბალონიდან აირი სისტემაში გადავიდა. 1-2 წამში ეს ხმა გაქრება და მორჩა საქმე, მაქსიმუმ ხელით ცოტა კიდევ გადაუჭირეთ და არანაირი ექსტრემ გადაჭერები. ხრახნის ჭრილი საჭიროა არა მოჭერისთვის, არამედ მოხსნისთვის. თუ დიდიხანი იყო ბალონი ჩახრახნილი და თოფი სადღაც ნესტიან ადგილზე ეგდო სავსებით შესაძლებელია რომ რეზბა დაჟანგულიყო, სწორედ მისთვისაა საჭირო ეს ხრახნის ჭრილი.




მჭიდი და კლიპი

როგორც დასაწყისში ვახსენე თოფს რაღაც მჭიდის მაგვარი აქვს, რითაც ერთი შეხედულებით წააგავს ცეცხლსასროლს თოფს. რა თქმა უნდა მჭიდი პნევმატიკაში არ გამოიყენება, მაგრამ ამ მჭიდში არის, დამალული კლიპი და მისი მექანიზმი.





მჭიდის გამოსაღებად მის გვერდებზე არსებულ გამოწეულ დეტალებს უნდა დავაწვეთ, შედეგად პატარა კიჭუნები გამოდის, ბუდიდან და გაძლევთ საშუალებას მჭიდი გამოიღოთ, ზედა ნაწილში მარჯვენა მხრიდან დაინახავთ პატარა გადასაწევ სახელურს, რომლის წინაც წერია Lock. ამ სახელურის უკან გამოწევით თავისუფლდება კლიპი და შეგიძლიათ ამოიღოთ მჭიდიდან იმისათვის რომ დატენოთ, ან შეცვალოთ.



როდესაც ყველაფერი დატენილია შეგიძლიათ კლიპი ჩასვათ თავის ადგილზე და ამჯერად ზემოთხსენებული სახელური მაქსიმალურად წინ უნდა მიწიოთ, გაიგებთ პატარა წკაპუნის ხმას, ანუ კლიპი ჩაიკეტა მჭიდში. გაითვალისწინეთ თუ კლიპი კარგად არ ზის და ხსენებული სახელური ბოლომდე წკაპუნით არაა წინა პოზიციაში, გასროლა ძალიან ძნელი ან საერთოდ შეუძლებელი იქნება.







თვითონ კლიპი წარმოადგენს პლასტმასის პატარა ბარაბანს, გადასატრიალებელი მექანიზმისთვის დატანილი კიჭუნებით. კლიპში ეტევა 12 ტყვია, აქ არ არის გათვალისწინებული რაიმე წინა ან უკანა ხუფი, რეზინის რგოლი და ასე შედმეგ. ამიტომაც ტყვიები რომ არ გადმოცვივდეს, კლიპის ხვრელები ცოტა ვიწროა და ტყვიები მჭიდროდ ჯდება ბუდეში. აქედან გამომდინარე განწირული ხართ Crosman-ის ტყვიების გამოყენებაზე, რადგან მაგალითად ჩეხური JSB იმდენად რბილია რომ ჩატენვისას ფიზიკურად დაზიანდება smile.gif





სამწუხარო მომენტი ის არის, რომ არ არსებობს გასროლების დათვლის მექანიზმი როგორც მაგალითად Marauder-შია, ანუ გახედე კლიპს და შემოხაზულ წრეში წერია რომელ გასროლაზე ხარ. აქ ასეთი სიამოვნება არ გავქვს, ან უნდა დაითვალო გასროლები, ან ხმის მეშვეობით უნდა მიხვდე რომ ფუჭი გასროლა მოხდა და საჭიროა გადატენვა.



რაც შეეხება სათადარიგო კლიპებს... კროსმანი ბლომად უშვებს და შეგიძლიათ დაუკვეთოთ ლოკალურ წარმომადგენელს, ან ინტერნეტის მეშვეობით შეიძინოთ, თუმცა პირველი გზა უმჯობესია, იმიტომ რომ ადგილზეა და არ არის საჭიროა არც ლოდინი და არც სხვა ოპერაციები.



კლიპები როგორც წესი იყიდება 3-3 ცალად შეკრული, ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ გამზადებული გქონდეთ ტყვიები და საჭიროების შემთხვევაში უცებ გადატენოთ თოფი.




ლულა და გაჭედილი ტყვიის ამოღების სისტემა

ლულა თოფში საკმაოდ საინტერესოდაა რეალიზებული.... ერთი შეხედვით ლულა საკმაოდ მასიური დეტალია ამ თოფში, ასეთი სქელი ლულა კროსმანისგან გასაკვირიც კი არის, მაგრამ დაშლის შედმეგ ირკვევა რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა, გარედან რასაც ვხედავთ ეს არის, უბრალოდ მილი, რომელიც შიგნიდან ცარიელია. ამ გარეგნული მილის შიგნით არის მოთავსებული სუპერ თხელი ლულა, რომლის გარე დიამეტრიც სულ რაღაც 8 მილიმეტრია smile.gif.





საინტერესო ფაქტი კი ისაა რომ ამ უთხელეს ლულაში ხრახნებია დატანილი, შედეგად ლულა მხოლოდ პნევმატიკის ტყვიებისთვისაა განკუთვნილი და არა BB ტყვიებისთვის. ლულას თუ დააკვირდებით დასაწყისთან პლასტმასის დეტალი აქვს ჩამოცმული, იქეთ აქეთ გამოშვერილი ხელებით, ეს ხელები თოფის კოლოფიდანაც კი არის, გადმოშვერილი. ეს სპეციალურად მოფიქრებული ვარიაციაა რომელიც დაგეხმარებათ ბოლომდე გაუსროლელი ტყვიის ამოღებაში.





მაგალითად თუ ისე მოხვდა რომ რაიმე მიზეზის გამო ტყვია კლიპიდან ბოლომდე არ გამოვიდა, თავი გამოყო კლიპიდან შეძვრა ლულაში და გაჩერდა.... კლიპის გამოღება შეუძლებელია, ძალას ვერ გამოიყენებ იმიტომ რომ ყველაფერი პლასტმასისიაა, ამიტომაც მოგონებული იყო სპეციალური სისტემა.





გამოყენება შემდეგია, თოფის დაშლის გარეშე უბრალოდ თოფის კოლოფიდან გამოწეულ თათებს ძირს აწვებით, და შედმეგ წინ წევთ. შედეგად ლულა გარსში წინ იწყებს მოძრაობას და კლიპს სცილდება. ამ დროს თუ ტყვია კლიპში უფრო ძლიერად ზის, მაშნ კლიპში დარჩება და ლულიდან გამოძვრება, ხოლო თუ ლულაში უფრო მყარადაა ჩამჯდარი ლულას გაყვება წინ... ნებისმიერ შემთხევაში შესაძლებლობა ჩნდება უმტკივნეულოდ იყოს მოძრობილი მჭიდი და არასასურველი ტყვია შეგიძლიათ ამოიღოთ.

ყველაფერი გენიალური მარტივია smile.gif



სროლის სიჩქარე, ძალა და შედეგები

პირველი რაც უნდა ავღნიშნო ეს არის ტყვიები რომელიც მე გამოვიყენე ტესტირებისას... გასაგებია რომ თოფი არ არის შექმნილი მძიმე ტყვიებისთვის, ამიტომაც გამოვიყენე კროსმანის 7.9 გრანიანი ტყვიები, კერძოდ კი Crosman Premier .177 Cal, 7.9 Grains, Hollowpoint





თოფი მიახლოებით ასეთი წონის ტყვიებს ისვრის 170 მეტრ წამით რაც იმას ნიშნავს რომ თოფს აქვს ყველაზე დაბალი (7.5 ჯოული) ენერგეტიკა ეგრეთწოდებული F კლასი.

როგორც უკვე ზემოთ ავღწერე თოფს თავისებული მოთხოვნები აქვს სროლისადმი, ასე მაგალითად ლულის ზემოთ მიმართვისას ბალონიდან კლაპანში გადადის თხევადი CO2 და მას უკნიდან მთელი ძალით აწვება აირადი CO2, შედეგად ლულაში მთელი ძალით გადაისროლება თხევადი სუბსტანცია... რა თქმა უნდა მეტი ნივთიერება გამოიყოფა და გასროლას მეტი სიჩქარე აქვს, მაგრამ ხარჯი იმდენად დიდია რომ მთელი ბალონი იხარჯება 8-10 გასროლაში.

მაგალითად აი ასეთ სიჩქარეებს ვიღებთ როდესაც ლულა ზემოთ გვაქვს მიმართული:




როგორც ხედავთ 9 გასროლის შემდეგ მკვეთრად იქნება სიჩქარის ვარდნა და

ნორმალური გასროლები ხორციელდება მაშინ როდესაც თოფს სწორი ჰორიზონტალური პოზიცია აქვს და გასროლიდან გასროლამდე მიახლოებით 20-30 წამი მაინც ვიცდით, თუ ნერვები გეყოფათ და ყოველ შემდეგ გასროლამდე 1 ან 2 წუთს მოიცდით, მაშინ სიჩქარეების დიაპაზონი უფრო ერთგვაროვანი იქნება თუ არა და მიიღებთ შედარებით დიდ დერეფანს. თუ ძალიან არ მოვიცდით მივიღებთ მიახლოებით ასეთ გრაფიკს:



ერთი ბალონი მიახლოებით იძლევა 40-45 სრულყოფილ გასროლას, გააჩნია რამდენად ჩქარა გაისვრით

ახლა გადავერთოთ იარაღის ძალაზე, მიუხედავად იმისა რომ ვახსენეთ 7.5 ჯოული, ეს ძალა მთლად ცოტა არაა, წვრილი მღრნელებისთვის და ფრინველისთვის სავსებით საკმარისია. ექსპრომტად ჩატარებული ტექსტით კი ვიღებთ ასეთ შედეგებს:




გასაგებია რომ ფიჭვის ხის ფიცარია, მაგრამ ნატყვიარები შთამბეჭდავია, მაგალითად გაზომვისას ვიღებთ აი ასეთ შედეგებს:





და ეს საუბარია ექსპანსიურ ტყვიებზე, ჩვეულებრივი მრგვალ თავიანი ტყვიები შეიძლება უფრო მეტად აღწევდეს ფიცარში.

ახლა რაც შეეხება მიზანში სროლას, სამწუხაროდ თოფი ჩემთან სარემონტო სამუშაოებზე იყო და მოვაყოლე რეპორტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე სასროლად გასვლა, ეს სამსახურები რაღაც არაადეკვატურ დროს მოითხოვენ, და ჰობისთვის სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება sad.gif, რომც მქონოდა დრო არ მქონდა შესაბამისი ტყვიები, თოფი ძირითადად განკუთვნილია 10 მეტრიანი დისტანციისთვის, ამ დისტანცეაზე კი ბრტყელთავიანი ტყვიების სროლა უნდა მოხდეს, რომელბიც მე არ აღმომაჩნდა, ასე რომ იმედია ამ ფაქვს მაპატიებთ.

რამენაირად ჩემი ხარვეზის გამოსასწორებლად გთავაზობთ უცხოური კოლეგების მიერ ჩატარებულ ტექსტებს ასე ვთქვათ მართებული ტყვიებით, ღია სამიზნით და 10 მეტრიან დისტანციაზე, თოფი საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.



დარწმუნებული ვარ 25 მეტრამდე უპრობლემოდ შეიძლება იგივე ჯგუფების მიღება ოპტიკის გამოყენებით, ასე რომ მოზარდი ახალგაზრდობისთვის საკმაოდ საინტერესო იარაღი უნდა იყოს. უფრო სწორედ კი მშობლებისთვის.

ბავშვი მარტო ვერ მოახერხებს თავისი ძალით ბალონის მოჭერას შესაბამისად უკონტროლო გამოყენება გამოირიცხება, პლიუს ნაკლები ენერგეტიკაც გარკვეულ დონის დაცვას წარმოადგენს.

რატომ მოხვდა თოფი ჩემთან
თოფი მოხვდა ჩემთან იმიტომ რომ მისმა ყოფილმა მფლობელმა არასწორად გამოიყენა ბალონის მოსაჭერი ხუფი. შედეგად რეზინა რომელიც უზრუნველყოფდა ჰერმეტულობას გაიხა და უშვებდა Co2-ს.





მოგვიწია ამ დეტალის პირამიდზე დაკვეთა, ველოდეთ კაიხანს ჩამოვიდა დავაყენეთ და შემდგომ აღმოჩნდა მეორე პრობლემა, კერძოდ კი ნემსი რომელსაც ბალონი უნდა გაეხვრიტა, მომტვრეული იყო, შედეგად ბალონები ნორმალურად არ იხვრიტებოდა და სიჩქარეც ძალიან დაბალი იყო...



სამწუხაროდ ნემსი უკვე ინტერნეტში აღარ იყიდებოდა, მაღალი შემცველობის ნახშირბადიანი ფოლადი აქ ვერ ვიშოვე, მოკლედ გარკვეული ფიქრის შემდეგ ექსპერიმენტის სახით გადავწყვიტე გამომეთალა ჩვეულებრივი უჟანგავი ლითონისგან, მიზანი იყო უბრალოდ შემოწმება...





ნუ უჟანგავი ფოლადი საკმაოდ საზიზღარი დასამუშავებელია, ვებრძოლეთ ერთმანეთს, მაგრამ ჩემს და გასაკვირად საკმაოდ ნორმალური ნემსი გამოვიდა, პლიუს თოფში ჩაყენებისას თავის საქმე გააკეთა, ჯერ რამდენიმე ძველი ბოლომდე გაუხვრეტავი ბალონების გამოყენებით შევამოწმე მუშაობდა თუ არა ნემსი, აღმოჩნდა რომ ბალონებს ლამაზ და გემრიელ ხვრელს ასვავდა, ამის მერე რამდენიმე co2-იანი ბალონიც გავუშვი და იქაც იმუშავა...



შედეგად ექსპერიმენტმა გაამართლა და თოფი ამუშავდა, სულაც არ აღმოჩნდა საჭირო ნაწრთობი ფოლადი, ამ ყველაფერმა საშუალება მომცა ეს რეპორტი დამეწერა.


ბონუს ინფორმაცია

დიდად აქ სანახავი არაფერია, მაგრამ ყველაფერი რომ გასაგები გახდეს, გთავაზობთ რამდენიმე სურათს და ერთ მინი ახსნას თუ სად რა არის განთავსებული, აქ მგონი ბევრი დასაწერი არაფერია, ყველაფერს სურათები გეტყვით















და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ პატარა ვიდეო მიმოხილვა, წინასწარ ბოდიშს ვიხდი ყოველწამიერი დამშვიდობებისთვის რომელიც ვიდეოშია, ჩქარ ჩქარა მინდოდა ჩაწერა, დროში ვიწვებოდი და დაუგეგმავად დავიწყე ჩაწერა, რის გამოც ნელ-ნელა მახსენდებოდა რისი ახსნა იყო კიდევ საჭირო smile.gif

<left><embed src="http://www.youtube.com/v/NLQ3XW_x4nA" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="640" height="525" align="center"></embed></left>

და სულ საბოლოო ინფორმაცია ამ თოფის შესაძლებლობებიდან, ქარხნულად ადრე მწარმოებელი უშვებდა სპეციალურ მოდულს რომელიც საშუალებას იძლეოდა 12 გრამიანი ბალონის მაგივრად გამოყენებული ყოფილიყო 88 გრამიანი co2 ბალონით, შესაბამისად გასროლების რაოდენობა ლამის 10-ჯერ იზრდებოდა. ამისათვსი საჭირო იყო აი ასეთი კომპლექტის შეძენა





კომპლექტი შედგებოდა ერთი მომჭერისგან და გრძელი მილისგან რომელიც თოფში ბალონის მაგივრად იხრახნებოდა და საშუალებას იძლეოდა გარედან ჩახრახნული ყოფილიყო 88 გრამიანი co2 ბალონი. სამწუხაროდ მწარმოებელმა ამ კომპლექტის გამოშვება შეწყვიტა, უფრო სწორედ მე ასეთ ინფორმაციას ვფლობ და მწარმოებლის საიტზეც აღარ ჩანს ეს კომპლექტი. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ სადმე მისი შოვნა კიდევ იყოს შესაძლებელი, ან უბრალოდ მე ვცდები.




შევაჯამოთ ყველაფერი

მოკლედ ასე თუ ისე განვიხილეთ თოფი, მე შევეცადე მაქსიმალურად გადმომეცა ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა არაა გამორიცხული რომ რაღაც გამომრჩენოდა, მითუმეტეს რა თქმა უნდა იქნებიან ალბათ მსურველები რომლებიც ამ თოფს ამა თუ იმ მოდიფიკაციებს ჩაუტარებენ და მე ეს მოდიფიკაციები არ ამიხსნია... მოკლედ ეს თემა სწორედ 1077-ის მფლობელებს ეძღვნებათ, შეგიძლიათ ჩამოწეროთ პრობლემები, გადაწყვეტის გზები, რაღაც ახალი მოფიქრებული იდეები და ასე შემდეგ. ჩვენ კი აქ უბრალოდ ძირითად შემაჯამებელ ინფორმაციას ჩამოვყრით პლიუს მინუსების სახით.

პლიუსები:
წონა - ენით აუღწერელია მსუბუქი თოფის ხელში დაჭერა
ოპტიკის დამაგრების საშუალება - მართალია დიდად არაა საჭირო ამ თოფისთვის, მაგრამ არსებობს შესაძებლობა
ღია სამიზნეები - ჩანასახი, მაგრამ იძლევა საშუალებას ოპტიკის გარეშე 20-25 მეტრამდე მიზანს მოარტყათ თან საკმაოდ ზუსტად
ოპტიკის დამაგრების შესაძლებლობა - 11 მილიმეტრიანი მერცხლის კუდი
სიზუსტე - მიუხედავად ერთი შეხედვით არასერიოზული სახისა, თოფი 10-დან 20 მეტრამდე მშვენივრად ისვრის ღია სამიზნითაც
ძალა - მართალია არ აღემატება 7,5 ჯოულს, მაგრამ შედეგები ზემოთ თქვენც ნახეთ
მრავალი გასროლა - კლიპში 12 ტყვიაა და სურვილის შემთვევაში უმალ შეგიძლიათ დაცალოთ 12-ივე




მინუსები:
სასხლეტი - საკმაოდ მძიმე სასხლეტია, მითუმეტეს მოზარდებისთვის
ზერელე შესრულება - იდეაში იაფიანი თოფია და რას მოითხოვთ
სიძნელე ბავშვისთვის - აქ იგულისხმება სასხლეტიც და ბალონის გახვრეტვისთვის საჭირო ძალაც


ასეა თუ ისეა მე ბოლოში გავედი, იმედია მიმოხილვა საინტერესო და ინფორმაციული იყო, ახლა კი ადგილი ამ თოფის მფლობელებისთვის და მკითხველისთვის დამითმია.

ჭირი იქა ლხინი აქა, ფრთხილად იყავით ყვავებმა ფეხები არ მოგჭამოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jan 6 2013, 06:02 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა ეს არის წონა. 1.7 მაგარია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jan 6 2013, 06:33 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



კარგად გავერთე დიდი მადლობა, მინდოდა მაგის ყიდვა და აღარ ვიყიდი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Jul 14 2015, 06:38 PM
პოსტი #4


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ჯაჯას კი ძაან მაგრად ლამაზად აქვს ახსნილი ამ იარაღის ასავალ დასავალი მარა ერთი მაინტერესებდა დაზუსტებით,ამ იარაღს ლულის ხრახნილი(ნარეზი) როგორი აქვს საშუალო კარგი თუ საუკეთესო??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 15 2015, 11:22 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ნარეზების რა გითხრა მაგრამ ფასს არაუშავს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:06 AM
Hosted by Pro-Service