თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ვიყიდი _ ვიყიდი კომპაქტურ ოპტიკას

პოსტის ავტორი: vatato Sep 23 2020, 11:37 PM

გამარჯობათ ფორუმელებო.
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდად რამე კომპაქტური ოპტიკა პისტოლეტზე (პპ750) დასაყენებლად ადამიანურ ფასში?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 24 2020, 12:47 PM

მაგას უნდა BUG Buster-ის ან უფრო პატარა. მაგ პრობლემას მეც წავაწყდი

პოსტის ავტორი: gela Sep 24 2020, 02:40 PM

ციტატა(vatato @ Sep 24 2020, 12:37 AM) *
გამარჯობათ ფორუმელებო.
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდად რამე კომპაქტური ოპტიკა პისტოლეტზე (პპ750) დასაყენებლად ადამიანურ ფასში?



მაქვს https://www.aliexpress.com/item/33030320457.html?spm=a2g0o.productlist.0.0.5d6447295P7ilK&algo_pvid=b8ce7946-2685-43ce-8075-e0973ce46db0&algo_expid=b8ce7946-2685-43ce-8075-e0973ce46db0-4&btsid=0bb0600116009476445211227e8a8a&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_. 50$ (თავისი თვითღირებულბა) თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ. . სულ ახალი, ყუთით და საბუთებით, იგივენაირი ოპტიკა მიყენია PP700-ზე

პოსტის ავტორი: koba1973 Sep 24 2020, 05:07 PM

ციტატა(gela @ 24th September 2020 - 03:40 PM) *
მაქვს ეს ოპტიკა. 50$ (თავისი თვითღირებულბა) თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ. . სულ ახალი, ყუთით და საბუთებით, იგივენაირი ოპტიკა მიყენია PP700-ზე

კარგია, ბიუჯეტურია.
BUGBUSTER კი ჯობია მაგრამ კაი 400 უზალთუნი ღირს ადგილზე.

პოსტის ავტორი: vatato Sep 24 2020, 08:19 PM

BUGBUSTER მაქვს, მაგრამ თოფზე მიყენია და თან რომ გადმოვიტანე პისტოლეტზე ვერ მოვირგე, დაახლოებით 10 სანტიმეტრი გამოდის თვალიდან ოპტიკამდე და არ არის მოსახერხებელი

პოსტის ავტორი: NRG Sep 25 2020, 10:17 AM

vatato
გამოწერები თუ არ გაფერხებს ჩემი რჩევა ეს იქნება

https://a.aliexpress.com/_mKfveJv

თუ დაგაინტერესებს მე მაქვს და შეგიძლია ნახო ახლოდან

პოსტის ავტორი: koba1973 Sep 25 2020, 11:03 AM

NRG
დოლარი ისე ძვირდება მგონი მალე განბაჟება მოუწევს მაგას biggrin.gif

პოსტის ავტორი: NRG Sep 25 2020, 12:11 PM

koba1973
მაგრად გაძვირებულა ეს ოპტიკაც scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: vatato Sep 25 2020, 04:40 PM

თემა დაიხურა, შევიძინე ოპტიკის შემდეგი მოდელი : https://www.opticsplanet.com/konus-konuspro-riflescope-4x32-7262.html
პირველი შტაბეჭდილება კარგია, აქვს კრისტალურად სუფთა ლინზები და გამოსახულება.

პოსტის ავტორი: NRG Sep 25 2020, 06:15 PM

vatato
მშვიდობაში მეგობარო, მაგრამ დუპლექსი რათ გინდოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მანძილზე სასროლია, ისე ძაან კაია კონუსი მეც მაქვ 2 ცალი მესამეზე მაქვს თვალი დადგმული სამომავლოდ

პოსტის ავტორი: NRG Sep 25 2020, 08:09 PM

თან პარალაქსი 75 იარდიდანო

პოსტის ავტორი: vatato Sep 25 2020, 09:06 PM

პარალაქსი 75 იარდამდე, მერე უკვე ვეღარ მუშაობს, შევამოწმე უკვე. დღეს ვისროლე 5-25 მეტრის დისტანციებზე,

პოსტის ავტორი: NRG Sep 25 2020, 09:11 PM

ვახ პარალაქსის მაქსიმალური დიაპაზონის შეძღუდვა მართლა პირველად გავიგე

პოსტის ავტორი: vatato Sep 25 2020, 09:21 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 27 2020, 11:28 AM

vatato

ციტატა(vatato @ 24th September 2020 - 09:19 PM) *
რომ გადმოვიტანე პისტოლეტზე ვერ მოვირგე, დაახლოებით 10 სანტიმეტრი გამოდის თვალიდან ოპტიკამდე და არ არის მოსახერხებელი

რომ იყიდე ახალი გილოცავ, მაგრამ თუ პისტოლეტზე აყენებ მაშIნ მაგას სპეციალური ოპტიკა უნდა, LONG EYE RELIEF ვარიანტში, რომ შორიდან ჩანდეს ოპტიკაში ბადე

პოსტის ავტორი: vatato Sep 27 2020, 12:12 PM

ციტატა(ja_ja @ Sep 27 2020, 12:28 PM) *
vatato

რომ იყიდე ახალი გილოცავ, მაგრამ თუ პისტოლეტზე აყენებ მაშIნ მაგას სპეციალური ოპტიკა უნდა, LONG EYE RELIEF ვარიანტში, რომ შორიდან ჩანდეს ოპტიკაში ბადე


ეგეთი მაქვს პპ800-ზე დაყენებული, ამის გამოყენებას (პპ750) ძირითადად კონდახით ვაპირებ და ეს ოპტიკა კარგად დაჯდა (კონდახზე დავამატე ნაჭდევები და სხვადასხვა ზომაზე შმეიძლია დავაყენო)

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services