გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> კრალი ნპ-01, კრალი ნპ-01
giga2010
პოსტი Sep 12 2017, 03:12 PM
პოსტი #81


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



სალამი მეგობრებო, გაგიზიარებთ ჩემს პირველ წარმატებულ შედეგებს. 25მეტრზე. ჯსბ0,67. სიჩქარე 232-240. პირველ მარჯვენა სამიზნეზე ნასროლია 4 ტყვია, დანარჩენ 2 სამიზნეზე 5 ტყვია
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 12 2017, 03:36 PM
პოსტი #82


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



giga2010
Bravo giga, gilocav martla kargia shedegia dzalian, mag tofistvis
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 12 2017, 03:41 PM
პოსტი #83


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



ციტატა(okela84 @ Sep 12 2017, 04:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
giga2010
Bravo giga, gilocav martla kargia shedegia dzalian, mag tofistvis

მადლობა, გაიხარე. ამ პატარა ფიშტომ ძალიან მასიამოვნა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Sep 12 2017, 04:53 PM
პოსტი #84


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



giga2010

გილოცავ, ნამდვილად მშვენიერი შედეგია! კაია, რომ სულ ძიებაში ხარ და ცდილობ გააუმჯობესო შედეგები.

აქვე ერთ ვიდეოს მოვიყვან, საკმაოდ გრძელია, მაგრამ არაა აუცილებელი მთელი ვიდეოს ყურების, შედეგების განხილვა 41:30 დან იწყება.
და საქმე რაშია, მაგათ ჩაატარეს ექსპერიმენტი,თუ როგორ მოქმედებს ლულის სიგრძე ჯგუფის ზომაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლულის სიგრძე პრაქტიკულად ჯგუფის ზომაზე არ მოქმედებს, არამედ უფრო მნიშვნელოვანია თოფის დანასტროიკება და სწორი ტყვია-სიჩქარის შერჩევა.
სამივე ლულა ერთი LW ბლანკიდან დაამზადეს. ერთის ზომა იყო 8,5 სმ, მეორესი 30 სმ და მესამესი 40 სმ. სამივე ლულა ერთი და იგივე თოფზე დააყენეს და ერთი და იგივე ტყვიას ისროდნენ, ოპტიკაც ერთი და იგივე გამოიყენეს.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 12 2017, 05:10 PM
პოსტი #85


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



pilotina
მადლობა. საინტერესო ვიდეო ვნახე. დიდი მსჯელობის საგანი იქნება, მაგრამ მემგონი ფაქტი სახეზეა. როგორც თქვენ აღნიშნეთ თოფის გამართულ მუშაობაზე, სიჩქარეზე და ტყვიის შერჩევაზეა დამოკიდებული, რაზეც მე 100% გეთანხმებით. აქვე დავამატებ რომ საკმაო წილი ექნება ოპტიკურ სამიზნესაც. ეხლა მიყენია ლილოს ოპტიკა 9 ჯერადობის, თუ არ ვცდები ტომპსონის სახელწოდებით. პარალაქსის გასწორება ამ ოპტიკას არ აქვს, ბადეს არაუშავს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Sep 12 2017, 06:54 PM
პოსტი #86


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



giga2010

ეს შედეგი ლულის პოლირებამ მოგცაა ?

მოკლედ გადასარევია და შენს ადგილზე გავჩერდებოდი და ნასტროიკებს მოვრჩებოდი smile.gif .


pilotina

ჩემი აზრით ლულის სიგრძეს ნადირობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მარა ქაღალდზე მოგცემს სხვაობას გრძელის სასარგებლოდ , ყოველ შემთხვევაში 20 სმ-იანმა რა უნდა ქნას აზრზე არა ვარ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 12 2017, 07:29 PM
პოსტი #87


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



ციტატა(userman @ Sep 12 2017, 07:54 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
giga2010

ეს შედეგი ლულის პოლირებამ მოგცაა ?

მოკლედ გადასარევია და შენს ადგილზე გავჩერდებოდი და ნასტროიკებს მოვრჩებოდი smile.gif .


pilotina

ჩემი აზრით ლულის სიგრძეს ნადირობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მარა ქაღალდზე მოგცემს სხვაობას გრძელის სასარგებლოდ , ყოველ შემთხვევაში 20 სმ-იანმა რა უნდა ქნას აზრზე არა ვარ.

ქარხნულ პოლირებას ვერ დავარქმევ, უფრო შეიძლება ითქვას, რომ კარგად გავპრიალე. ფაქტია, რომ ჯსბ 0,67 საერთოდ ვერ ვისროდი. დაგეთანხმები, ნასტროიკებს მოვრჩი, ეხლა კიდევ მინდა სასხლეტი დავარეგულირო და კარგ ოპტიკას ვეძებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mamukaaa
პოსტი Oct 11 2017, 09:25 PM
პოსტი #88


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 453
რეგისტრ.: 23-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,563
ქალაქი:თბილისი



გამარჯობათ.
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Oct 11 2017, 09:42 PM
პოსტი #89


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



ციტატა(mamukaaa @ Oct 11 2017, 10:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამარჯობათ.
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.

სალამი მეგობარო. გაგიზიარებ ჩემს შეხედულებას ამ ფიშტოსთან მიმართებაში. არის პირველ რიგში მსუბუქი და კომპაქტური. პირადად ჩემი ფიშტო ისვრის 0,67 გრამიან ჯსბ-ის 230-240მწ-დე. და აკეთებს 30 გასროლას. ნადირობას რაც შეეხება, ვერ გეტყვი, არ მისვრია ფრინველებზე. 50 მეტრზე ნასროლი მაქვს ყავის თუნუქის ბანკაზე, საკმაოდ სქელი ბანკა იყო და თავისუფლად გაიარა ორივე მხარეს. ასევე ხვრეტს 15მმ ლამინატს. სხვა არაფერზე მისვრია, ასე რომ ვერაფერს გეტყვი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Oct 12 2017, 04:20 AM
პოსტი #90


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 11th October 2017 - 10:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.


0.67გ და 240 მ/წმ არის 20 ჯოულ დაახლოებით . ეს კი იმხელა ენერგეტიკაა , რომ 100 მეტრამდე ( ცოტა იქითაც smile.gif ) თავისუფლად მოინადირებ ყვავსაც და ქედანსაც , თუ რა თქმა უნდა მოარტყავ .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mamukaaa
პოსტი Oct 12 2017, 06:01 PM
პოსტი #91


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 453
რეგისტრ.: 23-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,563
ქალაქი:თბილისი



მაგარი ყოფილა.მთავარია მართლა მოარტყამ 100 მეტრზე.
ისე მაგარი საინტერესოა რას იზამს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Oct 12 2017, 06:10 PM
პოსტი #92


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



4,5 კალიბრი, 40-70 მეტრამდე მიმაჩნია ეფექტურ მანძილად. მერე უკვე პატარა ქარზე, ცდომილებას გაძლევს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი Oct 31 2017, 07:04 PM
პოსტი #93


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



ძალიან კარგი თემაა , ნელნელა რაღაცეებს ვსწავლობ თქვენგან, მადლობთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 31 2017, 08:16 PM
პოსტი #94


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ასე იყო თუ ისე მგონი ძალიან, ძალიან დიდი ხანია არაფერი მიმოხილვის მაგვარი არ დამიდია.... საქმეებმა გადამიყოლეს, ნაწილი პირადი, ნაწილი მანქანის, ნაწილი სამსახურის და ... და ნაწილიც კოსმოსური ხომალდის მშენებლობის გადამკიდე smile.gif

ასეა თუ ისეა ერთ მშვენიერ დღეს ერთერთმა ყველასათვის ნაცნობმა ადამიანმა მომაკითხა და სერიოზული ხმით მითხრა რომ ან დავეხმარებოდი მისი სურვილის რეალობაში ასახვაში ან არა და საქართველოში მეტად პოპულარულ მეთოდს მიმართავდა მიტინგების სახით პირდაპირ ჩემს კარებთან ...

იმდენად სერიოზული წინადადება იყო რომ მომიწია ჩემს ტახტრევანზე წამოკოტრიალება, სტაფილოს მოკვნეტა და სანამ ბედნიერად ვიტამინებით სავსე მასას მივირთმევდი ტვინში სხვადასხვა გრანდიოზული იდეები იჩენდა თავს.... როდესაც სტაფილო დამთავრდა იდეა ჩამოყალიბებული იყო, კბილები გაცვეთილი, ყურები დაცქვეტილი და მე კიდევ მზად ვიყავი გრანდიოზულ-სერიოზული იდეაც აზრებიდან რეალურ სამყაროში გადმომეტანა....

ამისათვის საჭიროა იყო სულ რაღაც რამდენიმე კომპიუტერული შელოცვა ნახაზებისთვის, რამდენიმე შელოცვა ინტერნეტ მაღაზიებისთვის და რა თქმა უნდა საკუთარი ხელების ჩქარი მოძრაობა....

მოკლედ რომ ვთქვათ ნამეტანი გავუბერე იმდენად ჩახვეული შესავალი გამომივიდა, არადა საქმე სულ რაღაც 110 კუბის 380 კუბამდე გაზრდას შეეხება smile.gif როგორც ხვდებით ვართ Kral NP1-ის თემაში და სწორედ ამ აგრეგატს აქვს 110 კუბიანი რეზერვუარი. აგრეგატი გადასარევია, კომპაქტურია, მოხერხებულია, ნორმალურ შედეგებს იძლევა. მაგრამ ავტონომიურობა პატარა რეზერვუარის გამო ძალიან სუსტია...

ამიტომაც, ერთერთმა მომხმარებელმა მომმართა სხვადასხვა იდეებით, რომ რამენაირად მოცულობა გაგვეზარდა, ამასობაში მოდერი სრული ზომით არ დაგვეყენებინა, რათა კომპაქტურობა შეგვენარჩუნებინა და თან მოდერის ფუნქციებიც შენარჩუნებული ყოფილიყო.... ნუ პატრონი მოგვიანებით თუ მოისურვებს მერე თვითონ გააკეთებს კომენტარებს და შესწორებებს რაც მე შემეშლება....

ანუ ყველამ იცით NP1-ი როგორ გამოიყურება, თუ ვინმეს არ გახსოვთ გთხოვთ ქვემოთ მოყვანილ სურათს დააკვირდეთ

მხოლოდ პისტოლეტი, პლასტმასის სახელურით და მოხსნილი კონდახით


პისტოლეტი სრული პლასტმასის კონდახით



თავიდან განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა რომლის შედეგადაც დავჯექი და მიახლოებით აი ასეთი კონცეპტუალური აზრი მოვხაზე


ფრთხილად, ნახაზი ფარულ შეცდომებს შეიცავს smile.gif

მოკლედ ნაყიდი იყო მასალა, რეზერვუარი 380 კუბიანი, დამტენი პორტი, მანომეტრი და დანარჩენი საკუთარი ხელოვნება, ნუ პლიუს ჩემი საყვარელი დროში გაჭიმვა smile.gif, მე რაღაც წყევლა მჭირს, აუცილებლად ვიღაცამ ხელი უნდა შემიშალოს, 9 მთას იქეთ უნდა გავემგზავრო და ყველანაირად საქმემ ვადებში უნდა გადაიწიოს ხოლმე.

ასე იყო თუ ისე წავიდა მუშაობა და გამოჩნდა პირველი ჩანასახები....

პირველ რიგში ავიღე და დავშალე საყვარელი NP1-ი თუმცა ამ კონკრეტული ეგზემპლარის ეს უკვე მერამდენე დაშლა იყო აღარ ვიცი, ამაზე ცოტა მოგვიანებით



ამოვიღე თავისი სახელურიდან და დავიწყე შესწავლა






რის შემდეგაც გამოჩნდა შემდეგი სამუშაოები, კლაპანი და გადამყვანი ახალი რეზერვუარის მისაერთებლად



მგონი ჩანს ყველა შემადგენელი ნაწილი, ასე რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა გაჩნდეს რა როგორ რანაირად რამდენია საჩალჩო....

ესეც უკვე აწყობილი ვერსია



ამას ყველაფერს კი სჭრდება თავისი შემაერთებელი რომელიც ახალ რეზერვუარს დააკავშირებს ახალ კლაპნის სისტემასთან....





ესეც საბოლოოდ აწყობილი



გარდა ამისა საჭირო იყო შრაუდერი, მოდერის სანაცვლოდ, შრაუდერი კი ბევრს მხოლოდ წარმოუდგენია რომ სწორი მილია, ამასობაში მას თავისი ხუფები უნდა წინ და უკან, სჭრდება მაცენტრირებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დამჭირდა ვიზუალური სილამაზისთვის თავისი შემავსებელი რომელიც საშუალებას მომცემდა ჰარმონიულად შეერთებულიყო შრაუდერი, ლულა და ახალი რეზერვუარი ერთმანეთთან



ეს კი ეგრეთწოდებული Kit-ი სრული კომპლექტაციით



ეს კიდევ Kit-ი და დონორი ერთად



შედეგად დონორისგან აღარ გვჭირდება საწყისი რეზერვუარი, ასე რომ მას გვერდზე ვდებთ და ვიწყებთ აწყობას





როდესაც რეზერვუარი თავის ადგილზეა, ვიწყებთ შრაუდერის ჩამოცმას, მაგრამ იმის გამო რომ შრაუდერი პირდაპირ კოლოფამდე არ მიდის შუაში რჩებოდა რაღაც გაუგებარი ადგილი, მომიწია დეკორატიული დეტალის მორგება, რომელიც შრაუდერის ფორმას გააგრძელებდა, მაგრამ სინამდვილეში ულამაზობას დამალავდა და მთელს კონსტრუქციას ჰარმონიულს გახდიდა

სწორედ ამ დეტალის ჩამოცმის პროცედურას ხედავთ ეხლა



შემდეგ უკვე შრაუდერის უკანა ხუფი, მაცენტრირებელი დეტალი ლულის ჭრილზე, და თვითონ შრაუდერის მილი წინა ხუფით და ქეჩებით









საერთო ჯამში გამოვიდა რაღაც ისეთი რასაც ქვევით სურათებზე ხედავთ, როგორც მთლიან ფორმაში ასევე ზოგიერთ დეტალს ახლოდან







ეს ყველაფერი რაც შეეხება რკინეულობას, ახლა სახელური თუ კონდახია რაღაც ფორმაში მოსაყვანი, ამაში მე მონაწილეობა აღარ მიმიღია,. მფლობელმა თვითონ მონახა მშვენიერი გამოსავალი რაც მინდა ვთქვა რომ სრულიად შემთხვევით საკმაოდ ჰარმონულად ჩაჯდა... რა თქმა უნდა იქ გადანაჭერი და რაღც პატარა ხედებზე მოდავება შეიძლება თუ ნამეტანი ინტრიგანი ხარ ან პერფექციონისტი, მაგრამ ლამის ქარხნულ ვარიაციაში ჩაჯდა მინიმალური ცვლილებებით


ცვლილებებისთვის კი ჯერ დააკვირდით საწყის ფორმას



შემდეგ შემცირებულ ვერსიას (რადგან ახალი მანომეტრი და გადამყვანი საშუალებას აღარ იძლეოდა საწყისი სახელური ყოფილიყო გამოყენებული)



და აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ერთდროულად რა იყო და რა გახდა



ესეც მორგება და საბოლოო ხედი







ასე იყო თუ ისე იყო ეს ეპოპეა დასრულდა, შემდეგ ერთი ორჯერ დაგვჭირდა კორექტირება, რადგან საჩქაროდ აწყობილი კლაპნიდან აპარებდა, გასწორების შემდეგ, რატომღაც დამტენმა პორტმა აურია, და როდესაც ესეც გასწორდა მემგონი იმის მერე მხოლოდ მფლობელის გამოხმაურებასღა ველოდებით.

ნუ თავიდან დარეგულირებაც საჭირო გახდა, რადგან თურქები კლაპანში 5 მილიმეტრიან შვაბრას იყენებენ, მე კი თხელი კლაპნის ღერძ გამოვიყენე შედეგად ჰაერის გადაცემის ეფექტურობა გაიზარდა და ტყვიის სიჩქარე 265-მდე ავიდა, მაგრამ ამასობაში მოკლე ლულის გამო გასაგებია რომ ველური გადახარჯვა იყო, რამდენიმე განხილვის შემდეგ რამდენადაც მე ვიცი ამ მომენტისთვის მფლობელმა დაარეგულირა რამდენიმე პარამეტრი შედეგად სიჩქარე სადღაც 220-230-ის დიაპაზონშია და გასროლების რაოდენობა 70-დან 100-მდე მერყეობს.

მგონი სულ ეს იყო.... ვნახოთ მერე შეიძლება ეს თემა ცალკე გავიტანო, მაგრამ ჯერ აქ იყოს smile.gif

P.S. იმედია ამ თემის სურათებიც დროთაგანმავლობაში არ გაქრება.... ასლს მაინც შევინახავ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Oct 31 2017, 09:09 PM
პოსტი #95


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



მინდა მადლობა მოვუხადო ჯაჯას. ყველაფერი იდეალურად მუშაობს. მე ვერ გავბედე დამედო რეპორტი და კარგია რომ ჯაჯამ თავად მოიცალა და საკმაოდ ამომუწურავი ინფო გააცნო ფორუმს. დღეს კიდევ ერთხელ გავატარე ქრონში და ჩემთვის საუკეთესო შედეგი მივიღე, 70 გასროლა 3მწ-ის დიაპაზონით და შემდგომ 200მწ-მდე კიდევ გამოვიდა 42 გასროლა. რასაც ქვია მიზანში სროლას, 50 მეტრზე 20-25მმ-იანი ჯგუფები მივიღე, იყო ასევე ერთი 15მმ-იანი ჯგუფი. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით მის პოტენციალს, რადგანაც ვისროდი 9 ჯერადობის ბაზრობის ოპტიკით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Multi-Tool
პოსტი Oct 31 2017, 10:27 PM
პოსტი #96


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 703
რეგისტრ.: 14-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,830
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ნანახი მაქვს და მართლა კოხტა ნამუშევარია, კარგი აპარატი გამოვიდა. ვგრძნობ რომ მფლობელს
ბევრჯერ გაახარებს.

giga2010
მასეთი პატარა ლულისთვი 70 გასროლა + - 230 იანი პლატოთი მშვენიერია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 1 2017, 09:58 AM
პოსტი #97


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ეუჰ, რამდენი გიშრომიათ smile.gif
მალადეც თქვენა.

ja_ja
რა ვერ გავიგე:
შრაუდერის ბოლოში რატომ დაჭირდა "დეკორატიული" ნაწილი?
ციტატა(ja_ja @ 31st October 2017 - 09:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
როდესაც რეზერვუარი თავის ადგილზეა, ვიწყებთ შრაუდერის ჩამოცმას, მაგრამ იმის გამო რომ შრაუდერი პირდაპირ კოლოფამდე არ მიდის შუაში რჩებოდა რაღაც გაუგებარი ადგილი, მომიწია დეკორატიული დეტალის მორგება, რომელიც შრაუდერის ფორმას გააგრძელებდა, მაგრამ სინამდვილეში ულამაზობას დამალავდა და მთელს კონსტრუქციას ჰარმონიულს გახდიდა

შრაუდერი რომ უფრო გრძელი ყოფოლიყო არ შეიძლებოდა? მითუმეტეს ნახაზზე მთლიანია smile.gif

რაც შეეხება
ციტატა(ja_ja @ 31st October 2017 - 09:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფრთხილად, ნახაზი ფარულ შეცდომებს შეიცავს

ჰარი რომ კლიპში ადის და არა ლულაში , მაგას გულისხმობ? smile.gif

giga2010
არ ვიცი რამდენი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საკმაო თანხა დაჯდებოდა ეს აპგრეიდი. პირველ რიგში რაც ნამდვილად მისასალმებელია ეს შრაუდერია ჩემი აზრით.
რაც შეეხება რეზერუარის გაზრდას. მესმის რომ კომპაქტურობის შენარჩუნება გინდოდა და თანაც რეზერვუარის გადიდება. ეს მშვენივრად გამოვიდა.
მაგრამ, დარწმუნებული ვარ რომ ამ იარაღის გამოყენება კონდახის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ შენი კომპაქტურობა მხოლოდ გადატანა-ტრანსპორტირებისას იჩენს თავს.
ღირდა ჩიტი ბრდღვნად? ნპ-2 , თავისი 530-იანი(შენი 380-იანი) რეზიკით იგივე საქმეს არ იზამდა?! მითუმეტეს სხვაობა ნპ01 და ნპ02-ს შორის მინიმალურია...
ას რომ მე პირადად ფინანსურად წამგებიანი მეჩვენება ეს პროექტი. რაც შეეხება გემოვნებას აქ ყველაფერი ინდივიდუალური და შეუფასებელია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Nov 1 2017, 10:28 AM
პოსტი #98


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ნპ1-ის რეზერვუარის მოცულობასთან კითხვები თავიდანვე ჩნდებოდა. პირველივე კითხვა მქონდა - რატომ ნპ2 არ შეარჩიეთქო და თავისი არგუმენტაცია ჰქონდა giga2010 -ს. თუმცა, საბოლოოდ მშვენიერი ვარიანტი გამოვიდა და ვულოცავ მფლობელსაც და ჯა-ჯასაც ასეთ კარგი პროექტის წარმატებით დასრულებას. აქვე მოკრძალებული რჩევა - წონა თუ შესამჩნევად გაგეზარდათ და დისკომფორტს გიქმინთ, კარბონის ბალონებიც არის საიტებზე მსგავსი მოცულობის (ბალონზე გადაყვანის მსგავს პროექტებში, ფორუმებზე განხილულია კარბონის ბალონებით წონის კორექტირების ვერსიებიც).
შეკითხვები ჯა-ჯასთან:
1. გადამყვანი პორტი თქვენი "ნახელავი" არის თუ მზა სახით არის შესაძლებელი საიტებზე შეკვეთა? თუ "ჰენდმეიდ" არის, მასალად რა არის გამოყენებული?
2. სარქველი (კლაპანი) თქვენი "ნახელავი" არის თუ დონორად არის გამოყენებული რომელიმე პნევმატი (რომელი)? სარქველის ზამბარა აშკარად არ არის ქარხნული დაბოებებით, ამიტომ ვვარაუდობ, რომ სარქველიც "ჰენდმეიდ" არის. რა მასალა არის გამოყენებული სარქველის დასამზადებლად (ალუმინი, რკინა თუ არ აქვს ამას საკვანძო მნიშვნელობა)?
3. შრაუდერი საიტებზეა შეძენილი თუ თქვენი ნახელავია და მაცენტრირებელი დეტალები თქვენით გამოჩარხული?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Nov 1 2017, 10:42 AM
პოსტი #99


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ Nov 1 2017, 10:58 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეუჰ, რამდენი გიშრომიათ smile.gif
მალადეც თქვენა.

ბ.ნ გრეგორ- ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას და როგორც კი ჩამოვყალიბდები მსგავსი კომპაქტური მოდელის შეძენაზე აუცილებლად ნპ2-ზე გეწვევით. ხის კონდახი სურათებზე რაღაც სიმპათიურად ვერ გამოიყურება და ამ კომპონენტში აშკარად ვერ უწევს კონკურენციას ნპ1-ის ამასტანავე ოლლვეზარ კპლასტიკის კონდახს, მაგრამ გადაწყვეტილებას მოცულობსა და სიმპათიურობას შორის პრაგმატულად მივუდგები. smile.gif)

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 1 2017, 10:54 AM
პოსტი #100


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



კიდევ ერთი შეკითხვა:
მანომეტრი გვერდიდან და დამტენი პორტი ქვევიდან ხომ არ აჯობებდა?!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

8 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 08:03 AM
Hosted by Pro-Service