სუსტი ნერვებისა და სუსტი კუჭის წვენის მფლობელებს ვთხოვ ეს თემა გამოტოვონ. ასევთქვათ არასასიამოვნო ასოციაციები და ტანში ჟრუანტელი შეიძლება დაგემართოთ
ასე იყო თუ ისე დღეს გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ერთი ორიც გაგვესროლა
ავიკრიბეთ მენა, კოკნარა და რუპრეხტა (ნუ ეს კაცი ვერ მოვწამლეთ რა პნევმატიკით, სულ ლაგატკებს და შვილდ ისრებს დასდევს )
დილიდან ადუღებული წყლის მეტი ანუ ჩაის მეტი არაფერი მქონდა ნაჭამი და ამიტომაც სტომაქს ვიტენიდი ბუნებაში
კოკნარამ შექმნა იმპროვიზირებული სამიზნე და დღის უდიდესი მანძილი გაატარა ოპტიკის გასწორებაში და ტესტ დრაივში
იდეაში მე უარეს დღეში ვიყავი, ახლად დაკონფიგურირებული თოფი სუპერ პუპერ ჩუმად ისროდა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ, დავაძრე ქრონი გავრტესტე და თურმე ტყვია 28 მეტრ წამით მიფრინავს
კიდევ ერთი ორი გავისროლე და ტყვია მიწაში სადღაც 15 მეტრში ერჭობოდა, მიწაშივე ვესროლე და ისე მოხვდა მიწას ჩემს ფეხებთან თითქოს თავისუფალ ვარდნაში დაგიგდია მიწაზე ტყვიაო, ვიხარხარეთ, მგრამ ამ დროს გამახსენდა რომ ინსტრუმენტები არ მქონდა სიჩქარეების დასარეგულირებლად
დარჩა კოკნარა თავსი თოფით და რუპრეხტა ლაგატკით . მაგრამ კოკნარა ფიშტოს ასწორებდა, რუპრეხტამ კი ამოდენა ტრიალ მინდორზე ერთი ქვა ვერ იპოვა რათ გინდა ლაგატკა თუ მის ტყვიას ვერ შოულობ ბუნებაში , ჯინაზე ირგვლივ მხოლოდ მიწა იყო და ერთი კენჭიც კი არ ეგდო.
ცოტახანში კოკნარა გასწორებას მორჩა წავიდა მინდორველებზე და დაგვანახა საშინელებათა ფილმების კადრები:
ხომ გინახიათ ფილმი Star ship Troapers აი ეგეთი პონტია რა კოკნარა არახნიდების როლში იყო, ეს ჩიტუნია კი დესანტნიკი იყო
ამომივიდა ყელში ისე ჯდომა დავაძრე დანა და ხის ტოტი, გამოვთალე იმპროვიზირებული ექვსკუთხედი და ჩემი მარადიორის ზამბარა მივჭიმე, შედეგად მივიღე 265 მეტრ წამი მესმის ბევრი არაფერია, მაგრამ გააჩნია რისთვის
ესეიგი გავიხედ გამოვიხედეთ და ირგვლივ არის აურაცხელი სოროები, თუ კარგად გაახელ თვალებს დაინახავ რეაქტიულ არსებებს, მაგალითად აი ასეთებს:
რა იდეა გაგვიჩნდა ხომ ხვდებით , მაგრამ წიკს დაგმართებენ, ამოყო თავი ჩაყო უკან, გაიქცა არაადამიანური სიჩქარით გადაკვეთა მინდორი, ამოძვრა სოროდან ამოეფარა ბუჩქს, ეს ბუჩქებით ისეთი ფერისაა სულ რომ გასკდე ვერ დაინახავ
ბოლოს უკვე მოსაღამოვება დაიწყო, მზეც ჩაძრომას ლამობდა და კოკნარასთან საუბრისას უცებ გვერდითა ხედვით მოძრაობა დავაფიქსირე, უცებ თოფი ზემოთ და სადღაც 20 მეტრში აი ეს ჩაბარდა ისტორიას:
კაი კიჭები კი აქვს
რას აკეთებს Hollow Point-ი, ბლიინ, თან 14 გრანიანი.... ადგილზე აქვავებს, არც კი განძრეულა, თუმცა რას გაინძრეოდა როდესაც მეორე მხარეს აი ეს იყო:
აზარტი მომენტალურად გაიჩითა, მითუმეტეს რომ ირგვლივ ალბათ 100-მდე სორო იყო, თან ეს შედარებით ახლო მანძილზე, სადღაც 20-25 მეტრის რადიუსში, იმის იქეთ კი.... ნუ იქეთ აღარ ვიყურებიდით.
ცოტახანი არ გასულა მეორე პიფ პაფ და:
არც ამას მოხვდა ნაკლებად
აიქა... დადგა კოკა სადარაჯოზე და ელოდება, მაგრამ ხან იქედან გამოძვრება, ხან აქედან, ხან ლამის ფეხებს შუა გაგვიძვრნენ (ნუ ახლა ამას ვაზვიადებ რა თქმა უნდა, აბა ისე რა აზარტია ).
ბოლოს ორივე ერთ კიჭ-მასტერას ვუყურებდით ოპტიკაში, მეთქი კოკაჯან მიდი, ესროლა CP 10.5 მოხვდა 100%-ით, ორივემ დავინახეთ ოპტიკაში, თან ტყვიამ ააგდო და გვერდზე გადააგდო კიდევაც, მაგრამ სანამ ის 20-25 მეტრი გავირბინეთ წრუწმა მოასწრო რომელიღაც სოროში ჩაძრომა. ეგა აქვს რა CP-ს ცუდი ხვდება ხვრიტავს და .... და მიდის რა...
მოკლედ კიდევ ვეჩალიჩეთ მაგრამ ნამეტანი ბევრნი არიან, გაგირბის თვალები, ერთს უმიზნებ გარბის, უცებ მეორეს ხედავ იმას უმიზნებ და ბუჩქს ეფარება, ამასობაში პირველი ამოდის და გიყურებს, მოკლედ რა, გადაგრევენ!
შედეგად დავრჩით მხოლოდ 2 ნადავლით და ერთი გაქცეულით
იდეაში კაი გასართობი რამეა, თან რეაქციას საჭიროებს, ეგაა რომ ბევრნი არიან და გაბნევენ
ისე ჩვენთან მართალია მინდვრის ძაღლები და ბურუნდუკები არ არიან, მაგრამ ასეთ არსებებზე ვარმინტი მაგრა გაასწორებდა ეგაა რომ ეს მამაძაღლები ერთ ადგილზე არ დგანან და სანამ ტყვია ადგილზე მივა უკვე ბალთას არიან წასული.
ასე მორჩა ეს დღე. ბოლოს აცივდა ავლაგდით და წამოვედით.
გადასარევი დრო გიტარებიათ
ისე შეიძლება მაგაათვის რამე გაშლილ ადგილზე სასუსნავის დაყრა და შორი მანძილიდან ვარმინტი
ja_ja
ვა მაგადია , კარგია, და სად იყავოთ? მე მქონდა მცირე ვარმინტინგი დასავლეთშI სპოტულ ჩიტებზე ნუ მაგის სურათებს არ დავდებ , რომ ხვდებოდა ეს რბილი JSB 300 მ/წმთი ფეთქდებოდნენ ჩიტები
ochopintre
არ უნდა სასუსნავი კაცო , მინდორი რისთვის არის მანდ, მაგათი სასუსნავიც ეგ არის და საჭამადიც
geojorjika
ja_ja
მერე როდის ავიდეთ კიდევ?
ochopintre
ნუ ვცადოთ ჩვენი რა მიდის , აბა სემიჩკა, სიმინდი, ხორბალი ესენი წავა მემგონი
ეს ყველაფერი კარგი, ბუნება სუფთა ჰაერი თოფის სროლა, მარა ლამის მაკროთი როა
გადაღებული რაა არი ახალი ნაჭამი მაქ საჭმელი ლამის ცუდად გავხდი
geojorjika
კლიანუს თუ პროზექტურაში ასე ემოქმედოს გაკვეთას რაც ამ ნაბეღურალმა მიქნა. ბარონის თქმის არ იყოს და კაკრას მივირთმევდი
ერთი აირგანერი კატაც გვინდა და ჯაჯა არ მოაკლებს სასუსნავს
Der Rote Baron
გასვლა კარგია.
თაგვები და ჩიტი შემეცოდა.
ისე ადრეც ვწერდი ამაზე არ მახსოვს სად...
ყველა თემა, გასვლა იქნება თუ უბრალოდ რამე თემა, სადაც იქნება დაბრედილი ცხოველების სურათები უნდა იყოს, სანადირო ცხოველების შემთხვევაში - ნადირობაში,
სხვა შემთხვევაში "პესტ კონტროლში".
მე პირადად ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამიტომ მოკლული ცხოველები - მხოლოდ 2 ადგილას pest control და ნადირობაში, ეს ჩემი თხოვნაა.
და საერთოდ გადასავლებია თვალი, უამრავი მსგავსი თემაა... გადასატან გადმოსატანია.
ვაა როდის იყავით მეც ვიყავი ბავშვებთან ერთად ძაღლი მყავდა ვარბენიებდი გამიზულუქდა ძალიან, სავსეა სოროებით იქაურობა იპოდრომის უკანა ტერიტორია.
Jah
მაი ჩიტს თავში არაფერუ უჩანა და ვიფიქრე სიდოური იქნება თქვა ნეტა?
ვერაფერ ბრობლემატურ ვერ ვხედავ მე ამ ფოტოებში..
cz80
მმმ, საწყალი არსებები (დასცხე მაგათ!!! )
ისე, ეგენი მავნებლები არიან თუ არა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია
cz80
თემაც საინტერესოა და გასვლაც მშვენიერი!!!! ვისაც არ მოეწონა მეორედ აღარ ნახავს მზგავს თემას.ნადირობაა თუ პესტ კონტროლი,
ყოველთვის არის მზგავსი შედეგები.ვისაც არ მოგწონთ მზგავსი პოსტები უბრალოდ გამოტოვეთ.ხომ არსებობს უფრო კაცური პოსტები
აი მაგალითად რამდენი გაზეთი გახვრიტა ცეპემ რა მანძილზე და ათასი მარაზმი....
ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს მხეცი,ხან და ხან მასაც ჭირდება გარეთ გამოსვლა. გაერთნენ ბიჭები და შედეგები გვაჩვენეს.
იმას რატომ არავინ მიაქცია ყურადღება თუ რომელი ტყვია ჯობს პესტ კონტროლისთვის?
კიდევ ერთი,მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18. ვიქნებით ორიგინალურები.
foxi
კაი რა გახდა ეს თაგუნიების ამბავი, არ დადოთ ეს ნატურალისტური სურათები და ეგაა, პატარა ნატურმორტზე იფიქრეთ ბატონო ნატურმორტზე და ისე წარმოადგინეთ ნანადირევი, რომ ოჯახის სხვა წევრებს არ გაუჩნდეს პროტესტი
foxi
მოკლედ თემა გაწმენდილია.
ზედმეტი ჰუმანუი აზრების ხელახლა ფრქვევა თუ არ იქნება კაი იქნება.
თემა მესამედ გაიწმინდა ოფისგან. გვეყო რა!!!
Tengo-ს 24 საათით ბანი აქვს დაპოსტვაზე.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services