სალამი მეგობრებო. გუშინ ბატონ გრეგორმა სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდა. ჩამოვიდა ნანატრი პისტოლეტი სახელად pp700w ARTEMIS. და მეც დღეს, მივაკითხე ამ კარგ ადამიანს. პისტოლეტი აღმოჩნდა ყვითელ-შავ მუყაოს კოლოფში. აქვე დავამატებ რომ ბატონ გრეგორს ქონდა ორი ვერსია. მე რატომღაც ეს ვერსია მომწონდა, თუმცა არც მეორეა არაფრით დასაწუნი თუ მეტი არ არის კიდევ.
https://radikal.ru
https://radikal.ru
მეორე ვერსია კი ესე გამოიყურება
https://radikal.ru
გავაგრძელებ საუბარს ჩემს არჩევანზე და მოგაწვდით, მწარმოებლის მიერ მითითებულ მონაცემებს. მთლიანი სიგრძე 366მმ-ია, წონა-1100გრამი, ლულის სიგრძე -235მმ, რეზერვუარის მოცულობა -67,5კბ, სამუშაო წნევა მითითებული აქვს თავად რეზერვუარს- 220ბარი. აქვს ქარხნული ინტეგრირებული შრაუდერი, კარგი ინფორმაციული მანომეტრი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვს რედუქტორი. ასევე მითითებულია რომ შეიძლება სიჩქარის რეგულირება რედუქტორზე არსებული ვინტით. თავად პისტოლეტი, მიუხედავად იმისა რომ ჩინური წარმოებისა, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, კორპუსი იდეალურად დამუშავებულია.
ეხლა კი ვისაუბრებ, მის კონსტრუქციაზე. ანუ დატენვის მექნიზმზე, რომლის გამოც მომეწონა. იტენება გვერდიდან კოლოფზე ზემოქმედებით, გადაწევით და თავსდება ტყვია. ლულა ერთი მთლიანი ნაჭერია და არ აქვს ჰაერის გადამშვები. დღეს ამით დავამთავრებ და სამომავლოდ მოგაწვდით ქრონის შედეგებსაც და ჯგუფებსაც. რამოდენიმე ფოტოსაც დავამატებ ინფორმაცისსთვის. ბატონ გრეგორს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო, გაიხარე!!!
https://radikal.ru
https://radikal.ru
giga2010
გილოცავ! ძან საინტერესო აგრეგატია და ვიზუალითაც მაგრად მომეწონა
გილოცავთ! ველოდებით შედეგებს.
sekurifa
vexam
მადლობა მეგობრებო
მშვიდობაში , რა დაჯდა ეგ სიამოვნება ?
giga2010
მშვიდობაში !
კარგი რამე ჩანს ...
chicho
userman
დიდი მადლობა
მშვიდობაში მეც ძაან მომეწონა ლულა ხო არ იცი სადაური აქ?
ikaaa
მადლობა. ლულა სადაურია არ ვიცი
giga2010
გაიხარე გიგა,
ხო მართლა ის "შავი ტრუბა" მივხვდი რაცაა :0
"კლუჩია" მანომეტრის მოსახსნელი
gregory
რას წარმოვიდგენდი. მადლობა ბატონო გრეგორ
Sainteresoa, mshvidobashi da gemrielad gartobashi
giga2010
ვააა გიგა რა მაგარი რამე ჩანს მშვიდობაში ძმაო და იმედია მოლოდინ გაგიმართლებს!!
giga2010
მშვიდობაში, საინტერესო იქნება გაქრონვის და სროლის შედეგები.
okela84
aleqsa
pilotina
ყველას დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. გაიხარეთ!!!
კაია მშვიდობაში.
ფასი რა აქ?
giga2010
გილოცავ
bubusicha
mamukaaa
მადლობა
გავაგრძელებ ამ პატარა აგრეგატის მიმოხილვას. დავიწყებ უმნიშვნელო პრობლემით, რომელიც სულ რამოდენიმე წუთში გამოსწორდა. ეს მწვანე რეზინი, რომელიც ფოტოზე ჩანს ტყვიის გასროლის შემდგომ იბერებოდა და ჩამკეტის მოძრაობისას ესე რომ ვთქვათ იკვნიტებოდა. ესეთი რამ ფუჭი გასროლის დროს არ აღენიშნებოდა. თუმცა პრობლემა ძალიან მალე და მარტივად მოგვარდა, როცა ეს მწვანე რეზინი შევცვალე უფრო გამძლე შავი ფერის რეზინით.
https://radikal.ru
დღეს კი დავიწყე მისი გაქრონვა. ტყვია ჯსბ0,67 და ესეთი შედეგი მომცა
1-217მ/წ
2-224
3-219
4-221
5-223
6-224
7-224
8-223
9-223
10-221
11-221
12-223
13-225
14-225
15-227
16-224
17-223
18-223
19-222
20-219
21-217
22-212
23-204
ამის შემდგომ აღარ გამისვრია, თუმცა მანომეტრი 110 ბარს მიჩვენებდა
შემდგომ კი მოვსიჯე ჯგუფები. დისტანცია 18მეტრი. ტყვია ჯსბ0.67. საყრდენი ბალიში, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა კონდახის მიბჯენის გარეშე სროლა. ჯგუფები კი საკმაოდ კარგი გამომივიდა. აქვე დავამატებ რომ სასხლეტს უნდა დარეგულირება და მიჩვევა. 4 ჯგუფია-- 5 გასროლით
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
მშვენიერია. ახალი აიარაღით, მიუჩვეველზე თავიდანვე ესეთი შედეგები. ოპტიკით ისროლე თუ ღია სამიზნით?
vexam
ოპტიკით ვისროლე, თუმცა ცოტა მოუხერხებელია ამხელა ოპტიკის ამ პისტოლეტზე დაყენება.
https://www.youtube.com/watch?v=v0XICy8Nneo
ტუნინგმა გაგიტაცათ და აი, კონდახის ვარიანტი (რადგან ესე ხელიდან უკონდახოთ რთულია სროლა).
https://www.youtube.com/watch?v=w51mCY9uiKo
giga2010
ja_ja
არა უფროსო, მიწერია. რომ ვისროლე საყრდენით ბალიშზე. ოპტიკა 10ჯერადი
vexam
ჯგუფები მშვენიერია, მარა ვერ გავიგე რედუქტორიან პისტოლეტს რატომ აქვს სიჩქარეებში ამხელა 10 მეტრიანი კუზი?
ikaaa
რედუქტორი ძალიან პატარა მოცულობის დეტალია ამ პისტოლეტში. ჩემი აზრით რეზევუარის პატარა მოცულობაც მოქმედებს სიჩქარის პლატოზე. ვფიქრობ, მაინც ნორმალურად მუშაობს რედუქტორი, ამ მოცულობის რეზერვუარზე
აბა ერთი თუ არის შესაძლებლობა, რედუქტორი ამოაცალე და ისე სცადე რამხელა კუზი ექნება, იმიტო რო ეხლა როგორც არის რედუქტორის მუშაობის ეფექტი ნაკლებად ჩანს.
giga2010
მომილოცავს ! ყველაფერი კარგია , პირველ რიგში ენერგეტიკა , შემდეგ ჯგუფი .
გასროლების რაოდენობაც დამაკმაყოფილებელია.
ikaaa
ჯერჯერობით არ მინდა ხელის ხლება რედუქტორზე. როგორც ეხლა ისვრის და რა ენერგეტიკითაც, ჩემთვის მისაღებია. სიცქარის მომატება, დამრტყმელი ზამბარითაც შესაძლებელია და მოვსინჯავ ამ დღეებში
სალამი მეგობრებო. მოვარგე მსუბუქი ოპტიკა და ამ უსაქმურობისგან ცოტაც ვიჩხერკედელავე. დავაერთე კონდახი, რომელიც მარტივად ეხრახნება პისტოლეტს.
გაგიზიარებთ ფოტოებს, იმედია ძალიან არ გამკიცხავთ . ოპტკა 4,5 ჯერადობისაა, საკმაოდ უცხო ბადე აქვს და თხელი, იწონის 170გრამს. მთლიანი კონსტრუქცია კი გამოვიდა 1550გრამამდე
https://radikal.ru
https://radikal.ru
giga2010
ვაა მაგარია!
რა ოპტიკაა? საინტერესოდ გამოიყურება. აქ შეიძინე სადმე?
მგონი ოპტიკაზე მძიმე რინგებია. რათ უნდა ასეთი მსუქანი რინგები? უბრალოებიც წავიდოდა ალბათ.
სუპერ კომპაქტური კი გამოვიდა წონა გაბარიტებში. თუმცა რინგები მართლაც არ აწყენდა უფრო თხელები და უფრო დაბლებიც.
okela84
დაბალი რინგები არ გამომადგება, პირიქით, ვფიქრობ მაღალ რინგებს. ამ რინგებითაც მიჭირს ტყვიის მიწოდება ლულაში
მართლა ძან კოხტა ოპტიკაა მოუხდა მაგ ფიშტოს. რომელი ტყვია მოუხდა და ქრონში ხომარ გაგოტარებია?
sekurifa
ჯსბ-0,67 მოუხდა, სიჩქარე კი 228-235მწ-ია. ეს პლატო აქვს 15 გასროლაზე. ისე 20 გასროლას ყოფნის.
gregory
ეს ოპტიკა კი ერთმა ჩვენმა ფორუმელმა შემომთავაზა, თქვენ რომ დაურეკეთ
სალამი მეგობრებო. დღეს ცოტა მოვიცალე და ვისროლე უკვე კონდახით, საყრდენი- ბალიში. დისტანცია უკვე ბევრისთვის ნაცნობია (18მეტრი) ტყვია ჯსბ-0.67. სიჩქარე 230-235მწ
მეორე ფოტოზეც 5 გასროლა
https://radikal.ru
https://radikal.ru
giga2010
მშვენიერია.
მაგ ოპტიკაზე რაც ვნახე პარალაქსი 100 იარდზეაო გასწორებული და ეგრეა? ანუ 18 მეტზე რომ ისროდი გამოსახულება როგორი იყო?
gregory
10 მეტრამდე ბუნდოვანი გამოსახულება აქვს, მერე იდეალური. 18 მეტრზე მკაფიო გამოსახულება აქვს.
თუ დაგაინტერესათ მოიცალეთ ერთ დღეს და გამომიარეთ, ან მე გამოგივლით და შეგახედებთ
კოლიმატორი მოუხდებოდა მაგას
მომილოცავს გიგა შენი იმედები გაემართლებინოს ძალიან კომპაქტური სათამაშოა მეც ვფიქრობდი მაგის შეძენაზე
NRG
მადლობა. გაიხარე გენაცვალე
giga2010
სალამი...
ეს თემა ეხლა ვნახე პირველად. პირველ რიგში გილოცავ ამ ახალ შენაძენს და გაემართლებინოს იმედები, მთლიანად გადავიკითხე თემა და მგონი გაგიმართლა კიდეც და კმაყოფილიც ხარ მაგ სათამაშოთი როგორც ვხვდები
ძალიან საყვარლობა ფიშტოა....
არტემისი... არ ვიცი ზოგადად რამდენი ხანია რაც ეს ჩინური ბრენდი აწარმოებს ამ ახალ თოფებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე მემგონი ახალი ხილია და ერთი ის ვიცი რომ მეც მომწონს მათი პროდუქცია, ფასები ნორმალურია და ხარისხიც მემგონი ცუდი არ უნდა იყოს. გამოყენების პრაქტიკა არ მაქვს ამ ბრენდზე, მაგრამ ფიზიკური შეხება და ხელში ტრიალ-დათვალიერება კი მაქვს გამოვლილი ბევრ მოდელზე და ძალიან მომწონს მისი ფიშტოები. მითუმეტეს კი ეს კონკრეტული მოდელი ARTEMIS P10, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვუტრიალებ და რომელზეც ვაფრენ
შენი ფიშტო მომეწონა, თუმცა მემგონი მწვანე ხელსაკიდით უფრო ლამაზუკაა? ნუ არ ვიცი...
ის ტყვიები, რომელსაც შენ ისვრი ძალიან კარგია დამზადების სიზუსტითაც და თუ მასეთ ნორმალური წონის ტყვიებს შენი ფიშტო მაგ სიჩქარით ისვრის, იმის კვალობაზე რომ ფისტალეტია ძალიან მაგარია ჩემი აზრით. სიზუსტეც კარგი აქვს როგორც უკვე გატესტე (შემდეგში ცოტა მეტ დინსტანციაზე სცადე, ჩემი აზრით გაამართლებს იმედებს 50 მეტრზეც კი, თუ მასეთი სიჩქარით ისვრის ტყვიას)
რაც შეეხება ოპტიკის რინგებს, თუ გადასატენად ცოტა ძნელი გამოსაყენებელია ეგ რინგები რაც გაქვს, დაუყენე უფრო მაღლები, მაგრამ სხვების არ იყოს ცოტა დააწვრილე, ეგ ძაან სქელებია და საერთოდაც ცალ რინგზეც რო დასვა ოპტიკა, არანაირი პრობლემა არ ექნება, იქიდან გამომდინარე რომ ოპტიკაც მსუბუქია და პლიუს ამას თვითონ თოფს არ აქვს უკუცემა რომ რამე უყოს და დააზიანოს ან რინგი ან ოპტიკა, უბრალოდ მთავარია არსად წამოსდო ან არ დაგივარდეს.
კონდახს რაც შეეხება, ეგ რა დაგიყენებია კაცოუ, სურათი რომ ვნახე გული გამისკდა, ეგ ორმხრივი მავთულისგან დამზადებული ჩხირი მოხსენი და გადააგდე საერთოდ http://www.airsoftmegastore.com/73-dboys-full-metal-m30-folding-retractable-stock-for-m4-series-aegs.aspx თითქოს მაგისთვის შექმნესო ისე ძალიან უხდება
გადატენის სისტემამ მომხიბლა, როგორ ჩაუკომპაქტებიათ ამ ჩინელებს, მშვენიერი მონაგონია
თოფის რეზერვუარი ადვილად იტენება?
და ბოლოს, 2 ჯერ გკითხეს და მაინც არ დაწერე, მალავ ფასს? გვითხარი ფასი გვაინტერსებს
ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა და მეც მომელოცოს თქვენთვის ბევრი ახალი ფიშტოები
დავიწყებ იმით, რომ მწვანე ხელსაკიდით, ქართულ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად არჩევანის შესაძლებლობა არ მქონდა. მაგრამ რომც მქონოდა მაინც შავი ხელსაკიდით ავირჩევდი. რინგები როგორც ავღნიშნე რაც მოყვა ის დავაყენე, დაგეთანხმები, რომ შესაცვლელია და აჯობებს მაღალი რინგები.
აი კონდახს და მავთულის ორ ჩხირს, ნამდვილად ვერ გადავაგდებ. საკმაო შრომაც გავწიე, რომ გამომეთალა რკინის გადამყვანები და ის რაც თქვენ მიმითითეთ, მე პირადად საერთოდ არ მომწონს. კონსტრუქცია მყარია და თავის საქმეს აკეთებს, მომავალში ალბათ შევცვლი დასაკეცი მექანიზმით.
ოპტიკის ფასს რაც შეეხება, მართლა ვარიდებ თავს და არმინდა გახმაურება. იმის გამო რომ ჩვენი თანაფორუმელისგან შევიძინე და თუ ის ჩათვლის საჭიროდ თავადაც დაწერს. ოპტიკის ლინკს დავდებ და ფასიც აქვს მითითებულიhttps://ru.aliexpress.com/item/Eyebre-MM0002-FRIE-WOLF-Tactical-AK47-AK74-AR15-Hunting-scope-4-5X20-Red-Illumination-Mil-Dot/32819454551.html?spm=a2g0v.search0104.3.73.42ce2947NySr49&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_1_10152_10065_10709_10151_10344_10068_10342_10343_10340_5722611_10341_10697_10696_5722911_5711411_5722811_10084_5722711_10083_10618_10307_10710_5711211_10059_10212_308_100031_10103_5711511_441_10624_10623_10622_10621_10620_5711311_5722511_10125,searchweb201603_36,ppcSwitch_5&algo_expid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9-10&algo_pvid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9&priceBeautifyAB=0
ეს კითხვა კი ვერ გავიგე(თოფის რეზერვუარი ადვილად იტენება? ) რეზერვუარი იტენება ჩვეულებრივ, მოყვა თავის შტუცერი
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services