გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> BR 2021 მოქმედი წესები და პირობები,, მე-7 ყოველწლიური შეჯიბრი
ja_ja
პოსტი Oct 25 2021, 01:19 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წლევანდელი წესები ძირითადში იგივე იქნება რაც მსოფლიო სტანდარტებითაა განსაზღვრული და დიდი ცვლილება არ მომხდარა. 2012-ში როდესაც პირველი BR 25 შეჯიბრი ჩავატარეთ, მაშინდელ წესებში განმარტებისთვის ასევე ავღწერე ამერიკული BR 50-ის წესები, მაგრამ ამჯერად ჩვენ მხოლოდ ევროპულს კლასიკურ ვერსიის შეჯიბრს ვატარებთ, ამერიკული საკმაოდ საკამათო წესებითაა და ძნელი დასათვლელია თავისებური ათვლის სისტემის გამო, განსხვავება ვისაც უნდა დაინახოს შეუძლია გადავიდეს და წაიკითხოს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სადაც ბოლოში ასევე ამერიკული სტანდარტებიცაა აღწერილი

როგორც უკვე არაერთხელ ითქვა და მინდა ხაზი გავუსვა, წელს ტარდება EURO სტანდარტების შეჯიბრი რომელსაც ასევე Classic_ს ეძახიან, და არ შეიცავს ნაციონალურ გადახვევებს, იქნება ეს ამერიკული აზიური, აღმოსავლური, რუსული თუ სხვა კონკრეტულკ ქვეყანაზე და კლუბზე მორგებული. დავეყრდნობით მსოფლიო ბენჩრესტის ფედერაციის წესებს.

ასევე ყოველი შემთვევისთვის ვახსენებ რომ აქ იქნება ჩამოწერილი წესები მხოლოდ პნევმატური იარაღისთვის, არ იქნება განხილული წესები 22LR-ისთვის, სპორტული და ლაით ვარმინტისთვის. ამას ვაკეთებ იმის გამო რომ მთლიანი წესების ჩამონათვალი ძლიან დიდია და ყველანაირ პირობას მოიცავს, ასევე საჭიროებს წონის და სიმძლავრის გამო სხვადასხვა დისტიპლინით შეჯიბრის ჩატარებას, თან ამ შემთვევაში არ იცვლება ძირითადი წესები, ანუ ისევ 50 მეტრი, იგივე სამიზნე იგივე დათვლის სისტემა, სხვადასხვა კლასი მხოლოდ განკუთვნილია სხვადასხვა წონის, ფორმის და სიმძლავრის იარაღებისთვის.
ასევე სრული წესები აღწერს სხვადასხვა კალიბრის (პნევმატურს და ცეცხლსასროლს), თუ შეჯიბრისთვის უცხოელი მონაწილეების პიროებებს და სხვა, საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით წესები რომ ამოიბეჭდოს 140 გვერდზე მეტია საჭირო, ამდენს არც არავინ წაიკითხავს, არც გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, ჩვენ მხოლოდ პნევმატიკისთვის გვექნება წესების ამონარიდი, თან არ ველით უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, არ იქნება შეზღუდვა კლასებზე, ანუ ზამბარ დრუშიანი, წინასწარ დაჭირხნული, მულტიკომპრესიული და ასე შემდეგ, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა თუ თვლის რომ მის იარაღს და თვითონ მასაც შეუძლია შეეჯიბროს სხვას და ჯანმრთელი სპორტული კონკურენციის პირობებში დადოს შედეგი რომელიც მას საპრიზიორო ადგილზე გაიყვანს.

ასევე შეიძლება მონაწილეებს უბრალოდ სურვილი ჰქონდეთ მიიღონ ღონისძებაში მონაწილეობა, შეაფასონ თავიანთი ძალები, ნახონ რა მომზადების და იარაღის მქონე მონაწილეები იქნებიან შეჯიბრზე, რა აქვთ გასაუმჯობესებელი თავიანთ შედეგების გასაუმჯობესებლად, ან შეიძ₾ება სულაც სპორტული სული ამოძრავებდეს მონაწილეს და მისთვის მთავარი იყოს სპორტული დევიზი - მთავარია მონაწილეობა

ეს თემა იქნება დახურული, აქ მხოლოდ წესებია და აქ განხილვის ადგილი არ არის, გაეცანით და შემდგომ შესაბამის შეჯიბრის თემებში განვიხილოთ ესა თუ ის გაუგებარი პუქნტი, რომელიც თქვენის აზრით საჭიროებს დაზუსტებას ან განმარტებას, ზოგიერთ შემთვევაში შეიძლება ცვლილებასაც.


შეჯიბრის წესები

განმარტებები

ჩემპიონატი:

ჩემპიონატი უნდა იყოს მასობრივი ღონისძიება, არ შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ 2-ან 3 ადამიანი. დაიშვებიან როგორც კლუბის წევრები ასევე სტუმრები რომელიც არ ეწინააღმდეგება შეჯიბრის წესებს

შეჯიბრი:
შეჯიბრი შედგება ცალკეული მატჩებისგან, მიმდევრობა განისაზღვრება წესების მიხედვით, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა კლუბის შემთხვევაში, მაგრამ ერთ შეჯიბრზე ყველა კლუბის წევრი და სტუმარი ერთი საერთო წესით ხელმძღვანელობს და ემორჩილება.

საერთო პირობები:
რეზულტატების გამოვლენა ხდება ყველა მატჩის და შეჯიბრების ყველა დღის შედეგის დაჯამებით რომლებიც იყო ნასროლი ყოველ კლასში. ერთი მატჩი შედგება 25 გასროლისგან, სროლა მიმდინარეობს 50 მეტრზე (წინასწარ განსაზღვრული პირობებით), მატჩის ხანგრძლივობა არის 20 წუთი, სროლა აუცილებლად მიმდინარეობს ღია ადგილზე (ბუნებაში გარეთ, აუცილებელი პირობაა მსროლელს შეეძლოს გარემოს პირობების გათვლა, იქნება ეს ქარი, წვიმა, მაღალი ან დაბალი წნევა). ყოველი შეჯიბრი შედგება 1 სამიზნის დაზიანებისგან (სამიზნე ქაღალდი რომელზეც 25 ჩათვლითი სამიზნეა განთავსებული), რომელიც უნდა იყოს ნასროლი ერთ სასროლ დღეში. მონაწილეს შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთხელ მონაწილეობა ერთსა და იმავე კლასში/ მანძილზე.

მატჩი:
მატჩად ითვლება 1 ცალი სამიზნის დაზიანება (ანუ 1 ცალი ქაღალდი 25 სამიზნით, პლიუს მისროლის ზონა).
სულ მონაწილეებმა უნდა ესროლონ 2 ჩათვლით სასროლს ქარალდს, ჯამში 50 ჩათვლით სამიზნეს, შესაბამისად თითოეული მონაწილე მიირებს 2 მტჩში მონაწილეობას და საერთო 2 მატჩის შედეგით განისაზღვრება პრიზიორები

იარაღის კლასიფიკაცია
მიმდიმარე 2021 წლის შეჯიბრზე რომელსაც ტარდება Airgun.ge-ს ეგიდით დაშვებულია პნევმატური იარაღი კალიბრით 0.177, 0.20 და 0.22, წლევანდელი წესებით მოხსნილია შეზღუდვა ენერგეტიკაზე

პნევმატური იარაღი
გამოიყენება ნებისმიერი პნევმატური შაშხანა, რომელიც იყენებს მექანიკურ, ან ხელით გადატენვის მექანიზმს (ელექტრონული მექანიზმების ჩათვლით), იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 15ფუნტს (6.81 კგ-ს)(ოპტიკური სამიზნის, მოდერატორის, რედუქრტორის და ა.შ ჩათვლით). შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ტიპის და წარმოების რედუქტორი, თუ ის ინტეგრირებულია რეზერვუარში, ან თოფში.
შაშხანა შეიძლება იყოს შეცვლილი და მოდიფიცირებული ნებისმიერ დონეზე, ასევე მოხსნილია შეზღუდვა ოპტიკური სამიზნეების ჯერადობაზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ჯერადობა. კონდახი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ან უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ განყოფილებაში მოყვანილ წესებს (იხილეთ პუნქტი - კონდახის მოთხოვნები).
აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს მთლიანია 1 ნაწილისგან შემდგარი საყრდენები და ასევე უკუ სვლის მექანიზმით აღჭურვილი საყრდენები (ეგრეთწოდებული machine rest).
ნებადართულია და შეიძლება გამოყენებული იყოს ლულის დამამძიმებელი გირები, ტყვიების სტაბილიზატორები, ტუნერები, ლულის სტაბილიზატორები. არ არის შეზღუდული დაჭირხნული აირის რეზერვუარის ზომა და ფორმა. აკრძალულია და არ დაიშვება თოფთან სათადარიგო / ცალკე მყოფი რეზერვუარების გამოყენება (საუბარია დასატენ ბალონზე, მისი მიერთება თოფთან აკრძალულია), რადგან ასეთი გარე რეზერვუარის წონაც ითვლება იარაღის წონაში და შეცვლა დაუშვებელია.
მსროლელს მატჩის მსვლელობის დროს შეუძლია დატენოს რეზერვუარი, ან თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროს, მაგრამ დატენვის დრო ასევე ითვლება საერთო ჩათვლით დროში და დატენვისთვის ცალკე დრო არ გამოიყოფა
იარაღის მაქსიმალური ნებადართული ენერგეტიკა შეზღუდული არ არის, სროლა მიმდინარეობს 50 მეტრზე (განისაზღვრება შეჯიბრის წესებით) მსაჯი სამიზნეების ხვრელებს ზომავს 0,22 კალიბრის საზომით, მიუხედავათ იმისა თუ რომელი კალიბრით იყო ნასროლი.



საყრდენები:
წინა საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ უნდა იჭერდეს იარაღის წინა ნაწილს. უკანა საყრდენი უნდა იჭერდეს/ამაგრებდეს თოფის უკანა ნაწილს. არცერთი საყრდენი არ შეიძლება მიმაგრებული იყოს სასროლ მაგიდაზე, იარაღთან, ან მიმაგრებული იყოს ერთმანეთთან (ანუ გაერთიანებული არ უნდა იყოს რაიმე მეთოდით წინა და უკანა საყრდენი). ორივე საყრდენი უნდა იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მოძრავი და მსაჯის მოთხოვნის შემთხვევაში თოფის ამოღება უნდა შეიძლებოდეს, საყრდენიდან ზემოთა მიმართულებით რომ მსაჯი დარწმუნდეს, თოფი არანაირად არაა ჩამაგრებული საყრდენში. შეიძლება გამოყენებული იყოს წინა საყრდენზე კონდახის მისაყრდენი (რომლითაც მსროლელი არეგულირებს კონდახის დაცილებას საყრდენიდან).

წინა საყრდენი:
წინა საყრდენს არ გააჩნია შეზღუდვა წონაში, არ იზღუდება გამოყენებული მასალით, კონსტრუქციით და მექანიზმით(იხ. მოთხოვნები საყრდენების მიმართ). წინა საყრდენი უნდა შეიცავდეს რბილ ტომარას შემავსებელით, მაგალითად ქვიშით. შაშხანის კონდახი არ უნდა იყოს დამაგრებული, ან მიმაგრებული წინა საყრდენის ტომარასთან ( ნებადართულია შემზღუდავთან კავშირი, რომელიც ხელს უშლის შაშხანას წინ წაიწიოს).
კონდახის წინა ნაწილს უნდა ჰქონდეს, წინა საყრდენის ტომარასთან სრული (100%-იანი) შეხება. დანარჩენი კონსტრუქცია შეიძლება შეიცავდეს წინა საყრდენის ვერტიკალურ და ჰორიზონტანულ მარეგულირებენ მექანიზმებს, შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი მექანიზმი იმისათვის რომ წინა საყრდენის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება შესაძლებელი იყოს. აკრძალულია იარაღზე BIPOD-ის მიმაგრება, ნებისმიერი ფორმის, წონის და მწამორებელის

უკანა საყრდენი:
შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი ან რამდენიმე ქვიშიანი ტომარა. უკანა ტომარას შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებნული ოტტოს ნავის ფორმა (ანუ შუა ღარი იმისათვის რომ კონდახის უკანა ნაწილი შუაში ჩადჯეს), თუ იგი არ შეიცავს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მარეგულირებელ მექანიზმს. უკანა საყრდენს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ნაწიბურები, რომლებიც შეიძლება დამაგრებული იყოს სასროლი მაგიდის ზედაპირზე ან ტომარაში.

ტომრები:
ტომრები დამზადებული უნდა იყოს ტყავისგან, ან ნაჭრისგან (მაგალითად Condura), რომლებიც შევსებული იქნება ქვიშით, ან სხვა მარცვლეოლით, ქარხნული, ან ბუნებრივი წარმოშობის. ტომრების მასალა უნდა იყოს მოქნილი და მაქსიმუმ შეიძლება იყოს მასალის სისქე 3 მილიმეტრი(0,12 დუიმი). ტომრის ძირი შეიძლება იყოს უფრო სქელი, საჭიროების შემთხვევაში მასალა მოწმდება ნაკერების ადგილებზე. არ დაიშვება და მიუღებელია სქელი ტყავი, პლასტიკატი და ხე რომლებიც დაფარულია ტყავით.
ტომრების ზედაპირზე შეიძლება გამოყენებული იყოს სრიალ საწინააღმდეგო ელემენტები, ისეთი როგორიცაა ტალკი და ფირი რომელიც არ შეიცავს წებოვან ფენას.

შაშხანების ჩამაგრება საყრდენებში:
შაშხანის საყრდენებში ჩამაგრების დონის გასარკვევად მსაჯი შაშხანას წევს ზედა მიმართულებით, ამასობაში შაშხანას არ უნდა აყვეს წინა, ან უკანა საყრდენი.
თუ წინა, ან უკანა საყრდენი აიწევა თოფთან ერთად, მაშინ საყრდენი უნდა აიწონოს თოფთან ერთად და გამოვლინდეს თოფის კლასი, რომელშიც მას შეუძლია მონაწილეობა.
მსაჯმა შეიძლება შაშხანა წაწიოს წინ, ან უკან რომ გაირკვეს საყრდენებში ჩამაგრების დონე, შაშხანის წინა ან უკანა საყრდენი არ შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღის უკუცემის შესაჩერებლად. ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია მსროლელის ნებისმიერი მოწყობილობის მიმაგრება სასროლ მაგიდასთან.

მოწყობილობები ცეცხლის ხაზზე:
ნებისმიერი მოწყობილობა, ან ნივთი რომელიც გამოიყენება სროლისთვის, წარმოადგენს ხელშემწყობ მოწყობილობას, ან აქვს სხვა დანიშნულება, არ შეიძლება გამოჩნდეს ცეცხლის ხაზზე, მისი შემოწმების გარეშე. თუ ასეთი მოწყობილობა იყო მსაჯის მიერ შემოწმებული, მან არ უნდა დატოვოს ცეცხლის ხაზი, ხოლო თუ მოხდება შემთხვევა როდესაც რაიმე მიზეზით ნებისმიერი მოწყობილობა იქნება გატანილი ცეცხლის ხაზიდან, უკან დაბრუნებისას აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ხელახალი შემოწმება.
თუ შემოწმება ჩატარებული არ იქნება, მაშინ ყოველი გასროლა აღინიშნება როგორც მოხვედრა არადასათვლელ ზონაში.

ცეცხლის ხაზი:
უმჯობესია ცეცხლის ხაზი ემთხვეოდეს სასროლი მაგიდის წინა მხარეს. თუ არა და მაშინ ცეცხლის ხაზი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული საღებავით მიწაზე, იატაკზე, ან სასროლ მაგიდაზე.

სასროლი მაგიდა:
მაგიდა უნდა იყოს მყარად დაყენებული. მსროლელს აქვს უფლება დაარეგულიროს სკამი თავისი გემოვნების მიხედვით, შესაბამისად სკამი შეიძლება იყოს რეგულირებადი. თუ მაგიდა არის სტაციონალურად დამონტაჟებული მაშინ იგი საშუალებას უნდა აძლევდეს მსროლელს ისროლოს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარიდან.

ჩათვლითი სროლის დროს არ შეიძება დაკავებული იყოს მაგიდა მსროლელის, კლუბის, ან ჯგუფის მიერ რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას მიმდინარე მატჩში. მატჩის დროს პოზიცია არ უნდა დატოვოს მონაწილე მსროლელმა, ასევე აკრძალულია ცეცხლის ხაზზე გასვლა. ასევე აკრძალულია ცეცხლის ხაზზე გასვლა იმ მონაწილეებისთვის და მაყურებლებისთვის ვინც არ მონაწილეობენ მიმდინარე მატჩში.

მსროლელის და თოფის პოზიცია მაგიდასთან:
შაშხანა ისე უნდა იყოს განთავსებული მაგიდაზე რომ მისი ლულა უნდა სცდებოდეს, მაგიდის წინა პირს, ამასობაში დანარჩენი თოფი, მოწყობილობები და მსროლელი უნდა იმყოფებოდნენ სასროლი ხაზის უკან.

თავისუფალი სასროლი მაგიდები:
არც მსროლელებს და არც სხვა სპორტსმენ ჯგუფებს და მაყურებლებს არა აქვთ უფლება დაიკავონ თავისუფალი ჩათვლითი მატჩის დროს მაგიდები თუ ისინი პირადად არ მონაწილეობენ მატჩში.



ჩემპიონატების ჩატარება

სამიზნეები:
შეჯიბრებაში გამოიყენება ოფიციალური სამიზნეები. მიღებული სტანდარტებისგან განსხვავებული სამიზნეების გამოყენება არ შეიძლება. თუ გამოიყენება ამ სამიზნეების ლოკალურად ამობეჭდილი ვერსიები, ისინი შეთანხმებული უნდა იყოს ფედერაციის წარმომადგენლებთან.

სამიზნეების რაოდენობა:
სპორტსმენს მიეწოდება ერთი სამიზნე ერთ მატჩზე. იგი უნდა განსხვავდებოდეს, სხვა მსროლელის სამიზნისგან და უნდა გააჩნდეს თავისი შეჯიბრების ნომერი, ფერი, ან სხვა ვიზუალურად მკაფიოდ გამოსახული აღმნიშვნელი.

სამიზნის ჩამოვარდნა:
თუ სროლის დროს რაიმე მიზეზის გამო სამიზნე მსროლელისთვის მიუწვდომელი ხდება, მატჩი არ ჩერდება. მიმდინარე მატჩის დამთავრების შემდეგ მსაჯს შეუძლია დაუნიშნოს მონაწილეს დამატებითი დრო მატჩის დასამთავრებლად.

დაკარგული სამიზნეები:
თუ სამიზნე დაკარგულია (მაგალითად მოწყვიტა ქარმა და გაიტაცა, ან რაიმე სხვა მიზეზების გამო), ამასობაში მსროლელმა დახარჯა ყველა მასზე გაცემული სამიზნეები, მაშინ დაკარგული სამიზნეების ქულების დათვლისას მოხდება კლასში ყველაზე ცუდი შედეგის ჩათვლა.

სამიზნეების განხილვა:
ყველა ნასროლი და დათვლილ დაანგარიშებული სამიზნეები უნდა იყოს განთავსებული ხელმისაწვდომ ზონაში, სადაც მათი ნახვა ყველა მსურველს ექნება. აკრძალულია სამიზნეების წაღება მანამდე სანამ პირველადი შეფასების მერე არ გავა გაპროტესტების დრო. გაპროტესტების დროს, არბიტრს შეუძლია ამოიღოს სამიზნე და ხელახლა გადაითვალოს ქულები. სამიზნეები რომლებიც გაზომილი იყო .22 კალიბრის საზომით შეიძება მხოლოდ კიდევ ერთხელ იყოს გაზომილი, მხოლოდ მაშინ როდესაც არბიტრი გააპროტესტებს ქულებს. ქულების და შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, გაპროტესტება შეუძლებელია. სამიზნეების შენახვა ხდება მატჩის/ჩემპიონატის მთავარ მსაჯთან. თუ მონაწილე ამა თუ იმ მიზეზით იქნება დისკვალიფიცირებული მაშინ მატჩის ცხრილში მისი რეზულტატი ჩაიწერება როგორც DQ (Disqualified). მატჩის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი უთითებს დისკვალიფიკაციის მიზეზს შედეგების ცხრილში. თუ მონაწილე ვერ ჩაეტია მისთვის გამოყოფილ დროში, მაშინ შედეგების ცხრილში ჩაიწერება DNF.

სამიზნეების ამოღება:
მონაწილეს შეუძლია გააპროტესტოს სამიზნეზე დათვლილი ქულების რაოდენობა გამოცხადებიდან 20 წუთის განმავლობაში. სამიზნის ამოღება გაპროტესტების დროის შემდეგ, ავტომატურად უხსნის მონაწილეს გაპროტესტების უფლებას და შეიძლება მისი დისკვალიფიკაციაც გამოიწვიოს. ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ სამიზნეების შენახვა ჩემპიონატის მსვლელობის დროს იმ მონაწილეებისათვის, ვისაც არ სურს თავისი სამიზნეების ხელზე მიღება ჩემპიონატის დამთავრებამდე.

მსაჯების ზონა:
აუცილებელია მსაჯების ზონის გამოყოფა სადაც შეზღუდული იქნება მონაწილეების და მათი თანმხლები პირების წვდომა. მსროლელების შედეგებს მსაჯები წერენ სამიზნის წინა მხარეს და შედეგს იწერენ შესაბამის უწყებაში.

ნასროლი ხვრელები შეფასება:

უკეთესი რეზულტატის პრინციპი:
თუ ნასროლი ხვრელი ეხება უფრო მაღალ ქულის ზონას - ითვლება უკეთესი რეზულტატი. ხვრელი რომელიც ეხება შიდა რგოლს (Х) ითვლება როგროც Х (იქსი), (შენიშვნა 25 მეტრიანი დისტანციისთვის - 10-ქულიანი ზონა მთლიანად უნდა იყოს დაფარული ხვრელით იმისათვის რომ ჩაითვალოს Х-ად). სამიზნის ქულა იწერება ყოველ სამიზნესთან სპეციალურად გამოყოფილ უჯრაში. თუ მოხვედრა ფიქსირდება რგოლში რომელიც არ ეხება შესაფასებელი რგოლების ყველაზე დიდ რგოლს, ითვლება როგროც 0 ქულა. ნამტვრევები, შრაპნელი და რიკოშეტები არ ითვლება. მაქსიმალური შესაძლებელი ქულების რაოდენობა ერთ სამიზნე ქაღალდზე არის 250 ქულა და 25X.

სამიზნის საზღვრების შეხება.
ყველა ხვრელი რომლებიც არ ეხება და არ არის სამიზნის ოთხკუთხედ საზღვრებში ფასდება როგორც ნოლი ქულა.

სამიზნეში არსებული ნახვრეტის გასაზომი ხელსაწყო.
ყველა ნახვრეტი რომლის შეფასებაც ვიზუალურად შეუძლებელია, მოწმდება სპეციალური სერთიფიცირებული .22 კალიბრის ხვრელსაზომით, როგორც პნევმატური ასევე ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი სამიზნეების შემთხვევაში (იარაღის კალიბრი არ შეიძლება .22 კალიბრზე მეტი იყოს), ასეთი სამიზნე მოინიშნება სიმბოლოთი P და მისი ხელმეორეთ გაზომვა ქულების დათვლის დროს დაუშვებელია, ხელახალი გაზომვა შესაძლებელია მხოლოდ გაპროტესტების დროს მხოლოდ ერთხელ და ისიც შესაბამისი კომიტეტის, ან არბიტრაჟის მიერ.
.22 კალიბრის ხვრელსაზომი გამოიყენება ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღით ნასროლი სამიზნეების გასაზომად იმისათვის რომ გათანაბრებული იყოს შანსები (წვრილი კალიბრისა მსხვილი კალიბრის მიმართ).

სროლა
მსროლელს აქვს საშუალება თავიდან რამდენიმე გასროლა გააკეთოს მისროლის ზონაში. სროლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ მისროლის ზონაში ნასროლი დრო ეხარჯება მომხმარებელს მატჩისთვის გამოყოფილი დროიდან, დამატებითი დრო არ გამოეყოფა მსროლელს.

რეკომენდაცია - რადგან სხვა შეჯიბრებებზე ხშირად ფიქსირდება შეცდომა, როდესაც მსროლელმა არ იცის თუ რომელ სამიზნეში აქვს ნასროლი და რომელში არა, ორგანიზატორები რეკომენდაციის სახით გირჩევთ შემდეგს
- ჩათვლით სამიზნეებში სროლის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ თანმიმდევრულად მიყვეთ ჩათვლით სამიზნეებს ჰორიზონტალურად, ან ვერტიკალურად რომელიც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება
- შეეცადეთ არ დაბრუნდეთ მისასროლ ზონაში, რაც ყველაზე ხშირად იწვევს გაუგებრობას მსროლებებში და შემდეგ ვერ იხსენებენ, თუ რომელ ჩათვლით სამიზნეზე მოახდინეს ბოლო გასროლა
- დათვალეთ ჩათვლი გასროლები, ან აიღნიშნეთ ყოველი გასროლის შემდეგ თუ რომელ სამიზნეს ესროლეთ უკვე.
- სურვილის შემთვევაში შესაძლებელია მაგიდაზე განთავსებული იყოს ჩათვლითი გასროლებისთვის გამოყოფილი 25 ტყვია, რომელიც გარკვეულ ათვლის შესაძლებლობას მოგცემთ, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით იყავით და ჩათვლითი ზონისთვის გამოყოფილი ტყვიები არ დახარჯოთ მისასროლი ზონისთვის
- ნუ შეეცდებით გვერდზე მჯდომ მონაწილეს დაეკითხოთ დახმარების კუთხით და გადაგიმოწმოთ, თუ რომელ სამიზნეებში არის უკვე ნასროლი და რომელში არა, ამით თქვენ ხშირად იწვევთ სხვა მონაწილის იგივე გაუგებარ სიტუაციაში ჩაყენებას და მისი ყურადღების გაფანტვას


რამდენიმე ნასროლი ერთ სამიზნეში:
თუ მიზანში არის რამდენიმე ნახვრეტი, ქულები დაითვლება ყველაზე ცუდი შედეგის მიხედვით, გარდა ამისა ყოველ ზედმეტ ნახვრეტზე საერთო ქულების რაოდენობას დააკლდება თითო ქულა.

სამიზნის კვადრატებს შორის მოხვერდა:
- თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და არ ეხება კვადრატებს, გასროლა ჩაითვლება როგორც საჯარიმო და ფურცლის საერთო ქულების რაოდენობას გამოაკლდება 1 ქულა.
- თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და ეხება კვადრატს რომელშიც ასევე არის ჩათვლითი ხვრელ, ანუ სამიზნე დაზიანებულია (მოხვედრილია) გასროლა ჩაითვლება როგროც 0 ქულა (მინიმალური შეფასებით) და მინუს ერთი ქულა ამ მიზნე ქაღალდის საერთო ქულებიდან (ზედმეტი ნატყვიარების საჯარიმო ქულა)
-თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და ეხება კვადრატს რომელშიც სამიზნე არ არის დაზიანებული, გასროლა ჩაითვლება როგორც 0 ქულა, საჯარიმო ქულების გარეშე.

თუ სამიზნე არ არის დაზიანებული (სამიზნის წრეს არ შეეხო, მაგრამ ნახვრეტი სამიზნის კვადრატშია, ან კვადრატს ეხება) ასეთი გასროლა ფასდება 0 ქულად საჯარიმო ქულების გარეშე.





შედეგების გამოქვეყნება:
მას შემდეგ რაც ერთი კლასის ყველა შედეგი დათვლილი იქნება, ხდება შედეგების პირველადი ამობეჭდვადა გადამოწმება შეცდომებზე, ამის შემდეგ კი ხდება შეძლებისდაგვარად შედეგების სამიზნეებთან ერთად გამოიკვრა, შედეგების ზონაში .



ერთნაირი საპრიზიორო ქულების მქონე სამიზნეების შედარება
თუ აღმოჩნდება რომ გამარჯვებულ პირველ სამეულში არის რამდენიმე მონაწილის შედეგი რომლებიც ერთნაირი ქულების მქონეა, ძნელია მოგებულის განსაზღვრა და ადგილების განაწილება, მაშინ ხდება შედარება თუ რომელ სამიზნეს აქვს უფრო მეტი X-ები, თუ X-ების რაოდენობაც ერთნაირია მაშინ დაითვლება 10 ქულა რომელ სამიზნეში ჭარბობს, კრიტიკულ შემთვევაშ ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს 9-აინი ქულების შედარებაც, თუ ყველა მონაცემი მაინც დაემთხვა და შეუძლებელია გამარჯვებულის გამოყოფა, მაშინ საპრიზიორო ქულების მქონეებს შორის უნდა განხორციელდეს დამატებითი ტური სადაც განისაზღვრება გამარჯვებული.


მოთხოვნები კონდახის მიმართ

გამომდინარე იმ გარემოებიდან რომ ამ ეტაპზე შეჯიბრში მონაწილეობას იღებს მცირე რაოდენობა, არ არის ბაზარზე შემჩნეული განსაკუთრებული ცვლილებები კონდახებთან მიმართებაში, 2021 წლის BR-ის შეჯიბრზე მიღებულია გადაწყვეტილება არ იყოს აქცენტირებული ყურადღება კონდახის ფორმაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს ფორმულირება ეხება მხოლოდ 2021 წლის შეჯიბრს და არაა სავალდებულო რომ ვრცელდებოდეს სხვა წლების შეჯიბრზე.



EURO BR:
იანგარიშება საუკეთესო შედეგის პრინციპით (Inward scoring)
უკეთესი შედეგის პრინციპი: თუ ხვრელი შეეხო უფრო მაღალი შეფასების ზღვარს - ითვლება მაღალი ქულა.
ყველა სამიზნის შესაფასებლად გამოიყენება .22 კალიბრის ხვრელმზომი.
ხვრელი რომელიც შეეხო შიდა წრეს (ანუ X-ის წრეს)ითვლება როგორც X-ი (თუ სროლა მიმდინარეობს 25 მეტრზე მაშინ 10-იანის ზონა სრულად უნდა იყოს დაფარული ხვრელით რომ ხვრელი ჩაითვალოს X-ად.). შეფასება თითოეულ მოხვედრაზე იწერება თითოეული სამიზნის კვადრატში არსებულ გრაფაში. სამიზნის ზონაში მოხვედრა ისე რომ ხვრელი არ ეხება ყველაზე დიდ შემფასებელ რგოლს, ითვლება 0 ქულად. ნამსხვრევები და რიკოშეტის ხვრელები არ ითვლება. მაქსიმალურად შესაძლებელია 250 ქულის და 25Х-ის დაგროვება.

აცდენა სამიზნის ზონაში: ყველა ხვრელი რომელიც არ ხვდება სამიზნეს, ითვლება ნოლიანად.
ჩასათვლელ ზონაში ყოველ ზედმეტ ხვრელზე ითვლება შედეგიდან მინუს 1 ქულა.

პრაქტიკაზე გამოიყურება ასე: -

1) ხვრელი არის კვადრატებს შორის, არ ეხება კვადრატებს, ამასობაში ყველა სამიზნე დაზიანებულია (გახვრეტილია, ანუ ზედმეტი ხვრელია კვადრატებს შორის, 26-ე ხვრელია):
2011-2021 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
-1 ქულა საერთო შედეგებიდან

2) ხვრელი ეხება კვადრატს რომელშიც სამიზნე დაზიანებულია:
2011-2021 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
ხვრელისთვის ითვლება 0 ქულა და -1 ქულა იმისთვის რომელიც ცენტრთან უფრო ახლოსაა

3) ხვრელი ეხება კვადრატს, სამიზნე დაზიანებული არაა:
0 ქულა, საჯარიმო ქულები არ ირიცხება

4) სამიზნეში 2 ან მეტი ხვრელია:
2011-2021 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
ითვლება ყველაზე ცუდი შედეგი და -1 ქულა ყოველ ზედმეტ ხვრელზე.

5) სამიზნე ცარიელია არცერთი ტყვია არაა მოხვედრილი:
0 ქულა. საჯარიმო ქულები არ ირიცხება.


ქულების გამოთვლის სისტემა საერთაშორისო წესებით




უსაფრთხოება
იარაღი შეჯიბრის ზონაში შეიძლება გადაადგილებული იყოს მხოლოდ ლულის ზემოთ მიმართვით.
შეჯიბრის მატჩის დასრულების შმდეგ, მსროლელს შეუძლია ადგეს მაგიდიდან, მაგრამ იარაღი უნდა დარჩეს მაგიდაზე მატჩის დამთავრებამდე. არ დაიშვება დროზე ადრე იარაღის აღება მაგიდიდან და გადაადგილება.

იარაღის გადაადგილება შეჯიბრის ადგილზე შეჯიბრის ზონის გარეთ დაიშვება მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, არ შეიძლება იარაღში იყოს განთავსებული ტყვია, კლიპი და ასევე იარაღი უნდა იყოს გახსნილი ჩამკეტით (ჩახმახით, მიმწოდებლით)

სასროლი პოზიციის წინ ხალხის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად სამიზნეების გაკვრისას), აკრძალულია ხალხის დაჯდომა სასროლ მაგიდებთან, მაგიდებზე განთავსებულ იარაღებთან შეხება, ან რაიმე მიზეზით მაგიდასთან მისვლა (იქნება ეს დარჩენილი ამუნიციის, ან სხვა ნაწილის დადება აღება, ნებისმიერი მიზეზით)

პირველი დარღვევა გამოიწვევს სიტყვიერ მინიშნებას და გაფრთხილებას, მეორე დარღვევა გამოიწვევს მსროლელისთვის 10 ქულის დაკლებას.

თუ პიროვნება შემჩნეულია მუდმივად უსაფრთხოების წესების დარღვევაშ მას შეიძლება უარი ეთქვას შემდგომ შეჯიბრზე მონაწილეობაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:01 PM
Hosted by Pro-Service