გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სანადირო და სათევზაო დანები, დამზადება, გამოწერა, დიზაინი, ფასი, ზომა. (გემოვნება)
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Mar 1 2018, 07:21 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



გამარჯობათ თანაფორუმელებო...

თემა მინდა ეხებოდეს აფსოლიტურად ყველაფერს დანების დამზადების შესახებ. დაე იყოს ის თემა, სადაც მხოლოდ დანებზე დაიწერება. რაღაც თემასავით მახსოვს, ვეძებე და ვერსად ვიპოვე, თუმცა ის თემა როგორც ადრინდელიდან მახსოვს უბრალოდ მფლობელების თვალით იყო განხილული საკუთარი დანები, ამას კი უფრო სხვა მიზნისთვის ვხსნი. (ისე, რომ ვაკვირდები ფორუმის ეს განყოფილება მხოლოდ ჩემია) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაშ ასე...
ჩვენ ყველას გვიყვარს ნადირობა, თევზაობა... უამისოდ ფაქტობრივად შეუძლებელია ჩვენი ცხოვრება, უბრალოდ უაზრო ხდება, მაგრამ ამ ჰობს რომ მიჰყვე აუცილებლად დაგჭირდება კარგი აღჭურვილობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს როგორც სხვა დანარჩენს, ასევე ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს, სანადირო-სათევზაო დანის ქონას.

მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ხალხს შეუძლია შეუკვეთოს და დაამზადებინოს ისეთი დანა, რომელიც მორგებულია შემკვეთის გემოვნებაზე, ეს ადგილია "რუსთავის სამჭედლო". შეუკვეთავთ და რანაირსაც გნებავთ ისეთს დაგიმზადებენ, თუმცაღა, ფასი - ეს ისეთი რამ არის, რის გამოც შეიძლება ადამიანმა უარი თქვას თავის დანის დამზადებაზე, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. sad.gif

აქვე მინდა დავსვა კითხვა იმ ადამიანების მიმართ ვისაც სახელოსნოები გაქვთ, გიცდიათ თუ არა დანების დამზადება და თუ გიცდიათ რა მეთოდით, რა ლითონით, ტარისთვის გამიზნული რომელი ხის სახეობით და ასე შემდეგ? თუ დაგიმზადებიათ რაიმე, ფოტოები გვაჩვენეთ, და თუ სხვისთვისაც დაამზადებიდით, რა იქნებოდა მისი ფასი?

მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც ძალიან უნდა ჰქონდეს სანადირო დანა, რომლის დიზაინიც გონებაში უტრიალებს და რომელმაც უკვე სცადა რუსთავის სამჭედლოსთან მოლაპარაკება აღნიშნული დანის დამზადების თაობაზე და მათ კი ისეთი ფასი მოუხიეს, რომ ამდენი ხნის ნანატრი დანა, გონებიდან იმწამსვე აორთქლდა biggrin.gif თუმცაღა სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა, რომ საინტერესოც ყოფილიყო და ერთმანეთის დახმარებაც შეგვძლებოდა. ამიტომ ვიკითხე ზემოთ, თუ ვინმე ამზადებთ თქო...

მოკლედ, დანებს ამზადებენ ან ჩვეულებრივი ფოლადით, (რავიცი, როგორც მოეპრიანებათ biggrin.gif ზოგი საერთოდ მანქანის ამორტიზატორს აცხელებს, მერე ასწორებს და ამით ამზადებს დანას biggrin.gif ეს ალბად უფრო სმოყვარულო დონეზე) ან კიდევ დამასკუს ფოლადით. ამ უკანასკნელს აქებენ და როგორც მე ვიცი უფრო მტკიცე თვისებების მქონედ მიიჩნევენ. ამის გამო დამასკუს ფოლადით დამზადებული დანების ფასი რათქმაუნდა შედარებით მაღალია, ვიდრე პირველ შემთხვევაში.

დანებს ასევე ამზადებენ როგორც გამოწვის გარეშე, ასევე გამოწვის შემცველობით. მეორე ვერსია ბევრად უკეთესია, იქიდან გამომდინარე რომ უფრო მდგრადია, გამოწვის გარეშე დამზადებული დანა, რაიმე სხეულის გაჭრისას შეიძლება გატყდეს დიდი ძალის დატანებით, ხოლო გამოწვით დამზადებული დანა ბევრად უფრო მდგრადია და ნაკლებად მტვრევადი.

ერთ ერთ რუსულ ფორუმზე ვნახე მიმოწერა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დანების დამზადებით იყვნენ დაინტერესებულნი და ერთ ადამიანს ვიდეოც ჰქონდა ატვირთული სადაც ერთი ტიპი აჯიბრებდა, ორ ერთნაირ დანას, რომელიც ერთი გამოწვის გარეშე იყო დამზადებული და მეორე გამოწვით. სქელი თოკის გაჭრის შედეგად პირველი ვარიანტის დანა გატყდა, მეორემ კი ბოლომდე გაჭრა აღნიშნული თოკი. (და გამარჯვებულიც გამოვლინდა biggrin.gif) ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ის ვიდიო და თუ ვნახე აუცილებლად ავტვირთავ...

აი ეს ტიპი, ვინმე პიტერი კი დანების სპეციალისტია, თვალსაჩინოებისთვის მისი ერთ-ერთ ვიდეოს ბმული ჩავსვი. საკმაოდ კარგ დანებს ამზადებს, მემგონი მოყვარულია. ყველა საჭირო ჩარხი და ატრიბუტი კი აქვს ამ საქმიანობის განსახორციელებლად და რა ვიცი...

ვახ, ეს ვიდეო რატო არ აჩვენებს არ ვიცი, მაგრამ სახელში რომ მაქვს ლინკი ჩაკოპირებული ზემოთ, მადედან გადადით...



პირადად მე მომწონს აი ეს დამასკუს ფოლადით დამზადებული დანა,



რომლის გამოწერაც შემიძლია და სულ რაღაც 95 ლარში ჩამომივა წონის თანხის გადახდიანად და რომელთან დაკავშირებითაც "რუსთავის სამჭედლოს" ვკითხე, მაგრამ იმხელა თანხა მომიხიეს რომ ცხადია გადავიფიქრე მათთან დამზადება. როგორც უკვე ვთქვი, გამოვიწერდი, მაგრამ პრობლემა ის არის რომ დანის პირის სიგრძე 9.2 მმ-ია, რაც ძალიან მეცვოტავება. ამიტომ მაინტერესებს თუ ვინმეს შეგიძლიათ ზუსტად ასეთი დანის დამზადება , რომელიც ზომით უფრო დიდი იქნება? ჯანდაბას თუ დამასკუს ფოლადით არ იქნება. რა იქნება თქვენი ფასი?

ველი უფრო ხელოსანთა გამოხმაურებებს... smile.gif

ეს დანაც ძალიან მომწონს...

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
sekurifa
პოსტი Mar 2 2018, 10:00 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ამჟამად არაფერი არ მაქვს. ბალგარკა დამებრიდა რემონტმა შეიწირა და არც ალმასის დისკი არ მაქვს. ჯართებში ვარ გასავლელი იქნებ ცოტა სქელი ხერხი დისკი ვიპოვო ასე 3მმ იანი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Mar 2 2018, 10:20 PM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(sekurifa @ Mar 2 2018, 11:00 PM) *
ამჟამად არაფერი არ მაქვს. ბალგარკა დამებრიდა რემონტმა შეიწირა და არც ალმასის დისკი არ მაქვს. ჯართებში ვარ გასავლელი იქნებ ცოტა სქელი ხერხი დისკი ვიპოვო ასე 3მმ იანი.

ბარგალკა მე მაქვს, რა არის საჭირო მითხარი და რაც მაქვს გადმოვზიდავ biggrin.gif ან და, შენ მოდი ჩემთან და აქ ვიმუშავოთ :*
3 მმ კარგია, მაგრამ უფრო მოსახერხებელი რომ იყოს მემგონი 2 ან მაქსიმუმ 2.5 იანი უკეთესი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ ლოსს და დათვს მაინცდამაინც ვერ მოვინადირებთ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 04:52 PM
Hosted by Pro-Service