თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ს.პ.ი.მ.ა. _ სპიმა - ს ლოგო

პოსტის ავტორი: Jah Feb 7 2009, 11:57 AM

საკმაოდ სერიოზული ატრიბუტია, რომელიც ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას.
საუბარი წავა "თბილისის პნევმატური იარაღის მოყვარულთა კლუბი" თკიმპ-ის ლოგოზე.
ისევ და ისევ გავიმეორებ, ამის აუცილებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია :rolleyes:
გთავაზობთ ამ თემაში განვიხილოთ რა უნდა იყოს გამოსახული ჩვენს ლოგოზე და საერთოდ ფორმა, ფერი და ასე შემდეგ. შესაძლებელია ვარიანტების დადება განსახილველად. სამომავლოდ იქნება შემოთავაზება, ჯერჯერობით არაოფიციალურ კლუბში გაწევრიანება. და წევრების ავატარებზე აუცილებლად, უნდა იყოს განთავსებული კლუბის ლოგო.
იმედი მაქვს რომ ჩემსავით პნევმოთი დაავადებულებს ბევრს ვიპოვი biggrin.gif
ასე რომ წავიდა wink.gif

PS
საკმაოდ ბევრი, ლოგოს ვარიანტები რომ შეგროვდება, ჩავატარებთ ფარულ :P კენჭისყრას გამარჯვებული დასაჩუქრდება... რითი ჯერ არ მომიფიქრებია მაგრამ კარგი რამით :rolleyes:

PPS
შეიძლება ვიღაცას არასერიოზულად მოეჩვენოს ეს ყვეაფერი მაგრამ ყველას თავისი ტარაკნები აქვს... ასე რომ ჩემნაირებს ველი :blink:

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 9 2009, 10:29 PM

მე სხვა ქართულ ფორუმზე ველოდებოდი შენს წინადადებას და იქ რომ წავიკითხე პირველად ისე ავენთე რომ აი ასეთი ვარიაციები მოვიფიქრე:



იმ ფორუმიდან სურათს მოვაცილებ, რადგან იდეაში პირდაპირ აირგანერებს ეხება ეს თემა.

ჰო რა თქმა უნდა ტექსტი და განლაგება საექსპერიმენტოა, თავის დროზე რა კონკრეტულ აბრევიატურაზე გაჩერდებოდა არჩევანი არ ვიცოდი. მოკლედ რა თქმა უნდა ყველაფრის შეცვლა შეიძლება. შეიძლება საერთოდ დაბრაკვა და გადაგდებაც smile.gif

საერთოდ ლოგოებთან დაკავშირებით მინდა ყველა პოტენციურ დიზაინერს შემდეგი შემოგთავაზოთ.

ლოგოტიპების კეთებაში გარკვეული გამოცდილება მაქვს და ამიტომა გარკვეულ მსოფლიო სტანდარტებს გაგაცნობთ, რა თქმა უნდა ეს შეგიძლიათ უგულველყოთ, მაგრამ სასურველი დავიცვათ:

1) ლოგოტიპი აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული ვექტორული გრაფიკით და შენახული უნდა იყოს შესაბამის ფორმატში (AI, EPS, CDR და ასე შემდეგ)
2) სასურველია გამოყენებული იყოს 2 მაქსიმუმ 3 ფერი
3) ძალიან გადატვირთული ჩრდილებით და ობიექტებით არ უნდა იყოს

საჭიროა ეს ყველაფერი შემდეგი მიზეზებით, ფოტოშოფში გაკეთებული სურათის გადიდება ვთქვათ პლაკატისთვის შეუძლებელია. ბიტმაპი როდესაც შეიქმნება რა ზომისთვისაც შეიქმნება ის ზომა რჩება, ვექტორის გადიდება დაპატარავება შეიძლება უსასრულოდ თან დანაკარგების გარეშე.

ზედმეტი ფერები საბეჭდ პროდუქციაში იწვევს გადღაბნას

ზედმეტი ობიექტები ფანტავს ყურადღებას და მთავარ იდეას კარგავს, შედეგად მაყურებელი ვერ იმახსოვრებს რასთან აქვს საქმე, და სურვილის შემთხვევაში ვერ გაიხსენებს მის ფორმას.

მაგალიტად ჩემს მიერ გაკეთებული დიზაინი შეიძლება აზრს გამოხატავს, მაგრამ მიმაჩნია რომ გადატვირთულია. უნივერსალურია ლოგოტიპი, ერთი ორი ობიექტით როდესაც არის გაკეთებული, მაგალითად ნაიკი, რიბოკი, მარტივია და ამასობაში ყველას ტვინში გამჯდარია smile.gif

P.S. კიდევ ერთი იდეა მაწუხებს და ვნახოთ რა გამოვა იმისგან smile.gif

პოსტის ავტორი: vito Feb 9 2009, 11:17 PM

ყველაფერი გასაგებია და სწორია, ლოგო უნდა იყოს 2-3 ფერში, ადვილად აღსაქმელი და მარტივი, მაგრამ მე უკეთეს და მარტივს შემოგთავაზებთ, მოხალისეებმა გავიკრათ ჯიბეზე ხელი და დაუკვეთოთ რაიმე ფირმას ან მხატვარს, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული ეს ლოგო, გააკეთოს რამოდენიმე ვარიანტი და ჩავატაროთ გამოკითხვა ან პატარა საბჭო ჩამოაყალიბოს უსტაბაშმა, საიდანაც აირჩევა საუკეთესო ვარიანტი

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 10:22 AM

ja_ja
ძალიან მიხარია რომ, შენ ჩვენთან ხარ.
ნამდვილად კარგი ლოგოტიპებია. მე პირადად მეორე ვარიანტი მომწონს.
რაც შეეხება დიზაინს, კიდე ვარიანტები ძალიან საინტერესო იქნება. აბრევიატურა კი ტ.პ.ი.მ.კ. - "თბილისის პნევმატური იარაღის მოყვარულთა კლუბი".
ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. ასე რომ ველოდები წინადადებებს. შეიძლება კლუბის მაგივრად ასოციაცია... ან საზოგადოება...
მოკლედ არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 10 2009, 02:08 PM

ესეც მეორე ჩანახატი, თან ლაითი ვარიანტია, თან რავიცი, მგონი უფრო დამახსოვრებადი ლოგოა.

შეიძლება ამ შეყვარებულების დაცილებაც, გადაღებვაც და რავი, მოკლედ ყველაფერი შეიძლება smile.gif



ჰოოოო, მოკლედ რავი ველი შეფასებებს და შესწორებების შემოთავაზებას. smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 02:22 PM

ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 11:08 AM) *
ჰოოოო, მოკლედ რავი ველი შეფასებებს და შესწორებების შემოთავაზებას.

მე პირადად მომწონს მეორე ვარიანტი. და რაც შეეხება ტყვიას კარგი იქნება სადმე გამოიყენო იმ ვარიანტში.
ეს, მესამე ვარიანტი ჩემი აზრით ცოტა ბავშვურია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 10 2009, 03:48 PM

ციტატა(Jah @ 10th February 2009 - 03:22 PM) *
ეს, მესამე ვარიანტი ჩემი აზრით ცოტა ბავშვურია


იმიტომაც დავაწერე ლაითი ვარიანტი, იუნიორთა ლიგაა smile.gif smile.gif

ისე მაინტერესებს ინგლისურად "თ.პ.ი.მ.კ" როგორ იქნება?? ბარემ იმ პირველ ვარიანტში ჩავსვავდი და დავდებდი.

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 04:08 PM

ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 01:48 PM) *
ისე მაინტერესებს ინგლისურად "თ.პ.ი.მ.კ" როგორ იქნება??

მაგაშიც არის საქმე რომ ეს არ არის საბოლოო აბრევიატურა... sad.gif
"თბილისის პნევმატური იარაღის" ნაღდად მიღებულია და ბოლოში კლუბი თუ საზოგადოება თუ ასოციაცია თუ ლიგა...
რა ვიცი მოკლედ ტვინი ამიდუღდა უკვე... შენ რას ფიქრობ დასახელებაზე?

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 04:08 PM

ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 01:48 PM) *
ისე მაინტერესებს ინგლისურად "თ.პ.ი.მ.კ" როგორ იქნება??

მაგაშიც არის საქმე რომ ეს არ არის საბოლოო აბრევიატურა... sad.gif
"თბილისის პნევმატური იარაღის" ნაღდად მიღებულია და ბოლოში კლუბი თუ საზოგადოება თუ ასოციაცია თუ ლიგა...
რა ვიცი მოკლედ ტვინი ამიდუღდა უკვე... შენ რას ფიქრობ დასახელებაზე?

პოსტის ავტორი: vito Feb 10 2009, 04:31 PM

ციტატა(Jah @ Feb 10 2009, 01:08 PM) *
მაგაშიც არის საქმე რომ ეს არ არის საბოლოო აბრევიატურა... sad.gif
"თბილისის პნევმატური იარაღის" ნაღდად მიღებულია და ბოლოში კლუბი თუ საზოგადოება თუ ასოციაცია თუ ლიგა...
რა ვიცი მოკლედ ტვინი ამიდუღდა უკვე... შენ რას ფიქრობ დასახელებაზე?




კლუბი, კლუბი smile.gif
ან კიდევ თუ გინდათ რომ მარტივად წარმოითქმებოდეს "ბილისი" ამოიღეთ და კლუბის მაგივრად "ასოციაცია" ჩასვით და გამოვა "პიმა"

რავარია? smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 04:43 PM

ციტატა(vito @ 10th February 2009 - 02:31 PM) *
კლუბი, კლუბი
ან კიდევ თუ გინდათ რომ მარტივად წარმოითქმებოდეს "ბილისი" ამოიღეთ და კლუბის მაგივრად "ასოციაცია" ჩასვით და გამოვა "პიმა"

რავარია?

ისე "თბილისის" ამოღებაზე მეც ვფიქრობდი...
მიკლედ ერთობლივად ვიფიქროთ...
შეიძლება სულ შევცვალოთ.
მხოლოდ აზრი უნდა იყოს ერთი - აირგუნ-ერების ორგანიზაცია...

პოსტის ავტორი: vito Feb 10 2009, 04:59 PM

ხოდა მშვენიერია "პნევმატიური იარაღის მოყვარულთა ასოციაცია - პიმა"
ისე რაც უფრო მოკლე დროში წყდება ესეთი საკლითხები უკეთესია, თორე დრო რომ გადის 1000 ვარიანტი შემოდის,
ერთს მოეწონება მეორეს არა და მოდის დავიდარაბა, ამიტომ რაც გესიამოვნებათ დაარქვით და მორჩება,

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 10 2009, 05:47 PM

vito

ციტატა(vito @ 10th February 2009 - 05:59 PM) *
ისე რაც უფრო მოკლე დროში წყდება ესეთი საკლითხები უკეთესია, თორე დრო რომ გადის 1000 ვარიანტი შემოდის,
ერთს მოეწონება მეორეს არა და მოდის დავიდარაბა, ამიტომ რაც გესიამოვნებათ დაარქვით და მორჩება,

ამაში მართალი ხარ.

მარა მე პირადად თავს შევიკავებ, დასახელებებში ყოველთვის რაღაც სისულელეები მომდის ხოლმე თავში, ატასში ერთელ თუ ჩამოვაყალიბებ ხოლმე ნორმალურს.

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 08:50 PM

მოკლედ დასახელება გადაწყვეტილია ს.პ.ი.მ.ა - საქართველოს პნევმატური იარაღის მოყვარულთა ასოციაცია.
ახლა თემის სათაურსაც შევცვლი.

პოსტის ავტორი: parna Feb 10 2009, 09:41 PM

GAC geo airguners club :rolleyes: ძალიან გრძელი სახელი არა რაა

პოსტის ავტორი: Jah Feb 10 2009, 10:18 PM

ციტატა(parna @ 10th February 2009 - 07:41 PM) *
GAC geo airguners club rolleyes.gif ძალიან გრძელი სახელი არა რაა


კი გასაგებია, მაგრამ ბევრი ვიმსჯელეთ... მოკლედ გადაწყვეტილია ს.პ.ი.მ.ა
ახლა რომ ასე არ დავარქვათ, მერე მთელი ჩალიჩი უნდა გაიარო თავიდან, როდესაც ამას სერიოზული, ოფიციალური სახე მიეცემა.
ასოციაციაში კი შევა მერე შემდეგი განყოფილებები - FT, HFT, NHFT, BR25/50 და Long Range. ასე არის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებში.
ხო და ჩვენც დავიწყოთ ეგრევე სწორად. მართალია, თავიდან ძალიან რარიბულად, მაგრამ ყველაფერი როდესღაც 0-დან იწყებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: vito Feb 10 2009, 11:25 PM

ციტატა(Jah @ Feb 10 2009, 07:18 PM) *
კი გასაგებია, მაგრამ ბევრი ვიმსჯელეთ... მოკლედ გადაწყვეტილია ს.პ.ი.მ.ა
ახლა რომ ასე არ დავარქვათ, მერე მთელი ჩალიჩი უნდა გაიარო თავიდან, როდესაც ამას სერიოზული, ოფიციალური სახე მიეცემა.
ასოციაციაში კი შევა მერე შემდეგი განყოფილებები - FT, HFT, NHFT, BR25/50 და Long Range. ასე არის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებში.
ხო და ჩვენც დავიწყოთ ეგრევე სწორად. მართალია, თავიდან ძალიან რარიბულად, მაგრამ ყველაფერი როდესღაც 0-დან იწყებოდა smile.gif



+100000

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 11 2009, 09:31 AM

ოკ.

ესეიგი ჩემს ლოგოებსაც გადავაკეთებ სპიმა-ზე

ისე სპიმა უფრო ნორმალურად გამოითქმება ვიდრე თპიმკ smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Feb 25 2009, 07:17 PM

ვახ ამდენიხანია ამ ფორუმზე ვარ და აქ რა არ შემომიხედია ჯერ ???


მოკლედ, ფიზიკურად თუ ვერ მოვახერხე, სულიერად თქვენს გვერდში მიგულეთ wink.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 16 2009, 01:38 AM

ვაუ, ეს თემა ახლა ვნახე!!!
უშუალოდ ჩემი პროფესიაა...

სიამოვნებით წავიმუშავებ.
ისე ყველაზე გენიალური რუსეთის მსროლელთა კავშირის
ემბლემაა, ვისაც არ უნახავს აი ეს დახვეწილი და ლაკონიური
ნამუშევარი: http://shooting-russia.ru/
და სამომავლოდ შევთანმხდეთ, ლოგტიპი და ემბლემა ორი
სხვა და სხვა რამ არის wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 16 2009, 11:29 AM

Gigabyte13
აბა ველოდებით შენს შემოთავაზებებს smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 1 2009, 05:34 PM

მოგესალმებით. ეს არის სპიმა-ს ემბლემის შავი ვარიანტები, ანუ არც ესენი არის დამთავრებული და არც ბოლო ვარიანტებია...



კონსტრუქციული კრიტიკა მისასალმებელია.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 1 2009, 07:59 PM

ციტატა(Jah @ Oct 1 2009, 07:34 PM) *
მოგესალმებით. ეს არის სპიმა-ს ემბლემის შავი ვარიანტები, ანუ არც ესენი არის დამთავრებული და არც ბოლო ვარიანტებია...



კონსტრუქციული კრიტიკა მისასალმებელია.

მე პირველი ვარიანტი მირჩევნია, რატომღაც მაგრად მომეწონა, საქართველოს რუკის გამოჩენაც მგონი კაი იდეაა და რაღაც მოხდენილადაა

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 1 2009, 08:56 PM

იცი რა არ ვიცი მაგრამ მე პირადად ამ ლოგოს რომ ვხედავ რაღაც აფხაზეთით და ოსეთის ომზე დოკუმენტური ფილმები მახსენდება , არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემში მაგ ასოციაციას იწვევს , აუცილებელია საქართველოს რუკა?

პოსტის ავტორი: dawiti Oct 1 2009, 09:15 PM

ჩემი აზრით საქართველოს რუკა რომ მოვაცილოთ უფრო კარგი ლოგოები გამოვა, ორივე ვარიანტი კარგია smile.gif
ცუდად ნუ გამიგებთ საქართველოს რუკის მოშორების თაობაზე.

პოსტის ავტორი: Jah Oct 1 2009, 09:35 PM

ციტატა(giorgi @ 1st October 2009 - 08:56 PM) *
აუცილებელია საქართველოს რუკა?

ციტატა(dawiti @ 1st October 2009 - 09:15 PM) *
ჩემი აზრით საქართველოს რუკა რომ მოვაცილოთ უფრო კარგი ლოგოები გამოვა

სხვათაშორის დღეს რომ ვამთავრებდი და შევხედე... მეც რაღაც სამხედრო სატელევიზიო გადაცემის ემბლემად მეჩვენა...
ხვალ მოვაცილებ რუკას... და ალბათ პნევმო-ტყვიას ჩავსვავ... ვნახოთ რა გამოვა

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 1 2009, 09:52 PM

ჩემი აზრი გაინტერესებთ? (როგორც პროფესიონალის)

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 1 2009, 09:57 PM

Gigabyte13
თავისთავად smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 1 2009, 10:52 PM

ნუ როგორც ვხედავ ჩემი ვერსია მოშორებულია განხილვიდან...

1. სავაჭრო მარკის თუ საზოგადოების აიდენტიკის გრაფიკულ გამოსახულებას "ლოგო" არ ეწოდება.
2. ლოგო, ბერძნული სიტყვა "ლოგოს"-იდან მოდის და ნიშნავს სიტყვას.
3. ლოგოტიპი(logotype), არის სავაჭრო მარკის აღმნიშვნელი სიტყვის ორიგინალური მოხაზულობა
(ორიგინალური შრიფტი) სადაც ლოგოს - სიტყვაა და ტაიპ ( Type) ნიშნავს სრიფტს.

4. გაგიზიარებთ მხოლოდ ერთ-ერთ პოზიციას რაც ვისწავლე 6 წლის განმავლობაში უმაღლესში:
ლოგოტიპზე მუშაობა იწყება მილიმეტრიან ფურცელზე ორიგინალური საშრიფტო გარნიტურისა და ნიშნის ანუ
ემბლემის აგებით რომელიც სასურველია, რომ ჩაიხაზოს 1სმ/კვ-ში.
5. გრაფიკული რედაქტორის ცოდნა სულაც არ ნიშნავს გრაფიკული დიზაინისა და ერგონომიკის კანონების ცოდნას.
6. აიდენტიკის შექმნისას გასათვალისწინებელია სატირაჟო ტექნოლოგიებისა და სახვითი ზედაპირის მასალების
ხარისხის ცოდნა.

ჩემი კომენტარი, ესთეტურად მისაღებია, მაგრამ დიზაინის ანუ ფორმის ფუნქციონალურობისა და სემანტიკის
თვალსაზრისით -3. smile.gif
ნუ რა თქმა უნდა თუ ჩემ აზრს გაითვალისწინებთ.

პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: Davitus Oct 2 2009, 03:49 AM

Gigabyte13 საწყენად არ მიიღო მაგრამ, ვერაფერი ვერ გავიგე, გლეხურად აგვიხსენი უბრალო მოკვადვებს biggrin.gif


Jah
იმ პირველ ლოგოში, აფხაზეთი რატომ გყავს ამოღებული მიზანში...

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 2 2009, 07:37 AM

Davitus
+1 smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 2 2009, 09:12 AM

ციტატა(Gigabyte13 @ 1st October 2009 - 11:52 PM) *
ჩემი კომენტარი, ესთეტურად მისაღებია, მაგრამ დიზაინის ანუ ფორმის ფუნქციონალურობისა და სემანტიკის
თვალსაზრისით -3.
ნუ რა თქმა უნდა თუ ჩემ აზრს გაითვალისწინებთ.

მე არ ვარ პროფესიონალი დიზაინერი, და არ სად არ მისწავლია ეს საქმე, თუმცა ამ სფეროში ვმუშაობ უკვე 14 წელი.
რა თქმა უნდა ვერ შეგეკამათები ვერც დიზაინში ვერც მის ტექნიკურ ასპექტში და ვერც თერმინოლოგიაში.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფუნქციონალურობას ან სემანტიკას, რატომღაც უბრალო ფერის შეხამებას და როგორც შენ თქვი ესთეტურობას, უპირატესობას ვანიჭებ.
აი რაც შეეხება ფორმას, მაგაში გეთანხმები, არც მე არ მიმაჩნია რომ ის იდეალურია... ამიტომაც ვთქვი რომ ეს არის შავი ვარიანტები...

ციტატა(Davitus @ 2nd October 2009 - 04:49 AM) *
იმ პირველ ლოგოში, აფხაზეთი რატომ გყავს ამოღებული მიზანში...

biggrin.gif ნამდვილად შემთხვევით... სანამ შენ არ თქვი ვერც გავიაზრე.
ალბათ გულმა მიკარნახა smile.gif მე ხო გაგრელი ვარ...

პოსტის ავტორი: vito Oct 2 2009, 10:20 AM

ვეღარ მივხვდი, ისევ საჯარო გახდა ეს საკითხი?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2009, 11:09 AM

ციტატა
ნუ როგორც ვხედავ ჩემი ვერსია მოშორებულია განხილვიდან...

1. სავაჭრო მარკის თუ საზოგადოების აიდენტიკის გრაფიკულ გამოსახულებას "ლოგო" არ ეწოდება.
2. ლოგო, ბერძნული სიტყვა "ლოგოს"-იდან მოდის და ნიშნავს სიტყვას.
3. ლოგოტიპი(logotype), არის სავაჭრო მარკის აღმნიშვნელი სიტყვის ორიგინალური მოხაზულობა
(ორიგინალური შრიფტი) სადაც ლოგოს - სიტყვაა და ტაიპ ( Type) ნიშნავს სრიფტს.

4. გაგიზიარებთ მხოლოდ ერთ-ერთ პოზიციას რაც ვისწავლე 6 წლის განმავლობაში უმაღლესში:
ლოგოტიპზე მუშაობა იწყება მილიმეტრიან ფურცელზე ორიგინალური საშრიფტო გარნიტურისა და ნიშნის ანუ
ემბლემის აგებით რომელიც სასურველია, რომ ჩაიხაზოს 1სმ/კვ-ში.
5. გრაფიკული რედაქტორის ცოდნა სულაც არ ნიშნავს გრაფიკული დიზაინისა და ერგონომიკის კანონების ცოდნას.
6. აიდენტიკის შექმნისას გასათვალისწინებელია სატირაჟო ტექნოლოგიებისა და სახვითი ზედაპირის მასალების
ხარისხის ცოდნა.

ჩემი კომენტარი, ესთეტურად მისაღებია, მაგრამ დიზაინის ანუ ფორმის ფუნქციონალურობისა და სემანტიკის
თვალსაზრისით -3.
ნუ რა თქმა უნდა თუ ჩემ აზრს გაითვალისწინებთ.

პატივისცემით
გიგა

აუ ძმურად, ჩემნაირ გაუნათლებლებს რო გადაუთარგმნო არ გინდა :lol: :lol: :lol: :lol:

ისე, ლოგო მომწონს, კარგია საქართველოს რუკითაც და რუკის გარეშეც კარგი იქნება. მე პირადად ყველაზე მეტად ეს მომეწონა. თან არაა აუცილებელი საქართველოს რუკის მოშორება, გაერთიანებული საქართველოს რუკა სასიამოვნო შესახედია, თან მიზანში ამოღებულ აფხაზეთსაც მშვენიერი სიმბოლური დატვირთვა აქ (თუ ვინმეს მიზანში ამოღებული აფხაზეთი არ მოეწონება, მისი პრობლემაა)

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 2 2009, 04:07 PM

nihontoman
Jah

კარგით, ჯენტლმენებო, აღარ შეგაწყენთ თავს...
აწი დრო მოვიდა დაუბრუნდე სერიოზულ საქმეს და ტყვუილად
აქ დროის ხარჯვას დავანებებ თავს.

პატარა ლექსიკონი: სემანტიკა აზრის აზრობრივი დატვირთვა.
ანუ თუ გნებავთ "პნევმატური ელემენტის" გამახვილება უბრალო
მსროლელების სილუეტით ამის ასახვა არ გამოგივიდათ...

რაც შეეხება დიზაინს, ეს არის საინჟინრო-საპროექტო და არა დეკორატიული
დარგი, როგორც მაგალითად ფერწერა. აქ ფორმა ფუნქციას მისდევს და არა პირიქით.

ცივილიზებურ საზოგადოებაში, დიზაინერებს ადმინისტრაციულ-პროფესიონალური
კოდექსით ასამართლებენ პროფდანაშაულისათვის, როგორიც არის ტრავმატული
ელემენტების მქონე საგანი (რომელსაც დიზაინერი აპროექტებს), არაკითხვადი
საინფორმაციო პანელი თუ ნიშანი ( რომელსაც ასევე დიზაინერი და ინჟინერ-ერგონომისტი
აპროექტებს).

სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით.
მე 14 წლიდან საოპერაციო
მაგიდასთან ვიდექი სისხლძარღვთა ქირურგიაში (ექსპერიმენტში)
და 1.5 წელი სამედიცინოზეც ვისწავლე, პრაქტიკა საველე ქირურგიაში ომში გავიარე...
გამოცდილება მაქვს იცოცხლე - 2 / ოპერაცია კვირაში 3 წლის განმავლობაში.

სულ მერიდებოდა სამედიცინო პრაქტიკის დაწყება, მეგონა რომ თეორიაც
ტყუილად არ ისწავლება სამედიცინოში პირველი 6 და მერე კიდევ 4წლის განმავლობაში (როგორც მინიმუმ).
აწი დამარწმუნეთ ჩემს კომპეტენტურობაში - თუ ვინმეს რამე შეგაწუხებთ,
ველქამ - გიმკურნალებთ wink.gif

ერთსაც დავამატებ, შეხედეთ რუსეთის მსროლელთა კავშირის ემბლემას და იქნება და
რამე ისწავლოთ. smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 2 2009, 04:39 PM

ნუ მოკლედ მე ვერაფერს ვიტყვი smile.gif
კიდე 2 ვარიანტი:


პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2009, 04:43 PM

ეს ორიც კარგია! მომწონს Jah ოღონდ მეორე უკეთესია, მარა: აქ რაღაც პრინველზე მონადირე ტიპს გავს, აი იგივე ვარიანტი ოღონდ ჩაკუზული მსროლელით დიდი ოპტიკიანი თოფით (პარალაქსის გვერდითა გასწორებით) biggrin.gif უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 2 2009, 08:22 PM

ერთი კითხვა მაქვს, მაგალითად ავირჩიეთ მოგვეწონა რომელიმე ლოგოტოპი, მერე რა ხდება?

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 2 2009, 08:51 PM

Der Rote Baron
biggrin.gif საინტერესო კითხვააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 2 2009, 10:18 PM

ციტატა(George @ 2nd October 2009 - 09:22 PM) *
ერთი კითხვა მაქვს, მაგალითად ავირჩიეთ მოგვეწონა რომელიმე ლოგოტოპი, მერე რა ხდება?

smile.gif ასარჩევად არ დამიდია ეს ვარიანტები... ახლა მხოლოდ სხვადასხვა აზრი მაინტერესებს.
რა თქმა უნდა, თუ ვინმეს თავისი აზრის დაწერის, სურვილი ექნება.
რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება და როდის, ჯერ კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 3 2009, 01:18 AM

ციტატა(geojorjika @ Oct 2 2009, 10:51 PM) *
Der Rote Baron
biggrin.gif საინტერესო კითხვააა biggrin.gif

და უფრო საინტერესო პასუხი biggrin.gif ესეც ვფიქრობდი ბლა ბლა ბლა და შემდეგ მაინც არაფერი

პოსტის ავტორი: Davitus Oct 3 2009, 07:00 AM

Jah
ძალიან სამწუხაროა, ასე რომ იწელება... ძალიან ბევრს ვკარგავთ დამიჯერე... sad.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 3 2009, 07:48 AM

ციტატა(George @ 3rd October 2009 - 01:18 AM) *
და უფრო საინტერესო პასუხი ესეც ვფიქრობდი ბლა ბლა ბლა და შემდეგ მაინც არაფერი

კი მაგრამ ვინ გიშლით რამის გაკეთება?
მეზობელ თემაში ხო დაიწყეთ რაღაც მოძრაობა, რატომ გაჩერდით? ბლა, ბლა, ბლა?

ციტატა(Davitus @ 3rd October 2009 - 07:00 AM) *
Jah
ძალიან სამწუხაროა, ასე რომ იწელება... ძალიან ბევრს ვკარგავთ დამიჯერე...

შეიძლება მართალი ხარ... მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ, სანამ ბოლომდე არ იქნება სტრატეგია და მოსამზადებელი პროცესები დასრულებული, ამ საქმეს არ დავიწყებ.
სიტყვებზე ძალიან მარტივია ყველაფერი.

პოსტის ავტორი: cz80 Oct 3 2009, 08:24 AM

ციტატა(Jah @ 3rd October 2009 - 08:48 AM) *
სანამ ბოლომდე არ იქნება სტრატეგია და მოსამზადებელი პროცესები დასრულებული, ამ საქმეს არ დავიწყებ.

+10000

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 3 2009, 03:08 PM

ციტატა(Jah @ Oct 3 2009, 09:48 AM) *
კი მაგრამ ვინ გიშლით რამის გაკეთება?
მეზობელ თემაში ხო დაიწყეთ რაღაც მოძრაობა, რატომ გაჩერდით? ბლა, ბლა, ბლა?

რამდენჯერაც წამოვიწყე იმ თემაში საუბარი იმდენჯერ 1-2 გამოხმაურება და ვსო მაინც ჩაკვდა

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2009, 11:14 AM

Jah
ოთხივე მომწონს ვიზუალურად, მაგრამ ფუნქციონალურად.......

წარმოიდგინე აბა ეს ლოგოები ბეჭედზე, როგორ გინდა პირველი ორი ბეჭდის მეშვეობით დასვა?? ნუ მესამე მეოთხე მოხერხდება, მითუმეტეს 2 ფერიანი ბეჭდები დღეს პრობლემა არაა.

არადა ვიზუალურად პირველი მომწონს biggrin.gif მარა საქართველოს რუკა მართლა ამოსაღებია, თურემ ასე მგონია ძIრს რომ წარწერაა იქ წერია "როგორ დაესხა რუსეთი საქართველოს" ან რაღაც ეგეთი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 4 2009, 11:34 AM

ციტატა(ja_ja @ 4th October 2009 - 11:14 AM) *
Jah
ოთხივე მომწონს ვიზუალურად, მაგრამ ფუნქციონალურად.......

წარმოიდგინე აბა ეს ლოგოები ბეჭედზე, როგორ გინდა პირველი ორი ბეჭდის მეშვეობით დასვა?? ნუ მესამე მეოთხე მოხერხდება, მითუმეტეს 2 ფერიანი ბეჭდები დღეს პრობლემა არაა.

არადა ვიზუალურად პირველი მომწონს მარა საქართველოს რუკა მართლა ამოსაღებია, თურემ ასე მგონია ძIრს რომ წარწერაა იქ წერია "როგორ დაესხა რუსეთი საქართველოს" ან რაღაც ეგეთი

მართალი ხარ Ja_Ja.
მაგრამ:
1. ეს არ არის საბოლოო ვარიანტები.
2. ვფიქრობ რომ ემბლემად, სადაც საჭიროა გამოვიყენოთ ასე ვთქვათ full ვერსია (მაისურები, კეპები, თუნდაც ბანერი...), ნუ საბოლოოდ რომელიც იქნება შემდეგ, და ბეჭედზე რამე გამარტივებული ვერისა.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2009, 03:04 PM

ციტატა(Jah @ 4th October 2009 - 12:34 PM) *
ვფიქრობ რომ ემბლემად, სადაც საჭიროა გამოვიყენოთ ასე ვთქვათ full ვერსია (მაისურები, კეპები, თუნდაც ბანერი...), ნუ საბოლოოდ რომელიც იქნება შემდეგ, და ბეჭედზე რამე გამარტივებული ვერისა.

ეგ კაი აზრია.

თორემ მაისურზე და რაღაც ცოტა დიდი მოცულობის პლაკატებზე მარტო მარტივი გრაფიკა მაგარ ღარიბ სიტუაციას ქმნის.

პოსტის ავტორი: dawiti Oct 5 2009, 09:33 AM

Jah -ის გაკეთებული ლოგოები ცოტათი გადავაკეთე და ამდაგვარი რამე გამომივიდა, რას იტყვით ესეთ ლოგოზე


პოსტის ავტორი: ja_ja Oct 5 2009, 09:36 AM

dawiti

ციტატა(dawiti @ 5th October 2009 - 10:33 AM) *
Jah -ის გაკეთებული ლოგოები ცოტათი გადავაკეთე და ამდაგვარი რამე გამომივიდა, რას იტყვით ესეთ ლოგოზე

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა შეეშვი დიზაინერობას biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 5 2009, 03:16 PM

ja_ja
+1 biggrin.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 5 2009, 03:47 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 5 2009, 10:36 AM) *
dawiti

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა შეეშვი დიზაინერობას biggrin.gif

კაი შევეშვები smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 5 2009, 08:22 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 5 2009, 11:36 AM) *
dawiti

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა შეეშვი დიზაინერობას biggrin.gif

biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 6 2009, 11:12 PM

მე ჩემ ვარიანტს, რომელიც აქედან გაურკვეველი მიზეზის გამო მოაშორეს,
ჩემ ვებ-გვერდზე პორტფოლიოში ჩავდებ, თუ არ გეწყინებათ... wink.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 6 2009, 11:55 PM

ციტატა(Gigabyte13 @ 7th October 2009 - 12:12 AM) *
მე ჩემ ვარიანტს, რომელიც აქედან გაურკვეველი მიზეზის გამო მოაშორეს

ნამდვილად ხელი არ მიხლია...
როგორც იყო ამ თემაში: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=359&st=15
ასევე არის.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Oct 7 2009, 02:15 PM

მაშინ ვიტყვი - პარდონ მუა! smile.gif
გამიკვირდა, მე ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, მადლობა!

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2012, 08:11 PM

აბა ჩამაყარეთ იდეები ლოგოზე , ოღონდ არა სპიმაზე არამდეგ Georgian Airgunners Club-ზე ან უბრალოდ G.A.C


პოსტის ავტორი: koknar Nov 14 2012, 08:21 PM

geojorjika

ორ ენოვანი გინდა? ანუ ერთ ლოგოში ორივე თუ ცალცალკე

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2012, 08:40 PM

koknar
რავი მე დადე შენ ორივე და რომელიც მოგვეწონება ის იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2012, 09:05 PM

geojorjika
ისე რამე რომ იყო გრეხი იქნებოდა ცალკე ახალი თემის გახსნა მითუმეტეს რომ ახალ კლუბს ეხება? smile.gif
სად ნახე ეს არქეოლოგიური თემა smile.gif

ინდიანა ჯონსი ხარ რა smile.gif

მოდი ნუ დაიზარებ და ერთი მთლიანი ახალი თემა გახსენი ლოგოზეც და ბარათებზეც რომ აქა-იქ ცალცალკე სირბილი არ იყოს, მაინც ორივე ერთი და იგივე საკითხს ეხება.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2012, 09:07 PM

ja_ja
ხვალ იქნება მაშინ ეგ თემა მანამდე იდეები დაამუშავეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2012, 09:35 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 14th November 2012 - 10:07 PM) *
მანამდე იდეები დაამუშავეთ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არ დაგვიბარა smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 14 2012, 09:40 PM

biggrin.gif წერეთელმა დაგვიბარა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 16 2012, 02:32 PM

ისე, გვეკითხა ჯასთვის და სპიმა დაგვეტოვებინა, GAC რაღაც ვერ ლავეს რა

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 03:14 PM

Davitus

ციტატა
ისე, გვეკითხა ჯასთვის და სპიმა დაგვეტოვებინა, GAC რაღაც ვერ ლავეს რა


ნუ ალბათ გია თანხმობას განაცხადებდა, მაგრამ

სპიმა - საქართველოს პნევმატური იარაღის მოყვარულთა ასოციაცია
GAC - Georgian Airgunners club

ისე საერთოდ ქართული დასახელება ჩკა თუ რა ხდება? ადრე ვიცოდი რომ ორგანიზაციას აუცილებლად ქართული დასახელება უნდა ჰქონოდა და....

ნუ ენივეუი, მოკლედ ის არის ასოციაცია, ეს არის კლუბი, კაროჩე სულ სხვადასხვა კამპოტია რა

პოსტის ავტორი: monadire. Nov 16 2012, 03:20 PM

გეთანხმები ჯაჯინსკი, ქართული შესატყვისი თუ დასახელება აუცილებელია, მეც ვიფიქრე ეგ. მარა რა უნდა დაარქვა კაცო? ქაკ- ქართველ აირგანელთა კლუბი? არ გამოდის! ქჰიმკ-ქართველ ჰაერის იარაღის მოყვარულთა კლუბი? რაცხა ვერ ლავეს! არადა ნადა ფეძია, ნადა!!!

პოსტის ავტორი: gregory Nov 16 2012, 04:43 PM

პიკ- პნევმატური იარაღის კლუბი smile.gif
ჰა, ჰა-ც(საქართველოს) დავამატოთ და მოშნად ევროპულად იჟღერებს: სპიკ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 05:27 PM

gregory
ნაინ, ინგლისურიდან გადმოთარგმნისას გამოდის

საქართველოს ჰაერთოფელთა კლუბი.... სჰკ-- აუფ რა უკუღმართი რამე გამოვიდა smile.gif

პოსტის ავტორი: dawiti Nov 16 2012, 05:54 PM

gregory პიკ-ს ტელევიზიიდან ვეგონებით smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 16 2012, 06:38 PM

dawiti

ციტატა(daviti @ 16th November 2012 - 06:54 PM) *
gregory პიკ-ს ტელევიზიიდან ვეგონებით

მერე რა smile.gif ტელევიზიები მუშაობდნენ ტავს ცნობა აბრებიატურებე და თუ ეგერე არა, მაშინ "სპიკ"-

პოსტის ავტორი: koknar Nov 16 2012, 07:51 PM

ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ქართული აბრევიატურა იყოს დასახელებაში და ლოგოში. ქართული განმარტება უნდა არსებობდეს აუცილებლათ მარა ყოველთვის არ იხმარებოდეს, საბუთებში და სიგელებში და ეგეთ რაღაცეებზე იყოს მარა მაისურებზე და პრომო პროდუქციაზე არა. მაგალითად როგორც GFF ან GBF

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 07:57 PM

მე იმას ვამბობ, რომ ადრე კანონი კრძალავდა ქართული დასახელების გარეშე რეგისტრაცაის და ახლა რომ დავინახე ლათინური სასახელება მაგრა გამიკვირდა...

მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ფაქტი ავღნიშნე smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 17 2012, 08:17 PM

ბიზნეს ბარათის ვერსიები



უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services