თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ CO2 პნევმატიკა _ Beretta PX4 Storm

პოსტის ავტორი: Jah Apr 10 2010, 08:45 PM



The Beretta PX4 Storm

მსროლელები ვისაც მოწონს რეალისტური ვიზუალი, თანამედროვე BB იარაღის, აშკარად არ დატოვებენ ამ ფისტოლეტს უყურადღებოდ.
ეს კონკრეტული მოდელი არის საკმაოდ მაღალ დონეზე აღჭურვილი სხვადასხვა აქსესუარებით, საკმაოდ რეალური blow-back ეფექტით, და ასევე,
აქვს საკმაოდ დიდი ხმა smile.gif თითქმის მიახლოებული რეალობასთან.
გადახედეთ აქსესუარების მრავალფეროვნებას:


Beretta PX4 Storm აქსესუარების პაკეტში არის შესული:

1. ვივერის პლანკა
2. muzzle კომპენსატორი
3. ვალტერის (მწვანე წერტილიანი) კოლიმატორი
4. ვალტერის ტაქტიკური ფანარი (თითის ადაპტერით)

თქვენ შეძლებთ ააწყოთ თქვენი Beretta PX4 Storm ისე როგორც მიგაჩნიათ მიზანშეწონილად.
ამ ხედზე არის ნაჩვენები Beretta PX4 Storm მთლიანი აქსესუარებით აწყობილი.



თქვენ შეგიძლიან ცვალოთ თქვენი ბერეტას აღჭურვილობა, ისე როგორც გიმდათ და როდესაც გინდათ,
ყველაფერზე წაგივათ მაქსიმუმ 2 წუთი, ვივერის ვინტების მოშვების ცათვლით.





გამოცდილებიდან არის ცნობილი, რომ საუკეთესო სიზუსტე და სროლის კომფორყულობა არის შესაძლებელი,
ვივერის გარეშე, მაგრამ რეალისტურ სცენარებისთვის და რეალ ტრენინგისთვის, საჭიროა მთლიანი აღჭურვილობა.

იმისთვის რომ დაიწყოთ სროლა, პირველ რიგში უნდა ჩადოთ ფისტოლეტში CO2 ბალონი.
ტარის უკანა მხარეს ნახავთ სახურავს, გახსენით ის.



შემდეგ კი როგორც ამ სურათზე ასეთი მიმართულებით ჩადეთ ბალონი, და ცოტა მიაწექით, რათა მოხდეს
CO2 ბალონის ეგრეწოდებული "ნაკოლი".
დააბრუნეთ სახურავი თავის ადგილას და თქვენ მზად ხართ სასროლად!




მაღაზია "აბოიმა", ამოიღება იგივე მეთოდით, როგორც რეალურ იარაღში, ეჟექტორის ღილაკით, რომელის არის ტარზე მარჯვენა მხარეს. დააჭირეთ მას და მაღაზია ამოვარდება ტარის ქვემოთა მხრიდან. მაღაზია არის ორმხრივი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატენოთ იგი 8 ცალი BB-თი ერთ მხარეს, დანარჩენი 8 ცალი მეორე მხარეს.
ისროლეთ 8 გასროლა, ამოიღეთ მაღაზია მოაბრუნეთ ის სხვა მხარეს, ჩადეთ და გაქვთ კიდე 8 გასროლა!



Beretta PX4 Storm ისვრის როგორც BB-ს ასევე ჩვეულებრივ პნევმატურ ტყვიებს, და თავისთავად აქვს ყველაზე დიდი სიზუსტე, მაღალხარისხიანი პნევმატური ტყვიებით.
ამ ფისტოლეტის სიმძლავრე არის ახლოს რეკლამირებულთან.

Beretta PX4 Storm-ს შეუძლია ისროლოს როგორც blow back-ით ასევე მის გარეშე, და აქვს არარეგულირებადი ს.დ.მ.-ი. სამიზნე მოწყობილობები არის ფიქსირებული, მაგრამ კოლიმატორი რომელიც კომპლექტშია, მარტივად შეძლებთ რეგულირებას და მისროლას.

ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ, თქვენ შეძლებთ გააკეთოთ 16 გასროლა საკმაოდ სწრაფ რეჟიმში.
Beretta PX4 Storm ღირს +- $99.99 ამერიკაში.

თარგმანია

პოსტის ავტორი: daviti Apr 10 2010, 10:52 PM

10 მეტრში სასროლად კარგი გასართობი პნევმოა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 10 2010, 11:04 PM

Jah
ჯერ მადლობთ რომ იწვალე smile.gif

მერე არ მწამს მე ეგეთი სათამაშოების smile.gif

პოსტის ავტორი: chagela Apr 11 2010, 01:37 AM

მე მაქვს ეგეთი, ოღონდ მთლად შავი ფერის აქსესუარების გარეშე.
ცალკე მოვაყოლე Walther Night Force Flashlight & Laser.
ძაან "ძერსკი ვიდი" აქვს biggrin.gif ცალკეც და ერთადაც.
მაგრამ გასართობი რაღაც არის უფრო ვიდრე სერიოზული იარაღი.
BB-თი საკმაო ძალა აქვს, მაგრამ სიზუსტე მოიკოჭლებს.
Pellets არ მიცდია, ვერაფერს ვიტყვი.

პოსტის ავტორი: Jah Apr 11 2010, 11:38 AM

ციტატა(giorgi @ 11th April 2010 - 12:04 AM) *
მერე არ მწამს მე ეგეთი სათამაშოების

ნუ ახლა შენ რო არ გწამს ეს სხვა საკითხია smile.gif CO2-ის თემა არის ასაწევი ჩვენთან, თან ახალგაზრდა აირგანერების თაობა,
აშკარად დაინტერესდება ასეთი იარაღით.
თან ყველა კონკრეტული ტიპის იარაღი, მთავარია ასრულებდეს თავის ფუნქციას.
არის ეს ფისტოლეტი პლინკისთვის შექმნილი- არის, ასრულებს ბოთლების და ქილების მტვრევის ფუნქციას-ასრულებს, ესეიგი ის
მიზანი რისთვისაც ის შექმნეს მშვენივრად სრულდება, და ხომ არ არის აუცილებელი ყველას მიზნად, ზეზუსტი სროლა ან ბიო-მიზნის განადგურება იყოს...

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 11 2010, 09:47 PM

Jah
სერიოზულად ცო2-ს ვერს მე აღვიქქვამ, ნუ ერთი ვალტერ 850-ის და გამოს დიდი ცო2 ფიშტოს გარდა... რავი..

პოსტის ავტორი: Jah Apr 11 2010, 10:11 PM

ციტატა(nihontoman @ 11th April 2010 - 09:47 PM) *
სერიოზულად ცო2-ს ვერს მე აღვიქქვამ, ნუ ერთი ვალტერ 850-ის და გამოს დიდი ცო2 ფიშტოს გარდა... რავი..

კი მაგრამ რა მნიშვნელობაა აღიქვამს ვინმე სერიოზულად ცო2-ს თუ არა.
ვისაც მოწონს და აინტერესებს, იმისთვის არის ეს თემა wink.gif მე უბრალოდ ამ თემატიკის აწევა მინდა. ფორუმზე სულ ცამკვდარია ცო2,
და მფლობელები ქალაქში უამრავია, და შეიძლება ვინმეს დაჭირდეს ესა თუ ის ინფო, ამიტომ დავიწყე ინტენსიურად მუშაობა ამ საკითხზე, და ბევრ სხვაზეც...
მაგალითად იგივე ოპტიკა სულ ცარიელია...

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 11 2010, 10:22 PM

Jah
არა განა იმას ვამბობ საჭირო არაა მეთქი...
თემატიკას მართლა აწევა უნდა, მარა რატო არაა დაინტერესებული ხალხი ამ ფორუმზე მაინც ვერ ვხვდები....

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 12 2010, 08:53 AM

CO2-ზე დისკო მუშაობს და გინდათ თქვათ რომ არასერიოზული ფიშტოა? biggrin.gif (პროვოკაცია)

პოსტის ავტორი: cz80 Apr 12 2010, 08:57 AM

ციტატა(Power_VANO @ 12th April 2010 - 09:53 AM) *
CO2-ზე დისკო მუშაობს და გინდათ თქვათ რომ არასერიოზული ფიშტოა? (პროვოკაცია)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2010, 09:49 AM

ისე ახურებთ რა, CO2 არის როგროც ფაქტი, აღიარებ არ აღიარებ ეს ყველას სუბიექტური აზრია.

დიდად მეც არ მეხატება გულზე, მაგრამ დღემდე მაინც რაიმე დურალი პისტოლეტის შეძენა მინდა, არანაირად არ მინდა მიზანში სროლა ან რაიმე ეგეთი სუფთა გართობის იდეა მიტრიალებს, ბავშური მუღამი დააძრო პლასტმასის პისტოლეტი და იძადო და-და-და-და-და-და მოგხვდა მოგხვდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პროსტა გქონდეს შენთვის ამოითე ესროლე რაიმე ბანკას გაისწორე მუღამი, მიიღე ჯეიმს ბონდის პოზა და ჩაბერე ლულაში, ვსიო, მეტი მაგ ფიშტოს არაფერბი მოეთხოვება.

თოფები CO2-ზე კი მიმაჩნია ახალბედებისთვის და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაგნუმ კლასის ნებმისმიერი სხვა პნევმატიკა. სხვა თუ არაფერი ტყვიის სიჩქარე გაქვს შეზღუდული და 130-150-ზე მეტს ვერ ააწევინებ (თან BB-ს წონა სულ რაღაც 5.4 გრანია), მაქსიმალურად უსაფრთხო გამოდის თუ რა თქმა უნდა ეს სიტყვა საერთოდ შეიძლება ტყვიის მიმართ გამოიყენო.

შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელიც ძვირია CO2-ის გამო, ეს კაი მუხრუჭია ბავშვისთვის რომ უაზროდ არ ისროლოს (თუ რა თქმა უნდა მშობელი ბავშვს აურაცხელი ფულით არ ამარაგებ), სუსტია და გაცილებით უსაფრთხოა, თითქმის რედუქტორის პრინციპის გამო ერთნაირ გასროლებს იღებ, მოკლე დისტანციებზე მიზანში სროლას და იარაღის მოპყრობას ეჩვევი (თუმცა გლუვი ლულა მიზანში სროლაზე ცუდად მოქმედებს).

თუ კომპლექსურად შევსედაბთ Co2-იან იარაღს თავისი ადგილი მას აქვს, თუ ვიწრო კონკრეტული საქმიანობის კუთხით შევხედავთ, მაშინ სრული უაზრობაა.

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 12 2010, 10:34 AM

ja_ja
ჯეიმს ბონდის პოზიცია კი კაია და რამე, მარა რკინის შარიკები ჩემი აზრით გაცილებით საშიშია ვიდრე ტყვიის პელეტები. რიკოშეტი აქვს დიდი....

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2010, 11:43 AM

nihontoman
ღმერთმა დაგიფაროს რომელიმე რომ თვალში მოგხვდეს, ერთი ფეხები იქნება შენთვის პელეტი მოგხვდა თუ შარიკი biggrin.gif

საუბარია შედარებით უსაფრთხოებაზე, ახლა თუ იმდენად უჭკუო ხარ და მშობელიც არ გყავს შეგნებული, მიდიხარ და გაპრიალებულ ლამინატს ესვრი 5 მეტრიდან, მაშინ მოგვხდება კი არა ისეთ გაგილაწუმებს რომ მნიშვნელობა არა აქვს შარიკი იქნება კუბი თუ ცილინდრი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Apr 12 2010, 08:41 PM

კარგით რა ხალხნო smile.gif მართალია უკვე ცო2 მქონდა მარა თავისი საქმე შეასრულა საკაიფოდ ვერთობოდი რა smile.gif
10-15 მეტრში საკაიფოდ ისროდა (აზრიან სროლას ვგულისხმობ) მე ძირითადად პნევმო მინდა ნადირობის განხრით
მარა ეხლა რომ ზედმეტი ფული მქონდეს და რიგში ჯერ კიდევ დოხუია რამე არ იდგეს დავითრევდი ცო2-ს თუნდაც ბერეტას smile.gif
საკაიფოა რა სადმე პიკნიკზე წახვალ გაერთობი შეიძლება შაშხანა ვერ წაიღი მამენტ და მაგით ბახ ბუხ 1-2 ბალონს მიცლი და ასე თუ ისე
დაიოკებ სროლის წყურვილს რა

პოსტის ავტორი: jjjjkki Apr 14 2010, 06:22 PM

მე რო ცო2 მინდოდეს (იდე ვაპირებ ყიდვას) მაგას არ ვიყიდიდი ვიყიდიი აი ამას http://www.amazon.com/Beretta-Elite-II-air-pistol/dp/B001DCB54O/ref=sr_1_2?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1271258200&sr=8-2 იაფია ა ვიდზე მაგარია big_boss.gif big_boss.gif

პოსტის ავტორი: Topchika Jun 14 2011, 03:54 PM

http://http://www.pyramydair.com/p/beretta-px4-storm-pellet-gun.shtml

აგერ იგივეა რაცJah-მა დადო უბრალოდ კომპენსატორი,პიკატინი და რაღაცეები არ მოყვება (სტოკია) თან სპეციფიკაციებში უწერია, რომ დაღარული ლულა და მგონი არც ისე ცუდი უნდა იყოს 20-25 მდე ვიდეოებსაც ვუყურე მაგარი კარგი რაღაცაა (ეს კომპენსატორი თურმე უბრალოდ ვიდისთვისაა არაფერ კარგს არ აკეთებსო)

პ.ს რა მაინტერესებს არ ვიცი კარგად კანონები და თუ შეიძლება 4.5მმიანი ცო2 პისტოლეტის ჩამოტანა???


პოსტის ავტორი: jjjjkki Jun 14 2011, 08:12 PM

Topchika

ჩამოტანა არანაირი პნევმოსი არ შეიძლება ჯერჯერობით

პოსტის ავტორი: foxi Jun 16 2011, 08:53 AM

Topchika

ჩამოტანა შეიძლება მაგრამ გამოტანა არა! lol2.gif საბაჟოზე ვერ გამოიტან. გრიგოლის მიმართე ან მაღაზია მონადირეს.იქ ჩამოტანილებიც არის და ვითომ განბაჟებულებიც.

პოსტის ავტორი: bacho Jun 28 2011, 11:50 AM

რამდენად ყიდი?

პოსტის ავტორი: daviti Jun 28 2011, 01:00 PM

bacho არ ყიდის ეს რევიუ იყო არ პისტოლეტის. და ეს თემა 2010 წლის აპრილშია გახსნილი smile.gif

პოსტის ავტორი: svani1990 Aug 9 2014, 12:53 PM

მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა ჩამომივიდა ეს "იარაღი", სამწუხაროდ გამოცდის საშუალება ჯერ არ მქონია biggrin.gif იმედი მაქვს ამ კვირაში "დავტესტავ" და გეტყვით როგორია, amazon-იდან გამოვიწერე და იქ ყველას უწერია ძალიან კარგიაო, ვნახოთ.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 10 2014, 11:03 AM

ველით აღწერას და კაი იქნება თუ არ დაიზარებ და არ დაინანებ ინფოს, ანუ ნუ დაწერ 2-3 სიტყვით რომ ისროლე და მაგარია. მაქსიმალურად აღწერე, იქ როგორ ზის ხელში რაფერ ისვრის რამდენ გასროლას ყოფნი და ასე შედმეგ.. ოღონდ პროსტა სიის სახით ნუ ჩამოწერ პაწუა განავითარე საკითხი და რაცხა საკითხავი რომ იყოს ისე დაწერე... ნუ რა თქვა უნდა ეს ყველაფერი სასურველია

პოსტის ავტორი: svani1990 Aug 16 2014, 12:06 PM

ესეც დაპირებული მოკლე მიმოხილვა, ძალიან ვრცელი არ არის მაგრამ აუცილებლად შევავსებ smile.gif http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3159

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services