თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 11:48 AM

ესეიგი მაინტერესებს რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი? ოღონდ ვინც მართლა იცის ის შემეხმიანეთ, რაც ნამდვილად მოაშორებს ის მირჩიეთ, წვრილ წვრილი ჟანგი აქვს აქა-იქ, ხელს რო გაუსმევ ხაოსავითააქვს, ხოდა თან მაინტერესებს შავ სითხეს ხომ არ გააცლის ეს საწმენდი საშუალება ჟანგთან ერთად? ოღონდ რაც ნამდვილად იცით რომ გააცლის, თორე ეგრე მივედი მაღაზიაში და ვკითხე მევთქვი ესე-ესეა თქო და რაღაცა მირჩია, ვიყიდე, წავუსვი, ნახევარი საათი დავაცადე, როგორც მირჩია , მაგრამ რა შედეგი? რაც მთავარი გასაცლელი იყო ის დარჩა. ასე რომ აბა თქვენ იცით........ wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 27 2011, 11:52 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 27th October 2011 - 12:48 PM) *
ესეიგი მაინტერესებს რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი?

რას?

თუ რკინაზეა საუბარი, ლაითად მოსაშორებელი არის, WD-40 პატარა ბალონებში იყიდება.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 11:56 AM

crosman sierra pro-ს, ოპტიკა სადაც ყენდება აი მანდ აქვს რა, ლულაზე არა, ანუ ზამბარა რაშიც ისმევა მთლიანად მანდ რა wink.gif

პოსტის ავტორი: foxi Oct 27 2011, 12:08 PM

ძმარია ძაან მაგარი.ოღონთ ძალიან დიდი კონცენტრაციია არ უნდა.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 12:12 PM

კაი რა მეკაიფები? რა ძმარი, მართლა არ გამაკეთებინო და რამე არ დაემართოს

პოსტის ავტორი: gregory Oct 27 2011, 12:40 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
აი ესენი გადაიკითხე:
http://www.airgun.ge/forums/index.php?act=Search&CODE=show&searchid=ff98e826aa99792c25909674987097f3&search_in=posts&result_type=topics&highlite=%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 12:46 PM

სპს, მაგრამ ლაკს ნამდვილად არ წაუსვამ :DDD

პოსტის ავტორი: gregory Oct 27 2011, 12:49 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 27th October 2011 - 01:46 PM) *
სპს, მაგრამ ლაკს ნამდვილად არ წაუსვამ :DDD

იცინე შენ და კაკას(ცუდად შესრულებული) და ფოქს გალაქული თოფები აქვთ wink.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 12:54 PM

არა ვერ გავრისკავ biggrin.gif:D
biggrin.gif


აი ეს არ ივარგებს? http://www.magnum.ge/production-ka-Means%20for%20cleaning%20weapons-2. ანუ პირველივე...... ძველი ოქსიდირების (ჩაშავების) და ჟანგის მოსაშორებელი სითხე TETRA G.BLUE&RUST REMOVER 87ML, 72653000

პოსტის ავტორი: kaka8079 Oct 27 2011, 02:14 PM

შე კაი კაცო უძვირესს მანქანებს ასხამენ ლაქს და შენი თოფი რა გახდა გასარისკი biggrin.gif მე ხელოსანი შენხვდა შტერი ნეტა კარგად იყოს დასხმული.

პოსტის ავტორი: STIG Oct 27 2011, 02:18 PM

მე ამას ვხმარობ იარაღის საწმენდათაც და შესანახად. ჟანგს აყრევინებს ბრინჯივით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 27 2011, 02:42 PM

აჰა კაი რამეა ესიგი ეგ? ვცდი აბა? smile.gif რაც შეეხება უზვირეს მანქანებს, ეგ ლაკი მესმის დაასხა იმის შემდეგ, ჟანგს რომ გააცლი, რათა აღარ დაიჟანგოს და შენ იმას ამბობ რო ზედ ჯანგძე გადავლაკოო? დაფიქრდით ხომე კარგად წაიკითხეთ რას ვწერ კაცო, ჟანგის მოსაშორებელი სითხე მინდა და არა ისეტი რამ, რომ ჟანგი აღარ გაუჩნდეს, მთავარია ეს ჟანგი მოვაშორო და მერე უკვე მე ვიცი, პროსტა ვისგანაც ვიყიდე ის ალბად არ უვლიდა თორე, ეს ჟანგი თუ მოვაშორე მერე უკვე ვსოო, ან გადავლაკავ და ან კიდევ გადაულაკავადაც ისე მოუვლი რო ჯანგი 1 მმ სიშორეზეც ვერ მიაუახლოვდება ჩემს ქროსმანას შიშისგან biggrin.gif:D:D:D:D

პოსტის ავტორი: minchanin Oct 28 2011, 06:42 AM

ჩემი აზრით, ისეთი ხსნარი რომელიც გახსნის რკინის ჟანგს და ფოლადს [სადაც რკინა დიდი რაქოდენობითაა] არ შეეხება არ აესებობს. მსგავს შემთხვევაში მე ვიყენებ ხოლმე ჟანგის გარდამქმნელს [პრეობრაზოვატელ რჟავჩინი] რომელიც დამზადებულია ორთოფოსფორმჟავის საფუძველზე. ეს სითხე არ ხსნის რკინის ჟანგს, ის მხოლოდ გარდაქმნის ჟანგს შავი ფერის რკინის მარილად, რომელიც თავის მხრით აღარ შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ასევე საჭიროების შემთხვევაში დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა გერმანული სითხე "კლევერ"-ი. ეს ჟანგის გარდამქმნელი თავისუფლად იყიდება ავტომაღაზიებში. "კლევერი" გამოიყენება როდესაც ზედაპირი გასუფტავებულია ლითონის ფენამდე, და ასევე როცა ფოლადში ქრომის შემადგენლობა 3%-ს არ აღემატება.

პოსტის ავტორი: minchanin Oct 28 2011, 08:24 PM

დიდი ბოდიში, მთავარი დამავიწყდა. სანამ ჟანგის გარდამქმნელის გამოყენებას დაიწყებდე საჭიროა ჟანგიანი ნივთი მოათავსო უწყლო ნავთში თუნდათ ერთი სუტკით, რომ ჟანგი დარბილდეს, შემდეგ საჭიროა მისი [ჟანგის]მექანიკურად მოცილება, ალუმინის ან ლატუნის, ატვიორტკის მაგვარი ხელსაწყოს საშუალებით. შემდეგ კი იმ პროცესის ჩატარება , რაც ზემოთ აღვწერე.

უწყლო ნავთის მიღება შეიძლება ასე - ერთ ჭიქა ნავთში ჩაყარე ერთი ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიე, რამოდენიმე საათის მერე [2-4სთ] ჭიქის ფსკერზე გაჩნდება ნალექი, ეს არის მარილისა და წყლის ნაერთი. ნავთი გადაასხი სხვა ჭურჭელში ისე რომ ეს ნალექი არ გადაყვეს. უწყლო ნავთი მზადაა. გისურვებ წარმატებებს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 29 2011, 12:33 PM

გაიხარე

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 7 2011, 11:28 AM

WD-40 ან Sonax-ი, რაც სტიგმა დაწერა. პირველი მათგანი გუდვილში იყიდება, მგონი მეორეც smile.gif და ძვირიც არ ღირს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Nov 7 2011, 01:55 PM

დაახლოებით რა ღირს ტყვილად რო არ წავიდე? smile.gif თუ იცი?

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 23 2011, 07:04 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
პატარა ბანკა 5-6 ლარი მგონი, დიდი 10 ლარი სადღაც.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Nov 25 2011, 07:03 PM

ოკ. სპს. ისე ლობრა სოლო ვიყიდე 15 ლარი მივეცი საკმაოდ კაიაო, და მიაინც არ მოსორა ამის რასჰი გადავყარე ფული @@@

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 06:29 PM

პატარა წერტილებივით აქვს ჟანგი და ანუ შეიძლება ძმრით მოშორება ხო?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 8 2015, 06:44 PM

ნიკა
ანუ,გადასაგდებია.....

მიკვირს თქვენი რია.....ელემენტარულს კითხულობთ.......

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 06:58 PM

ვიღაცამ რომ დაწერა ძმარიო და მერე იმან რომ უთხრა მეკაიფებიო და მერე იმან რომ არაფერი უპასუხა მეთქი მართლა ეკაიფებათქო. ანუ მართლა აშორებს თუ არა მეთქი ეგ მაინტერესებს და რამე ხო არ მოუვა თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 8 2015, 07:00 PM

ნიკა
ანუ,უფასო ძმარიც ტკბილიაო!

შენი საქმეც მასეა!

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 07:02 PM

ესეიგი ვცადო ძმარი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 8 2015, 07:08 PM

ნიკა
სკოლაში მაინც არ დადიოდე რია...... მჟავაა ეგ უფასო ძმარი და.........

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 07:09 PM

ხოდა რკინას ხო არ დალაქავს ან რამეს ხო არ უზავს?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 8 2015, 07:17 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 8th December 2015 - 06:44 PM) *
მიკვირს თქვენი რია.....ელემენტარულს კითხულობთ.......

და დიდიხანია ყველაფერი იცი? smile.gif თუ აღარ კადრულობ რჩევების მიცემას smile.gif

ნიკა
შეეშვი ნაროდნი მეთოდებს. არის უამრავი ჟანგის მოსაცილებელი საშუალება, როგორიცაა WD40, ასევე A40, კიდევ DOMINO-შI იკითხე მანდ სტენდზე აქვთ ოხრად Wurth-ისა და Bernel-ის სითხეები, კაროჩე ოხრად სისტემა არსებობს.

ძმარი ნუ ერთისმხრივ მჟავაა, მაგრამ მეორესმხრივ საკმაოდ გაზავებული მჟავაა და თან გაზავებულია წყალში ასე რომ წყლით გაწმენდას რა ეფექტი მოყვება მემგონი მიხვდები...

შემდეგისთვის ნუ დაიზარებ ხოლმე და ზეთით დანამული ჩვარი იქონიე ხელთ და თოფი გარედან მაგ ჩვარით გაწმინდე ხოლმე, შედეგად ზეთის უთხელესი დამცავი ფენა ექნება ხოლმე თოფს და აღარ აიკიდებს ახალ ჟანგებს smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 07:27 PM

ja_ja http://domino.com.ge დომინოზე ამბობ ხო? და რომელი ზეთით უნდა გავწმინდო ხოლმე?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 8 2015, 09:12 PM

კი მაგ დომინოზე ვამბობ, მანდ რომ შეხვალ მარჯვენა მხარეს რომ ცემენტები და საღებავებია პირველი დაბლითა რიგში აქვთ A40 ოხრად, ასევე ბერნელი და ვიურტი აქვთ ოღონდ სალაროებთან მანქანის მოვლის საშუალებები რომაა მანდ აქვთ, ასევე A40 აქვთ Georgia-ში, მანდაც იაფია, 400 გრამიანი ქილა მგოპნი 9 თუ 10 ლარი ღირს, შენ მაგდენი არ გჭირდება, ითრიე 100-იანი ან მაქსიმუმ 200-იანი, ყელში ამოგივა..

რაც შეეხება გარედან გასაწმენდ ზეთს, მანდ ნებისმიერი წავა, ნუ ვთქვათ მანქანის მატორის ზეთი, ოღონდ საჭმლის ზეთი და მზესუმზირის ზეთი არ გაიფიქრო smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 8 2015, 09:27 PM

ეგ ზეთი მუდმივად უნდა ესვას?

დაახლოებით ხო არ იცი 100 ან 200-იანი რა ღირს?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 9 2015, 08:43 AM

ნიკა
5-6 ლარი თუ არავცდები...

საერთოდ ყველა ლითონის ზედაპირს რომელსაც შეხება აქვს ხელთან და ოფლთან, ასევე შესაძლებელ ატმოსფერულ ნალექთან სასურველია მიკროსკოპული ზეთის ფენა ჰქონდეს, რომელიც დაიცავს ღია ლითონის ზედაპირებს.

საერთოდ ნებისმიერ თოფს ეხება ეგ, იქნება ეგ სანადირო, პნევმატიკა თუ იქნება სამხედრო კალაშნიკოვი... მიუხედავად მიღებული სტერეოტიპისა რომ კალაშა ყველაფერს იტანს და ამერიკელები კიდევ კუკუშკები არიან რომ იძულებული არიან ყოველ საღამოს თავისი M4-ები წმინდონ, რეალობაში, იმ ტუპოი ამერიკელის იარაღი გააგრძელებს 10 წლის მერეც მუშოაბას და კალაშა კიდევ შეგზიზღდება ხელში დასაჭერად 10 წლის მერე.

ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ გინდა ვიზუალის შენარჩუნება, მაშინ მოვლა ჩვევად უნდა გადააქციო და არა ცხოვრებაIშ ერთხელ გადაუსვა ჩვარი და მერე მიაგდო სადღაც.

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 9 2015, 09:29 AM

არ ვიცოდი ეგ თორე თავიდანვე წავუსმევდი მაგ ზეთს... ანუ ყველა ზეთი წავა მზესუმზირის გარდა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 9 2015, 12:40 PM

მირონი არა biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Dec 9 2015, 12:56 PM

ნიკა

აი ეს ზეთია იდეალური იარაღის მოსავლელად.
ლულასაც წმინდავს, მოძრავ ნაწილებს, ხის ნაწილებს, და გარედან ჟანგისგანაც იცავს, პლუს რეზინებს არ აფუჭებს...



ამას ვხმარობ ყველა ჩემს იარაღზე, პნევმო იქნება თუ ცეცხლსასროლი, უკვე წლებია.

პოსტის ავტორი: bubusicha Dec 9 2015, 01:08 PM

ციტატა(pilotina @ 9th December 2015 - 01:56 PM) *
ამას ვხმარობ ყველა ჩემს იარაღზე, პნევმო იქნება თუ ცეცხლსასროლი, უკვე წლებია.


რა ღირს ეგ საწმენდი?

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 9 2015, 01:25 PM

geojorjika biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

pilotina მაგით გავწმინდო და მერე ზედ შევატოვო? თუ მთლიანად მოვაცილო ისევ? ან ეგ რა ღირს და სად შეიძლება ყიდვა?

პოსტის ავტორი: gregory Dec 9 2015, 02:12 PM

ნიკა
კალიბრში აქვთ მგონი. დაურეკე და იკითხე

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 9 2015, 03:07 PM

gregory დაახლოებით ხო არ იცი ფასი?

ან ნომერი სად ვნახო?


ვნახე ნომერი

პოსტის ავტორი: pilotina Dec 9 2015, 04:30 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 02:25 PM) *
მაგით გავწმინდო და მერე ზედ შევატოვო? თუ მთლიანად მოვაცილო ისევ?


ჩვარი დაასველე ოდნავ მაგით და ისე გაწმინდე თოფი და დატოვე ეგრე.

ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 02:25 PM) *
ეგ რა ღირს და სად შეიძლება ყიდვა?


გიპასუხეს უკვე, ან კალიბრში გაგარინის მოედანზე როა, იქ მაქ ნანახი ერთი კვირის უკან, http://www.pyramydair.com/s/a/Ballistol_Lube_Aerosol_Spray_6_oz/2072 თუ მოცდა არ გეზარება.

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 9 2015, 04:34 PM

pilotina ეგ ჟანგსაც აშორებს თუ უბრალოდ იცავს? აქ მირჩევია ყიდვა...

პოსტის ავტორი: pilotina Dec 9 2015, 04:53 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 05:34 PM) *
გ ჟანგსაც აშორებს თუ უბრალოდ იცავს?


ჟანგს არ აშორებს. იცავს. თუ ჟანგის მოშორება გინდა მაღლა გირჩიეს სხვადასხვა საშუალება

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 19 2015, 06:37 PM

WD40-ით მოვაშორე ჟანგი, მერე შევინახე და რამდენიმე დღის მერე რომ ვნახე უფრო მეტად ქონდა. კიდე მოვაშორე როგორც შევძელი მაგრამ ცოტა მაინც რჩება, თუ არ დააკვირდი არ ეტყობა. ეგ მასე უნდა იყოს? თუ სულ ბოლომდე უნდა მოეშორებინა წესით? ან ესე მალე რატო მოემატა ჟანგი?

პოსტის ავტორი: pilotina Dec 19 2015, 06:39 PM

ნიკა

ჟანგს რომ მოაშორებ კარგად, მერე ეგ ადგილი რამენაირად უნდა დაიცვა. ან საღებავით, ან ანოდირებით, ან დამცველი ზეთით.

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 19 2015, 06:50 PM

pilotina სადღაც წავიკითხე რომ თვითონ ეს ქმნის დამცავ ფენას. ისედაც არ უნდა დაიჟანგოს მგონი ესე სწრაფად

თან ბოლომდე არ აშორებს

ანოდირება რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 19 2015, 09:27 PM

WD40-ის ეგ დამცავი ფენა არის დროებითი და შალითაში, ქაღალდში, ან რამეში საერთოდ ქრება... საერთოდ WD40- იქნება თუ სხვა ეგეთი ნივთიერება, მუშაობს მხოლოდ ერთი პრინციპით, კერძოდ ოსმოსური წნევით შეღწევა და დაშლა...

ანუ ჟანგიან ზედაპირზე რომ ხვდება, მიკროსკოპულ დონეზე რომ განვიხილოთ, ეგრევე ძალით აწვება და შედის ჟანგის აფხვიერებულ სტრუქტურაშI, ქიმიის და ფიზიკის კურსის მიხედვით ელემტთა სხვაობა იწვევს მაგას...

სუფთა ქიმიური გადასახედიდან, WD40 არის აქტიური ნავთი და ცოტა ზეთი, პლიუს დამატებითი კომპონენტები ჟანგის სტრუქტურის დასაშლელად (კრისტალური მესერის ელექტრონების დონეზე დასაშლელად, კავშირებს შOრის ელექტრონების წყვეტით თუ რაღაც ეგეთით smile.gif )

ანუ შენ თოფს გადაუსვი WD40 თავისი რეაქცია ქნა და ნუ რაღაც დონეზე დაშალა ჟანგი (ვაბშეტა ეგეთი ნივთიერებები უფრო გათვლილია ჩაჟანგული ბოლტების და რაღაც ეგეთ სტრუქტურებში შესაღწევად რომ დაშალოს კავშირები, თან სმაზკის როლი ითამაშოს და საშლილი ჟანგის ნაწილაკები რომ ერთმანეთთან მიმიართებაში სრიალებდნენ და არ ჭედავდნენ ვთქვათ რეზბას ხაოიანი ზედაპირის გამო)

დამცავი შრე რასაც ამბობ არის იდეალურ პირობებში, რეალურად კი WD40-ის და მისნაირების დამცავი შრე ეგრევე ქრება ხელის შეხებისას ნაჭრის შეხებისას და ასე შედმეგ... ანუ მაგის ძირითადი საქმეა ჟანგთან ბრძოლა და ნუ მოსთხოდ რომ დაცვაც იკისროს...

ნუ ისეთი პონტია რა ჯარისკაცია მთელი აბმუნდირავანიით და შენ ახლა მოსთხოვე კაი სისკებიანი პოპ მომღერალის როლის შესრულება კომფორტის პონტშI smile.gif ნუ არც გამოსდის და არს დიდად სასიამოვნო დასანახი იქნება სცენაზე ავტომატით რომ დარბოდეს ვიღაც და რაღაცას ბღაოდეს სიმღერის მაგივრად smile.gif ანუ იმას ვამბობ რომ ყველა ელემენტმა თავის საქმე უნდა აკეთოს, კერძოდ დაცვაზე უნდა იმუშაოს ზეთმა და არა WD40-მა რომელიც მხოლოდ ზედაპირული დაჭიმულობის პლიონკას ქმნის და არა რეალურ ბარიერს smile.gif

მოკელდ შემდეგში მოსავლელად ზეთი გამოიყენე... პლიუს სად და როგორ ინახავ ეგეც თქვი... შალითაში ან რაიმეშI თუ დებ და იჟანგება, მაშინ სავარაუდოდ შალითაა დანამული და იმიტომაც მუშაობს ჟანგი ეგრე აგრესიულად.

რაც შეეხება ვარანენიეს - ნუ ეგ არის რკინის შავი ზედაპირი რომაა მაგას ეძახიან ვარანენიეს, ეგ არის ქიმიური ჟანგი (თან უფრო უხდება ლითონს, თან იაცვს, თან ხელით შეხებისას ტაქტილური შეგრძნებები უფრო დადებითია ვიდრე ტიტველი რკინა ან მითუმეტეს ჟანგიანი) რომელიც ნაკლებად შედის რეაქციაში წყალში არსებულ ჟანგბათთან, რითაც ხდება ჟანგვისგან თავის დაცვა.

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 19 2015, 10:21 PM

არ ვთხოვ მაგას არც პოპის სიმღერას და არც ჟანგისგან დაცვას, უბრალოდ ის მიკვირს რომ ესე მალე იჟანგება. თავისივე კარდონის ყუთში დევს. თან ბოლომდე არ აშორებს ეგ, ოდნავ მაინც რჩება ჟანგი. რამე უფრო ძლიერი უნდა თუ არაა აუცილებელი მთლიანად მოაშოროს? ან ის რაღაც შემოსახვევი ლენტები(Camouflage) რომაა ის დაიცავს ჟანგისგან?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 21 2015, 01:00 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 19th December 2015 - 11:21 PM) *
შემოსახვევი ლენტები(Camouflage) რომაა ის დაიცავს ჟანგისგან?

არა მაგის საქმე კომუფლაჟის გაკეთება, რეალშI კი ვისაგ ეგ გადაუკრია შიგნით ან იჟანგება, ან მოხსნა რომ დაუპირებია გინებით იღვრება იმიტომ რომ მურტალ წებოვან ფენას ტოვებს, რომელიც არ ძვრება და მერე ეგ ხდება ნაგვის და ჭუჭყის აგროვების ბუდე.

რაც შეეხება უფრო აგრესიულად ჟანგის მოცილებას... ნუუუ, მაგისთვის გაისეირნე დომინოში ან გორგიაში და იკითხე ჟანგის გარდამქმნელი - იყიდება მგონი ლიტრიან გამჭირვალე პლასტმასის ბოთლებში. ნუ იასნია შენ მაგდენი არ გჭირდება, მაგრამ ნაკლები მე არ მინახია არსად.

მოკლედ ეგ არის ძლაიან აგრესიული მჟავანარევი სითხე, ასე რომ არ შეისუნთქო და შიშველი ხელებით არ ეცე. ცოტაოდენი აიღე და გადაუსვი ჟანგიან ზედაპირს, ოღონდ მანამდე ფხვიერი და გუბჩატი ნადები რაცაა ეგ მაქსიმალურად მოაცილე რკინას. შემდეგ კი ეგ გარდამქმნელი გადაუსვი. ეგ ამოჭამს ჟანგს და თან რკინის მაგ ადგილს სადაც ჟანგი იყო გააშავებს.

პროსტა მე რეზერვუარზე ეგეთი რაღაც ცხოვრებაში არ გამიბედია და არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ძალიან აგრესიულია და რავი მაგის დედაც ჯერ ე მანდ არ დახვრიტოს რეზერვუარი, თან რომ მორჩები ყველაფერს, (მგონი 10-15 წუთი უნდა დატოვება) მერე მოშნად წყლით უნდა ჩამორეცხო, თორემ თუ შეაშლა ეგ ნივთიერება რკინას, მერე ოდნავ ნესტში რომ მოხვდება ისევ აგრესიულ სითხეთ გარდაიქმნება და გააგრძელებს რკინის ჭამას.... ნუ ბოლოს იასნია ბა-ბახი იქნება.

მოკლედ არსებობს ეგეთი აგრესიული ხსნარი, მაგრამ ძლიან საშიშია იმ საქმეში რასთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. ნუ ლულა უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ რეზიკი რავი???!!!

მე მაგ სითხეს ვიყივებ ხოლმე დაჟანგული აპორნი დისკების შუა წელის გასასუფთავებად შერებვის წინ. კაკრაზ ეხლა ჩემს მანქანაზე მაქვს გასაკეთებელი, უკანა აპორნები, მაგრამ იქ ლითონიც ოხრადაა და ნუ ეგეთი საშიში ადგილიც არაა...

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 21 2015, 01:35 PM

სად მაქვს ჟანგის მოსაცილებელი რეზერვუარები biggrin.gif თუ მასეთი საშიში ნივთიერებაა მაშინ სულ არ მინდა მაგით წმენდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც არაა, რავი ქონდეს ეს წერტილები და თუ რამეა მერე მივხედავ

პოსტის ავტორი: MxNsky Dec 21 2015, 08:59 PM

არ ვიცი პნევმატიკაში რამდენად გამოსადეგი რამეა მარა ჟანგის , საღებავის და უამრავი არასასიამოვნო ნარჩენების საუკეთესოდ მოსაშორებელი საუკეთესო საშუალება არის ქვიშა... შეიძლება ზოგი ხვდება რასაც ვგულისხმობ, ვინც არ იცით აი ეს ვიდეო ნახეთ...
https://www.youtube.com/watch?v=2U-QlQVCFOo
https://www.youtube.com/watch?v=sATETgj0u4A

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 22 2015, 09:46 AM

MxNsky ეგ მართლა მაგარი ხერხია,მაგრამ გააჩნია რისთვის....მოსკოვში გვქონდა მაგის მაგვარი ,,песка струй,, ხიდების მეტალის კონსტრუქციებს ვაცლიდით ხოლმე ჟანგს. პნევმატიკაში კი მე რაც მინახავს,მგონი არ წავა...

პოსტის ავტორი: SVD Dec 22 2015, 04:01 PM

ჟანგი კი არ უნდა მოაცილო ,იქამდე არუნდა მიიყვანო რომ დაიჟანგოს.

პოსტის ავტორი: koknar Dec 22 2015, 04:07 PM

ჟანგს კი მოაცილებ მარა მერე რას უზავ, დატოვებ ეგრე ? MxNsky

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 22 2015, 04:08 PM

SVD დაიჟანგა და... თავისთვის იდო და... დაჟანგვაც არ ქვია ამას, უბრალოდ პატარა წერტილებივით აქვს

პოსტის ავტორი: koknar Dec 22 2015, 04:14 PM

ნიკა
თერმული კონდენსატი გაიკეთა ალბათ, ანუ ან გაიტანე შემოიტანე, ან იმ ოთახში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებია და მეტალი კონდენსატს იკეთებს,

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 22 2015, 04:22 PM

koknar ერთხელ თითქმის გაყინული შევიტანე ოთახში და სულ დასველდა biggrin.gif კი გავწმინდე მაგრამ... მაგის მერე დაახლოებით 2 კვირაში დაემართა ესე. ესეიგი მაგის ბრალია...

პოსტის ავტორი: SVD Dec 22 2015, 04:24 PM

ციტატა(ნიკა @ Dec 22 2015, 05:22 PM) *
koknar ერთხელ თითქმის გაყინული შევიტანე ოთახში და სულ დასველდა biggrin.gif კი გავწმინდე მაგრამ... მაგის მერე დაახლოებით 2 კვირაში დაემართა ესე. ესეიგი მაგის ბრალია...

რომ ისვრი ხომ გსიამოვნებს კარგად რომ მუშაობს? ხოდა მიხედვა უნდა ეგრე არუნდა მიაგდო.გამოიყენებ გაწმინდე დადე და ასე,მე გარედან ჩვეულებრივი ზედით ვწმენდ და არაფერი არ იჟანგება

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 22 2015, 04:31 PM

SVD მე საერთოდ იშვიათად ვიყენებ, თვეში ერთხელ ან ორჯერ. რავი ალბათ გამოუცდელობის ბრალიცაა. შენახული მქონდა და რას ვიფიქრებდი თუ ესე დაემართებოდა

პოსტის ავტორი: SVD Dec 22 2015, 04:40 PM

ციტატა(ნიკა @ Dec 22 2015, 05:31 PM) *
SVD მე საერთოდ იშვიათად ვიყენებ, თვეში ერთხელ ან ორჯერ. რავი ალბათ გამოუცდელობის ბრალიცაა. შენახული მქონდა და რას ვიფიქრებდი თუ ესე დაემართებოდა

ჩვეულებრივი ცეცხლსასროლის ზეთი წაუსვი გარედან ოღონდ და ვსო

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 22 2015, 04:44 PM

ნეიტრალური ზეთი? შიგნიდან არაფერი არ უნდა ხო?

პოსტის ავტორი: SVD Dec 22 2015, 04:56 PM

შიგნიდან არა გარედან წაუსვი და ვსო.ნეიტრალურია თუ რააარი არვიცი ჩვეულებრივი ზეთია რა ცეცხლსასროლის

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 22 2015, 05:23 PM

SVD

ციტატა(SVD @ 22nd December 2015 - 05:01 PM) *
ჟანგი კი არ უნდა მოაცილო ,იქამდე არუნდა მიიყვანო რომ დაიჟანგოს.

ციტატა(SVD @ 22nd December 2015 - 05:56 PM) *
შიგნიდან არა გარედან წაუსვი და ვსო.ნეიტრალურია თუ რააარი არვიცი ჩვეულებრივი ზეთია რა ცეცხლსასროლის
რასაა რო ამ ამბობ?! რა იქამდე არ უნდა მიიყვანო? ეხლა უკვე.................................................................

მაიცა,გარედან თუ იჟანგებს,შიგნიდან ზედმეტი იქნება?!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ნიკა Dec 22 2015, 05:52 PM

SCORPIONS მართალი არაა SVD? უნდა გაუფრთხილდე და ეცადო არ დაიჟანგოს.

P.S. ეხლა არ მითხრა პოსტებზე ნუ მომდევო biggrin.gif

პოსტის ავტორი: SVD Dec 22 2015, 07:50 PM

ციტატა(SCORPIONS @ Dec 22 2015, 06:23 PM) *
SVD

რასაა რო ამ ამბობ?! რა იქამდე არ უნდა მიიყვანო? ეხლა უკვე.................................................................

მაიცა,გარედან თუ იჟანგებს,შიგნიდან ზედმეტი იქნება?!!!!!!!!!!!!!!

რაიყო სკორპიონ ? თოფს თუ უვლი რაჟანგავს ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 22 2015, 08:12 PM

SVD რა შუაშია მოვლა? აქ ეგ თემა არაა!!!

პოსტის ავტორი: MxNsky Dec 23 2015, 01:00 AM

მაგას ბევრნაირი გალოვკები აქვს უბრალოდ ქვიშას გააჩნია, არის მინიატურულებიც, და იმაში ძალიან წმინდა ქვიშა უნდა, ნუ რათქმაუნდა სხვანაირი წნევის დანადგარიც

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 23 2015, 06:39 AM

MxNsky
+10

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services