გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> DISCOVERY HI 8-32X50 SF, გაცნობა
NRG
პოსტი Oct 16 2020, 07:54 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



ბოლო პერიოდში Discovery-მ საინტერესო ოპტიკური სამიზნეები შემოუშვა ბაზარზე საქართველოშიც არის რამოდენიმე მოდელი რომლებთანაც მეც მქონია შეხება და ვფიქრობ მისაღები ფასი და ხარისხი გააჩნია, პარამეტრების ნაირსახეობაც აქვს გამოირჩევა თხელი ტაქტიკური ბადეებით, ვიზუალური ფერადი კონტურებით, ნორმალური ხარისხის ლინზებით და საიმედო დოლურებითაც კი.
მეც ერთერთი მოდელის მფლობელი გავხდი და გაგაცნობთ Discovery Hi 8-32x50 sf, ამ ოპტიკაში დავინტერესდი მაღალი ჯერადობით რაც ამ ეტაპისთვის როგორც მე ვიცი მაქსიმალურია დისკოში და ოპტიკა ავიღე გასატესტად, მაგრამ პირველივე გაჭყეტვიდან სურვილი გაჩნდა დატოვების რადგან მაქსიმალურ ზუმზე გამოსახულებას არ ბუნდავდა აქვს ულტრათხელი ბადე 15 მილდოთით (7.5 ზემოთ-7.5 ქვემოთ), პარალაქსი გაყინულია, 30 მმ იანი მილი იძლევა ნათელ გამოსახულებას და სხვა წვრილწვრილი ნიუანსები მოკლედ სასურველს ხდის ამ ოპტიკას.

მონაცემების მოკლე ჩამონათვალი:
ჯერადობა 8-32 ლინზა 50 მმ.
პარალაქსი 10 იარდიდან
მილი 30მმ.
დოლურის ერთი წკაპი 1/8 moa.
სიგრძე საბუთში მითითებულია 41.5 სმ რეალურად ხუფებით და მზის ბადით არის 43.5 სმ.
წონა საბუთში წერია 758 გრამი ხუფებით სამაგრებით და მზის ბადით არის 937 გრამი.













კორპუსზე ზემოდან დაყენებული აქვს თარაზო და ეს ხელსაწყო მაღალ ზუმთან და თხელ ბადესთან ერთად აჩენს აზრს რომ ქარხანაში იზრუნეს ფურცელზე მსროლელებისთვის



ზოგადად ჩინეთში ნაწარმოებ ოპტიკებზე მითითებული ჯერადობა არ ემთხვევა რეალურს და ზუმის დასადგენად ყოველთვის ვაკეთებ პრაქტიკულ ტესტებს, პირველი მეთოდი იყო ორი ფოტოსურათის მეთოდი რომელმაც მაქსიმალური ზუმი 24x აჩვენა რა თქმა უნდა მცდარი იყო უხარისხო ფოტოების გამო.









მეორე მეთოდი გამოვიყენეთ წინა ლინზაში შუქის ჩანათებით ოკულარიდან ფოკუსირებულ შუქზე რომელმაც 38x აჩვენა და ესეც მცდარი იყო








ხოლო მესამე მეთოდი რომელიც დოქტორ ჯაჯამ გამოთვალა იყო სანტიმეტრიანი კუბიკების მილდოტსა და ზუმზე დამთხვევებით



და მივიღეთ სასიხარულო შედეგი
რეალური ჯერადობა ძალიან ახლოს არის მითითებულთან 7.5-31.3X
ასევე გამოირკვა, რომ ოპტიკას კი აქვს კლიკები MOA ში მაგრამ 10x ზე ემთხვევა mrad-ს რაც მონსონას აზრით ნადირობაში უფრო პრაქტიკული იქნება

ჯერჯერობით არ შემიმოწმებია დოლურების მუშაობა და განმეორება.

ერთი შეხედვით ოპტიკა არის გრძელიც და მძიმეც მაგრამ ვფიქრობ ეს არ არის ხელით სატარებელი ოპტიკა ამის ძირითად დანიშნულებას მე ვხედავ მაგიდიდან სროლაში ფურცელზე ან გრძელ მანძილებზე, არ მომეწონა დოლურებზე მიკრული ავტომობილის დისკები ასევე ზუმის დოლურაზე გადაკრული აქვს უბრალო რეზინი მაგრამ ეს მინუსები უყურადღებოდ რჩება ოპტიკაში გახედვისას


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
NRG
პოსტი Oct 28 2020, 08:46 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



შესაძლოა გამოდგეს უამინდობის დროს გააჩნია რა მეც არასოდეს გამომიყენებია 4 წლის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა იყო შებინდებულზე ხშირ ტოტებში გამიჭირდა დამიზნება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:36 AM
Hosted by Pro-Service