თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ CO2 პნევმატიკა _ პნევმატური პისტოლეტის ყიდვა მინდა და დამაკვალიანეთ

პოსტის ავტორი: maxo96 Jun 30 2017, 08:09 PM

UMAREX 9XP ამ მოდელის ყიდვას ვაპირებ და ღირს ყიდვა?

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 30 2017, 08:19 PM

გრეგორს მიმართე, დიდი არჩევანი აქვს და უკეთ დაგაკვალიანებს

პოსტის ავტორი: master Jan 30 2022, 09:48 AM

გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ.

Მოკლეთ რაზე გაწუხებთ, რადგანაც იარაღების მოყვარული ვარ ხალხს ჰგონია რომ ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებსა და co2 პისტოლეტებშიც ექსპერტი ვარ, სულ ცხოვრებაში ერთი ცო პისტოლეტი მქონდა და ისაც გავაჩუქე რადგან არაფერში ვიყენებდი.

Ეხლა რაშია საქმე, მეგობარმა მთხოვა პისტოლეტი მაყიდინეო, ძაღლმა დაკბინა ამის წინ და დაშინებულია ჰოდა უნდა რომ ჩანთით ატაროს და თუ რამე მოსაგერიებლად გამოიყენოს, თავიდან ფლობერტი ვურჩიე, მაგრამ შედარებით ლეტალურია და შეიძლება მძიმეთ დააზიანოს ცხოველი- ასე რომ მირჩიეთ რაიმე პისტოლეტი 200 ლარის ფარგლებში მაღაზიიდან, ძაან ფინთიკრუშკაც რომ არ იყოს და გასართობადაც რომ გამოადგეს.
Მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 3 2022, 09:55 AM

უაზრო იდეაა. არც ფლობერი და არც co2 ჩამოყალიბებული იდეისთვის არ გამოგადგება.

1) წვალებაა და კარგად არავინ გაგიგებს შენ ან შენს მეგობარს - თუმცა მესმის, შენი შეფასებით ამ პუნქტზე შეგიძლია პიზას დაყირავებული კოშკიდან დააფურთხო ნებისმიერს ვინც ეგრე შეგაფასებს

2) რეალურად არაფერს მოგცემს ძაღლის წვალების გარდა და გააჩნია ამის გამო რამდენად აქვს იმ ძაღლს გადაწყვეტილი შენი დაკბენა, ნუ აი როგორც შენ, შეიძლება ვიღაცამ ვთქვათ მიწის ბელტი გესროლოს დაშინების მხრივ, ასეთს შენ შეიძლება გაერიდო სიტყვებით ერთი ამის გიჟი დედა ვატირეო - არა იმიტომ რომ მიწის ბელტი რაიმეს მოგწევს, უბრალოდ გასვრა არ გინდა, მაგრამ თუ ისედაც გამწარებული ხარ იმ კაცისგან და კიდევ რაღაცას გესვრის შეიძლება შენ ისე ამოგასხას რომ 4-მა კაცმა ვერ გაგაჩეროს მიხვიდე და ჩატისკო ის ბელტების მსროლელი

იგივეა co2 პისტოლეტი და შენს მიერ დასახული მიზანი, თუ გადაირია უფრო, მაშინ კბენით კი არ შემოიფარგლება შეიძლება დაგლეჯვამდე მივიდეს საქმე და ეგ შენი პიუ-პიუ სათამაშო კატალიზატორი გამოვა smile.gif

3) ტექნიკურად არასწორეა, 200 ლარად რაცხას იყიდი, ჩადებ co2 ბალონს ატარებ 1 კვირა, მერე გაგახსენდება 1-2-ს გაისვრი გასართობად, მერე კიდევ 1 კვირაში, ნუ მოკლედ დაცლი ნელ-ნელა ბალონს და აღმოჩნდება რომ ახალი ბალონის ჩადებისას უიჰ აპარებს co2-ის აირს... ტიტუ რა ვქნა? ალბათ ხელოსანი მჭირდება, დაურეკავ ვინმე ჩემნაირს და აღმოჩნდება რომ შეკეთება სადღაც 40 ლარიდან იწყება, იმიტომ რომ დიდიხნით ბალონის დატოვებისას ფუჭდება ბალონის რეზინა, რომელიც დაძაბულად არის მიჭყლეტილი დიდიხნის მანძილზე ფუჭდება, ახლის ჩადებისას კი რაც არ უნდა გადაუჭირო ვერ მიჭყლიტავ ისე რომ გააჩერო ჰაერის გაპარება, ან გატევახ მიმჭერ ვინტს ან კლაპანს (ეს მთლა უარესი უკვე 20-30$-ზე ახვალ)....

ეგ რეზინა ადგილზე ინტერნეტ მაღაზიებში ღირს 10$-ის ფარგლებში, პლიუს შიპინგი ჩამოტანა ლამის 40 ლარი თვითღირებულებაა, მესმის ძვირია მარა რა გინდა ქნა, იცი რამდენი მირეკავს co2 პისტოლეტების გაკეთებაზე და რომ იგენებ რომ 40 ლარია ფასი, ყველა მეუბნება კაი გადმოგირეკავ და მეც წყნარად ვარ რომ ვიცი აღარ დარეკავს და ტვინს არავინ გამიღუნავს და თვითონაც ალბათ ბედნიერია რომ 1-2 ბალონში მოხნა თოფი

ეგ ყველაფერი კი იმის ბრალია რომ არ იცის co2 პისტოლეტის მომხამრებლების 99%-მა მისი მოხმარების წესები:

ა) ყოველი ბალონის ჩადების წინ ბალონზე 1 წვეთი სპეციალური ზეთი უნდა დაიტანო, რადგან co2 აირი ისედაც მშრალია და გასროლისას ცივდება, მოკლედ დეტალებს და რეზინებს რომ დედა არ მოეხნას მალე, საჭიროა რაიმე დამზეთავი

ბ) მიუხედავად იმ 1 წვეთის გამოყენებისა არ შეიძლება ბალონის 12 საათზე მეტხანს თოფში დატოვება, სუპერ დიდი ხანგრძლივი დროა 24 საათი, მერე ბალონი უნდა ამოიღო და დაცალო თოფი

გ) co2 პისტოლეტი არ არის გაზის, სასიგნალო ან ცეცხლსასროლი იარაღი რომელიც შეიძლება მაგრამ არაა სასურველი რომ დიდიხნით დამუხტული გქონდეს, co2 სისტემაში დიდიხნით დამუხტულად დატოვება საერთოდ არაა მართებული.

დ) აბა იკითხავს მომხარებელი რა უნდა ვუყო წეღან ჩავდე ბალონი რომელიც 3 ლარი დამიჯდა და 2-ჯერ გავისროლე და ამოვაგდოო? კი უნდა ამოიღო თუ აღარ აპირებ გამოყენებას, ან თუ 2 გასროლა გინდოდდა უნდა გაგეთვალისწინებინა რომ მაგას მთელი ბალონი მიეხარჯებოდა და გიღირდა თუ არა ის 2 გასროლა 3 ლარი ეგეც უნდა დაგეთვალა.

co2 პისტოლეტებს აქვს მხოლოდ 2 დანიშნულება და არცერთი არაა იმ საქმისთვის რაც დაისახეთ:

პირველი - არსებობს ძვირიანი რეპლიკები რომელიც კლასიკურ ან ახლანდელ საბრძოლო იარაღთან ფორმით და მექანიზმის მუშაობით მაქსიმალურად არის მიახლოებული მოქმედ ცეცხლსასროლთან, ესენი განკუთვნილია გულის გასახარებლად, სადემონტრაციოდ. შესასწავლად და საკოლექციოდ

მეორე - ეს არის აი იაფი, ან საშუალო ფასის რომელიც განკუთვნილია გასართობად და არ იგულისხმება აქ რომ დატენილიატარო დიდიხნით, გახვედი სასროლად, გაერთე, ესროლე ქილებს და მორჩა გართბა, თუ გინდა შემდეგშიც გაერთო დაცალე და შეინახე


მოკლედ რომ ვთქვათ შენი ჩანაფიქრი მოკლებულია ტექნიკურ, მორალურ და იდეოლოგიურ ბაზას ასე რომ არ გამოდგება მაგ ჩანაფიქრისთვის co2 სისტემა

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 6 2022, 09:24 PM

master
მაგ საქმისთვის ეგრედწოდებული "სტარტოვკა|" უფრო გამოგადგება. ხმა უფრო შეაშინებს ვიდრე ეგ ცო2.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services