თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ვიყიდი _ edgun leshiy-ს ხომარ ყიდის ვინმე?

პოსტის ავტორი: feeder Dec 27 2020, 02:09 AM

ხომარავინ ყიდით "ჩაქუჩს"?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 27 2020, 10:28 AM

ეჰ მაგას ბევრი ეძებს და საქართველოშI მგონი მხოლოდ 1 ეგზემპლარია

პოსტის ავტორი: feeder Dec 29 2020, 01:50 PM

ორჯერ შემხვდა გასაყიდად და ვიკითხე მაინც. ახალი რომ იყიდო ძვირი გამოდის, იმპაქტის ფასზე ადის smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Dec 29 2020, 06:05 PM

ორჯერ? მარტო მე მქონდა როგორც ვიცი

პოსტის ავტორი: feeder Dec 29 2020, 09:37 PM

ესეგი მარტო თქვენ გყოლიათ ტყის გობლინი სახლში დამწყვდეული.smile.gif ჩამოტანის გზები ხომარ იცით, მარტივად როგორ ხდება ეგ ამბავი?

პოსტის ავტორი: feeder Jan 3 2021, 09:47 PM

https://www.youtube.com/watch?v=eH1qaKv95JA

ჯაჯა, ზოგადად ლეშის მაგვარი ფიშტოს აწყობა არუნდა იყოს დიდი ამბავი... გამოგივა მემგონი wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 4 2021, 05:52 PM

ციტატა(feeder @ 3rd January 2021 - 10:47 PM) *
ზოგადად ლეშის მაგვარი ფიშტოს აწყობა არუნდა იყოს დიდი ამბავი..

შეგიძლია გამიმხილო რაზე დაყრდნობით ამბობ მაგას?

რაღAც ჯღანი რომელიც მიემსგავსება მაგ თოფს კი შეიძLება გამოთალო, მაგრამ ის არ იქნება და თავს მოიტყუებ

თან ცალობაში მაგის გაკეთება ჩემის აზრით გაცილებით უფრო ძვირი გამოვა, ჯერ ისედაც ხომ ქაჯური ფასი აქვს და მერე კიდევ გაგრექილი ფასი...

პოსტის ავტორი: feeder Jan 5 2021, 12:54 AM

მე არ მქონია შეხება, განხილვები რაც ვნახე მარტივი კონსტრუქციაა შესაძლოა ვცდები. შენ უკეთ იცი ეგ ამბები და ალბათ ნაფიქრიც გექნება. არვგულისხმობ გადმომღერებას რათქმაუნდა. რამე მიმსგავსებული რომ გაკეტდეს უკეთესი დიზაინის, არამგონია 1500$ ავიდეს ფასი. ისე რა უაზრო ფასები აქვს ამ "ჩაქუჩებს" )) სირცხვილია.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jan 5 2021, 07:17 PM

feeder
შესრულების ხარისხს რომ ნახავ საერთოდ არაა ძვირი. ეგ არის მუდმივი იარაღი

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 6 2021, 03:41 PM

feeder
არაა ეგრე საქმე დამიჯერე... ტილიანი 1377-ის გადაკეთება ადიოდა 600-დან 1500 ლარამდე გააჩნია სურვილებს და მოდიფიკაციებს.

თან როცა სერიაში ქმნი რაღაცას სულ სხვაა და როდესაც 1 ეგზემპლარს აკეთებ სულ სხვაა, იქ გამზადებული პროგრამით ავტომატური დაზგა მუშაობს აქ კი შენ ადამიანი... არაა ეგრე იოლი როგორც წარმოგიდგენია... იგივე 1377-ის მოდიფიკაციები მოკვდა ნელნელა აზრი დაკარგა, აიღე აგერ არტემისი ან ჰაცანები და თითქმის მაგ ფასში უკვე მზა კომპლექტია, რატომ უნდა იცადო ეჩალიჩო ვიღაცას, ელოდო, მერე არ მოგეწონება კიდევ უნდა დაამატო და აიდაა...

ის რაც ადეკვატურ შემთხვევაში ღირს ქარხნულად 300-400 დოლარი, აქ რომ იგივე ადეკვატურად გააკეთო შეიძლება 5-მაგ ფასზე გახვიდე, სერიის და ასეულობით გაკეთებას კი აზრი არ აქვს არავინ მაგდენს არ იყიდის და მაინც ვერ ჩახვალ მაგ ფასამდე, ჯამში მესმის ფორმა და იდეა გხიბლავს მაგრამ დამიჯერე იცის იმ მწარმეობელმაც რომ მასეთს იოლად ვერ გააკეთებ, პრაქტიკულად თვლის რომ საცალო გამკეთებელი კონკურენტი არაა და იმიტომაც ადებს ეგეთ ნაგლ ფასებს

აგე კრიუგერგანი აიღე დაიწყეს ვითომ და IJ60/61-ის ვითომ PCP-ზეწ გადაყვანის პროექტად და როდესაც მაგ ჯღანს მხოლოდ რეზერვუარს უმატებდი კიდევ ამართლებდა ხარჯი, მაგრამ მრერე მოდერატორი, იქ კლაპანი, იქ მანომეტრი, დამტენი, ნორმალური სახელური, კონდახი, ჩაქუჩი და ვითომ არაფერი და ეხლა გამზადებული კომპლექტი ორმ იყიდო სცდები 1000$-ს და ბოლოს მაინც იღებ ჯღან IJ60/61-ს biggrin.gif

ნუ ჩათვლი რომ აი ჯა_ჟა-ს ვეტყვი შეუდგება და ზეციურად გააკეთებს, აქ არც მასალებია არც არაფერი, ყველკაფერი იქედან უნდა ჩამოვიტანო უკვე ძვირდება, მერე ჩემი ჩალიჩი არა ერთი დღე და საათი, იქნება ეს ნახაზი, გარჩევა თუ რამე, მეც ხომ სხვა საქმეს უნდა მოვცდე, ესეიგი ამ პროექტს გავაძვირებ და ბოლოს სრული კრახი გამოვა აღარაფერს ვამბობ რამდენი არამუშა ვერსია იქნება თავიდან სანამ ყველა ნიუანსს გაითვალისწინებ და საბოლოო შედეგამდე გახვალ

სხვათაშორის მაგ კოშმარულ ფასში ეგ ხარჯებიცაა რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს ასევე მარკეტინგის ხარჯებია, ეგ ყველაფერი ბოლოს იარაღის საბოლოო ფასზე აისახება,

მარტივად რაღაც ჯღანი ქართუ რეალობაში შემდეგია:

რაიმე აირსოფტის კონდახი, M4-ის სრტილში, სტანდარტული კოლოფი და დამრტყმელი ალუმინისგან, რაიმე ძველი თოფის ლულა, ზედ შრაუდერი ან მოდერი და ჩამოტანილი პეინტბოლის კოლბა 200 კუბი ან 380 კუბი აი ეგეთი რაღაც ასე ისე გაკეთებული შეიძLება ჩაატიო 1000-1200 ლარში, უკვე დახვეწა დალშე ზრდის ფასს

ერთი აქაურის ეგეთ გაკეთებულ თოფს 2 კაცი ვეჯახირეთ და მინიმუმ მასალაში 400 ლარი მივახარჯეთ, აღარაფერს ვამბობ ჩვენს შროლაზე, პროსტა მუღამი გვქონდა რომ რაღაც მუშა გამოგვეყვანა ამ ჯღანიდან,,, ასე რომ რეალობა სამწუხაროა sad.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 7 2021, 06:04 PM

ყიდის ჩემი ლეშის ახალი პატრონი
დაინტერესებულებმა პმ მომწერეთ და დაგაკავშირებთ

პოსტის ავტორი: vatato Jun 2 2021, 09:21 PM

თუ კიდევ დაინტერესებული ხართ, მაიმარკეტზე დევს

https://www.mymarket.ge/ka/pr/20746276/pnevmaturi-iaraRi/edgun-leshiy-2

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 7 2021, 08:55 AM

vatato
ეგ ჩემია მეორე თაობაა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services