თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ კონდახის შეცვლა

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 15 2011, 12:07 AM

http://pix.ge/
ასეთი კონდახი მინდა გავაბარო და ვინმე მუსაობს ასეთრამეებზე თბილისში?

პოსტის ავტორი: ilariona Feb 15 2011, 12:10 AM

sekurifa


ციტატა(sekurifa @ 15th February 2011 - 01:07 AM) *
გავაბარო


ვერ მივხვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას. ვიცი რამოდენიმე ცეხი სადაც ხესთან კარგად მუშაობენ. ალბათ ამასაც დაამზადებენ თუ რა თქმა უნდა შენ დამზადება გინდა.

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 15 2011, 12:11 AM

sekurifa
არ ვიცი. არ მგონია....

თან მაგას გამშვები სისტემის გადატანაც უნდა, უფრო სწორედ მოდიფიცირება....

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 15 2011, 12:29 AM

ციტატა(nihontoman @ Feb 15 2011, 12:11 AM) *
sekurifa
არ ვიცი. არ მგონია....

თან მაგას გამშვები სისტემის გადატანაც უნდა, უფრო სწორედ მოდიფიცირება....

გამშვებს მეთვითონ გადავიტან.

ციტატა(ilariona @ Feb 15 2011, 12:10 AM) *
sekurifa




ვერ მივხვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას. ვიცი რამოდენიმე ცეხი სადაც ხესთან კარგად მუშაობენ. ალბათ ამასაც დაამზადებენ თუ რა თქმა უნდა შენ დამზადება გინდა.

ხო დამზადება მინდა.სად მდებარეობს მაგ ცეხი რომ ვიკითხო თუ დამიმზადებენ?

პოსტის ავტორი: ilariona Feb 15 2011, 08:10 AM

sekurifa
PM-ში მოგწერ ახლა მისამართს და ნომერს ვისაც უნდა დაუკავშირდე. მე რამე თუ მინდა ხოლმე ხისგან რომ დამიმზადონ ეგრევე მაგას ვურეკავ. რავი ჯერ რაც დამიმზადა ყველაფერი მაგარი ხარისხიანი იყო.

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 15 2011, 08:48 AM

sekurifa

ლევანი, ოჩოპინტრეზე: http://forum.ochopintre.ge/index.php?showuser=16

პოსტის ავტორი: r-O-m-A Dec 25 2011, 11:52 AM

რაღაც მაინტერესებს და შესაბამის თემას ვერ წავაწყდი რო იქ დამეწერა. და ეს თემა მიუსადაგე. ძაან არ გამიწყრეთ smile.gif
მინდა კონდახი გავაკეთო ჩემისით, და იქნებ ვინმემ იცით რა ხელსაწყოები დამჭირდება. სტანოკები და დაზგები არ მაინტერესებს smile.gif დასამუშავებელი იარაღები მინდა. იქნებ მომეხმაროს ვინმე ცოტა გათვითცნობიერებული ამ საკითხში?

პოსტის ავტორი: tengo Dec 25 2011, 12:27 PM

r-O-m-A
გადახედეhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1476,იქნებ რამე სასარგებლო ნახო შენთვის.

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 11 2012, 05:33 PM

ერთი სიტყვით მინდოდა კონდახზე კომუფლირების გაკეთება მაგრამ გადავიფიქრე და საბოლოოდ ასე გადავწყვიტე და მგონი საუკეთესო ვარიანტია რაც აქამდე გამიკეთებია.
გადავშკურკე თავიდან კონდახი,დავადე გრუნტი და ბოლოს მატოვი მუქი ყავისფერი ლაქი დავადე.ძალიან მოუხდა და ხელში ძალიან სასიამოვნოდ ზის.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nikola_migina Feb 11 2012, 05:35 PM

ვახ რა მაგარია!!! smile.gif კარგი ფერია უხდება smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Feb 11 2012, 05:59 PM

sekurifa
მეც მომწონს! იმ "კომუფლიაჟს" ნამდვილად ჯობს wink.gif


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 11 2012, 06:11 PM

ძლივს არ მიაგენი რაც გინდოდა? biggrin.gif biggrin.gif კაია, მომწონს wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 11 2012, 07:48 PM

sekurifa

კარგია ნამდვილად ის , სასხლეტის დამცავი (დამავიწყდა ამის სახელი) რისია?

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 11 2012, 07:50 PM

ციტატა(giorgi @ 11th February 2012 - 08:48 PM) *
სასხლეტის დამცავი (დამავიწყდა ამის სახელი) რისია?

პლასმასის

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 11 2012, 07:53 PM

sekurifa
რამეს მოხსენი თუ თავად გააკეთე?

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 11 2012, 08:08 PM

ციტატა(giorgi @ 11th February 2012 - 08:53 PM) *
რამეს მოხსენი თუ თავად გააკეთე?

არა ეს რადნოია ქარხნული.ხის კონდახიანებს ეგეთები აქვთ.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 11 2012, 08:25 PM

sekurifa
ვა რა კარგია . მე მინდა რაიმე ზ.დ.პ-ს ყიდვა ეფად smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 10 2014, 09:14 PM

მოკლედ, ვეძებე ვეძებე თემები და მაქსიმალურად შესაბამისობა ამ თემაში ვიპოვე biggrin.gif

ნანახი მაქვს ბენჯამინ ტრაილის კონდახები, რომლებიც უფრო მუქია და უფრო მომხიბლავი. აი http://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fs017.radikal.ru%2Fi407%2F1304%2F19%2F51156944ace4.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Freibert.info%2Fthreads%2Fprodam-vintovku-benjamin-trail-np-1500-komplekt-k-nej.368070%2F&h=480&w=640&tbnid=i5mE05BvpD06GM%3A&zoom=1&docid=uB0vmktRigFX1M&ei=7ONGU8rGGabm4wTHlIHoDw&tbm=isch&ved=0CBgQhBwwBThk&iact=rc&dur=389&page=5&start=95&ndsp=22

აი რაც http://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fwww.pyramydair.com%2Fairgun-resources%2Fproduct-guides%2Ffeatured-airguns%2Fimages%2FBenjamin-NP-XL.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.pyramydair.com%2Fairgun-resources%2Fproduct-guides%2Ffeatured-airguns%2Fbenjamin-np-xl-air-rifle.shtml&h=91&w=407&tbnid=_5lXtJcXSoB0uM%3A&zoom=1&docid=LPH628NWBacR2M&ei=7ONGU8rGGabm4wTHlIHoDw&tbm=isch&ved=0CC0QhBwwDDhk&iact=rc&dur=223&page=5&start=95&ndsp=22, ესეც მუქია ოღონდ გალაკული და ვიდიანად გამოიყურება
მოკლედ, მაინტერესებს, რამენაირად არის შესაძლებელი რომ ყოველგვარი აფხეკვების გარეშე გავამუქო კონდახი? აი მაგალითად როგორც 1 სურათზეა ნაჩვენები.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 8 2015, 10:17 PM

მე კი მინდა ამოვაკვეთინო კონდახის წინა ნაწილზე პატარა ჯვარედინა ხაზები.ზოგ თოფს ქარხანაშივე უკეთებენ,ჩემსაზე კი გერმანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს,აი მე კი ვთვლი,რომ ეს საჭიროა,რათა მარცხენა ხელი არ ცურავდეს!!! მგონი კარგი მხატვარი კარგად გამისპორტულებს და გამიფორმებს კონდახს.ხეზე წვაც იზავს მგონი კარგ საქმეს,სასურველი წარწერა რო დავაწეროთ ჩვენს საყვარელ თოფზე.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 8 2015, 10:24 PM

SCORPIONS
მაგ ნახაზს რუსულად ნასეჩკა ჰქვია და ინგლისურად ჩეკერინგი....

არაფერი არ ესაქმება მანდ მხატვარს smile.gif სუფთა წყლის გეომეტრიაა და ხეზე მომუშავე ადამიანია საჭირო და არა მხატვარი smile.gif

კსტატე უცხოეთში ამგი საქმე http://www.ahlmans.com/checkering.html, ჩვენების ამბავი რომ ვიცი აქ უფრო მეტს დააფასებენ smile.gif ასე რომ კარგად აწონ დაწონვა ღირს... გარკვეული გამოცდილების არსებობისას შეიძLება საკუთარი ხელით გაკეთებაც, მაგრამ საჭიროა http://www.brownells.com/gunsmith-tools-supplies/stock-work-finishing/hand-checkering-tools/index.htm

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 8 2015, 10:28 PM

SCORPIONS
დაანებე თუ ძმა ხარ მაგ კონდახს თავი, და თU ნასეჩკა გინდა ახალი კონდახი გააკეთებინე , ცოდოა ორიგინალის გაფუჭება

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 8th January 2015 - 11:24 PM) *
ხელით გაკეთებაც, მაგრამ საჭიროა შესაბამისი ინსტრუმენტარიუმი


სულ მინდა ამის ყიდვა და ბოლო მომენტში ყოველთვის ვჩერდები და არ ვუკვეთავ და ნეტა რატომ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 8 2015, 10:29 PM

ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მყარი ხელის საჭირო, კარგი თვალი და ნათელი გონება ანუ რა ნახაზს იყენებ და რა როგორ გადაიკვეთება



geojorjika

ციტატა(giorgi @ 8th January 2015 - 11:28 PM) *
არ ვუკვეთავ და ნეტა რატომ

იმიტომ რომ ქვეცნობიერად იცი ყიდვა ერთია და გაკეთება მეორე smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 8 2015, 10:37 PM

ja_ja ქართულადაც მითხარი ბარემ რა ჰქვია.


geojorjika გაფუჭება რატოა? ნორმალურ მხატვარს გავაკეთებინებ და ეგაა.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 8 2015, 11:58 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 8th January 2015 - 11:37 PM) *
გაფუჭება რატოა? ნორმალურ მხატვარს გავაკეთებინებ და ეგაა.

ჯერ ერთი მხატვარს არაფერი ესაქმემა მანდ. მაგი არის კონდახის სპეციალისტის საქმე.
ცევიოზე, ანუ როგორც შენ ამბობ კონდახის წინა ნაწილზე, ნასეჩკა თავისი გეომეტრიით იმ ნასეჩკას
რომელიც კონდახზე გაქვს. მანდ არავითარი ამოწვები და მიწერ-მოწერები არაა საჭირო.
კარგი მხატვარი გამისპორტიულებსოოოოოო smile.gif მაგ ხელოვნებას სპორტთან არანაერი კავშირი არა აქვს.
თუ გასპორტიულება გინდა, მაშინ სხვა მიმართულებითუნდა იფიქრო.
ზამბარდგუშიან იარაღიდან სროლისას ჩაბღაუჯება არაა საჭირო, დაე ისრიალოს ხელმა, მაგით არაფერი ფუჭდება.
მესმის შენი. გინდა რაღაც შემმატო შენ საყვარელ იარაღ, გააუმჯობესო, გაალამაზო. რავი აბა რა გითხრა...
ჯერ კარგად დაუახლოვდი იარაღს და მერე თვითონ მიხვდები რა არის საჭირო და რა არი უაზრობა.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 9 2015, 12:08 AM

Multi-Tool მაგნაირ მოხელეებს არვიცი რა ქვიათ და სიტყვა მხატვარიც მიტო ვიხმარე. მხატვრებია პრინციპში მაშ რა არიან.? ხეზე ვინც ხატავს,მაგათ მხატვრები არ ქვიათ??? წარწერები კი ცუდი არ უნდა იყოს! წარმოიდგინე,შვილისშვილი რო გადააწყდება შენს იარაღს და მასზე წარწერებს ამოიკითხავს. მე მისწორდება ესეთი განცდები და რავი. პაპაჩემს რო იგივე გაეკეთებინა მაგრად გამახარებდა. ძაან შორს წავედი,მაგრამ სხვაფრად ვერ გადმოგცემდი. გმადლობ

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 9 2015, 12:49 AM

SCORPIONS
არაფრის. უბრალოდ ვხედავ მონდომებული ხარ და არ მინდა ისევე როგორც ყველას, შორიგზით იარო.
კარგი ვთქვათდაგიხატა მხატვარმა, დანარჩენს ხომ კარგი შესრულება უნდა. ხოდა დიდი ალბათობაა
რომ ისე არ გამოგივიდეს როგორც გინდა, და მერე ეგეთ მომენტებმა იცის უკვე გულგატეხილობა.
ზემოთ სწორედ გირჩიეს ცალკე გააკეთო სხვა კონდახი.
ეეხ სენტიმენტები კაია, მაგრამ ადრე არაა ჯეერ? smile.gif რავი ბაბუაჩემის ფილთას არაფერი აწერია მაგრამ არ მავიწყდება
რომ მისი ნაჩუქარია. მაგ ამბავი ძაან პირადულია და რა თქმა უნდა ისე გააკეთებ რორც ჩათვლი საჭიროდ.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 9 2015, 10:01 PM

Multi-Tool
ზემოთ სწორედ გირჩიეს ცალკე გააკეთო სხვა კონდახი. ეგრე არ მინდა,თან რა პონტია ულულო კონდახი რაში გამოვიყენო.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 10 2015, 10:48 AM

SCORPIONS
ციტატის ჩასმა დაამუღამე თორემ კაცი ვერ გაიგებს რა ვიცი ნაწერია, და ვის სცემ პასუხს....

http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=58

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 10 2015, 07:31 PM

ja_ja გმადლობ შენიშვნისთვის. შემეშალა,მაპატიეთ...

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 10:33 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 9th January 2015 - 01:49 AM) *
ზემოთ სწორედ გირჩიეს ცალკე გააკეთო სხვა კონდახი.
მირჩიეს ერთია და კონდახის მოხელე კაცი რო ვერ ვნახე თბილისში.? იცი ვინმე? მ.მარკეტზეც ვეძიე,ვნახე ერთი,მაგრამ პნევმატურზე არ ვაკეთებო....მომინდომა მაგანაც რა,სულ სვდ-ეებზე არ მუშაობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif . ქუთაისში ვნახე ერთი,მაგრამ იქ გაგზავნა უნდა ფიშტოს და მოგეხსენება,რომ ცოტა რისკის ამბავია.

გავრისკო,შამპანური დავლიო და ლობიო მივაყოლო,არ მინდა რა. wink.gif

პოსტის ავტორი: koknar Apr 16 2015, 10:49 PM

SCORPIONS
რა მასალისგან აკეთებს, როგორ ამუშავებს რა ფერი იქნება, მარტო ფორმა ხომ არაა

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 16 2015, 10:51 PM

ხელში ჩამივარდა თითქმის მუქთად PC77 ანუ 1377 მშვენიერ მდგომარეობაში. ყველაფერი მომეწონა პლასმასის
დეტალების დარდა, რომლების მოშორება გადავწყვიტე. ჯერ დავიწყე სახელურის ნაკლადკებით და ცევიოთი,
მგონი არაუშავს გამოვიდა არა?
ინსტრუმენტები მხოლოდ ხელის, არავითარი ელექტროობა biggrin.gif მასალა-აკაციის პარკეტი.
შემდეგი ნაბიჯი იქნება სწრაფად მოსახსნელი ან დასაკეცი კონდახი, რკინის კოლოფი, დგუში და წინა პრობკა.
http://radikale.ru/full/2015/4/16/dd724e8cc524e4a1cf330af37eb54829-full.jpg.html http://statusy.ru/c/smeshnye/
http://radikale.ru/full/2015/4/16/cfc94320383b9f4edb5e3f8e2d200dda-full.jpg.html дом 2 http://dom2.tv/smotret-online/
http://radikale.ru/full/2015/4/16/5031f746854ea89f266c54bf47f0560c-full.jpg.html http://anekdoty.ru/a/svezhie/
http://radikale.ru/full/2015/4/16/59871e61a75a7327042c2f630a2de5aa-full.jpg.html http://statusy.ru

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 10:52 PM

koknar ნომერი დევს განცხ.გე-ზე და მ.მარკეტზე. კაკლის მასალითო და წიფლისო! იმენნა რაღაც ზეთში ვხარშავო რავი..მოკლედ,170 ლარში,დისკოს ჩავსვამ კონდახშიო,P.S. რაიმე წარწერა საჩუქრადო smile.gif wink.gif biggrin.gif

აი მაგ კაცის ნამუშევარი-


პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 11:03 PM

Multi-Tool მაიცა კაცო..ჯერ გილოცავ,მრავალი გაგეკეთებინოს!ღმერთმა,მარჯვენა გიმარჯვენოს!!! ეხლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ. შენ გააკეთე მაგი აკაცია ხო? აკაცია,მაგარი ლამაზია,მოკლედ,კაკალს ჯობია ფერით. დამიჩეხია აკაცია და ვიცი რაცაა.მაგარია! რიავი,მე უფრო აკაციისკე ვიხრები,თორე შეიძლება სხვას ვაფშე რცხილა მოსწონდეს ან ქორაფი+იფნი

პოსტის ავტორი: koknar Apr 16 2015, 11:04 PM

ციტატა(SCORPIONS @ 16th April 2015 - 10:52 PM) *
რაღაც ზეთში ვხარშავო

სელის ზეთში ალბათ, მარა ქარხნულის ვიდზე მაინც ვერ აყენებენ, სხვების ნამუშევრებიც მაქ ნანახი, რაღაცა სიზუსტე აკლია. რავი მაგ ფასად მშვენიერია

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 11:18 PM

koknar
ხელით აკეთებენ და ქარხნული ვიდი არც უნდა ქონდეს..

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 16 2015, 11:21 PM

SCORPIONS
სპასიბოჩკები. ხო აკაციაა ოღონდ ის არა აქ რო იზდება. კაი მასალაა, ოღონდ მძიმეა.

koknar
ზეტში არავინ ხარშავს მაგას. მაგას ლაპარაკობენაი რო იტყვიან დლია ლახოვ biggrin.gif
კი სელის ზეთსაც ხმარობენ, და მშვენიერი დამოდი. ოღონდ მაგის პოლიმერიზაციას დრო უნდა.
მარ ტალი ხარ სიზუსტეში მოიკოჭლებენ, ხის შერწყმა რკინასთან ხშირ შემთხვევაში არ უვარგათ.
და რაც მთავარია ადამიანს უნდა ესმოდეს იარაძის ერგონომიკა ოტი-დო.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 16 2015, 11:24 PM

Multi-Tool
სერიოზული რესპექტები...

მე მაგალიტად ლითონს ასე თუ ისე მივეჩვიე და თითქმის ყველა ადეკვატური ფორმის გაკეთება შემიძლია, მაგრამ აი ხე ჩემთვის დღემდე მიუღწეველი რამეა, და თან ხელიტ ეგეთი რაცხა.... მოკელდ სერიოზული რესპექტი good.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 16 2015, 11:32 PM


ციტატა(ja_ja @ 17th April 2015 - 12:24 AM) *
Multi-Tool
სერიოზული რესპექტები...

მე მაგალიტად ლითონს ასე თუ ისე მივეჩვიე და თითქმის ყველა ადეკვატური ფორმის გაკეთება შემიძლია, მაგრამ აი ხე ჩემთვის დღემდე მიუღწეველი რამეა, და თან ხელიტ ეგეთი რაცხა.... მოკელდ სერიოზული რესპექტი


სენქს.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 11:32 PM

Multi-Tool
კარგი ეხლა,მაგას ნუ იტყვი რო არავინ ხარშავს. ვისაც კარგი მომავალი უნდა თავის ბიზნესში,ჩიტის რძეშიც ამოავლებს. ვინც კიდო მომხმარებელს ლოხად აღიქვამს,იგი თავისა მტერია!

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 16 2015, 11:34 PM

Multi-Tool
გილოცავ, პისტოლეტზე სხელურები მომეწონა, შეკვეთებს არ მიიღებ? smile.gif

SCORPIONS
საშინელი ნამუშევარია, არ გააკეთებინო მაგ კაცს კონდახი

აკაციის ხე არის ძალიან მძიმე, კონდახად მაგას არავინ იყენებს, ეგ ფაქტყრით მაკაგონი ჯობია და თელაც ლამაზია, მაგრამ კონდახად არავინ იყენებს მაგათ, ყველაზე გავრცელებულია, კაკალი, არყის ხე და წიფელი

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 16 2015, 11:47 PM

ციტატა(SCORPIONS @ 17th April 2015 - 12:32 AM) *
კარგი ეხლა,მაგას ნუ იტყვი რო არავინ ხარშავს. ვისაც კატგი მომავალი უნდა თავის ბიზნესში,ჩიტის რძეშიც ამოავლებს. ვინც კიდო მომხმარებელს ლოხად აღიქვამს,იგი თავისა მტერია!

არანაერი აზრი არა აქვს, რადგან გამთბარ ხეზე წასმული ზეთიც მშვენივრად შეიწოვება.ზეთში ხარშვა ხის ტექსტურაზე ცუდად მოქმედებს, ხარჯიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ.


პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 11:49 PM

geojorjika
არ ვაკეთებინებ კონდახს დისკოზე. შენ მინახე ვინმე? ხვალ შეიძლება გნახო.. P.ს. შენი ოპტიკა მოვრჩი და ჩამოგიტან..სამსახურში იქნები?:-)

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 16 2015, 11:50 PM

ციტატა(giorgi @ 17th April 2015 - 12:34 AM) *
გილოცავ, პისტოლეტზე სხელურები მომეწონა, შეკვეთებს არ მიიღებ?


შენაც სენქ.
ზა ვაში დენგი ლუბოი კაპრიზ biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 16 2015, 11:55 PM

Multi-Tool
რა გითხრა? ეგრე თქვა იმ კაცმა და შეეკითხე თუ გინდა. ის კი რომ
მოხარშული ჯობია მოუხარშავს გამძლეობაში,იმ კაცის დაუსწრებლადაც ვიცოდი..

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 16 2015, 11:58 PM

SCORPIONS
კი ალბათ დამირეკე მაინც smile.gif

კი გლობალ არმსში ( პავლოვი კუტუზოვის კვეთაა თუ არ მეშლება) არის ერთი ტიპი და ეგ აკეთებს

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 12:05 AM

geojorjika
მაიცა კაცო,რა გლობალი რის გლობალი? აგერ არაა ჩვენი ხელოსანი?! Multi-Tool სცდი დისკოს დაკონდახებას?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 12:20 AM


Multi-Tool
როგორც პირველი დისკოს კლიენტს,ფასდაკლებაში მოვხვდები ალბათ. მაგალითად მე,პირველი კლიენტის ოპტიკა,უფასოდ შევაკეთე.პლიუს მაგას,ს დოსტავკოი ნა დომ.;-)

პოსტის ავტორი: datka25 Apr 17 2015, 12:25 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 17th April 2015 - 12:34 AM) *
კაკალი, არყის ხე და წიფელი

ჩემი აზრით მაგ სამიდან, კაკალს (უფრო ფესვის მომწონს) მაინც ვერცერთი ვერ ჯობს. . . smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 12:34 AM

ისა და....თხილისაა მჩატე და რატო არ აკეთებენ ინტერესნო. კაკლის ფესვიც კი წააგავს ისე,აკაციას..მომწვანო მოყვითალოა ორივე.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 17 2015, 12:35 AM

ციტატა(SCORPIONS @ 17th April 2015 - 12:55 AM) *
რა გითხრა? ეგრე თქვა იმ კაცმა და შეეკითხე თუ გინდა. ის კი რომ
მოხარშული ჯობია მოუხარშავს გამძლეობაში,იმ კაცის დაუსწრებლადაც ვიცოდი..

და რა გითხრა, ზეთში ვხარშავო. აზრი? სელის ძეთში ხარშვა დაჯდება ძვირი.
თვითონ ძეთი ღირს სადღაც 12 ლარი 200 გრამი და შენი აზრით რამდენი დასჭირდება რომ მთლიანათ
კონდახი ჩაიძიროს? თან რამდენს შეიწოვს. და ტიპი ამბობს ეს ყველაფერი +მასალა+დამზადება 170 ლარიო.
ხელოსნები ცდილობენ პროდუქტს ნაკლები თვითღირებულება ჰქონდეს. და იმი თქმა გინდა, რომ ისეტ რაღაცეებზე დაიწყებენ
ჩალიჩს, რასაც აზრი არა აქვს.
მარათალია ხე სიმკვრივეს იღებს ხარშვისას ოღონდ ყველა არა და მაგას ორთქლიც კარგად ართმევს თავს. კონდახი კი რომ მგარი და ლამაზი
იყოს, აკეთებენ დახვეული მერქანისაგან, მხედველობაში მაქვს კაკალი. ან სულაც ლამინირებულს აკეთებენ.


პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 12:44 AM

Multi-Tool
რას აიჩემე ეს სელის ზეთი? იქნებ სხვა რამეში ხარშავს კაცოო. მნე,ბეზ რაზნიცი,ვჩიომ ი კაკ. კიდევ გიმეორებ..-მე არაფერს არ ვამბობ.იმ კაცმა თქვათქო და...მოკლედ,მოხარშავს,ხო კარგი და არ მოხარშავს და აი ამ გულითა მნახე.;-)

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 17 2015, 12:46 AM

datka25
იმიტომაც ღირს მერე ყველაზე ძვირი smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 17 2015, 01:03 AM

მსხლის ხეს აქვს ლამაზი და ძალიან მაგარი მერქანი, კაკალზე უფრო მაგარი.
კაკლის ხეს პრიორიტრტს კი იმიტომ აძლევენ, რომ ყველანაერად დაბალანსებულია ანუ
ზომიერად მაგარი, მჩატე და ძალიან ლამაზი ტექსტურით. ყველაზე მაღლა ფასობს თურქული კაკალი, რადგან მუქია
ევროპულ კაკალთან შედარებით.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 07:38 AM

Multi-Tool ხო,ეგეც კარგია..პანტაც წავა ალბათ. რა ვქნა,გააკეთებ დისკოზე კონდახს,თუ სხვა ხელოსანი ვნახო? რავი,იქნებ ვერ იცლი..... ვაახ ბიჯოს,კლიენტი ესე გეხვეოდეს და ვერ ამჩნევდე,პირველად ვნახე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 17 2015, 08:59 AM

SCORPIONS

თუ მულტი-ტულმა არ მოკიდა ხელი, ჯორჯიკამ რო გირჩია გლობალ არმსში მიდი, ეგ კაცი ჩემი კურსელია, მამუკა ჰქვია და ძაან კაი ხელი აქვს. ჩემი სახელით მიდი და შეიძლება დისქაუნტსაც გამოკრა ხელი.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 17 2015, 01:31 PM

SCORPIONS
ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ეხლა მასალა არა მაქვს,
მაისის დასაწყისში მექნება. ისე არანაირ კრობლემას არა აქვს ადგილი
შენ თუ არ გეჩქარება. smile.gif


პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 02:24 PM

pilotina გმადლობ..ეგრე ვიზამ.
Multi-Tool
კაკლის მასალა რო მოგიტანო,ფიცარია. მინიმუმ რა სისქის უნდა იყოს ფიცარი? შიგანე,კი აქვს 40სმ დაახლოვებით. მოკლედ,სიგრძე სიგანეს დავაზუსტებ და დაგირეკავ.

პოსტის ავტორი: koknar Apr 17 2015, 02:32 PM

SCORPIONS
არ გინდა ლამინატი ცადოთ, 5-6 ფენა რო შეაწებო სხვადასხვა ფერის ?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 02:44 PM

koknar
რიავი აბა,რა გითხრა..ხელოსანმა უნდა გადაწყვიტოს

პოსტის ავტორი: koknar Apr 17 2015, 02:48 PM

SCORPIONS
იმენა საკონდახე კაკალი თუ იშოვე კი, მარა ესე უფრო მარტივია ხოლმე ანუ თხელი ფიცრების შოვნა

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 02:53 PM

koknar
დისკოს რაღა საკონდახე უნდა? უკუცემა ხო არ აქვს და. კაკ მინიმუმ, 30 წელია რაც გარაჟში დევს.

პოსტის ავტორი: koknar Apr 17 2015, 03:00 PM

ციტატა(SCORPIONS @ 17th April 2015 - 02:53 PM) *
უკუცემა ხო არ აქვს

არა ეგ რა შუაშია, მე ვიგულისხმე მასალის ზომები და ფაქტურა ერთი 50მმ მაინც ხო უნდა სისქეში.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 17 2015, 05:03 PM

აღარ მახსოვს, მაგრამ ორიგინალს მგონი 40-ში ატევს მწარმოებელი, პლიუს თოფი რომ თხელია სქელი 50-იანი ნაღდად არ უხდება, ნასინჯი მაქვს და ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 17 2015, 08:12 PM

ციტატა(koknar @ Apr 17 2015, 03:32 PM) *
SCORPIONS
არ გინდა ლამინატი ცადოთ, 5-6 ფენა რო შეაწებო სხვადასხვა ფერის ?


მე მინდა ძალიან , ოღნდ აი ასეთი სტილის


პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 17 2015, 08:48 PM

geojorjika მგონი ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს კაცი ჩვენ... wink.gif მოკლედ,ჩემთვის მაგარი მოხერხებული და მისაღებია ფორუმელთან საქმის დაჭერა,ვიდრე ვიღაცას უხსნა პნევმოს ხასიათი. ა კაცი,პნევმოც ზეპირად იცის და თავისი საქმეც!!! რაღა თქმა უნდა MULTI- TOOL ს ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: gregory Apr 17 2015, 09:13 PM

ციტატა(giorgi @ 17th April 2015 - 09:12 PM) *
მე მინდა ძალიან , ოღნდ აი ასეთი სტილის

geojorjika
გადი მიდი, გადი მოდი biggrin.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Apr 17 2015, 09:17 PM

gregory
რათა ვითომა? smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Apr 17 2015, 09:19 PM

geojorjika
ო ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, ოღონდ იმ ორ ლურჯს შორის ერთი წითელი უნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 Apr 18 2015, 12:01 AM

ციტატა(koknar @ Apr 17 2015, 03:48 PM) *
SCORPIONS
იმენა საკონდახე კაკალი თუ იშოვე კი, მარა ესე უფრო მარტივია ხოლმე ანუ თხელი ფიცრების შოვნა

საკონდახეები მაქვს და თუ გინდათ პმ. . . ოღონდ ფესვის არაა, გულია, საკმაოდ ლამაზი უზორით. . .

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 18 2015, 07:39 AM

datka25 გაიხარე ძმა! ჯერ მაქვს და მერე ვნახოთ...ისე,კარგი ფასი ჰქონია კაკლის მასალას და პაწია ხელსაც მოითბობს კაცი.თუ არ ვცდები და ცრუ ინფოს მსხვერპლი არ გავხდი,კუბი ღირს არანაკლებ 220$,მაგრამ მგონი უფრო ძვირი უნდა იყოს....მაგდენი ხო ფიჭვიც ღირს.?

პოსტის ავტორი: datka25 Apr 18 2015, 02:01 PM

ჩემთან 600$ smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 2 2015, 03:07 PM

SCORPIONS შეკვეთილი კონდახი კარგა ხანია გაკეთებული იყო, უბრალოდ დღეს ჩაბარდა პატრონს და მეც ვდებ სურათებს
მასალა კაკალი, გაკეთებულია დისკოსათვის .
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 2 2015, 03:12 PM

საყვარელი კონდახია smile.gif

პოსტის ავტორი: koknar May 2 2015, 03:20 PM

Multi-Tool
ვა მაგარი ნამუშევარია, რაცხა შუა ფოტოებიც გადაგეღო როგრო კეთდებოდა, საინტერესო იქნებოდა ძალიან.

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 2 2015, 04:08 PM

Multi-Tool
მაინც დამასწარი ფოტოების დადება ხო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჯერ არ მივსულვარ სახლში,მარშრუტკით მივხრიგინებ. მცხეთას გავცდი ამ წუთას.

მაგარი რამაა რა!ნაღდად მოლოდინს გადააჭარბა. გაიხარე გოჩა!

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 2 2015, 04:35 PM

koknar
http://www.radikal.ru
ეს ერთად ერთი შუალედური სურათი.

SCORPIONS
ჰო დავდე რა, შენაც ჩასაფრებული ყოფილხარ smile.gif
მოხარული ვარ რომ მოგეწონა.

პოსტის ავტორი: davita76 May 2 2015, 05:12 PM

SCORPIONS
მშვიდობაში ტარას.სულ ათიანებში good.gif good.gif good.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 2 2015, 06:21 PM

davita76 გაიხარე ბრატ! ე.ი რა ყოფილა ეს კაცი და არ ვიცოდით რა!!! რო მივედი დღეს,არ ვჩქარობდი კონდახის ნახვას,სურპრიზს ვწელავდი რა..ცოტა (ვიჭორავეთ) ჩაი დავლიეთ და რო გამოიტანა კონდახი და დავინახე,ჯერ ხო კინარამ ჩაის კრუშკა გადავყლაპე,იმხელა პირი დავაღე good.gif shout.gif 22.gif მერე ამიტყდა ერთი და იგივეს ძახილი,-ვაა,რა მაგარია,ვაა ეს რა მაგარი ყოფილხარ,უააა,უააა და მოკლედ სულ ავირიე რია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif GOCHA MAGARI XAR!!!!!!!!!!!!!!!!!!!

არ შემრცხვება ამ სიტყვების,,გერმანელებს გადაუჯოკრე კონდახის კეთებაში"!!! მოკლედ,GOCHA MAGARIA!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აი შედარება გერმანელებთან & russia








პოსტის ავტორი: SCORPIONS May 2 2015, 07:15 PM

ყველაზე მთავარი..სახლში როგორც კი მოვედი,,,უფროსმა" რო აბა რისი გულისთვის დადიხარო? ვაჩვენე კონდახი და მეუბნება,-შენი ვარიის კონდახს კი ჯობიაო wink.gif ! ანუ,უფროსი,დედაკაცია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეთქვი,რახან ამას რაღაც მოვაწონე-თქო და მეშველათქო.. wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 2 2015, 08:17 PM

გილოცავ smile.gif , მე ნანახი მქონდა უკვე ეგ , ოღონდ ნასეჩკის გარეშე

ისე დაგეტოვებინა ბარემ ავაწყობდი და ხვალ წაიღებდი wink.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 2 2015, 09:12 PM

ციტატა(SCORPIONS @ May 2 2015, 06:21 PM) *
davita76 გაიხარე ბრატ! ე.ი რა ყოფილა ეს კაცი და არ ვიცოდით რა!!! რო მივედი დღეს,არ ვჩქარობდი კონდახის ნახვას,სურპრიზს ვწელავდი რა..ცოტა (ვიჭორავეთ) ჩაი დავლიეთ და რო გამოიტანა კონდახი და დავინახე,ჯერ ხო კინარამ ჩაის კრუშკა გადავყლაპე,იმხელა პირი დავაღე good.gif shout.gif 22.gif მერე ამიტყდა ერთი და იგივეს ძახილი,-ვაა,რა მაგარია,ვაა ეს რა მაგარი ყოფილხარ,უააა,უააა და მოკლედ სულ ავირიე რია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif GOCHA MAGARI XAR!!!!!!!!!!!!!!!!!!!

არ შემრცხვება ამ სიტყვების,,გერმანელებს გადაუჯოკრე კონდახის კეთებაში"!!! მოკლედ,GOCHA MAGARIA!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აი შედარება გერმანელებთან & russia






ხვალე წამოვიღებ,ოღონდ ეშველოს და..სახლში გაქვს ის ოპტიკა? 8-32x50

პოსტის ავტორი: geojorjika May 2 2015, 09:28 PM

კი სახლში მაქვს

პოსტის ავტორი: pilotina May 2 2015, 10:07 PM

Multi-Tool

ვაუ, ეს მართლაც ძაან სერიოზული ნამუშევარია ! შენ რა მაგარი ყოფილხარ და არ ვიცოდი... ეხლა ვხვდები, რომ ვიჩქარე ჩემი მარადასთვის ბულპაპის ყიდვა. 24.gif შენთვის უნდა შემეკვეთა, მარა არაუშავს, შეიძლება გადამიტრიალდეს თავში კიდე რაღაცა.. biggrin.gif , მართლა კაი ხელი გქონია good.gif good.gif good.gif

პოსტის ავტორი: ikaaa May 2 2015, 11:48 PM

მდაა სერიოზული ნამუშევარია good.gif არც კი მეგონა რო ფორუმზე კონდახის ხელოსანი გვყავდა და თან როგორი, პირი დამჩა ღია.

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 3 2015, 12:53 AM

მადლობა მეგობრებო შეფასებსთვის blush.gif

პოსტის ავტორი: gregory May 3 2015, 10:29 AM

Multi-Tool
სასიამოვნოდ გამაკვირვე smile.gif
ძაან მაგარი ყოფილხარ hi.gif

პოსტის ავტორი: okela84 May 3 2015, 10:53 AM

ცალკე ლულების ჩამოტანას თუ შეძლებ ჩათვალე რო კაი ბიზნესში ხარ

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 3 2015, 10:53 AM

geojorjika გმადლობ,გაიხარე.
gregory შენც გმადლობ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 May 3 2015, 08:24 PM

SCORPIONS
გილოცავ, ძმობილო, ძაან მაგარია. . .
ისე, თოფთან ერთადაც რომ გვაჩვენო არ გინდა? wink.gif

პოსტის ავტორი: davita76 May 3 2015, 10:18 PM

Multi-Tool
ვაა ყოჩაღ ძმაო.ოქროს ხელი გქონია.შედევრია.მალადეც რაა.არ გავკარი ქარხნულ კონდახეებს wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 3 2015, 10:32 PM

datka25 გაიხარე ძმა! მუსიკა რო არის ხოლმე ფარდის ჩამოხსნისას..-ტურურურუუუ,ტურურურუუუუუუუ wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ერთერთ ფოტოზე,ყავა გადამესხა და მეც ეხლაღა შევნიშნე კონდახზე blush.gif












პოსტის ავტორი: pilotina May 4 2015, 01:14 AM

SCORPIONS

ვააა გილოცავ! მაგარ ვიდზეა! ეხლა სროლაში როგორი იქნება ეგაა საინტერესო.
და ყავა რამ გადაგასხმევინა შე ყურუმსაღო მაგაზე ჰა? რა კონდახზე გქონდა სუფრა გაშლილი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 4 2015, 07:43 AM

pilotina გმადლობ. რია ვიცი აბა,რამ გადამასხმევინა..ხო იცი ჩემი სამზარეულო რა პატარაა და ვერსად ვდგამდი ჭიქას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory May 4 2015, 08:10 AM

SCORPIONS
მესმის, რომ სიხარული დიდია, მაგრამ ამხელა "პროსტინები" რომ დადე რას გვერჩი?! biggrin.gif


პოსტის ავტორი: SCORPIONS May 4 2015, 09:23 AM

gregory ვერ ვაპატარავებ და...სიხარული? კარგი რია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 May 4 2015, 09:37 AM

SCORPIONS
ტყემლით მაინც სულ სხვაა biggrin.gif good.gif
ეხლა მაგას რამე მოზრდილი ოპტიკაც უნდა და მთლად დაიხატება wink.gif

პოსტის ავტორი: koknar May 4 2015, 12:18 PM

აა ეს ჰიბრიდული ჯიშია არა, ლულა მარადასი აქ ?

პოსტის ავტორი: koknar May 4 2015, 12:41 PM

ვიდეო ვნახე გასაგებია ყველაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 4 2015, 01:43 PM

datka25 რა ტყემალი,რი ატამი? biggrin.gif
რა მოზრდილი ოპტიკა ტო,ისედაც 3.300 გრამია smile.gif
koknar MADE IN JAJ.GEOJORJ.MULTI- TOOLS...... wink.gif

პოსტის ავტორი: datka25 May 4 2015, 01:50 PM

ციტატა(SCORPIONS @ May 4 2015, 02:43 PM) *
datka25 რა ტყემალი,რი ატამი? biggrin.gif
რა მოზრდილი ოპტიკა ტო,ისედაც 3.300 გრამია smile.gif
koknar MADE IN JAJ.GEOJORJ.MULTI- TOOLS...... wink.gif

აბა ჩემი ხაჩიკა უოპტიკოდ 4 კილოა და რა ვქნა კოლიმატორი დავაყენო? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 4 2015, 03:22 PM

datka25 გაკვრით ვთქვი თორე,ვარკა ბიჭიც 4 კილოა და სიმძიმე ვერ შეგვაშინებს ჩვენა wink.gif smile.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 09:50 PM

ყურადღება მეგობრებო! მორიგი შედევრი მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი MULTI-TOOLS-ის ნამუშევრისგან. ტურურურურურურურურუ,ტრურურურ











მაღლა,ის მელოდია გავაჟღერე,ფარდის ჩამოხსნისას რომაა ხოლმე..იმედია მივამსგავსე biggrin.gif

დიდი მადლობა გოჩა!!!

მართლა,იარაღია МР-512 ..МУРКА..

პოსტის ავტორი: pilotina Jun 3 2015, 10:05 PM

SCORPIONS

ხოოო, მე მგონი შენზე ადრე ვნახე ეგ კონდახი და უთხარი კიდეც გოჩას რას ვფიქრობ.
აქ კი შენ გილოცავ! შენი არსენალი კი გოჩას წყალობით თანდათან სულ უფრო მაღალ საფეხურებზე ადის. smile.gif

გოჩას კიდე ჩემი რესპექტი! რაც მაგარია, მაგარია! good.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 10:09 PM

pilotina გაიხარე ბრატ!

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 3 2015, 10:10 PM

ციტატა(SCORPIONS @ 3rd June 2015 - 10:50 PM) *
ყურადღება მეგობრებო! მორიგი შედევრი მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი MULTI-TOOLS-ის ნამუშევრისგან. ტურურურურურურურურუ,ტრურურურ


sad.gif mda.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 10:17 PM

ციტატა(Multi-Tool @ Jun 3 2015, 11:10 PM) *
sad.gif mda.gif

OK. ბატონს აღარ დაგიძახებ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 3 2015, 10:28 PM

ჰოო აი ეს უჟვე უკეთესია, იგრძნობა პროგრესი , მალადეც

ტარას გულოცავ

პოსტის ავტორი: koknar Jun 3 2015, 10:50 PM

მასალა ცოტა სლაბია smile.gif თორე ნამუშევარი სერიოზულია, თამამ !!!

პოსტის ავტორი: ikaaa Jun 3 2015, 10:58 PM

ნამდვილი კამფეტია smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 10:58 PM

koknar
საიდან მოიტანე ,რომ სლაბია?

პოსტის ავტორი: koknar Jun 3 2015, 11:01 PM

SCORPIONS
პარალელური ზოლები მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 11:08 PM

koknar
სიგრძეზეა ფიცარი ნახერხი და ზოლებიც შესაბამისად პარალელნო აქვს. რიავი,სიგანეზე დახერხილი ფიცარი მე არ მინახავს და... ჩემ ვარიასაც მასე აქვს ზოლები ზუსტად. მაიცა კაცო,სხვაფრად როგორ იქნებოდა?ბუნების კანონი მგონია მე,მასე მას
ალის სიგრძეზე ხერხვა.

P.ს. არაგვის ხეობის წიფელია! ვოტ:-)

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 3 2015, 11:17 PM

ერთი კონდახი მაინც თუ გინახავს,რომ ზოლები,ვერტიკალურად ქონდეს?? კარგი რია:-) კონდახ,კაკ ნასტოიაში კონდახ,დაჟე ლუჩშე ი ტოჩკა!

პოსტის ავტორი: koknar Jun 4 2015, 12:04 AM

SCORPIONS
ვერტიკალური ზოლებიანი არ მინახავს მაგრამ . . .


რაღაც ასეთი ვიგულისხმე, მართლა კარგი ნამუშევარია რაც დადე

პოსტის ავტორი: datka25 Jun 4 2015, 01:28 AM

თვითონ საკონდახე მასალა რა არი? რაღაც არაა ის რაა
smile.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Jun 4 2015, 02:53 AM

ვაა ძაან მაგაროა საღოლ good.gif good.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 4 2015, 09:04 AM

ვაა ფორუმზე რავარც იქნა ხესთან მომუშავე ადამიანი გაგვეჩითა და თან საკაიფო ხელიც აქვს და თვალიც.... რესპექტ სერიოზული!!! good.gif hi.gif

პოსტის ავტორი: gregory Jun 4 2015, 06:55 PM

Multi-Tool
მართლაც რომ ქედს ვიხრი smile.gif
ოქროს ხელი გქონია!


SCORPIONS
გილოცავ, გაგისიმპარტიურდა "რუსი" smile.gif


პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 4 2015, 08:02 PM

gregory გაიხარე,გმადლობ! smile.gif ეს არ გინახავს?აღარ მახსოვს.ესეც გოჩას ნამოქმედარია. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში რომაა.
ვისაც არ უნახავს,მანაც ნახოს,ჩვენი რაღა მიდის wink.gif .







პოსტის ავტორი: gregory Jun 4 2015, 08:48 PM

SCORPIONS
როგორ არ მინახავს?! მაგას გამოვტოვებდი smile.gif


პოსტის ავტორი: gregory Oct 9 2015, 08:07 AM

მთხოვეს ამ ფოტოების დამატება:





შესრულების ვადა 2-3 დღე
ფასები 100 ლარიდან

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 9 2015, 08:13 AM

აი ის რეზინის მაგივრად უკნიდან ხე რომ აქვს მაგი რაცხა ვერაა დანარჩენს კი ვროდე არაუშავს. პროსტა ლაკი ნაღდად არ სჭირდება მაგ კონდახებს smile.gif ზეთი ჯობია, ან კონდახის მასტიკა და იქნება კამფეტი

კსტატე ფასიც ხოშიანია

პოსტის ავტორი: gregory Oct 9 2015, 08:15 AM

ციტატა(ja_ja @ 9th October 2015 - 09:13 AM) *
პროსტა ლაკი ნაღდად არ სჭირდება მაგ კონდახებს

ja_ja
ხოო, 100% გეთანხმები smile.gif
ეს ლაქი ბორჯომის გზაზე რომ საწოლებს ყიდიან , იმის ვიდზე აყენებს biggrin.gif


პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 9 2015, 09:29 AM

gregory თუ რამე და შენ დაგიკავშირდეთ,თუ როგორ ხდება საქმის გაკეთება?

პოსტის ავტორი: gregory Oct 9 2015, 10:47 AM

მისი ნომერია - 59926939ცხრა.
ქვია კახა
ცხოვრობს მარტვილში
მე პირადად არ ვიცნობ...

პოსტის ავტორი: koknar Oct 9 2015, 11:50 AM

ვა კაი გაკეთებულია, რა მასალაა ნეტა, კაკალია ?

პოსტის ავტორი: gregory Oct 9 2015, 12:14 PM

ციტატა(koka @ 9th October 2015 - 12:50 PM) *
რა მასალაა ნეტა, კაკალია ?

ეს კონკრეტული კონდახი ცაცხვიდანაა
ისე, ოსტატი ნებისმიერ მასალაზე მუშაობს

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 9 2015, 05:39 PM

რავიცი შეიძლება მე ვახურებ , მაგრამ რაღაც ნიტოა მაგგ კონდახში გარდა ლაქისა, აშკარად ავეჯის ხელოსნის გაკეთებულია და არა მეკონდახის, თუ შესრულება გაკმაყოფილებთ ფასი ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: pilotina Oct 9 2015, 06:49 PM

geojorjika

ზუსტად ეგ გავიფიქრე, მარა აღარ დავწერე არაფერი. მეთქი არ ჩამქოლონ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 9 2015, 08:03 PM

ისე კი ჯორჯიკასი და პილოტინასი არ იყოს,ბევრი რო არ გავატრ..ო,სირ..აა რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გოჩას ნამუშევარი ჯობია ბევრად და მაგათი ადგილები აქ არაა რა!

გრიგოლ,არაფერი პირადული,რა აზრი ქონდა ამ ფოტოების დაყრას,როცა სუპერ დოკა აქ არის???!

პოსტის ავტორი: Multi-Tool Oct 9 2015, 08:35 PM

ვა რა თოფია რა თოფი!
ხალხნო ნუ ხართ ეგეთი კრიტიკულები, იწვალა კაცმა. აი ლლაქი და ხის ზატილნიკი კი მართლა უადგილოა.
თუ ოსტატი ამ თემას კითხულობს, ვეტყვი, რომ გრუნტოვკები, ბაიცები და ლაქები დაივიწყოს. დაკარგი იქნებოდა კონდახის
შიდა მხარის, სურათებიც დაედო. ეგ ადგილი არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს და კლიენტმა უნდა იცოდეს
ოსტატის შესაძლებლობები.
მეტს ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

პოსტის ავტორი: gregory Oct 10 2015, 09:40 AM

ციტატა(SCORPIONS @ 9th October 2015 - 09:03 PM) *
გრიგოლ,არაფერი პირადული,რა აზრი ქონდა ამ ფოტოების დაყრას,როცა სუპერ დოკა აქ არის???!

SCORPIONS
თავიდანვე დავწერე:
ციტატა(gregory @ 9th October 2015 - 09:07 AM) *
მთხოვეს ამ ფოტოების დამატება:

და რაქ უნდა მეთქვა არ დავდებ თქო?
ისიც დავწერე, სულ არ ვიცნობ მაგ ოსტატს

პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 11 2015, 07:46 AM

gregory სორრი,ცოტა დავამლაშე wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Nov 24 2016, 10:19 PM

http://radikal.ru/fp/abcsi2dhgbfi8
http://radikal.ru/fp/1bg7hi7oux0km
კიდევ ერთ ადამიანს აუსრულდა ოცნება და 1377 ის კრუგერის კიტმა მოირგო კოსტუმი.
იარაღი ძალიან კომპაქტური გამოვიდა, 51 სმ სიგრძეში და 28 სიმაღლეში.
. მანქანიდაში მაგარუ მოსახერხებელია, მეც მომინდა ეგეთი მოკლე რამე.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 24 2016, 10:49 PM

Multi-Tool
ძალიან კარგია, ვეღარ ვაღრსე რკინეულობას დასრულება რომ მოვიტანო შენთან ჩასაცმელად smile.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 24 2016, 11:32 PM

ციტატა(gabrichidzegocha @ 24th November 2016 - 11:19 PM) *
კიდევ ერთ ადამიანს აუსრულდა ოცნება და 1377 ის კრუგერის კიტმა მოირგო კოსტუმი.
იარაღი ძალიან კომპაქტური გამოვიდა, 51 სმ სიგრძეში და 28 სიმაღლეში.
. მანქანიდაში მაგარუ მოსახერხებელია, მეც მომინდა ეგეთი მოკლე რამე.


მშვენიერია,
ამ პატარა კაცს ატლასის ბიპოდი უყენია?

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 24 2016, 11:40 PM

მაგარი ტიპია)) პატარა,კოხტა და ავი)) ფრანცუზკი ბულდოგ

პოსტის ავტორი: Multi-Tool Nov 24 2016, 11:46 PM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 25th November 2016 - 12:32 AM) *
ამ პატარა კაცს ატლასის ბიპოდი უყენია?

კი ატლასისაა.

პოსტის ავტორი: pilotina Nov 25 2016, 12:02 AM

ვა, მშვენიერია! ძაან მოუხდა.
ისე, გოჩას გაკეთებული როგორი გამოვიდოდა აბა?! good.gif

პოსტის ავტორი: jalaba Mar 15 2018, 11:06 AM

გამარჯობათ,

თბილისში კონდახების ხელოსანს ხომ ვერ მიმასწავლით?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 15 2018, 01:29 PM

ციტატა(jalaba @ Mar 15 2018, 12:06 PM) *
გამარჯობათ,

თბილისში კონდახების ხელოსანს ხომ ვერ მიმასწავლით?


მცხეთაში არ გაწყობს?

პოსტის ავტორი: jalaba Mar 15 2018, 02:54 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Mar 15 2018, 02:29 PM) *
მცხეთაში არ გაწყობს?


კი.
გთხოვთ, გამომიგზავნოთ კონტაკტები.


პოსტის ავტორი: nihontoman Apr 22 2019, 05:43 PM

სალამი მეგობრებო,

მგონი ყველაზე კარგი ადგილი ამ პოსტისათვის აქ არის biggrin.gif

ე.ი. ცოტა ხნის წინ მაჩუქეს აი ეს პატარა:



არ მინდა ამ მდგომარეობაში დატოვება, მინდა რაიმე მოვუხერხო და მიკრო კარაბინჩიკიად გადავაკეთო. მაგის გასაკეთებლად დამჭიდება კონდახის დამზადება, ხოდა იქნებ მირჩიოთ ვინმე, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას smile.gif

წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 23 2019, 09:21 PM

nihontoman
მშვიდობაში , მეც მომწონს ეგ

მულტიტულს კითხე ჩვენი ფორუმელია

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 23 2019, 10:15 PM

geojorjika


მადლობა მოლოცვისა და რჩევისათვისsmile.gif აუცილებლად დავეკონტაქტები

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services