გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Preparing for BR50, ანუ ვემზადებით და ვამოწმებთ
ja_ja
პოსტი Apr 24 2012, 01:27 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვხსნით წიგნს და ავტორისგან ვკითხულობთ:

მოკლედ აგვიტყდა მუსიე ილარიონა გერმანიიდან გინდა თუ არა კვირას შევხვდეთ და შეჯიბრისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ჩავატაროთ რომ პრობლემები ვნახოთ რა გვექნებაო....

რა არ ვითხარით რა არ ვეხვერწეთ არ გვინდათქვა ვერ მოახერხებ გიტლერ იურგენტის ქვეყნიდან ჩამოსვლას მეთქი და სულ შვაინე ხუნდები გვეძახა smile.gif : ჩვენც რა დაგვრჩენოდა და დავნებდით.. ასე ჩაეყარა საფუძველი ამ წინა საჩემპიონატო გასვლას.

ხელმოწერა - Ja_Ja 2012 წლის 23 მარტი.



ყველაფერი დაიწყო
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მოვედით ამ სტატიამდე.

მაშ ასე მთავარი მიზანი... ხალხის გამოტყუება სახლიდან არყისა და მწვადის მეშვეობით, რომ ვაიძულოთ მინი შეჯიბრში მონაწილეობა, რეალური შეჯიბრი დაგეგმილია მაისში, მაგრამ BR ჩემპიონატს საქართველოში პირველად გატარებთ და რაღაც კურიოზი რომ არ ამოხტეს ატ შეიძლება, ამიტომაც გვინდოდა ჩაგვეტარებინა წინა სავარჯიშო შეხვედრა, მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ პირობებთან რომ გვენახა რა როგრ განვითარდებოდა.

როგორც სჩვევია ქართველ ხალხს, მწვადის სუნზე ყველან გამოყო თავი ბუჩქებიდან biggrin.gif ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ვინც ვერ გაიგებს ამ და სხვა სახალისო ხუმრობებს გთხოვთ ეს გვერდი დატოვოთ უკომენტაროდ smile.gif

მაშ ასე კვირა გათენდა, და ჩემთვის გათენდა საოცრად, მაღვიძარა დავაყენე 7 საათზე რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ დილის ექვსის ნახევრიდან კვირა დღეს გამთენიას მეზობელს რაცხა საჩხუბარი თემა გაეჩითა, ამას მეორე მეზობელი აყვა და... მოკელდ ვინ დაგაძინა 6 საათიდან ტელეფონს ვუყურებდი როდის გავიდოდა 1 საათი რომ ლოგინში კოტრიალისთვსი მომეღო ბოლო და...მოკლედ სისულეებს ვყვები.

მოვიდა თაზო 8 საათზე გერმანული სიზუსტით, ჩავედი მეც მთელი ჩემი ბარგი ბარხანით, გავუარეთ ტემპლარს, გზად ჩავისვით დავითუსა და გავწიეთ რუსთავისკენ. ამინდიაააა. ნუ ეგეთი ამინდი კაიხანია არ ყოფილა, მზე, მზე, მზე, ნიავიც არ იძვრის... მოკლედ გშურდეს მტერო და გიხაროდეს, აირგანელო smile.gif

რუსთავის ავტო ბაზრობასთან ილარიონას ეკიპაჟმა შეგვახსენა თავი მოვედით სად ხართო... და ჩვენც 2 წუთში იქანე დავერჭეთ smile.gif. სტანდარტული შეხვედრის ადგილი ემოციების ფრქვევა იდეების გაზიარება....

ილარიონას ახალმა სათამაშომ მაგარი ინტერესი გამოიწვია... "დაჟე" იქვე მდგომი ტაქსისტემი მოვიდნენ და ერთი დიდი მცოდნეს ვარიანტშ კითხულობს - რამდენიანია?!, ილია ეკითხება რა? - რამდენი ტყვია ჩადისო? ილოსაც ერთი წამიც არ უფიქრია, ეგრევე აჯახა 10 ტყვიაო smile.gif, შეუბრუნდა ეს ტაქსისტი მეორეს და ეუბნება ხომ გეუბნებოდი, მაგარი სერიოზული შტუკააო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



















ამასობაში სოხას ეკიპაჟიც მოვიდა, და რა თქმა უნდა ბოლოს გამოჩნდა პრეზიდენტი თავისი ურემით smile.gif






სხვათა შორის ამ გასვლაზე ერთი ახალი წევრი შემოგვიერთდა რეალ ცხოვრებაში თან ხელთ ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ახალი ხილი... ნუ ჩვენთვის ახალი ხილი თორემ მსოფლიომ კაი ხანია იცის რომ ევანიქსს აქვს გამოშვებული თოფები smile.gif ნუ ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ვესალმებით ikaa-ს.















დავიშალეთ და ზოგი წავიდა ბაზარში, ზოგი მაღაზიაში, ზოგი ღვინოზე და დავთქვით შესახვედრი ადგილი, ვინც ადრე მივედით რანდევუს წერტილში გადმოვედით მანქანებიდან და ვღლაბუცობდით, ამასობაში კი ცოცხალი არსება გაიჩითა და CZ-ს ყურები მომენტალურად ყალყზე დადგა smile.gif



ასე იყო თუ ისე მივედით სასურველ ადგილზე და ფოქსი გამალებული ეცა ტოტებს ლაიქ ე რემბო! ვო! smile.gif









ნელ-ნელა მოვედით აზრზე და მინი ინსტრუქტაჟის ჩატარება დავაპირეთ რომ ხალხისთვის წესები გამეცნო, ამისათვის კი ერთი დახვრეტილი სამიზნე იყო საჭირო, რა თქმა უნდა დირაკოლის საქმის შესრულება ტავის თავზე ნორიკამ აიო და გვაცვა ჯვარს... ეგ თუ სასროლად დაჯდა მერე ხომ მაგიდიდან ვერ ააყენებ smile.gif







ნუ როგროც ვიდეოში ჩანს, ნორიკა ისვრის, კაკა ახალ წევს აგიჟებს ველური წნევებით, ikaa არ ნებდება და არ იტყუებს თავს, მაგრამ აშკარად იხალისა იმ დღეს ნახა ყველა შესაძლო თოფი, ტყვია სამიზნე და რავიცი, მოკლედ თვითონაც გაგვაცნო თავისი ახალი თოფი და ჩვენც იმედია ახალი ინფორმაცია შევძინეთ smile.gif

ასე იყო თუ ისე ja_ja მასწავლებელმა დაიწყო ახსნა განმარტებიბი.



პატარა ინსტრუქტაჟის მერე ცოტაოდენ მოვსუსტდით ზოგი შეუდგა სამიზნის გასწორებას, ზოგი ოპტიკის მორგებას, ზოგი კი თავისი ახალი სათამაშოს დემონსტრირებას შეუდგა, ზოგიც კი ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ კი შეპ პოვრობას შეუდგა რომ 20-მდე ველად გაჭრილი აირგანელი დამშეული არ ყოფილიყო smile.gif

























მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ biggrin.gif, დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ smile.gif



ნუ უკან მობრუნებისას თაზო პოზიორობდა, საჭმელი, კაკა და სხვა... პლიუს ევანიქსის გატესტვის დრო მოვიდა და....






















ბარემ ბოლო დარჩენილ კოლაჟს ჩავაგდებ და... მოკლედ ამის მერე რავარც იქნა ღლაბუცი მორჩა...
ისე ბარემ ხალხს ვაჩვენეთ მედლები რომლებიც იქნება რეალურ შეჯიბრზე მაისში წარდგენილი, ნუ შესაბამისად ბრინჯაო, ვერცხლი და პირველი ადგილის მფლობელი ოქროს მედალს წაიღებს სახლში...




ზედა სურათზე ჩანს როგორ ტარდება ქართლად შეჯიბრი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პურის ნაჭერი და ხახვი smile.gif ჩვენ საერთოდ სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, აპა მსროლელი მშიერი ხომ ისვრის smile.gif, ჰოდა მაგიდაზე ხვდება საკენკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





და დავიწყეთ შეჯიბრის იმიტაცია.... ჰოოო აქ პრობლემები ამოხტაააა.... ნუ დიდი არაფერი, მაგრამ წვრილმანი არის...












როგორ სულმოუთმელნად ელოდება ხალხი თავის რიგს smile.gif, ოღონდ ჩეროში smile.gif







პრობლემები შემდეგია:

1) პირველი ის რომ მიუხედავად ამდენი ინსტრუქციისა უმეტესობამ არ გაიგო რაზე იყო საუბარი და ჩვენთან ჩვეული ჯგუფების პრინციპით დაიწყო სროლა...
2) რეალურმა პირობებმა გვიჩვენა რომ ჯგუფზე სრულა სულ სხვაა და BR-ის მიზანში სროლა სულ სხვაა smile.gif, ამინდს შეაქვს ცვლილებები სროლაში ისეთი რომააა...
3) პრობლემა აღმოჩნდა გამოტოვებული სამიზნე... ბევრმა მონაწილემ ვერ გაიგო რომ თუ მიზანს ტყვია არ მოხვდა (საუბარია გამოყოფილ კუბიკზე), მაშინ ითვლება რომ მიზანი დაზიანებული არაა, მეც არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა იყო გასაკეთებელი, რადგანაც არ მოველოდი იმას რომ ხალხი საერთოდ ხელუხლებელ სამიზნე წერტილებს დატოვებდა...
4) რამდენიმე მოხვედრა ართ სამიზნეში, საერთაშორისო წესები საზიზღარია და უმოწყალოა მსროლელის მიმართ, შედეგად ყველაზე ცუდი შედეგი რომელიცაა ის ითვლება რამდენიმე მოხვედრიდან...
5) სამიზნეში 2 ან მეტი ნატყვიარები და ყველა -50 ქულიანი, ანუ ერთი მინუს ქულა მოხვდა, მაგრამ მსროლელი ისევ იგივე მიზანს ესვრის და ისევ მინუს ქულას არტყავს, ამ შემთხვევაში ზედმეტი ტყვიის მორტყმისთვის ჯარიმა ერიცხება... ეს კი გარკვეულ წილად კომფლიქტში მოდის წინა წესთან... მოკლედ ესეც დასაზუსტებელია
6) სამარკაციო ზოლია გასავლები. სადაც ადიდგმება მაგიდები, ირგვლივ შემოღობილი უნდა იყოს და მანქანა იქნება თუ ადამიანი ცეცხლის ხასის გადაკვეთის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ნუ მინიმუმ მანამდე სანამ ერთი სროლის სესია არ ჩათავდება.
7) რაღაცნაირად მოსაცილებელია გრუზინული ზახოდები, მაგალითად ერთი ადგა წავიდა ხალხი მიზნის მოსახსნელად, და ამასობაშ ვიღაც ეგრევე სკამზე ჯდება და იწყებს სროლას, რომ ეუბნები ნუ შვები... - კაი რა მოხდა, მიზანს ვასწორებო... არ შეიძლება! რომ თქვას მერე წინა მსროლელმა მე სუფთად ვისროლე და ეს ზედმეტი ნატყვიარები რატომა რის ჩემს სამიზნეშიო!!!!
8) თოფები ყველამ უნდა გადადოს გვერდზე, ანუ ვინც ისვრის და მაგიდასთანაა ის ისვრის, დანარჩენს თოფები მიყუდებული უნდა ჰქონდეს, როგროც რეალურ შეჯიბრზეა ხოლმე, აი ასეთ ვარიანტში:


ჩეხეთის და ახალი ზელანდიის ჩემპიონატებზე მინახია საერთოდ ცალკე გაკეთებული სადგამი, ვინც არ ისვრის, იმას თოფი აყუდებული აქვს, ფიცრებისგან გაკეთებულ სადგამზე. ფაქტი ერთს გვიჩვენებს,. ვინ სად როდის და რატომ ისვრის კაცმა არ იცის, ყველა გასროლა შეიძლება საკამათო გახდეს, მითუმეტეს როდესაც სხვის სამიზნეში მოხვედრაზე ჯარიმაა, პლიუს შენ თუ მოარტყი ცუდად მაშინ შენ ზარალდები... მოკლედ ეს რაღაცნაირად ასაკრძალია და გრუზინული თავის მართლება - კაი რა დაგემართა მიზანს ვასწორებ ქაღალდებს არ ვესვრიო, ... ნუ ეს არ უნდა იყოს. მივედით ადგილზე დატენე თოფი მიისროლე და მორჩა დანარჩენი გასწორება მიზანში სროლის დროს, არის მისროლის ზონა და შესაძებელი ულიმიტიდ სროლა.
9) მსაჯის მითითებების მოსმენა და დამორჩილება... ზოგი სროლას ისე იწყებს რომ დრო დანიშნული არაა, ზოგი ისვრის მაშინაც როდესაც მსაჯი მესამედ ყვირის, გაჩერდით, პრობლემაააააა....
10) რიგის გარეშე სროლა - წესებში არის, ნახსენები შესაძლებლობა როდესაც მსროლელს შეუძლია მოითხოვოს მეორეჯერ გამოსვლა, მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე შედგენილი სია ჩაივლის და ხელმეორედ იქნება შესაძლებელი სროლა./
11) სია თავიდანვეა შესადგენი, მერე აღარ მოსულა აუ მე დავჯდები, ის ჯერ მაინც თოფს ტენის, ხახვზე წავიდა, კუს ეფერება აქლემის გასაწვრთვნელადაა smile.gif და ასე შედმეგ
12) სამიზნეებზე ფერებია მისაბეჭდი, ჯობია 50 თეთრით მეტი გადავიხადოთ და ფერადი სამიზნეები იყოს, მაგალითად ყვითელი ვარდისფერი და ღია მწვანე იყოს განმასხვავებელი ფერი, იმისათვის რომ სხვის სამიზნეში არ ისროლო, შეიძლება შეიღებოს, სამიზნეებს შორის არსებული ზოლები. ან ყველა მსროლელს თვალთვალი უნდა, სხვისი ტყვია რომ მოხვდეს შენს სამიზნეშ მაგას არავინ უყურებს, სხვა თუ შემთხვევით თავისაში არ ისვრის, იმასაც არავინ აქცევს ყურადღებას smile.gif
13) გადაძახილი და სხვისი დახმარება - პატარა ბავშვობაა რა... აუ ჩემი სამიზნე ისეთია რომ არ ჩანს და მიდი ერთი მე ვესვრი და შენ ნახე სად მოვარტყი... სადაა> ზემოთ ვისროლო?! - არ შეიძლება ასეთი რამ. საერთოდ სროლისას სიჩუმე უნდა იყოს, და სხვა მსროლელს ხელს არ უნდა უშლიდე.
14) ხმაური სასროლ ადგილზე, ნუ კაკა ხომ შეუძლებელია გააჩერო და რაიმე სასაცილო არ თქვას თან ხმამაღლა smile.gif გვაქვს ცალკე სასადილო ზონა, თუ შეიძება გადაადგილდით იქეთ საუბრის მსურველებმა და ნიხტ პრობლემო.
15) არ გინდა რა იმერლობა... დაჯექი სასროლად მაშინ ისროლე ბოლომდე... აუ გასწორებული არ მქონდა, მაინც არ ვიღებ მონაწილეობას... არ შეიძლება ასე, დაჯექი დაამთავრე, თორემ 3-4 კაცი დაჯდა ისროლა და ნახევარი სამიზნეები ცარიელი დატოვა სამაგიეროდ დარჩენილებში თითო მიზანში 5-6 ტყვია ისროლა, რატომ?! გეშინიათ ვინმე გიკბენთ, ჩნ მედლები გეკარგებათ თუ რა? ჯერ მოიგეთ ის ჩინ მედალი და მერე იფიქრეთ მის დაკარგვაზე, ხოლო თუ არ გაქვთ შეჯიბრის წინ ეს ჩნები და მედლები რას მორცხვობთ...
16) ქულების სისტემა საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელია ან თითი მიზანშ ყველაზე დიდი ქულაა 100 ქულა და სულ გამოდის 5000 ქულა, ან თითიო მიზანში არის 10 ქულა მაქსიმუმი და მაშინ სულ მაქსიმუმი გამოდის 500 ქულა. ეს საჭიროა იმისათვის რომ „ღ„-ის წესებში პირდაპირაა გაწერილი თუ შეჯიბრზე მსროლელები ვერ ახერხებენ მაქსიმალურად შესაძლებლის 10%-ის ქულების მოგროვებას (მაგალითად 500 ქულის შემთხვევაში მინიმუმ 50 ქულა უნდა გქონდეს დაგროვებული, 5000-ის შემთხვევაში 500, მაშინ ამ შეჯიბრში გამარჯვებული არ გვყავს...) ფაქტია ეს ქულები ჩამოსაყალიბებელია თორემ ზოგიერთმა მინუსებში გასვლა დაიწყეს, ვინ ელოდება 500 ქულას, სასტავმა -300 და -600 ასევე -700 ქულები აიღო პლიუსებში ვერ ამოვიდნენ smile.gif
17) კაი იქნება გადახურული და დიდი სასროლი ადგილი იყოს, რომ ერთდროულად რამდენიმე ისროდეს, ზედმეტი საუბრებიც გაქრება, უცებაც ჩატარდება შეჯიბრი და ყველა ამოისუნთქებს... კაი იქნება რაიმე ამდაგვარი, მაგრამ ეს ოცნებებია sad.gif


ნუ არის კიდევ მელკი მელკი ამბები რომლებიც ასევე დასახვეწია...

მოკლედ ასე იყო თუ ისე რაცხანაირად ჩავამთავრეთ საცდელი სროლები... შედეგები ვავა smile.gif, ნუ ორი გამარჯვებული გვყავს, პირვალდ ცხოვრებაში „„ პირველ ადგილზეა! კაკა, კაკა, კაკა!!!! smile.gif 480 ქულა დააგროვა (ბიჭები ხართ და ხმა ამოიღეთ აბა მარადიორზე smile.gif ) სამაგიეოროდ, სოხამ რა ქნა არ ვიცი რა, ეს კაცი საწინააღმდეგო გამარჯვებულია smile.gif, მინუს 720 ქულა დააგროვა smile.gif... ხვალ გადავიღებ სამიზნეების სურათებს და მაგათაც დავყრი, თუმცა რაღაც ხვალ ბარემ დრეს, ოღონდ რომ გათენდება და გავიღვიძებ მერე, ახლა ნეტა ეს დამადებინა smile.gif

პარალელურად მიმდინარეობა სამზარეულოში მუშაობა... სხვათაშრის ცუდი ისაა რომ სამზარეულოში ჩართულმა ხალხმა და სამზარეუოსთან შეკრებილებმა საერთოდ გადაწყვიტეს ზაბასტოვკის გამოცხადება და შეჯიბრში მონაწილეობა არ მიითეს... რატომ?.









მსუნაგი გამოჭერილი ფაქტებზე smile.gif






















ძირითადი შეჯიბრის დამთავრების მერე, და სანამ საჭმელ სასმელი მზადდებოდა, ხალხმა ტურნირს შემდგომი შეჯიბრობანა დაიწყეს... ნუ ახლა ნორიკას რა გააჩერებდა წინაზე ჩემპიონი კაცი იყო და ახლა მინუს 300 ქულა დააგროვა, რა მოასვენებდა მაგას, არც საჭმელი უნდოდა და არც სასმელი, მაიტა ნასოსი თოფი უნდა დავბერო!







ნუ პლიუს მწვადებიც შუშხუნებენ....





შედმეგ კი დაიწყო ყველა ქართველისთვის საყვარელი პროცესი, მაგრამ დაიწყო გერმანელი ლიოჩიკის გაღვიძებით smile.gif



აქვე გამოჩნდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფილი პრეზიდენტიც..., მარა ცოტახანში ასევე დამოუკიდებლობა იორამამ გამოაცხადა, ოღონდ მაგას სკამი აღარ შეხვდა, პრეზიდენტმა თქვა აგი ტახტი მე მინდაო და....



თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტს, ტახტი მძინარე მზეთუნახავმა წაართვა... მოკლედ გარდამავალი სკამია... ტფუი... ტახტი კაცი ტახტი smile.gif



ნუ დანარჩენებმა გავაგრძელთ საკუთარი თავის გამოკვებაზე ზრუნვა... სხვათაშორის როდესაც მაღაზიაში იყვნენ პროვიზიის შესაძენად... ნუ მოკელდ იმდენი რამ იყიდეს, რომ ბონუსები დაუწესა მაღაზიამ.... რა ეყიდათ რა ეყიდათ ბონუსად და იყიდეს სასმელები... იმდენი სასმელი იყიდეს რომ კიდევ ბუნუსმა მოუწიათ, ამასობაში მანქანაში აღარაფერი აღარ ეტევა არადა დასახარჯია ფული smile.gif ჰოდა შეიძინეს ისეთი რამ რაც არცერთ ევროპა ამერიკულ შეჯიბრზე არავის არ უნახავს smile.gif



ნუ სუფრა სუფრა სუფრა და სუფრა...



შედმეგ ნაწილი გამოვეყავით სუფრას და წავიდა პლინკაობა







სხვათა შორის ტყეში მომსახურე პერსონალიც ეძრობა კაცო! აპაააა



კტო ეტოტ პასტრადავში, ატკუდა ონ ვზიალსა... ისე ნაბეღლავი კი დაგვილია ჩუმათ და smile.gif

შედმეგ გერმანელმა ლიოტჩიკმაც გაიღვიძაბევრი ხვრინვის შემდეგ და გვაჩვენა პლინკის კლასი, ხელიდან 150 მეტრში ბოთლების მოხსნა!









ნუ ბოლოს რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელი ოფროუდი




ბოლოს კი რა თქმა უნდა ალაგება, მილაგება, ნაგვის წამოღება,. აშლა და დამშვიდობება













აუფფფ... სამის ნახევარია ბლინ smile.gif, მგონი მოვრჩი, მოკლედ გამოვაქვეყნე აგი ახლა მე და წავედი დევიძინე თორემ ვავა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Apr 24 2012, 07:36 AM
პოსტი #2


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



ვააა, საღოლ ჩვენა, მაგარი დრო კი გვიტარებია, ხოიცი! ჯაჯა შენს ამბავში პელე ხარ რა! good.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Apr 24 2012, 09:41 AM
პოსტი #3


Outstanding Сasual Dating - Actual Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:magDandyVE



საღოლ ჯაჯ მაგარი ხარ რა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ganja1981
პოსტი Apr 24 2012, 10:15 AM
პოსტი #4


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 197
ქალაქი:თბილისი



საღოლ ბიჭები შემდეგში მეც აუცილებლად შემოგიერთდებით და კიდევ ახალ წევრს გაიცნობთ ლაივში smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 24 2012, 11:28 AM
პოსტი #5


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ჯიგრული დროსტარება და გართობა გამოსულა smile.gif
თქვენ გენაცვალეთ, თქვენა!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 24 2012, 12:17 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ვახ რა მაგარი დრო ვატარეთ რა smile.gif

ახლა რაც შეეხება ჩემპიონატის მზადებას!

დღეს განვაახლებ მაგ თემას და დავწერ რაც არის საჭირო, რომ ნორმალურად მოვემზადოთ ჩემპიონატისთვის.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი Apr 24 2012, 02:06 PM
პოსტი #7


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



ჯაჯა როგორც ყოველთვის რეპორტბში შეუდერებელია, მაგარი გასვლა გამოვიდა ტორტიანად )) მსჰვენიალური.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 24 2012, 02:31 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
მალაძეც რა , ფორმაში ხარ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Apr 24 2012, 04:38 PM
პოსტი #9


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



საღოლ ბიჭები მაგარი დრო გიტარებიათ, რაც შეეხება ჩემს არ ყოფნას,ეს კვირაც და მერე სულ მეცლება ხოლმე თქვენთან ერთად დროს ტარებისთვის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Apr 24 2012, 05:19 PM
პოსტი #10


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108







ჯაჯა შეჯიბრის წესებს გვაცნობს



არ დააცალეს სროლა smile.gif









ჩემპიონმა ტორტი თავსი ხელი დაგვიჭრა smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Apr 24 2012, 06:47 PM
პოსტი #11


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



5+ით ჯა-ჯას, ყოჩაღ მაგარი იყო good.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iuza
პოსტი Apr 24 2012, 07:36 PM
პოსტი #12


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 100



მალადეც რა მშურს თქვენი, დაუვიწყარი დრო გიტარებიათ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Apr 24 2012, 07:38 PM
პოსტი #13


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ყველაფერი მშვენიერი და შესანიშნავი

მარა ის ფორთოჩკა რაარი მაინც ვერგავიგე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 24 2012, 08:44 PM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



bazuka
ეგაა რაც არის biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mano
პოსტი Apr 24 2012, 09:19 PM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საბერძნეთი

წევრი №: 1,500



მალადეც დძმებო, მაგარი კარგი გასვლა გქონიათ. მაგრად შემშურდა.........
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Apr 24 2012, 09:57 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



თურმე რა კარგად გავერთეთ, უყურე შენააა smile.gif


ციტატა(ja_ja @ 24th April 2012 - 02:27 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ , დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ


ამოდონა ფილარმონია მეცნიერმუშაკი კაცი ხარ, მაგას როგორ ვერ მიხვდი რომ, ტაშტმა შეჭამა შლანგი, ვერ შეატყვე როგორ ილუკმებოდა, ან სახეზე რა კმაყოფილება ემჩნეოდა, აი ისეთი ილარიონას რომ ტორტის ჭამის დროს ქონდა biggrin.gif


რეპორტიზა მალადეცები, ფორმაში ხარ smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Davitus: Apr 24 2012, 09:58 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
feroni
პოსტი Apr 24 2012, 11:50 PM
პოსტი #17


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 22-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,406



კარგები ხართ ბიჭებო!!!
ვერა და ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად გასვლაზე წამოსვლა!
ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ თევზაობის სეზონის გახსნას დაემთხვა გასვლის დღე და ვერ მოვახრხე sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Apr 25 2012, 10:22 AM
პოსტი #18


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



ეხ რა შეკრება გავმაზე sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი Apr 25 2012, 12:37 PM
პოსტი #19


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ესეიგი ნაკლებს არც მოველოდი თქვენგან რა
ძალიან კარგი გასვლა იყო და ვერ დავარქმევ რომ ან მარტო ლოთაობა იყო ან მარტო სროლები და ვარჩიში
ჯაჯამაც ძალიან კარგად ახსნა ყველა წესი ,დაჟე ისე კარგად რომ რამის სუდიობაზე შევიტანო განაცხადი biggrin.gif
ხო რაიყო შორს კი ვიდექი მაგრამ ყველაზე კარგად მგონი მე გავიგე biggrin.gif
ნუ კულინარია სუფრა და ქეიფი რომ არ შეგეშლებოდათ მაგაში ეჭვიც არ მეპარებოდა,ყველაფერი იყო ძალიან კარგი
უმაგრესი დრო ვატარე და მეტად ვისიამოვნე რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას
შემდეგ გასვლაზე თუ მოვახერხე წამოსვლა ვინმეს უნდა გთხოვოთ რამოდენიმე გასროლა
ჩემი სურათები და ვიდეოები ვერ გადმომაქ ტელეფონიდან თორე დავდებდი
თაზოსაც ჰქონდა მგონი რაღაცეები


და ბოლოს როგორც ყოველთვის მაგარი ჯაჯური რეპორტი იყო და მალადეცები შენ ჯაჯა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Apr 25 2012, 07:13 PM
პოსტი #20


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



კი მაქვს ვიდიუებიც და სურათებიც! დავდებ აუცილებლად ამ ორიოდ დღეში!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 03:51 AM
Hosted by Pro-Service