თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკა მფლობელის თვალით _ Bushnell 4-12 x 42mm Laser Rangefinder Riflescope

პოსტის ავტორი: ilariona Mar 29 2012, 06:43 PM



როგორც იცით ძალიან მიყვარს ნადირობა, საერთოდ გლუვლულიანის მოყვარული ვიყავი ყოველთვის, მაგრამ წელიწადზე მეტია, რაც მოვიწამლე აირგანით.

თავიდან ვიყიდე ბენჟამინ მარადიორი და დავაყენე ოპტიკა ბარსკა 4-12-50, დუპლექსი. ნუ როგორც დამწყებით აირგანლეს ბევრი რამ არ მესმოდა და ვერ ვხვდებოდი თუ რატომ ვერ ვარტყავდი შორ მანძილზე, მაგრამ შემდეგ შევიძინე ბევრად უკეთესი თოფიც და ოპტიკაც, თოფი ვაირაუხი და ოპტკია კი ვალტერის 8-32-56 მილ დოტით თავისივე პარალაქსის გასწორებით, მაგრამ პრობლემა რჩებოდა ყოვლეთვის მანძილი!!!



მაქვს მანძილზომიც, ნადირობის დროს კი ძალზედ მოუხერხებელია ჯერ გაზომო მანძილი, შემდეგ გადადო მანძილმზომი, ამოიღო თოფი, დაუმიზნო და სამიზნე უკვე მიფრინავს smile.gif არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ პნევმატიკაში ძალზედ მნიშვნელოვანია მანძილი ტყვიის ტრაექტორიის სწორი გათვლისთვის.

ბევრი ვიფიქრე ამ პრობლემის გადასაჭრელად და თითქმის ერთი წელი ვუტრიალე ამ ოპტიაკს smile.gif სულ მინდოდა შემეძინა, მაგრამ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სათანადო ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს ოპტიკა, რანაირად ზომავს და საერთოდ ამ ოპტიკაზე ძალზეც ცოტა რამ წერია ინტერნეტ სივრცეში. ამის გამო ამ ოპტიკის ყიდვა მქონდა შეჩერებული!

3 კვირის წინ ჩემთან იყო მოსული ჯაჯა და მასწავლა ამაზონიდან რაღაცეების გამოწერა biggrin.gif თან გადავქექეთ მთელი ინტერნეტ სივრცე და რაღაც მცირე ინფორმაციებიც მოვიძიეთ ამ ოპტიკაზე, ერთი რაც დავადგინეთ, რომ ამ ოპტიკას აქვს მილდოტის ბადე და ზომავს მანძილს, მეტი ინფო არ იყო. ნუ ბევრი არც მიფიქრია, ამაზონის გამოყენებაც ვისწავლე და პირველი რაც დავუკვეთე იყო ეს პტიკა! ვინაიდან ძალზედ მომწონდა პნევმატიკისთვის.

ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ დეკლარირება დამავიწყდა და საბაჟომ გამიჩერა, რომ დაედგინათ ამ ოპტიკის რეალური ფასი, გუშინ კი შემიფასეს 608 დოლარად და მომანიჭეს დ.ღ.გ-ს გადასახადი ოპტიკის ღირებულების შესაბამისად.

გუშინ გვიანი იყო, რომ გამოვიტანე გადამზიდავისგან და აღარ დამიწყია აწყობა, დღეს რა თქმა უნდა ეგრევე გავხსენი ყუთი და ძალზედ გახარებული დავრჩი (გაღუნული არაა კაკა გასკდი გულზეეე biggrin.gif )

ამ ოპტიკის პლიუსებს და მინუსებს ალბათ უფრო გამოყენების დროს დავწერ, მაგრამ დღეს რაც ვნახეთ ძალზედ კარგი რამ ჩანს!

ახლა კი დავწერ ერთ დღში შექმნილ შთაბეჭდილებას:

პლიუსები:

1) პარალაქსის ავტომატური გასწორება
2) მანძილის ძალზედ სწრაფად გამოთვლა
3) წონა (680 გრამი)
4) ზომა (ძალზედ კომპაქტურია)
5) ნათელი, მაქსიმალურ ჯერადობაზეც ძალზედ ნათელი რჩება.
6) დისტანციური პულტი, რომლის მეშვეობითაც ადვილად ვზომავთ მანძილს.
7) მოყვება საკუთარი რინგები (ვივერის)
8) მოყვება ცეცხლსასროლზე გათვლილი ტურეტები


მინუსიები:

მინუსები ჯერ ვერ ვუპოვე (ფასს თუ არ ჩავთვლით) და ალბათ გამოყენების დროს რამე გამოხტება, თუ არ გამოხტა და ხო საერთოდ კარგი smile.gif

ახლა კი იხილეთ ადგილზე გადაღებული სურათები.





















ეს კი უკვე რელსზე დამაგრებული smile.gif ასეთი მეთოდით დავაყენებთ ბულკაზე biggrin.gif აი შენ კაკოიე ლოთო, ხომ გაჯობე იდეაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif










პოსტის ავტორი: davil Mar 29 2012, 07:18 PM

მშვიდობაში და სიკეთეში ძამიკო, მაგარი რამე ჩანს და იმედია მინუსებს ვერასოდეს უპოვი

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 29 2012, 08:05 PM

ilariona
ვაა გილოცავ ძალიან მაგაროა , გამიხარდა wink.gif

ისადა ეგ პულტი რასა იქმს?

პოსტის ავტორი: ilariona Mar 29 2012, 08:31 PM

davil
geojorjika

დიდი დიდი მადლობა smile.gif

ციტატა(giorgi @ 29th March 2012 - 09:05 PM) *
ისადა ეგ პულტი რასა იქმს?


ოპტიკაზე ზედვე აქვს პნოპკა, რომელზეც დაწოლის შემდეგ გიჩვენებს მანძილს, ნუ ცოტა მოუხერხებელ ადგილზეა და ამ პულტით კიდე იგივეს აკეთებ, ოღონდ აყენებ იქ სადაც მოხერხებულია რა.

ერთი სიტყვით ამ პულტზე დაწოლით იგებ მანძილს და პლიუსი ისაა, რომ სადაც გინდა იქ დააყენებ.

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 29 2012, 08:33 PM

ilariona
ჰოო კაი რამე ყოფილა smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Mar 29 2012, 09:08 PM

ilariona
ვააა ილუუშ, ჩამოვიდა რავარც იქნა ტო smile.gif
აისრულე ოცნება ხომ biggrin.gif
მშვიდობაში, წარმატებულ ნადირობებში და რავი აბა რაღა გითხრა smile.gif
საღოლ! wink.gif

პ.ს. ისა და, საბაჟოზე რამე "ლაზერული დამიზნების ზე ოპტიკად " ხო არ შერაცხეს,თუ ბეზ პრაბლემ,მარტო დ.ღ.გ.-ეთი დაკმაყოფილდნენ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2012, 09:12 PM

მაგარი კაი რაცხაა... ვატრიალე დღეს ხელში... მდაა რეალურად დავფიქრდი სანადიროდ ჩემთვისაც რაიმე ეგეთი ხომ არ დამეთრია...

თუმცა ჯერ ამ ყმაწვილს შევხედავ რაფრა გაამართლებს აირგანზე.

პოსტის ავტორი: ilariona Mar 29 2012, 09:14 PM

cz80
გაიხარე ბესარიონ, საბაჟოზე მარტო დ.ღ.გ და ერთი დურაქული კითხვა smile.gif ხომ სანადირო თოფის ოპტიკააო? biggrin.gif პასუხად გავეცი კი და მორჩა საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: daviti Mar 29 2012, 09:27 PM

გილოცავ ილარიონ, აბა შენ იცი არ გაახარო ეხლა ნადირი და ფრინველი

პოსტის ავტორი: monadire. Mar 29 2012, 10:08 PM

ამაზე ნაკლები ოპტიკური სამიზნე არ უნდა დააყენო თავმოყვარე ჰაერთოფელმა! დღეს ვნახე და იფიფიფ! შეიძლება თოფი გაყიდიოს ისეთია რა! ( რა ტყემალი იყო კაცოო, გოჭი შემაჭამას პონტში) good.gif

პოსტის ავტორი: foxi Mar 29 2012, 10:26 PM

აუუუ ეს რა გიყიდია! მაგ ოპტიკაზე ვოცნებობ რამდენი ხანია. გილოცავ გილოცავ.

პოსტის ავტორი: nikola_migina Mar 29 2012, 10:30 PM

გილოცავ!!! უკეთესი და უკეთესი გეყიდოს... smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 30 2012, 12:13 AM

ja_ja

ისე ცოტა ნაჩქარევად კი დავწერეთ ეს რეპორტი smile.gif ისე მომეწონა ეს ოპტიკა, რომ მთავარი მინუსი სულ ამომივარდა თავიდან.

ესეიგი რა არის ამ ოპტიკის მინუსი, მანძილს ზომავს 30 იარდიდან, ანუ 27.5 მეტრიდან, რატომღაც უფრო ახლო მანძილს არ ზომავს.

ნუ იდეაში მასე ახლოს დიდად არც გჭირდება ადამიანს მანძილის ცოდნა, ვინაიდან თითქმის ჯვარში გიწევს სროლა და სამიზნეც იდეალურად ჩანს, მაგრამ მაინც მინუსია smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Mar 30 2012, 03:44 AM

ilariona

მოკლედ, შენ არ ისვენებ არა???
მართლა ძალიან კარგი რანცხა შეგიძენია!
მომილოჩავს ჩემო ძმაო, ეგ ერთი და სხვა მრავალი უკეთესი მომელოცოს კიდევ!
იმედია მოვახერხებ ერთხელ მოცლას და დიდი ინტერესი მაქვს, რომ "ნამდვილ დუბინტში" გავიჭყიტო smile.gif. შენ და შენი ოპტიკა კი უკვე ნათელი წერტილი ხართ ამ ამბავში smile.gif
კიდევ გილოცავ და გილოცავ !

პოსტის ავტორი: gregory Mar 30 2012, 07:52 AM

ilariona
გილოცავ, გილოცავ!
ყველა მიზნის 100% მოხსნაში! ძაან სიმპატიურად გამოიყურება smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Mar 30 2012, 09:45 AM

მშვიდობაში, ილოჯან! ყველაფერში პირველი ხარ smile.gif ეგეთი მგონი აირგანზე არავის არ დაუყენებია. დააა მასალა რისია, კორპუსი მეტალია ?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 30 2012, 10:13 AM

koknar

ციტატა(koka @ 30th March 2012 - 10:45 AM) *
კორპუსი მეტალია ?

ჯერესერთი ქართულად ლითონია smile.gif და არა მეტალი...

მეორეცესერთი ლითონის კორპუსი არა აქვს, შემწვარი სტაფილოს და სიმინდის დაპრესილი ფყუჩეჩის ნარევია smile.gif, ახალ ვერსიაში რომელსაც 2013 წელს გამოუშვებენ (თუ საერთოდ დადგა ეგ წელი) იქნება დაპრესილი მაჩვებისგან გაკეთებული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ე ბიჯო გადამრევთ რა თქმა უნდა ლითონი იქნება და რა თქმა უნდა ალუმინი, აბა სხვა მასალისგან კორპუსი ვის გაუგია smile.gif, სხვადასხვა ოპტიკას რომ უწერია არმირებული რეზინისგანააო.... ზოგს ისე ესმის თითქოსდა მთლიანად რეზინის კორპუსი არის ხოლმე, მაგრამ რეზინა არის ალუმინის კარკასზეა ხოლმე გადაფარებული smile.gif. მოკელდ გინდა ასე გინდა ისე და ლითონი კორპუსში ყოველთვის არის smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Mar 30 2012, 10:20 AM

ვა მე ლათინურად ვწერ შენ რა გინდა biggrin.gif ჟანგბადს კიდე ოქსიგენს დაუძახებ. შეცდომაა?

პოსტის ავტორი: ilariona Mar 30 2012, 11:12 AM

giorgi-RW1k77X2
gregory
koknar

დიდი მადლბოა ბიჭებო, მართლაც, რომ მაგარი კმაყოფილი ვარ და გახარებულიც smile.gif

koknar

ციტატა
მშვიდობაში, ილოჯან! ყველაფერში პირველი ხარ


რაის ყველაფერში? ერთი ოპტიკაა რაც მოვასწარი თორე მარადიორებს და ვაირაუხებს მიაქვს ქვეყანა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
დააა მასალა რისია, კორპუსი მეტალია ?


ნუ მაგაზე უკვე გიღადავიათ აქ და რაღა პასუხი გაგცე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Mar 30 2012, 11:18 AM

ილუშ გილოცავ, ჩემი ოცნაბა აიხდინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 30 2012, 11:19 AM

koknar

ციტატა(koka @ 30th March 2012 - 11:20 AM) *
ვა მე ლათინურად ვწერ შენ რა გინდა ჟანგბადს კიდე ოქსიგენს დაუძახებ. შეცდომაა?

დამიწყო ამან ახლა ჯინჯერ მარკეტი (ანუ "რიჟა ბაზარი") ინკოლორში (ანუ "ცვეტში") biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 30 2012, 01:49 PM

გილოცავ ვეჟო

მუაგარი რამეა, აი შენ პირველი გადალახე ბარიერი "ოპტიკა თოფზე ძვირი უნდა ღირდესო" ნუ სიტყვასიტყვით არასწორია, მაგრამ იდეაში მაგ კლასს განეკუთვნება ეგ შტუკა

მოკლედ სულ გაზომილ და მოზომილ ნადირობებში ძმაო smile.gif


ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს ხომ არ იცი ან ხომ არ გაქვს დასერჩილი, მი ახლა მაგის ძებნის თავი არ მაქვს, შენ ალბათ გეცოდინება

ნუ მაგ "ელეკტროოპტიკებში" რამდენიმე პრინციპია და ეგმაინტერესებსსავით

პოსტის ავტორი: ilariona Mar 30 2012, 01:55 PM

Davitus

გაიხარე დავით smile.gif ბარიერი პირველმა ჯაჰმა გადალახა, პროსტა მერე გული აიცრუა და გაყიდა, თორე ნიკკო ბევრად უნდა ჯობდეს წესით ამ ოპტიკას.

ციტატა
ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს ხომ არ იცი ან ხომ არ გაქვს დასერჩილი, მი ახლა მაგის ძებნის თავი არ მაქვს, შენ ალბათ გეცოდინება

ნუ მაგ "ელეკტროოპტიკებში" რამდენიმე პრინციპია და ეგმაინტერესებსსავით


სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რა პრინციპით, მაგრამ ერთი რამ კი დავაფიქსირე, როდესაც ელემენტი არ იდო მაშინ არ სწორდებოდა პარალაქსი, აი ელემენტი ვატაკე და ეგრევე დაიწყო გასწორება.

ასე, რომ მგონი რანცხა ელექტრონულად უნდა იყოს, თუნდაც არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 30 2012, 02:03 PM

ilariona

ელეკტრონულია იასნია, ვიდეო კამერის პრინციპით იქნება ეგ, ავტოფოკუსირება smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 30 2012, 02:06 PM

Davitus

შეიძლება smile.gif ერთი ვიცი ნაღდად, რომ ძაან მაგარი ფუნქციაა ნადირობის დროს! დამატებით არანაირი რგოლის ტრიალი არ გიწევს. ერთი სული მაქვს, როდის დავაყენებ თოფზე და გავსინჯავ.

პოსტის ავტორი: TAMPLIER Mar 31 2012, 01:54 PM

ვააა უფროსო ეს რა მანგარო რამე შეგიძენია!!გილოცავ სულით და გულით რა გახარებული იქნები წარმომიდგენია.
მალე ეგეთი სვაროვსკის შეგეძინოს

ისე მაგ ნივთის შეძენის მერე ნორიკა თუ გინახია smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 1 2012, 07:32 PM

ისე მაინც მაგარ ფასში გაქვს ნაყიდი


აქ ნახე რა ღირს smile.gif

http://www.ebay.com/itm/Bushnell-Yardage-Pro-4-12x42-mm-Laser-Rangefinder-Scope-B000X78EQM-/170792146410?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item27c40155ea

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 1 2012, 07:38 PM

ისე ხანდახან იბეიზე მაგარი უნამუსო გამყიდვლები იჩითებიან ხოლმე, არიქა და გავარდნილი აქვს, საიტს სახელი რომ იაფად შეიძLება რაცხას დათრევაო და მაგ შემართებაზე აქვს ბევრს თავისი ბიქნესი აგებული, სუფთა იყიდე გაყიდე აქვთ ხოლმე მოწყობილი....

პოსტის ავტორი: Davitus Apr 1 2012, 08:24 PM

ja_ja

გეთანხმები, ამაზონი და იბეი სპეკულიანტების საყვარელი საიტებიცაა, ბევრი რამ ისეთი რაც ამაზონზე ძვირია, იბეიზე იაფია, და იბეიზე ხშირად მინახია ძვირად ბევრი საქონელი (მხოლოდ ერთ ადამიანთან არა) ზოგადად ძვირად და ამაზონზე ბევრად იაფად (ესეც ზოგადად)

ამიტომ მე ორივეგან ვადარებ ხოლმე ნებისმიერ (ბაი ით ნაუ) ნივთს

ნუ აუქციონი უკვე სხვა რამეა, და მაგით იბეი უნიკალურია

პოსტის ავტორი: tengo Apr 4 2012, 09:41 PM

ilariona

ილო გილოცავ ! მართლა მაგარია. კარგახანია მანძილმზომებიანებს მეც ვათვალიერებ, მშვიდობაში და ყველა სამიზნეების მოხსნაში.

პოსტის ავტორი: bazuka Apr 19 2012, 02:33 PM

ilariona
იფფფფ მუაგარი რამაა, ადრე ვყლაპამდით მაგაზე ნერწყვებს მარა ვერავინ გავბედეთ და ვერ გადავდგით ის ნაბიჯი რაც შენ გადაგიდგამს, ამიტომაც საღოლ და მშვიდობაში

Davitus

ციტატა(Davitus @ 1st April 2012 - 09:24 PM) *
ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს

აი ის როგორ იძახიის, "ჩემი სუბიექტური აზრითო" - ოო თუ როგორაა biggrin.gif
მოკლედ პარალაქსის გასწორებაზე რატომ იგონონ ველიკები და ამატონ ზედმეტი რაღაცეები, როცა გაქვს მანძილმზონი ...
მოკლედ მანძილმზომი ადგენს მანძილს ობიექტამდე, აქვდის მონაცემს პარალაქსის მატორს და ის აყენებს სასურველ პოზიციაში.. ელემენტარნო ვატსონ wink.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 19 2012, 05:15 PM

bazuka
tengo

გაიხარეთ მოლოცვისათვის smile.gif

bazuka

თემოჯან, გული უნდა დაგწყვიტო და შენი თეორია ფეხქვეშ უნდა გავთელო biggrin.gif მანძილის გაზომვის გარეშეც მშვენივრად ასწორებს პარალაქვს! საკმარისია სამიზნეს დაუმიზნო და ზუსტად ერთ წამში პარალაქსი გასწორებულია.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 19 2012, 06:54 PM

ilariona
ავტო ფოკუსი აქვს ? biggrin.gif biggrin.gif

მაგას ცავატანემ პარალაქსის კი არა ფოკუსის გასწორება ჰქვიან , პარალაქსი სხვა ხილია wink.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Parallax

პოსტის ავტორი: koknar Apr 19 2012, 10:12 PM

geojorjika
ეს სიბრძნის კარაბადინი რაც შენ დადე ამბობს რომ პარალაქსი არის სხვადასხვა მანძილზე მდებარე ობიექტების დაკვირვებისას ახლო მდებარე უფრო დიდზე რო მოძრაობს ვიდრე შორს მდებარე, ანუ სტერეო ეფექტის პონტი რა... და კიდე სწერია რო პარალაქსი აქვთ მხოლოდ ორ ჩასაჭყეტიან ხელსაწყოებს ანუ სტერეო თუ არაა, პარალაქსზე ბაზარი უაზრობაა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 19 2012, 10:46 PM

koknar
Частным случаем является параллакс прицела. Он равен расстоянию между осью ствола и осью прицела, обычно это довольно малая величина при стрельбе по ростовой мишени, но при стрельбе с высокой точностью приходится учитывать те несколько сантиметров, которые разделяют ствол и прицел.

პოსტის ავტორი: koknar Apr 19 2012, 10:57 PM

ანუ მანც ორ ღეძს შორის ურთიერთ ქმედებაა, და ოპტიკაზე პარალაქსი გაასწორე უაზრო გამოთქმაა ? ეგრე გამოდის

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 19 2012, 11:12 PM

koknar

ციტატა(koka @ 19th April 2012 - 11:57 PM) *
ოპტიკაზე პარალაქსი გაასწორე უაზრო გამოთქმაა

ოპტიკაზე ნებისმიერ ვარიანტშI უაზრობაა, თოფზე გაასწორე კიდევ რაცხა შინაარსი შეიძლება ამოიკითხო, მაგრამ ოპტიკაზევე პარალაქსი რაფერ smile.gif?

პოსტის ავტორი: ilariona Apr 20 2012, 02:53 AM

აუფ smile.gif რაის ოპტიკაზე, რაის ღერძზე, რაის ფილოსოფია და ფიზიკის კანონები ჰა?

გლეხურად და ლამაზად ჯვარი თვითონ სწორდება! ფსიოო biggrin.gif

დელოწ ვამ ნეჩეგო რა

პოსტის ავტორი: leogeo Apr 20 2012, 06:44 PM

გილოცავთ შენაძენს და გისურვებთ წარმატებულ სროლებს !
მანძილმზომი თუ შეამოწმეთ? სიზუსტეს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: ilariona Apr 21 2012, 12:46 AM

leogeo

გაიხარე.

მანძილმზომი კი შევადარე ჩემს მეორე მანძილმზომს და ზუსტად იგივე მეტრაჟი აჩვნეა, ან ორივე იტყუება და ან ორივე სწორად აჩვენებენ.


პოსტის ავტორი: leogeo Apr 21 2012, 01:28 PM

მე უფრო მგონია რო ორივე სწორად გიჩვენებს smile.gif . მაგარია, პულტის ფუნქციახო საერთოდ გლიჯავს .

პოსტის ავტორი: ilo Jan 8 2013, 09:38 PM

ilariona

მაგარი რამე ჩანს, მაგრამ პრაქტიკაში როგორია? რას გვირჩევდი ამის ყიდვასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 8 2013, 09:45 PM

ilo

პრაქტიკაშიც მაგარი რამეა

პოსტის ავტორი: ilo Jan 8 2013, 10:35 PM

geojorjika

ეგ მაფიქრებს რომ 12-ის მეტი არაქვს ზუმი? შენ გამოცადე? ისე ოპტიკა მანძილმძომით აირგანელბში ერთია მხოლოდ?

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 8 2013, 11:24 PM

ilo
კი ერთია, მეც მისვრია და მაგარია, პატრონი გეტყვის უკეთესად

პოსტის ავტორი: CHICO30 Jan 9 2013, 12:08 AM

და 12 ზე მეტი რად გინდა? სად ხმარობ მაგაზე მეტ ზოომს? რა მანძილზე

პოსტის ავტორი: ilariona Jan 10 2013, 05:35 AM

ilo
პნევმატიკიდან სანადიროთ იდეალური ოპტიკაა, ნათელი ლინზები, სწრაფი მანძილის გაზომვა, ავტომატურად პარალაქსის გასწორება, რავი ამაზე მეტი აირგანისთვის საჭირო არაა (სანადიროთ)

მართლა კარგი რამაა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 8 2014, 01:38 AM

ამ ოპტიკაზე მაინტერესებს, მაგალითად ახლო მანძილზე როა გასწორებული, შორს რო დაუმიზნებ მაღლა აწევა არ ჭირდება? ნებისმიერ მანძილზე ჯვარში ხვდება მერე? რავი თუ სწორად დავსვი კითხვა...

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 01:46 AM

Cowboy
ეგეთი რამე არ არსებობს, და ეგ ოპტიკაზე კი არ არის დამოკდებული იარღზე, კალიბრზე, ტყვიაზე, მის ბალისტიკურ მონახემებზე, გარემო პირობებზე და რავიცი კიდევ რაზეა დამოკიდებული

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 8 2014, 01:51 AM

ციტატა(giorgi @ 8th March 2014 - 02:46 AM) *
ეგეთი რამე არ არსებობს, და ეგ ოპტიკაზე კი არ არის დამოკდებული იარღზე, კალიბრზე, ტყვიაზე, მის ბალისტიკურ მონახემებზე, გარემო პირობებზე და რავიცი კიდევ რაზეა დამოკიდებული

აჰა, გასაგებია, მადლობა smile.gif
და სიტყვაზე, დისკოზე ღირს ამის დაყენება რამე რო იყოს? smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 8 2014, 11:01 PM

Cowboy
ნებისმიერ პნევმატიკას მოუხდება ეს ოპტიკა.


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services