გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> დამეხმარეთ დეკონსერვაციაში
კახაბერი
პოსტი Sep 5 2018, 12:18 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 31-August 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,366
ქალაქი:თბილისი



პირველ რიგში, მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს დიდ ოჯახში. აქა მშვიდობა!

რაც შეეხება თხოვნას.
არასდროს მქონია და პირველად ვიყიდე პნევმატური. გუშინ გრიგორისგან ავიღე crosman fire (gamo silent cat მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე).
ტყვიები, რატომღაც JSB rs diabolo 7.33 gr გადავწყვიტე. ჯერ არ გამისვრია. მხოლოდ ერთი შესამოწმებელი გასროლა გავაკეთეთ გრიგორთან.
რა თქმა უნდა, ლულიდან ცოტა ბოლი ამოვიდა და მითხრა გრიგორმა, 30 გასროლის შემდეგ გაუვლისო (პ.ს. დეკონსერვაციაზე არაფერი უთქვამს).
მოკლედ, გადავიკითხე თქვენი თემების რაღაც ნაწილი და კარგიც ვქენი.
თქვენი დახმარებაც ამაში მჭირდება (ამ ეტაპზე, თორემ მერე კიდევ შეგაწუხებთ thank_you2.gif )
რა უნდა გავაკეთო/გავითვალისწინო? შეხება რადგან არ მქონია, ხომ არ გამიჭირდება დაშლა-აწყობა? ან, ხომ არ დავაზიანებ რამეს?
რა საპოხი მასალა უნდა გამოვიყენო?
ან, ხომ არ იცით ვინმე, ვისაც გადავუხდი ფულს და თვითონ დაადეკონსერვირებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 5 2018, 02:49 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეჰ იყო რამდენიმე კაცი ვინც მაგ საქმეს აკეტებდა ზ.დ.პ-ზე, მაგრამ მგონი ნელნელა გაქრენ, იმედია ვინმე გამოჩნდება ისევ.

თუ არ გამოჩნდნენ და მაშინ მოგიწევს შენი ზალაებით, ნუ დიდად რთული არაა, უბრალოდ პირველი დაშლის შიშის გადალახვაა მტავარია

საპოხად შეიძლება სილიკონის ზეთის გამოყენება, ან ბიმენის ტაოტის დათრევა, მაგრამ ეგ ბოლო დროში იქნება გაჭიმული და თან შოვნა უნდა სად იყიდება (ნუ თბილისში და საქართველოში გარანტირებულად არ იქნება, სადმე ინტერში უნდა იპოვო უცხოურ საიტზე და ჩამოიტანო)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
კახაბერი
პოსტი Sep 5 2018, 03:48 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 31-August 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,366
ქალაქი:თბილისი



ja_ja

მადლობა ყურადღებისთვის.
ბევრ ადგილას დავრეკე, ბევრი ვეძებე და ბოლო-ბოლო, ის ერთადერთი კაცი ვიპოვე, ვინც თბილისში დეკონსერვაციას აკეთებს. ხვალ დამიბარა. საღამოს დამიტოვე და მეორე დღეს წაიღებო. ცოტა ეს დატოვების თემა არ მომეწონა. მეგონა, რომ მეც იქ ვიქნებოდი და ვნახავდი როგორ კეთდება დეკონსერვაცია, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა.
მოკლედ, დიდი შანსია, რომ სხვასაც დაჭირდეს და აქაც დავდებ ნომერს.


591 xx - xx - xx (სახელი არ მიკითხავს)
ფასი 30 ლარიო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 5 2018, 03:58 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნომერი მე წავშალე, ეგ პირადული მონაცემებია (ფორუმის წესებით არაა მისაღები პირადი მონაცემების დატოვება), ნომრით მივხვდი რომ ჩვენი ფორუმელია geojorjika, შედეგად ყველას შეუძლია პირდაპირ მას მიმართოს ფორუმის მიმოწერის მეშვეობით

რაც შეეხება იარაღის დატოვებას და დასწრებას...

ნუუუუ... გაითვალისწინე რომ ყველას აქვს ძირითადი სხვა სამუშაო, და მისთვის ხელსაყერლ დროის მონაკვეთში აკეტებს დაკვეთას, პლიუს არც თუ ისე მოსახერხებელია როდესაც დამკვეთი ტავზე გადგას და ხან იმას გეკითხება ხან ამას, ხან ამას რატომ აკეთებ, ეს როგორაა... პასუხობ ესაუბრები და შედეგად 3-ჯერ მეტი დრო იხარჯება გაკეტებაზე, პლიუს უყურადღებობის მომენტი არსებობს და დიდი სანსია შეცდომა დაუშვა.

ასე რომ კი გასაგებია შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ასევე გაიგე იმ ადამიანის მდგომარეობა რომელიც მუსაობს. ეგ რომ იყოს 2 წუთიანი საქმე, რაღაც მოხსენი და მოუჭირე ეგ სხვა საქმეა, მაგრამ დაშალე, გაწმინდე ააწყვე შეამოწმე.... ნუ იმედია ხვდები რაზეც ვსაუბრობ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
კახაბერი
პოსტი Sep 5 2018, 05:33 PM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 31-August 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,366
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ Sep 5 2018, 04:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნომერი მე წავშალე, ეგ პირადული მონაცემებია (ფორუმის წესებით არაა მისაღები პირადი მონაცემების დატოვება), ნომრით მივხვდი რომ ჩვენი ფორუმელია geojorjika, შედეგად ყველას შეუძლია პირდაპირ მას მიმართოს ფორუმის მიმოწერის მეშვეობით

რაც შეეხება იარაღის დატოვებას და დასწრებას...

ნუუუუ... გაითვალისწინე რომ ყველას აქვს ძირითადი სხვა სამუშაო, და მისთვის ხელსაყერლ დროის მონაკვეთში აკეტებს დაკვეთას, პლიუს არც თუ ისე მოსახერხებელია როდესაც დამკვეთი ტავზე გადგას და ხან იმას გეკითხება ხან ამას, ხან ამას რატომ აკეთებ, ეს როგორაა... პასუხობ ესაუბრები და შედეგად 3-ჯერ მეტი დრო იხარჯება გაკეტებაზე, პლიუს უყურადღებობის მომენტი არსებობს და დიდი სანსია შეცდომა დაუშვა.

ასე რომ კი გასაგებია შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ასევე გაიგე იმ ადამიანის მდგომარეობა რომელიც მუსაობს. ეგ რომ იყოს 2 წუთიანი საქმე, რაღაც მოხსენი და მოუჭირე ეგ სხვა საქმეა, მაგრამ დაშალე, გაწმინდე ააწყვე შეამოწმე.... ნუ იმედია ხვდები რაზეც ვსაუბრობ

ყველაფერი გასაგებია. ნომრის ამბავზე ბოდიში.
არც მწყენია, რომ ვერ დავესწრები პროცესს. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, მეტი არაფერი...
თუ ფორუმელია, მთლად უკეთესი.
არადა, კიდევ ორი დღე რა მოითმენს. ერთი სული მაქვს, დავდო ჩემი პენოპლასტის კუბიკები და ვესროლო. თან, ზომით საკმაოდ დიდებია და ვერ ავაცილებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
კახაბერი
პოსტი Oct 3 2018, 01:20 PM
პოსტი #6


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 31-August 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,366
ქალაქი:თბილისი



გამარჯობა.

მოკლედ, გავარკვიე, რომ ჩვენი თანაფორუმელი, ხმელო აკეთებდა დეკონსერვაციებს სხვებთან შედარებით შეღავათიან ფასში და ჩემი დაკვირვებით საკმაოდ ხარისხიანად. ამიტომ, დავუკავშირდი მას. დეკონსერვაციამდე გასროლილი მქონდა რამდენიმე ტყვია, მაგრამ ხმელომ მითხრა, რომ რამდენიმე ტყვიის გასროლა დიდი დანაშაული არ იყო, თუმცაღა რაც უფრო ადრე ჩავუტარებდი დეკონსერვაციას, მით უკეთესი იქნებოდა თოფისთვის და რომ მეტი აღარ გამესროლა ამ პროცესამდე.
ჩვენი ხმელო არც ისეთი მოცლილი ყოფილა და მითხრა 2 დღე მაინც მჭირდება, რომ მაგ თოფისთვის მოვიცალოვო, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნის გათვალისწინებით, როგორც იქნა გამოვნახეთ საერთო ენა და შევთახნმდით, რომ თავის საქმეს გადადებდა და იმ დღესვე გაუკეთებდა თოფს დეკონსერვაციას და იმ დღესვე გამატანდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ხმელომ დამირეკა და მითხრა, რომ თოფი მზად იყო წასაღებად და რომ მთელი ჟანგი მექანიზმიდან და ლულიდან და ზედმეტი ტაოტი ცილინდრიდან მოაშორა თოფს, რაც ჰქონდა. ჩაუტარა დეკონსერვაცია და შეპოხა იმ საშუალებებით, რასაც ამ პროცესისთვის იყენებენ. (პლიუს ამას, საჩუქარად ლულაც გააპრიალა შიგნიდან).
მივედი და წამოვიღე თოფი.

გადავტენე გავისროლე და ნამდვილად დაეტყო თოფს, რომ დიზელის ეფექტი აღარ ჰქონდა, უფრო სასიამოვნოდ ისროდა და აღარც ბოლავდა. აშკარად ვიგრძენი, რომ თოფი დაწყნარდა, ხმაც შეუმცირდა და დარტყმაც. დაჟე, მემგონი სიზუსტეც მოიმატა ცოტათი. (ნუ ზუსტად არ ვიცი ეს დეკონსერვაციასთან კავშირში არის თუ არა, მაგრამ ჩემი დავირვებით ასეა).

სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით დიდ დიანსტანციაზე ვერ გავტესტე თოფი, მაგრამ ახლო დინსტანციაზე, ესე 20 მეტრზე ბოთლის თავსახურს 3-იდან 2-ს ვარტყავ ოპტიკის გასწორების შემდეგ (თან, ჩემებურად, უცოდინარობით გასწორებული)..

ხმელოს დეკონსერვაცია ჩატარებული თოფი იმდენად მომეწონა, რომ ჩემმა ძმაკაცსაც ვაყიდინე benjamin trail NP XL 1500 (გრიგორთან) და დაუფიქრებლად ესეც მას წავუღეთ გასამზადებლად. ცოტა ხნის წინ შემატყობინეს ,რომ თოფი მზად არის და ამ დღეებში გამოვიტან.

როცა ბენჟამინსაც გამოვიტან, შევეცდები ორივე თოფი წავიღო გასატესტად, განსაკუთრებით კი ჩემს თოფს ჩავუტარო გატესტვა სროლაში, ცოტა დიდ დინსტანციაზე და მოგვიანებით მოგახსენებთ მის მიერ მიღწეულ შედეგებს, რათა ყველას შეგვექმნას გარკვეული წარმოდგენა ამ თოფზე, ანუ ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით შეძლებისდაგვარად...
ეხლა კი დროებით... : )

პ.ს. კიდევ ერთხელ მადლობა ხმელოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Oct 3 2018, 01:31 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



კახაბერი
წარმატებები და ველით თქვენგან კარგ რეპორტს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
კახაბერი
პოსტი Oct 3 2018, 02:39 PM
პოსტი #8


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 31-August 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,366
ქალაქი:თბილისი



ციტატა(giga2010 @ Oct 3 2018, 02:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კახაბერი
წარმატებები და ველით თქვენგან კარგ რეპორტს smile.gif

გაიხარე.
მაქსიმალურად ვეცდები. მთავარი პრობლემა დროა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:07 PM
Hosted by Pro-Service