თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კომპრესიული პნევმატიკა _ პნევმატური იარაღი

პოსტის ავტორი: loxa Nov 25 2017, 08:33 PM

მსურს პნევმატური იარაღის შეძენა, უნდა იყოს კარგი, ძლიერი და ზუსტი. ამ სფეროში არ მაქვს გამოცდილება, ისე რაღაც თეორიები კი მომისმენია და წამიკითხავს, რომელი პნევმატიკის შეძენას მირჩევდით? 600-700-ის ფარგლებში?. პ.ს. გმადლობთ წინასწარ....

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 26 2017, 12:36 PM

მაიცა მოდი ცოტა დავაზუსტოთ...

თემა გახსნილი გაქვს კომპრესიულ პნევმატიკაში, ანუ ვიგულოსხმოთ რომ კომპრესიული პნევმატიკის ყიდვა გინდა თუ რა ხდება???

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 26 2017, 12:42 PM

მემგონი იდეალური თემა შენი იარაღის შესაძენად არის http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=674 ან უკვე განხილულებიდან შეიძLება არჩევა ან უფრო ზუსტად ჩამოაყალიბე რას ეძებ, თორემ აღწერილი რაც გაქვს ცოტა ბუნდოვანია..

პარალელს გავავლებ რომ იოლად აღსაქმელი იყოს რას ვგულისხმობ:

- მანქანის ყიდვა მინდა, უნდა იყოს კარგი, ძლიერი და ეკონომიური, ამ სფეროში გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ თეორიები მსმენია, შემარჩევინეთ 6-7 ათასის ფარგლებში ...

ანუ ხომ ხვდები რამდენი კითხვა გაჩნდება ეგეთი ადამიანის მიმართ... ზოგისთვის Honda FIT-ია იდეალური და ზოგს Lamborgini არ აკმაყოფილებს - სად გადის შენი ზღვარი კარგის და ძლიერის გაგებაში.... პლიუს ფასი... ლარზეა საუბარი თუ მწვანეზე?

ამიტომაც ჯობია დაწერე რა მანძილია შენთვიუს მისაღები, გინდა ქაღალდზე სასროლად, თუ სანადიროდ, რომელი კლასი გინდა:

1) ნახშირორჟანგზე მომუშავე, ანუ co2
2) კომპრესიული და მულტიკომპრესიული
3) ზამბარ დგუშიანი
4) წინასწარ დაჭირხნულ წნევიანი, ანუ PCP


პოსტის ავტორი: machkhana Aug 15 2018, 05:00 PM

კომპრესიული ჯობს თუ ზამბარიანი ყიდვა მინდა და მირჩიეთ რომელი კარგათ ძლებს სროლით სიჩქარე და შორს რომელს უფო ძალა აქვს

პოსტის ავტორი: ბაიკერი Aug 15 2018, 05:45 PM

machkhana
რა ფასის ფარგლებში გინდა ჯერ ეგ დაწერე

პოსტის ავტორი: machkhana Aug 15 2018, 10:16 PM

500 ლარამდე ვნახე ცროსმანი + ჰაცანიც და დაახლოვებით მაგ ფასში 800 ლარს ნაღდათ ვერ მივცემ

პოსტის ავტორი: machkhana Aug 15 2018, 11:40 PM

crosman vintage np როგორია ვიდეოებში კარგათ ისვრის და მუშაობით მალე ხომ არ ბანძდება

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services