თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ პნევმატური შAშXანა

პოსტის ავტორი: memwvade Nov 29 2019, 10:03 PM

გაუმარჯოს ჰატსან აირტაქტზე რას იტყვით

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 30 2019, 01:18 PM

memwvade
შენთვის მნიშვნელოვან ინფოს ასე თუ მოგვაწვდი არავინ გიპასუხებს.

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 11 2019, 08:52 AM

memwvade

ციტატა(nika12345 @ 29th November 2019 - 11:03 PM) *
გაუმარჯოს ჰატსან აირტაქტზე რას იტყვით

ოპელი ვერ გევიგე smile.gif

ნუ ეს ხუმრობით... ისე კი რავი რა გინდა რომ ვთქვათ სადღეგრძელო თუ ნეკროლოგი, აქ ცოტა არ იყოს და წვრილმან დეტალებში ჩამძვრალი ხალხი ვართ და გვიჭირს პირობითად რომ ვთქვათ ფეისბუქის ტერმინებით ან ფორუმ.გე-ს ტერმინებით ოპერირება, მაგალიტად შეგვიძლია დაგიწეროთ კომენტარები...

- აუუუ ძააან მაგარია, იმენნა ღამეც კი ლოგინში ვიხუტებ

- აუ სექსობაა, 300 მეტრზე დათვს მოკლავ, მეგობარს ჰქონდა და ერაყში ტერორისტებს აწვენდა 500 მეტრზე

- აუუ ისეთი მაგარი ძალა აქვს გარ გამაზო, რომ დაგჭირდეს ტაფებს დახვიტავ...

- ბრატ არ გინდა, რა ეგ მოდელი, აი პღრ-ჭღრ 3056 მოდელი უკეთესია მეტი ძალა აქვ,ს დამიჯერე მე მაქვს იმენნა ბიზონებს ვაწვენ თუ შემხვდებიან

და ასე შემდეგ,,, ესეთი სისულელეები არც შენთვისაა რაიმე ადეკვატური ინფორმაციის მომცემი და არც ჩვენზე იტყვის რაიმე კარგს, ამიტომაც, ეგეთ კომენტარებს ჩვენთან როგორც წესი არ წერენ ხოლმე, ხოლო თუ ვინმემ დაგვასწრო და ახალბედან დაწერა, ეგრევე ვასწორებთ სიტუაციას ხოლმე...

ამიოტმაც, გააჩნია რისი გაგება გინდა, რისი შედარება, რისთვის, რა მანძილებზე და შემდეგ რაღაც საერთო წარმოდგენა გვექნება თუ რა პაასუხი უნდა გაგცეთ და რეებზე უნდა გავამახვილოთ შენი ყურადღება...

თხოვნა მაქვს ნუ მიიღებ ჭკუის სწავლებად, მართლა დახმარება გვინდა ყველასი, მაგრამ მე თუ უნდა დაგეხმარო და გირჩიო რამე, და უნდა დავწერო ვეებერთელა ტექსტები, შენც ცოტა თავი უნდა შეიწიხო და 2-3 სიტყვაზე მეტი უნდა დაწერო...

მანამდე კი გადაიკითხეhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2248 რაღაც ახალ გაგაგებინებს და წინ წაგწევს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services