თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკური სამიზნეები _ მილდოტის ბადის სისქე

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2011, 08:50 AM

ალბათ ქარალდზე მსროლელებს, ბევრ მოგეხსენებათ რომ ბიუჯეტური და ზოგჯერ ელიტარული მოდელების ოპტიკები ვერ გამოირჩევიან სამიზნე ბადის სინატიფით, ბიუჯეტურ მოდელებში, პირადად მე ვერ ვნახე ისეთი მოდელი, რომელსაც იმდენად წვრილი ექნებოდა შუა "ჯვარი" რომ მინიმუმ 50 მეტრის მანძილზე 2-3 ნატყვიარ ჯგუფს არ ფარავდეს, ზოგიერთ ელიტ მოდელსაც კიდია ეგ პრობლემა და გამოყენებული არც ისე თხელი ბადე

დავიჯერო ტექნოლოგია არ არსებობს ისეთი რომ, მაქსიმალურად დააწვრილოდნ ცენტრი მაინც, მოკლედ ალბათ არ უEირთ ამდენი ჩალიჩი

ბევრი რომ აღარ გავაჯაზო, რამდენიმე მწარმოებელს მივწერე რომ დაიწყონ ასეთი ჯვარის დატანება ბიუჯეტურ მოდელებში, ტექნოლოგიურად ძნელი არ ნდა იყოს ჩემი აზრით


http://pix.ge/http://pix.ge/

ძალიან ძველი ოპტიკა მქონდა, რეინჯფაინდერის საკმაო მსხვილი ბადით, მოვხსენი ის მინა რაზეც ეს ბადე იყო დატანებული და ცენტრალური ჯვარი ლანცეტით დავყავი, რომ წყვეტილი ხაზები მიმეღო, შედეგი გასაოხარი გამოვიდა, იმდენად კარგად ჩანდა შორ მანძილზე ობიეკტი, მიუხედავად მსხვილი ხაზებისა, რომ ადვილად შეიძლებოდა ლაივში დანახვა ზუსტად სად მოხვდა ტყვია



ვნახოთ რა გამოვა

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 3 2011, 06:11 PM

Davitus

ციტატა(Davitus @ 3rd April 2011 - 09:50 AM) *
ბევრი რომ აღარ გავაჯაზო, რამდენიმე მწარმოებელს მივწერე რომ დაიწყონ ასეთი ჯვარის დატანება ბიუჯეტურ მოდელებში, ტექნოლოგიურად ძნელი არ ნდა იყოს ჩემი აზრით

აზრი კაია, მაგრამ როგორ გგონია შენ პირველი ხარ ვისაც ამოუვიდა ეგეთი სქელი ხაზები ყელში და ამა თუ იმ მწარმეობელს მიწერა? რავი დაველოდოთ, მაგრამ პესიმისტურად ვარ განწყობილი

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 4 2013, 10:14 PM

ი ვსიო....
ja-ja ვერ ვიპოვე აქ, და ეს განათება ... წითელი მწვანე, რისტვისაა ვერ გავიგე. მეც ვიყიდე ეხლა, რომ უნდა დავაყენო და ვერ გამიგია ამისტანა რას აკეთებს ეს განათება? ბაუერზეც წითელი წერტილი მქონდა და რა? (ტოლკომ ) ვერც გამოვიყენე ვაირახუ 80-ზე გამორთული ვისროდი. ისე რო გადახედო სამიზნეებს ძვირფასს 2000 ზევით მაგათ განათება იშვიათად აქვთ ზუმიც -კი! მზის სხივების საწინააღმდეგოა? ნისლის? ბინდის თუ რის ვერ გავიგე. ურო მეტიც ხელს მიშჰლის, ყოველსჰემთხვევასჰი ცჰემი ხარისხის. smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 4 2013, 10:20 PM

მიხომიტო

დიდი ვერაფერია , მაგრამ ხანდახან გეხმარება გამთენიისას და შებინდებისას სროლისას

აი გამთენიისას გჭირდება მწვანე ფერი (თუ პირიქით აღარ მახსოვს) როცა უმიზნებს რაღაცას და ფონი არის შავი , მაფ ხეზე ესვრი რომელსაც ბევრი ფოთლები აქვს და გამთენიისას ან შებინდებისას ეგ ჩანს შავად, რადგანაც ბადეც შავია ამის გამო არ ჩანს მილდოტები და ჯვარი, აი ეგ რომ დაინახო მაგისვთისაა


პოსტის ავტორი: CHICO30 Jan 4 2013, 10:22 PM

ეგ არის ბინდის დროს. როცა მუქი სამიზნეა და ჯვარი არ ჩანს კარგად სამიზნეზე მიშვერის დროს. 2 თვეა ეგეთი ოპტიკა მაქვს და პრაქტიკაში ერთხელაც არ მიხმარია მაგრამ ბინდში კარგი რამეა რა.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 4 2013, 10:27 PM

აჰა გასაგებია. მადლობთsmile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 23 2013, 10:13 PM

აქ გავაგრზელებ შეკითხვას. მოკლედ ოპტიკა მაქვს ორი baueroptics hjb 3-9x32 l4 Leapers SCP 3 - 12x40
რაც ეხება ახალ ლეაპერს ის რასაც აკეთებს ბაუერთან ეს არ მომსვლია ანუ:
10,15, 30, ლამის 40 მეტრზეც მჭირდება ფოკუზის დაფიქსირება ტრიალი პლუსი მინუსი. ხან ობიექტი ფოკუზიდან გამოდის ხან ბადე -ჯვარი ფოკუზიდან ირევა. მოკლედ ორივეს ერთფოკუზში მიჭირს გამოჭერა. ლამის ფოტოგრაფი გავხვდი biggrin.gif ეგეთი რამე ბაუერზე არ მაქვს . რა ვქნა როგორ დავამუღამო ეს ლეაპერსი? და კიდე მემგონი ეს12 ზუმი ნამეტანი ზედმეტია. ნეტა 4/40 მეყიდა ან 6/32
ფანტასტიკის სფეროა მარა ჩემი ლეაპერსის 4-12-40 220 ლარიანის ნაირი არის 4-40 145ლარი გავცვლიდი დაუფიქრებლად.

ჰო რაც მტავარია ფოკუზის დამთხვევა მიჭირს 7-ზუმის მერე 11 12 ზუმი მიზანთან ერთად ფოკუსშია 60-70- მეტრზე.

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 23 2013, 10:29 PM

მიხომიტო

თუ ეგრე გაწუხებს ეგ ოპტიკა http://www.amazon.com/UTG-1-Inch-Mil-Dot-Scope-Black/dp/B0076IA4G4/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1358969314&sr=8-3&keywords=leapers+4x32 გაგიცვლი თუ გინდა

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 23 2013, 10:29 PM

მიხომიტო

4/40 გაგაწამებს smile.gif პნევმატიკისთვის პატარაა. მე მქონდა ეგეთი ზუსტად პცპ-ზე. საშინელებაა შორ მანძილზე. მითUმეტეს თუ ბადეც სქელი აქვს. ნუ ბადე თუ ძან მკრთალი ექნება კიდე იხმარს კაცი.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 23 2013, 10:39 PM

32 პატარაა. ბაუერიც 32 მაქვს სპეციალურად 40 ავიღე მაგის გამო. ნეტა 50 ამეღო მეტი სინათლეა. თუმცა ეს მილიმეტრები ჩემთვის მნიშვნელოვანია. სხვათასორის ბაუერის 32-ზე მეტი სინათლეა და მეტი სივრცე მკაფიოდ ჩანს ვიდრე ლეაპერსის 40 დიამეტრიანზე.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 23 2013, 10:47 PM

sekurifa
ბაუერთან შედარებით მოიკოჭლებს. სუსტია ხარისხით . ბადე ალბათ შავი ჯვარი იგულისხმე ბაუერზე წვრილია და ხარისხიანი აქ კი უფრო მსხვილია. მაგრამ ეს ფოკუსის ძებნა არ მომწონს .

პოსტის ავტორი: CHICO30 Jan 24 2013, 08:50 AM

ლეაპერსი მე მქონდა და თუ გინდა რომ ლეაპერსის პარალაქსმა არ გაგაწამოს დააყენე 7-8 ზუმზე და ინადირე ისე. სხვანაირად გადასარევი ოპტიკაა ლეაპერსი.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Jan 24 2013, 02:16 PM

ჰოდა ზუსტად 7-8 ვამუშავებ. ზევით უკვე უჭირს დაფოკუსება.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 9 2018, 09:15 PM

სალამი...

როგორც მე ვიცი ოპტიკის ბადე 2 ნაირი არსებობს, ერთი როდესაც ბადე თავისი ბოლოებით დაკავშირებულია ოპტიკის კორპუსთან, ანუ ჩაბმულია და მეორე ვარიანტია, როდესაც ბადე გრავირებულია თვითონ ოპტიკის ლინზაზე.

პირველი ვარიანტი თვალსაჩინოებისთვის არის ეს მაგალითად:
https://radikal.ru

ხოლო მეორე ვარიანტი თვალსაჩინოებისთვის არის ეს, დააკვირდით ბადის დაბოლოებებს, არაფერს უერთდება,
ანუ სავარაუდოდ როგორც მე ვფიქრობ ლინზაზეა გრავირებული...

https://radikal.ru

რას ფიქრობთ, რომელი ვარიანტის მქონე ოპტიკა სჯობს საერთოდ და რა უპირატესობები აქვს ან ერთ შემთხვევას, ან თუ მეორე სჯობს-მეორეს?

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 9 2018, 11:51 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 9th March 2018 - 10:15 PM) *
ერთი როდესაც ბადე თავისი ბოლოებით დაკავშირებულია ოპტიკის კორპუსთან


პირდაპირ კორპუსთან არაა დაკავშირებული. კორპუსის შიგნით არის მოკლე ზომის ცილინდრი რომელსაც ამოძრავებს ზემოთ-ქვემოთ ბარაბნები. იმ ცილინდრის წინა მხარეს რომელიც გამავალი ლინზისკენ არის, აქვს ჯვარი მიმაგრებული პირდაპირ პირზე და განიცდის ვიბრაციას ზდპ-ეს დარტყმისას და ეგაა მერე ზუსტად რომ წყდება ჯვარი და გვერდს იქცევს. ძაან თხელი ფირფიტააა ფურცელივით და წვრილი თმასავით.

აი მეორე ვარიანტი რასაც ამბობ ეგეთი ბადეები აქვს FFT სისტემის ოპტიკებს. აქვს ძვირიან ოპტიკებს ეგ მინიშნება. ამ სისტემის ოპტიკებს აქვთ ჯვარი დატანებული ლინზაზე და ასეთ შემთხვევაში ზუმირებისას ჯვარიც დიდდება და სქელდება გამოსახულებასთან ერთად. ანუ ზუმირებისას მილდოტები ნებისმიერ ზუმზე ინარჩუნებენ თავიანთ შეფარდებას ობიექტზე ასე რომ ვთქვათ უბრალო ენით. სამ ზუმზე თუ მტრედი 50 მეტრში ერთ მილში ეტევა 24 ზუმზეც ერთ მილში გამოჩნდება ხოლო ასეთ დროს იმ ოპტიკის ვარიანტში რაც პირველად მოიყვანე მაგალითად ბადე დგას ადგილზე და მხოლოდ მტრედი გადიდდება ზუმირებისას და 24 ზუმზე დაფარავს ნახევარ ჯვარს მთლიანად.


FFT ოპტიკას ბადე არ მოწყდება არასდროს თუ ლინზა არ გატყდა. ხოლო თუ ზდპ-ეზე გაინტერესებს რომელი ჯობია მაგ ორიდან ჩემი აზრით მაინც ლატარეაა.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2018, 12:10 PM

ციტატა(sekurifa @ Mar 10 2018, 12:51 AM) *
პირდაპირ კორპუსთან არაა დაკავშირებული. კორპუსის შიგნით არის მოკლე ზომის ცილინდრი რომელსაც ამოძრავებს ზემოთ-ქვემოთ ბარაბნები. იმ ცილინდრის წინა მხარეს რომელიც გამავალი ლინზისკენ არის, აქვს ჯვარი მიმაგრებული პირდაპირ პირზე და განიცდის ვიბრაციას ზდპ-ეს დარტყმისას და ეგაა მერე ზუსტად რომ წყდება ჯვარი და გვერდს იქცევს. ძაან თხელი ფირფიტააა ფურცელივით და წვრილი თმასავით.

აი მეორე ვარიანტი რასაც ამბობ ეგეთი ბადეები აქვს FFT სისტემის ოპტიკებს. აქვს ძვირიან ოპტიკებს ეგ მინიშნება. ამ სისტემის ოპტიკებს აქვთ ჯვარი დატანებული ლინზაზე და ასეთ შემთხვევაში ზუმირებისას ჯვარიც დიდდება და სქელდება გამოსახულებასთან ერთად. ანუ ზუმირებისას მილდოტები ნებისმიერ ზუმზე ინარჩუნებენ თავიანთ შეფარდებას ობიექტზე ასე რომ ვთქვათ უბრალო ენით. სამ ზუმზე თუ მტრედი 50 მეტრში ერთ მილში ეტევა 24 ზუმზეც ერთ მილში გამოჩნდება ხოლო ასეთ დროს იმ ოპტიკის ვარიანტში რაც პირველად მოიყვანე მაგალითად ბადე დგას ადგილზე და მხოლოდ მტრედი გადიდდება ზუმირებისას და 24 ზუმზე დაფარავს ნახევარ ჯვარს მთლიანად.


FFT ოპტიკას ბადე არ მოწყდება არასდროს თუ ლინზა არ გატყდა. ხოლო თუ ზდპ-ეზე გაინტერესებს რომელი ჯობია მაგ ორიდან ჩემი აზრით მაინც ლატარეაა.



ზურაჯან, მოდი FFT განვმარტოთ biggrin.gif
https://www.youtube.com/watch?v=-bCJUiBFWmk მაგალითისთვის, ხალხს რომ ჰქონდეს წარმოდგენა, ნუ ვინც ამ სფერიში ბევრი არ იცის და სჭირდება ეს ინფორმაცია, აქ კარგად ჩანს, თუ როგორ დიდება მილ დოტთა ბადე ზუმის გაზრდასთან ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 10 2018, 12:21 PM

მემგონი FFP ეწოდება მაგ ოპტიკებს და არასწორად ეძახით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


რაც შეეხება ბადის სიწვრილეს. ჩემს ჰოვკში რომ გაიხედებიტ შოკირებული იქნებიტ ისეთი ბადე აქვს smile.gif) თვით სრულყოფილებაა წვრილი გრავირებული ბადე

პოსტის ავტორი: okela84 Mar 10 2018, 01:54 PM

sekurifa

ციტატა(sekurifa @ 10th March 2018 - 12:51 AM) *
ანუ ზუმირებისას მილდოტები ნებისმიერ ზუმზე ინარჩუნებენ თავიანთ შეფარდებას ობიექტზე


1) მაგას ქვია FFP ანუ First cocal plane. ძირითადად ტაქტიკური სროლისთვის და ნადირობისთვის არის კარგი ასეთი ოპტიკები, იმიტომ რომ ნებისმიერ ზუმზე ერთნაერი ღირებულება აქვს ბადის ნიშნულბს

2) ასევე არსებობს მეორე ვარიანტი SFP სისტემით ანუ Seckond focal plane, რომელიც უფრო შეკრულია და ზე ზუსტი სროლისას გამოიყენება, ანუ სპორტში ასეთ სისტემას ენიჭება უპირატესობა და არაფერ შუაშია აქ ფასი. ასეთი ტიპის ოპტიკების ფასებიც არაა დაბალი.

3) FFT არის Focus field target, ანუ ასეთი ოპტიკები განკუთვნილია უცნობ მანძილებზე სროლისთვის და ბადისგან დამოუკიდებლად მხოლოდ გამოსახულების სისუფთავითაც შესაძლებელია ზუსტი მანძილის დადგენა 1-2 მეტრის სიზუსტით. თუმცა ზოგი თავიდან უფრო ზუსტად აკალიბრებს და პარალაქსის ბარაბანს საკუთარ ნიშნულებს ადებს და ცდომილება 1 მეტრზე დაბლა ჩამოჰყავს. მანძილის დადგენა FFP ოპტიკებითაც შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში არა პარალაქსით არამედ ამ შემთხვევაში უკვე ზემოთ ხსენებული ბადით რომლის ღირებულებაც ნებისმიერ მანძილზე ერთია, ანუ რომელიმე ობიექტის, ფანჯრის, კარის, ან ადამიანის საშუალო ზომას ატოლებენ ბადის დანაყოფებს და ასე ხდება დაახლოებით მანძილის გამოანგარიშება. ამ შემთხვევაში პარალაქსი უძლურია. 1.5 -2 და 2 კმ-ზე გამოსახულება მკვეთრად ფუჭდება და 200-300 მეტრიან ცდომილებას ისე მოგცემთ როგორც არაფერი

პ.ს

ჰო კიდევ ბადის სისქით არ იზომება ოპტიკის ხარისხი. აქაც დანიშნულების მიხედვით არის. არის 100$-ნი ოპტიკები ძალიან წვრილი ბადით და არის 5 000 $-ნი ოპტიკები 3-4-ჯერ უფრო მსხვილი ბადეებით

პოსტის ავტორი: okela84 Mar 10 2018, 02:02 PM


ციტატა(x.m.e.l.o @ 10th March 2018 - 01:10 PM) *
ეს კიდევ მაგ FFT - მოდელის ვიდეო მაგალითისთვის, ხალხს რომ ჰქონდეს წარმოდგენა, ნუ ვინც ამ სფერიში ბევრი არ იცის


დეზიმფორმაციებს ნუ ავრცელებ

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2018, 02:07 PM

ციტატა(okela84 @ Mar 10 2018, 03:02 PM) *
დეზიმფორმაციებს ნუ ავრცელებ

რა დეზინფორმაციას გულისხმობ, FFP როა ეგ და არა FFT მაგას თუ?

ტერმინი არც მე ვიცი და რომ არ ვიცოდი მაგიტომ დავწერე ავხსნათ და განვმარტოთ თქო, ის ვიდეო კიდევ ზუსტად ის არის რისი ჩვენებაც მინდოდა და ეხლა ეგ FFP ოპტიკაა თუ FFT არ ვიცი მე, მთავარია ისეთი არ არის როგორც უმრავლესბას აქვს, ანუ დაკიდებული ბადით, აშკარად ლინზაზეა გრავირებული მემგონი, თუმცაღა მაგის გამყიდველს რომ ვკითხე, ბადის შესახებ ასე მიპასუხა - Glass etched reticle არისო smile.gif დავაკოპირე და ისე მემგონი attachd უნდა დაეწერა და შეეშალა და ეგ ტერმინი გრავირებულად არ ითარგმნება მემგონი scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2018, 02:28 PM

https://www.aliexpress.com/item/SNIPER-NT-3-5-10X40-AOGL-Hunting-Riflescopes-Tactical-Optical-Sight-Full-Size-Glass-Etched-Reticle/32783185995.html?spm=a2g0s.13010208.99999999.303.kxfBui მემგონი ეგ FFP ან FFT ბადე თუ არ ვცდები. ნახეთ და მითხარით აბა რომელი ვარიანტის ბადის მქონეა?

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 10 2018, 05:49 PM

https://ru.aliexpress.com/item/Sniper-4-16X40-Golden-Letter-Airsoft-Air-Rifles-Professional-Outdoor-Waterproof-Green-And-Red-Reticle-Fiber/32651773083.html?spm=a2g0v.10010108.1000013.24.5505f0e0CyQtSb&traffic_analysisId=recommend_2088_13_90158_iswistore&scm=1007.13339.90158.0&pvid=6e3f4f1d-d847-4742-9f7d-0fd48ab8ecd6&tpp=1
ნახე აბა, იგივე მწარმოებელია, მეტი ჯერადობაც აქვს მითითებული და ნაკლები ფასიც. მაგრამ ბადე აქვს სხვა.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2018, 06:30 PM

ციტატა(giga2010 @ Mar 10 2018, 06:49 PM) *
https://ru.aliexpress.com/item/Sniper-4-16X40-Golden-Letter-Airsoft-Air-Rifles-Professional-Outdoor-Waterproof-Green-And-Red-Reticle-Fiber/32651773083.html?spm=a2g0v.10010108.1000013.24.5505f0e0CyQtSb&traffic_analysisId=recommend_2088_13_90158_iswistore&scm=1007.13339.90158.0&pvid=6e3f4f1d-d847-4742-9f7d-0fd48ab8ecd6&tpp=1
ნახე აბა, იგივე მწარმოებელია, მეტი ჯერადობაც აქვს მითითებული და ნაკლები ფასიც. მაგრამ ბადე აქვს სხვა.

მეგობარო, ნანახი მაქვს სნაიპერის ყველა ოპტიკა smile.gif
თან ამ თემაში ოპტიკას არ ვარჩევ, ბადის სახესხვაობაზე გვაქვს საუბარი smile.gif (ეგ სიგრძეშია გრძელი და მასეთს არც იმ თემაში ვეძებ სადაც ვეძებდი)

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services