პნევმატიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
პნევმატიკა |
Dec 3 2013, 11:28 AM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ პნევმატური თოფის ყიდვა მინდა სანადიროდ და ძმურად მირჩიეთ რომელ ვიყიდო ძლიერი რო იყოს და ნადირიც რო მოკლას ველი პასუხს ))
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 11:41 AM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
iaragi.ge-ზე შედი და მანდ არის კარგი არჩევანი
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 12:26 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
DaV1nCh მდაა კითხვაა, მოკლედ არ ვიცი , ნუ დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ იმაზე რასაც დავწერ, მაგრამ აშკარად მცდარი წარმოდგენები გაქვს და გადამეტებული მოლოდინები, ან არასწორად ასახელებ მიზნებს, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ.... ციტატა(DaV1nCh @ 3rd December 2013 - 12:28 PM) ძლიერი რო იყოს და ნადირიც რო მოკლას მმმმ... ეეეეე ისა კაცო ვაა რა ქვია.... ეგ რომელ ნადირზეა საუბარი? ლომი, ვეფხვი, დათვი, ტირონაზავრი რაის ნადირი კაცოუ პნევმატიკაა 4.5 (ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს - პეპელაა კაცო, პე-პე-ლა) ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად არანაირი ოცნებები ისეთი ზომის არსებებზე როგორიცაა - მელია მგელი, ტურა ნუ ზემოთ ხომ საერთოდ... ნუ ახლა ვირთხა თუ ნადირში გადის არ ვიცი მოკლედ ჯობია ზუსტად დასვა ამოცანა, ანუ კუნკრეტულად რისთვის გინდა? როგორც ვხვდები ნადირობაზე გაქვს აქცენტირება, ძალიან კაი, ახლა ბიუჯეტიც უნდა დაასახელო და რაც მთავარია სანადირო ობიექტების გაბარიტები, როგორც ზემოთ დავწერე, ვირთხა, ციყვი და რაცხა ეგეთი არსებიბი კიბატონო, მაგრამ კურდღლის ზემოთ უკვე... უფრო ორიენტაცია ფრინველზე უნდა გქონდეს და არა ნადირზე, რადგან 4.5-იანი პნევმატიკის არეალში არ ხვდება ნადირი როგორც ასეთი. მოკლედ იმისათვის რომ მართებულად და ზუსტად გირჩიოს ხალხმა თუ რომელ იარაღზე ჯობს ყურადღების გაჩერება სასურველია ჯერ ხალხს მიაწოდო შემდეგი ინფო: 1) გამოყენების ძირითადი სფერო 2) ბიუჯეტი 3) პნევმატიკის ტიპი (თუ შერჩეული გაქვს რა თქმა უნდა) 4) ნადირობის სპეციფიკაციები (ანუ ჩამჯდარი ერთი ადგილიდან, თუ ხეტიალი ტყეღრეში), წესით შენი აღნაგობაც რომ დაასახელო ხალხს დაეხმარება იმაში რომ აგარჩევინოს მსუბუქი ან მძიმე იარაღი 5) სანადირო ობიექტების გაბარიტები 6) სამუშაო (ანუ სანადირო) დისტანციები პირველი ორი და მეექვსე აუცილებელი პარამეტრია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მოგწერს ისეთივე პასუხს როგორიც ზედა მომხამრებელმა დაწერა, ზოგი იმ მაღაზიაში გაგიშვებს, ზოგი ამ მაღაზიაში, მაგრამ კონკრეტიკა აფსოლუტურად არ იქნება.
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 12:35 PM
პოსტი
#4
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
ჰო კურდღელს ვგულისხმობ მე და ეგეთს რა უფრო სანადიროდ 500 ლარის ფარგლებში შორს სანადიროდაც რო იყოს ძლიერი თოფი მოკლედ
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:24 PM
პოსტი
#5
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(DaV1nCh @ Dec 3 2013, 01:35 PM) ჰო კურდღელს ვგულისხმობ მე და ეგეთს რა უფრო სანადიროდ 500 ლარის ფარგლებში შორს სანადიროდაც რო იყოს ძლიერი თოფი მოკლედ თუ არ ვცდები, კურდღელზე და ზოგადად ცხოველებზე ნადირობა პნევმატიკით აკრძალულია საქართველოში და ასე თამამადაც ნუ ახსენებ მაგ ფასში კიდევ რავიცი რავიცი.. კი შეგიზლია რაღაცის ყიდვა მაგრამ "ნადირი" მეეჭვება რო მოკლას
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:25 PM
პოსტი
#6
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ციტატა(DaV1nCh @ 3rd December 2013 - 01:35 PM) ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:26 PM
პოსტი
#7
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ციტატა ja_ja ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად არანაირი ოცნებები ისეთი ზომის არსებებზე როგორიცაა - მელია მგელი, ტურა ნუ ზემოთ ხომ საერთოდ... ნუ ახლა ვირთხა თუ ნადირში გადის არ ვიცი ესეც ნუ იტყვი, foxi-s და ტურას ამბავი დაგავიწყდა?
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:31 PM
პოსტი
#8
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
ამაზონიდან ან მანდედან რო გამოიწერო საბაჟოზე შემოიტან ? და ეს pcp იარაღი რას ნიშნავს
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:33 PM
პოსტი
#9
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 526 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI წევრი №: 336 ქალაქი:თბილისი |
ასე მგონია უბრალოდ, ლირიკული გადახვევით დაეთანხმე კურდღელიო, მაგრამ ბოლოში მაინც ახსენებ სანადიროდ ძლიერი თოფი იყოსო, გატყობ ისევ ძლიერობანა თოფი გინდა, ხოდა ja_ja მგონი ახლიდან გიწევს იგივე ნაირად ჩამოუწერა ძლიერ თოფებზე ))) DaV1nCh ძლიერი პნევმატიკები ბევრია, ზოგი მაღალ ფასიანი ზოგიც დაბალი მაგრამ სხვა მინუსები აქვს და ასე შ.... 500 ლარში საკმაოდ ნორმალური სიძლიერი პნევმო მოგივა, ოგღონდ ზამბარა დგუშიანი და მგონი ნიტროს სამბარიანი, პცპ არ მოგივა გარდა გამონაკლისი შემთხვეაში, წეგან კაი გირჩია ერთ ერთმა ფორუმელმა iaragi.ge
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:36 PM
პოსტი
#10
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
კურდღელს თითქმის ნებისმიერი პნევმატიკა ააფართხალებს თავში თუ გაარტყი, მაგრამ ნუ ჯაჯას თქმის არ იყოს, პნევმატიკისთვის სასროლ მანძილზე ძაან ძნელია საქართველოში კურდღლის გაუნძრევლად პოვნა და მერე თავში გარტყმა 500 ლარიანი პნევმატიკით
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 01:39 PM
პოსტი
#11
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
ამაზონიდან რო გამოვიწერო საბაჟოზე გამოატარებენ ?
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 02:14 PM
პოსტი
#12
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
აბა ესენი ნახეთ
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 02:16 PM
პოსტი
#13
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ნუუუ დასმულ კითხვებზე პასუხი მაინც არ გამეცი, უფრო სწორედ ნაწილობრივი პასუხი გამეცი. მოკელდ მოდი ასე ჩამოვყალიბდეთ, დიდი განსხვავებაა ძლიერ და ზუსტს შორის. ძლიერი არის, მაგალითად Hatsan Mod 125 ანუ მისი ძლიერი ძმები Mod 135 და Mod 155 მარა ნუ ჩემს მტერს რა მაგათი ძალა, ხელებს მოგამტვრევს დატენვისას, ბეჭს დაგინგრევს გასროლისას და ხელებში იხტუნევებს ისე თითქოსდა გავარვარებული რკინა გიჭირავსო, შედეგად რათ გინდა მაგის ძალა თუ ეს ყველაფერი ხელს შეგიშლის მიზანში მოხვედრაში? აქ ბევრს ვურჩიეთ არ გინდა მაგი იარაღი თქვა, მარა ბევრი ფასს მისდევს... 330-350 ლარი მაგარი მომხიბლავია. ნუ ყიდულობენ და ბოლოს 2-3 კვირაში მაიმარკეტზე აგდია ხოლმე ეგ იარაღი გასაყიდად, მაგ იარაღის მომხმარებელს კი სამუდამოდ ვკარგავთ ხოლმე იმიტომ რომ მცდარი და არასასიამოვნო შეგრძნებები რჩება პნევმატიკაზე ნუ 500 ლარიან ბიუჯეტში PCP სამწუხაროდ ვერ ჩაეტევა, ასევე გამოირიცხა ნაკლები ძალის გამო პისტოლეტები და co2-ზე მომუშავე თოფები. დაგვრჩა ძირითადად ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა, ანუ გადასატეხ ლულიანები. მანდ გვაქვს ასეთი სიტუაცია არის რკინის ზამბარებზე და ჰაერის ზამბარებზე (ეგრეთწოდებული "ნიტრო")- 500 ლარამდე იარაღები სამწუხაროდ რკინის ზამბარიანები დიდი ძალით და თან სიზუსტით, ანუ ორივეთი ერთად არ ხასიათდებიან, ან ერთი აქვს ან მეორე, ანუ შედარებით სუსტი და სამაგიეროდ ზუსტი, ან ქაჯური ძალა და სიზუსტე ნოლი. მოკლედ რკინის ზამბარიანი ძლიერი და ზუსტი უნდა ეძებო ძირითადად 500 ლარის ზემოთ, ძირითადად გერმანულები. ასე რომ მანდაც მგონი გავიფილტრეთ და დავრჩით ნიტრო სისტემაზე. ნიტრო სისტემაზე კი გვაქვენ ერთადერთი არჩევანი, ამერიკული კომპანია Crosman-ი. ნუ მაგ შემთხვევაში okela84-მ ერთერთი სწორი არჩევანი მიგითითა, crosman-ის ქართული წარმომადგენლობა არის iaragi.ge. ახლა დავუბრუნდეთ კონკრეტულ მოდელებს.... ჩემის აზრით არ ღირს -ზე გაჩერება, ნამეტანი დიდი მუტრუკია, ძალა დიდი აქვს და მძიმეც არის, ნადირობისას კი ეგ ორი ფაქტორი ხელის შემშლელია და არა აქვს მნიშვნელობა ჯანიანი კაცი ხარ თუ სუსტი ახალგაზრდა. მოკელდ ბევრი რჩევას არ ითვალისწინებს და მაინც ძლიერისკენ იხედება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, მაგრამ პირადად მე არ გირჩევდი არანაირად. უფრო ჯობია გაჩერდე შემდეგ მოდელებზე (და ერთერთი ამოირჩიო): ძირითადად ყველა ერთი ძალის და სიზუსტის მატარებელია, არჩევანი უნდა გააკეთო მხოლოდ შენი გადასახედიდან რომელიც უფრო მოგეწონება, რომელი უფრო დაჯდება შენს ტანზე და ბოლო არჩევანი იქნება ხის და პლასტიკატის კონდახებს შორის. (ნუ ითვლება და სახეტიალოდ უფრო პლასტიკატის კონდახი ჯობია, რადგან არ სველდება, ნაჩხაპნებს მეტად უძლებს, ჭუჭყი ისე არ ემჩნევა და დიდი მოვლა არ უნდა ხის კონდახისგან განსხვავებით, მაგალითად გაპრიალება, მასტიკის წასმა და ასე შედმეგ) ნუ ოპტიკა ყველას მოყვება, ახლა არჩევანი შენ უნდა გააკეთო რომელი ოპტიკა გირჩევნია, ცვლადი თუ ფიქსირებული. მგონი სულ ეგაა რა დალშე გრიშას უნდა დაუკავშირდე და ფასები გაარკვიო რომელი გინდა და რომელი არ გინდა.
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 02:19 PM
პოსტი
#14
|
||
მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 562 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,523 ქალაქი:თბილისი |
DaV1nCh შე კაი ადამიანო გადახედე ჯერ ფორუმს, გადაიკითხე რამოდენიმე თემა მაინც, დავიჯერო ვერ ნახე შენთვის სახარბიელო იმფორმაცია ამ საათივით აწყობილ ფორუმზე ?! აი თუ გეზარება და მარტივად გინდა ყველაფრის ასე ვთვათ მოყომარება მაშინ მე ნაღდად არ დაგეხმარეი და იმედია არც არავინ დაგეხმარება აქედან ..... ადამიანი გეუბნები ჩამოგვიწერე კრიტერიუმები, თავისი ნუმერაციით და დაკონკრეტებული მიზნებით. დაგიწერა ადამიანმა და შენ ისევ აი ამაზონიდან რომ გამოვიწერო რა იქნება, დააკავებენ, არ დააკავებენ ? ჯერ გაერკვიე საერთოდ რა გინდა, როგორც მინიმუმ 4-5 შენთვის სასარგებლო თემა გადაიკითხე და აი მერეც თუ ვერაფერს მიხვდი მერე უკვე ყველა დაგეხმარება
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 02:23 PM
პოსტი
#15
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 3-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,841 ქალაქი:თბილისი |
და გრიშა ვინ არის რო ამიხსნა და მერე ტელეფონი მომცე ))
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 02:46 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
DaV1nCh მოკელდ ცუმპაცუმპით და ცეკვაკცეკვით მიდიხარ და იზეპირებ, იცოდე მოვალ და შევამოწმებ რაც შეეხება გრიშას, მაგი არის, მაგ საიტის მფლობელი ტელეფონს კი მისსავე საიტზე ნახავ. და წინსწრებით გაფრთხილებ არ დავინახო ფორუმზე ღიად დაწერილი იყოს ვინმეს საკონტაქტო ინფორმაცია (ნებისმიერი სახის, იქნება ეს ელ-ფოსტა, ტელეფონი, სკაიპი, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მაგისთვსი არსებობს PM-ი) გადახედე თორემ ისე ვამჩნევ მალე ბევრ წესს დაარღვევ და პირველადი ახალი შემოსული მომხარებლის ჩვეულ საჯარიმო სანქციებსაც აიკიდებ ასე რომ ნურც თავს ჩაიგდებ შარში და ნურც ადმინისტრაციას ჩცააყენებ უხერხულ მდგომარეობაში და მოგწერე ამ Benjamin Nitro-ს და Trails ნუ გაეკარები მეთქი მარა მაინც მაგისკენ გაგირბის თვალი, თან 0.22-იანს აქ არ შემოგატანინებენ. ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o @ 3rd December 2013 - 02:26 PM) ესეც ნუ იტყვი, foxi-s და ტურას ამბავი დაგავიწყდა? არ დამავიწყდა, მაგრამ მანდ რამდენიმე ფაქტორი იყო, პირველი გასროლის მერე დიდ მანძილზე დევნა, მეორე საკონტროლო გასროლა და .... პლიუს ნუ გამორიცხავ დამთხვევითობასაც, ყოველთვის ეგრე არ ემთხვევა ყველა ფაქტორი, ასე რომ გამონაკლისი ... ნუ გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს მუდმივ ფაქტორს.
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 04:13 PM
პოსტი
#17
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 2-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,839 ქალაქი:თბილისი |
მოიცა და კურდღელზე, ტურაზე, მელაზე და ა.შ. ნადირობა დაშვებულია??
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 07:53 PM
პოსტი
#18
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
კურდღელზე არცერთი იარაღით არაა დაშვებული ადირობა გარდა სპეციალური კერძო სანადირო მეურნეობებისა. მელია არ ვიცი და ტურა და მგელიც რომ აკრძალულია და ლამის მინისტრის ხელის მოწერა უნდა ეგ ვიცი თუ არა და მიგარჭობენ ბრაკონიერის იარლიყს და ვავა მერე წამოვა შტრაფი შტრაფზე.
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 09:34 PM
პოსტი
#19
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში თავისუფალი ნადირობა ყველაფერზე გარდა განსაზღვრული ტიპის გადამფრენი ფრინველებისა, ისიც კვოტის შესაბამისად ნადირობა აკრძალულია კერძო სანადირო მეურნეობებში თუ გინდა დინოზავრებზე ინადირე არავინ არაფერს არ გეუბნება
| |
> |
|
|
Dec 3 2013, 09:45 PM
პოსტი
#20
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 2-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხობი წევრი №: 1,840 ქალაქი:ხობი |
ციტატა(ja_ja @ Dec 3 2013, 08:53 PM) კურდღელზე არცერთი იარაღით არაა დაშვებული ადირობა გარდა სპეციალური კერძო სანადირო მეურნეობებისა. მელია არ ვიცი და ტურა და მგელიც რომ აკრძალულია და ლამის მინისტრის ხელის მოწერა უნდა ეგ ვიცი თუ არა და მიგარჭობენ ბრაკონიერის იარლიყს და ვავა მერე წამოვა შტრაფი შტრაფზე. ტურა იმდენია ჩემთან, კვირაში ორ სამს მაინც აგორებენ ერთი მონადირე მყავს მეზობელი, ცოცხლადაც დაუჭერია რამდენჯერმე. ზრდასრულიც და ლეკვებიც კიდევ რომ დაიჭერს, ფოტოებს დაგიდებთ
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:13 PM |
Hosted by Pro-Service |