მე ისევ ამ თემას მოვადექი...
ვინაიდან და რადგანაც, რასაც ამ პოსტში ვწერ, მაინც ამ ქრონოგრაფს ეხება, სხვა ახალი თემის გახსნას აღარ დავიწყებ და აქვე მივაწერ.
ესეიგი რაშია საქმე:
რაც ქრონოგრაფი ვიყიდე, მას შემდეგ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი კომპუტერზე მიერთება და პასტა-ფურცლობიის გარეშე ჩანაწერების გაკეთება..
ამისათვის საჭირო არის სპეციალური საშუალება, აი ეს: http://www.shootingchrony.com/products_ibmpcinterface.htm , რომელიც საკმაოდ კარგი ფასი ღირს -23$ . ნუ, კაცი იტყვის, რომ სადაც ქრონოგრაფში მაგდენი გადაიხადე, ბარემ ეგეც იყიდე და შენც დაისვენებ და შენი აკვიატებული აზრებიცო... მაგრამ, მე მაინც სხვა რამეზე ვფიქრობდი: -რატომ ვერ უნდა ააწყო კაცმა?? განა რა უნდა იყოს ისეთი???
ხოო და დავიწყე უგზოუკლო ბოდიალი ინტერნეტში, იმის იმედით, რომ რაიმეს გადავაწყდებოდი და რაღაცას მივაგენი კიდეც... მაგრამ დარწუნებული მაინც არ ვიყავი, რომ ეს ის იყო, რაც მე მაინტერესებდა... ის გვერდი შევინახე და მას შემდეგ, რაც კარგა ხანი გავიდა, ეხლა მომიარა სურვილმა ისევ, რომ ამეწყო და მესინჯა რა გამოვიდოდა.
სქემა საკმაოდ მარტივია, სულ რამოდენიმე დეტალისაგან შედგება:
ამ დეტალების აქ ძებნით თავი არ მომიკლავს და რა თქმა უნდა, შევუკვეთე http://www.digikey.com/-ზე და ჩამომივიდა კიდეც.
ჩამომივიდა მაგრამ იმხელა ყუთში იდო, რომ ამ წერტილისოდენა დეტალებს 0.5 კგ მოუწია
აი სურათებიც:
სანამ დეტალებს ველოდებოდი, მანამდე პლატა დავამზადე, მარტივი და ცნობილი მეთოდით - ლაზერული პრინტერი+უთო
სახლში მეგულებოდა პლატის ნაგლეჯი, მვძებნე, გავასუფთავე და შევუდექი საქმის კეთებას. მივხაზ-მოვხაზე ავტოკადში, ამოვბეჭდე წებოვანი ქაღალდის ქვედა ფურცლის პრიალა მხარეზე და უთოთი გადავიყვანე პლატაზე.
ვინაიდან ნამეტანი ხარისხზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, დიდად ლამაზი არ გამომსვლია, მაგრამ ისეთი კი არის რომ თავის საქმეს აკეთებს. მაინც საცდელად ვაკეთებდი.
აი ფოტოც:
ტონერი საკმაოდ კარგად არის გადასული სპილენძზე.
სახლში სადღაც მქონდა 7-8 წლის წინ შენახული რკინის ქლორიდი წყალში გახსნილი (!!!). აღარც კი მქონდა იმისი იმედი რომ ივარგებდა, მაგრამ მაინც მოვძებნე. პირდაპირ ქილა ჩავდე პლასტმასის ჯამში და დავასხი ცხელი წყალი გასათბობად, ვიფიქრე თუ ივარგებ ცოტა მაინც, სითბო კიდევ უფრო დაეხმარება მეთქი. პლატა გადავჭერი საჭირო ზომაზე და ორმაგი სკოჩით უკანა მხრიდან მივაწებე კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლის სახურავი, ხსნარში რომ არ ჩაძირულიყო და ჩავუშვი ქილაში.
ჩემდა საბედნიეროდ ხსნარი ასე-თუ ისე ვარგისი გამოდგა .
ამოჭმული პლატა, ტონერი ჯერ არ აქვს გაცლილი
ესეც უკვე აცეტონით გაწმენდილი:
არა უშავს, არა??
ესეც მოკალავებული . (ცოტა ბევრი კალა მომივიდა )
დავიწყე აწყობა და ამ ორი კინკილა რაღაცის მიპაიკებაზე თვალები დამეთხარა! ჯერ ისედაც 1 მმ ზომის ნაწილები არის და წარმოიდგინეთ ეხლა იმაზე მიმაგრებული 3 ცალი 0,2-0,3 მმ სიგრძის კონტაქტის მიკალავება!!! დავიტანჯე! დამხმარე ოპტიკაა საჭირო
საბოლოო ჯამში, ჯეკებიც მივამაგრე და აი ასე გამოიყურება:
შევუერთე ქრონოგრაფს, შევუერთე კომპუტერს და დავიწყე გასინჯვა. პრგრამები ბევრი არ მაქვს. პირველად ვცადე chronograph v3.5.10.106 , მაგრამ უშედეგოდ... ქრონოგრაფების ჩამონათვალში არ აქვს Chrony . ბევრი პარამეტრის რეგულირება კი შეიძლება, მაგრამ მე დამეზარა... ისე შეიძლება მანდედანაც გამოსულიყო რამე. ერთი რამ, რამაც დამაიმედა მაგ პროგრამიდან იყო ის, რომ ქრონოგრაფზე ხელის გადატარებისას პროგრამას გამოქონდა შეტყობინება : Memory is empty or…. იმის მისახვედრად, რომ ქრონოგრაფიდან რარაც სიგნალი გადადიოდა კომპუტერში, ჩემთვის ესეც სავსებით საკმარისი იყო. აქ ბევრ ჩალიჩს აღარ მივყევი და ვცადე სხვა, სახელდახელოდ ინტერნეტიდან გადმოწერილ პროგრამაში Chrono Connect. აქ კი ამუშავდააა... ქრონოგრაფის მეხსიერებაც წაიკითხა და პირდაპირი სიგნალიც დააფიქსირა. აი ვიდეოც, სადაც მე თვითონ ვარ ოპერატორიც და შემსრულებელიც . მარცხენა მონიტორზე გახსნილ ფანჯარაში ფიქსირდება სიჩქარეები (fps), რომელსაც ქრონოგრაფი აწვდის კომპს მე რომ სწრაფად ვატარებ ხელს ქრონოგრაფზე სენსორების ზემოდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქრონოგრაფს უკვე ვაერთებ კომპუტერზე, მაგრამ ნორმალური პროგრამა არ მაქვს და ვერც ვერსად ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე და მირჩიოთ, რატომღაც მგონია :P , რომ Chrony Ballistics II Software :P იქნება ამისათვის ზედგამოჭრილი. ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ეს, ან რაიმე ამდაგვარი სხვა პროგრამები ვიპოვო?
________________________________
დღეს რაღაც pix.ge-ზე ვერ ავტვირთე და ამიტომ დავდე რადიკალზე.
giorgi-RW1k77X2
საღოლ გიუშ, სუფთა ჩალიჩმაისტერი ხარ რა მაინც ააწყვე საღოლ
giorgi-RW1k77X2
მართლაც მაგარი ხარ რა!
მგონი ეს ამბავი იმსახურებს ცალკე თემად გაიხსნას
იმდენად დამევასა ნაჩალიჩარი, რომ ცალკე თემას ვხსნი და გადმომაქვს.
giorgi-RW1k77X2
სლუში ჩალიჩი იზ ფანტასტიშ ახლა სხვა კითხვა მაქვს... და ტავისი სოფტი რაც აქვს CRONY-ს რომ გამოიყენო არ გამოვა? არ არსებობს ინტერში ვინმეს სადმე არ ჰქონდეს დაგდებული
giorgi-RW1k77X2
მალადეც რა
ვაა კარგი რამე გაგიკეთებია,
ისე კი ღირს სოფტის ყიდვა, რაღაც იდეები მომივიდა....
giorgi-RW1k77X2
გოი, იტოგში რა დაჯდა მაგ შტუკის გაკეთება(ნაწილები+ ჩამოტანა)?
3.63$ VS 23$
ბრწყინვალეა
giorgi-RW1k77X2
პროგა მეც ვეძებე და ვერ ვნახე, ზატო შენ რომ გააკეთე იმის სქემები ვნახე მილიონ ტრისტა
ეხლა რასაც ვცჰალიცჰობ, მგონი რომ ტეორიულად შესაძლებელი უნდა იყოს:
მინდა, რომ სერიალ პორტიდან შემოსული მონაცემები პირდაპირ ექსელში აისახოს. დარცმუნებული ვარ, რომ მაგისი სასჰუალება უნდა იყოს.
თვალები აღარ მივარგა, რომ კარგად გადავცჰეჩო ინტერნეტი...
ისე Advanced Serial Port Monitor და COM putty ხოშიანად აჩვენებენ... სერიალ პორტის მონიტორი დაჟე bin ფაილშიც მინახავს შედეგებს, მაგრამ მე მაინც ისეთ პონტში მინდა, რომ გაქრონვის პარალელურად შესაძლებელი იყოს იმ შედეგების ნახვა, რაც მიმდინარე მომენტისათვის არის, გვერდზევე იგებოდეს გრაფიკი და გასროლების მატებასთან ერთად გრაფიკზეც ემატებოდეს წერტილი... იქვე იყოს გამოტანილი ფორმულებჩასმული უჯრები, სადაც ყოველი გასროლის შემდეგ დაინავ კაცი მაქსიმალურ და მინიმალურ სიჩქარეებს, სიჩჰქარეტა კორიდორს, საშუალო სიჩქარეს და ასე შემდეგ...
giorgi-RW1k77X2
მგონი პირდაპირ ექსელშI არ გამოვა, მაგრამ CSV-ში პრობლემა არ უნდა იყოს. შეიძLება სადმე ასევე XML ფაილში შეტანის ინსტრუქციაც იყოს.
ja_ja
რაღაცეები კი ვნახე, მაგრამ მაინც ვერ ამოვქოქე.
სადღაც-სადღაც ეწერა, რომ ამათი გამოყენებით შეძლებო Netcomm.osx, StrokeReader -ითო... მაგრამ მაინც ვერ შევიყვანე.
ეხლა ვათვალიერებდი «sca30» -პროგრამები რომ არის, გრაფიკებს რაშიც ვაგებთ ხოლმე ჩვენ.
Chronograph v3.5.10.106 და v3.6.10.108 შორის განსხვავებებში შევნიშნე, რომ დამატებულია ახალი ქრონოგრაფის მხარდაჭერა -S07 .
ვფიქრობ, რომ ახალ ვერსიაში, თუ რა თქმა უნდა არსებობს, შესაძლებელია, რომ Shooting Chrony-ც იყოს დამატებული, მაგრამ ვერანაირად ვიხსენებ საიდან გადმოვწერე თავის დროზე ეს პროგრამები, რომ კიდევ ვნახო ახალი თუ არის რამე.
ასევე სადღაც წავიკითხე, რომ არის პროგრამა Chairgun2, რომელსაც სერიალ პორტის მხარდაჭერაც აქვს დამატებულიო... ვეძებე და ვერ ვნახე.... ისე Chairgun2 კი მაქვს, მაგრამ მაგას არ აქვს სერიალის პადძერჟკა . დილით დემონოიდზე მივაგენი, რომელსაც ეწერა სერიალის მხარდაჭერა აქვსო, მაგრამ ვერა და ვერ
გადმოიცერა... სულ გაჩერდა...
აი ეს: http://www.demonoid.me/files/details/1760747/31248819/
მოკლედ, სად რას არ დავეძებ და მაინც ვერაფერი ვნახე.
სამაგიეროდ, ამავე ფორუმზე, მარადიორის თემაში შევამჩნიე არტი საინტერესო სურათი:
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=605&view=findpost&p=76605
ხო და მეც გადმოვწერე ეგ პროგრამა, რომელიც საკმაოდ პატარაა და ინსტალაციაც არ ჭირდება. მართალია, მონაცემების მხრივ ახალი არაფერი მოუცია, ეგეც უბრალოდ ლოგს ინახავს, მაგრამ მაინც ხეირია, რომ პატარაა.
ისე მაინტერესებს, მანდ, მაგ პოსტში რასაც აჩვენებს, რა ქრონოგრაფია შეერთებული?
Mr. kaka8079 , აქ თუ შემოიხედავ მომწერე რაა, ან ვინმე სხვამ თუ იცით რას და როგორ აერთებდა. იქნებ რაიმე სხვა გამოსავალიც გამოჩნდეს საჩემოდ.
giorgi-RW1k77X2
ვეძებე ახლა ნეტში და ვერ ვიპივე ჩემს მიერ დადებულ ქრონის პროგრამა მაგრამ ეგ არაფერი სახლში მაქ ეგ პროგრამ ჯერ კიდევ და საღამოს გადმოგიგდებ იქნება და გამოგადგეს.
აი ვიპოვე შედი ამ საიტზე და გადმწერე დრაივერი და ტერმინალი,დანარჩენს თავად მიხვდები რა და როგორ გააკეთო. http://airgun.org.ru/forum/viewtopic.php?t=19786
gregory
kaka8079
მადლობა რომ შეწუხდით და არ დაიზარეთ
აბა ვნახო ერთი
როგორც ვატყობ წინსვლა არააა
giorgi-RW1k77X2
ამ ფრონტზე რამე კარგი სიახლე ხომ არაა?
Power_VANO
კომპზე არ ვიცი და ჩემს ახალ ქრონოგრაფს მობილზე ხოშიანად ვაერთებ და ბედნიერად ვიყენებ
ja_ja
აბა ახალი ქრონი? Chrony დაატუნინგე თუ რამე სხვა იყიდე?
gregory
ჰოო
სხვა ვიყიდე, ცოტა ძვირი დაჯდა 160$ პლიუს ჩამოტანა 80 ლარი მარა ღირს .. აი გასვლაზე გაჩვენებ
ჰოო მე კი ჩამომივიდა ამასობაში ქრონი ბეტა მივიხედე მოვიხედე ფორუმზე წინა კვირაში, ახალი არაფერი იყო ქრონოგრაფებზე, წავედი და ვიყიდე
ჩამოტანა 80 ლარი? რაღაც მძიმეა აშკარად ხომ?
ვისაც ქრონი არ გვაქვს ხალხნო,მგონი უნდა გამოგვადგეს.. კი გადმოვქაჩე,მაგრამ არ მიცდია ჯერ. რუსულად მაინც რო იყოს პარამეტრები,კარგი იქნებოდა რა
მუჩოს ხულიოს !
არამგონია მაგან ზუსტად გაზომოს მაგრამ სანახავად ღირს, საინტერესო თემაა
იტოგში +- 5 ფუტი კი აქ ცდომილება და სულ მაგ დიაპაზონში ვართ და რა აზრი აქ ?
koknar
+-10 მ/წმ აქვს სხვაობა ამერიკულ-ბრიტანულ და რუსულ ქრონებს. რაც ჩვენ გვინახავს "წამოსაცმელი" რუსული ქრონები ყველა 10 მ/წმ-ით მეტს აჩვენებდა ვიდრე ალფა და კომბრო
gregory
მეტი კი შეიძლება აჩვენოს მაგრამ, ხან 10 ით მეტი აჩვენოს ხან 3 ით, ეგაა პრობლემა.
რიავიცი,რიავიცი. დღეს,5მეტრზე ვიჩალიჩე,მაგრამ სწორად ვერ გავაზომინე. jsb 0.547 გ. სულ რაღაც 120 მ.წ-ს მიჩვენებდა ვარიით
რავი შეიძლება და რამე ვერ გავაკეთე სწორად. ისე კი გეტყვით იმასაც,რომ თუ ვინმეს გამოგივათ,იქნებ ქართული ვარიანტიც გვენახა იუტუბში? ხულიო,მულიოების და მაგდაგვარების ენა არ ესმის ბევრ ჩვენთაგანს.
ისე კი ნაკლებად მჯერა,რომ ქართულ ენაზე ვიხილო იუტუბში. რაცხა ნამეტანი პასიურობთ ხოლმე. მე,რო გამომსვლოდა,დიდი სიამოვნებით დავაიუტუბებდი
SCORPIONS
ყველაფერი შეიყვანე? თოფიდან ანდროიდამდე, ანდროიდიდან სამიზნემდე, სამიზნიდან თოფამდე, ტყიის ფორმა წონდა, რავი მისამართიც უნდა მგონი.
koknar მაიცა კაცო..
A. თოფიდან სამიზნემდე
B.თოფიდან ანდროიდამდე,ჰორიზონტალი P.S.
C.თოფიდან ანდროიდამდე, ვერტიკალი
შენ რაცხა სხვანაირად მითხარი ხო?
SCORPIONS
გადმოვიწერ, ვნახავ მეც მაინტერესებს, გულლეპლეიზეა ხო ?
koknar play market-ზეა ანდროიდში. chrono connect mobile lite
მეც ვსინჯე, ყველაფერი ისე შევიყვანე როგორც საჭიროა, ოღონდ 7 მეტრზე ვცადე და ჩემთანაც ეგრე აჩვენა 120-ს ფარგლებში, ჩემი აზრით დისტანცია უნდა გაიზარდოს მინიმუმ 20 მეტრამდე ანუ A პუნქტი
maqsimusa ხოო,მეც მასე მგონია..აბა მთელი მსოფლიო ჩალიჩობს და ჩვენ რაღა დავაშავე-თქო? ნერვები მეშლებოდა
ჩვენზე გადარეულებიც ყოფილან რას ცოდვილობს ეს ბეჩავი ესა......
koknar რა ქენი აბა,გამოვიდა რამე? იქნებ დაამუღამო და მეც გამარკვიო..სანამ ნაღდ ქრონს ვეღირსები,მაგით ვისარგებლებდი
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services