გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> AA510-ის რემონტი, ლულაში ტყვი(ებ)ის გაჭედვა
nxs027
პოსტი Sep 26 2019, 06:02 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს.

მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება.

ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია:
გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა sad.gif
ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში.
როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან.
ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი.

ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად?

წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,

nxs027
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Sep 26 2019, 09:28 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



აი ეს არის ერთ ერთი გამოსავალი

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 27 2019, 09:28 AM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nxs027
გაუმარჯოს, დიდიხანია ფორუმზე არარ შემოსულხარ smile.gif იმედია ამ პატარა პრობლემის გარდა ყველაფერი კარგადაა

რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემას, ნუ ერთი გზა კი მიგითითა Pilotina-მ, მაგრამ ბრიტანელებს ძალიან უყვართ ყველაფრის დასმა ლოქტაიტზე (კომპოზიტური მასალაა, რომელიც თხევადია და მერე მყარდება და ჭედავს რეზებს რომ არ მოიშვას)... შედეგად ლულის მოხსნა ეგრე იოლი არაა მაგ თოფზე, საჭიროა გარკვეული ადგილების გათბობა, ყურადღებას ვამახვილებ, გათბობა და არა გაცხელება და გავარვარება...

მოკლედ დაგჭირდება სამშენებლო ფენის ვარიანტი და სქელი ხელთათმანები რომ ხელი არ დაიწვა...

თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ გაუმკლავდები, ქე იცი სადაც ვარ მოიტანე და მივხედავთ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 27 2019, 10:35 AM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ცეცხლსასროლებზე, განსაკუთრებით მაღალ კალიბრებზე არაა რეკომენდებული ლულის გაცხელება. პნევმატიკის შემთხვევაში დააყირავე გააცხელე და წურწურით წამოვა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Sep 27 2019, 11:41 AM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(nxs027 @ Sep 26 2019, 07:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს.

მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება.

ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია:
გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა sad.gif
ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში.
როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან.
ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი.

ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად?

წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,

nxs027

ლულის გაცხელებამდე გირჩევ შემდეგ მეთოდს:
ვარიანტი N1
აქ ფორუმელს ჰქონდა მსგავსი პრობლემა და როგორც მახსოვს გადაჭრა წვრილი ხის ჩხირებით, იყიდება მაღაზიებში პატარა მოკლე ჩხირებია დიამეტრში დაახლოებით 4 მმ და სიგრძე 20 სმ-ს ფარგლებში. ეთჯერდი ჭიქები, თეფშები და დანა-ჩანგლები სადაც იყიდება იმ განყოფილებაში უნდა იყოს წესით.
1. ლულაში გამოსასვლელი მხრიდან შეუშვებ მიყოლებით და გაჭედვის ადგილს მიადგები;
2. ლულის გამოსასვლელთან ახლოში 2-3 სმ-ში მოკიდებ ხელს ბოლო ჩხირს და მიაწვები ნელ-ნელა. წესით უკუ მიმართულებით გამოვა გაჭედილი ტყვიები "პულკები".

ვარიანტი N2
რკინის ტროსები იყიდება სამშენებლო მაღაზიებში. საჭიროა 4 მმ დიამეტრის სილიკონის გარსაცმში ტროსი. შეუშვებ ლულის გამოსასვლელის მხრიდან და ისევ ისე ნელ ნელა მიაწვები.
წარმატებები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 27 2019, 03:36 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



okela84
რა ლულის გაცხელებები საიდან მოიტანეთ??? აფუჭებინებთ ადამიანს ლულას? რა შუაშია ცეცხლსასროლზე არ შეიძლება და თურმე პნევმოზე შეიძლება, ლითონი ლითონია და გაცხელებისას ნებისმიერ ვარიანტში იცვლის ფორმას... თუ ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიც ცეცხლზე და მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, მეორეს შემთხვევაში რატომ შეიძლება რომელიც თავიდანვე ჰაერზე და დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს?

ზემოთ ტყუყლა დავწერე!
ციტატა(ja_ja @ 27th September 2019 - 10:28 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულის მოხსნა ეგრე იოლი არაა მაგ თოფზე, საჭიროა გარკვეული ადგილების გათბობა, ყურადღებას ვამახვილებ, გათბობა და არა გაცხელება და გავარვარება...

თუ აუცილებლად ყველგან დეტალურად დავღეჭო და დავწერო რომ არ შეიძლება გაცხელება იმიტომ რომ გეომეტრიას შეიცვლის ლულა, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ეგრე გამოდნობისას ხრახნებში ჩამხმარ ტყვიას ცალკე გამოღება უნდა კიდევ, და გაცხელებისას, ტყვია, კალა და სხვა ეგეთი მასალა, კარგად ეხორცება ნებისმიერი ლითონის ზედაპირს...


vexam
ეგ მეთოდი მუშაობს ჩინურ ლულებზე, ან დისკოს ლულაზე, მაშინ როდესაც ლულაში ტყვია თავისუფლადაა... უმეტეს შემთხვევაში კი ტყვიები მიპრესილია და გასიებულია, მქონია შემთხვევა როდესაც ტყვიების გამოღების მერე ლულაზე გაგლესილი ნარჩენები რჩება და ლატუნის ჩოთქით მიწევს ხოლმე გამოტანა...

თან წერს ადამიანი რომ გასროლისას წნევამ ძვრა ვერ უყო ტყვიებს და დაგროვილი ჰაერი აქეთ გამოვიდაო... ესე იგი კარგა გვარიანად არის ჩაგლესილი ტყვიები ერთმანეთში, რამდენჯერ მანამდე გაისროლეს და გაკვირვებულებმა უყურეს არ ისვრისო კაცმა არ იცის, მაღალმა წნევამ რამდენად ჩაპრესა და მიახორცა ტყვიები ერთმანეთს ეგეც ცალკე საკითხია.....

ვერანაირად ვერ გამოიტან ტროსის მიწოლით ტყვიებს ( ამხელა წნევამ, ვგულისხმობ 100 ბარზე მეტმა, ძვრა ვერ უყო და რბილი მოღუნვადი ტროსი დაძრავს? კიდევ 4 მილიმეტრიანი ალუმინის ღერძი რომ დაგეწერა... ნუ აი და აი, მაგრამ მაქვს ეგ ალუმინის ღერძებიც და ვერ ძრავს ტყვიას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან, პირიქით წინიდან აწვები და პირველი ტყვიაც ეგლისება კედლებს), დაივიწყე ეგ..... რაღაც ერთ შემთხვევაში თუ შემთხვევით გაგიმართლა არ ვიცი და ამ კონკრეტულში ნამდვილად არ გამოდგება...

ისევე როგორც ხის ჩხირები, მითუმეტეს წერ წინიდან ჩატენოს და უკან გამოაყრევინოს ტყვიები, გასიებული აქვს ტყვიას კაბა და მიმკვდარია ლულაზე, AA510-ს აქვს LWს ლულა კაი ხოშიანი ღარებით, არ არის ეს თურქულ ჩინური თოფი ლაითად რომ ამჩნევია ხოლმე ხრახნები..., ჩატყდება ეგ ჯოხი და მაგის ამოძვრენა მიწოლით კიდევ უფრო ჩაიპრესება ეგ ხის ჩხირები, მერე ტყვიების გარდა საფიქრალი გახდება მაგ ჩხირების გამოღებაც.

ეგრე ერთმა აქ ყურის საწმენდი ბამბის ჩხირებითაც გამოიღო ტყვია, მარა არ იყო ალბათ მიპრესილი, ან პროსმანის ტყვია იყო რომელიც არ დეფორმირდება თავისი სიმკვრივის გამო, AA510-ში კი თავს დავდებ რომ პატრონს JSB-ს ტყვიები აქვს გამოყენებული, რომელიც რბილის დეფორმირდება და კედლებს მშვენივრად ეწეპება...
იყო ეგრე ჩემთან მოსული ერთი და მიმტკიცებდა აი იმან ეგრე ყურის საწმენდი ჩხირებით გამოიღო და სცადეო, მივეცი ყურის ჩხირებიც, და ეგ ხსენებული ხის ჩხირებიც, ვერაფერ ვერ უქნა... არ შეიძლება ყველა შემთხვევას ერთნაირად მიუდგე 1 და 2 ჰა და ჰა 3 ტყვია კიდევ შეიძლება დაძრა, მარა არცერთმა არ ვიცით რამდენი ტყვიაა გაჭედილი და ყველაზე ლაით ვერსიებს წერთ...

აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ AA510-ს ლულას პროსტა ვერ მოხსნის ეგრე იოლად ადამიანი, დავწერე ჩამკვდარია მეთქი ლოქტაიტით, დამიშლია ეგ უბედურება თოფები და ვიცი რა დედის გინებაც მაქვს ხოლმე ატეხილი... ისიც არ იცით რომ ზოგიერთ AA410 და AA510-ს საერთოდ ერთჯერადი ვინტები აქვს, თუ ბრიტანული ვერსიაა სპეციალურად ჩასატეხი ვინტები უყენია რომ არ დაშალოს პატრონმა თოფი და არ გადააკეთოს, მიადგები მასეთ ვინტს დაატრიალებ და შუა წელში ტყდება ვინტი, სპეციალურად მოსუსტებული ვინტები უყენია, არ იცით ეს ყველა ნიუანსი და რაღაც ზ.დ.პ-ს პრინციპებით ადგებით ლამის ელიტარულ თოფს....

მინიმუმ მიმწოდებლით 1 ტყვია შევიდა, არ გაისროლა ადამიანმა, მეორე მიაწოდა, მესამე, Air Arms აქვს იმდენი ტრაკი რომ დაჟე 3 ტყვია გამოყაროს გარეთ გასროლით, თუ არ გამოვიდა ესე იგი ბევრია შიგნით, და ყოველ ახალ ტყვიის მიწოდებით მიმწოდებელი პრესავდა და პრესავდა ტყვიებს ერთს მეორეში, თან ბიატლონის სახელური აქვს და ბერკეტის პრინციპით რა ძალითაა მიპრესილი .... პირველი და მეორე ტყვია შეიძლება თავისუფლად მოძრაობდეს, მაგრამ ჩოკის გამო წინიდან ვერ გამოიტან, უკანები და განსაკუთრებით ბოლო, ვააბშე ერთმანეთში იქნება აზელილი...

ზემოდან მიადგები რაიმეს ჩაარტყავ და პირველი ტყვიაც დააჯდება იმ მთელს ლოკომოტივს და ეგეც გაშლის კაბას და მიაკვდება ზედ...

რას სთავაზობ მითხარი ადამიანს ჩერეზ შრაუდერი აკეთოს ეგ ყველაფერი? თუ ოკელა რომ წეს დაუფიქრებლად, მთლიანად თოფი გააცხელოს და გამოადნოს ტყვიები...

იმ დადებულ ვიდეოს მაინც გადახედეთ, სწორედ დადო Pilotina -მ და სწორედ აკეთებს ის კაცი ვიდეოში, თითო თითოს უნდა გამოღება და უკნიდან, მაგისთვის კი ლულაა მოსახსნელი, ვიცი რომ ვერ მოხსნის პატრონი ლულას... მაგ ვიდეოს მაინც გადახედეთ....



------------------------------
ის მაინც შესთავაზეთ რომ რაიმე ჩხირი ჩაყოს ადამიანმა წინიდან და ნახოს სადამდე ჩადის, სად ჩერდება, გამოიღოს და დაატოლოს რომ წარმოდგენა იყოს რამდენი ტყვიაა მაინცა ლულაში... პირდაპირ გამოდნობას და ტროსების ჩაყოფას რომ სთავაზობთ.... თუმცა ეს მეთოდი მაინც არ აუქმებს იმ გარემოებას რომ ლულაა ჯერ მოსახსნელი

ოიჰ არ ვიცი მე ჩემი ვთქვი და თუ არ გინდათ დაჯერება და მაინც გჯერავთ გაცხელების, გამოდნობის და კბილის საჩიჩქნი ჩხირების, აგერაა თოფი და ქენით რამე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 27 2019, 04:41 PM
პოსტი #7


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



მადლობა ყველას გამოხმაურებისა და აქტიური დისკუსიისთვის.
ვხედავ, ძალიან რთულად არის საქმე.

ja_ja (როგორც ყოველთვის) მართალია ყველა საკითხში:
1) ნამდვილად რბილ JSB-ს ტყვიებს ვხმარობ(დი) მხოლოდ, მისი ადრინდელი რეკომენდაციის და გამოქვეყნებული რეპორტების საფუძველზე.
2) შანსი არაა ლულა ჩემით დავშალო, ჯერ ერთი მართლაც ელიტარული თოფია (ფორუმის სტაჟიანმა კოლეგებმა AA s510-ის ღირსება და ღირებულება კარგად იციან ) და არასდროს მიცდია ასეთი მრეხელობა smile.gif და მეორეც, ძველი მიმოწერიდან და ფორუმზე არსებული მასალიდან მახსოდა, რომ ამ თოფის დაშლა საკმაოდ ძნელია, თუ არ ვცდები პირველად ნორიკას თოფი იქნა დაშლილი 5-6 წლის წინ და ძალიან გააწვალა ja_ja. ერთჯერადი ვინტების არსებობა აქამდე ჩემთვისაც უცნობი იყო, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ რაც არ ვიცი, არ უნდა მოვიკიდო ხელი.
3) რაც შეეხება ტყვიების ოდენობას, დიდი ალბათობით მინიმუმ 10-ზე მეტია. სანამ ახლობელი მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა იყო, არ ვარდებოდა ტყვია, მანამდე ალბათ ტენა და ტენა ტყვიები. როცა დამიბრუნა მითხრა, რომ ჰაერი უკან გამოდის გასროლის დროს და ნეტავ რას უნდა ნიშნავდესო, მე ჩემი მხრიდან ერთი ტყვია ჩავტენე და ვცადე გასროლა. რომ არ გავარდა, მერე მივხდი რაც შეიძლება მომხდარიყო sad.gif რამოდენიმეჯერ ვცადე მაქსიმალური სიმძლავრით გამეტანა გაჭედვა, მაგრამ ესეც დიდი შეცდომა იყო, როგორც ეხლა ვხვდები, მიპრესილი და მიდუღებული იქნება გაჭედილი ტყვიები.
4) ყველაზე ლოგიკურად Pilotina -ს რჩევა და ვიდეო რგოლში მოყვანილი მიდგომა მეჩვენება, რომლისთვის ვატყობ, ისევ ja_ja-ს კაცთმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და შეწუხევა მომიწევს sad.gif.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 27 2019, 05:05 PM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



nxs027
ვიდეოში ნაჩვენები შესახლოა გამოდგეს დაბალი ენერგეტიკის თოფებზე, ეჭვი მეპარება რომ მაგ რჩევამ შედეგი გამოიღოს. თუ მართლაც ჩაპრესილია ტყვიები ცოტა რთულად მეჩვენება საქმე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 27 2019, 05:16 PM
პოსტი #9


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



200 ბარის წნევით (თან არაეთხელ) ვცადე გატანა, მაგრამ უშედეგოდ .
ეხლა იმაზე ვფიქრობ, რამე სხვაც ხომ არ დაზიანდა ამხელა წნევის არგატარებით და უკან დაბრუნებით-თქო punish.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 27 2019, 09:57 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
რაღაცა მოსუსტებული მეჩვენები ამ ბოლო დროს biggrin.gif

nxs027
სანერვიულო არაფერია , თვით შემოქმედებას გირჩევ ვერის სასაფლაოსთან მიიტანო თოფი და მიხედავს კვალიფიციური კადრი wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 27 2019, 10:24 PM
პოსტი #11


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ძალიან მაინტერესებს აი რაფერ შესძლებდნენ კბილის საჩიჩქნი ჯოხებით, ხის თხელი შამფურებით, რბილი და ღუნვადი ტროსით ამ საშინელი საცობის გამოღებას რომელიც რამდენიმე ტყვიისგან შედგებოდა და დაჟე შეიძლება 2 ათეულისგან…

ტყვიები წნევით გათრეული იყო ბოლომდე და ჩოკზე იყვნენ ჩაპრესილები, შანსი არ იყო უკნიდან რამენაირად გამოგვეტანა, დაიღუნა 4 მილიმეტრიანი ალუმინის ღერძი რომლითაც დავაპირეთ მიწოლა და ამბობდით რომ ტროსი რბილი აპლიოტკით, ან ხის ჩხირები მაგას გააკეთებდა? ნუ რიავიცი, რიავიცი....

იგივე ნეგატიური შეფასება აქვს გაცხელებას და გამოდნობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი სუპერ შეპრესილი იყო ყველაფერი, გაცხელების შემდეგ ფიზიკურად მოხდებოდა ტყვიის მასის და ლულის ერთმანეთთან შედნობა როგორც კაი "პაიალნიკის" გამოყენების შემთხვევაში, მერე ლატუნის ჩოთქითაც ვერ გამოიტანდი მიმდნარ ტყვიის მასას, აღარაფერს ვამბობ ლულის დაზიანებაზე, ჩოკის გაფუჭებაზე, გაცხელების მერე სტრუქტურის და გაპრიალებული ზედაპირის გაფუჭებაზე....

პირველი ტყვია თითქმის გამოძვრა ლულიდან და ჯერ კიდევ სამაშველო სამუშაოების დასაწყისში შომპოლის შრაუდერში შეყოფისას მოსძვრა ჯგუფს, ეგ იყო ერთადერთი იოლი ტყვია რომელიც ზედმეტი მოძრაობის გარეშე მოძვრა და შრაუდერში რაკუნობდა სანამ შრაუდერს ვაცხელებდით ფენით რომ ხსენებული ლოქტაიტი შერბილებულიყო და რამენაირად მოგვეძრო შრაუდერი, კოლოფში ლულიანად იმ საქმეს ვერანაირად ვერ გააკეთებდა ვერავინ, ან დაიწყებდა საქმეს დღეს და 2-3 თვის მერე მორჩებოდა მოლეკულებად გამოთრევით

დალშე მარტივად აღარ იყო საქმე, მომიწია 3 მილიმეტრიანი სვერლოთი მიდგომა, ამოვსვერლე 1-2 ტყვია და გამოვაძვრინე ბურბუშელასა და ნაფლეთების სახით, დანარჩენი კი ცოცხალი თავით არ გამოდიოდა, ღრმად სვერლოთი შესვლისას კი ფიზიკურად სვერლო ჩაეჭედა, დავიწყე სვერლოს გამოწევა და 1-2-ჯერ ვერ დავძარი ლამის სვერლო ჩატყდა, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა ნელ-ნელა გამოყვა სვერლოს და დავინახეთ პირველი ასეთი ნაკუწი



რა დონეზეა ჩაპრესილი ტყვიები და რა ერთგვაროვანი მასაა ქე ხედავთ… ეს არის იმენნა მიპრესილი ტყვიები, გინდა პრესით დაგიმზადებია სლაგები და გინდა ეს დაგინახია... მინიმუმ 15-20 ცალი ალბათ იქნებოდა ჯამში თუ მეტი არა, მარტო ამ ნაგლეჯში რამდენიმე ტყვიაა ერთმანეთში შედუღებული მემგონი ქე ხედავთ


პირველი დიდი ნაწილის ამოღების მერე გრძელი 3 მილიმეტრიანი სვერლოთი შესვლა ნელ-ნელა და ამოხვრეტვა, მერე კედლებზე დარჩენილი ნაწიბურების მოძრობა ჯერ ალუმინის ღერძის მეშვეობის და ჩაქუჩით დავძარით რამდენიმე და სვერლოთი ამოვიღეთ, დანარჩენი კი ცოცხალი თავით კედლებს არ სძვრებოდა….

აი აქ უკვე წავიდა ლატუნის ქეჩიანი თავი და შომპოლის იქეთ აქეთ ხახუნი, რამდენიმე ტყვია კიდევ ეგრე გამოვიტანეთ ზოგი ნახეხი ფხვნილის სახით, ზოგი კი მოსძვრა კედელს და შემოხვეულ ფართუკად გამოყვა შომპოლს, მიუხედავად ამისა 2-3 ტყვია მაინც დარჩა ლულაზე მიგლესილი, ვერაფრით ვერ დავძარით, ვერც ალუმინის ჩხირის მიწოლით, ვერც 4,5-იანი ლატუნის ჯაგრისით. მომიწია 5.5-ის ლატუნის ქეჩის გამოყენება, ძალით შევტენე და პლასკაგუფცით გამოვქაჩე რამდენჯერმე, მეოთხე მეხუთე მცდელობაზე ბოლო ნარჩენებიც დაიძრა და გამოვიდა



აქ არის ძალიან მცირედი გადაღებული, ბოლოს რომ მივიხედ მოვიხედე და რაც ვიპოვე, მუშაობის დროს ყველაფრის გადაღება არ გამახსენდა… ნუ პატრონიც მოვა და დაწერს ალბათ, თვითონაც ნახა მთელი პროცესი…

ასე რომ დიდი თხოვნა მექნება სანამ შემდეგში რაიმეს დაწერთ, იქნება ეს შავი მეტალურგიის გამოდნობა თუ საღეჭი რეზინის მეშვეობით ჩაჭედილი ტყვიების გამოღება..... ან საკუთარი გამოცდილების ნაჟური დაწერეთ, ან თავი შეიკავეთ ხოლმე… არაფერი ცუდი არაა იმაში რომ თავი შეიკავოთ ხოლმე. არის რაღაც თემები რომელშიც მე საერთოდ არ ვწერ ხოლმე, ნუუ არ ვიცი, ან ზერელედ ვიცი და მირჩევნია გავჩერდე

ნუ მიიღებთ ამას საწყენად, მაგრამ ძალიან აცდენილი იყო რეალობას ის რჩევები რაც აქ დაიდო...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 27 2019, 10:40 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



giga2010
ციტატა(giga2010 @ 27th September 2019 - 06:05 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვიდეოში ნაჩვენები შესახლოა გამოდგეს დაბალი ენერგეტიკის თოფებზე, ეჭვი მეპარება რომ მაგ რჩევამ შედეგი გამოიღოს. თუ მართლაც ჩაპრესილია ტყვიები ცოტა რთულად მეჩვენება საქმე

მართალი ხარ გაგიჯან, ეგრე მთელ-მთელად რავარც იმან გამოიღო ტყვიები მხოლდო პატარა ძალის თოფზე იქნება შესაძლებელი7- მაქსიმუმ 16 ჯოულიანზე, ჩვენთან მიღებულ 24 და 30 ჯოულიანზე .. ნუ ქე ჩანს 24 ჯოულიანმა თოფმა რეებიც გააკეთა JSB-სგან.... ჩემთან რაც მოსულა ხოლმე თოფები, აი იმენნა სუპერ ჩაპრესილ ჩაზელილია ხოლმე ტყვიები, ლულას ძლივს ვაცილებ ხოლმე...

geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th September 2019 - 10:57 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაღაცა მოსუსტებული მეჩვენები ამ ბოლო დროს

ჰო გავცივდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 27 2019, 11:20 PM
პოსტი #13


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხდი რომ ჩემს ბრიტანელ ლორდს სასწაული თუ უშველიდა მხოლოდ.
ვისარგებლე გეოჟორჟიკას დაშიფრული შეტყობინებით, მივედი პნევმატიკის ჰოგვარდსში (ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, პასაკევი საღამო, სავსე მთვარე) და თვით ალბუს დამბლდორმა (AK.A ja_ja) პერსონალურად ითავა ინგლსელი პაციენტის სააქაოს მობრუნება.
ჯადოსნური ჯოხის (შომპოლი) და მექატრონული ელფის (სახარატო ჩარხი) დახმარებით, ასევე ჩემნაირი ჩაინიკი მაგლისთვის გაუგებარი შელოცვებით და მოახდინა რამოდენიმე საოცრება:
1) ცეცხლისმფრქვეველი მინი დრაკონის (ფენი) და ექვსქიმიანი ინსრუმენტების დახმარებით ორიოდე წუთში მარტივ მამრავალებად დაშალა AA 510S,
2) მიუხედავად ბოლოტი ძალების მედგარი წინააღმდეგობისა, გახვრიტა ურთიერთგადაჭდობილი მასა და "С помощью молотка и чьей-то матери" ჯადონსურ ჯოხზე წამოცმული 11 ჩაჭედილი ტყვია გამოიღო ერთიანად.
3) დამატებითითი შელოცვებით და მეტალის ჯაგრისის გამოყენებით კიდევ 7-8 ტყვიის ნაწილები და ღარებში ჩამხმარი ნაგლეჯებიც გამოიტანა.
შემდეგ თვალის დახამხანებაში პაციენტი თავიდან ააწყო და სააქაოს დააბრუნა...

ხუმრობები იქით იყოს, მაგრამ წილხვედრ საქართველოში ნამდვილად არ მეგულება ვინმე, ასე სწრაფად და პროფესიონალურად, უმოკლეს დროში, დაუზარებლად და დაუმადლებლად დახმარებოდეს მოყვასს და თანაფორუმელ კოლეგას. არ შემიძლია არ ავღნიშნო მექატრონიკის ტაძარი, ჩვეულებრივი მოკვდავნი რომ უბრალო გარაჟად აღქვამენ, პირღია ვათვალიერებდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელო მოდიფიკაციის შემდეგ ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც კი შეიძლება იქვე smile.gif

ბატონო ჯაჯა, უღრმესი მადლობა გაწეული სამსახურისთვის. მიგულეთ მოვალეთ და «За мной не заржавеет»

AA 510S ისევ მწყობრშია და 5 წლიანი პაუზის შემდეგ მზადა, რომ დაუბრუნდეს აირთოფელთა საპატიო რიგებს.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 27 2019, 11:20 PM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხდი რომ ჩემს ბრიტანელ ლორდს სასწაული თუ უშველიდა მხოლოდ.
ვისარგებლე გეოჟორჟიკას დაშიფრული შეტყობინებით, მივედი პნევმატიკის ჰოგვარდსში (ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, პასაკევი საღამო, სავსე მთვარე) და თვით ალბუს დამბლდორმა (AK.A ja_ja) პერსონალურად ითავა ინგლსელი პაციენტის სააქაოს მობრუნება.
ჯადოსნური ჯოხის (შომპოლი) და მექატრონული ელფის (სახარატო ჩარხი) დახმარებით, ასევე ჩემნაირი ჩაინიკი მაგლისთვის გაუგებარი შელოცვებით და მოახდინა რამოდენიმე საოცრება:
1) ცეცხლისმფრქვეველი მინი დრაკონის (ფენი) და ექვსქიმიანი ინსრუმენტების დახმარებით ორიოდე წუთში მარტივ მამრავალებად დაშალა AA 510S,
2) მიუხედავად ბოლოტი ძალების მედგარი წინააღმდეგობისა, გახვრიტა ურთიერთგადაჭდობილი მასა და "С помощью молотка и чьей-то матери" ჯადონსურ ჯოხზე წამოცმული 11 ჩაჭედილი ტყვია გამოიღო ერთიანად.
3) დამატებითითი შელოცვებით და მეტალის ჯაგრისის გამოყენებით კიდევ 7-8 ტყვიის ნაწილები და ღარებში ჩამხმარი ნაგლეჯებიც გამოიტანა.
შემდეგ თვალის დახამხანებაში პაციენტი თავიდან ააწყო და სააქაოს დააბრუნა...

ხუმრობები იქით იყოს, მაგრამ წილხვედრ საქართველოში ნამდვილად არ მეგულება ვინმე, ასე სწრაფად და პროფესიონალურად, უმოკლეს დროში, დაუზარებლად და დაუმადლებლად დახმარებოდეს მოყვასს და თანაფორუმელ კოლეგას. არ შემიძლია არ ავღნიშნო მექატრონიკის ტაძარი, ჩვეულებრივი მოკვდავნი რომ უბრალო გარაჟად აღქვამენ, პირღია ვათვალიერებდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელო მოდიფიკაციის შემდეგ ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც კი შეიძლება იქვე smile.gif

ბატონო ჯაჯა, უღრმესი მადლობა გაწეული სამსახურისთვის. მიგულეთ მოვალეთ და «За мной не заржавеет»

AA 510S ისევ მწყობრშია და 5 წლიანი პაუზის შემდეგ მზადა, რომ დაუბრუნდეს აირთოფელთა საპატიო რიგებს.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 27 2019, 11:21 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ja_ja
აუ მე ვაფუჭებინებდი და შენ ბეწვზე მოუსწარი და გადაარჩინე ფაქტიურად, ზეზუსტ აგრეგატებზე არაა რეკომედებული და მაგნუმ კალიბრებზე იმიტო არაა რეკომენდებული რო ისედაც არაა უსაფრთხო 300 კალიბრის ზემოთ ლულები და ეხლა სახლის პირობებში სხვადასხვა მანიპულაციების შემდეგ შეუძლებელია ლულის გადამოწმება მიკროსკოპულ დაზიანებზე და ბზარებზე რის გამოც რელოუდის დროს დენთის მცირედ პერედოზზეც შეიძლება ბუთქოს ლულამ.

ნუ იცი ხოლმე პანიკების აწევა და ზემოდან კიდე რაღაცეების წამატება, 300 გრადუსზე მცირე დეფორმაციას მიიღებს ლულა და ისევ დაბრუნდება. მთლიანი თოფის გაცხელბა და კონდახიანად ფეჩში ზეგება არ მირჩევია, უბრალოდ უნდა გააცხელოს ლულა თანაბრად და ჩამოიღვრება ათივე ტყვია რამდენიმე წამში

ყველა იარაღზე ლულა გაცხელების მომენში იცვლის გეომეტრიას და თავის წერტილს უბრუნდება როგორც კი გრილდება

nxs027
სცადე მეგობარო და თუ რამე მოუვიდა მე გიყიდი ახალ ლულას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 27 2019, 11:43 PM
პოსტი #16


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



მადლობა შემოთავაზებისთვის.
თუ არ შეწუხდები, იქნებ ლინკი გამომიგზავნოთ, საიდანც შეიძლება სხვადასხვა სიგრძის LW ლულების და სხვა დამატებითი აქსესუარების ყიდვა.
რამოდენიმე წლის წინ ილომ კი მაჩვენა ის ინგლისური საიტი, საიდანაც შეიძლება გამოწერა, მაგრამ «Старость – не радость» და ვეღარ ვაგნებ იმ ვებგვერდს.

მართლა სერიოზულად იყო ჩაჭედილი 20-მდე ტყვია და სიმართლე ვთქვა, აღარ მეგონა ლულის დაზიანების გარეშე თუ შეიძლებოდა მათი გამოღება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 27 2019, 11:54 PM
პოსტი #17


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



nxs027
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მე აქედან გამოვწერე და ჩამოვიდა, ცოტა კი მალოდინეს მარა ჩამოვიდა მაინც
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 28 2019, 01:12 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



nxs027
კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. წარმატებები თქვენც და თქვენს ინგლისელ პაციენტს, რომელიც გამოვიდა მდგომარეობიდან ja_ja-ს დახმარებით smile.gif
იმედია უფრო აქტიურად შემოგვიერთდებით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Sep 28 2019, 04:34 PM
პოსტი #19


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



ნარეზებს მოუვიდა რამე ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Sep 28 2019, 05:27 PM
პოსტი #20


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



nxs027

გილოცავთ ყველაფრის წარმატებით მოგვარებას, მართლაც ულამაზესი თოფია და სასიხარულოა რომ ისემ მწყობრში მვიდა smile.gif

ja_ja


ჯაჯა ერთი კითხვა მაქვს, სურათებში ჩაპრესილ ტყვიებს ერთ ადგილას ჟანგის ლაქის მასგავსი რაღაც ეტყობა და ეგ მართლა ჟანგიაქვს წამოღებული თუ სხვა რამეა???

ანუ ჩემი კითხვის შინაარსი ისაა რომ რამ გამოიწვია პირველი ტყვიის გაჭედვა? მიზეზი რაარის? ლულას შიგნიდან თუ სადმე ჟანგის ლაქააქვს (როგორც პატრონმა აღნიშნა დიდი ხანი უმოქმედოდ იყოვო და მაგიტო დამებადა ეს აზრი) ხომ შესაძლებელია ზუსტად მაგ ჟანგის გულიზე მომხდარიყო სწორედაც პირველი ტყვიის გაჭედვა???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:24 AM
Hosted by Pro-Service