გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> HFT 2012 მოქმედი წესები და პირობები, პირველი შეჯიბრისთვის მზადება
ja_ja
პოსტი Jul 6 2012, 01:27 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Hunting FIELD-TARGET (HFT ანუ სანადირო ფილდ-ტარგეტინგი)

სანადირო ფილდ ტარგეტი ისევე როგორც ორიგინალი ფილდ ტარგეტი თავდაპირველად ჩაისახა ინგლისში. პირველი ასოციაცია დაარსდა ინგლისში 2003 წელს სახელით
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. ამ შეჯიბრების სახეობაში მიმდინარეობს წაქცევად სამიზნეებზე სროლა პნევმატური იარაღიდან, დისტანციებზე 7 მეტრიდან 41 მეტრამდე.

HFT-ს იდეა მდგომარეობს შემდგომში - პატარა ზომის სამიზნეების დაზიანება (მონადირება.წაქცევა) პნევმატური იარაღის გამოყენებით, რომელთა კალიბრი შეიძება იყოს, 4.5 ან 5.5 მილიმეტრი, ასევე გამოიყენება სტანდარტული ოპტიკური სამიზნეები რომლებშიც არ არის ინტეგრირებული მანძილმზომი (იგულისხმება ელექტრონული ან ლაზერული მანძილმზომი, ეს არ ეხება ბადის ტიპებს ).



ერთერთი მთავარი იდეა HFT-ში მდგომარეობს შემდეგში - დისტანციის განსაზღვრა სამიზნემდე მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური სამიზნის გამოყენების მეშვეობით. HFT-ში მინიმუმამდეა დაყვანილი ყველანაირი რეგულირება, იგულისხმება რეგულირება იარაღის ან ოპტიკის. სროლის დაწყებიდან შეჯიბრის დამთავრებამდე არ შეიძლება იარაღის პარამეტრების შეცვლა, ან ოპტიკის ჯერადობის, პარალაქსის და ბარაბნების პოზიციის შეცვლა.


Field-Target წესები.
1.იარაღი და ამუნიცია
2.სროლა
3.სასროლი ხაზის მოწყობა


1. იარაღი და ამუნიცია.

პნევმატური იარაღი.

• იარაღის კალიბრი არ უნდა აღემატებოდეს 5.5 მილიმეტრს.
• ყველა პნევმატური იარაღი ყველა კატეგორიაში უნდა იყოს ერთ დამტენი მექანიზმით (ანუ ბარაბნები და კლიპები არ გამოიყენება)
• კონდახის სიმაღლე წინა ნაწილში არ უნდა აღემატებოდეს 150 მილიმეტრს, ლულის ღერძიდან კონდახის ძირა ნაწილამდე.



იარაღის კლასიფიკაცია.

იარაღის კალიბრი არ აღემატება 5.5 მილიმეტრს
• სტანდარტული კლასი -იარაღებისთვის 7,5 J
• A-კლასი - РСР შაშხანებისთვის 25 J-მდე
• B-კლასი - РСР შაშხანებისთვის 16 J და ზ.დ.პ კლასის პნევმატიკისთვის



იარაღის შემოწმება.

• იარაღის კლასის გასარკვევად და კანონმდებლობის დაცვის მიზნით (ჯერ ჩვენთან ახალი კანონი არ მუშაობს, მაგრამ ჯობია უკვე იყოს შემოღებული წესი) შეჯიბრების ორგანიზატორს და მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს ყველა ან ამორჩევითი იარაღი. საჭიროების შემთხევაში შეიძება მოთხოვნილი იყოს, იარაღის ფლობისთვის საჭირო საბუთები.
• პნევმატური იარაღი რომელიც არ იქნება შემოწმებული, ან არ შეესაბამება მოცემულ წესებს არ იქნება დაშვებული შეჯიბრზე.
• იარაღი რომელიც წარმოადგენს საფრთხეს და არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს შეჯიბრზე არ დაიშვება.





სამიზნე მოწყობილობები.

• ნებადართულია ნებისმიერი ოპტიკური სამიზნეა გამოყენება თუ მას არ აქვს ინტეგრირებული მანძილმზომი


იკრძალება:

• ოპტიკური სამიზნის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება (ჯერადობა, პარალაქსი, განათების ჩართვა გამორთვა და სხვა)
• პარალაქსის ბორბლის გამოყენება, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება პარალაქსის ბორბალი გვერდიდან განთავსებული თუ ოპტიკური სამიზნის წინა ლინზის ირგვლივ
• სამიზნის ბარაბნების გამოყენება, გადატრიალება
• ლაზერული მიმანიშნებლების გამოყენება.
• ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობის გამოყენება სამიზნის დასათვალიერებლად, მოსაძებნად ან მანძილის განსასაზღვრად
• ოპტიკური სამიზნის შემავალი მილის დიამეტრის შეცვლა სხვადასხვა ჩამოსაცმელი მოწყობილობების მეშვეობით
გარკვეულ შემთხვევებში თუ მსროლელი იყენებს ღია ან დიოპტრიკულ სამიზნეს შეიძლება მიიღოს დამატებითი ბონუს ქულები, ამას წინასწარ აქვეყნებს შეჯიბრების ორგანიზატორი.



სხვა ამუნიცია.

ნებადართულია:

• სურვილის შემთხვევაში მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მუხლის და იდაყვის დამცავი ჭიქები, ფორმა შეზღუდული არ არის, მაგრამ ამასობაში დამცავი ჭიქის ფორმა არ უნდა იძლეოდეს საშუალებას გამოყენებული იყოს იარაღის დასაყრდნობად..
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს იარაღის მხარზე გადასაკიდი ღვედი.





აკრძალულია:

• პირველ სასროლ ხაზზე გასვლის შემდეგ შეიცვალოს იარაღის რაიმე პარამეტრი ()კონდახის საყრდენი, სიმაღლე, და სხვა;
• იკრძალება ქამრების გამოყენება სასროლი პოზიციის გასამყარებლად.
• სპორტული მსროლილის ქურთუკები.
• სპორტული მსროლელის ქამრები და ღვედები.
• კონდახის უკანა მხარეს კაკვის გამოყენება
• ბიპოდები
• თარაზოები
• ქარის მიმანიშნებლები
• მსროლელის ხელთათმანები
• FT დასაჯდომი ბალიშები.



ტყვიები.

ნებადართულია გამოყენებული იყოს მებისმიერი ტიპის ტყვიის გამოყენება, რომლებიც შედგება ტყვიის შენადნობისგან, თუთიის, ან მისი შენადნობისგან. ტყვიები სროლის დაწყებიდან დამთავრებამდე უნდა გამოიყენებოდეს ერთი ტიპის.



2.სროლა


სრლორის პოზიციები. საერთო წესები.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მსროლელი მართებულად არის განთავსებული კარებთანარასწორი განთავსება კარებთან, იარაღი არ არის კარიბჭეშიარასწორია მსროლელი არ ეხება მარკერსარასწორია იარაღი არ უნდა ეხებოდეს საყრდენს


• აკრძალულია სროლა ნებისმიერი მჯდომარე პოზიციიდან
• აკრძალულია სროლა ეგრეთწოდებული ჩაცუცქული (ჩაკუნცხული) პოზიციიდან
• სროლისას ნებადართულია სხვადასხვა ნივთებზე (ქვა, ხე და ასე შედმეგ) მიყრდნობა
• ნებადართულია მხოლოდ ისეთი პოზიციები, სადაც შაშხანა ეყრდნობა მხოლოდ მსროლელის სხეულს
• იარაღი შეიძლება ეყრდნობოდეს სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ დასაყრდნობ საგნებსა და იარაღს შორის აუცილებლად უნდა იყოს მსროლელის სხეულის რაიმე ნაწილი (თითი, ხელი, იდაყვი, ფეხი...)
• ერთადერთი პოზიცია სადაც შეიძლება იარაღის კონდახის წინა ძირა ნაწილი ეხებოდეს, მიწას არის მწოლიარე პოზიცია
• შაშხანა უნდა იმყოფებოდეს, სასროლი პოზიციის კარებში, ლულის წინა ნაწილი უნდა იყოს გადაცდენილი კარებს, სასხლეტიტი უნდა იმყოფებოდეს კარების უკანა მხარეს
• მსროლელის სხეული უნდა იყოს კარების უკანა მხარეს.
• ცეცხლის ხაზზე არის სპეციალური აღმნიშვნელი (მარკერი), რომელსაც მსროლელი სხეულის რაიმე ნაწილით უნდა ეხებოდეს (ხელი, ფეხი, თითი...)
• იკრძალება დასაყრდნობად გამოყენებული იყოს ბალიში, ტომრები და სხვა ნივთები, ასევე არ შეიძება ამ ნივთების გამოყენება მუხლიდან სროლისას ტერფის ქვემოდან იყოს ამოდებული.
• სასროლ ზონებში შეიძლება იყოს რამდენიმე სამიზნე რომლის დაზიანებაც ნებადართული იქნება მხოლოდ ფეხზე მდგომ, ან მუხლიდან სროლის მდგომარეობიდან. შესაბამის სამიზნეებთან უნდა იყოს აღმნიშვნელი აბრა გაკრული. ასეთ სამიზნეებზე სროლა შეიძლება მხოლოდ მითითებული მდგომარეობიდან (ძირს დეტალურად არის განხილული)
• იძულებითი ფეხზე მდგომი პოზიციიდან სროლების რაოდენობა არ აღემატება საერთო სამიზნეების 10%-ს.
• იძულებითი მუხლიდან სროლების რაოდენობა არ აღემატება საერთო სამიზნეების 10%-ს..


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სწორი პოზიცია. იარაღსა და საყრდენს შორის, მსროლელის თითია განთავსებულისროლისას ნებადართულია სხბვადასხვა საგნევზე მიყურებანებადართულია დაშვებული პოზიციების ნებისმიერი მოდიფიკაცია, სადაც იარაღი მსროლელის სხეულს ეხებააკრძალულია ბალიშების, პარალონის და მუთაქების გამოყენება დასაყრდნობად




სტანდარტული მდგომარეობების აღწერა.

• მუხლიდან სროლისთვის დასაშვებია მიწასთან მხოლოდ სამი წერტილით კონტაქტი: მარცხენა ფეხი; მარჯვენა ფეხის მუხლი და წვერი (ქუსლი და ტერფი არ უნდა ეხებოდეს მიწას). დასაჯდომი ბალიში, ან სხვა ბალიში შეიძლება გამოყენებული იყოს ტერფის დასაყრდნობად იმ პირობით რომ ფეხს აქვს მიწასთან შეხება.
• ხელის მაჯა არ უნდა იდოს მუხლზე.
• ფეხზე მდგომ პოზიციაში არ შეიძლება გამოყენებული იყოს რაიმე საყრდენი, და ასევე არ შეიძლება ჩამოეყრდნოთ სხვა და სხვა ნივთებს (ხე, ბოძი, ქვა...). განვმარტავ, მსროლელს შეუძლია ზურგით ან მხარით მიეყუდოს ხეს, მაგრამ არ შეუძლია გამოიყენოს სასროლად წაქცეული ხის ტოტი რომელიც ჰორიზონტალურ პოზიციაშია და შეიძლება გამოყენებული იყოს ჩამოსაყრდნობად.


სპეციალურად შეზღუდული პოზიციებიდან სროლისას იკრძალება დამატებითი საყრდენების გამოყენება.
შეზღუდულ უნარების მქონე მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს მთავარ მსაჯთან ინდივიდუალურად.



გასროლის დრო.

სროლის დრო შეზღუდულია: 2 წუთი ერთ ხაზზე განთავსებული რამდენიმე სამიზნისთვის.
• სასროლი ხაზი ერთ ჯერზე უნდა იყოს, გავლილი.
• ერთ ხაზზე შეიძლება იყოს განთავსებული 1-დან 3 სამიზნემდე
• დროის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როგორც კი მსროლელი მიუახლოვდება კარებს.
• თუ მსაჯი ჩათვლის საჭირო შეუძლია გააკონტროლოს მსროლელების ან ჯგუფის მიერ დროის დაცვა.
• გასროლები რომლებიც გაკეთებული იქნება დროის გასვლის შემდეგ ჩაითვლება აცდენად.
• თუ მსროლელი 2 ხაზზე ვერ მოახერხებს გამოყოფილ 2 წუთში სამიზნეების მოხსნას, შეიძLება მოხდეს მისი დისკვალიფიკაცია და მსაჯი ამ შემთხვევაში მსროლელს მოსთვს შეჯიბრის დატოვებას შედმეგ წრემდე.
• ჯგუფი რომელის მორჩება სროლას, მაშინვე იწყებს ახალ ხაზზე გადასვლას, ბოლო გასროლის ან სხვა ფაქტორების განხილვის გარეშე.
• გამონთავისუფლებულ ხაზზე გადაინაცვმლებს რიგში მყოფი შემდგომი ჯგუფი



სროლის მიმდევრობა:

• თუ სამიზნეები გადანომრილია, მაშინ სროლა მიმდინარეობს ნუმერაციის მიხედვით ნაკლებიდან მეტისკენ (ზრდის პრინციპით 1-დან 50-მდე).
• თუ ნუმერაცია არ არის, მაშინ სროლა მიმდინარეობს, მარცხნიდან მარჯვნივ..
• სროლა სამიზნეში მიმდევრობის გარეშე ითვლება აცდენად.
• რამდენი სამიზნეც არის, ხაზზე, იმდენი გასროლის გაკეთება შეიძლება
• თუ მსროლელი აპირებს ერთი სამიზნიდან მეორე სამიზნეზე გადასვლას ისე რომ არ აპირებს პირველ სამიზნეზე სროლას, იგი ვალდებულია გააკეთოს გასროლა მიწაში შემდეგ შეუძლია მეორე სამიზნეზე გადასვლა.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხის მართებულად გამოყენება, ხეზე ხელია ჩაჭიდებული და მკლავი გამოიყენება იარაღის დასაყრდნობადიგივე პოზიცია მეორე მხრიდანხეებს შორის პოზიცია, ორივე ხეს ეყრდნობა მსროლელი, მაგრამ იარაღი მხოლოდ მსროლელს ეხება და ხესთან კონტაქტი არ არქვსღია ადგილზე ფეხზე მდგომი პოზიცია, მსროლელი არაფერს არ ეყრდნობა




ქულების დათვლა:

• 2 ქულა სასიკვდილო ზონაში მოხვედრისთვის.
• 1 ქულა სამიზნის კორპუსში მოხვედრისას
• 0 ქულა აცდენისთვის.

სამიზნე აუცილებლად უნდა წაიქცეს იმისათვის რომ მსროლელს მაქსიმალური 2 ქულა ჩაეთვალოს

იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ერთნაირი ქულა იქნება დაგროვებული, საუკეთესო მსროლელი გამომჟღავნდება ხელახალი სროლით. სასროლი ხაზი და სამიზნეების რაოდენობა განისაზღვრება მსაჯის მიერ.
ნებისმიერი საკამათო სიტუაცია გადაწყვეტილი უნდა იყოს მსაჯის მეშვეობით სასროლის ხაზის შეცვლამდე.



სასროლი ხაზის დატოვება.

მსროლელს შეუძლია დატოვოს სასროლი ხაზი შემდეგი მიზეზების გამო:
ა. ნებაყოფლობითი უარის გაცხადება გასროლაზე, ან მთლიანად შეჯიბრში მონაწილეობაზე
ბ. იარაღის, ან მისი ნაწილის შეკეთება რომელიც არის საშიში ან არ ფუნქციონირება ისე როგროც საჭიროა. ეს არ ეხება ოპტიკური სამიზნის გამართვას (იგულისხმება მისროლა).
გ. ნებისმიერი სხვა მიზეზი რომელიც მიღებულია მსაჯის მიერ ან მისი მოადგილის მეშვეობით.

განმარტება -ბ შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია მსაჯის, ან მისი მოადგილის ნებართვის მიღების შემდეგ შეაკეთოს დაზიანებული ნაწილი. მსაჯი განსაზღვრავს დროს რომელის განმავლობაშიც მსროლელი უნდა დაბრუნდეს სასროლ პოზიციაზე.
მსროლელს არ აქვს უფლება გადავიდეს სასროლ ხაზზე მსაჯის გარეშე, ასევე არ შეუძლია მისასროლ პოზიციაზე გასვლა. ნებისმიერ ამ ჩამოთვლილი შემთხვევაში მსროლელმა მსაჯთან ან მის მოადგილესთან უნდა დატოვოს ქულების შესაფასებელი ბარათები.


3. მოწყობილობები სასროლ ხაზზე.

სამიზნეები. სამიზნეების განთავსება




სამიზნეები ყენდება 7-დან 41 მეტრამდე მანძილზე. სამიზნეები უნდა დაყენდეს შესაბამისი ზომების და დისტანციების მიხედვით

15-19მმ - 12-დან 23 მეტრამდე
20-24მმ - 7-დან 27 მეტრამდე
25-34მმ - 7-დან 30 მეტრამდე
35-45მმ -7-დან 41 მეტრამდე

სამიზნეები ყენდება ისე რომ მათი დანახვა შესაძლებელი უნდა იყოს, ერთერთი სასროლი პოზიციიდან მაინც.





მითხოვნები სამიზნის მიმართ:

შეჯიბრებაზე გამოიყენება სამიზნეები რომლებიც წაიქცევა სასიკვდილო ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, თუ მოხვედრა ხდება მიზნის კორპუსში (არა სასიკვდილო ადგილზე), მაშინ სამიზნე არ უნდა წაიქცეს.
• სასიკვდილო ზონა უნდა იყოს მრგვალი და უნდა იყოს შეღებილი ისეთ ფერში რომელიც სამიზნის სილუეტის ფერისგან გამოიყოფა და არის კონტრასტული.
• სამიზნეები ყენდება სასროლი პოზიციიდან მინიმუმ 8 მეტრზე, მაქსიმუმ 40 მეტრზე.
• სამიზნის სასიკვდილო ზონა მკაფიოდ უნდა ჩანდეს მინიმუმ ერთ-ერთი სასროლი პოზიციიდან (მჯდომიარე, მუხლიდან, ფეხზე მდგომი).





ხარვეზების აღმოფხვრის პროცედურა

• თუ მოხდა ისე რომ გაწყდა სამიზნის წამოსაყენებელი თოკი, მისი აღდგენისთვის გამოძახებული უნდა იყოს მსაჯი.
• მსროლელს შეუძლია გამოაცხადოს პროტესტი თუ იგი თვლის რომ სამიზნე იყო მოხსნილი, მაგრამ სამიზნე არ წაიქცა რაიმე მიზეზის გამო


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არასწორია. ფეხის გვერდი ედება მიწას.ფეხის სწორი განლაგებახელის სწორი პოზიცია.არასწორია. მაჯა დევს მუხლზე.




გაპროტესტების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სქემა:

• ერთი მსროლელი ჯგუფის წევრები (როგორც წესი ჯგუფი შედგება 3 ადამიანისგან) ესვრიან საკამათო სამიზნეს თითო-თითოჯერ,
• თუ სამიზნე ერთხელ მაინც წაიქცა, მაშინ პროტესტი ანულირდება



თუ მოხდა ისე რომ სილუეტი არ ეცემა - მსაჯი ვალდებულია გააკეთოს შემდეგ:

• შეამოწმოს სამიზნის მუშაობა, გარე მდგომარეობა, მდებარეობა, დახრა, სიმაღლე.
• გაასწოროს მექანიზმის მუშაობა.
• შეცვალოს სამიზნე სხვა სამიზნეზე, იდენტური ზონით.
• გააუქმოს პროტესტი სამიზნის გამართული მუშაობის შემთხვევაში.
• ამოიღოს სამიზნე შეჯიბრიდან, თუ სამიზნე დაზიანებულია ან თუ 5 პროტესტი იყო გამოხატული ერთი და იგივე სამიზნეზე. პერიოდული ხარვეზებით მუშაობის შემთხვევაში სამიზნე ამოღებული უნდა იყოს შეჯიბრებიდან შეცვლის გარეშე.





სასროლი (ცეცხლის) ხაზი.

• ცეცხლის ხაზი - საწყისი სროლის ხაზი. ადგილი აღნიშნულია ორი ხის ტოტით, ან სარით, მათ შორის არის 1 მეტრიანი დისტანცია, გარე ნაწილის აღსანიშნავად როგორც წესი გაბმულია ხოლმე სარემონტო სამუშაოების აღმნიშვნელი ფირი.
• ხაზზე არის სპეციალური მარკერი - ჯოხი, ტოტი, ან სპეციალურად ჩარჭობილი ღერძი ფერადი აღმნიშვნელით
• სამისნეები ცეცხლის ხაზზე მიმდევრობით უნდა იყოს გადანომრილი.



მისროლის ხაზი

ძირითად დისტანციასთან ერთად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისროლის ხაზი, სადაც მონაწილეებს შეჯიბრებამდე შეეძლებათ მისროლა.
სამიზნეები როგორც წესი განთავსებული იქნება 8-დან 50 მეტრის დიაპაზონში, რეკომენდირებულის ყოველ 10 მეტრში, შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სამიზნეების დაყენება ყოველ 5 მეტრში.
მისასროლი სამიზნეების რაოდენობა განისაზღვრება ისე რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს საშუალება მისროლა დაამთავროს შეჯიბრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
დეტალებს ადგენს მსაჯი.





მსაჯები და მათი მოვალეობები:

ყოველი შეჯიბრისთვის შეჯიბრის ორგანიზატორები ირჩევენ მთვარ მსაჯს და საჭიროების შემთხვევაში მის დამხმარეს. შეჯიბრების რეგლამენტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მსაჯს და მის დამხმარეს. ყველა პრობლემა და საკამათო სიტუაცია წყდება მთავარი მსაჯის მიერ. მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს გარჩევის და კამათის საგანი.



მსაჯები ხაზზე:

• არ არიან შეჯიბრის მონაწილეები.
• პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
• უფლებამოსილია უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს მონაწილის დასჯის გადაწყვეტილება (იგულისხმება შეჯიბრიდან მოხსნა და სხვა საჯარიმო სანქციები)
• საკამათო სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება დადასტურებული უნდა იყოს მთავარი მსაჯის მიერ.
• მხოლოდ მთავარი მსაჯი, მსაჯის დამხმარე, და ხაზზე მყოფი მსაჯია უფლებამოსილი შეცვალოს და გაარემონტოს დაზიანებული სამიზნეები.

ლოკალურ შეჯიბრებებზე, ან კლუბის შეჯიბრებებზე აღნიშნული ფუნქციები შეიძლება შეითავსონ ჯგუფის წევრებმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:20 PM
Hosted by Pro-Service