თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის შესახებ... _ მე-3 იპბ-ზე გადასვლასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: Jah Sep 17 2010, 07:38 AM

ამ სფეროს გურუსთან მაქვს კითხვა.
ვანო, რას მეტყვი, არის უკვე ნორმალური?

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 17 2010, 08:30 AM

Jah
არა გია, ტყუილად უნდა იწვალო რა. ამ მე-3 ვერსიაში უფრო "ფინტიკრუშკებზეა" აქცენტი გადატანილი. 100-ჯერ მირჩევნია მე-2-ს სადა, ლამაზი და "წყნარი" დიზაინი და სტრუქტურა smile.gif

ის ჩაშენებული SEO-ც რეალურად ბევრს არაფერს აკეთებს, იმიტომ რომ გუგლის ბოტი მუდმივად ფორუმზე გდია, მაგას და IPB-ს ძმაკაცობა აქვთ biggrin.gif რასაც ვწერთ, მეორე დღეს უკვე ქეშირებული აქვს ხოლმე გუგლს.

+ მე-3 ვერსიისთვის დღესდღეობით გაქართულების მხრივ სერიოზული ასე ვთქვათ შემაფერხებელი ფაქტორებია:

1) ქართული კლავის სკრიპტი გაუმართავად მუშაობს რამდენიმე პოპულარულ ბროუზერში. რეალურად სრულყოფილად არცერთ ბროუზერში არ მუსაობს, ზოგან კოპირების პრობლემაა, ზოგან საერთოდ არ წერს ქართულად.
2) მასიურად გავრცელებული ქართული ენის პაკეტი, რომელიც ხარისხიანად იქნება ნათარგმნი, არ არსებობს. როკოს აქვს Teen.ge-სთვის ნათარგმნი, მაგრამ კარგა ხანია ეგ არაფერს აღარ ავრცელებს. მე კი ხელი არ მომიკიდია მე-3 ვერსიის თარგმნისთვის.
3) რთულია წვრილ-წვრილი დეტალების ბოლომდე სწორად რეალიზება (ნიკის ჩასმა, ციტატის მოდი).

და + ამჯერად ჯერ კიდევ მიდის მუშაობა მე-3 ვერსიაზე. დღესდღეობით ბოლო ვერსიაა 3.1.2. მალე კიდევ ახალი გამოვა.

პოსტის ავტორი: Jah Sep 17 2010, 10:06 AM

გასაგებია, მადლობა.
ჯერ ვრჩებით ამაზე მოკლედ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services