გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მაიტა ნასოსი!, კიდევ ერთი მაღალი წნევის ნასოსის დაშლა
ja_ja
პოსტი Apr 3 2010, 09:48 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა.

მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი:

1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე

2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა.

3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს.

4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე.



ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა.

ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს.



პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ.

მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია.



კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული.

კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა:

ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი





ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე.



ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია.





ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა



თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას....



ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი.

ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა.



ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია.



აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს.





ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა.



სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება biggrin.gif, ასევე დაიხარჯა 3-4 ცალი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, 2 ცალი ტილოს ნაჭერი და რამდენიმე ბამბის ჩხირი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბევრი ჩალიჩის მიუხედავად მაინც გაჭუჭყიანდა ერი ცალი ჯინსის შარვალი, კიდევ კაი ეგეთი საქმეებისთვისაა ეგ შარვალი biggrin.gif



კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება.



ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი.



ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა



ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა





და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი



ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი)



აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად.



ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები biggrin.gif



რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს

ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას.

რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში.

რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა.

ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Apr 4 2010, 12:41 AM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



იცის გიომ რა და როგორ დაწეროს ყველაფერს დაწვრილებით აღწერს smile.gif ძალიან მაგარი რეპორტი იყო!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Apr 4 2010, 01:55 AM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



მდააა... რა დღეში მყოლია ეგ უბედური ეგა... მალადეც ჯაჯ, იცი რა საქმე.

ხომ გეუბნები, პნევმატიკა ჩვენში ფეხს თუ მოიკიდებს, ძეგლს დაგიდგამენ პნევმატიკოსები, როგორც დიდი მოღვაწე პნევმატიკის განვიტარების დარგში, ნუ საქართველოს პნევმატიკოსთა ისტორიაში უკვე შესული ხარ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 4 2010, 08:26 AM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Davitus
ციტატა(Davitus @ 4th April 2010 - 02:55 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნუ საქართველოს პნევმატიკოსთა ისტორიაში უკვე შესული ხარ

ნუ ნე ნადო რა biggrin.gif

ნოგი ვ რუკი და მოიტანე საკუთარი თავი ამ სილამაზის წასაღებად biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Apr 4 2010, 12:59 PM
პოსტი #5


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



მშვენიერი ჭკუის სასწავლებელი ინფოა. კიდევ ერთხელ ღირს დაფიქრება PCP თუ ზამბარა??? biggrin.gif ვისაც მსგავსი ოპერაციების ჩატა
რების გეშინიათ დაფიქრება ღირს. ყოჩაღ ჯაჯა! რაც იცი იცი! ამას ვერავინ დაგიკარგავს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Apr 4 2010, 04:44 PM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



foxi

იარაღის წმენდა, ძალიან მიყვარს, ამ ნასოსმა ის დამიშავა რომ, არ მქონდა შესაბამისი რეზინები და საპოხი მასალა, და ისე დაშლას აზრი არ ქონდა, აწი მე ვიცი...

ჩემი იარაღები რომ ნახო, გაგიკვირდება ისეთ ბზინვარებაშია... ერთადერთხელ იყო, დისკო მანქანაში დამრჩა 2 დღით და მცირედი ჟანგები აიკიდა, რაც იმ დღესვე ავღკვეთე smile.gif

ja_ja

მოვალ აბა სად წავალ, გადაიაროს ამ "პრაზდნიკებმა" smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Apr 4 2010, 09:03 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



მაგარია ძალიან, ჯაჯა შენ ხარ ჩემი სენ სეი პნევმატიკაში!:)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Apr 4 2010, 11:44 PM
პოსტი #8


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



Davitus
იარაღის პრიალი ვისარუყვარს მარა აი მაგ რეზინკების ცვლის ნერვები არამაქვს ნაღდად. ისე თოფი სულ სხვა რამეა დამეთანხმე. არც
რეზინებიაქვს საცვლელი არც კლაპნები... ლამაზათ დაშალე გაასუფთავე გაპოხე ააწყვე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 5 2010, 08:34 AM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



foxi
ციტატა(kakha @ 5th April 2010 - 12:44 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი მაგ რეზინკების ცვლის ნერვები არამაქვს ნაღდად

არც ისე რთულია რავარც შენ გგონია. სადღაც 2-3 წუთის საქმეა და ამის დამტკიცება შემიძლია პრაქტიკული სამუშაოთი smile.gif ისე რეალობაში უნდა ავღნიშნო შემდეგი გარემოება, ყველაზე ხშირად ერთი რეზინა ფუჭდება და მისი ცვლა საკმაოდ მარტივია, გაფუჭებაც გულისხმობს სადღაც 1-2 მუშაობის მერე შეცვლას, ისიც აქტიური მოხმარების დროს.

ციტატა(kakha @ 5th April 2010 - 12:44 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე თოფი სულ სხვა რამეა დამეთანხმე. არც
რეზინებიაქვს საცვლელი არც კლაპნები... ლამაზათ დაშალე გაასუფთავე გაპოხე ააწყვე.

ნუუუუ, თუ იარაღი გიყვარს გინდა არ გინდა გიწევს გაწმენდაც და დამიჯერე გაწმენდავ თოფის მექანიზმს თუ ასევე დანატებითად ნასოსსაც... დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, ჩათვალე 2 თოფი გაქვს, ან თოფი და ვაზნების დასატენი მოწყობილობა....

მოკლედ საქმე უფრო სუბიექტურ შეხედულებასთან გავქვს ვიდრე ობიექტურ რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებასთან
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Apr 6 2010, 08:21 PM
პოსტი #10


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



მადლობა ჯა_ჯ რეპორტისთვის, ნასოსის დაშლა-აწყობაც ვნახეთ smile.gif


ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მინიმუმ HILL-ის ნასოსის ასლები (ბენჯამინი, აირფორსი...) სადღაც 1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

ააანუ დაახლოებით 10-12 თვე შეგვიძლია წყნარად ვიყოთ თუ რეკომენდირებულია სადღაც 6 თვეში ერთხელ დაიშალოს ნასოსი, ხელახლა დატაოტდეს და რეზინებიც შემოწმდეს? (+ დროდადრო ნასოსის დაშლის რეკომენდაცია ისედაც გიწერია პირველ პოსტში).
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Apr 7 2010, 06:55 PM
პოსტი #11


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 6th April 2010 - 09:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

ჩემი ნასოსი არის უკვე მაგდენის, და ჯერკიდევ მუ|შაობს ჯიგრულად
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 7 2010, 07:04 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 6th April 2010 - 09:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მინიმუმ HILL-ის ნასოსის ასლები (ბენჯამინი, აირფორსი...) სადღაც 1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

სავსებით შეიძლება, მაქსიმუმ რაც შეიძLება შესაცვლელი იყოს ეს არის უკანა წნების სარქველის რეზინა, ისიც ყოველთვის არა, და დაშლა პერიოდულად იმისათვსი რომ უბრალოდ ამოშრეს ნასოსში დაგროვებული კონდენსატი, გაჭმენდა ტაოტის მოცილება მაგ დროს საჭირო არაა, უბრალოდ ორი ძირიტადი დეტალი მოძვრება მასისის ღერძს წინიდან და უკნიდან და დააგდე მზეზე, ამოშრება, თან ზაფხულში უცებ იქნება და ვსიო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Apr 7 2010, 07:20 PM
პოსტი #13


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th April 2010 - 08:04 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სავსებით შეიძლება, მაქსიმუმ რაც შეიძLება შესაცვლელი იყოს ეს არის უკანა წნების სარქველის რეზინა, ისიც ყოველთვის არა, და დაშლა პერიოდულად იმისათვსი რომ უბრალოდ ამოშრეს ნასოსში დაგროვებული კონდენსატი, გაჭმენდა ტაოტის მოცილება მაგ დროს საჭირო არაა, უბრალოდ ორი ძირიტადი დეტალი მოძვრება მასისის ღერძს წინიდან და უკნიდან და დააგდე მზეზე, ამოშრება, თან ზაფხულში უცებ იქნება და ვსიო

აჰაა, გასაგებია, ე.ი. მცირე პროფილაქტიკა და ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

bazuka
ციტატა(bazuka @ 7th April 2010 - 07:55 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩემი ნასოსი არის უკვე მაგდენის, და ჯერკიდევ მუ|შაობს ჯიგრულად

ესეც პრაქტიკული გამოცდილების ამბავში კარგი ინფოა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Jun 13 2010, 11:56 AM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



ჩემი ნასოსი გავიდა გაღმა დღეს დილას, ზემოთ საერთოდ არ ადის, როგორც ჯაჯამ დაუსვა დიაგნოზი მესამე დონის რეზინა არის შესაცვლელი, ვინმეს ხომ არ გაქვთ რეზერვრში რომ მიმეხედა ამისათვის და შემდეგ რა თქმა უნდა დაბრუნდება ეგ რეზინა ახალი შეფუთულის სახით ამაზონიდან, ლოდინი არ მინდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Jun 13 2010, 12:02 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



ისე ძალიან მალე დაენძრა ჩემ ნასოსს ბლინ, თან ამ კაჩაობაში მგონი რეზბა მოვწყვიტე ფეხსადგამის მოკლედ კაი ჯიკრიანი შეპაჩინკება უნდა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 13 2010, 12:26 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



რაცხა მალე მოხვრიპა ჩაილურის წყალი სჰენმა ნასოსმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 13 2010, 01:22 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



giga_st
ციტატა(giga_st @ 13th June 2010 - 12:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩემი ნასოსი გავიდა გაღმა დღეს დილას, ზემოთ საერთოდ არ ადის

და რამდენიხანია რაც ეგ ნასოს გაქვს? ან რამდენჯერ დატენე?? რა უქენი ასეთი მოკლედ biggrin.gif

მე ყიდვიდან რამდენიმე თვქში გამოვცვალე უკუკლაპნის რეზინა (ანუ რომ აკაჩავებს და არ აკაჩავებს), ეგეც რადი პონტა შევცვალე, არ სჭირდებოდა მაშინ შეცვლა, მესამე საფეხური ვააბში არ გამფუჭებია კაი 1 წლიანი მუშოაბის მერეც კი, პროსტა ახალი რეზინების ნაკრები რომ დავიადე ეგრევე შევცვალე რომ რავი ემთქი რაიმე არ მოუვიდეს მეთქი.

ასეთი ჩქარი გაფუჭება.... მეორე ნასოსია რომელიც ასე ჩქარა გაფუჭდა, ერთი GAGABITE 13-ის ნასოსი იყო რომელსაც AIRFORCE TALON-ზე იყენებდა და ვერ გაუძლო 3500PSI-ზე ბევრ დატენვას (ანუ ტალონს დიდი რეზერვუარი აქვს 400 თუ 450 კუბი), მარა დისკოზე?? და ასე უცებ?? რომელიც მხოლოდ 2000 PSI-ზე იტენება და თან სულ რაღაც 136 კუბურ სანტიემრს ავსებთ?? ნოლიდან მთლიან რეზერვუარის დატენვას 125 ბუქნი უნდა, 1000-დან 2000-მდე კი სადღაც 50-70 ბუქნი.

მოკლედ ჩემის ღრმა რწმენით არასწორედ ტუმბავ. ან ძალიან ჩქარა ანასოსებ და ცხელდება რეზინები შედეგად მალე ფუჭდება, ან დატენვის არასწორ ტექნოლოგიას იყენებ. დაიმახსოვრეთ ყველამ ერთ მიდგომაზე 50 ბუქნის გაკეთება ერთ ჯერზე არ შეიძლება. შენც ისვენებ და ნასოსიც.

რაც შეეხება რეზინებს. მაქვს მთლიანი კომპლექტიც და ცალკე რამდენიმე მესამე საფეხურის რეზინაც, მაგრამ ახლა სამსახურში არ და ვერ მოგაწვდი, საღამოს თუ კინოში არ წავედი მოგაწვდი, ოღონდ რავარც თქვი აბრატნა უნდა ჩამასესხო biggrin.gif, თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 13 2010, 03:24 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



giga_st

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 01:22 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ოღონდ რავარც თქვი აბრატნა უნდა ჩამასესხო , თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.

ხოდა მთლიან "რემკომპლექტს რომ შეუკვეთავ გამაგებინე და მეც ავითღებ biggrin.gif (ხალხს რომ მერე დროში არ გაეწელოს biggrin.gif )

ja_ja
ფას რა აქვს თუ გახსოვს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 13 2010, 04:09 PM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gregory
ციტატა(gregory @ 13th June 2010 - 04:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფას რა აქვს თუ გახსოვს?

მთლიანი კომპლექტი?? ნიტო 12$ ნიტო 13$ თავის ჩამოტანიანად. ზუსტად არ მახსოვს დასაძებნია ფორუმზე თემები სადღაც მეგდო რომ დავუკვეთე და ჩამოვიდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 13 2010, 04:15 PM
პოსტი #20


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი





ციტატა(gregory @ 13th June 2010 - 03:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფას რა აქვს თუ გახსოვს?

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 01:22 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 04:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნიტო 12$ ნიტო 13$ თავის ჩამოტანიანად.

არც მთლად ოქროს ფასი ყოფილა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

10 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 09:30 AM
Hosted by Pro-Service