ესე იგი ჩემი ფანტომის ვრცელ აღწერას დავწერ ჩემი გამოუცდელი თვალით, რამე თუ შემეშლება მომიტევეთ და შემისწორეთ
საუბარი წავა წყვილზე crosman phantom 1000 .177 cal + Leapers/UTG 3-9x50AO, RG intensified Mil-Dot reticle.
http://img442.imageshack.us/i/img2419b.jpg/
თავიდან რამოდენიმე სიტყვა ჩამოტანაზე. ვიყიდე ამაზონზე უოპტიკო ფანტომი, ლიპერს/უტჯ ოპტიკა, რინგები და კროსმან პრემიუმ მზიმე ტყვიების კოლოფი. ყველაფერი ჩამოვიტანე ბარამით, ბევრი ვიგინე იმაზე რომ ერთად ჩამოიტანეს და არა ცალ-ცალკე, ბევრი ვიგინე საბაჟოზე სანამ გამომატანეს ამანათები მაგრამ ასე თუ ისე ჩამოვიდა, 170 ლარით მეტი დამიჯდა ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ჯამში გადავიხადე: 189.76 ლარი იარაღში + 186.36 ლარი ოპტიკაში, ტყვიებში და რინგებში (69.95$, 25.63$, 10.49$ შესაბამისად). აქ შედის ამერიკაში ტრანსპორტირება.
ამას ემატება ბარამის მომსახურეობა 45+13.5+9+5=72.5$ ანუ 126.90 ლარი და ჯამში გამოდის 503 ლარი.
უკვე ძვირი ჩანს ასეთი იარაღისთვის მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხარისხიანი ტყვიები მოყვა 1250 ცალი და სტანდარტულზე გაცილებით უკეთესი ოპტიკა.
წესით საბაჟო რომ არა ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ ერთად ჩამოვიდა ოთხივე ამანათი და 300 ლარს აცდა ჯამური ღირებულება მომიწია განბაჟება.
აქ დავაკოპირებ ჩემივე პოსტს, რომელშიც კარგადაა გადმოცემული მაშინდელი ემოციური მდგომარეობა და აღწერილია დეტალები:
ესეც დაპირებული რეპორტი.
სამწუხაროდ გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ მქონდა და სატესტო სროლები სახლში ჩავატარე. მაქსიმალური მანძილი, რისი მიღწევაც შეიძლება ჩემ ბინაში არის 11 მ (ნუ თუ ძალინ გაიჭიმები 12-იც მაგრამ მასე საყრდენიდან ვერ გაისვრი) ეს არის მანძილი ვანის ერთი ბოლოდან შემოსასვლელ კარებამდე.
საბრძოლო პოზიცია:
http://img547.imageshack.us/my.php?image=shootingrange.jpg
მწვანე ისრით ნაჩვენებია რას ვესროდი, საკმაოდ პატარა სამიზნეა. ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი პისტოლეტების 10მ-იანი სამიზნე
თავიდან მიზანი გავასწორე. ცოტა ბევრი გასროლა დამჭირდა სანამ დავამუღამე ბარაბნებით მიზანზე ზემოქმედება როგორ უნდა, სადღაც 15-20 გასროლა. მერე კიდევ 10 დავუმატე რომ დავრწყმუნდე სიზუსტეში. ესეც შედეგი:
http://img545.imageshack.us/my.php?image=firstaim.jpg
ამასობაში დიზელის ეფექტი სრულიად გაქრა. ახლა გასროლის მერე ლულაში ბოლის სუნიც კი არაა.
ამის მერე კი ჩემი პირველი 10 ტყვიანი ჯგუფი გავაკეთე. ჩათვალეთ რომ ცხოვრებაში პნევმატიკიდან მარტო ის 25-30 ტყვია გავისროლე, რაც ზემოთ სამიზნეზე ჩანს. 8 წლის რო ვიყავი და ტირში რო მასროლინეს იჟიდან 3 ტყვია ის არ ითვლება
ყველა გასროლაზე 3-4 წამი ვუმიზნებდი და სუნთქვა შეკრული ძალიან ნელა ვწევდი სასხლეტს, რომელიც მართლა მძიმე და გრძელი აღმოჩნდა
http://img52.imageshack.us/my.php?image=10group1.jpg
http://img404.imageshack.us/my.php?image=10group1ruler.jpg
როგორც ხედავთ 17 მილიმეტრს არ აღემატება ჯგუფი, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ძალიან გამოუცდელი ვარ მინც :|
ამის მერე ქაღალდის ახალ სამიზნეს ვესროლე 10 ტყვიანი ჯგუფი (მწვანედაა შემოხაზული), შემდეგ მივედი სამიზნესთან რო შედეგი მენახა. მერე დავბრუნდი და 2-იც დავუმატე (წითლად შემოხაზულია). ეს არ უნდა მექნა, ეტყობა სხვანაირად დავიჭირე შაშხანა და ცოტა გვერდზე და ქვემოთ წავიდა ბოლო ორი ტყვია:
http://img62.imageshack.us/my.php?image=10group2.jpg
http://img339.imageshack.us/my.php?image=10group2ruler1.jpg
http://img59.imageshack.us/my.php?image=10group2ruler2.jpg
აქ შედეგი 15-16 მილიმეტრია თუ არ ჩავთვლით ბოლო 2 ტყვიას. მგონი ნორმალურია ამ იარაღისთვის, გამოუცდელი მსროლელისთვის და არც თუ ისე კარგი საყრდენისთვის.
ჯერ კიდევ შორს ვარ საბოლოო დასკვნებიდან, ეს მანძილი არაა ამ ოპტიკის და შაშხანის შესაფერისი, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ იარაღმა ძალიან მასიამოვნა. ცოტა ვარჯიშის მერე მგონი კიდე უკეთესს მივაღწევ, იარაღი ამის საშუალებას აძლევს. თუმცა სასხლეტს უნდა დავურეგულირო კარგად მეორე ფაზა, ძალიან გრძელია.
რეპორტის გაგრძელება იქნება როცა შედარებით დიდ მანძილებზე გავტესტავ ღია ცის ქვეშ.
მშვენიერ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, მთავარია კმაყოფილი ხარ
Quick
ყოჩაღ! აი ასეთი უნდა იყოს რეპორტი. აბა მეროვწერ ეგ რეპორტია? ძალიან საინტერესოდ ახსენი თვითეული დეტალიც კი.
გამოადგებათ ფანტომის მქონეებს და არამარტო მაგათ.
Quick
საღოლ,
გული მიგრძნობს ,ჩვენს ფორუმს კიდევ ერთი რეპორტმენი მიემატა
(მე ნაღდად ვერ ვქაჩავ მაგდენს ) )
გისურვებ არც ერთი მიზნისთვის არ აგეცილებინოს http://ge.smiles.26l.com/smile.62246.html
მალადეც , რავარი მისცა ჰა? მადლობა დიდი
Quiq იცი რა მაინტერესეებს აი 1 ,2 ,3 ნაწილები როგორ მოხსენი ? ბევრი ვეჩალიჩე მარა ვერაფრით ვერ მოვხსენი
Quick
ვააა, ვააა ეს რა დავინახეეეეე...
ყოჩაღ, ყოჩაღ საერო საქმეე გააკეთე. ძლივს ეღირსა ეს ფორუმი Phantom 100-ის რეპორტს, თან საკაიფოს, თრავისი დაშლით და დეტალების ზედმიწევნითი აღწერით.
მალადეც ტემპი არ დააგდო იმენნა საკაიფოდ ჩალიჩობ.
დანარჩენ Phantom-ისტებს
სირცხვილი თქვენ, ამდენს ჩალიჩობთ რაცხას წერთ და რამდენი თვეა რეპორტს ვერცერთმა თავი ვერ მოაბით, აგერ კაცმა 1 კვირაა რაც დაითრია თოფი და საკაიფო რეპორტი გამოაცხო. თქვენ რას აკეთებთ ჰააა რას აკეთებთ მეთქი, აიტ!
ja_ja
მე რეპორტი დავწერე, ძალიანაც კაი, ვისაც არ გჯერათ გაგვატარეთ!
მადლობა ყველას შექებისთვის, შევეცდები მომავალშიც გავაგრძელო იგივე სტილში რეპორტების წერას, მთავარია იყოს რამე დასარეპორტებელი
skywalker
3 წესით თავისით უნდა ამოვარდეს დგუშიდან, მე ზამბარა რო ამოვიღე იმას გამოყვა.
მანჟეტის (1) მოხსნა დგუშიდან (2) არ გინდა, შეცვლას რო დააპირებ მარტო მაშინ მოხსენი.
თუ თვითონ დგუში ვერ ამოიღე კომპრესორის მილიდან? მაგი ხო დავწერე, ძნელად გამოდის და მილში ნახვრეტი რომაა, საიდანაც (22)-ის ბოლო ამოიღე იქ ჩადე რამე ჯოხი და მოქაჩე კაზენიკისკენ (სურათზე მარჯვენა ბოლოა).
რა მაგარი რეპორტი მიცა
Quick
საღოლ ძმაო მაგარია და კიდევ ერთხელ გილოცავ
დაიდო რეპორტის პირველი ნაწილი, აბა შეაფასეთ
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=875&view=findpost&p=25295
Quick
ძალიან კარგი და მშვენიერი.
მარა მომავლისთვის 1 რამ გაითვალისწინე.
ვინაიდან მიზანი პირდაპირ ხის ფიცარზე გქონდა მიმაგრებული, ამიტომ ძალიან დაზიანდა
ეს რომ არ განმეორდეს, მოიძიე რამე მუყაოს კოლოფი, ზედ დააკარი მიზანი და კოლოფის უკან დადე ეგ ფიცარი
ან შიგნით კოლოფში მოათავზე რაიმე ძველი წიგნი (მე ძველისძველი გერმანული კატალოგი OTTO ჩავდე).
ნახავ რა სასიამოვნო ხვრელები ხვრელები ექნება შენს მიზანს
bazuka
კაი რჩევაა, დავიმახსოვრებ.
Quick
ამდენი ხანი რაც აღმოვაჩინე ფანტომში ისაა, რომ მას ხელიდან სროლა ყველაზე მეტად მოსწონს. ანუ შეიძლება ხელი დააყრდნო რამეს, მარა თვითონ თოფი ხელში უნდა გეწიროს.
შენც ცადე სემდეგნაირად სროლა:
აიღე ფანტომი, დაჯექი სკამზე და წინ მოსახერხებელი სიმაღლის რამე დაიდგი (მაგიდა ან რამე ეგეთი) მარცხენა ხელი დადე ამ მაგიდაზე გაშვერილი. მარცხენა ხელის თითებით გააკეთე ეგრეთწოდებული ფისტოლეტი, საჩვენებელი და ცერა თითებით და დაჭიმე (ძაან არ დაძაბო, მარა ფისტოლეტი მყარი იყოს). ფანტომის კონდახის უკანა ნაწილი, ასე, 10 სმ-ით დაშორებულ ისასხლეტი მექანიზმის დამცავი რგოლიდან, დადე ამ ფისტოლეტში, ისე, რომ ეს კონდახი ეყრდნობოდეს რბილ ადგილს ცერა და საცვენებელ თითებს შორის. რაც სეეხება მარჯვენა ხელს, არანაირად არ მოუჭირო და არ დაძაბო, კონდახი ძალიან მსუბუქად მიიბჯინე მხარზე და საერთოდ მარჯვენა ხელი მხოლოდ ორი, მაქსიმუმ სამი თითით დაიჭირე, ცერა თითი არ შემოხვიო, უბრალოდ ზემოდან დაასვენე, ხოლო საჩვენებელით კი გამოკარი (ნუ ეს ისე, ალბათ უკვე იცოდი ).
ეს ტეხნიკა ასე ვთქვათ ჩემებური ვარიანტია საარტილერიო სროლის ტექნიკისა და სულ რამდენიმე დღის წინ ვცადე პირველად, და ზალიანაც მომწონს. უკუცემა იმდენად იხშობა, რომ ოპტიკაში ტყვიასაც დაინახავ. დღეს 70 მეტრზე გირჩებს დავაყარე და 5-დან 3-ს გავარტყი. ადრე მაგ მანძილზე გირჩებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ყვავებს ძლივს ვარტყავდი.
ხო, რევიუ კაია, მომეწონა.
მაიცა კაცოუუუუ, ეს Phantom-ით გააკეთე???
Quick
მშVენიერ მადლობა რეპორტისთვის
Quick
ყოჩაღ კაი რეპორტია... ტაკ დერჟატ!
nihontoman
მასეც ვცდი. მიჩვევა უნდა და სტოიკის დამუღამება
ja_ja
Quick
ცადე, ჩემს ფანტომზე ამართლებს, შენსაზე რატო არ უნდა გაამართლოს? მერწმუნე, ეს ტექნიკა რომ დავამუღამე, თოფს მეორე დიხანია გაეხსნა, მართლა ვამბობ, ზუსტი გახდა რამდენიმეჯერ....
პ.ს. ჯგუფები არაუშავს, ბანძი ნაღდად არაა. თუმცა მე მასეთებს 15 მეტრიდან ვაკეთებდი თურქული ოზიტაით. მოკლედ ფანტომი ხელიდან უნდა ისროლო, საყრდენი ზ.დ.პ.-ებზე მნიტოა რა... საუკეთესო საყრდენი მაინც ხორცია...
Quick
ესე იგი მინდა გაგიზიაროთ ფანტომის მფლობელებს (და არა მარტო) ჩემი პატარა გამოცდილება.
გადავწყვიტე ჩემ ფანტომასში ცოტაოდენ გაუმჯობესებები შევიტანო. პირველი და უმარტივესი: კონდახის უკანა ნაწილში რამე მძიმე ნივთის ჩადება და დამაგრება. ფანტომს სიმძიმის ცენტრი ძალიან წინ აქვს გატანილი და ამის გამო არც ისე კომფორტულია როგორც უნდა იყოს. თავიდან ამას ვერ ამჩნევ, მაგრამ გამოცდილება რო გროვდება ხვდები ამას. თან ყველა ფორუმზე წერენ რომ ეს გასაკეთებელია. რა თქმა უნდა რასაც ჩადებთ კარგად უნდა დაამაგროთ რომ არ ყანყალებდეს შიგნით. მე წვრილი არმატურა დავჭერი ნაწილებად, ჯამში სადღაც 400 გრამს იწონის ალბათ, და ჩავდე კონდახში. დიამეტრი ისეთი ჰქონდა რომ მყარად ჯდება, ამის მიუხედავად მაინც ნაჭერი შევტენე ხვრელებში რომ არსად დაიძრას საერთოდ. ამის დადებითი მხარე კიდე ისაა რომ კონდახში რეზონაციას ახშობს გასროლისას.
ეგ კაი, ახლა უფრო კარგად ჯდება ხელებში და მიუხედავად იმისა რომ უფრო მძიმე გახდა შაშხანა, ხელიდან სროლა უფრო კომფორტულია.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ტიუნინგი: სასხლეტი მექანიზმის დამსუბუქება.
დავშალე შაშხანა, მოვხსენი სმ-ი და ისიც დავშალე. ფანტომის სასხლეტში სამი მოძრავი ნაწილია (თუ არ ჩავთვლით მცველს). პირველია სასხლეტი, მისი მოძრაობა გადაეცემა რაღაც დეტალს, რომლის მობრუნების დროს შეპტალო ვარდება და ათავისუფლებს დგუშს. სამივეს (სასხლეტს, "რაღაც დეტალს" და შეპტალოს) აქვს თავისი ზამბარა. შეპტალოს ზამბარა არაფერს გვიშავებს, სასხლეტის სიმძიმეზე არ აქვს ზეგავლენა. აი დანარჩენი ორი კი გვაინტერესებს. მე არ მქონდა საშუალება რო გამომეცვალა ეს ზამბარები და მგონი არცაა საჭირო. მივჭიმე ცოტა ერთიც და მეორეც და ავაწყვე უკან. მარეგულირებელი ბოლტი ბოლომდე ჩავხრახნე რაც იდეაში მეორე საფეხურის სიგრძეს ამოკლებს. თუმცა არ ვარ დარწყმუნებული რომ რამეს აკეთებს რეალურად
ავაწყვე შაშხანა და გავაკეთე საცდელი გასროლა. ესე იგი, შედეგი გვაქ უზარმაზარი ©
როცა მე ვფიქრობდი რომ პირველი საფეხური მთავრდება და მეორე უნდა დაიწყოს შაშხანამ უკვე გაისროლა. ანუ ფაქტიურად ახლა მთლიანად გასროლისთვის საჭიროა იმდენი ძალისხმევა რაც ადრე პირველ საფეხურს ჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში სუბიექტური შეფასებით ეგრეა. გაცილებით რბილია ახლა სასხლეტი, სროლის დროს კომფორტი გაიზარდა მნიშვნელოვნად.
ცოტა ვარჯიშის შემდეგ დავამუღამე სასხლეტი კარგად და უკვე ვგრძნობ შაშხანას. პირველი და მეორე საფეხურიც გამოკვეთილია და მსუბუქი, ამ დროს შემთხვევითი გასროლის ალბათობა 0-ია. რა მინდა კიდე ბედნიერებისთვის?
კი მინდა: სასხლეტი მექანიზმის დეტალების პოლირება
როცა დავშალე შევამჩნიე რო ყველა დეტალი არი არც თუ ისე კარგი დამუშავებული. ამის გამო ცოტა არათანაბარი ხახუნი იგრძნობა სასხლეტის გამოწევის დროს, რბილ ზამბარებზე ეს უფრო შესამჩნევია.
სამწუხაროდ ამ წუთას არ მაქვს საჭირო ინსტრუმენტები თორე ამასაც გავაკეთებდი. ასე რომ to be continued...
P.S. ფოტოაპარატი ამეხა ცოტა ხნით და სურათები ვერ გადავუღე პროცესს მობილურს კი მაკრო გადაღების ფუნქცია არ აქვს ....
Quick
საღოლ შენ რომ ამდენი გააკეთე! ის ვინტი დაშლის გარეშეც მუშაობს( ანუ ნაადრევ და გვიან გასროლას რომ არეგულირებს).
მაგასაც იტოვებ ეტყობა ფანტომი თავის კლასში საუკეთესო თოფია(ხარისხი/ფასი/სიამოვნება)! ერთი ისაა რომ ზდპ-ა
gregory
თავის კლასში საუკეთესოზე რა მოგახსენო, მარა მართლა კარგია.
Quick
სასხლეტი მექანიზმის გაუმჯობესება შეიძლება აი ამით:
http://www.charliedatuna.com/
მარა თუ ამდენის ფული არ გაქ, მაშინ პოლირება ალტერნატივაა (არაუშავს, ალბათ)
ხო, მართლა რამდენი ბრუნი გააკეტა იმ მარეგულირებელმა ბოლტმა?
Quick
ნახევარი კილოთი დაამძიმე რა ამბავია.... ნამეტანი ხო არ მოგივიდა. და მანდ ტყვიის გამოყენება ჯობია, უბრალოთ საფანტის ჩაყრაც მოსულა მარა მჭიდროთ უნდა გატენო.
nihontoman
gregory
კი, ვიტოვებ. კაი რაღაცაა მაინც, ერთი ზდპ-ც მქონდეს არსენალში.
ვიცი რო დაშლის გარეშეც არეგულირებს ვინტი, მაგრამ რას შვრება მარტო მაშინ მივხვდი როცა დავშალე და ვნახე როგორაა მოწყობილი სასხლეტი. მანამდე იქაც ვატრიალე და აქაც, ვერაფერი განსხვავება ვერ ვიგრძენი.
nihontoman
ეს გრტ ვიცი, მაგრამ ძაან ძვირია ჩემი აზრით.
ბრუნები არ დამითვლია, მაგრამ მინიმუმ 2 სრული ბრუნი იყო
koknar
არაა ნახევარი კილო, 350 გრამი ან 400 მაქსიმუმ. ფორუმებზე საერთოდ ამბობენ კაი ბალანსისთვის 600-700 უნდა კონდახში და ერთი 200 გრამიანი მოდერი ლულაზე. და მერე მარტო ბიპოდით უნდა ისროლო, არ მინდა ესე.
ძალიან მაგარი რეპორტია და მაგ ოპტიკას სანშეიდერი მოხვა? და რინგები და ხუფები ცალკე იყიდე?
nikola_migina
არქეოლოგი ხარ რაა.
მეც ვაპირებ ყიდვას და მაინტერესებს
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services