გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები, განხილვა, გამოყენება.
MonSoon
პოსტი Mar 12 2020, 05:57 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით.

მინდა გაგიზიაროთ 2 საინტერესო პროგრამის შესახებ. რომლის მიხედვითაც თეორიულად მოახერხებთ სასურველი ფორმის, ზომის, კალიბრის, ბალისტიკის ტყვიის შექმნას და ამ ყველაფერს მოარგებთ სასურველი ლულის ტვისტზე. იგულისხმება სლაგები. ჩვეულებრივ მრგვალთავიან ტყვიებზე (პულკები, პელეტები) არ მუშაობს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც პნევმატიკაში ისე ცეცხლსასროლში მაღალ სიცქარეებზე. სიჩქარეების დიაპაზონია 150 მ/წამიდამ 1000 მ/წამზე მეტი.

2_ვე პროგრამა დაფუძნებულია Robert L. McCoy_ის ალგორითმზე. ვინ იყო McCoy ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგი ნაშრომები ეკუთვნის გარე ბალისტიკაზე.

თავიდან ჩავაგდებ ორივე პროგრამის ლინკს. არ საჭიროებს გადმოწერას. პირდაპირ ონლაინ შეიძლება მუშაობა.


1). http://www.geoffrey-kolbe.com/external_ballistics.htm
2). https://www.jbmballistics.com/cgi-bin/jbmdrag-5.1.cgi


jbmballistics არის ძალიან კარგი საიტი. გარდა იმისა კეთებისა რაც ჩამოვთვალე, დამატებით კიდევ ბევრი ბალისტიკური ფუნქცია აქვს. ვინც არ იცის ძაან გამოადგება. არის ინფორმაცია ბალისტიკური კოეფიციენტის დადგენაზე. წიგნებზე, 3d პროგრამებზე და ა.შ. მთავარ გვერდზე გადასასვლელ ლინკს ჩავაგდებ
https://www.jbmballistics.com/ballistics/ca...lculators.shtml



მოკლედ სიტყვა რო არ გამიგრძელდეს საქმეზე გადავალ.

რა აქვთ საერთო და რით განსხვავება ეს 2 პროგრამა ერთმანეთისგან ?
2_ვე პროგრამაში დეტალურად უნდა იქნეს შეყვანილი სასურველი ან უკვე ცნობილი ტყვიის მონაცემები. სიგრძე, კალიბრი, ცხვირი კუდი და ასე შემდეგ. ქვევით ამ ყველაფეერს დამატებით განვიხილავთ.

geoffrey-kolbe_ს უპირატესობა ის არის რომ შესაყვანი პარამენტრები მოცემულია ნახაზის სახით, ამით მარტივდება ტერმინების გაგება.





გარდა ამისა, პასუხს გადმოსცემს გრაფების სახით რაც ასევე ადვილად აღსაქმელია, მთავარია გარჩევა შეგეძლოს.



jbmballistics_ის შემთხვევაში ეს ინფორმაციები ციფრების სახით არის გადმოცემული.


მემგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი და ამიტომაც პირდაპი შიდა მენიუს განხილვაზე გადავალ.

მოკლედ, საკუთარი გაკეთებული მაგალითის მიხედვით განვიხილოთ, რომელსაც ყველაზე მეტი ვუტრიალე. ეს არის .172 კალიბრის ტყვია. არ გეშლებატ 17 HMR_ს ვგულისხმობ. ლულა კი 9 ტვისტის იმიტო რო მეტი არ იშოვება. რა, როგორ და რანაირად ამაზე აღარ გავარგრძელებ. რატომ არ ავიღე ჩვეულებრივი 450 ტვისტიანი 4.5 კალიბრის ლულა ?? იმიტომ რომ 4.5 ის სლაგს ამ პროგრამაში ვერ ვუკეთებდი უკან კონუსურ ფორმას ე.წ. boat tail_ს. მიზეზი იყო ნელი ტვისტი. მოგეხსენებატ გრძელ ტყვიას უნდა უფრო სწრაფი ტვისტი. მეორე მიზეზი ის რომ 17 hmr არის ცეცხლსასროლი ტყვია და მინდოდა დაბალ და მაღალ სიჩქარეებზე განხილვა ყოფილიყო.

Boat Tail_შო ამას ვგულისმხობ. ტყვიის უკან შევიწროვებულ, ფორმას.



ესეიგი მაქვს ლულა რომელსაც აქვს ტვისტის რაოდენობა 1:9 ინჩი ანუ ჩვენებურად 1:228 სმ და მინდა რომ ამ ლულაზე მოვარგო სასურველი ტყვია. ან მაქვს უკვე გამზადებული ტყვია და მინდა რომ შევუსაბამო შესბამისი ტვისტის ლულა. ამისათვის შევდივართ:
http://www.geoffrey-kolbe.com/external_ballistics.htm
სადაც გაიშლება რამოდენიმე ინფორმაცია. რომელთაგან მხოლოდ 2 გვაინტერესებს

Barrel twist - ტყვიის შედგენა და ლულა ზე მორგება ან პირიქით.
Drag curve to trajectory program – აქ უკვე შეგვიძლია ჩვენი შედგენილი ტყვიის ჩანახატი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება, ასევე სასურველ ტვისტზე როგორ ზის სხვადასხვა სიჩქარეებზე და ასევე ამ ტყვიის ბალისტიკური მონაცემები.



დავიწყოთ პირველით, Barrel twist. შევდივართ და მარცხნივ არის გამოტანილი უჯრები სადაც შეგვყავს ტყვიის მონაცემები, ყველა მონაცემის შეყვანა აუცილებელია გარდა Or Boat-tail angle (degrees) და ბოლო უჯრისა. მონაცემები შეგვიძლია შევიყვანოთ ინჩებში ან მილიმეტრებში. მარჯვენა მხარეს მონაცემებში უნდა მოინიშნოს პნევმატიკისტვის Soft lead, unjacketed bullets (11.4 gms/cc.), ეს ნიშნავს რომ ტყვია არის გარსის გარეშე და არის "შიშველი" ტყვია.
როგორც ზევით აღვნიშნე უკვე გაკეტებული ტყვიის მონაცემები მაქვს შეყვანილი.




ვაჭერთ calculate_ს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შევეცდები მოკლედ ავხსნა რა მონაცემიც გამოიტანა.

ჩვენ ვიცით რო დიდი სიჩქარით გასროლილი ტყვიისთვის არსებობს ფრენის 3 ზონა. ეს არის supersonic (1700 მ/წ - 410 მ/წ), transonic (410 მ/წ - 270 მ/წ. მათ შორის არის ბგერის სიჩქარე 340 მ/წ) და subsonic (270 მ/წ და ქვევით). პნევმატიკისთვის სასურველი ზონაა subsonic ანუ 270 მ/წ_ის ქვედა სიჩქარეები.
სურათს თუ დავაკვირდებით ჩემს მიერ მინიშნებული ლურჯი ციფრი 1, არის 900 fps გადაკვეტილი 1,5 სტაბილურობის ფაქტორთან.
1.5 ითვლება ტყვია/ტვისტის შეფარდების იდეალურ კოეფიციენტად. ძველად იყო 1.2 მაგრამ ბოლო ცდების მიხედვით ოპტიმალურ ციფრად დღეს დღეისობით მიღებულია 1.5. არსებობს დიაპაზონიც რომლის ზონაშიც სიზუსტე არ გაუარესდება. ეს არის 1.3-1.5 მდე და 1.5-1.7 მდე კოეფიციენტები. ეს ყველაფერი ეხება პნევმატიკას და მის სიჩქარეებს. ხოლო ცეცხლსასროლზე იგივე გრაფაში მთელს supersonic ზონა უნდა ჩაჯდეს 2-2.5_ში. ესაც ფოტოში შეგვიძლია ვნახოთ ლურჯი ციფრი 2 და 3. ტყვიაზე ნებისმიერი მანიპულაციით შეგვიძლია ყველანარი მონაცემი შეიცვალოს. ეს უკვე პრაქტიკის ამბავია და მუშაობის.

კიდევ ერტი მომენტი პნევმატიკაზე. ლურჯი ციფრი 1_ით მონიშნული 900 fps და ქვევიტ ზონა როგორც დავწერე სასურველია რომ მოეცეს 1.5-1.7 ის გრაფაში, როგორც სურათზეა. 1.7 მტავრდება 500 fps_ზე , კიდესთან. ეს იმას ნიშნავს რომ 9 იანი ტვისტით ეს კონკრეტული ტყვია შეგვიძლია გავისროლოთ 270_250 მ/წამამდე. და იქნება კარგათ დაბალანსებული ამ ლულის მიერ.



იგივე ტყვია/ლულა შეგვიალია გადავამოწმოთ jbmballistics_ში. მარჯვნივ კიდეში არის ის სტაბილურობის ფაქტორები რასაც განვიხილავდით




გადავიდეთ Drag curve to trajectory program_ზე. აქაც იგივე პრინციპიტ არის მონაცემები შესაყვანი და ზუსტად იგივე სიზუსტის. შევიყვანთ მონაცემებს და ვაჭერთ calculate_ს.

აქ უკვე ვხედავთ ჩვენი ტყვიის მიახლოვებულ, გამოხატულ ფორმას. მარჯვნივ კი არის სავარაუდო ბალისტიკური კოეფიციენტი და ტვისტი კონკრეტულ სიჩქარეზე. სიცქარე წერია mach_ის სახით. 1 mach უდრის 340 მ/წ_ს. ასევე ballistic_ზე დაჭერიტ გადავდივართ ამ ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებზე. ამაზე ოდნავ ქვევით განვავრცობ.
ამასთან ერტად კიდე ერთ ინფორმაციას გამოიტანს პროგრამა. ეს არის წინააღმდეგობის კოეფიციენტი (drag coefficient), ეს ციფრი რაც დაბალია მით ნაკლები წინააღმდეგობა აქვს ტყვიას. შესაბამისად ბალისტიკური კოეფიციენტიც მეტი აქვს. კარგ ციფრად ითვლება 0.23 მაგრამ ფოტოში ხედავთ რომ დაახლოევიბით 0.16_ზე დგას 0.4-0.8 mach ანუ სადღაც 150-270 მ/წამის დიაპაზონია.





გავაგრძელოთ ballistic_ზე. აქ უკვე ტყვიის მონაცემებია ასახული. განხილვარ არ დავიწყებ.




სულ ეს იყო. ყველაფრის დეტალურად განხილვა, აუტანელს გახდიდა წაკითხვისას. ძირითადები შევეცადე გადმომეცა. დანარჩენ კომენტარებში განხილვის ან მასზე მუშაობის შედეგად უნდა გაკეთდეს. პირველივეზე მარტივი საკეთებელი არ არის, ცოტა დრო უნდა შესწავლას.

აქვე დავამატებ ძირითად პარამეტრებს ტყვიისა, თუ საიდან უნდა დაიწყო და რა ზომებია გასათვალისწინებელი. მოკლედ რო ვთქვათ გამოსაძერწი ტყვიის ფორმა საიდანაც დაიწყებს ადამიანი მუსაობას.
პროგრამის ინგლისურენოვანი სიტყვებით დავწერ რო ადვილი იყოს სურათსაც დავურთავ.




1) Bullet diameter (კალიბრი). მაგალითად 4.5 მმ.
2) Bullet length (ტყვიის მთლიანი სიგრძე).
3) Nose length (ცხვირის სიგრძე). სასურველი არაუმეტეს 3 ჯერ მეტი კალიბრისა ანუ 4.5x3=13.5 მმ. სტანდარტულად 30-150 % კალიბრის.
4) Meplat diameter (ცხვირის სიგანე) სასურველია არაუმეტეს 70 % კალიბრისა. სტანდარტულად 50%_ის ქვევით
5) Drive-band diameter - კალიბრის ზომა.
6) Base diameter (კუდის სისქე) სასურველი არაუმეტეს 65% კალიბრისა.
7) Boat-tail angle (degrees) გამოვტოვოთ. ავტომატურად წერს პროგრამა.
8) Boat-tail length - სასურველია არაუმეტეს 100 % კალიბრისა.

ჩამოთვლილთაგან ძალიან მგძნობიარეა 1 მმ_იან შეცვლაზეც კი 2. 4 და 6 პუნქტები.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
MonSoon
პოსტი May 15 2020, 07:35 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



ნუ რავიცი. ერთი კონკრეტული მაგალითით ვერ ვიმსჯელებთ. წონა შეიძლება სხვა არის მარა ფორმა ოდნავ შეცვლილი. რას გაიგებს კაცი. ზუსტი პარამეტრი თუ იცის ვინმემ ტყვიის კიდევ შეიძლება საუბარი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- MonSoon   Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები   Mar 12 2020, 05:57 PM
- - aleqsa   MonSoon ეუჰ, დისერტაცი...   Mar 12 2020, 11:57 PM
- - okela84   საინტერესოა, პირად...   Mar 13 2020, 12:43 AM
- - MonSoon   გმადლობთ. ............   Mar 13 2020, 09:25 AM
- - giga2010   MonSoon შენ ჩემო გიოო, ...   Mar 13 2020, 01:31 PM
- - MonSoon   giga2010 მადლობა გიგა ბ...   Mar 13 2020, 10:01 PM
- - userman   ციტატა(giga2010 @ 13th March 2020...   Mar 14 2020, 09:11 AM
- - NRG   მართლა საინტერესო ...   Mar 24 2020, 12:05 AM
- - MonSoon   მოკლედ ჯაჯა შემოვა...   Mar 24 2020, 12:31 PM
- - ja_ja   გასუფთავებულია თხ...   Mar 24 2020, 12:56 PM
- - MonSoon   მოგესალმებით. ცოტ...   Mar 24 2020, 03:35 PM
- - MonSoon   გავაგრძელოთ. ცხრი...   Mar 24 2020, 03:47 PM
- - MonSoon   გავაგრძელოთ. ცხრი...   Mar 24 2020, 03:55 PM
- - MonSoon   სულ ბოლოს მინდა რო...   Mar 24 2020, 04:03 PM
- - NRG   დაბლენდერებული თე...   Mar 25 2020, 09:43 PM
- - MonSoon   მოგესალმებით. ცოტა...   May 7 2020, 02:00 PM
- - MonSoon   ასევე მინდა რომ მე...   May 7 2020, 02:22 PM
- - vatato   საინტერესო ინფორმ...   May 7 2020, 03:19 PM
- - MonSoon   vatato ციტატა(vatato @ 7th May 2...   May 7 2020, 03:38 PM
- - NRG   MonSoon ციტატა(bedo @ 7th May 20...   May 14 2020, 01:28 PM
- - MonSoon   NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 202...   May 14 2020, 02:05 PM
- - NRG   406 და 380 ტვისტები ხელ...   May 14 2020, 02:33 PM
- - MonSoon   NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 202...   May 14 2020, 04:33 PM
- - NRG   ციტატა(bedo @ 14th May 2020 ...   May 14 2020, 08:09 PM
- - MonSoon   NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 202...   May 14 2020, 08:21 PM
|- - vexam   ციტატა(MonSoon @ May 14 2020, 09...   May 15 2020, 10:24 AM
- - nihontoman   MonSoon აშკარად ჩვენი კ...   May 14 2020, 10:05 PM
- - vexam   ბკ კალკულატორში ჰპ...   May 15 2020, 10:37 AM
- - MonSoon   ბკ მოიკლებს იმდენი...   May 15 2020, 10:55 AM
|- - vexam   ციტატა(MonSoon @ May 15 2020, 11...   May 15 2020, 03:20 PM
- - MonSoon   რომელ ონლაინ კალკუ...   May 15 2020, 05:02 PM
- - vexam   http://gundata.org/ballistic-coefficient-calculato...   May 15 2020, 06:32 PM
- - vexam   ან ეს. https://www.federalpremium.com/ball...   May 15 2020, 07:00 PM
- - MonSoon   ნუ რავიცი. ერთი კონ...   May 15 2020, 07:35 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:51 PM
Hosted by Pro-Service