თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ვიყიდი _ შევიძენ ჯერადობის ოპტიკურ სამიზნეს

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 10:36 PM

სალამი მეგობრებო. თუ ვინმეს აქვს ზედმეტი, პატარა ზომის ოპტიკა, გამომეხმაურეთ. ასევე თუ ვინმეს სადმე შეუმჩნევია ნორმალური ხარისხის ოპტიკა იქნებ გამაგებინოთ.
სასურველია 6 დან 12 ჯერადობის ოპტიკა

პოსტის ავტორი: okela84 Apr 6 2018, 11:14 AM

ერთი უნივერსალური და ხარისხიანი ოპტიკა არ გაწყენდა, Vortex crosfire 2-ის სახით , დაახლოებით 150$-300$-მდე მერყეობს ფასი ჯერადობის მიხედვით. პარალაქსიც ნებისმიერს 10 იარდიდან ეწყება.

ქაღალდზეც და ნადირობაზეც საკმაოდ კმაყოფილს დაგტოვებს, დოლურასთან პირველივე შეხებისას იგრძნობ პრემიუმ ხარისხს

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 6 2018, 11:53 AM

giga2010
კოლიმატორი არ გინდა? ჩემი გამოცდილებით მაქს. 30 მეტრამდე მუშაობს კოლიმატორები.

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11419578/

ეს მაგალითად.
არადა მაიმარკეთზე ადრე იდო ძააალიან კომპაქტური ოპტიკა, მიკლე იყო ძაან და თან ერთიშეხედვით არც მაინცადამაინც უხარისხოს შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.
შენ ფიშტოს დახატავდა ზუსტად, ჯერადობა მგონი 3-9 ქონდა. ეხლა ვეძებე და ვეღარ ვიპოვე

ხოოო ამაზონზე ვიპოვე

https://www.amazon.com/CVLIFE-Hunting-2-5-10x40e-Illuminated-Scopes/dp/B00PRVLMK4/ref=lp_3226124011_1_5?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1523005440&sr=1-5

აეს იყო ზუსტად და მგონი 290 ლარი ღირდა აქ.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 6 2018, 11:57 AM

okela84
aleqsa
მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, ბიუჯეტი 250 ლარი მაქვს. დღეს რამოდენიმე მაღაზიაში ვიყავი და არაფერი ისეთი რომ მომწონებოდა არ შემხვედრია. გოდვილის მაგნუმი დაკეტილია.

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 6 2018, 12:18 PM

ციტატა(giga2010 @ 6th April 2018 - 12:57 PM) *
ბიუჯეტი 250 ლარი მაქვს


მაგ თანხაში კი ეტევი მე რაც დაგიდე და ხურდაც დაგრჩება, თუ მოგწონს რათქმაუნდა smile.gif მარა, აი ამაზონიდან რაფრა გინდა ჩამოიტანო ეგაა საკითხავი? ამ ბოლო დროს ყველა გადამზიდი უარზეა ოპტიკების და ლაზერული სამიზნეების ტრანსპორტირებაზე sad.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 6 2018, 12:32 PM

aleqsa
მქონდა ეგ და ისეთი საშინელი ხარისხის იყო, რომ ვერც მოვიხმარე. ძალიან მძიმე და მსხვილი ბადე ქონდა. მერე მეგობარს ვაჩუქე.
უფრო ამდგვარს ვეძებ https://www.amazon.com/UUQ-1-4x24mm-Illuminated-Mil-Dot-Reticle/dp/B01M1DA5VZ/ref=pd_sbs_200_42?_encoding=UTF8&pd_rd_i=B01M1DA5VZ&pd_rd_r=2QKV3GA2650WSEW7VYBV&pd_rd_w=nHdtS&pd_rd_wg=7RZbP&psc=1&refRID=2QKV3GA2650WSEW7VYBV

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 6 2018, 12:46 PM

giga2010

ეგ მგონი თუარვცდები რაღაც ოპტიკის და კოლიმატორის ჰიბრიდია ხო? კი მარა მასეთებს დაბალი ჯერადობააქვთ და გაწყობს? შენ როგორც დაწერე მინიმუმ 6 ჯერადობით გინდა და ეგენი მაქსიმუმაა 6 ჯერადობით. ძალიან იშვიათად რო 8 ჯერადობის იყოს. მაგეებს მე როგორც ვიცი მოძრავ ცხოველებზე ნადირობისას იყენებენ, ტახებზე მაგალითად. ხშირად მაქვს ნანახი ტახებზე რო ნადირობენ თითქმის ყველას მაგ ტიპის ოპტიკები უყენიათ კარაბინებზე.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 6 2018, 03:12 PM

aleqsa
ვეღარ გავიგე რა მინდა biggrin.gif . რაღაც კომპაქტურს ვეძებ

პოსტის ავტორი: pilotina Apr 6 2018, 03:15 PM

giga2010

შენ რომ გინდა, მასეთი ეს არის, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა. თუმცა სანადიროდ მისწრებაა და თუ გაიჭირვა კაცმა, ქაღალდზეც ისვრის.





 

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 6 2018, 03:20 PM

pilotina
ეეეხ ჩემო მეგობარო. ძაალიან მაგარი რამეა. სამწუხაროდ ვერ შევწვდები და ვერც გამოვიწერ.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services