იყო და არა იყო რა, აირგანზე უკეთესი რა იქნებოდა?
მასე გვეგონა ჩვენ სანამ ერთი სულიერი თეფშების სასროლ ელექტრო აპარატს არ ჩამოიტანდა.
მოვინდომეთ ისევ გასვლა ბუნებაში, მოვინდომეთ ჩვენი მაგიდის მონახულება, მოვინდომეთ მწვადაობა და ერთმანეთის ნახვა,
არ გაგვჭირვებია კიდევ ერთი გასვლის ორგანიზება, დავთქვით თარიღი, ჩავეწერეთ სიაში და ამოვყავით თავი ქესალოში ჩვენს მაგიდასთან.
ვინაიდან აირგანელები ვართ დასაწყისისთვის იყოს ეს ფოტო
ხო და ამ აირგანელებმა თან წავიღეთ 600 თეფში და 900 ვაზნა, რატომ? იმიტომ რომ ბახ-ბუხ-ბახ გასვლა მოვინდომეთ.
გასვლის ძირითადი მიზანი კაცმა არ იცის რა იყო, მე უფრო ერთმანეთის მონატრებას ვაბრალებ ასეთ ლამაზ გასვლებს და დარწმუნებული ვარ ყველა ასე ფიქრობს.
მოდით მოგიყვებით რა მოხდა ამ ლამაზ გასვლაზე:
ჩასვლის თანავე ავაწყვეთ თოფები და ჯერ ერთმანეთზე გამარჯობის თქმა არ გვქონდა დამთავრებული, რომ გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების ჯგუფი მოგვადგა, მანქანიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი, მოგვესალმენ და მოგვთხოვეს თოფების ერთ ადგილზე დაწყობა, შემდეგ კი მოგვთხოვეს ყველა თოფზე დაგვედო საბუთები.
არ გამკვირვებია ეს მოთხოვნა, ვინაიდან ვიცი რომ საკმაოდ კარგად დაიწყეს მუშაობა, ამის შედეგია შემცირებული ბრაკონიერობაც. მეტსაც გეტყვით გამიხარდა, ვინაიდან ამ მეთOდით თუ გადავაჩვევთ ბრაკონიერობასა და მაიმუნობას ვაი მონადირეებსა და მოთევზავეებს. აი გაკვირვებით კი სულ სხვა რამ გამიკვირდა, ერთ-ერთმა მსახურმა გვითხრა, რომ ნადირობის სეზონს მიღმა ბუნებაში თოფით გამოსვლა თურმე არ შეიძლება.
ისიც დაამატა, რომ ჩვენ მონადირეებმა ეს ძალზედ კარგად უნდა ვიცოდეთ.
ნუ იქ მოყვა საუბარი რატომ, როგორ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
წავიდნენ გარემოს დაცვის მსახურები და ჩვენც არ დავაყოვნეთ, ტრადიციისამებრ გავხსენით რამოდენიმე ბოთლი კონიაკი და უფალს მშვიდობა ვთხოვეთ,
მერე ბუნება დავლოცეთ
და ასე შემდეგ, ძვლებმა გათბობა ვერ მოასწრო, ვინაიდან ძალზედ ცოტა კონიაკი გვქონდა და საკმაოდ ბევრნი ვიყავით, მაგრამ საკმარისი იყოს დილის ტრაპეზისათვის.
აქ ჩავაკვეხებ აირგანელების ოფროუდ სათამაშოებს,
აბა ამას შეხედეთ რამხელა კლირენსი აქვს, რა ლამაზად გადმოდის ორმოებზე, არც კი დაუბუქსავებია
ისე რამდენი ჰობი გვაქვს ჰა? მარტო ჰაერთოფებით აშკარად არ ვერთOბით, ოფროუდიო, თეფშებზე სროლაო, ჩარხების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს ფორუმებზე მხოლოდ ჩვენთანაა დაფისქსირებული, ნადირობა, თევზაობა და თან ამას ყველაფერს ვასრულებთ მაღალ დონეზე.
იდეა მაქვს, აირგან+ დავარქვათ ჩვენს ფორუმს
დავასრულეთ დილის ტრაპეზა და შევუდეგით საქმეს (საქმეში მოიაზრება ბახ-ბუხ-ბახ)
შევიკრიბეთ ბექა ბიძიას მანქანასთან, ავაწყვეთ თეფშების სასროლი აპარატი, ავაწყვეთ თოფები და გულისფანცქალით ველოდებოდით პირველი თეფში გავარდნას, რომ მას მიყოლოდა თოფის გასროლა.
ამასაც თეფშე სროლა უნდოდა, მაგრამ იარაღი შეეშალა
ისე იყო თუ ასე აიწყო აპარატი, და დავიწყეთ სროლა, ცოტა მეტი აზარტი რომ შეძენოდა სროლას ჩავატარეთ მინი შეჯიბრი,
მონაწილეები:
1) ბექა ბიძია
2) ნორიკა
3) ჟორჟიკა
4) დეივი
5) ჩზ
6) ჯაჯა
7) ილარიონა
8) ლაშა (დიდი ფოტოგრაფი)
9) ნიკა (მგონი სწორად მახსოვს სახელი)
10) დავილი
11) დაწითი
12) თაზო
13) მამაჩემი
14) ირაკლი (შემოსწრებული სტუმარი)
გავაკეთეთ 4 პოზიცია, თითო პოზიციიდან უნდა გვესროლა 5 გასროლა,
ანუ ჯამში ერთი მსროლელი ისროდა 20 გასროლას.
შედეგებს ნუ მომთხოვთ, ვინაიდან არ მახსოვს, ერთი ვიცი რომ გამარჯვებული მაინც მეგობრობა იყო
შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს,
იორამამ და ბაზუკამ, რატომ არ მახსოვს
ხო და ახლა შემოგთავაზებთ ბევრ ნაირ-ნაირ ფოტო მასალებს, დაათვალიერეთ და დატკბით მარლაც ლამაზი დღით.
აქ ჟორა 100 ლარიანს მაძლევდა, მეტი ქულა ჩამითვალეო, მაგრამ პატიოსნებამ გაიმარჯვა და არ დავთანხმდი ბოროტ შემოთავაზებას
ამ ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ ვიცავთ თავს აზერბაიჯანლების თავდასხმისაგან
ამ სროლა-სროლაში მოვიდა საღამო, ხალხს მუცლებმა მოუღიტინეს, ზოგი სანამ მწვადი შეიწვებოდა უკვე სუფრასთან იჯდა და ჭაჭის გემოთი იტკბობდა პირს,
ამასობაში კი ბატონი გოჩა უგემრიელეს (სუნზე მივხვდი) მწვადებს ბრაწავდა რცხილას ნაკვერჩხალზე.
თუ არ გჯერათ იხილEთ ფოტოები
ესეც პურიჭამა, ამის მერე მხოლოდ ფოტოებია განწყობისათვის, ვინაიდან პურიჭამის დროს ოპერატორიც დაკავებული იყო და ვერ იღებდა ფოტოებს.
ფოტოები განწყობისათვის
მშვენიერი დღე იყო უკვე მენატრებით
რაც კაია კაია საღოლ ილუშ
როდის გავიმეოროთ???
ასე ერთ თვეში არა?
აბა უყურე რა წერა კითხვა ამასაც სცოდნია და მარტო მე მაიძულებს ხოლმე რეპორტებს ვსიო დეგერხა
ilariona
ვაა ვინც არა?
გენაცვალეთ თქვენ!კარგი დრო გიტარებიათ,მომენატრეთ ყველა!
უმაგრესსი ფოტოები. ყოჩაღ ავტორს!
მალადეც ილო, ზი რეპორტ იზ მშვენიალურ. რესპექტ
ilariona
ძაან მაგარი იქნებოდა, წარმომიდგენია...
და იარაღებზე საბუთების დაწყობა მოგვთხოვესო რომ ახსენე, ეს მხოლოდ სანადიროს ეხება თუ პნემატიკაზეც ითხოვენ ან ლიცენზიას ან რამე?
ხ.მ.ე.ლ.ო
მარტო სანადიროს ეხებოდა.
ლიცენზია არ მოუთხოვიათ, ვინაიდან ნადირობის სეზონი დახურულია.
საღოლ ბიჭებო! მაგრად მომენატრეთ და მალე შემოგიერთდებით გასვლებზე
კარგია, სურათებიც მაგარი. (საღოლ ლაშა). პ.ს ისე, ნათიამ რა ისროლა ა, ვავა)))
monadire.
Dave
შენზე ხელით ნასროლ თეფშებზე ერთი ძველი ანგედოტი გამახსენდა, ბოინში შუქი რო ქვრებოდა მუშტით ვკლავდი ხარებსო ყოჩაღ ბიძია შენ, კლავში ჯანი გქონია, გავარტყი ბეკასებს ისე ისროდი თეფშებს
მე როდის წამოვიდე, მე
iorama
უბრალოდ ყველაზე ახალგაზრდა ვარ და ეგრე ჩანს ლაშა
Dave
ისე რეპორტში დამავიწყდა მომეყოლა თუ რა სასწაული სისწრაფით ისვრი ხელით ამ თეფშებს
შენ რომ რედ-ბული დაგალევინოთ სასროლ აპარატსაც აჯობებ
მშვენიერალურ !!!
საღოლ
ილიკო
და ლაშიკო
სალამი ყველას ერთი კითხვა მაქვს როგორ შეიძლება გავიგო თუ რამდენი ჯოული აქვს იარაღს??
gocha311
ამ თემასთან არაფერ შუაში არაა შენი კითხვა შესაბამისი თემა იპოვე ფორუმზე და იქ დასვი ეგ კითხვა
gocha311
ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება არათემატურად პოსტვის გამო,
ხოლო რაც შეეხება ჯოულებს, არის ფორუმზე აირგანელის კონვერტორი[/url],
შეიყვანე ტყვიის მასა და საწყისი სიჩქარე ..ხოდა მიიღებ ენერგიას ჯოულებში
რავიცი ნავიჩოკი ვარ რა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services