გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> RAR VL-12, Bull Pup, Short, რუსი მოდის, რუსი მოდის! :D
pilotina
პოსტი May 13 2016, 11:32 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



სალამი ყველას
გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი არსენალი და ამჯერად სამი ამერიკელის მერე , დადგა რუსის ჯერიც. biggrin.gif
მაშ ასე წარმოგიდგენთ პნევმატიკური იარაღის ბაზარზე ერთ- ერთ ყველაზე კომპაქტურ და მსუბუქ ფიშტოს RAR VL-12 Bull Pup Short. ანუ როგორც რუსეთში ეძახიან ‘’ Вилка“.
შეიძლება მკითხოთ, კომპაქტური ფიშტო ხომ გაქვს, Crosman1720T, და ეგ რაღათ გინდოდაო.
მოგახსენებთ. კი, კროსმანი საკმაოდ კომპაქტირია, მარა VL-12-თან მაინც ვერ მივა კონდახის გამო. და მეორეც, ვილკა თითქმის ორჯერ ძლიერია კროსმანზე, კროსმანით ნადირობისას ეს ენერგეტიკის ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევი 80 მეტრის მერე ხდება.
მოკლედ ასეა თუ ისე, ვილკა საქართველოშია და მივყვეთ ნელ ნელა მის ავ-კარგს.



დავიწყოთ როგორც ყოველთვის მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით. აქ მოვიყვან მწარმოებლის მონაცემებს და შემდეგ დავამატებ საკუთარ აზრსაც მისი ფლობის ძალიან მოკლე (2 დღე) დროიდან გამომდინარე.
სიგრძე 520 მმ
სიმაღლე 180 მმ
სიგანე 35 მმ
წონა ოპტიკის გარეშე 1650 გრამი
ლულა LW, სიგრძე 300 მმ
მაქს. სამუშაო წნევა 250 ბარი
წნევა, რომელზეც რეზერვუარია შემოწმებული 450 ბარი
რეზერვუარის მსხვრევის წნევა 900 ბარი.
რეზერვუარის მოცულობა 150 კუბური სმ.
რედუქტორი აქვს, დარეგულირებულია 110 ბარზე
გასროლების რაოდენობა მუდმივი 245 მ/წმ სიჩქარით +/- 2 მ/წმ 35

ყუთში იყო თავად იარაღი, ორი კლიპი (10 ტყვიიანი ), დასატენი მოწყობილობა და პასპორტი. ( სერთიფიკატიც მოყვა, რომ თოფის ენერგეტიკა არ აღემატება 3 ჯოულს, მარა ეს რუსეთის კანონებიდან გამომდინარე, მოყვება ყველა პნევმატიკას, რომელსაც გაფორმება არ სჭირდება)



ეხლა რაც შეეხება თავად თოფს.
როგორც უკვე ავღნიშნე და მონაცემებიდანაც ჩანს, არის უაღრესად კომპაქტური, მაგრამ ამის მიუხედავად გამოირჩევა საკმაოდ მაღალი საექსპლოატაციო მონაცემებით, როგორებიცაა ენერგეტიკა, სიზუსტე, გასროლების რაოდენობა და სტაბილურობა.
თოფის შეკვეთისას მწარმოებელი გვავაზობს ლულის 3 ვარიანტს: crosman (ამერიკაში დამზადებული), good barrel (ჩეხეთი) და Lotar Walrher (გერმანია)
ნუ ეხლა გასაგებია რომელსაც ავირჩევდი ( მიუხედავად იმისა, რომ LW-ის ლულით 50$-ით მეტი ჯდებოდა.
ჩეხურ good barrel-ზე რა ინფოც მოვიძიე რუსულ ფორუმებზე, ხალხი მაინც და მაინც კმაყოფილი არ იყო, არც სიზუსტით და არც თვით ლულის ხარისხით.
თოფი შესრულებულია ე.წ. Military სტილში, კონდახი და სახელური არის AR-15-ის, ორივეს შეცვალა შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით, ინტერნეტში უამრავი ნაირსახეობაა როგორც ერთის, ასევე მეორესი.

როგორც ხედავთ, თოფი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: კოლოფი და კოლოფში მთლიანად ინტეგრირებული 30 სმ ლულით,
რეზერვუარი, კლაპანით, დამრტყმელი და სასხლეტი მექანიზმით და რედუქტორით
სახელური და სახელურში ინტეგრირებული სასხლეტ მექანიზმთან დამაკავშირებელი გამწევით.
ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი საკმაოდ მაღალია. და საერთოდ, ფიშტო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მადლობა ჯეოჯორჯიკას, მისი რჩევა იყო ყურადღება მომექცია ამ ფიშტოსთვის. smile.gif

მოდერი ეხრახნება არა ლულაზე, არამედ კოლოფზე, მაგრამ ამ დროს ლულაზე ჯდება საკმაოდ ხისტად, რეზინის O რინგის საშუალებით. მოდერი შედგება მილისაგან, რომელსაც ორი მხრიდან წვრილი ნახვრეტები აქვს ჰაერის გამოსასვლელა და 4 კონუსური ჭიქისაგან, რომლებიც ასევე რეზინის რინგების წყალობით იმდენად ხისტად ზიან მილში, რომ მათი ამოღება ვერ მოვახერხე და სურათიც ამიტომ ვერ გადაუღე,



მოდერის მოცულობა საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა მაგის წამალი უკვე მზადაა. აი ეს დამატებითი პატარა მოდერი ჯა-ჯამ გააკეთა და მინდა გითხრათ საკმაოდ დაუწია სროლის ხმამ მისი წყალობით








. კონსტრუქცია ვისესხე აქედან:


თოფს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი გადატენვის სახელური, რომელიც გატანილია წინ, მარცხენა მხარეს, მარჯვნივ გადატანის შესაძლებლობით (ცაციებისთვის ).





გადატენვა ხდება სახელურის უკან და წინ გაწევით, რა დროსაც ხდება დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვა და შემდეგ ტყვიის კლიპიდან ლულაში გადაგზავნა.
თოფს გააჩნია აგრეთვე ე.წ. გადადებული გასროლის შესაძლებლობა, რაც ასე აკლია მარადას.



ანუ, თუ თოფი მზადაა სასროლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ( ვთქვათ ქაღალდის სამიზნე სხვა ხეზე გადაფრინდა biggrin.gif ) გადაწყვიტეთ აღარ ისროლოთ, შეგიძლიათ მარჯვნივ, კონდახში მდებარე სახელურის საშუალებით დაუშვათ დამრტყმელის ზამბარა და მოხსნათ თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან. შემდეგ თუ კვლავ გადაწყვიტეთ სროლა, საკმარისია ამ მარჯვენა სახელურით ისევ შეაყენოთ ზამბარა და ფიშტო მზადაა სასროლად.
ამით გამოირიცხება მეორე ტყვიის ლულაში მიწოდება.
რაც შეეხება სასხლეტს. იგი შესრულებულია ე.წ. по двухшептальной схеме, ბოდიში შეპტალო არ ვიცი ქართულად როგორაა, თუ ვინმე შემისწორენს კაი იქნება. როგორც მწარმოებელი ირწმუნება აქვს უამრავი რეგულირების შესაძლებლობა, როგორც საფეხურების სიგრძის მხრივ, ასევე სასხლეტის სიმძიმის და მდებარეობის მხრივ.
ქარხნულად საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული, მკვეთრად გამოხატული პირველი საფეხური და მეორე საფეხურის ძალიან მცირე სვლა და ზუსტი „მოწყვეტა“.
როგორც ავღნიშნე კომპლექტში მოყვა ორი კლიპი. კლიპები რაღაცით მარადიორისას წააგავს, მაგრამ მხოლოდ წააგავს. დატენვის პრინციპი განსხვავდება. თავიდან, მარადას კლიპივით ჯერ გამჭვირვალე ნაწილი ტრიალდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ და პირველი ტყვია იდება მეორე მხრიდან, კაბით წინ. შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივად მარადას კლიპივით, გამჭვირვალე ნაწილიდან თავსდება დანარჩენი 9 ტყვია.
ათივე ტყვიის გასროლის შემდეგ მიმწოდებელი ებჯინება კლიპის ტიხარს, რითაც გამოირიცხება ფუჭი გასროლა.
თოფი ქარხნულად დარეგულირებული იყო 245 მ/წმ-ზე 15.89 გრანიან JSB-ით. რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი უფრო დარაზგონება ( რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ 270-მდე და მეტადაც არაზგონებენ) ეს დაკავშირებულია რედუქტორის და რედუქრორს მიღმა სივრცის კორექტირებასთან.
სიჩქარის სარეგულირებელი (დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვით ) ვინტი მოთავსებულია კონდახის უკანა მხარეს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ეს ვინტი მაინც და მაინც დიდ დიაპაზონში ვერ არეგულირებს სიჩქარეს. მე რაც ვცადე ბოლომდე მოშვებულზე მივიღე 231 მ/წმ და ბოლომდე მიჭერილზე 250 მ/წმ, JSB 15.89 გრეინით.



რავი ჩემი მიზნებისთვის ეს ქარხნული ნასტროიკები მისაღებია და არ ვაპირებ რამის შეცვლას.
ახლა გაქრონვის შედეგები. სიჩქარე რათქმა უნდა მ/წმ-ში, ტყვია JSB 15.89 gr.
1. 247
2. 247
3. 247
4. 246
5. 248
6. 248
7. 245
8. 246
9. 246
10. 245
11. 246
12. 246
13. 244
14. 247
15. 245
16. 244
17. 245
18. 247
19. 245
20. 246
21. 246
22. 246
23. 245
24. 244
25. 244
26. 245
27. 246
28. 246
29. 245
30. 245 ბოლო გასროლა რედუქტორზე
31. 238
32. 241
33. 240
34. 235
35. 230
როგორც ხედავთ, რედუქტორზე გამომივიდა 30 გასროლა, ანუ 3 კლიპი ( თუმცა მწარმოებელს უწერია 35 -ო, sad.gif ), შეიძლება რეგულირებებშია საქმე,
ამ 30 გასროლის მონაცემებია:
MAX 248
MIN 244
AV 245 საშუალო
ES 4
SD 0
ენერგია თითქმის 31 ჯოული . რავი, მგონი ურიგო არ არის.
რაც შეეხება მიზანში სროლას. სულ ორი დღეა რაცა მაქვს და ჯერ ვერ დავტესტე წესივრად, თუმცა ვფიქრობ არ გამაწბილებს, რადგან დღეს სახელდახელოდ დროებით დამაგრებული UTG 4-16x44 ოპტიკით, ისიც მანქანის კაპოტიდან გასწორებული აი ეს კაჭკაჭუნები ერთმანეთის მიყოლებით მოვხსენი, მანძილი ზუსტად 80 მეტრი იყო.



თავისი ოპტიკა და მაღალი one piece რინგები უკვე გზაშია. ოპტიკა ექნება აი ეს
MTC Optics Viper Connect SL 3-12x24 Rifle Scope - Reticle SCB
ხო, ოპტიკის დასამაგრებლად გამოიყენება ვივერი/პიკატინი
ლულა კოლოფში მაგრდება 1 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით , ხოლო თავად კოლოფი რეზიკთან 2 და 3 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით და სახელურის ზემოთ განთავსებული ორი მართკუთხა ფირფიტით.
ნუ ჯერჯერობით სულ ეგაა. თანდათან დავამატებ ინფოებს.
ეხლა შევაჯამოთ ყოლიფერი smile.gif
პლიუსები:
1. კომპაქტურობა და წონა, აქედან გამომდინარე მაღალი მობილურობა
2. LW ლულა
3. რედუქტორი
4. გადადებული გასროლის შესაძლებლობა
5. მაღალი სამუშაო წნევა 250 ბარი
6. 150 კუბიკიანი რეზიკისთვის გასროლების საკმაო რაოდენობა
7. კლიპი
8. წინ გაწეული გადატენვის სახელური, რომელიც მიზნიდან თვალის მოუწყვეტლივ, მაღალ ტემპში სროლის შესაძლებლობას იძლევა.
9. ოპტიკის დასამაგრებელი ვივერი, თუმცა ეს პლუსია თუ მინუსი თქვენ გადაწყვიტეთ smile.gif
10. ინფორმატიული მანომეტრი (ლუმინესცენტური)

11. სასხლეტის რეგულირების ფართო შესაძლებლობა
12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი

ეხლა მინუსები:
1. ქარხნული მოდერით გასროლის საკმაოდ მაღალი ხმა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია ოთახში სროლის შემდეგ. ჰაერზე სროლისას არ მომეჩვენა, რომ დიდი ხმა აქვს.
2. დაბალა განლაგებული ვივერი. დღეს კისერი მომეგრიხა სროლის დროს, რომ რამენაირად გამეხედა ოპტიკაში. აქედან გამომდინარე მაღალი რინგები აუცილებელია, როგორც ამბობენ MUST HAVE !
3. დამიზნებას კლიპი უშლის ხელს, ლოყაში „ ერჭობა“ sad.gif
4. სახელურის მოხსნის გარეშე სასხლეტის მხოლოდ ერთი რეგულირება ( სიმძიმეზე)
თუმცა, სახელურის მოხსნის შემდედ რეგულირების მილიონტრისტა ვარიანტია.
მოკლედ დასაწყისისთვის სულ ეს არის. შემდეგ როცა ოპტიკა ჩამომივა დავამატებ რა თქმა უნდა სროლის შედეგებსაც სხვადასხვა მანძილებზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- pilotina   RAR VL-12, Bull Pup, Short   May 13 2016, 11:32 PM
- - okela84   ციტატა(pilotina @ 14th May 2016 ...   May 13 2016, 11:41 PM
- - pilotina   okela84 მადლობა, გაიხა...   May 13 2016, 11:49 PM
- - geojorjika   გილოცავ გილოცავ, დ...   May 14 2016, 12:19 AM
- - mamukaaa   გილოცავ მაგარია.   May 14 2016, 12:24 AM
- - pilotina   geojorjika ხო, აბა რა. კარ...   May 14 2016, 12:26 AM
- - geojorjika   ციტატა(pilotina @ 14th May 2016 ...   May 14 2016, 12:26 AM
- - pilotina   mamukaaa მადლობა, გაიხა...   May 14 2016, 12:28 AM
- - geojorjika   pilotina ვაა როგორ იყიდ...   May 14 2016, 12:31 AM
- - pilotina   geojorjika ციტატა(giorgi @ 14th ...   May 14 2016, 12:40 AM
- - ბაიკერი   კრასავჩიკია. მშვიდ...   May 14 2016, 05:52 AM
- - Sk-box   pilotina მშვიდობაში ! კ...   May 14 2016, 05:55 AM
- - ja_ja   pilotina ლაივში კი მოგი...   May 14 2016, 06:55 AM
- - kaka8079   pilotina გილოცავ ძმაო მ...   May 14 2016, 07:40 AM
- - pilotina   ja_ja ციტატა(ja_ja @ 14th May 20...   May 14 2016, 07:43 AM
- - Multi-Tool   pilotina ზურა გილოცავ, ...   May 14 2016, 10:23 AM
- - ikaaa   მშვენიერი აპარატი...   May 14 2016, 11:27 AM
- - userman   pilotina გილოცავ გულით...   May 14 2016, 12:20 PM
- - davita76   pilotina გილოცავ მეგობა...   May 14 2016, 05:30 PM
- - pilotina   Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha ...   May 14 2016, 08:24 PM
- - maqsimusa   pilotina მეც გილოცავ მე...   May 15 2016, 04:42 PM
- - pilotina   maqsimusa მადლობა, მადლო...   May 15 2016, 07:50 PM
- - datka25   pilotina გილოცავ. .. რაც კ...   May 16 2016, 08:11 AM
- - name   pilotina რამე ჩანს მეგო...   May 16 2016, 10:24 AM
- - userman   pilotina ვეღარ დატესტე ,...   May 16 2016, 10:27 AM
- - pilotina   datka25 name მადლობა, გაი...   May 16 2016, 10:55 AM
- - mister_io   ციტატა(pilotina @ 14th May 2016 ...   May 17 2016, 03:31 PM
- - ja_ja   თვითონ ჩააკითხა და...   May 17 2016, 08:46 PM
- - mister_io   ციტატა(ja_ja @ 17th May 2016 ...   May 17 2016, 09:56 PM
- - pilotina   მოკლედ პატარა აფდე...   Jun 3 2016, 08:26 PM
- - userman   მომილოცავს ახალი შ...   Jun 3 2016, 08:59 PM
- - geojorjika   მშვიდობაში, მაგარი...   Jun 3 2016, 09:01 PM
- - pilotina   userman geojorjika მადლობა   Jun 3 2016, 09:20 PM
- - ikaaa   ეს ოპტიკა ზედ გამო...   Jun 3 2016, 09:33 PM
- - pilotina   ikaaa ციტატა(ikaaa @ 3rd June 20...   Jun 3 2016, 09:41 PM
- - Multi-Tool   გილოცავ, ჭკვიანური...   Jun 3 2016, 11:58 PM
- - gregory   გილოცავ, მართლაც რ...   Jun 4 2016, 07:50 AM
- - pilotina   Multi-Tool მადლობა. კი ძა...   Jun 4 2016, 07:58 AM
- - pilotina   დღეს ვცადე ცოტა სრ...   Jun 11 2016, 03:28 PM
- - ja_ja   pilotina მაიცა მაგ მოკლ...   Jun 11 2016, 07:56 PM
- - pilotina   ja_ja ციტატა(ja_ja @ 11th June 2...   Jun 11 2016, 09:03 PM
- - userman   pilotina ციტატა(pilotina @ 11th ...   Jun 11 2016, 09:14 PM
- - pilotina   დღეს ცოტა დრო გამო...   Nov 28 2016, 07:19 PM
- - userman   მალადეც ვილკას . კ...   Nov 28 2016, 07:44 PM
- - okela84   12 ნი ზუმით, ნიავში დ...   Nov 29 2016, 11:18 AM
- - pilotina   როგორც იქნა მოვახე...   Dec 22 2016, 05:44 PM
|- - giga2010   ციტატა(pilotina @ Dec 22 2016, 06...   Dec 22 2016, 06:51 PM
- - pilotina   ციტატა(giga2010 @ 22nd December 2...   Dec 22 2016, 08:15 PM
- - Multi-Tool   pilotina ფრიად სასიხარ...   Dec 22 2016, 10:34 PM
- - pilotina   Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha ...   Dec 22 2016, 10:40 PM
- - Dave   ციტატა(pilotina @ 22nd December 2...   Dec 24 2016, 03:02 PM
- - pilotina   Dave ციტატა(Saint Dave @ 24th De...   Dec 24 2016, 03:29 PM
- - Dave   ანუ მაგ ოპტიკისთვი...   Dec 24 2016, 03:31 PM
- - feeder   გამარჯობა, პრაქტი...   Dec 16 2018, 09:44 PM
- - giga2010   მე შეხება არ მქონ...   Dec 16 2018, 09:52 PM
- - pilotina   feeder ციტატა(feeder @ 16th Dece...   Dec 16 2018, 10:48 PM
- - feeder   მადლობა   Dec 17 2018, 12:33 AM
- - aleqsa   feeder რუსეთიდან ჩამო...   Dec 17 2018, 02:40 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:38 AM
Hosted by Pro-Service