სალამი ყველას
გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი არსენალი და ამჯერად სამი ამერიკელის მერე , დადგა რუსის ჯერიც.
მაშ ასე წარმოგიდგენთ პნევმატიკური იარაღის ბაზარზე ერთ- ერთ ყველაზე კომპაქტურ და მსუბუქ ფიშტოს RAR VL-12 Bull Pup Short. ანუ როგორც რუსეთში ეძახიან ‘’ Вилка“.
შეიძლება მკითხოთ, კომპაქტური ფიშტო ხომ გაქვს, Crosman1720T, და ეგ რაღათ გინდოდაო.
მოგახსენებთ. კი, კროსმანი საკმაოდ კომპაქტირია, მარა VL-12-თან მაინც ვერ მივა კონდახის გამო. და მეორეც, ვილკა თითქმის ორჯერ ძლიერია კროსმანზე, კროსმანით ნადირობისას ეს ენერგეტიკის ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევი 80 მეტრის მერე ხდება.
მოკლედ ასეა თუ ისე, ვილკა საქართველოშია და მივყვეთ ნელ ნელა მის ავ-კარგს.
http://pix.ge/
დავიწყოთ როგორც ყოველთვის მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით. აქ მოვიყვან მწარმოებლის მონაცემებს და შემდეგ დავამატებ საკუთარ აზრსაც მისი ფლობის ძალიან მოკლე (2 დღე) დროიდან გამომდინარე.
სიგრძე 520 მმ
სიმაღლე 180 მმ
სიგანე 35 მმ
წონა ოპტიკის გარეშე 1650 გრამი
ლულა LW, სიგრძე 300 მმ
მაქს. სამუშაო წნევა 250 ბარი
წნევა, რომელზეც რეზერვუარია შემოწმებული 450 ბარი
რეზერვუარის მსხვრევის წნევა 900 ბარი.
რეზერვუარის მოცულობა 150 კუბური სმ.
რედუქტორი აქვს, დარეგულირებულია 110 ბარზე
გასროლების რაოდენობა მუდმივი 245 მ/წმ სიჩქარით +/- 2 მ/წმ 35
ყუთში იყო თავად იარაღი, ორი კლიპი (10 ტყვიიანი ), დასატენი მოწყობილობა და პასპორტი. ( სერთიფიკატიც მოყვა, რომ თოფის ენერგეტიკა არ აღემატება 3 ჯოულს, მარა ეს რუსეთის კანონებიდან გამომდინარე, მოყვება ყველა პნევმატიკას, რომელსაც გაფორმება არ სჭირდება)
http://pix.ge/
ეხლა რაც შეეხება თავად თოფს.
როგორც უკვე ავღნიშნე და მონაცემებიდანაც ჩანს, არის უაღრესად კომპაქტური, მაგრამ ამის მიუხედავად გამოირჩევა საკმაოდ მაღალი საექსპლოატაციო მონაცემებით, როგორებიცაა ენერგეტიკა, სიზუსტე, გასროლების რაოდენობა და სტაბილურობა.
თოფის შეკვეთისას მწარმოებელი გვავაზობს ლულის 3 ვარიანტს: crosman (ამერიკაში დამზადებული), good barrel (ჩეხეთი) და Lotar Walrher (გერმანია)
ნუ ეხლა გასაგებია რომელსაც ავირჩევდი ( მიუხედავად იმისა, რომ LW-ის ლულით 50$-ით მეტი ჯდებოდა.
ჩეხურ good barrel-ზე რა ინფოც მოვიძიე რუსულ ფორუმებზე, ხალხი მაინც და მაინც კმაყოფილი არ იყო, არც სიზუსტით და არც თვით ლულის ხარისხით.
თოფი შესრულებულია ე.წ. Military სტილში, კონდახი და სახელური არის AR-15-ის, ორივეს შეცვალა შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით, ინტერნეტში უამრავი ნაირსახეობაა როგორც ერთის, ასევე მეორესი.
როგორც ხედავთ, თოფი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: კოლოფი და კოლოფში მთლიანად ინტეგრირებული 30 სმ ლულით,
რეზერვუარი, კლაპანით, დამრტყმელი და სასხლეტი მექანიზმით და რედუქტორით
სახელური და სახელურში ინტეგრირებული სასხლეტ მექანიზმთან დამაკავშირებელი გამწევით.
ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი საკმაოდ მაღალია. და საერთოდ, ფიშტო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მადლობა ჯეოჯორჯიკას, მისი რჩევა იყო ყურადღება მომექცია ამ ფიშტოსთვის.
მოდერი ეხრახნება არა ლულაზე, არამედ კოლოფზე, მაგრამ ამ დროს ლულაზე ჯდება საკმაოდ ხისტად, რეზინის O რინგის საშუალებით. მოდერი შედგება მილისაგან, რომელსაც ორი მხრიდან წვრილი ნახვრეტები აქვს ჰაერის გამოსასვლელა და 4 კონუსური ჭიქისაგან, რომლებიც ასევე რეზინის რინგების წყალობით იმდენად ხისტად ზიან მილში, რომ მათი ამოღება ვერ მოვახერხე და სურათიც ამიტომ ვერ გადაუღე,
მოდერის მოცულობა საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა მაგის წამალი უკვე მზადაა. აი ეს დამატებითი პატარა მოდერი ჯა-ჯამ გააკეთა და მინდა გითხრათ საკმაოდ დაუწია სროლის ხმამ მისი წყალობით
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
. კონსტრუქცია ვისესხე აქედან:
თოფს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი გადატენვის სახელური, რომელიც გატანილია წინ, მარცხენა მხარეს, მარჯვნივ გადატანის შესაძლებლობით (ცაციებისთვის ).
http://pix.ge/
http://pix.ge/
გადატენვა ხდება სახელურის უკან და წინ გაწევით, რა დროსაც ხდება დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვა და შემდეგ ტყვიის კლიპიდან ლულაში გადაგზავნა.
თოფს გააჩნია აგრეთვე ე.წ. გადადებული გასროლის შესაძლებლობა, რაც ასე აკლია მარადას.
http://pix.ge/
ანუ, თუ თოფი მზადაა სასროლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ( ვთქვათ ქაღალდის სამიზნე სხვა ხეზე გადაფრინდა ) გადაწყვიტეთ აღარ ისროლოთ, შეგიძლიათ მარჯვნივ, კონდახში მდებარე სახელურის საშუალებით დაუშვათ დამრტყმელის ზამბარა და მოხსნათ თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან. შემდეგ თუ კვლავ გადაწყვიტეთ სროლა, საკმარისია ამ მარჯვენა სახელურით ისევ შეაყენოთ ზამბარა და ფიშტო მზადაა სასროლად.
ამით გამოირიცხება მეორე ტყვიის ლულაში მიწოდება.
რაც შეეხება სასხლეტს. იგი შესრულებულია ე.წ. по двухшептальной схеме, ბოდიში შეპტალო არ ვიცი ქართულად როგორაა, თუ ვინმე შემისწორენს კაი იქნება. როგორც მწარმოებელი ირწმუნება აქვს უამრავი რეგულირების შესაძლებლობა, როგორც საფეხურების სიგრძის მხრივ, ასევე სასხლეტის სიმძიმის და მდებარეობის მხრივ.
ქარხნულად საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული, მკვეთრად გამოხატული პირველი საფეხური და მეორე საფეხურის ძალიან მცირე სვლა და ზუსტი „მოწყვეტა“.
როგორც ავღნიშნე კომპლექტში მოყვა ორი კლიპი. კლიპები რაღაცით მარადიორისას წააგავს, მაგრამ მხოლოდ წააგავს. დატენვის პრინციპი განსხვავდება. თავიდან, მარადას კლიპივით ჯერ გამჭვირვალე ნაწილი ტრიალდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ და პირველი ტყვია იდება მეორე მხრიდან, კაბით წინ. შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივად მარადას კლიპივით, გამჭვირვალე ნაწილიდან თავსდება დანარჩენი 9 ტყვია.
ათივე ტყვიის გასროლის შემდეგ მიმწოდებელი ებჯინება კლიპის ტიხარს, რითაც გამოირიცხება ფუჭი გასროლა.
თოფი ქარხნულად დარეგულირებული იყო 245 მ/წმ-ზე 15.89 გრანიან JSB-ით. რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი უფრო დარაზგონება ( რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ 270-მდე და მეტადაც არაზგონებენ) ეს დაკავშირებულია რედუქტორის და რედუქრორს მიღმა სივრცის კორექტირებასთან.
სიჩქარის სარეგულირებელი (დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვით ) ვინტი მოთავსებულია კონდახის უკანა მხარეს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ეს ვინტი მაინც და მაინც დიდ დიაპაზონში ვერ არეგულირებს სიჩქარეს. მე რაც ვცადე ბოლომდე მოშვებულზე მივიღე 231 მ/წმ და ბოლომდე მიჭერილზე 250 მ/წმ, JSB 15.89 გრეინით.
http://pix.ge/
რავი ჩემი მიზნებისთვის ეს ქარხნული ნასტროიკები მისაღებია და არ ვაპირებ რამის შეცვლას.
ახლა გაქრონვის შედეგები. სიჩქარე რათქმა უნდა მ/წმ-ში, ტყვია JSB 15.89 gr.
1. 247
2. 247
3. 247
4. 246
5. 248
6. 248
7. 245
8. 246
9. 246
10. 245
11. 246
12. 246
13. 244
14. 247
15. 245
16. 244
17. 245
18. 247
19. 245
20. 246
21. 246
22. 246
23. 245
24. 244
25. 244
26. 245
27. 246
28. 246
29. 245
30. 245 ბოლო გასროლა რედუქტორზე
31. 238
32. 241
33. 240
34. 235
35. 230
როგორც ხედავთ, რედუქტორზე გამომივიდა 30 გასროლა, ანუ 3 კლიპი ( თუმცა მწარმოებელს უწერია 35 -ო, ), შეიძლება რეგულირებებშია საქმე,
ამ 30 გასროლის მონაცემებია:
MAX 248
MIN 244
AV 245 საშუალო
ES 4
SD 0
ენერგია თითქმის 31 ჯოული . რავი, მგონი ურიგო არ არის.
რაც შეეხება მიზანში სროლას. სულ ორი დღეა რაცა მაქვს და ჯერ ვერ დავტესტე წესივრად, თუმცა ვფიქრობ არ გამაწბილებს, რადგან დღეს სახელდახელოდ დროებით დამაგრებული UTG 4-16x44 ოპტიკით, ისიც მანქანის კაპოტიდან გასწორებული აი ეს კაჭკაჭუნები ერთმანეთის მიყოლებით მოვხსენი, მანძილი ზუსტად 80 მეტრი იყო.
http://pix.ge/
თავისი ოპტიკა და მაღალი one piece რინგები უკვე გზაშია. ოპტიკა ექნება აი ეს
MTC Optics Viper Connect SL 3-12x24 Rifle Scope - Reticle SCB
ხო, ოპტიკის დასამაგრებლად გამოიყენება ვივერი/პიკატინი
ლულა კოლოფში მაგრდება 1 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით , ხოლო თავად კოლოფი რეზიკთან 2 და 3 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით და სახელურის ზემოთ განთავსებული ორი მართკუთხა ფირფიტით.
ნუ ჯერჯერობით სულ ეგაა. თანდათან დავამატებ ინფოებს.
ეხლა შევაჯამოთ ყოლიფერი
პლიუსები:
1. კომპაქტურობა და წონა, აქედან გამომდინარე მაღალი მობილურობა
2. LW ლულა
3. რედუქტორი
4. გადადებული გასროლის შესაძლებლობა
5. მაღალი სამუშაო წნევა 250 ბარი
6. 150 კუბიკიანი რეზიკისთვის გასროლების საკმაო რაოდენობა
7. კლიპი
8. წინ გაწეული გადატენვის სახელური, რომელიც მიზნიდან თვალის მოუწყვეტლივ, მაღალ ტემპში სროლის შესაძლებლობას იძლევა.
9. ოპტიკის დასამაგრებელი ვივერი, თუმცა ეს პლუსია თუ მინუსი თქვენ გადაწყვიტეთ
10. ინფორმატიული მანომეტრი (ლუმინესცენტური)
http://pix.ge/
11. სასხლეტის რეგულირების ფართო შესაძლებლობა
12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი
ეხლა მინუსები:
1. ქარხნული მოდერით გასროლის საკმაოდ მაღალი ხმა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია ოთახში სროლის შემდეგ. ჰაერზე სროლისას არ მომეჩვენა, რომ დიდი ხმა აქვს.
2. დაბალა განლაგებული ვივერი. დღეს კისერი მომეგრიხა სროლის დროს, რომ რამენაირად გამეხედა ოპტიკაში. აქედან გამომდინარე მაღალი რინგები აუცილებელია, როგორც ამბობენ MUST HAVE !
3. დამიზნებას კლიპი უშლის ხელს, ლოყაში „ ერჭობა“
4. სახელურის მოხსნის გარეშე სასხლეტის მხოლოდ ერთი რეგულირება ( სიმძიმეზე)
თუმცა, სახელურის მოხსნის შემდედ რეგულირების მილიონტრისტა ვარიანტია.
მოკლედ დასაწყისისთვის სულ ეს არის. შემდეგ როცა ოპტიკა ჩამომივა დავამატებ რა თქმა უნდა სროლის შედეგებსაც სხვადასხვა მანძილებზე.
http://pix.ge/
okela84
მადლობა, გაიხარე
გილოცავ გილოცავ, დამიჯერე მაინც
გილოცავ მაგარია.
geojorjika
ხო, აბა რა. კარგ რჩევას ყოველთვის დაუჯერებ
მადლობა მოლოცვისთვის
mamukaaa
მადლობა, გაიხარე
geojorjika
pilotina
ვაა როგორ იყიდე, მემგონი კვირას მოგიწევს ახსნა განმარტებების მოცემა
geojorjika
კრასავჩიკია. მშვიდობაშI!!!
pilotina
მშვიდობაში ! კაია თან მსუბუქი . ზურგჩანთისთვის იდეალურია ! მინდა მეც
pilotina
ლაივში კი მოგილოცე, მარა აქაც გილოცავ
მაგ თოფის მომწონს სასხლეტი მექანიზმის იდეა, მაგრამ აი კოლოფში ლულა რაცხა მე პირადად არ მომწონს, მაგხელა კოლოფი რომ არ ჰქონდეს, წონა ალბათ 1.2 კილოზე ან ნაკლებზე ჩავიდოდა....
მოკლედ თავის დროზე ვფიქრობდი მაგ შტუკაზე, მაგრამ რავი თან მომწონს თან არა... აი შენს მიერ ჩამოწერილიმინუსებიდან ყველაზე მეტად ლოყაშI გარჭობილმა კლიპმა დამაფიქრა
P.S. მაგას ლულის და კონდახის ხაზი ერთ ხაზზე აქვს ასე რომ მაღალი რინგები გარანტირებულად უნდა როგოროც AR15 ან M16 ამ ახლამდელ M4-ს ყველა ეგეთ იარაღს იგივე პიეველი ბულპაპი რომ აიღო ავსტრიული AUG ყვლას სამიზნის ხაზი საკმაოდ ზემოთ აქვს აწერული, სწორედ კონდახის სისწორის გამოა
geojorjika
აუ ჟორამ რა დაინახა ვსიო ელეთ მელეთი დაეწყო
მიდი მიდი შენ მაგაზე იჩალიჩე მე კიდევ ტალონი დამითმე, მაინც კომბალივით გიდევს თაროზე
pilotina
გილოცავ ძმაო მშვიდობაში და სასურველი სამიზნეების ჩამოხსნაში მუდამ დაგხმარებოდეს აი ფიშტო.
ja_ja
pilotina
ზურა გილოცავ, სულ ბიო მიზნებზე გაგეცვითოს მაგის ლულა.
რაც შეეხება კლიპის გარჭობას, ხალხი კლიზმასაც ეჩვევა და მაგი არაფერია,
ისე კი მაგ პრობლემა ნაკლებად შეგაწუხებს როდესაც მაღალ რინგებს დაუყენებ.
მშვენიერი აპარატია მშვიდობაში
ისე როგორი ჩათრევა სცოდნია პნევმატიკას, აღარც თანხებს ზოგავ, აღარც ენერგიას
pilotina
გილოცავ გულითა და სულით !!! გაემართლებინოს ის ნდობა და იმედები რაც შენ მასზე ამყარებდი ...
მართლაც , რომ ჩათრევა სცოდნია პნევმატიკას ... უკვე აღარ მიკვირს.
pilotina
გილოცავ მეგობარო.მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა.მაგაზე უკეთესები გაგეცვითოს
Multi-Tool
pilotina
მეც გილოცავ მეგობარო! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.
სულ უკეთესები და უკეთესები შეგეძინოს კიდევ!
maqsimusa
მადლობა, მადლობა, გაიხარე
pilotina
გილოცავ. .. რაც კაია, კაია. . .
pilotina
რამე ჩანს მეგობარო
pilotina
ვეღარ დატესტე ,, რუსკა " ? ჯგუფები გვინდა ...ვნახოთ.
datka25
name
მადლობა, გაიხარეთ
userman
თვითონ ჩააკითხა და ჩამოიტანა ნაწილ ნაწილ და ახლა გადაფრენა წამოღების ხარჯს თუ ანგარიშობ ნე ზნაიუ ნამეტანი იქნება მაგი
მოკლედ პატარა აფდეიტი თემას.
ჩამომივიდა მაღალი რინგები და MTC Viper Connect 3x12-24 ოპტიკა. ასევე წინა სახელური და უკან კონდახზე რეზინის მხარზე მისაბჯენი.
ამ რინგებით ოპტიკამ მაღლა აიწია და დამიზნებაც საკმაოდ კომფორტული გახდა. ასევე უფრო წინ წავწიე ოპტიკა და შედეგად კლიპი აღარ მებჯინება ლოყაში.
ოპტიკის ძალიან კმაყოფილი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ლინზის დიამეტრი სილ რაღაც 24 მმ-ია ძალიან ნათელია და მხედველობის კუთხე ჩვეულებრივ ოპტიკასთან შედარებით თითქმის ორჯერ ფართო აქვს.
ძალიან თხელი AMD ( Advanced Mil Dot ) ბადე დამიზნების უამრავ წერტილს იძლევა.
სამწუხაროდ მოუცლელობის გამო ჯერ დრო ვერ გამოვნახე, რომ ოპტიკა გამენოლებინა და ჯგუფებზე მესროლა, მაგრამ უახლოეს დღეებში ამასაც მოვახერხებ და შედეგებს მოგაწოდებთ.
ესეც განახლებული სურათები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
მომილოცავს ახალი შენაძენი . ეს სილამაზე თუ სიზუსტეშიც ჰპოვებს ასახვას , უკეთესს ვერც ინატრებს კაცი
მშვიდობაში, მაგარი შტუკაა ეგ ოპტიკა, ძალიან მომწონს
userman
geojorjika
მადლობა
ეს ოპტიკა ზედ გამოჭრილია მაგისთვის, ძალიან მომეწონა მშვიდობაში
ikaaa
გილოცავ, ჭკვიანური არჩევანია.
ნუთუ ეგეთი მოკლე საფოკუსე მანძილი აქვს ეგეთი მოკლე
გარმოშკა რომ უყენია?
გილოცავ, მართლაც რომ ძალზე მოუხდა
საერთო წონა რამდენია ნეტა?
Multi-Tool
მადლობა. კი ძალიან მოკლე საფოკუსე მანძილი აქვს. ამ ოპტიკის დამახასიათებელი თვისებაა, ამიტომ მწარმოებელი მხოლოდ პცპ-ზე და სუსტი უკუცემის ცეცხლსასროლზე დაყენების რეკომენდაციას იძლევა
gregory
მადლობა გრეგორ, გაიხარე
დღეს ვცადე ცოტა სროლა ქაღალდზე. ჯერჯერობით ეს საუკეთესო ჯგუფი გამოვიდა. დანარჩენები სადღაც 22-25 მმ-ის ფარგლებში იყო.
მანძილი 50 მეტრი, ტყვია JSB 15.89 gr, სიჩქარე 248 მ/წმ. მარა ეტყობა ფიშტოს, რომ მეტი შეუძლია, ამჯერად რომ არ გამოვიდა ჩემი ბრალი იყო
http://pix.ge/
pilotina
მაიცა მაგ მოკლე ლულიდან მეტს ითხოვ?
ja_ja
pilotina
დღეს ცოტა დრო გამოვნახე და გადავწყვიტე ქაღალდზე მესროლა ჩემი ვილკა და კონდორი.
ამინდი კარგი იყო, ძაან სუსტ ქარს თუ არ ჩავთვლით. მაძილი 50 მეტრი. ოპტიკის ზუმი 12-ზე. სიჩქარე 258 მ/წმ. მართალი გითხრათ 12 ზუმით 50 მეტრზე ცოტა ძნელია სროლა.
თვითოეულ სამიზნეში 10-10 ტყვია ვისროლე. ესეც შედეგი
http://pix.ge/
http://pix.ge/
მალადეც ვილკას .
კონდორისგან კი უფრო მეტს მოველი
12 ნი ზუმით, ნიავში და თანაც 10-10 ტყვიით მგონი მაგარი შედეგია
როგორც იქნა მოვახერხე ოპტიკაზე კამერის დამაგრება, ისე რომ მგონი გადაღებაც და სროლაც შესაძლებელი იქნება. ამ დღეებში დავტესტავ საველე პირობებში, ვნახოთ რა გამოვა...
pilotina
ფრიად სასიხარულოა. და რა ქენი, კამერას სტაბილიზატორი გამოურთე? გამოსახულება რომ არ ცურაობს.
მართლა საინტერესო იქნება, მითუმეტეს ერთერთი ყველაზე აქტიური ხარ.
Multi-Tool
Dave
ანუ მაგ ოპტიკისთვის ოპტიმალური მონტაჟი ეგ არის ??? სხვა ოპტიკაზე უნდა ცადო მაშინ ... მამენტ მოთხოვნასაც გააჩნია, თუ მეტი ხარისხი არ არის შენი პრიორიტეტი გასაგებია, მაგრამ ამდენი იწვალო და ხარისხი არ გქონდეს ცუდია ...
გამარჯობა,
პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს ვილკა, რამე მნიშვნელოვანი ხარვეზები ხომარ გამოვლინდა?
რჩევას თუ მომცემთ ჩამოტანასთან დაკავშირებით?
მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ რომ სანადიროდ კარგი, მოხერხებული აგრეგატია. ვიცი რომ ვალტერის ლულით გამოდის. გადატენვაც მოხერხებულია. ტექნიკურად რამდენად გამართულია არვიცი. ფასიც საშუალო აქვს
feeder
მადლობა
feeder
რუსეთიდან ჩამოტანაში მე შემიძლია დაგეხმარო, ხოლოთ გაითვალისწინე მე როცა კრუგერი ჩამომიტანეს თვითღირებულებას დაემატა რუსეთის შიდა გადაზიდვის ფოსტის ღირებულება 500 თუ 450 რუბლი ზუსტად აღარ მახსოვს + 1000 რუბლი იმ კაცმა აიღო მომსახურების ვინც გამიმიგზავნა და შემდეგ ტაქსი ვლადი კავკაზიდან 50 ლარი.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services