გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> CQB სტრაიკბოლში, Close Quarters Battle
Power_VANO
პოსტი Jul 19 2009, 08:18 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



მოკლედ, დღეს, აქვე, თბილისის მახლობლად, ერთ მშვენიერ პოლიგონზე (შეგნებულად არ ვასახელებ პოლიგონის მდებარეობას ზუსტად) წავედით სტრაიკზე. ჩვენი ფორუმიდან მე და ფარნა ვიყავით. ჯამში სულ ვიყავით ჯერ 10 კაცი, შემდეგ შემოგვემატა კიდევ ერთი - აკნოტა, სტრაიკის იარაღების ოსტატი smile.gif

სცენარი მარტივი იყო - თითოეულ გუნდს ჰქონდა 2-2 დროშა. გუნდის მიზანი იყო მოწინააღმდეგის დროში აღება და თამაშის ბოლომდე შენარჩუნება. თამაშის დასრულებისას (თითო თამაში ~40 წუთი გრძელდებოდა) რომელ გუნდსაც მეტი დროშა ექნებოდა კონტროლქვეშ, ის იგებდა. სულ 3 თუ 4 თამაში ვითამაშეთ.

ჩვენი რაოდენობა საკმაოდ კარგად მოერგო პოლიგონის ზომას. არც მტრის ნაკლებობას განვიცდიდით და არც ე.წ. "ზედახორა" იყო.

რაც შეეხება შენობას, სადაც თამაში მიდიოდა: შენობა აშკარად მოითხოვს გუნდურ თამაშს. პოზიციების გამაგრებისას ერთი კაცი საკმარისი არაა. საჭიროა მინიმუმ ორი, ზოგ წერტილში მეტიც. რაც მთავარია, რაც უფრო მეტხანს ძლებ, მით უფრო მტკივნეულია სიკვდილი (იქ რამდენი ხანი ჩასაფრებული იყავი, პოზიციას ამაგრებდი, იქ დროშა გამოგქონდა...) მოკლედ, ადრენალინი ზღვა რაოდენობით მოდის.

+ იმის გამო, რომ პოლიგონი პატარა ზომისაა, სროლა ხშირია და ახალი მოთამაშეებისთვის განსაკუთრებით კარგია, იგივე ტყვიის მოხვედრის დამუღამებისთვის, იგივე სავარჯიშოდ ზოგადად და ა.შ.

ასეთ პატარა ზომის პოლიგონებზე და შენობებში ხშირია დუელებიც, როცა მტერთან ერთი-ერთზე გიწევს ბრძოლა და გამარჯვება დიდწილად ტაქტიკაზეა დამოკიდებული.

პირადად მე მოვკალი რამდენიმე მოთამაშე, მეც არ დამაკლეს ტყვიები biggrin.gif
მომხვდა შუბლშიც, ლოყაშიც, სათვალეებშიც... მაგრამ განსაკუთრებით მწარე ზურგში აღმოჩნდა, თან შორიდან! ~140 მ/წმ ტუნინგიანი იარაღიდან.
ერთი იყო, რომ არც ველოდებოდი იმ მომენტში მტრის ცეცხლს, და მეორეც, ტკივილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა პირველი ტყვიისგან კუნთში, რომ ხმა ვერ ამოვიღე. ვერ ვიყვირე, და კიდევ ორიც მომხვდა biggrin.gif ვიკადრე მერე ყვირილი და ფეხზე წამოდგომა biggrin.gif სანამ რესპაუნამდე ჩავედი, მაგრად მეწვოდა ნატყვიარები. თანაც გზა რესპაუნამდე მოკლე არაა, მეორე სართულიდან უნდა ჩახვიდე სულ ქვემოთ, ნანგრევებიან შენობაში.

იყო მეორე საინტერესო მომენტი, როცა დერეფანში ვმოძრაობდი და მეგონა, მტერი არ იყო წინ. ვიყურები წინ და უცბად ვხედავ: საიდანღაც შარიკი გამოფრინდა და მომხვდა თვალში (სათვალეში) + მეორეც, ისიც სათვალეში biggrin.gif ახლაც არ ვიცი საიდან გამოფრინდა ის ორი ტყვია ზუსტად, ვერ დავაფიქსირე მტერი.

იყო ძალიან საინტერესო და ძალიან დაძაბული დუელი ROGI-სთან, პირველი თამაშისას და კრიტიკულ მომენტში გაგვაწყვეტინეს, მორჩა თამაში, გავიდა დროო sad.gif არადა რამდენი ადრენალინი, ენერგია და ნერვები დაიხარჯა სანამ სულ რაღაც 5 მეტრით წინ წავიწევდი და დერეფანში შევიდოდი, სადაც ROGI იდგა...

იყო მეორე შემთხვევა იმავე ROGI-სთან, როცა XZ როგორ არ მომხვდა ტყვია. ჩემს თანაგუნდელ DIVER-თან ერთად ავედი მეორე სართულზე, ორივე მხარეს, მარჯვნივაც და მარცნივაც მტერი იყო. უცბად მარცხნიდან ROGI გადმოხტა, ისროლა, მეც ვისროლე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ DIVER მოკვდა და მოკვდა ROGI-ც, მე გადავურჩი ტყვიებს. ამ დროს ვიცი, რომ მტერი #2 მარჯვნივაა. ავიღე დროშა, რომელიც დაივერმა დატოვა სიკვდილის გამო და ქვემოთ დავიწყე მოძრაობა კიბისკენ. წამიც და დავაფიქსირე როგორ ვუყურებდი G36-ის ლულას biggrin.gif წამის მეასედი და... ავტომატური ცეცხლი გაიხსნა G36-დან... მაგრამ... სადაა ტყვიები?! არცერთი ტყვია ჩემი მიმართულებით არ გამოფრენილა, მეორე ცეცხლი, ისევ არაა ტყვიების ხმა. თურმე "ხალასტოიზე" ისროდა ავტომატი biggrin.gif არადა ნეტა იცოდეთ, რა მომენტია, როცა ზუსტად შენს წინ G36-ის ლულას ხედავ, 4 მეტრში და სროლის ხმა გესმის + ტყვიების ხმა არაა, არ კვდები. მომენტში მეც ვიფიქრე, მხვდება და მე დავკარგე გრძნობა და ხომ არ ვიყვირო მოვკვდი მეთქი biggrin.gif

ბოლო თამაშში, როცა აკნოტა შემოგვემატა, იყო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, ვიცავდი კიბეებს დერეფანში, მეორე სართულზე და ამავე დროს ფანჯრიდან ვიხედებოდი გარეთ. ერთი გახედვისას აკნოტა დავინახე, რომელიც მტრის ბანაკში იყო. დასწყევლოს ეშმაკმა, იარაღი დაშვებული მქონდა იმ მომენტში. სანამ თავი შემოვყავი რომ აკნოტას არ შევემჩნიე (მაგრამ რას გამოვაპარებდი, დამინახა მაინც biggrin.gif ), გადავწიე იარაღი და ვისროლე, აკნოტა მზად დამიხვდა (წამის მეათედში მოხდა ეს ყველაფერი). ორივემ ვესროლეთ ერთმანეთს, მაგრამ ორივემ ავაცილეთ. არადა კარგი მომენტი იყო... sad.gif

ჰო, ფარნაც შემომაკვდა smile.gif ხეებში მიძვრებოდა, უნდოდა გარედან მოევლო ჩვენთვის და ჩემი საყვარელი კიბის პოზიციიდან დავინახე ფანჯრის იქით smile.gif 10-15 ტყვია ვესროლე, 3 მომხვდაო ფარნამ smile.gif

თამაშის მერე ვიხინკლავეთ და ლუდიც მივირთვით smile.gif ფარნას რა დაემართა, თვითონ დაწეროს :P

მოკლედ, მშვენიერი თამაში იყო, მივიღე CQB გამოცდილება, დაიხარჯა ბევრი ენერგია, ვისიამოვნე, იყო ოხრად ადრენალინილი და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი სუპერ გამოვიდა smile.gif ყველამ ვისიამოვნეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Jul 19 2009, 08:57 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ხოო ძაან მაგარი იყოო biggrin.gif სანამ შენ მოგკლავდი იმ გორიდან დაივერას გავარტყი biggrin.gif აძინოჩნითი და აღმოჩNდა რომ სიბნელეში თურმე ფოვერ ვანო იყო და რო დამიშვა იქიდან ეგრევე მომხვდა გრძელი ოჩერედი და წავედი გასაცოცხლებლად ხოო მე შარვალი გამეხა უბიდან კოჭამდე და დავრბოდი და ვთამაშობდი ეგრე რამექნა აბაა 19.gif :lol: ერთი რაღაც მისტიური გასროლა გამომივიდა biggrin.gif
მოკლედ მივტასაობ გორაზე და მესმის ოჩერედის ხმა ჩემკენ ნასროლის დავარდი ზურგზე რო არმომხვედროდა biggrin.gif არც მომხვდა :lol: და საპასუხოდ ერთი ვისროლე მარჯვენა ხელიდან პროსტა მარტო 1 ტყვია და მომხვდააააააა იქიდან ისმის ლამის გამოვშტერდი :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 19 2009, 09:24 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მდააააააააააააა, მოშნად ერთოდით, ისე დროა მემგონი მეც ვიფიქრო სტრაკზე smile.gif, მრა მანამდე მარადიორი მინდააააა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 19 2009, 10:57 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
მდაა მემგონი მეც დამაწყებინებენ ესენი სტრაიკის თამაშს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dePadel
პოსტი Jul 20 2009, 10:43 AM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 16-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 18



ვააა DIVER ას პრემიერა შედგა?smile.gif) ვულოცავsmile.gif
POWER-VANO სვაფი დაამუგამე აუცილებლათ რაც მალე მით უქეთესი.. მეორე ხელიდან სროლა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 20 2009, 10:50 AM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



dePadel
კი, ნუბიკები ბევრნი ვიყავით ამ თამაშზე საერთო რაოდენობასთან შედარებით biggrin.gif
მე, დაივერა, სტალკერის ძმა როგი და ფარნა.

ციტატა(dePadel @ 20th July 2009 - 11:43 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
POWER-VANO სვაფი დაამუგამე აუცილებლათ რაც მალე მით უქეთესი.. მეორე ხელიდან სროლა


აჰაა, ანუ მარცხენა ხელითაც რომ ვისროლო ხოლმე ხომ? აი ეხლა დავფიქრდი და გუშინ მარცხენა ხელით არცერთხელ არ მისვრია, არადა ზუსტად მაგიტონ მოასწრო აკნოტამ გაქცევა მაგალითად. დროც დავკარგე სანამ იარაღიანად ფანჯარაში გამოვჩნდი, + მთელი ტანი დაინახა აკნოტამ სამიზნედ. არადა მარცხენათი რომ მესროლა, მომესწრო იქნებ :user:
ვივარჯიშებ მაგაში აუცილებლად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:36 AM
Hosted by Pro-Service