გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

80 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები, არ განვიხილოთ?
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ.

ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს.

ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ.

ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე.



ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას.

შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ.

ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder:

მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Benjamin
იარაღის კლასი: PCP
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3.4 კგ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
წინა სამიზნე: არა
უკანა სამიზნე: არა
ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail
სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი
სასხლეტის რეგულირება: არის
ჩახმახის ტიპი: Bolt
ტყვიების რაოდენობა: 10
კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი
გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2

ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით.



როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა.



პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო smile.gif. ბევრი ახსნის მერე დავაჯერე თუმცა ბოლომდე დაიჯერა თუ არა არ ვიცი. ის, რომ მარადიორი ძალაინ ჰგავს ცეცხლსასროლ შაშხანას ეს ფაქტია, პირველი ქართველი მფლობელი და ჩვენი აქტიური ფორუმელი Beqa-ც საბაჟოზე ლამის შარში გაეხვა, თუ არა ვცდები მოსთხოვეს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არააო. თუმცა იქაც საკითხი მალე და უმტკივნეულოდ გადაწყდა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა.

კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს.



დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს.





რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს.





ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს biggrin.gif, რა თქმა უნდა უფრო მეტის დაკვეთაც შეიძ,ება, მაგრამ 2 ყველაზე ოპტიმალურია, თავიდან ორივე დატენილი გაქვს, პირველს ცვლი და მეორეს არჭობ თოფში, პირველს კი ამასობაში ტენი, თუ უცებ რაიმე სამიზნე გაჩნდა, მეორე კლიპიდან შეგიძლია ისროლო. მოკლედ მე პირადად მიმაჩნია რომ 2 კლიპი აუცილებელია, რადგან თოფი ძირითადად კლიპზეა გათვლილი და თითო ტყვიის ჩატენვა ხელით ცოტა არ იყოს მოუხერხებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ....

თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას.













რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა.









სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა.



მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ....



ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან biggrin.gif, რა თქმა უნდა ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იდეაში ჭკვიანურიც კი არის, ზამთარში თითი ცივი ლითონის გარემოცვაში არ იქნება, ერთი ლითონის სასხლეტიც ეყოფა თითს biggrin.gif.

რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.



რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება biggrin.gif







ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია biggrin.gif. ჩახმახის მოქმედების პრინციპი მარტივია, ამოწიე ზემოთ (იხსნება საკეტი), გამოწიე უკან ბოლომდე სანამ დამრტყმელი არ დადგება საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, კლიპიდან გამოსული ჩახმახის ცხვირი ანთავისუფლებს ტყვიისთვის ადგილს. კლიპი თავის მხრივ ზამბარის ზემოქმედებით მუშაობს, როდესაც კლიპში აღარც გასროლილი ტყვიაა და აღარც ჩახმახის ცხვირი, იგი ავტომატურად ტრიალდება და ჩახმახის ცხვირის წინ ახალ ტყვიას აყენებს. თქვენ ამას ვერც კი გრძნობთ ჩახმახი უკან გამოწიეთ და მილიწამებში ახალი ტყვიაა ჩახმახის წინ გამზადებული, მომენტალურად ჩახმახი წინ მიგაქვთ და ჩახმახის ცხვირი თვითონ იტაცებს ახალ ტყვიას, რომელსაც თქვენი ხელის მოძრაობასთან ერთაც ლულაში მიათრევს. ბოლო პოზიციაში მისვლისას ჩახმახს ძირს ჩამოწევთ და ჩაკეტავთ.







მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო.

თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა.

რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით biggrin.gif. ნელნელა პრაქტიკაზე მოდის გამოცდილება და ასეთი შეცდომები ქრება. თუმცა მაინც არის რის გამო შემთხვევები როდესაც ვერ იგებ დატენილი გაქვს თოფი თუ არა, სულ იმის ფიქრში ხარ ახლა რომ გადავტენო და თუ უკვე საბრძოლო მდგომარეობაშია თოფი ესეიგი მეორე ტყვიას ჩავტენი ლულაში...

თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება:
1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ.

2) თუ პირველად გაგისხლტათ ჩახმახი ხელიდან და პირველი ტყვია შეიტანა ლულაში, მაშინ ჩახმახი უკან მიგაქვთ, აყენებთ საბრძოლო მდგომარეობაში და აძრობთ კლიპს, კეტავთ ჩახმახს და ისვრით პირველ ტყვიას. შემდგომი გადატენვისას კლიპს თავის ადგილზე აყენებთ და აგრძელებთ სროლას.


მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება.

კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება.

კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ.



მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა.



სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ





დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა biggrin.gif, სხვათაშორის ეს ჩახმახია რომ ხალხს აგიჟებს. მეზობელი, გამვლელი, ნათესავი თუ ახლობელი, ყველა ქლიავდება მარადიორის დანახვაზე, პატარა შესავალია ყველსათვის გასაკეთებელი რომ ეს პნევმატიკაა და არა ცეცხლსასროლი, ზოგიერთი ამის შემდეგ მარადიორზე ხელს იქნევს, ასევთქვათ იმედგაცრუებას ხედავს, მითუმეტეს საერთოდ ეცინებათ როდესაც მარადიორის ხმას იგებენ საერთოდ სათამაშო ჰგონიათ, ვერ ხვდებიან რომ ეს სიჩუმე ოქროს ფასი ღირს.

ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება biggrin.gif.

მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს.



პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა biggrin.gif

ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა.

აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს biggrin.gif. რა თქმა უნდა საუბარია ღია სივრცეზე და არა ჩაკეტილ ოთახზე, ოთახში ცოტაოდენ სროლის ხმა ისმის. ნუ შეეცდებით ხმა გაიგოთ რაიმე ვიდეო კლიპის ჩანაწერის მეშვეობით, ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გექნებათ, ჩანაწერსე ყოველთვია არის ხმა, ეს გამოწვეულია მიკრაფონის მიერ ექოს და სხვა ტალღების დაჭერის შედეგად, ვერცერთი ჩანაწერი ვერ მოგცემთ მარადიორის რეალურ ხმას.

ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის.

ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს.



ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....).



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



რადგან მოდერზე და შრაუდერ ლულაზე გვაქვს საუბარი, არ შემიძლია არ ვახსენო ლულის რვიანი, რვიანი ისეა გაკეთებული, რომ ლულას არ ეხება, ანუ დისკოზე მთავარი სიზუსტის პრობლემად რეზერვუარზე ლულის მიმაგრებას ასახელებდნენ, ანუ წნევის ცვლილებისას რეზერვუარი ოდნავ იცვლის ფორმას და იგი მოქმედებს მასზე მყარად დამაგრებულ ლულაზე. ჰოდა აი მარადიორზე ასეთი რამ აღარ არსებობს, სახეზე გვაქვს ეგრეთწოდებული ”მართებული რვიანი”, რომელიც ლულას აღარ ეხება, აქედან გამომდინარე სიზუსტე არ არის დამოკიდებული წნევის ცვლილებისას რეზერვუარის დეფორმაციაზე. მოკლედ ლულა მხოლოდ კოლოფზეა დამაგრებული და გამოდის გამოკიდებული ლულა. თავისუფალია სხვა ზეგავლენითი წერტილებისგან.

ახლა გადავიდეთ სროლების რაოდენობაზე. აი აქ სიურპრიზი გელით biggrin.gif სიურპრიზი რომელიც მემგონი არცერთ სხვა თოფს არ გააჩნია, ალბათ მხოლოდ Gigabite13-ის Airforce Tallon-ი დამეწევა, მაგრამ მხოლოდ დამეწევა და ვერ გადამასწრებს. მიუხედავად იმისა, რომ მარადიორს სულ რაღაც 215 კუბური სანტიმეტრი აქვს და Airforce Tallon-ს კი 400 კუბური სანტიმეტრი, გასროლებით მარადიორი გაცილებით წინაა. ალბათ გაცილებით კარგადაა მოფიქრებული ჰაერის ხარჯვის სისტემა, სხვანაირ ახსნას ვერ ვნახულობ. როგორ შეიძლება 2-ჯერ უფრო დიდი მოცულობის რეზერვუარის მქონე თოფმა მხოლოდ მიახლოება მოახერხოს???

მაშ ასე ბევრი ლაქლაქის გარეშე ჩავატარე 2 ტიპის ექსპერიმენტი რამდენჯერმე. 3000-დან 1000 PSI-მდე მარადიორი ახერხებს 136-137 გასროლას. ამ დროს გასროლების სიჩქარე იწყება 190-195 მეტრ წამით და 136-137 გასროლა ჩერდება 215 მეტრ წამზე.

თუ ათვლის წერტილად ავიღებთ საწყის სიჩქარეს ანუ 190-195 მეტრ წამს და მარადიორს 3000 PSI-დან დავაწყებინებთ სროლას მანამდე სანამ სროლის სიჩქარე ისევ 190-195 მეტრ წამამდე არ ჩამოვა, მაშინ მივიღებთ 145 გასროლას, ამ დროს მანომეტრი 3000-დან ჩამოსულია 800 PSI-ზე.

არ ვიცი რა ვთქვა, პირი დამაღებინა, ამ ექსპერიმენტებზე და ქრონში გაატრებაზე 2 კოლოფი CUM-ი დამეხარჯა. არ ვიცი რის ხარჯზე ხერხდება ამხელა რესურსის გამოვლენა, თუმცა მინდა აქვე დავძინო წინა კვირას, სწორედაც რომ მაქსიმალურად დავცალე რეზერვუარი, ანუ ჩამოვედი 700 PSI-ზე, თითქოსდა მეტი ძირს სადღა უნდა ჩახვიდე, თოფი უკვე ჩანთაში ჩავდე და ამასობაში 28 მეტრში შაშვი ჩამომიჯდა ტოტზე, ვერ მოვითბინე, ამოვიღე თოფი, გავტენე შევიტანე მიზანში კორექტივები (2 მილით ქვემოთ ავიღე, იმიტომ რომ ტყვიის სიჩქარე აშკარად დაბალი იქნებოდა) და რას ფიქრობთ რა მოხდა? შაშვი გამჭოლი ჭრილობით გაქვავებული ჩამოვარდა. არ ვიცი ამ თოფს რა რესურსი აქვს, მაგრამ....

აქვე ღირს კიდევ ერთი საიდუმლო შესაძლებლობის ხსენება, Air Arms S 410-s აქვს ასეთი შესაძlებლობა და მას თუ არავცდები Power Adjuster-ი ჰქვია, მარადიორშიც გვაქვს იგივე, ოღონდ ცოტა ჩამალულია (კონდახის მოხსნის გარეშე ამ ადგილს ვერ მიადგები). მოქმედება დაიყვანება შემდეგამდე, რამდენად ჩქარა ანუ ერთდროულად მიეწოდოს ლულაში კლაპნიდან გამოშვებული ჰაერი. ეს არის ძალიან მარტივი დეტალი, უხეშად რომ ვთქვათ ეს არის ვინტი, რომელიც ადიდებს და აპატარავებს რეზერვუარიდან ლულაში ჰაერის გადამშვების კვეთას. შედეგად მიიღება შემდეგი ეფექტი, თუ გადამშვებში ვინტი შეხრახნულია, გადამშვები მილისთვის რჩება პატარა დიამეტრი და დამრტყმელის მეირ გამოყოფილი ჰაერი წვრილი ნაკადით გადადის ლულაში, ეს იწვევს იმას, რომ ჰაერის ნაკადის ლულაში მიწოდება მილიწამების პერიოდზე იჭიმება და ტყვიას ერთიანად სროლისთვის გამოყოფილი ჰაერი მთლიანად ერთ პორციად არ მიეწოდება.

თუ გადამშვებში ვინტს მოუშვებთ, მაშინ გადამშვების კვეთა იზრდება და ჰაერი მაქსიმალურად ერთ ნაკადად მიეწოდება ლულაში.

მოკლედ ტყვიამ ადგილიდან დაგაზოს ქაჯური სიჩქარით თუ ნელნელა აკრიფოს სიჩქარე ამის რეგულირება ხდება. თუ გადამშვები ღიაა, ტყვია უფრო ჩქარა მიფრინავს, თუ ნახევარი კვეთაა დატოვებული ან ნაკლები, მაშინ ტყვიის სიჩქარე შედარებით დაბალი იქნება. ამ დროს კლაპნის გახსნით გამოყოფილი ჰაერის რაოდენობა მგონი ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ ვთვათ ერთ გასროლაზე გამოიყო დამრტყმელის კლაპანზე დაჯახებისას 20 კუბური სანტიმეტრი ჰაერი, საუბარია ეს ჰაერი ერთიანად ეცემა ტყვიას და მიაწვება თუ ნელნელა.



ექსპერიმენტების დროს დამიგროვდა საინტერესო გადასაღები მასალა. აი ასე გამოიყურება ფიჭვის ფიცარში ნასროლი ტყვია CP 10.5, რომელიც ნასროლია 5 მეტრიან დისტანციაზე 190 მეტრ წამი სიჩქარით. მემგონი 24 მილიმეტრით ფიცარში შეღწევა ნომინალურ სიჩქარეზე არც თუ ისე ცუდია, სამწუხაროდ არ მოვიცადე და ფიცარო მაშინვე გავაპე შუაზე, არ გამახსენდა იგივე ექსპერიმენტი მაქსიმალურ სიჩქარეზე 270 მეტრ წამზე გამესინჯა და შემედარებინა.



აი ასე გამოიყურება 10 ცალი CP 10.5 მოხვედრილია ერთ ადგილზე, რა თქმა უნდა სროლა ხის ფიცარზე მიმდინარეობდა და ბოლოს ამოჩიჩქნა მოხდა.





აი ასე გამოიყურება 145 ტყვია, რომელიც ერთ ადგილში მოხვდა biggrin.gif ისევ და ისევ CP 10.5, საერთო წონით 91 გრამი, წესით 98 უნდა იყოს, მაგრამ სროლისას იმდენი ნაკუწები მოფრინავდა ჩემსკენ... და სხვათაშორის ერთი საინტერესო ფაქტი რაც დავაფიქსირე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რბილი ლითონი გამოიყენება პნევმატიკის ტყვიებში და თითქოსდა მისი საქმე მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილივით გატყეპებაა მიზანში მოხვედრისას, უნდა გაგაოცოთ და გითხრათ რომ არც თუ ისე პატარა ცეცხლოვან ნაპერწკლებს ყრიდნენ 50 გასროლის მერე ტყვიები, ასე რომ.... ცეცხლის გაჩენაც შეიძლება სურვილის შემთხვევაში. აქვე გთავაზობთ პატარა ვიდეო მიმოხილვას.



მოკლედ თოფს ენით აუღწერელი რესურსი აქვს, აქვე გთავაზობთ ქრონოგრაფის გრაფიკს. შეგიძლიათ დატკბეთ სროლების გრაფიკით. უბრალოდ აგიხსნით რომელი ხაზი რას ნიშნავს.



წითელი წერტილები - ეს არის გასროლები და ცხრილის მეშვეობით შეგიძლიათ სიჩქარეები ნახოთ
ლურჯი წერტილები - ეს არის ენერგია ჯოულებში, შეგიძლიათ მარჯვენა ცხრილში მოყვანილი ციფრებით ნახოთ ენერგია
წითელი ხაზი - საშაულო სიჩქარე ყველა გასროლიდან
ლურჯი ხაზი - საშუალო ენერგია ყველა გასროლიდან
მწვანე დაღმავალი ხაზი - რეზერვუარის დაცლის მაჩვენებელი, რედუქტორის შემთხვევაში თავიდან სწორი იქნებოდა ეს ხაზი და შემდეგ დაიწყებდა დაღმა სვლას
წითელი ძირა ტეხილი ხაზი - ჰაერის დახარჯული მოცულობა კუბურ სანტიმეტრებში.

ასევე შეგიძლიათ გადახედოთ წნევის ვარდნის გრაფიკს:

გასროლები - წნევა PSI
10 – 3000
20 – 2950
30 – 2900
40 – 2750
50 – 2600
60 – 2500
70 – 2400
80 – 2200
90 – 2050
100 – 1900
110 – 1800
120 – 1500
130 – 1200
136 – 1000


თოფის აბგრეიდი და მომავალი

ქარხნულად იდეაში თოფს არანაირი აბგრეიდი არ სჭირდება, პლიუს შემიძლია გაგახაროთ კროსმანის განცხადებით სულ რაღაც 4 დეტალის შეცვლით 0,177-დან შეგიძლიათ თოფი 0,22-ზე გადაიყვანოთ, ეგაა რომ ჩვენთან ასეთი რამ არ შეიძლება. საიდუმლო 4 დეტალი არის შემდეგი: ჩახმახი, ლულა, ლულის რეზინა და კოლოფი, თუმცა ეს ბოლო შეგიძლიათ არ შეცვალოთ, აფსოლუტურად იგივეა რაც 0.177-იან კალიბრში უბრალოდ კორპუსზე ეწერება .22 კალიბრი biggrin.gif რა თქმა უნდა ყველაფერ ამას სჭირდება შესაბამისი კალიბრის კლიპიც. რაც არ უნდა იყოს ამ თოფის ნაწილებს კროსმანი ჯერჯერობით არ ყიდის, ამ მომენტისთვის შემთხვევით ხელთ ჩავარდნილ სქემას გთავაზობთ რომელიც ამ მომენტისთვის კსროსმანის საიტზე აღარ დევს, ანუ ამით მოსპო კროსმანმა მობეზრებული წერილები და ზარები სადაც მომხმარებლები კროსმანს დეტალების შეძენას სთხოვდნენ. ერთერთი მომთხოვნი მეც ვიყავი და მომწერეს რომ ჯერ გასაყიდი თოფებისთვის ნაწილები არ ყოფნით ამიტომაც ჯერჯერობით ნაწილებს ცალკე არ ყიდიან, ბოლოს ეტყობა ყელში ამოუვიდათ ამის პასუხი და დეტალების სქემის ფაილი საერთოდ მოხსნეს საიტიდან biggrin.gif. იდეაში ეს კარგიცაა როდესაც ეს ფაილი ხელახლა გამოჩნდება კროსმანის საიტზე ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ კროსმანი მარადიორის დეტალების გაყიდვაზე გადავიდა.

თვითონ კროსმანი სავარაუდოდ არ გაჩერდება ადგილზე, ნათელი მაგალითი არის დისკოს თავბრუსდამხვევი აბგრეიდი მარადიორამდე, თოფს პრაქტიკულად არაფერი აღარ სჭირდება, ჩათვალეთ ძვირად ღირებულ AirArms S410-ი გიჭირავთ ხელში, მე პირადად შიდა რაღაც თავისებური დეტალების გარდა მეტი ვერანაირი განსხვავება ვერ ვნახე, ფასით კი ლამის 2.5-ჯერ დაბალია. ერთადერთს რასაც ალბათ კროსმანი 2-3 წელიწადში გააკეთებს იქნება მოდიფიცირებული მარადიორის გამოშვება, ასე ვთქვათ Benjamin Marauder MK II რომელშიც აშკარად რედუქტორს ჩაამაატებს, მეტი ამ თოფს არაფრის ჩამატება არ სჭირდება.
რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს ამ თოფთან მიმართებაში, უკვე ვიყიდე და უახლოეს პერიოდში ველოდები ხელით გაკეთებულ რედუქტორს, რომელსაც რეზერვუარში ჩავდებ და სანაქებო HW 100-საც გავუსწრებ, შედეგად გამომივა რომ 700$ ჩამოტანა აბგრეიდიანათ დავითრიე HW 100, რომელიც გაცილებით ძვირი ჯდება და ჩვენი ფორუმელი ჯორჯიკას გადათვლით თბილისში ჩამოტანა განბაჟებიანად HW 100 დაჯდება 1800 ევრო, 700$ მაგ ფასთან შედარებით სასაცილოდ მიმაჩნია.


მოკლედ ჩამოვთვალოთ ახლა ამ თოფის პლიუს მინუსები:

პლიუსები:
1) დიდი რეზერვუარი 215 კუბური სანტიმეტრი
2) ორმაგი დატენვა - ჰაერი და co2 (თუმცა co2-ს დაბალ სიჩქარეს მოგცემთ)
3) 10 ტყვიანი ავტო მიმწოდებლიანი კლიპი
4) უნივერსალური დატუმბვის შესაძლებლობა (ნასოსი ბალონი, კომპრესორი, co2)
5) კლასიკური ჩახმახი
6) უმაღლესი ხარისხის კონდახი
7) დეტალების დამუშავების მაღალი ხარისხი
8) აურაცხელი გასროლა
9) ინტეგრირებული მოდერი (შრაუდერი)
10) რეგულირებადი სასხლეტი
11) რეგულირებადი ჰაერის მიწოდება
12) 3000 PSI-მდე დატუმბვის შესაძლებლობა
13) კალიბრის იოლი შეცვლა
14) ქამრის სამაგრები
15) ალუმინის დეტალების ფართო გამოყენება (თორემ წონა დიდი გამოვიდოდა)


მინუსები:
1) წონა
2) ღია სამიზნის არ არსებობა
3) შესაძლებლობა შემთხვევით 2 და მეტი ტყვია ჩატენო ლულაში
4) რედუქტორის არ არსებობა, შედეგად სიჩქარეების ცვლადი დიაპაზონი

პირადი განაჩენი ერთია, აღფრთოვანებას იმსახურებს ეს თოფი, რატომ ღირს ასეთი იაფი არ ვიცი, კროსმანმა გადაწყვიტა კონკურენტების გაჭყლეტვა თუ ბაზრიდან მათი გამოყრა არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს საკმაოდ მომხიბვლელი და საინტერესო თოფი გამოვიდა, რომელსაც მე ყველანაირად რეკომენდაციას ვუწევ, თუ ხელებში დამბლა არა გავთ და ძალიან ახალგაზრდა არა ხართ (უბრალოდ წონა შეგიშლით ხელს, მე თოფი ოპტიკიანად მგონი 4,5 კილო გამოვიდა).


მაპატიეთ, რომ ძალიან დიდი მიმოხლვა გამომივიდა, და მაპატიეთ, რომ დავაგვიანე მიმოხილვის დაწერა, მაგრამ მე მგონი მაქსიმალურად შევეცადე პასუხი ყველა შესაძლო კითხვაზე გამეცა, თუმცა დარწმუნებული ვარ კითხვები მაინც იქნება, თუ რაიმე შესაკითხი გექნებათ არ მოგერიდოთ მკითხეთ, მე ყოველთვის მზად ვარ, მითუმეტეს ჩემს გარდა საქართველოში ეს თოფი კიდევ 2 კაცს აქვს ასე, რომ არ დაგზარდებით.

რაც შეეხება რედუქტორის ჩადებას, რედუქტორის შედეგებს დამატებით დავდებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:59 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჰო მართლა ერთი სურათი დამავიწყდა



ჩემი საყვარელი სნაიპერული პოზიცია, უბნის ყვანჩალებზე სანადიროდ, ხმა არ ისმის არ ვჩანვარ, მაგრამ ლულა რომ საეჭვოდ არ მოეჩვენოს მეზობლებს გაფენილი თეთრეულის ფონს ვეფარები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Oct 11 2009, 10:02 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



24.gif მინდა! დიდებული რეპორტაჟია,
P.S. დისკოს გაყიდვას ხო არ აპირებთ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 11 2009, 10:16 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja

მალადეც, მაგარი ხარ რა smile.gif , დიიიიიიიიიიდი მადლობა , როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ smile.gif
ციტატა(ja_ja @ 11th October 2009 - 11:40 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უკვე ვიყიდე და უახლოეს პერიოდში ველოდები ხელით გაკეთებულ რედუქტორს, რომელსაც რეზერვუარში ჩავდებ და სანაქებო HW 100-საც გავუსწრებ, შედეგად გამომივა რომ 700$ ჩამოტანა აბგრეიდიანათ დავითრიე HW 100, რომელიც გაცილებით ძვირი ჯდება და ჩვენი ფორუმელი ჯორჯიკას გადათვლით თბილისში ჩამოტანა განბაჟებიანად HW 100 დაჯდება 1800 ევრო, 700$ მაგ ფასთან შედარებით სასაცილოდ მიმაჩნია.


ნწუ ნწუ 1500$ და ტან 0.22 :P
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 11 2009, 10:17 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



giga_st
უკვე გაყიდა და ჩვენმა ფორუმელმა იყიდა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Oct 12 2009, 01:23 AM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



კარგი რევიუ და უკეტესი ფიშტო! ჯაჯ ტი ნა ვისაწე!
პ.ს ჰუჰ 22.gif ამხელა ტექსტებს ინტში არ ვკითხულობ ხოლმე თვალებს მატკიებს მარა საღოლ კაი საკითხავი იყო, რევიუ რომელიც კითხვას აღარ ბადებს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Oct 12 2009, 08:58 AM
პოსტი #8


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ja_ja
უძლიერესი რეპორტია. smile.gif
შენს სტილში. ინფორმატიული და ძალზე საინტერესო. დიდი მადლობა.
ერთი კითხვა მაქვს...
ქრონოგრაფის გრაფიკი... შენი ქრონი მიაბი კომპს???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 12 2009, 09:51 AM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Jah
ციტატა(Jah @ 12th October 2009 - 09:58 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი კითხვა მაქვს...
ქრონოგრაფის გრაფიკი... შენი ქრონი მიაბი კომპს???

არა ხელით შევიტანე ეგ ინფო, აქვს მანუალ რეჟიმი.

giga_st
ციტატა(giga_st @ 11th October 2009 - 11:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
P.S. დისკოს გაყიდვას ხო არ აპირებთ?

როგორც უკვე ჯორჯიკამ გითხრა მარადიორის ჩამოსვლის დღესვე მივეცი ჩემი დისკო ერთ ჩვენ ფორუმელს (ახალი მფლობელი არის Dawiti). 1 თვით ადრე ვიყავი შეპირებული რომ თუ ჩემი მარადიორი ჩამომივიდოდა, მაშინ დისკოს მას მივცემდი. ამიტომაც გასაყიდად განცხადება არ დამიდვია ფორუმზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Oct 12 2009, 09:59 AM
პოსტი #10


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ისე გიო გრაფიკი ცოტა არ იყოს კუზიანია... პლატო არის საძებნი... თუმცა რედუქტორი რომ ჩამოგიცა სულ დაიკიდებ ამას smile.gif
ისე თუ გინდა გაითამაშო მანამდე:
გრაფიკი იმიტომ იწყება დაბალი სიჩქარით, რომ როდესაც დიდი წნევაა რეზიკში, დასაწყისში, ზამბარას თავიდან უჭირს კლაპნის გახსნა, და რაც ვარდება წნევა მით უფრო ადვიოლად იხსნება კლაპანი. ცადე ცოტა ზამბარა მიჭიმო, და დერეფანი უნდა შევიწროვდეს წესით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Oct 12 2009, 10:15 AM
პოსტი #11


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



საღოლ, ღირდა ლოდინი რეპორტისათვის. ვსიო, კიდე ორი თვის ხელფასი და მარადიორი თავის ნასოსიანად ჩემია! (სახლში ან მომკლავენ, ან დამცინებენ)

\
ციტატა
თუ ხელებში დამბლა არა გავთ და ძალიან ახალგაზრდა არა ხართ (უბრალოდ წონა შეგიშლით ხელს, მე თოფი ოპტიკიანად მგონი 4,5 კილო გამოვიდა).

აი ეს ძალიან ახალგაზრდა რას ნიშნავს? ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც იმისი ძალა არა აქვს, რომ ეს მშვენიერება დაძრას, არაა ღირსი ამ თოფის, რადგან:
თუ ამას მისი ასაკი არ აძლევს საშუალებას (რავი, 14 წლის ბიჭმა მგონი უნდა აწიოს, ხომ?) ასეთი ბავშვისთვის არცაა საერთოდ იარაღი საჭირო(განსაკუთრებით 600$-იანი მარადიორი)
ან თუ ისეთი "სლაბაკია", რომ 5 კილოს ხელში აწევა არ შეუძლია, მაშინ ჯობია ეს 600 $ ჯერ ფიტნეს კლუბზე დახარჯოს და მერე იფიქროს მარადიორზე.
ხანშიშესული ხალხი არ მყავს მხედველობაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 12 2009, 10:22 AM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Jah
ციტატა(Jah @ 12th October 2009 - 10:59 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გრაფიკი იმიტომ იწყება დაბალი სიჩქარით, რომ როდესაც დიდი წნევაა რეზიკში, დასაწყისში, ზამბარას თავიდან უჭირს კლაპნის გახსნა

არა ეგ კაკრაზ ვიცი, თავიდან ინერცია არ ყოფნის დამრტყმელს და იმიტიმაც ბოლომდე ვერ ხსნის კლაპანს, სამაგიეროდ მოზომილი პორცია ჰაერი რომ გამოდის სროლის ხმა საერთოდ არაა biggrin.gif

გრაფიკი ვიცი კუზიანია მარა სადღაც 55-ე გასროლიდან 100 105-ე გასროლამდე (ანუ მთელი 45-50 გასროლა) არის 10-12 მეტრიან კალიდორში, სავსებით მისაღებია.მ ანუ წნევა სადღაც არის 2500-2600-დან 2100-2000-მდე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Oct 12 2009, 11:11 AM
პოსტი #13


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ნუ მაშინ 2600 მდე უნდა ტენო smile.gif ეგრევე პლატოში რომ მოხვდე.
საერთოდ ყველა ცდილობს გადაადგილოს პლატო მაღალ წნევებში, იქ ხარჯიც ნაკლებია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Oct 12 2009, 11:43 AM
პოსტი #14


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
ნუ მაშინ 2600 მდე უნდა ტენო ეგრევე პლატოში რომ მოხვდე.
საერთოდ ყველა ცდილობს გადაადგილოს პლატო მაღალ წნევებში, იქ ხარჯიც ნაკლებია

+1
ისე, არ გეწყინოს ja_ja მარა საერთოდ რედუქტორი რათ გინდა მარადიორზე? სწორედ ახლა ვფიქრობდი მაგაზე. არა, ცუდი არ იქნება და თავიდან მეც მაგრა მომეწონა რედუქტორის იდეა, თუმცა მარადიორის უდიდესი პლიუსი არის ის რომ შესაძლებელია მრავალი რაღაცის დარეგულირება. შენ გინდა 10.5 პრემიერით 280-285 მ/წ სიჩქარის მიღება და ამასთან რა თქმა უნდა ბევრი გასროლა (50-60 ალბათ?) იმის თქმა მინდა, რომ 3000 psi-ზე და სწორი რეგულირებით ამ შედეგს ვერ მიაღწევ რედუქტორის გარეშე? მემგონი თოფს აქვს ამის პოტენციალი(თუმცაღა, დარეგულირებასაც დიდი დრო და ენრგია უნდა)

შეკითხვა ასეთია: გიღირს კი რედუქტორი? კარგად დარეგულირება ხო არ ჯობია?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Oct 12 2009, 11:52 AM
პოსტი #15


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(nihontoman @ 12th October 2009 - 11:43 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შეკითხვა ასეთია: გიღირს კი რედუქტორი? კარგად დარეგულირება ხო არ ჯობია?

არა რედუქტორი ღირს 100%, რედუქტორის ჩაყენება არ ნიშნავს, რომ რეგულირების საშუალება არ ექნება.
თანაც ბევრად მარტივად. "პლატოს" - მოვლენა საერთოდ დაგავიწყდება. ანუ რედუქტორი სანამ გადავა "პრიამოტოკზე" სტაბილურობა გარანტირებულია... + რედუქტორის გახსნისას შეიძლება კიდევ პატარა პლატოს მონახვა wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SERGI
პოსტი Oct 12 2009, 12:12 PM
პოსტი #16


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 17-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Poti
წევრი №: 19
ქალაქი:ფოთი



ჯა -ჯა,
ძალიან მაგარი და კლასიკური რეპორტია მარადიორზე.ასეთი რეპორტი სხავ ფორუმებს ნამდვილად შეშურდებოდათ.

ერთი მინდა დავამატო კონდახის მასალასთან დაკავშირებით : როგორც ქროსმანი წერს ;გამოყენებულია Hard wood .მაგრამ ჩემ მოკლე პრაქტიკამ აჩვენა არც თუ ისეთი მაგარი ხეა. უკვე ხეს დაეტყო პატარა ნაჭ*ლეტები (ამას მარტო მე ვატყობ,სხვა ვერ შეამჩნევს)მიუხედავათ ფაქიზი ხმარებისა.ფაქტუირად ორჯერ გავაკეთე ნორმალური პრაკტიკა.
ასე რომ ცოტა სიფრთხილე გვმართებს ,რათა გარეგნული სახე კარგად შეინარჩუნოს.
მე უკვე ვიყიდე კამუფლიაჟის ლენტა ამაზონზე (10$)და ვაპირებ შემოვახვიო კონდახს.ლენტის მოხსნა და თავიდან შემოხვევეა არ არის პრობლემა,არავითარ კვალს არ ტოვებს და ამით ხე მუდმივად დაცული იქნება. ამ ლენტის გარეცხვაც არის შესაძლებელი
ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება McNETT Camo Form Army Digital Self-Cling Camouflage Wrap
სხვა პრეტენზიები ამ იარაღის მიმართ არ გამაჩნია.
ისე ქარხანა 3000 პსი-ზე გადაყვანას მაინც და მაინც არ უჭერს მხარს ,რატომ ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 12 2009, 01:26 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 12th October 2009 - 12:43 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე, არ გეწყინოს ja_ja მარა საერთოდ რედუქტორი რათ გინდა მარადიორზე? სწორედ ახლა ვფიქრობდი მაგაზე. არა, ცუდი არ იქნება და თავიდან მეც მაგრა მომეწონა რედუქტორის იდეა, თუმცა მარადიორის უდიდესი პლიუსი არის ის რომ შესაძლებელია მრავალი რაღაცის დარეგულირება. შენ გინდა 10.5 პრემიერით 280-285 მ/წ სიჩქარის მიღება და ამასთან რა თქმა უნდა ბევრი გასროლა (50-60 ალბათ?) იმის თქმა მინდა, რომ 3000 psi-ზე და სწორი რეგულირებით ამ შედეგს ვერ მიაღწევ რედუქტორის გარეშე? მემგონი თოფს აქვს ამის პოტენციალი(თუმცაღა, დარეგულირებასაც დიდი დრო და ენრგია უნდა)

შეკითხვა ასეთია: გიღირს კი რედუქტორი? კარგად დარეგულირება ხო არ ჯობია?


შენ რაღაც არ გესმის, მე მაგ თოფიდან 50-60 გასროლა კი არ მიჭირს, გამიკეთებია ერთი დატენვით 150-იც, მაგრამ სიჩქარეების დიაპაზონის ცვლა აკიდებული გაქვს რას არ უნდა არეგულიტო, "პრიამატოკს" ეგ ხარვეზი აქვს რაც არ უნდა არეგულირო.

ანუ რეგულირება შეიძლება სასხლეტის, მაგას არანაირი მუღამი არ აქვს სიჩქარესთან

რეგულირება შეიძლება გადამშვების, მაგასაც მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ ერთ მნიშვნელობას ირჩევ მაგრამ სხვადასხვა წონაზე სხვადასხვა ჰაერის მოცილობა გამომგდის მაინც

რეგულირება შეიძLება დამრტყმელის ზამბარის, მაგრამ თუ ძალიან მოუჭირე 3000-ზე და გახსენი კლამანი ისე რომ მოგცა 270 მ/ს, მაშIნ 2500-ზე უკვე მოგცემს 310 მ/ს-ს მოკელდ ვერანაირი რეგულირებით ვერ ჩასვავ სიჩქარეს ერთ კანალში, შანსი არაა, ან სათითაო გასროლა ცალცალკე უნდა არეგულირო, ეგ კი მაზოხიზმია.

რედუქტორი გაძლევს იმის საშუალებას რომ რედუქტორის მერე მუდმივი ერთი წნევის ჰაერი გროვდება, ანუ წინ რეზერვუარში არის 3000 რედუქტორის მერე კი რჩება მხოლოდ 1900. გაისროლე პირველი 1900-ით და მოგცა სიტყვაზე 260, მერე ადგები და კლაპანს გახსნი ბოლომდე მიირებ ვთქვათ 275 მ/ს-ს თუ მეტი გინდა ზამბარას მოჭიმავ და მიიღებ ვთქვათ 285 მ/ს. მეორე გასროლისას წინა წნევა ისევ ჩამოვიდა 1900 და იგივე სიჩქარე მიეცემა ტყვიას და ასე შემდეგ გამეორდება მანამდე სანამ წინა წნევაც არ გახდება 1900 PSI, ამის დაბლა რედუქტორი აღარ დააგროვებს თავის უკან 1900-ს. პირდაპირ რაც წინ იქნება იმას გაატარეს მის უკანაც შედეგად დაიწყება სიჩქარის ვარდნა.

ახლა მიღებული შედეგით გამოდის რომ თუ ასეთი სროლით გამოვიდა არა 150 არამედ 60-70 ერთი სიჩქარის გასროლა, მაშინ მიზანს ერთ ტყვიაზე რომ გაასწორებ გარანტირებულად იცი რომ დანარჩენი 69 ტყვიაც იგივე ადგილზე მივა თუ ტყვია არ იქნება დეფორმირებული ან სხვა წონის.

გაიგე რედუქტორის მუღამი????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Oct 12 2009, 01:40 PM
პოსტი #18


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(ja_ja @ 12th October 2009 - 01:26 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ თუ ძალიან მოუჭირე 3000-ზე და გახსენი კლამანი ისე რომ მოგცა 270 მ/ს, მაშIნ 2500-ზე უკვე მოგცემს 310 მ/ს-ს მოკელდ ვერანაირი რეგულირებით ვერ ჩასვავ სიჩქარეს ერთ კანალში

ნუ მთლად ასეც არ არის... პრიამოტოკების პლატოს ასწოერებენ, თან საკმაოდ სწორად. მაგალითად თუ გახსოვს მე დამიდია, ჩემი ვირთხას გრაფიკი, საკმაოდ სწორი იყო smile.gif კი ძალიან დიდი გადახარჯვით, მაგრამ პლატოს სისწორით იდეალური იყო...
რა თქმა უნდა პლატო არ არის მუდმივი smile.gif და რამოდენიმე 45-50 გასროლის შემდეგ ჩაგორდება ქვევით... აი დასაწყისის გასწორება შეიძლება.
და სულაც არ არის აუცილებელი, ზამბარის მიჭიმვის შემდეგ შუა დიაპაზონში სიჩქარე გაიზარდოს, შენ როგორც წერ, უფრო სწორად ის ოდნავ კი ავა მაღლა მაგრამ ასე არა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Oct 12 2009, 01:55 PM
პოსტი #19


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
შენ რაღაც არ გესმის, მე მაგ თოფიდან 50-60 გასროლა კი არ მიჭირს, გამიკეთებია ერთი დატენვით 150-იც, მაგრამ სიჩქარეების დიაპაზონის ცვლა აკიდებული გაქვს რას არ უნდა არეგულიტო, "პრიამატოკს" ეგ ხარვეზი აქვს რაც არ უნდა არეგულირო.

ვიცი, მე ვამბობ 50-60 გასროლას სწორედ 280-290 მ/წ სიჩქარეების დიაპაზონში. wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Oct 12 2009, 05:59 PM
პოსტი #20


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ერთადერთი დაგრჩა 50 და 100 მეტრაზე biggrin.gif გასროლა და ჯგუფების გაკეთება.
მართლა მაინტერესება რა შეუძლია ამ თოფს მართლაც დიდ მანძილზე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

80 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:45 PM
Hosted by Pro-Service