გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

23 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> HW 100 S - სრული განხილვა, მომავალ და მიმდინარე HW-ის მფლობელებს ეძღვნებათ
ja_ja
პოსტი Dec 2 2010, 08:28 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



შინდლერის ტყვია

წელი: 1943 ივლისი
ადგილმდებარეობა: ბირკინაუ (კონსლაგერი)
პიროვნება: ამონ გიუტჰი
დრო: დილა 6 საათი და 38 წუთი

მზე დღეს არ გეგმავდა ცაზე გამოჩენას, ამიტომაც, გადმოაფარა დედამიწას თავისი ნაცრისფერი უღიმღამო საბანი და დღეც, ნელ-ნელა, დიდი სიხარულის გარეშე აისახა ფანჯრებში. დღე ცდილობდა თავისი ნაცრისფერი შუქით შენს თვალებში შემოეხედა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა, თან გარეგნულად იგრძნობოდა რომ რაღაცა თავზე გიჭერს, გტკივა, მაგრამ ვერ იგებ ეს იმის ბრალია, რომ თავის ქალის შიგთავსი გუშინდელი ფრანგული კონიაკის დიდი დოზების გამო ქალაში არ ეტევა, თუ იმავე დოზა კონიაკის მიერ გამოწვეული გაუგებარი საქციელის ბრალია, რომელიც საძინებელ აპარტამენტებში დასრულდა.



თვალს ჯერ კიდევ ვერ ახელ, მაგრამ მძიმე და ატკიებული თავი იჭერს შორი-ახლოდან მომავალი დინამიკების ხმას. ალუმინის დინამიკები როგორც წესი კონსლაგერის პერიმეტრზეა განთავსებული და მკვახე ხმით გაჰკივის:
- aandacht, kijk uit voor de snavel, werkt en kwaken niet. Die ongehoorzaam zou worden neergeschoten
- Vergeet niet! Uw krill behoort tot jagers!



ოოხ, როგორ გაჰკივის ლეიტენანტი.... არ იცის რომ მისი ჰოუფშტურმანფურერი გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ ასეთ ალიაქოთს ვერ აიტანს.... თუმცა კარლი აშკარად იმ ხალხს განეკუთნება ვინც ტყუილად არ იყვირებს დილიდან, ესე იგი ეს რუხი არსებები ისევ უსაქმურობენ... მისახედია საქმე მაგრამ თავი როგორ მტკივა!!! უუუხ, როგორ მტკივა!!!

ცალი თვალი იხსნება და ხედავ საოცარ სილამაზეს, პაწაწუნა ლამაზ შიშველ ფეხის თითებს, აშკარად უხდება ეს პაწუა საყვარელი დეტალები მის მფლობელს. თითებს აყოლებ გაღებულ თვალს და ხედავ შემდგომ სილამაზეებს, ნაზი ფაფუკი კანი... წვივი.. კიდევ ზემოთ და... ჰოო.... ლამაზი ბორცვაკია, ამას უკვე მეორე თვალის შეშველებაც უნდა. იხსნება მეორე თვალი და... უუუუ! თურმე მეორე ბორცვაკიც აქვე ყოფილა, იქვე ჭალა.... ჰმმმ!!! საქმე საქმე, თორემ ფრაუ ფონ ეშტონის სხეული ნებისმიერს ნერწყვით დაახრჩობს.

გადმოყავი ფეხები ლოგინიდან, თავზე ხელები შემოილაგე, უხეშად თმები გაისწორე და მაგიდაზე მდგომი ყინულებით სავსე შამპანიურის ვედროდან ამოიღე სასიამოვნოდ გრილი ქილა, რომელსაც ვეებერთელა წარწერა ამშვენებს - BudFurrer.

მოხსენი სახურავი, პირველი ყლუპი და გაიხედე გვერდზე, სანამ თვალი რაიმეს დააფიქსირებდა სხეულმა იგრძნო ზეციული შვება, აშკარად კარდ რამეს უშვებს BudFurrer-ი. როგორც იქნა თვალი გაჩერდა ოთახის კუთხეზე და გონებაში ნელნელა აისახა შენი შაშხანა... თვალს უკრავ ნაცნობ ფიგურას და ფიქრობ - უჰუ! დროა შენი დროც დადგა.
ავლებ ხელს თოფს და მიეშურები აივნისკენ. წინ კონსლაგერის ხედი გეშლება. აქეთ იქეთ დარბიან ნაცრისფერი არსებები, ზოგი ფრთებს ისწორებს, ზოგიც ერთმანეთს რაღაცას ართმევენ, ყიყინებენ... აი საქმეს კი არ აკეთებენ! სასწრაფოდ გამოსასწორებელია!

მაშ ასე, BudFurrer აივნის რაფაზე, რომ ხელი არ შეგვიშალოს... თოფი ბეჭზე და ოპტიკაში პირველი სამიზნის მოძებნა.... აი ისიც, ზის და საქმიანად რაღაცას კენკავს. თითი კაკვზე, ღრმად ამოსუნთქვა და... ჩუმი უხილავი გასროლა, თოფს მხარზე ოდნავაც არ უკვრია, აი სამიზნეს კი ისე რეკა რომ საცოდავი იქვე ამოტრიალდა.



აფუსფუსდა იქვე არსებული რუხი საზოგადოება, დაიწყო კივილი წივილი!!!! ააჰააა! აფორიაქდით! მეორე სამიზნე, ისევ ჩუმი გასროლა და უკვე მეორეა მზად, ჩახმახის ჩქარი გადაწევა და მესამე ტყვია მზადაა... მაგრამ მოიცა გასროლამდე ყელი ჩავიტკბარუნოთ თორემ გაშრა ეს ოხერი. თოფს ხელიდან არ უშვებ, პირით ეძებ BudFurrer-ის თავს, ამოხვლიფავ ზეციურ სითხეს და ამასთანავე მესამე სამიზნეს ეძებ. აი ისიც, კიდევ ერთი გამოკვრა და მესამე, რუხი ფიგურა ძირს არის... იმედია დრეისათვის მაგალითი უკვე აქვთ...
ოოოხ რა მძიმე იყო მუშაობა! თუმცა უნდა აღვნიშნო რომ შედეგიანი იყო!

შემოიდე მხარზე კარაბინი, ერთი ორი გაიზმორე, შეატრიალ შემოატრიალე წელი და შემობრუნდი შინ, ფრაუ ფონ ეშტონისკენ. მიუახლოვდი და ტკბები, მისი ნაზი სხეულით, უცებ მოგინდა მისი გაღვიძება და ამისათვის მშვენიერ აზრად ჩათვალე კარაბინიდან ამოგდებული ცხელი მასრის გამოყენება, თამამად ხსნი ჩახმახს და თოფის მარჯვენა მხარეს უშვერ ფრაუ ფონ ეშტონს. ხსნი ჩახმახს და....

მოიცა მასრა სადაა??? ეეეე!!! აი ეგრეც ვიცოდი რა! აი ეგრეც ვიცოდი! ყველაფერი მაგარი აქვს ამ HW 100-ს მაგრამ აი ჰილზების ჩასადები არსად აქვს... სასწრაფოდ მოსაგონებელია მასრები პნევმატიკისთვის. რა სცენა ჩაიშალა, რა ოსკარი დაიკარგა, ფუი!!!


შესავლიდან შორიახლოს

იმედია აპეტიტი გაგეხსნათ და ამასთანავე მაპატიებთ ამ პატარა უაზრო შესავალს, მაგრამ როგორც სათაურიდან და უაზრო შესავლიდან ხვდებით დღეს საუბარი გვექნება გერმანულ შაშხანაზე, დიახ დიახ, ლეგენდარულ HW 100-ზე, რომელსაც უშვებს გერმანული ფირმა Weihrauch-ი.
ეს შაშხანა თბილისში კაი ხნის წინ გამოჩნდა, თუ არა ვცდები პირველი მათგანი თბილისს ეწვია 2010 წლის 2 მარტს. მაშინ ისმის კითხვა რატომ არ დაიწერა ამ ლეგენდარული თოფის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე? ვერ გეტყვით - სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ამ თოფის სრული მიმოხილვის დაწერა. დღეისათვის თბილისში მხოლოდ 1 თოფი აღარ არის, მაღაზია ”მაგნუმმა” პირდაპირ გერმანიიდან ჩამოიტანა მთელი პარტია, აქვე მინდა ვისარგებლო საშუალებით და აღვნიშნო საკმაოდ კარგ ფასად. რა თქმა უნდა ქართველი მომხმარებლისთვის ფასები მაღალია, მაგრამ თუ მსოფლიო ფასებს გავითვალისწინებთ.... ჰოო ეს უკვე საინტერესოა.

როგორც უკვე წესად გვაქვს ჩვეული შევეცდები ამ თოფის შესახებ მაქსიმალურად ყველაფრის მოყოლას, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც პუნქტებს გამოვტოვებ, რაღაც კი მინდა, თუ არ მინდა გამომრჩება. თუმცა ფორუმი იმისთვისაა, რომ ამ თემაში იყოს ეს თოფი შემდგომში განხილული.



განხილვისას შევეცდები, თოფის დეტალების, მექანიკის განხილვას, ასევე მის შესაძლებლობებს, ფასს და მოდიფიკაციებს შევეხები. მაშ ასე რა დამჭირდება თქვენგან ამ ეტაპზე? ჰმმმ, მემგონი მხოლოდ მცირედი, და ეს მცირედი არის:
- სკამი
- ჩაი, ყავა, ან ლუდი, რომელიც თქვენ მოგწონთ
- სასურველია დიდი მონიტორი, თუმცა პატარაც წავა
- ინტერნეტის სტაბილური ხაზი, თუმცა თუ ამ ტექსტს კითხულობს ესე იგი ტექსტი უკვე ეკრანზეა და ინტერნეტიც შეგვიძლია გადავაგდოთ
- და რა თქმა უნდა თქვენი სურვილი, რომ ეს ნაბოდვარი წაიკითხოთ.

მაშ ასე აღარ გაგაწბილებთ ისედაც ფორუმზე 4-5 დღეა ინფორმაციული ვაკუუმია, ზოგს უკვე ნერწყვები სდის... ზოგს სხვა რამ სდის... ასე რომ დავიწყოთ.


მოდელები პოდიუმზე

დავიწყოთ შორეული ისტორიიდან, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დედამიწა გავარვარებული ბურთი იყო ჩვენს ახლად ჩამოყალიბებული მზის ორბიტაზე... მოკლედ ასე ძალიან შორსაც არ გვინდა, გადმოვინაცვლოთ წინ რამდენიმე მილიარდი წლით და გავჩერდეთ 1899 წელზე, როდესაც შეიქმნა გერმანული ფირმა Weihrauch-ი. ფირმა თავიდანვე მუშაობდა და პრაქტიკულად მე-20 საუკუნის ბოლომდე უშვებდა მხოლოდ და მხოლოდ ზამბარ დგუშიან პნევმატურ თოფებს. მოდელი HW 100 ეს არის ამ ფირმის პირველი PCP იარაღი, და აქვე დავძენ ჯერჯერობით ერთადერთი.



კომპანია ამ ერთადერთ მოდელს უშვებს რამდენიმე ვერსიაში, ძირითადი განსხვავებები არის კონდახში და ლულის სიგრძეში, მაგრამ აქვე არის გარკვეული შეზღუდვები, რა თქმა უნდა ეს არის ენერგეტიკა. არის ჩვენთვის საყვარელი FAC ვერსია (ვინც ვერ მიხვდა და ჰგონია რომ აქ უწმაწური სიტყვებით ვიგინები, მათ ავუხსნი რომ FAC ეს არის აბრევიატურა და ნიშნავს Fire Arm Certificate), ასევე გამოდის 16 ჯოულიანი და 7,5ჯოულიანი. ბოლო ორი ჩვენ არ გვაინტერესებს. ასევე მოდელებში არის 3 ზომის ლულა 610 მილიმეტრი, 410 და 310 მილიმეტრიანი. ყველაზე ძლიერად ითვლება 610 მილიმეტრიანი ლულის მქონე FAC ვერსია, მაგრამ ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ახალი ტენდენცია, ახალ ახალი თოფები გამოდის 410 მილიმეტრიანი ლულებით და ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა 600 მილიმეტრიანი ლულების დეფიციტი, კერძოდ ქარხანა ცალკე 600 მილიმეტრიან ლულებს არ ყიდის. აქვე დავძენ ლულებს Weihrauch თვითონ აკეთებს, ასე რომ რომელიმე სხვა ფირმის ნაწარმში ნუ დაიწყებთ მის ძიებას. ყველაზე ახლოს ხარისხით არის Lothar Waltther-ის ლულები, მაგრამ შეგახსენებთ ქარხნულად LW-ს ლულები 605 მილიმეტრია, და პლიუს ამ ლულებს რაღაც ნაწილი უკანა მხრიდან დამუშავებისას ჩამოეჭრებათ, ასე რომ ალტერნატივას მიიღებთ smile.gif


კლასიკური HW 100 S


მოკლე ვერსია HW 100 S K

საერთო ჯამში დღეისათვის HW 100-ის ხაზში არის: HW 100 S, HW 100 SK, HW 100 T, HW 100 TK (სიმბოლო K მოდის გერმანულიდან კურც (kurz), ანუ მოკლე. ვიცი რომ ჩვენთან სიმბოლო K-ს აღიქვამენ როგორც სიტყვა კარაბინს, მაგრამ ისტორიულად K-ს აწერენ გერმანელები მოკლე ვერსიას, მაგალითად Mauser 98k, ანუ იშიფრება როგორც - 1898 წლის მაუზერის შაშხანა მოკლე ვერსია (საწყის ჩვეულებრივ ვერსიას ჰქონდა 740 მილიმეტრიანი ლულა, შემოკლებულ ვერსიას კი 600 მილიმეტრიანი), თუ გერმანელებს უნდა აღნიშვნა რომ ეს კარაბინია მაშინ სიმბოლო K-ს კი არ აწერენ არამედ იგივე მაუზერის შემთხვევაში აღნიშვნა იქნებოდა Mauser Kar 98k), HW 100 S - F.S.B., HW 100 T - F.S.B. (FSB შემოკლებით Full Shrauded Barrel, ანუ მოდერის მაგივრად შრაუდერი გამოიყენება)

რაც შეეხება გასროლების რაოდენობას. თუ გავითვალისწინებთ რომ გარეგნულად ყველა ვერსია ერთმანეთს ჰგავს და ყველა მათგანი ერთი და იგივე რეზერვუარს იყენებს, გასაგებია რომ ჩნდება კითხვა - რამდენ გასროლას გააკეთებს თოფი სხვადასხვა ენერგეტიკის დროს. მაშ ასე დატკბით:
30 ჯოული FAC ვერსია - იძლევა 40 სრულყოფილ გასროლას
16 ჯოულიანი ევრო ვერსია - იძლევა 110 გასროლას
7,5 ჯოულიანი F ვერსია - იძლევა 380 გასროლას


კონდახში ხვრელიანი ვერსია HW 100 T


კონდახში ხვრელიანი ვერსია თან მოკლე HW 100 T K


რა თქმა უნდა ეს არის ქარხნის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სამწუხაროდ ამიტომაც არ ვიცით რომელ ტყვიაზეა ტესტირება ჩატარებული (თეორიულად ეს უნდა იყოს სადღაც 9 გრანიანი ტყვია, მაგრამ კონკრეტულად და დაზუსტებით ვერ გეტყვით), ქარხნისვე განმარტებით ტყვიის სიჩქარეებიც შესაბამისად ნაწილდება:

30 ჯოული FAC ვერსია - 320 მეტრი წამში
16 ჯოულიანი ევრო ვერსია - 250 მეტრი წამში
7,5 ჯოულიანი F ვერსია - 170 მეტრი წამში

რადგანაც საქართველოში მხოლოდ დიდი ძალა და მაღალი სიჩქარე გვიყვარს... გასაგებია რომ მხოლოდ ამ ვერსიაზე გვექნება საუბარი.

კონდახები თოფს აქვს მხოლოდ 4 ტიპის, ეგრეთწოდებული T ვერსია 2 ნაირსახეობა (მოკლე და გრძელი) და S ვერსია ისევ 2 ნაირსახეობა (მოკლე და გრძელი), თითოეულ მათგანს თავისი მოყვარული ყავს. მე პირადად შეხება ორივე ტიპის კონდახთან მქონდა და რატომღაც ვამჯობინებ S ვერსიას, თუმცა ეს სუფთა სუბიექტური აზრია და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ T ვერსია ცუდია, ან ულამაზოა. ამაზე კამათი დღემდე მიმდინარეობს მსოფლიო საზოგადოებაში, ჩემი რჩევა იქნება დაივიწყეთ ჩემი მოწონება და სხვისი რჩევა, ორივე ტიპის კონდახი ხელში დაიჭირეთ და თქვენთვის სასურველი და სანატრელი ამოირჩიეთ.

გაითვალისწინეთ რომ კონდახის მოკლე ვერსია არის მხოლოდ K ინდექსის მქონე თოფებზე, ანუ მოკლე თოფებზე. დიდად შემცირებული კონდახი არ არის, მხოლოდ ცხვირის პატარა ნაწილია მოჭრილი სადღაც 4-5 სანტიმეტრი, დანარჩენის მხრივ ჩვეულებრივი ვერსიის ასლი კვალია.


შრაუდერიანი ვერსია HW 100 S - F.S.B.


შრაუდერიანი ვერსია ხვრელიანი კონდახით HW 100 T - F.S.B.

თოფის კლასიკური ვარიანტი არის, გრძელი ლულა და ლულის ბოლოს დამაგრებული მოდერი, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდა ეგრეთწოდებული FSB ვერსიები, ანუ შრაუდერიანი ვერსია. ეს უკანასკნელი ბოლო 1-2 წლის განმავლობაში გამოჩნდა ბაზარზე

ისევე როგორც უშრაუდერო ვერსია, შრაუდერიანსაც აქვს ორი კონდახის ვარიანტი. მოკლედ სრული ჩამონათვალი ყველა შესაძლო ვარიანტისა შეგიძლიათ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


კარგი ბატონო ჩავთვალოთ პირველადი შესამზადებელი მიმოხილვა გავიარეთ და ახლა გადავიდეთ კონკრეტულ მოდელზე. დღეს განხილვაში იქნება HW 100 S თუმცა ალაგ-ალაგ შეიძლება HW 100 T F.S.B.-ს ხსენებაც მოვასწრო.


ყუთი და....

მაღაზიაში შეძენის სიამოვნებას და ეიფორიას მე ვერ აღვწერ, სამწუხაროდ არ შევსწრებივარ ამ პროცესს (როგორც იცით თოფი ჩემი არაა, ეკუთვნის ჩვენს ფორუმელ პრეზიდენტს geojorjika-ს. მე უბრალოდ ამ მიმოხილვას ვწერ, რამდენიმე დღით ჩამბარდა ახალი ცინცხალი ფიშტო და...). დარწმუნებული ვარ მფლობელს სისხლი უდუღდა და უხაროდა როდესაც ხელში სასურველი კოლოფი ჩაბარდა. ან შეიძლება ხელი უკანკალებდა როდესაც ფულს იხდიდა... ვერ გეტყვით.







კოლოფი დიდი განსაკუთრებული გაფორმებით არ გამოირჩევა. არის გაკეთებული ჩვეულებრივი რუხი მუყაოსგან და რამდენიმე წარწერა აქვს, რომლებიც სულაც არ მიუთითებენ სანატრელ შიგთავსზე. გახსნისას აღმოაჩენთ სპარტანულ, მაგრამ საინტერესო კომპლექტაციას:

თოფი - 1 ცალი
მოდერი - 1 ცალი
რეზერვუარი - 1 ცალი
კლიპები - 2 ცალი
რეზერვუარის დამტენი კვიკი - 1 ცალი
რეზერვუარის პირდაპირ ნასოსთან მისაერთებელი კონექტორი (ძველი სტილით დასატუმბათ) - 1 ცალი
რეზერვუარის დასაცლელი - 1 ცალი
სახელმძღვანელო -1 ცალი
ზედმეტი მაკულატურა - 2-3 ცალი









როგორც ვიცი მფლობელისთვის (ანუ ჯეოჟორჯიკასთვის) სრული მოულოდნელობა იყო კოლოფში მოდერის აღმოჩენა, კომპლექტაციაში მოდერი შედის და თოფის ლულაზე სპეციალურად რეზბაც კი არის მოჭრილი მოდერის ჩასახრახნად. ალბათ FSB ვერსიას მოდერი არ მოყვება, მაგრამ ამბობენ მასზე დამატებითად მაგრდება მოდერი, ასე ვთქვათ დამატებითი სიმყუდროვისთვის, სამწუხაროდ დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით.

სამწუხარო ფაქტი ისაა რომ თოფს მოყვება კვიკი რეზერვუარის დასატენად, რომელიც ერთდება მხოლოდ ორიგინალ ნასოსზე (ანუ 1/8 დუიმების კონექტორზე ერთდება), აი ჯორჯიკას კი Benjamin-ის ნასოსი აქვს და ამიტომაც ორიგინალი ნასოსი აღარ შეუძენია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, Benjamin-ის ნასოსს კი 1/8-ის შესაერთებელი არ აქვს, მაქს აქვს ფოსტერის პორტი.

ამიტომაც თუ თქვენც დააპირებთ იგივე თოფის შეძენას და ასევე სხვა ნასოსით მის დატენვას, მაშინ ჯერ უნდა შეიძინოთ შესაბამისი გადამყვანი (ფოსტერის ჩქარი მოხსნის პორტი 1/8 პორტზე), რომელიც სადღაც 12-13$ ღირს, პლიუს ჩამოტანა და შიპინგი... მოკლედ ალბათ 16-17$-მდე დაგიჯდებათ ეს გადამყვანი.







პირველი რაც ყუთის გახსნისას თვალში მოგხვდებათ რა თქმა უნდა ეს იქნება ულამაზესი თოფი, თოფი ბევრი მინახია, მეც მაქვს ჩემი რჩეული, მაგრამ ამ გერმანელ ლამაზმანს აშკარად აქვს რაღაც თავისებური მომხიბვლელი. საუცხოო დამუშავება გინდ ხეზე, გინდ ლითონზე... გავმეორდები, მეც მაქვს მშვენიერი თოფი, რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება დამუშავების ხარისხით, მაგრამ.... შეიძლება ახალი რომ არის სისხლი ჩქეფს და მთლიანად იპყრობს ყურადღებას....


ტექნიკური მონაცემები

რადგან ყუთი გავხსენით, ისტორია განვიხილეთ... დროა გავიგოთ რას ვკიდებთ ხელს. მოდით მშრალად ჩამოვყრი მონაცემებს:

სიგრძე - 1070 მილიმეტრი
სიგრძე მოდერით - 1245 მილიმეტრი
კონდახი - კაკალი
კლასი - PCP
მანომეტრი - არის (მწვანე დიაპაზონი 200-120 ბარი)
ოპტიკის სამაგრი - Dovetail 11 mm (მერცხლის კუდი)
რეზერვუარის მოცულობა - 175 კუბური სანტიმეტრი
მაქსიმალური წნევა - 200 ბარი
მინიმალური წნევა - 120 ბარი
რედუქტორი - არის, დაყენებულია 120 ბარზე
ლულის სიგრძე - 600 მმ
ლულის სისქე - 16 მმ (რეალური გაზომვისას აღმოჩნდა 15,90 მმ)
კლიპში ტყვიების რაოდენობა - 14 ტყვია
კლიპის სისქე - 9 მილიმეტრი (პრაქტიკულად ნებისმიერი 4,5 კალიბრის ტყვია ჩაეტევა ამ კლიპში)
გადატენვის მექანიზმი - გვერდითა მხარი (Side level)
ენერგია - 30 ჯოული
ტყვიის სიჩქარე - 320 მეტრი წამში
წონა - 3,9 კილოგრამი მხოლოდ თოფი, ოპტიკის და მოდერის გარეშე
სასხლეტი - 2 საფეხურიანი რეგულირებადი

მგონი ყველაფერი ჩამოვთვალე... მაშინ ავიღეთ ხელში თოფი და....


ლამაზსა თვალი ჩავუკარ, მანაც ჩამიკრა თვალიო

მაშ ასე დავიწყოთ სილამაზეებზე და მოხდენილობაზე საუბარი. პირველი ლამაზი და სერიოზული სახის მიმცემი არის სქელი ლულა. სხვათაშორის სქელ ლულას არა მარტო ვიზუალური დადებითი მხარე აქვს, არამედ იგი დადებითად მოქმედებს მიზანში სროლაზეც, არ გეშინია რაიმეს რომ მიაყუდებ და გაიღუნება, დაყრდნობის არ შეგეშინდება. მოხდენილი და ლამაზია ზედაპირული ყველა დეტალი, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმსახურებს კონდახი და მისი დამუშავების ხარისხი. იმდენად თხელი ფორმები აქვს მიცემული და ისეთი ლამაზი ფაქტურებია არჩეული, რომ წონა პრაქტიკულად შეგვიძლია დავივიწყოთ.







სხვათა შორის კონდახი ლაქით დამუშავებული არ არის, უბრალოდ გაჟღენთილია ზეთით, თან ზომიერად, არც ზედმეტი ზეთის კვალი ჩანს, არც ზედმეტი პრიალი... პლიუს საუცხოოდ და საკმაოდ ღრმად დამუშავებული ”ნასეჩკები”... მოკლედ კონდახი იდეალურია, განსაკუთრებით ამას გრძნობ როდესაც თოფი ხელში გიჭირავს. მე პირადად მომეწონა S სერია იმით რომ ხელი იდეალურად ზის კონდახში, არც იქეთ გადახრა, არც აქეთ, პირდაპირ შენს ხელზეა გამოჭრილი, პლიუს მშვენიერი ზომის მონტეკარლოს ლოყა ახასიათებს. აი T სერიაზე იგივეს ვერ ვიტყვი, ჩვეულებრივი პისტოლეტის ფორმის სახელურია, მოხერხებული, მაგრამ ზედმეტი აღფრთოვანება მე ვერ ვიგრძენი, თუმცა S სერიას აქვს მინუსიც, არ არის უნივერასლი, ცაცია ამ კონდახს ვერ გამოიყენებს. T სერია ამ შემთხვევაში არის უნივერსალური გამოადგება მარჯვენა ხელის მსროლელსაც და მარცხენა ხელის მსროლელსაც.





კიდევ ერთი მინი დეტალი, ეს არის მხარზე მისადები რეზინის სამაგრი. როგორც ირკვევა ეს ბედნიერება მიწეპებულია კონდახზე, შესაბამისად მისი გამოცვლა მთლად იოლი არ იქნება. მეორეა კითხვაა - და რატომ უნდა გამოცვალოთ, ან რატომ უნდა მოხსნათ...



რაც შეეხება ლითონის დეტალებს... მინიმუმამდეა დაყვანილი ალუმინის გამოყენება, მართალი გითხრათ მე საერთოდ ვერ ვიპოვე სად აქვს ამ თოფს ალუმინის დეტალები. ყველაფერი რკინისგან და მძიმე შენადნობებისგან (ურანი, პლუტონი, ოქრო, პლატინა smile.gif) არის დამზადებული. კლიპიც კი რომელსაც უმეტესობა სხვა ფირმები პლასტიკატისგან, ან ალუმინისგან, ან ბოლო, ბოლო სილუმიტის შენადნობისგან ამზადებენ... გერმანულ ვარიანტში კლიპიც კი რაღაც სხვა მასალისგანაა დამზადებული, ფოლადი აშკარად არ არის, მაგრამ მსუბუქი შენადნობი ალუმინის ბაზაზე ნამდვილად არ არის.







მახსენდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკების ისტორია, ერთხელ ნანახი მაქვს ერთერთი ექსპერტის შედარება გერმანული ”ტიგრისა”-ისა და რუსული T-34-ის. ორივე ტანკიდან ამოღებული იყო საკისრეები რომელიც ერთი და იგივე ადგილზე გამოიყენებოდნენ და ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებდნენ. რუსული ვარიანტი ქარხნიდან გამოშვების დღიდან დაჟანგვას და გაფუჭებას იწყებდა, ტანკის დაზიანებისას პირველი სწორედ ეს საკისრე ფუჭდებოდა. გერმანული საკისრე კი გაკეთებული იყო 80 წლიანი რესურსის მარაგით. ტანკიდან ამოღებული საკისრე ისევ მშვენიერ მდგომარეობაში იყო და შეცვლის გარეშე განაგრძობდა თავის საქმის გაკეთებას, მიუხედავად იმისა რომ ტანკი რომლიდანაც დეტალი ამოღებული იყო ბრძოლის ველზე 2-ჯერ იყო აფეთქებული და ხელახლა იყო გარემონტებული.

აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, ლეგენდარული გერმანული ხარისხი ყველა დეტალში იგრძნობა, თუნდაც კონდახის ზედაპირის დამუშავებაში, რამდენჯერმე ვატრიალე ხელში და მართალი გითხრათ მიჭირს წარმოვიდგინო რა ღირებულებისაა დანადგარი, რომელიც ასეთ ფორმებს ასეთი სიზუსტით აკეთებს (ალბათ დაზგის ფასი ათეული და ასეული ათასი ევროთი კი არა მილიონებით განისაზღვრება), თან საკმაოდ ჩახლართული ფორმებია და არა სტანდარტულ საკონდახე მიხრა მოხრა. თუნდაც რვიანის ჩასასმელი ადგილი ავიღოთ, ხეში ზუსტად არის ამოჭრილი საჭირო ადგილები, მილიმეტრების დაცვით, მაშინ როდესაც სხვა მწარმოებლები, ძვირიან მოდელებშიც კი ამ ადგილებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.







როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე თოფს საკმაო წონა აქვს 3,9 კილო, ადრე ჩვენს ფორუმზე სხვა თოფებს განვიხილავდით და მათი წონა 3,4 თუნდაც 3,5 და 3,6 კილოგრამი მაქსიმუმად მიგვაჩნდა, ეს მოდელი კი მთელი 3,9 კილოგრამს იწონის, დარწმუნებული ვარ, მოდერი და ქამარი დამატებით კიდევ 200 გრამსა დაამატებენ და ქე ავცდით 5 კილოგრამს, ამას დაამატეთ ნორმალური ხარისხის ოპტიკა რომელიც მინიმუმ 1 კილოგრამს იწონის და.... და ვხვდებით რომ ეს თოფი ტყეში საბოდიალოდ შექმნილი არ არის.



ფასიც უკვე მიგვინიშნებს რომ ეს თოფი საპლინკაოდ შექმნილი არაა, ლეგენდები მის სიზუსტეზე ავტომატურად მიგვითითებენ, რომ საუბარი მხოლოდ სპორტზე შეიძლება და ამასვე ამტკიცებს თოფის ლულის კოლოფზე მიწერილი Weihrauch SPORT.



ბოლოს მოდით ამ განყოფილებაში განვიხილოთ თოფის ბალანსი. ბალანსი თოფს აქვს ზუსტად იმ ადგილზე სადაც რეზერვუარი ლულის კოლოფს უერთდება, ანუ შუა წერტილი სასხლეტს დაცილებულია 16 სანტიმეტრით. საწყალ HATSAN AT44-ში შუა წერტილი სასხლეტთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე HW100-ში, მიუხედავად ამისა თოფი ხელში, თურქისგან განსხვავებით იდეალურად ზის და წინ აშკარად არ გქაჩავს.



მაგრამ ეს მანამდე სანამ ფეხზე არ დადგები და არ შეეცდები სპორტული პოზის დაჭერას როდესაც მარცხენა ხელი პრაქტიკულად სასხლეტის რკალთან გაქვს მიდებული... აი აქ იგრძნობა რომ ცოოტათი უკვე გქაჩავს თოფი წინ. რამდენადაც ვიცი მოკლე ვერსია ანუ HW 100 SK (სიმბოლო K დასახელებაში მიგვინიშნებს რომ მოკლე ლულიანი ვერსიაა 410 მილიმეტრიანი და არა სტანდარტული 600 მილიმეტრიანი) გამოირჩევა უკეთესი ბალანსით. არც არის გასაკვირი, პრაქტიკულად 20 სანტიმეტრის სიგრძის და 16 მილიმეტრის დიამეტრის რკინის დეტალი გაქვს მოძრობილი, შედეგად ბერკეტის ვარიანტი ნაკლებად მოქმედებს და ბალანსიც წინ აღარაა გადახრილი. მოკლედ თავსატეხი შეძენისას ბლომად გექნებათ, მოკლე ლულა გრძელი ლულა.... ის კონდახი ეს კონდახი, შრაუდერი, მოდერი და ასე შედმეგ.



სროლა, დაცვა და ტყვიების მიწოდება

როგორც ტექნიკური მონაცემების დაწერისას აღვნიშნე თოფს გააჩნია 2 საფეხურიანი სასხლეტი რომლის რეგულირებაც შეიძლება. რეგულირებისთვის კონდახის მოხსნა საჭირო არაა, ამისათვის კაკვიც დამცავ სარტყელში არის 2 ხვრელი, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაგჭირდებათ ექვსკუთხედების ნაკრები, რა თქმა უნდა მეტრული, გერმანიაში დუიმების სისტემას არავინ იყენებს smile.gif





ქარხნულად წესით და რიგით სასხლეტის პირველ საფეხურს სჭირდება 120 გრამი ძალის დატანება რომ სასხლეტმა მოძრაობა დაიწყოს და მეორე საფეხურამდე მივიდეს. მეორე საფეხურზე მისვლისას გრძნობ წინააღმდეგობას და კიდევ დამატებით 120 გრამი ძალის დამატებისას ხდება დამრტყმელის მოწყვეტა.

სამწუხაროდ ზუსტად სასხლეტის ძალის გაზომვა არ შემიძლია არ გამაჩნია შესაბამისი ხელსაწყოები, მაგრამ სუფთა სუბიექტურად შემიძლია ვთქვათ რომ 120 გრამზე მეტი კი არა უფრო ნაკლები ძალაა საჭირო სასხლეტის სამოძრაოდ, ჩემის აზრით ეს არის სადღაც 70-80 გრამი. თან სასხლეტი მოძრაობს 5-6 მილიმეტრის მანძილზე და აწყდება მეორე საფეხურს. აი მეორე საფეხურისთვის საჭირო ძალა არანაირად არ შეადგენს 240 გრამს, ისევ და ისევ სუფთა სუბიექტურად ალბათ იქნება 120-140 გრამი. სხვათა შორის მეორე საფეხურზე დამრტყმელის მოწყვეტა მშვენივრადაა რეალიზებული, არანაირი ზედმეტი სვლა, ჩავარდნები, წაბორძიკება, ოდნავ მეტი ძალა დაატანე და გასროლა მომენტალურად ხდება. 10-20-ჯერ თუ გაისროლე უკვე ეჩვევი თუ როდის მოხდება გასროლა და ავტომატურად სროლა შენს კონტროლს ექვემდებარება.

თუმცა აქვს ამ საქმეს თავისი მინუსებიც... ხშირად მომსვლია ამ 2-3 დღეში შემთხვევითი გასროლები, ანუ იმდენად მსუბუქია სასხლეტი, რომ დამიზნების დაწყებისას ცოოტათი თუ გაერთე აზრებში გასროლა უკვე შემდგარი ფაქტია და მხოლოდ იმას ნანობ რომ ჯერ მიზანი ბოლომდე არ გქონდა ამორჩეული....



აქვე აღვნიშნავ მცველს. მცველი განთავსებულია ლულის კოლოფის მარჯვნივ ზედა მხარეს. ერთის მხრივ მოხერხებულადაა განთავსებული და შეიძლება მარჯვენა ხელის ცერა თითით მარტივად საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს. მაგალითად მცველის რეჟიმიდან ცეცხლის რეჟიმში შედარებით იოლია გადასვლა, თუმცა მაინც გარკვეულ ძალას მოითხოვს, აი მცველის რეჟიმში გადმოსვლა შედარებით რთულადაა და უფრო მეტ ძალას მოითხოვს, თან შედარებით მოუხერხებელია მცველზე დაყენება, ვიდრე საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა. თუმცა ეს ყველაფერი მიჩვევაზეა და რამდენად საჭიროა ამ თოფზე მცველის რეჟიმში გადაყვანა ეს ჯერ კითხვის ნიშნიშ ქვეშაა.


თოფი დაყენებულია მცველზე


თოფი საბრძოლო მდგომარეობაშია

ასე მაგალითად როდესაც თოფი გადატენილი არ არის, შეუძლებელია მცველის გადაყვანა დაცვის რეჟიმში, თოფი რჩება საბრძოლო მდგომარეობაში და ვერაფრის დიდებით ვერ გადაიყვანთ მცველის რეჟიმზე. ლოგიკა აქ ასეთია - მაინც არ არის თოფი გადატენილი და მცველი რათ გინდა?

მცველის რეჟიმში გადასვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ როდესაც თოფი გადატენილია. თან თუ გასროლას არ აპირებ... საკმაოდ იოლია თოფის საბრძოლო მდგომარეობიდან გამოყვანა. ამისათვის ჩახმახი, ნახევრად გადმოწიეთ უკან თითქოს და გადატენვას აპირებთ (ან ბოლომდე გადმოწიეთ უკან, თუ არ გეზარებათ), და გამოკარით სასხლეტს თითი. გაიგებთ ფუჭი გასროლის მცდელობის ნაზ ხმას (თუ ნახევარზე გქონდათ გადმოწეული, ხოლო თუ ბოლომდე გადაწიეთ ჩახმახი და სასხლეტს ხელი გამოკარით, მაშინ შეგიძლიათ სასხლეტი გამოკრულ პოზიციაში დატოვოთ და ჩახმახი წინ დაუშვათ, ისევ იგივე მოქმედება მოხდება) და მორჩა სამე, საბრძოლო მდგომარეობიდან თოფი გამოყვანილია.

ასეთი სიმარტივის შემთხვევაში ჩნდება კითხვა საერთოდ რა საჭიროა მცველი????

კარგი გადავიდეთ ჩახმახზე და კლიპზე. ჩახმახი უკვე ნაწილობრივ ვახსენე, მაგრამ მოდით დეტალურად განვიხილოთ. ჩახმახი არის ეგრეთწოდებული Sidelevel-ი, რომლის გადაწევა საკმაოდ იოლია, ვიტყოდი ჩახმახი თვითონ მოძრაობს, საკმარისია თავიდან გახსნა დაიწყოთ და შემდგომ თვითონ მიდის ჩახმახი თითქმის ბოლომდე უკანა პოზიციაზე, საჭიროა პატარა ძალაა იმისათვის რომ ბოლომდე გადატენოთ თოფი, ამასობაში ხდება კლიპის გადატრიალება და ტყვიის დაყენება მიმწოდებლის წინ.



შემდეგ კი გაითვალისწინეთ თოფის თავისებურება, მიუხედავად იმისა რომ ჩახმახი ბოლომდე გადავწიეთ და ყველაზე უკანა პოზიციაზეა, თოფი სინამდვილეში გადატენილი არაა, ანუ ასე ვთქვათ დამრტყმელი ამ დროს არაა სრულად ზამბარაზე დაყენებული.

საოცარია მაგრამ ფაქტია დამრტყმელის დაქოქვა მოხდება ჩახმახის წინ მოძრაობისას თან წინ მოძრაობისას, პირველი ნახევრის გავლის დროს დამრტყმელი არაა საბრძოლო მდგომარეობაში და ამ დროს რომ სასხლეტს გამოკრათ, ფუჭი გასროლა ხდება, ანუ კაკვი გამოვა ზამბარის მოქმედებიდან და გამოათავისუფლებს დამრტყმელს. რეალურად დამრტყმელის ასე ვთქვათ დაქოქვა ხდება მაშინ როდესაც ჩახმახი ბოლო ნახევარს გაივლის წინ წაწევისას.

აქვეა აღსანიშნავი გადატენვის სიმარტივე და სიმსუბუქე. ანუ ვთქვათ და სამიზნეს ოპტიკაში უყრებთ, დააპირეთ გადატენვა და დაიწყეთ ჩახმახის მოძრაობა უკანა მიმართულებით. უკან მოძრაობა იმდენად მარტივია რომ ცალ ხელში თოფის ჭერის დროსაც კი შესაძლებელია სამიზნის ხედვის არეალში დატოვება. ჩახმახის წინ მოძრაობისას იგივე პირობა არის შენარჩუნებული პირველი ნახერვის გავლისას, აი მეორე ნახევრის გავლისას ძალა უკვე საჭიროა და სამიზნის ოპტიკაში დაჭერა უკვე ჭირს, მაგრამ მაინც შეიძლება.



რაც შეეხება კლიპს, კლიპი წარმოადგენს ლითონის ბორბალს, რომელიც ცენტრში გახვრეტილია, ასევე გარე წრეზე აქვს 14 ხვრელი ტყვიებისთვის. ცენტრში არსებულ ხვრელში გადის კლიპის დასამაგრებელი ღერძი (ამავე ღერძზე არის კბილანები, რომლებიც კლიპის სპეციალურ ღარებში ჯდება) და დამრტყმელი. როგორც ხვდებით კლიპში ხვრელები არ შეიძლება ტყვიაზე უფრო პატარა იყოს, იმიტომ რომ ტყვია დაზიანდება. თუ დიდი ხვრელი იქნება ლითონის ბორბალში... მაშინ ტყვიები როგორც დავიცვათ იმისგან რომ მოძრაობისას კლიპიდან არ გადმოიყარონ? ამისათვის გამოსავალი არსებობს, კლიპს ირგვლივ აქვს რეზინის რგოლი შემორტყმული, რომელიც ხვრელებში ნაწილობრივ ყოფს ტანს. შესაბამისად როდესაც ტყვიას კლიპში დებთ ტყვიის თავი გადახტება ამ რეზინის რგოლზე და თავისი გამოყვანილი წელით გაეჭედება რეზინის რგოლზე. მორჩა გადმოვარდნა შეუძლებელია.



ამავე რეზინის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, მართალია ეს დამტკიცებული არაა, უფრო სახალხო დაკვირვებას გავს. მოკლედ დროთა განმავლობაში, ასე 200-300 ტყვიის გასროლის მერე თქვენმა თოფმა თუ დაიწყო ტყვიები გაფანტვა და მიზანში თუ ვეღარ არტყავთ, სავარაუდოდ კლიპის რეზინა გამოშრა და ამის გამო ტყვიები ზუსტად ვეღარ მიდის მიზანში. ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით რატომ ხდება ეს. გამოსავალი იმდენად მარტივია რომ მიზეზის ძიებას აზრი არ აქვს. მოკლედ კლიპის რეზინა დაზეთეთ სინთეტიკური ზეთით, ან სილიკონის ზეთით (სილიკონის ტაოტიც მისაღებია, ოღონდ იმდენი ზეთი და ტაოტი არ გამოიყენოთ რომ თქვენც გაისვაროთ თოფიც და გვერდზე მდგომებიც), მორჩა ჩაალაგეთ ტყვიები და ისროლეთ....



ჭკვიანურადაა მოფიქრებული კლიპის ტრიალიც, ანუ თუ ერთხელ კლიპი გადატრიალდა, სანამ გასროლა არ მოხდება, მეორედ კლიპი არ გადატრიალდება და ახალ ტყვიას ლულის მოპირდაპირე მხარეს არ დააყენებს. ეს იმას ნიშნავს რომ შემთხვევით ორი და სამი ტყვიის ლულაში ჩატენვისგან დაზღვეული ხართ. საკმაოდ ორიგინალური მეთოდია. თუმცა თუ 1 ტყვია უკვე ლულაშია, ამის შემდეგ თოფი მოხსენით საბრძოლო მდგომარეობიდან, და მოგვიანებით დააპირეთ ხელახლა გადატენვა.... მოკელდ ამ ჯერად 2-3 ტყვიის შეტენვისგან დაცვა აღარ მუშოაბს, კლიპი გადატრიალდება და მიმწოდებელ წინ ახალ ტყვიას დაუყენებს. თქვენც დაუფიქრებლად წაწევთ ჩახმახს წინ და აი ბედნიერება, მეორე ტყვია ლულაშია პირველთან ერთად.

მოდით განვიხილოთ ნადირობის სტანდარტული შემთხვევა, გადავტენეთ თოფი, ტყვია ლულაში მიწოდებულია. ახლა მივდივართ ტყე-ღრეში და არ გვინდა რომ თოფი ტყუილად იყოს გადატენილი (მოკლედ ზამბარას ვუფრთხილდებით), ამისათვის ჩახმახს გადმოვწევ ნახევარზე დავაჭერ სასხლეტს, თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან მოიხსნება. დავუშვებ სასხლეტს ბოლომდე და წავედით სანადიროდ. ვიარეთ 1 საათი, 2 საათი და დავინახეთ მინდორზე ბალახის მოსაძოვად გამოსული მამონტი. გასაგებია რომ მოგვინდა მონადირება, ამიტომაც თოფს უცებ ვამზადებთ, ზედმეტი ცერემონიალის გარეშე ჩახმახი გადავწიეთ ბოლომდე უკან და შემდგომ წინ (ამასობაში კლიპი ტრიალდება და მეორე ტყვიას ლულაში გვატენინებს, ის პირველი ისედაც ლულაშია). მორჩა თოფი მზადაა სასროლად. ვესროლეთ მამონტს, მაგრამ ავაცილეთ (ტყვიები გაიშალნენ და არცერთი მიზანს არ მოხვდა). სასწრაფოთ გადავტენეთ მეორეჯერ, მაგრამ მამონტი დაფრთხა და გაფრინდა.... ტფუი!... ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, ჩაბარდეს თავის პრეისტორიულ ეპოქას, მთავარია აწი იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ, ამიტომაც თუ თოფი გადატენილია ახლა მხოლოდ მცველზე ვაყენებთ და საბრძოლო მდგომარეობიდან აღარ ვხსნით.

საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა გამოგადგებათ მაშინ როდესაც სახლში ბრუნდებით და კლიპის ამოღება გინდათ თოფიდან (სიფრთხილეს თავი არ სტკივაო), ამისათვის გადმოვწევთ ჩახმახს, გავხსნით კლიპის ჩამკეტს, ამოვიღებთ კლიპს და თოფი გადატენილ მდგომარეობაში რომ არ დაგვრჩეს, გამოვწევთ სასხლეტს, არ ვუშვებთ სასხლეტს თითს, ისე დავუშვებთ ჩახმახს. გავიგებთ ფუში გასროლის ხმას, ანუ დამრტყმელი მოიხსნა საბრძოლო მდგომარეობიდან. მორჩა შეგიძლიათ თოფი ჩადოთ მანქანაში, ან შეინახოთ კარადაში.





მაგრამ მიუხედავად ამ ყველა სილამაზისა თვითონ კლიპის კონსტრუქცია გარკვეულ სირთულეებს ქნის. ასე მაგალითად შეუძლებელია გაიგოთ რამდენი გასროლა გააკეთეთ, ანუ 14-დან რამდენი გაისროლეთ, რამდენი დაგრჩათ კლიპში და ასე შემდეგ. აი კონკურენტი მარადიორი რომ ავიღოთ, ან FX-ის კლიპი, იქ მშვენივრად შეიძლება გაგება თუ რამდენი ტყვია დარჩა კლიპში და რომელ გასროლაზე ხარ. სამწუხაროდ HW 100-ში ამას ვერ გავიგებთ. შესაბამისად თავისუფლად შეიძლება მოგიხვდეთ შემთხვევა როდესაც გაისროლეთ 14 ტყვია, გამოგრჩათ გადათვლა, უცებ სამიზნე დაინახეთ, დაუმიზნეთ და მე-15 ტყვია ესროლეთ. მაგრამ სინამდვილეში მე-15 ტყვია კლიპში არ დევს, ანუ გამოდის ჰაერი გაისროლეთ. ვითომ და ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად კლიპს ერთი თეთრი ხაზი გააჩნია აღმნიშვნელად. მაგრამ ეს ხაზი თქვენ უნდა დააყენოთ სასურველ პოზიციაზე კლიპის ჩადებისას, და შემდეგ უნდა უთვალთვალოთ როდის გააკეთებს კლიპი 340-350 გრადუსიან მოტრიალებას და როდის დაინახავთ დარჩენილ 10-20 გრადუსში სასურველ ხაზს, რომ მიხვდეთ ტყვიები მორჩა. მოკლედ უნიჭო მცდელობაა რამენაირად აღნიშვნის მეთოდიკა შემოიღო, გამწარებული სროლისას ეს ცოტა არ იყოს ძნელია. თან 10, ან 15 ტყვიაზე მაინც იყოს კლიპი... 14 რამ მოაფიქრათ?

ასევე ხდება პრობლემა როდესაც კლიპის ჩამკეტი ბოლომდე წინ არაა მიწეული. კლიპს არტიალებს სპეციალური კბილანები, თუ ისინი კლიპის სპეციალურ ბუდეებში არ არის შესული, მაშინ ვიღებთ მეორე უკიდურესობას, გავისროლეთ, გადავწიეთ ჩახმახი, მაგრამ კლიპი არ გადატრიალებულა, შედეგად ახალი ტყვია ლულაში არ ჩაიდება და თამამად ვისვრით ჰაერს... პირადად მომივიდა ასეთი კურიოზი, ლამის 4-5 გასროლის მერე და გაუგებარი აზრების ტრიალის შემდეგ როდესაც ვცდილობდი გამეგო სულ რაღაც 4 მეტრში არსებულ ვეებერთელა ცელოფანს პაკეტს რატომ არ მოხვდა 5 ტყვიიდან არცერთი.... თოფის რეალურმა მფლობელმა მკითხა - კლიპი საერთოდ ჩაკეტილი გაქვსო? smile.gif.





ბოლო კლიპის პრობლემა, ეს არის ტყვიების დამთხვევა, მართალია ეს გაზვიადებული თემაა, მაგრამ ვთქვათ და გვაქვს სიტუაცია როდესაც დაგვრჩა ბოლო 6 ტყვია, კლიპს ბოლომდე ვერ ვავსებთ, ჩავდეთ ბოლო 6 ტყვია და ვდებთ კლიპს თოფში... იმისათვის რომ ყველა მომდევნო გადატენვისას ჰაერი არ გავისროლოთ და ექვსივე ტყვია სწორედ მიეწოდოს თოფს ლულაში თავიდან საჭირო იქნება ბარაბნის ტრიალი და საჭირო პოზიციაზე მისი დაყენება. ასეთი ზედმეტი მოქმედებები იგივე FX-ში და მარადიორში საჭირო არაა, თუმცა ამ თოფებს მეორე ტყვიის შეცდომით ჩატენვის შესაძლებლობა აქვთ smile.gif, მოკლედ სამყაროში სამართალი არაა. ერთ პრობლემას აღმოფხვრი მეორე ჩნდება, მეორეს აღმოფხვრი, პირველი იჩენს თავს.

სხვათა შორის არის კიდევ ერთი თავისებურება კლიპის ჩადება ამოღებასთან დაკავშირებით. თუ კლიპის ამოღება, ან შეცვლა გინდათ ახლით, მაშინ გინდა არ გინდა ჩახმახი ბოლომდე უკანა პოზიციაში უნდა გადაიყვანოთ. ამის შემდეგ კლიპის ჩამკეტი ღილაკი უნდა გაწიოთ უკან და.... აი გამონთავისუფლდა ადგილი კლიპის ამოსაღებადაც და ახლის ჩასადებადაც. გაითვალისწინეთ კლიპი მხოლოდ მარჯვენა მხრიდან იდება, მარცხნიდან სპეციალური წანაზარდი არ აძლევს კლიპს საშუალებას ამოვარდეს კოლოფიდან, იგივე წანაზარდი ხელს შეგიშლით მარცხენა მხრიდან კლიპის ჩადებაში. პლიუს გაითვალისწინეთ, კლიპის ჩადება ჩაკეტვის შემდეგ მისი მოძრაობა შეგიძლიათ მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით, უკუღმა ვერ დაატრიალებთ.



და ბოლოს წონა, კლიპი საკმაოდ წონისაა როგორც უკვე აღვნიშნე, რომელი შენადნობია გამოყენებული ან რა ლითონი ძნელია, იმიტომ რომ მუქი შავი საღებავი აქვს გადასმული. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის გადაუვა კლიპს საღებავი, თუმცა ვიცი სხვა საიტებიდან რომ ეს მალე არ მოხდება, შეიძლება 2-3 წელი საღებავი კლიპს არ აძვრეს, ასე რომ ლოდინი დიდხანს მოგვიწევს biggrin.gif, მანამდე კი შეგიძლიათ დატკბეთ კლიპის სუფთა წონით.



რეზერვუარი, ლულა და მოდერი

რეზერვუარი მემგონი ერთერთი ყველაზე პატარა აქვს HW-ის. ძირს მოყვანილია Hatsan AT44-ის რეზერვუარი და HW 100-ის რეზერვუარი, ვინც არ იცის შევახსენებ რომ ჰაცანის რეზერვუარის მოცულობაა 180 კუბური სანტიმეტრი, გერმანელის კი 175 კუბური სანტიმეტრი. HW 100-ის რეზერვუარი გაცილებით სქელია, ანუ შუა წელში და გარე კუთხეებში არის 37,1 მილიმეტრი შუა ადგილებში კი 35,7 მილიმეტრი, ანუ ერთერთი ყველაზე პუტკუნა რეზერვუარია. სხვათა შორის შუაში არსებული სქელი რგოლი ასრულებს კარგ საქმეს, იგი აძლიერებს კონსტრუქციას და უფრო მედეგს ხდის.





თუ დააკვირდებით თურქს და გერმანელს, თურქის რეზერვუარზე ასევე აღმოაჩენთ საბრძოლო კლაპანსაც, გერმანელს კი ეგ არ აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ თურქის რეზერვუარის შეცვლისას, შეიცვლება ჰაერის მიწოდების სისტემაც. ანუ ყოველ რეზერვუარს თავისი გადახრები ექნება. აი გერმანელში კი კლაპანი და რედუქტორი ლულის კოლოფშია ჩამალული და რამდენი რეზერვუარიც არ უნდა გამოცვალოთ თოფი ყოველთვის ერთნაირად გაისვრის.



სხვათა შორის თავიდან HW თვლიდა რომ რეზერვუარი ყოველთვის უნდა მოსძვრეს თოფს, შეუერთდეს ძირა კლაპნით ნასოსს, უნდა დაიტენოს და თავიდან ჩაიხრახნოს თოფში. ბოლოს გერმანელები მიხვდნენ რომ ეს მოუხერხებელია და ტყუილა ცვითავს რეზერვუარის რეზნას და განსაკუთრებით ლულის კოლოფის რეზბას, ამიტომაც რეზერვუარს დაემატა განივი პორტი. დღეს რეზერვუარის დატენვა შეიძლება თოფიდან მოხსნის გარეშე.

მიუხედავად განივი პორტისა დღემდე შესაძლებელია რეზერვუარის მოხსნა და მიერთება. მოსხნა შეიძლება დატენილ რეზერვუარზე, ამისათვის უბრალოდ მოატრიალეთ და მორჩა საქმე, სადღაც 1/3 გზაზე გაიგებთ რედუქტორიდან გამოპარულ ჰაერის ხმას, ნუ შეგეშინდებათ რეზერვუარი ამ დროს კპალანს მოცილებულია და რეზერვუარიდან ჰაერი არ იპარება.







ჩახრახნვისას ისევ უბრალოდ ჩაახრახნეთ რეზერვუარი, სადღაც ნახევარ გზაზე გაიგებთ რეზერვუარიდან თოფში გადასული ჰაერის ხმას და...

რაც შეეხება მანომეტრს, მემგონი HW-ის ერთერთი ყველაზე კარგი მანომეტრი მოყვება, ყველაზე ინფორმატიულია (რა თქმა უნდა იქნება ინფორმატიული, HW100-ს მოყვება მეორე ცნობილი გერმანული ფირმა WIKA-ს მანომეტრი), დანაყოფები არის 10 ბარით დაცილებული, რაც საშუალებას გაძლევს ზუსტად იანგარიშო რამდენი ჰაერი დაიხარჯა, რამდენი დაგრჩა და ასე შედმეგ. შეფერადებულიც კარგადაა:
- ყვითელი დიაპაზონი 0-დან 120 ბარამდე
- მწვანე სამუშაო დიაპაზონი 120-დან 200 ბარამდე, ამ დიაპაზონში მუშაობს თოფი ყველაზე ეფექტურად
- წითელი არა რეკომენდირებული, საშიში ზოლი. სასურველია ამ დიაპაზონში არ გადავიდეთ რომ რაიმე უბედურება თავს არ დაგვატყდეს.



რეზერვუარი თავიდან მოდის ცარიელი, ეს ნორმალურიცაა. რა იცი გზაში რა ხდება!, ეს თურქები არიან ჭკვიანები რომ თოფს და ცალკე რეზერვუარსაც უკვე დატუმბულს ყიდიან. ნოლიდან რეზერვუარის დატუმბვა არ დაგვითვლია, მაგრამ აი 120 ბარიდან 200 ბარამდე რეზერვუარის დასატენად საჭიროა 95-დან 103 ბუქნამდე, ეს ეხება Benjamin-ის ნასოსს.

ბარემ რეზერვუარზე ვართ და გავიხსენებ რეზერვუარის დატუნინგების მცდელობებს. რა თქმა უნდა 175 კუბიკი ცოტაა და ჰაერი მალე თავდება, ამიტომაც ბევრი ცდილობს გააკეთოს ხელნაკეთი რეზერვუარი და მოცულობა აიყვანოს 300, ან 350 კუბიკამდე. რა თქმა უნდა შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ჩემის აზრით, ჯობია მეორე სათადარიგო რეზერვუარის ყიდვა, რადგან ახალი ხელნაკეთი რეზერვუარი მაინც 200-250$-თან თამაშობს, თან ისეთ ბევრ გასროლების რაოდენობას არ იძლევა როგორიც მფლობელს დააკმაყოფილებს (მაქსიმუმ 92-98 სრულყოფილი გასროლა), ასე რომ ჯობია 2 რეზერვუარი გქონდეს და გეყოფა გინდა სპორტულ ღონისძიებაზე გინდა სანადიროდ, არც დატენვით დაიღლები, არც თოფის წონა შეგაწუხებს...

მგონი დაგვრჩა ლულა და შეგვიძლია ტესტირებებზე გადავიდეთ. მაშ ასე მისტერ ლულა.... სამწუხაროდ ლულას თოფს ვერ მოვხსნი პარტონთან ასეთ ნიუანსებზე არ მოგვილაპარაკია, ასე რომ მოგვიწევს გარეგნული ინფორმაციით დაკმაყოფილება.

პირველი რაც თვალში საცემია, ეს არის რვიანი, რომელიც ლულას მჭიდროდ აქვს შემორტყმული და თავის მხრივ რვიანი ვინტით ჩამაგრებულია კონდახში. ამით იმის თქმა მინდა რომ ლულა სულაც არაა გამოკიდებული, მაგრამ სულაც არ უშლის ხელს თავის საქმე 5-იანზე აკეთოს. აქ გარკვეულ წილად იმსხვრევა თეორიები იმის შესახებ რომ დაფიქსირებული ლულა ცუდია და ეს აფუჭებს საქმეს, თითქოს და რეზერვუარში წნევის ცვლილების გამო ლულას იქეთ აქეთ დაარბენინებს...



ერთის მხრივ კი მართალია, მაგრამ მეორეს მხრივ, რეზერვუარი რვიანშივე კი არის დაფიქსირებული, მაგრამ მაინც გამოყოფილია სისტემიდან, პლიუს რეზერვუარზე თუ გახსოვთ შუა წელში არსებული სქელი რგოლი! სწორედ ეგ რგოლი არ აძლევს რეზერვუარს დეფორმაციის საშუალებას. ასე რომ აქ საკამათო თემა მაინც რჩება, კარგია ლულა დაფიქსირებული რომაა, თუ ცუდია.

რაც შეეხება ლულის დამუშავებას, რა თქმა უნდა გერმანელებს არ ეშლებათ ლულის გვირგვინის ამბები და ლულას ქარხნულად აქვს დამუშავება გაკეთებული, რომელიც ჩემის აზრით საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და რა თქმა უნდა დამატებით საკუთარი ხელებით მანდ ჩაძრომა კატეგორიულად უნდა იყოს აკრძალული.

სურათზე ხრახნებიც ჩანს, საკმაოდ კარგად გამოიყურება, უბრალოდ ვახსენებ რომ სულ არის 12 ხრახნი, მაგრამ ეს 4,5 კალიბრში, მართალია მე შეხება არ მქონია 5,5 კალიბრთან, მაგრამ ამბობენ რომ 5.5 კალიბრში HW-ს აქვს მხოლოდ 6 ხრახნი.



ლულას ბოლოში აქვს მოჭრილი ”რეზბა”, ეს რა თქმა უნდა მოდერისთვისაა გაკეთებული. რეზბა სტანდარტული ½ UNF-ია. გარეგნულად როდესაც უყურებ რაღაც არაადეკვატურად გლუვი დამუშავება აქვს ამ ”რეზბას”, მაგრამ ფოტოაპარატით MACRO გადაღება ლეგენდებს სპობს და მშვენივრად ჩანს დამუშავების კვალი sad.gif.





თითონ მოდერს რაც შეეხება... დამუშავება უმაღლეს დონეზეა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ასევე იშოვება HAtsan AT44-ის მოდერი... მოკლედ არ შეიძლება ამ ორი მოწყობილობის ერთმანეთთან შედარება. თავიდან როდესაც HW-ის მოდერი ნანახი არ მქონდა ჩავთვალე რომ თურქების მიერ გაკეთებული მოდერი მშვენიერი იყო. აი გერმანელის ხელში დაჭერისას მივხვდი რომ ვცდებოდი. კონსტრუქციულად ყველაფერი იგივეა, მაგრამ აი დამუშავების მხრივ... ფორუმზე უკვე განიხილებოდა შემთხვევები როდესაც თურქს შუაში არსებულ გამყოფებზე დარღვეული ჰქონდა ცენტრი. მეთვითონ როდესაც დავშალე თურქული მოდერის, გამყოფი რკინის რგოლები თავისუფლად გადმოცვივდა, აი გერმანელში კი რგოლები იმდენად ზუსტად ზის რომ ცოცხალი თავით არ იძვრის.

მოდერი სტანდარტული HW-ის მეთოდითაა შექმნილი ანუ "ბიგუდები" და ქეჩა, შესაბამისად გვაქვს 2 მოცულობა, ერთი ცარიელი მოდერის მოცულობა, რომელიც შეადგენს 90.51 კუბურ სანტიმეტრს, მაგრამ ქეჩები და ბიგუდები რა თქმა უნდა იპარავენ სივრცეს და რეალური მუშა მოცულობა რჩება 37.31 კუბური სანტიმეტრი. დიახ დიახ 37 კუბიკი, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ და თქვენთვითონ დაითვალოთ. შიდა სიგრძე ხუფის დახურვის შემდეგ არის 157 მილიმეტრი, ეს მნიშვნელობა ერთი და იგივე იქნება, მაგრამ აი შიდა დიამეტრი ცარიელი მოდერის არის 27.15 მილიმეტრი, ხოლო შევსებული მოდერის შიდა დიამეტრი არის 17.47 მილიმეტრი. დანარჩენი მათემატიკაა.



აი რაც შეეხება მუშაობას....რა ვქნა, აქ ვახსენო თუ ცალკე თავში.... ჯანდაბას ბარემ აქვე იყოს. მაშ ასე მუშაობა არის საუცხოო, გინდ ბუნებაში გინდ სახლში გესმის მხოლოდ დამრტყმელის ხმა, რაღაც წვრილი და წყნარი ტკლინც. არანაირი ჰაერის ხმა, არანაირი სხვა დამატებითი ხმა.... მოკლედ არ არის სხვა ხმა. მიუხედავად იმისა რომ თურქიც იგივეა.... იდეაში გასასინჯია ჯერ და შემდეგ შეიძლება დაზუსტებით თქმა, მაგრამ სუფთა სუბიექტურად მემგონი თურქს მაინც აქვს რაღაც ხმა.

მოკლედ ვისაც მარადიორის ჩუმი გასროლა მოსმენილი გაქვთ შეგიძლიათ პირი დააღოთ! HW 100 უფრო ჩუმია თავისი მოდერით, ვიდრე მარადიორი შრაუდერით! სხვათა შორის HW 100 FSB-ც ხმაურიანია, თან საკმაოდ დიდი ხმა აქვს, FSB ვერსია ახლოსაც ვერ მიდის მარადიორთან, აი უბრალო მოდერიანი ვერსია კი ბოლომდე კლავს ჰაერის ტალღის ხმას. გინდ დაიჯერეთ გინდ არა.


ველად გაჭრილი ტესტები და მონადირებული შედეგები

ჰოოო ტესტირება დავიწყეთ შაბათს ანუ შეძენიდან მეორე დღეს, თუ მესამე დღეს... ჰმმმ აღარც მახსოვს.. მოკლედ ეს იყო 27 ნოემბერი წყნარი ამინდი, დაგემოვნების დიდი სურვილი და....


თოფის მფლობელის ამაყი გამოხედვა biggrin.gif

ასე იყო თუ ისე შევიკრიბეთ რამდენიმე მსურველი საიდუმლო სერობაზე, ჩავეხუტეთ გერმანელ სტუმარს და ვეწვიეთ ტბასა ლისისასა. გავჩერდით გზის პირას და მემგონი მანდ მწარედ მივქარეთ, ოხ რა მივქარეთ! biggrin.gif.

ჯერესერთი ხომ გამვლელ გამომვლელმა მანქანებმა აგვიკლეს, ყველას უნდა გაეჩერებინა მანქანა გადმოეყო თავი დაეღო პირი და მერე ნელნელა წსულიყო, მეორეცესერთი ლისის ტბა თუ საქორწილო ტრასა იყო მემგონი არავინ ვიცოდით biggrin.gif, ყოველ 20-30 წუთში ახალი კოლონა მიბობღავდა იმ დამტვრეულ გზაზე კივილ წივილითა და დაჭყეტილი თვალებით, ალბათ ეგონათ საქორწილო დღე დაყაჩაღებით მთავრდებოდა, ან პატარძლის გატაცებით... აბა რავიცი, სხვა რა შეიძლება ეფიქრათ მოქეიფე გაუგებარ ხალხს, რომლებიც შუა ქეიფი და ”გულავის” დროს 3 შეიარაღებულ პიროვნებას გადააწყდნენ გზაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif.

ჯანდაბას დავხუჭეთ ამ ხალხზე თვალი მაგრამ ცოტა ხანში პატრული დაგვადგა თავზე - ასე გვითხრეს იარაღიანი ხალხი დადის მანდო. მოკლედ TT-ს მეგობრები იყვნენ რომ გაიგეს პნევმატიკა არისო ინტერესი დაკარგეს და ეგრევე თავისი იდეების შემოტენვა დაიწყეს... - გეკო გეყიდათ არა ჯობდაო?!



რავიცი განვანათლეთსავით, რომ გეკო საშიშია, ხმაურიანია, ძვირია საბრძოლო მასალა, ისევ მათგანვე (ანუ პოლიციისგან) შეწუხებას და თავზე დადგომას გამოიწვევს (თუმცა ისედაც არ გვაკლია მათი მზრუნველობა)... რავიცი მემგონი მაინც ვერაფერი გაიგეს და წავიდნენ იმ იდეით, რომ უფრო კაი იქნებოდა ერთი ორი კაი მაკაროვი გვეყიდა კაი რუსულ ტაოტში ამოსვრილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif.

ყველაზე უსიამოვნო კი ის იყო რომ ერთერთი პოლიციელი რომელიც HW-ის ჩააცივდა თვალებით, ბოლოს მოვიდა და მეკითხება - ეს ლულაზე რა აქვს, ”გლუშიტელიაო”?, ავუხსენი რომ ამ თოფს არ აქვს ხმა და გლუშიტელი არ სჭირდება smile.gif, დამიჯერა... მაგრამ აქვე ჩანს ლულაზე წამოწმული მოდერი რა პოტენციურ პრობლემებს შეიცავს, აი შრაუდერიან თოფზე კი ასეთი კითხვები არ გაჩნდება (მარადიორი სულ მათ თვალწინ ტრიალებდა, მაგრამ... ნუ კისტია რა... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ), შესაბამისად HW 100 F.S.B ასეთ შემთხვევებში გამართლებული ვარიანტია.



კაი ბატონო ყველა ეს სისულელე ასე თუ ისე გადავლახეთ, და გადავწყვიტეთ თოფის დაქრონვა... გამახსენდა რომ ქაღალდი და კალამი არ მქონდა წამოღებული, ამიტომაც დავაძრე ჩემი ტელეფონი და დავიწყე ჩაწერა... ამ ჩაწერისას სულ დამავიწყდა თოფის რეზერვუარის პირველადი მონაცემების ჩაწერა.... როგორც მე-10 გასროლაზე გაირკვა რეზერვუარი ბოლომდე დატენილი არ ყოფილა და დასაწყისში სადღაც 180 ბარზე იყო შევსებული. შედეგად აზრი დაკარგა პირველმა გაქრონვამ, თუმცა მაინც მივიყვანეთ 120 ბარამდე და ვნახეთ რომ თოფი მუშაობს მაქსიმუმ 305 მეტრ წამზე და მინიმუმ 299 მეტრ წამზე. გამოყენებული იყო 10,2 გრანიანი JSB Exact Heavy. 120 ბარის შემდეგ იწყება ვარდნა, იმიტომ რომ რედუქტორი აღარ მუშაობს და შესაბამისად რეზერვუარიდან ჰაერი პირდაპირ ლულაში გადადის. შესაბამისად მანამდე თუ 299-დან 305-მდე მერყეობდა სიჩქარეები, 120 ბარის შემდეგ იწყება გარანტირებული ვარდნა ზემოთ ამოსვლის გარეშე. ანუ 298, 297, 295 და ასე შემდეგ სულ უფრო ძირს და ძირს.




მე და დავითი უბანძეს ოპტიკას ვაყენებთ ერთერთ საუკეთესო თოფზე biggrin.gif

მოკლედ ფაქტი იყო რომ მეორეჯერ თავიდან გაქრონვა საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ რატომღაც ამ მომენტში, ჯორჯიკამ თავისი ახალი თოფი ჩემს ხელში მიატოვა, თვითონ ჩემი მარადიორი გადაიკიდა და წავიდა სანადიროდ.... გადავწყვიტე მიზანზე შემემოწმებინა თოფი, ამისათვის დავაპირეთ ოპტიკის დამაგრება, მაგრამ ჯორჯიკა ჩემი ფიშტოთი გაიქცა, თენგოს თოფს ვივერის სამაგრები ჰქონდა ჩვენ კი მერცხლის კუდის სამაგრები გინდოდა, ასე რომ დავაძრეთ რაღაც საშინელი 3-9x32-იანი ოპტიკა და შევეცადე თოფზე დამეყენებინა. ოპტიკას საკმაოდ უკან გამოწევა დასჭირდა, იმის გამო რომ რინგი მილზე მიმკვდარი იყო, მომიწია რინგის მოხსნა, წინ წაწევა... მოკლედ მთელი სისულლები ვაკეთეთ და საცოდავ ულამაზეს გერმანელს, რაღაც მახინჯი საშინელება ჩამოვაცვით biggrin.gif.


მე ახალ თოფს ვეჩალიჩები,
პრეზიდენტმა კი ჩემი თოფი გადაიკიდა ზურგი გვაქცია და მიგვატოვა





რა ემჩნევა ახლა ჟორჟიკას იმისა რომ ახალი თოფი უხარია?
დარბის ჩემი თოფით და უხარია ბალახებში რაღაცეებს რომ ნახულობს biggrin.gif


დავაძრეთ სასროლი ბალიშები, იქვე მანქანის კაპოტზე მოვაწყვე გასასწორებელი პოზიცია და 22 მეტრზე ოპტიკა 3 გასროლაში გავასწორე. 22 მეტრშივე საკმაოდ საინტერესო იყო ტყვიის მოხვედრა. ოპტიკის მისროლა გავაკეთე ბორცვაკზე დაგდებული პაწუა კენჭის მეშვეობით, მესამე გასროლაზე კენჭი ბორცვაკიდან გაქრა. მოვძებნე კიდევ ერთი კენჭი, კიდევ ვესროლე ისიც გაქრა და ასე შემდეგ, 3-4 კენჭი აორთქლდა. უკვე საინტერესო იყო თოფის შესაძლებლობები, ამიტომაც თენგომ გამოთქვა სურვილი მოდი მიზანში ვისროლოთო. თავიდან კი დავიჭყანე მაგრამ....




22 მეტრზე თოკის.. ტფუი... ოპტიკის გასწორება

მოკლედ თენგომ დააძრო თავისი დასაკეცი მაგიდა, მე მანძილმზომით გადავზომე მანძილი და ვიპოვე 50 მეტრზე არსებული ბუჩქი, დავაძრე სტანდარტული სამიზნე და ჩავეხუტე ბუჩქს სანამ თენგო მაგიდას აწყობდა. როდესაც დავბრუნდი დავაყენეთ თოფი მაგიდაზე და....

აი მაშინ მივხვდი რომ ჩვენი წამოწყება სრული სისულელე იყო, 9 ჯერადი ოპტიკით, საღამოს, ღია ბუნებაში... რომელ მიზანში სროლაზეა საუბარი? გადავხედეთ ერთმანეთს, თენგომ ნუ მიდი ვნახოთ რა იქნებაო, მეც ჩავიქნიე ხელი, პოვერ ვანომ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და....





მოკლედ მიზანში წავიდა 3 ტყვია, გავიქეცი შევამოწმე და ტყვიები ძირს დაჯდა, ძლივს შეეხო ქაღალდს, ამიტომაც დავბრუნდი და გავასწორე ოპტიკა 50 მეტრისთვის, შემდეგ გავავსე კლიპი და ზუსტად 10 ტყვია (JSB Exact Heavy 10.2 გრანი) ჩავახუტეთ ქაღალდს.

სანამ შედეგს შეხედავთ გაითვალისწინეთ, სროლისას ნიავი ხელს არ გვიწყობდა, 9 ჯერადი ოპტიკით და 32 მილიმეტრიანი გამომავალი ლინზით ნოემბრის ბოლოს საღამოს 17:15 წუთზე რაიმე ნორმალურ ხილვადობაზე საუბარიც კი არ არის, მაგიდა სუულ ოდნავ მაგრამ მოძრაობდა (გრუნტზე რაფერ გინდა გააქვავო მაგიდა), პლიუს ყოველი გულის ცემა აისახებოდა ოპტიკის სეირნობაზე. ამ ყველა პუნქტის გათვალისწინებით მივიღეთ აი ქვემოთ მოყვანილი შედეგი.







როგორც ხედავთ 3 ტყვია გაქცეულია, დანარჩენი 7 ტყვია კი ჩაჯდა.... ჩაჯდა 10,55 მილიმეტრში, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ არავინ დამიჯერებდა და მეც ვერაფერს დავამტკიცებდი, კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი. მართალია ამ ერთადერთი ნასროლით რაიმე დასკვნის გაკეთება ჭირს, თან აცდენილი ტყვიებიანად ჯგუფი 44 მილიმეტრი გამოდის მეორე დღეს პერსონალური მიზანში სროლა ჩაიშალა რადგან კვირას ქარი იყო და მიზანში სროლა არ გამოვიდოდა, ტირი კი კვირას ყველა დაკეტილია, მოკლედ ეს ერთადერთი ნასროლი შედეგია ჯერჯერობით. რომელიც მემგონი უფრო მეტ კითხვას სვავს ვიდრე პასუხს.

მოკლედ იმ დღეს ამ შედეგებით დავიშალეთ. ოღონდ მისტერ პრეზიდენტს მოველაპარაკე რომ თოფს 1-2 დღით დატოვებდა ჩემთან და დანარჩენ რეპორტს უკვე მე გავამზადებდი. რა იცოდა საწყალმა პრეზიდენტმა რომ თოფს ლამის ერთი კვირა დამიტოვებდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ოღონდ ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა. როგორც მოვილაპარაკეთ კვირას საღამოს უნდა დამემთავრებინა თოფის დაშმონვა და სურათების გადაღება, კვირას საღამოსვე დამირეკა, მაგრამ სურათები ჯერ ბოლომდე გადაღებული არ მქონდა, ამიტომაც ვთხოვე ხვალ დილით ჩაგახუტებთქვა. აი ხვალ დილას კი მისტერ პრეზიდენტს არ ეცალა, არ შემდეგ დღეს, არც იმის მერე და ვაბშე ტავარიშჩ პრეზიდენტ მიგაქვს ეს თოფი თუ მჩუქნი? არა მე წინააღმდეგი არ ვარ, ასეთი კარგი საჩუქარი....


საიდუმლო სერობის მონაწილეები წინიდან უკანა ფონის მიმაეთულებით:
daviti , Power_VANO, geojorjika, tengo, მე ამ კადრს ვირებდი და ისედაც ბლომად ვჩანვარ ამ რეპორტში biggrin.gif


მოკლედ ასე თუ ისე კვირას გადაწყვეტილი იყო დამოუკიდებელი ტესტები. სამწუხაროდ დილიდან ქარი ამოვარდა და მიზანში სროლა ჩაიფუშა. დავიცადე შუადღემდე იმ იმედად რომ ქარი ჩადგებოდა მაგრამ.... მოკლედ დარჩა ნორმალურ პირობებში გაქრონვა, სროლების რაოდენობის აგროვება, და პრეზიდენტის თხოვნით JSB-ის გარდა CP-თი უნდა გამეზომა ტყვიის სიჩქარე. მოვიკიდე ჩემი ხურჯინი, ნასოსი და თოფი, გავეშურე მთაში და 20-25 წუთში პოლიგონი მზად მქონდა.





უფრო სწორედ ვფიქრობდი რომ მზად იყო, მაგრამ რეზერვუარის დატენვა ვის გაახსენდა biggrin.gif, ამიტომაც სასწრაფოდ ნასოსი და დატუმბვა. დაიტენა რეზერვუარი 200 ბარზე.


ამ ნიშნულზე დაიწყო გაქრონვა

ცოტა ხანი დავიცადე და კლასიკური შეცდომა აღმოვაჩინე, ბლოკნოტი და ქაღალდი ისევ სახლში დარჩა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, სხვა რა გზა მქონდა ისევ წავიდა მობილურში ჩაწერა.

მაშ ასე შედეგები არის შემდეგი (ჩანაწერები წყევაზე გაკეთებულია ყოველ 10-10 გასროლაში და ყოველი კლიპის დამთავრებაში ანუ 14-14 გასროლაში, ამიტომაცაა ამდენჯერ წნევა მიწერილი):

1) 298.2 - Rez 200 Bar
2) 300.4
3) 299.3
4) 299.6
5) 299.5
6) 299.7
7) 300.9
8) 303.3
9) 297.7
10) 299.5 - Rez 185 Bar
11) 300.7
12) 300.3
13) 300.1
14) 301.9 –END CLIP #1 – Rez 180 Bar
15) 302.7
16) 300.5
17) 298.3
18) 304.1
19) 300.7
20) 301.2 - Rez 168 Bar
21) 301.3
22) 300.8
23) 303.4
24) 302.3
25) 301.5
26) 300.2
27) 301.7
28) 300.9 – END CLIP #2 – Rez 155 Bar
29) 301.3
30) 301.1 - Rez 150 Bar
31) 300.9
32) 301.9
33) 297.9
34) 304.1
34) 302.5
36) 301.8
37) 301.0
38) 302.8
39) 301.3
40) 302.4 - Rez 135 Bar
41) 305.1
42) 301.6 –END CLIP #3 – Rez 130 Bar
43) 301.9
44) 300.2
45) 301.0
46) 300.4
47) 299.9 - Rez 120 Bar (End Regulator)
48) 298.7
49) 297.3
50) 297.5 - Rez 115 Bar
51) 296.0
52) 294.5
53) 291.1
54) 291.1
55) 289.9
56) 287.4 – END CLIP #4 – Rez 110 Bar
57) 287.8
58) 285.3
59) 283.0
60) 281.1 - Rez 100 Bar
61) 278.8
62) 278.1
63) 277.4
64) 274.5
65) 270.5 - Rez 90 Bar

ამის შემდგომ სროლა აღარ გამიგრძელებია, მგონი ნათლად ჩანს რომ რედუქტორის მუშაობა მშვენიერ შედეგს იძლევა, მართალია ჯერ რედუქტორი ახალია და ჯერ მიმუშავებაა საჭირო რომ დაიწყოს სტაბილური სროლა, ეს კი სადღაც 500 გასროლის მერე იქნება და ამ დროს განსხვავება გასროლიდან გასროლამდე შეიძლება 1 მეტრ წამიც კი აღარ იყოს. მანამდე კი მაქსიმუმ 7 მეტრ წამია განსხვავება რედუქტორის მუშაობის პერიოდში. თან რედუქტორი 200-დან (ნუ იდეაში ცოტა გადაცილებული ვიყავი 200ს, ალბათ 204-205 ბარზე დავიწყე სროლა) 120 ბარამდე ვიღებთ 45-47 რეალურ გასროლას, თუმცა შეგვიძლია უხეშად დავამრგვალოთ და 50-იც ჩავთვალოთ, მართალია ბოლო 3 გასროლა რედუქტორზე აღარ იყო, მაგრამ მანდაც იმხელა სხვაობა არაა რომ რაიმე განსაკუთრებულ ვცლილებაზე ვილაპარაკოთ.

ანუ იდეაში 3,5 კლიპი უპრობლემოდ ჯდება მშვენიერ დიაპაზონში, გაჭირვებით კაცი 4 კლიპს გაისვრი, ეს კი უკვე 56 გასროლაა. ბოლო-ბოლო თუ ისე აღმოჩნდა რომ სხვა გზა არა გაქვს ნასოსიც ახლო-მახლოს არაა და ნადავლი ბეგემოტებისა და მამონტების სახით მოდის და მოდის, გაჭირვებისას 65 გასროლამდეც შეიძლება ასვლა თუმცა რეალურად ვზივართ ერთ დატენვაზე 45-47 სრულყოფილ გასროლაში.

აქვე მომყავს პრეზიდენტის თხოვნით ნასროლი 1 კლიპი CP-ები 10,5 გრანიანი (წნევებს აქ უკვე აღარ მივაწერ):

1) 299.3
2) 298.4
3) 297.2
4) 299.0
5) 295.7
6) 297.6
7) 298.8
8) 298.0
9) 297.7
10) 299.1
11) 298.3
12) 297.8
13) 298.3
14) 298.4

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს CP-ს ჩვენი გერმანელი მემგონი უფრო სტაბილურად ისვრის. გადავწყვიტე მთელი რეზერვუარის გატესტვა, მაგრამ სამწუხაროდ ამ დროისთვის მზე მთას ამოეფარა და ქრონოგრაფმა შემდგომში შედეგების გამოტანაზე მწარე უარი განაცხადა (მარტო ვტენიდი, მარტო ვისროდი და მარტო ვიწერდი, დროც შესაბამისად უცებ დაიხარჯა).

მოდით ახლა გრაფიკს გადავხედოთ თუმცა ქე ვხვდებით რა გრაფიკი იქნება, მაგრამ მაინც ვნახოთ, თან აქვე ვნახოთ ჰაერის ხარჯი რამდენია.



როგორც ხედავთ გრაფიკი შესაშურია, პრაქტიკულად ერთ ხაზზეა ყველა მონაცემი, ძირითადად საშუალოდ შეგვიძლია 300 მეტრ წამი ჩავთვალოთ და ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ტყვიის ენერგია გარანტირებული 30 ჯოულია. ნუ მოკლედ ენერგიისა და სიჩქარეების მოყვარულები აქ გაიხარებთ biggrin.gif.


ახლოს მოტანილი გრაფიკი, დატეხილი დიაგამის ნუ შეგეშინდებათ,
აქ 1 მეტრიანი დიაპაზონია გამოტანილი და იმიტომ არის ამხელა ზემოთ ქვემოთ სირბილი


თუ დააკვირდებით ჰაერის ხარჯს... ჰოო იდეალური 8 კუბი არ მიიღება, არის ძირითადად სტანდარტული 12 კუბური სანტიმეტრი ხარჯი, სადღაც იგივეს გვაძლევს 300 მეტრ წამზე მარადიორიც, მაგრამ აი თურქი ჰაცანის მომხმარებლებს უკვე მოუწევთ თავიანთი ფიშტოების გადახედვა, რადგანაც მათი რეზერვუარები გერმანელზე 5 კუბური სანტიმეტრით მეტია, მაგრამ ამასობაში 40 გასროლას აკეთებენ (თან რამოდენა სიჩქარეების დიაპაზონში) და თითო გასროლაზე ჰაერის ხარჯი 17-18 კუბურ სანტიმეტრს უახლოვდება. ფაქტია მინიმუმ 10 გასროლას კარგავენ თურქები. რეალურად კი კაი 20 გასროლასაც კარგავენ.

მაშ ასე მიმოხილვა მგონი გვქონდა, ისტორიაც გვქონდა, გასართობი მომენტებიც მგონი იყო, ტესტირების შედეგები დევს, მიზანში ნასროლი არის... რა ვქნათ როგორ თვლით არ დადგა დრო შევაჯამოთ მთელი ეს თავგადასავალი? მემგონი დროა. მაშ ასე ჯამი


დას ისტ კლაინე ფანტასტიშენ ფიშტო!

გული მწყდება რომ უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ამასობაში მიხარია რომ ეს მოთხრობა მოვრჩი რომელიც ვორდის ფაილში ახლა 20 გვერდს იწონის, და ეს მხოლოდ ცარიელი ტექსტია. სურათების თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს, დახარისხება დაჭრა, ატვირთვა ჩასმა....

მაგრამ მოდით ჩვენს მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ რა გავიგეთ და რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია HW 100-ის შესახებ? მოდით ჯერ ჩამოვყვეთ დადებითი მხარეები.

პლიუსები:
1) კარგი დამუშავება
2) კარგი მიზანი
3) მშვენიერი კონდახი
4) საუცხოო სიჩუმე
5) კარგი ბალანსი
6) კლიპი 14 ტყვიით (მოყვება 2 კლიპი)
7) მოდერი კომპლექტაციაში
8) დაცვა 2-3 ტყვიის ჩატენვისგან
9) 2 საფეხურიანი რეგულირებადი, სპორტული სასხლეტი
10) ინფორმაციული მანომეტრი
11) რედუქტორი
12) მოსახერხებელი და მსუბუქი გადატენვა
13) სქელი ლულა დამუშავებული გვირგვინით
14) განივი პორტი რეზერვუარის დასატენად
15) რეზერვუარის მოხსნა შეცვლის შესაძლებლობა
16) საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნის იოლი შესაძლებლობა



აქვე განვიხილოთ მინუსები

1) წონა 3,9 კილო მხოლოდ თოფი
2) ფასი, ნამეტანი იკბინება 1000 ევროს ექვივალენტი
3) შეუძლებელია გაიგო რამდენი ტყვია გაისროლე კლიპიდან
4) პატარა რეზერვუარი
5) წინ წაწეული ცენტრი (სპორტულ ვარიანტში დამდგარი, ხელიდან სროლა ძნელია)
6) არ აქვს ქამრის სამაგრები
7) ცაციებისთვის არ არის მოსახერხებელი

ასეა თუ ისეა თოფი აშკარად საინტერესოა, თავის მფლობელს 100%-ით გაახარებს, მთავარია გადაწყვიტოთ რომელი ვერსია გჭირდებათ. მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივი კლასიკური ვერსია გაცილებით ჩუმია (მოდერის გამო), მე მაინც ვურჩევდი მომავალ შეძენის მსურველს აქცენტირება FSB ვერსიაზე გააკეთოს (თუმცა ვიცი არავინ არ დამიჯერებთ, ჩვენთან უკვე წესია, რასაც ვიღაც გირჩევს იმის საწინააღმდეგო უნდა გააკეთო, შემდეგ კი თავი უნდა იმტვრიო სწორედ იმ პრობლემებზე რომელზეც გაფრთხილებდნენ). რადგანაც ვიცი ჩვენთან ჯერ ტირის კულტურა ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა და შესაბამისად მომავალი მოხმარებელი თოფს ბუნებაშიც გამოიყენებს. ბუნებაში კი პირველი პრობლემა სამართალდამცავები და მოდერი იქნება. სანამ გაირკვევა რა როგორაა, შეიძლება საკმარისი პრობლემები აკრიფოთ.

ასევე გაითვალისწინეთ მიუხედავად იმისა რომ ეს მოდელი გამოდის მარკით Sport ეს სულაც არ ნიშნავს რომ სპორტულ საქმეში გამოცდილ მამონტებთან შეუძლია ჭიდილი. უფრო სწორედ შეუძლია, მაგრამ ყოველთვის არა და ზედიზედ ყველა ეგზემპლარს არა. მიუხედავად მაღალი დონის დამუშავებისა მაინც რჩება რაღაც პროცენტი იმისა რომ კონკრეტულ ეგზემპლარში რაღაც ისე არ იქნება როგორც საჭიროა, ამის მაგალითი უკვე არსებობს საქართველოში, იმავე HW100-ის მიმართებაში.

მოკლედ მთავარია ჩამოყალიბდეთ რისთვის გინდათ, იცოდეთ სროლა და დანარჩენს თოფი გარანტირებულად გააკეთებს თუ რა თქმა უნდა რაღაც კურიოზი არ შეგხვდათ.


ასეა თუ ისეა ეს რეპორტი დამთავრებულია. იმედია ინფორმაცია სრულად იყო მოწოდებული და ამომწურავი იყო. ახლა კი დროა თქვენი კომენტარები მოვისმინოთ თოფზეც და სხვა დანარჩენზეც.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Dec 2 2010, 08:28 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



პირველი ვარ!


ახლა ვიწყებ კითხვას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 2 2010, 08:29 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მოკლედ რა უნდა ვთქვა აბა? მაგარი მანიაკი ხარ smile.gif . მადლობა დიდი. დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 2 2010, 08:42 PM
პოსტი #4


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ეხლა ყველას მიგაშლით და მე ვიქნები პირველი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Dec 2 2010, 08:42 PM
პოსტი #5


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



6.gif ვკითხულობ, და ნელ ნელა ვსრიალდები სკამიდან biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Dec 2 2010, 08:53 PM
პოსტი #6


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



Power_VANO
პირველი შენ კიარა მე ვიყავი უბრალოდ დაწერა დამასწარი თორე შენზე ადრე მოვრჩი კითხვას biggrin.gif
.................
მაგარია რააააა აი ამაზეა ნათქვამი ფასს ამართლებსო...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Dec 2 2010, 08:57 PM
პოსტი #7


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(Allstar @ 2nd December 2010 - 08:53 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგარია რააააა აი ამაზეა ნათქვამი ფასს ამართლებსო...


თოფი კი მაგარია, მარა
Ja_Ja არის ნამდვილი მწერალი. ამას სერიოზულად ვამბობ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Dec 2 2010, 09:29 PM
პოსტი #8


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif 22.gif


სასწაულია, მინდა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Dec 2 2010, 09:34 PM
პოსტი #9


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



მდააა......

რავი, საღოლ....


ისა, არ გინდა იარაღის შესახებ კანონპროექტიც შენ დაწერო? გაასწორებდა ხო იცი biggrin.gif ერთი-ორგან სმეშნოი სსიტყვასაც იტყოდი და ეგაა რა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Dec 2 2010, 09:41 PM
პოსტი #10


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



ციტატა(nihontoman @ 2nd December 2010 - 10:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საწყალ HATSAN AT44-ში შუა წერტილი სასხლეტთან უფრო ახლოს, იყო,


რაიო რაიო???? ვინაა საწყალი???? ჰა??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Dec 2 2010, 09:57 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



კარგია,
საკმაოდ კარგია,
ძალიან კარგია,

მაგარიაა...
რეპორტი ხო არის და არის !
ყოჩაღ,
ავტორა, ავტორა ნა სცენე ! ! ! clapping.gif clapping.gif clapping.gif

მომინდა მაგნაირი თოფის ყიდვა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Dec 2 2010, 10:10 PM
პოსტი #12


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ნუ ეხლა რა ვთქვა არ ვიცი..თოფი შევაქო? თუ მწერალი biggrin.gif biggrin.gif
ეს იარაღი რო მაგარი გიჟია მაგას ბევრი ლაილაი არ უნდა wink.gif

მაგრააამ...ჯაჯა...ბიჭო რა ნიჭი გაქ ტო...იმენა სიტყვები არ მყოფნის..
რესპექტ რესპექტ ი კიდო რაზ რესპექტ good.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Dec 2 2010, 10:16 PM
პოსტი #13


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



მაგარია, ბრწინვალეა! მშვენიერია და ა.შ. როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ja_ja! უზარმაზარი რეპორტი, მაგრამ წყალივით იკითხება, ერთი ამოსუნთქვით! smile.gif




რადგან საიდუმლო სერობაზე მეც ვიყავი, ჩემს შეგრძნებებსაც დავამატებდი:

ფიშტო მართლა მშვენივრადაა დამუშავებული. კონდახი, მეტალის დამუშავება, სამღებრო სამუშაო... ნუ მე "მატოვი" ზედაპირი უფრო მომწონს HW100-ის გალაკულ ზედაპირთან შედარებით, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი შეხედულებაა და არანაირად არ აკნინებს HW100-ს smile.gif

მოდერი რომ ჰაჩიკას ანალოგთან შედარებით უკეთესი ჩანდა, პირველივე თვალის შევლებით ვიგრძენი biggrin.gif თუ ჰაჩიკას მოდერი "ოყნაა", აქ უკვე ზომები ნორმაშია და "დაჟე" დისკოზეც კი იმდენად დიდი პრობლემა აღარ იქნება.
+ მართლა საოცარი მუშაობა, სუუულ ოდნავი "წკაპ" ისმოდა ჯორჯიკას HW100-ის სროლისას. ყველამ ვისროლეთ და ყველას მოგვეწონა, მართლა მაგარია.

სხვათა შორის, ჯა_ჯ, ფიშტო თუ ისევ შენთანაა, მე ხვალვე შემიძლია მოგაწოდო ჩემი ჰაჩიკა მოდერი შესადარებლად, თუ სურვილი გაქვს. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ "ხვრელები" გაფართოებული აქვს ჩემს ჰაჩიკა მოდერს ცოტათი, დარღვეული ცენტრის გამო.
+ შემიძლია მოდერის გადამყვანიც წამოვიღო, მარადიორსაც ხომ 11 მმ-იანი ლულა აქვს smile.gif მარადიორზეც შეძლებ ორივე მოდერის გატესტვას.



სასხლეტ მექანიზმს რაც შეეხება, ახლა 10-მდე გასროლით ვერ ვიტყვი რომ საფუძვლიანი ხედვა ჩამომიყალიბდა, მაგრამ პირველი შეგრძნებებით კარგია ძალიან. ქარხნულადვე მშვენივრადაა დარეგულირებული მიზანში სასროლად. რბილი, გამოკვეთილი პირველი საფეხური და ასევე მშვენიერი მეორე საფეხური, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Dec 2 2010, 10:26 PM
პოსტი #14


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



giorgi-RW1k77X2
ეხ, ეგ თოფი აქ ყველას გვინდა.
ამ რეპორტმა ისეთ პონტში დამტოვა რა, წარმოიდგინეთ, ვიღაცა სკამზე რომ მიაბა და წინ ნაშებმა სტრიპტიზი რო უცეკვონ ერთი სამი დღე...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 2 2010, 10:43 PM
პოსტი #15


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მდააა ესეიგი მოგეწონათ კინო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰა ღირდა დაცდათ თუ არა? მფრინავი მამონტები და... rofl.gif rofl.gif rofl.gif

P.S. ისე ეს პოსტი გადავაკოპირე WORD-ში თავისი სურათებიანად და ყბა ჩამომივარდა... 66 გვერდია ბლინ.... ნეტა რა დავლიე, რა ვჭამე?? რა ჭკუაზე ვიყავი ამას რომ ვწერდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

norica_dragon
ციტატა(Avto @ 2nd December 2010 - 10:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სასწაულია, მინდა

ნუ შენ რომ მოგინდებოდა ბაზარი არაა biggrin.gif

შენ ქიმიურად რომ ვთქვათ არასტაბილური ელემენტი ხარ biggrin.gif ყველი ახალი თოფი სულ უფორ და უფრო მოგწონს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 2 2010, 10:45 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



მოვითხოვ ჯაჯას გადაეცეს ლიტერატურული პრემია smile.gif

არ ვიცი რომელს მოვუხადო პირველს მადლობა ჯაჯას თუ თოფის მფლობელს ამიტომ ორივეს ერთად ნიზკი ვამ პაკლონ.

კიდევ ერთხელ გილოცავ შენაძენს.ჯაჯა შენ კი ყოჩაღ ძმაო რო არ დაგეზარა,მაგრამ შენიც მესმის აკეთებ საყვარელ საქმეს smile.gif


სულ დამავიწყდა. ღირდა ლოდინად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 2 2010, 10:52 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეჰ ახლა ვიპოვეთ მე და ბაზუკამ პატარა იაღლიში, გასასწორებელი იქნება ერთი ადგილი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Dec 2 2010, 11:27 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



ტააკს!

ჯაჯა შენ ხარ ნიჭიერი კაცი!! მოკლედ პოპ კორნის ყიდვას გერმანული პროდუქტი ვამჯობინე ვიყიდე ჰოლსტენის ლუდი და დავჯექი, მარა! ასე უგემურად ლუდი მე არ დამილევია ვინაიდან ამ სტატიის კითხვისას ისე შემომელია გემო ვერ ჩავატანე smile.gif მოვრჩი სტატიას გავიშვირე ხელი ლუდის კათხისკენ და სადაა ლუდი დამილევია თუმცა რომელ ეტაპზე შეისვა არ ვიციbiggrin.gif, კარგი და ყოვლის მომცველი სტატიაა, ერთადერთი რაც კითვხებია ანუ ოპტიკისათვის მერცხლის კუდა ხო როგორც წერ? და ქრონოგრაფის მონაცემებით ქარხნულ მონაცემებს ვერ ვემთხვევით? გაცხადებული 320 მეტრ/წამი არ ჩანს და რამე "აბკატკის" მომენტია თუ მე ვარ დაუკვირვებელი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 2 2010, 11:32 PM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
ეხლა რაც მტავარია ეგენი ცავასწოროთ smile.gif

ციტატა(ja_ja @ 2nd December 2010 - 10:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კონდახი - წიფელა

კაკალი

ციტატა(ja_ja @ 2nd December 2010 - 10:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულის სიგრძე - 610 მმ


600 მმ


ციტატა(ja_ja @ 2nd December 2010 - 10:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ ახალ კომპლექტაციაში მოდერი შედის და თოფის ლულაზე სპეციალურად რეზბაც კი არის მოჭრილი. პირველ ვერსიებზე რეზბა არ არსებობდა

ყოველტვის ქონდა რეზბა , სულ პირველ მოდელსაც კი wink.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 2 2010, 11:32 PM
პოსტი #20


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



giga_st
ციტატა(giga_st @ 3rd December 2010 - 12:27 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ვარ დაუკვირვებელი?

ნამდვილად biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

23 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:33 PM
Hosted by Pro-Service