დილით ადრე მაღვიძებდა ფრთების შრიალი, რომელიც ქარიშხალივით გადაუვლიდა ხოლმე სახლის სახურავს. დავვინტერსდი თუ რომელი ფრინველთა ფრთები გამოსცემდა ამ ხმას. აქ ვიტყვი იმასაც რომ ვიყავი სოფელ გელეიკარში. კარგად ინათა, ავდეგი, ჩავიცვი სამხედრო ზედა, ვალინკები ა.შ და წავედი კარალიოკების ხეებთან (სახლიდან არც ისე შორს)
აქა-იქ დაფრინავდა შოშიას მცირერიცხვოვანი ჯგუფები, ანუ გასაგები იყო თუ რისი ხმა მაღვიძებდა დილაადრიან
იქვე ციტრუსის ძირას ჩავუსაფრდი, მანძილი ხეებამდე იქნებოდა დაახლოებით 35-40 მეტრი.
თავზე უცებ გაისმა შრიალი, ქარიშხალივით და კარალიოკის ხეები გაშავდა შოშიებისაგან იქნებოდა 1000 ცალი მაინც.
იარაღი უკჯვე როგორც ხვდებით იყო at44w-10. ტყვიები კი cp 10.5
იარაღის ფიქსაციისათვის ვიყენებდი აკაციის ხეს. პირველი შოშია მიზანშია
ხოდა რას ველოდები? გამოკარი სასხლეტს თითი. მეთქი აქ რამოდენიმეს ჩამოვყრი, მაგრამ პირველ შოშია რომ მოხვდა ისეთი ტკაცანის ხმა იყო ექოსავით მოედო არემარეს ყველა აფრინდა გარდა ორისა. მეორე ლაწანიც და აგერ უკვე 2 შოშია უსულოდ.
ამის მერე ესეთი მრავალრიცხვოვანი შოშიათა გუნდი არ მოსულა, მაგრამ 5-10-ით მოდიოდნენ. ეს ისეთი ფრინველი არაა რომ ვაიმე რა მაგარი სიამოვნებაა და ა.შ. ადრენალინი საერთოდ არ იყო, კარგად გავერთე რა დაახლოებით 1 საათი ვიყავი ამ ადგილას, ნანადირევმა შეადგილა 7 შოშია.
ბოლოს კი გასუფთავებული ნანადირევი
ერთ შოშიას რამხელა დირკა ადევს ნახეთ
ბიჯო ბიჯო, ესე იგი კაციც შენა ყოფილხარ! ძალიან მაგარი გეზი გაქვს აღებული.თუ ასე გააგრძელებ წლის მონადირის ტიტულიც ახლოა იცოდე. შენი რეპორტებით გამოცოცხლდა ნადრირობის თემა.
smekosmeko
მაგარია, კაი გაპუტკუნებულებიც ყოფილან.
ნადირობით მართლაც რომ კარგად ნადირომ ზემლიაკო,მაგრამ ამ ნაგავქექიას რა გაჭმევს?
ისეთივე გემო ქონდა როგორც ქედანს. ამათზე გლუვითაც ნადირობენ.
მდაა ეს კაცი არის, ადინოჩკა სურვაივოლი , ბეარ გრილსივით მარტო გადის ნადირობს და მიირთმევს ერთი კითხვა მიჩნდება ხოლმე ოღონდ შენს რეპორტებზე... შენ სურათებს ვინ გიღებს, შოშიები და ქედნები თუ ვიცხა გყავს ხოლმე წაყვანილი ოპერატორად და ცოცხალი თავით არ აჩენ ხოლმე კადრში
დეიდაშვილი დამყვება და ამ ამპულაში თავს ბედნიერად გრძნობს.
მალადეც ოხოტნიკ.თოფისთვის კარგი ჟაკეტი ჩაგიცვამს კარგი გეზი გაქ და თვალსაც სიამოვნებს შენი ამბების კითხვა თვალიერება.
ძალიან მაგარი გრძნობაა... ყოჩაღ მაგრად გინადირია. რო ჩამოვალ შეგხვდები და ერთად წავიდეთ
კარგია ეგ ყველაფერი, მაგრამ ეგ შოშია არ არის, შროშანია
მე ეგ ნამდვილად არ მიჭამია და დაგემოვნებისას მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება შენზეა
ფოტო ოპტიკური ეფექტისთვის, სპეციალურად პატარა თეფში შეგირჩევია ვხედავ რომ პატარა შროშანი ქათამივით გამოიყურებოდეს სურათში, მაგრამ ცპ-ს გაკეთებული ნახვრეტი გწვავს რომ პატარაა მონადირებული ობიეკტი,
ისე მაგარი სურათი გამოვიდა, ის "დირკა" რომ არ ქონდეს
smekosmeko
მალადეც, მომწონს შემართება , აუ როგორ მიდა მეც ერთი 2 კვირით გავიდე სადმე და ვიარო ეგრე სანადიროდ
Davitus
ყოჩაღ, ყოჩაღ!
მოკლედ, თან ხოშიანად ერთობი და თან მშვენიერი ნანადირევიც
დრო მერეც მექნება პნევმატიკისთვის. იხვზე ნადირობას ვგეგმავ და არა მხოლოდ იხვზე ერთი იხვი კი დავბრიდე (წითელთავა) მაგრამ ფოტო არ გადამიღია. ერთ იხვზე რა რეპორტი უნდა დამექერა.იანვრის ბოლოს და თებერვლისთვის სერიოზული გეგმები მაქვს
როგორი თეთრი ხორცი აქვსსს ) მე რასაც ვკლავ და ვჭამ ხოლმე ყველას შავი ხორცი აქვს ( მტრედებს და გვრიტებს (
დაახლოებით 1 თვეში შემოესევა შოშიები კარალიოკებს და რა ნადირობა იმაზება.
არაფერი არ იმაზება. უბრალოდ ზარმაცები ვართ და არ ვდებთ რეპორტებს.
მე თითქმის ნებისმიერ დროს მზად ვარ სანადიროდ წასასვლელად, თუ ვინმე გამომივლის მანქანით. ტრანსპორტის არ ყოლის გამო გამოვაკლდი ნადირობის ყველა სეზონს.
მშვენიერი რეპორტია, მეც მახალისებს ძალიან შენი რეპორტები და ცოტათი მშურს კიდეც გემრიელი ხორცი აქვს?
ზომით პატარაა,მაგრამ გასუქება შაშვივით იცის. გემრიალია თუ ტყეში ბინადრობს და იქ იკვებება. ბევრია ნაგავსაყრელებზე.
foxi
ანუ ზამთარშია უფრო გემრიელი ?
foxi მე თბილისში ვარ და აბაშაში რომ ვერ ვახერხებ წასვლას მაგიტო ვარ ამ დღეში დაჟე გლუვიც აქეთ უნდა ჩამოვიტანო.
კარგად გინადირია, საღოლ შენ . სადაა ეგ სოფელი?
სოფ. კეთილარი, ჯაპანასთან ახლოსაა. ცნობილი ადგილები იხვზე, მელოტაზე და სხვა უამრავზე სანადიროდ.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services