თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფლეიმი _ დავეხმაროთ ველომოყვარულებს

პოსტის ავტორი: gregory Mar 26 2018, 10:13 AM

"მოგესალმებით ყველას,
მე პირადად ხმას ვაძლევ საქართველოში პირველი სრულყოფილი "PumpTracks"-ის მშენებლობას და მოგიწოდებთ თქვენც რომ ჩაერთოთ გამოწვევაში და მისცეთ ხმა ველოსპორტის განვითარებას.
უკვე დროა ბევრმა ჩვენგანმა თვალი აახილოს და "მანქანის" გარდა სხვა ტრანსპორტიც დაინახოს და დაიწყოს მათი ექსპლუატაცია. ველოსიპედი ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ტრანსპორტია, რომელიც იძლევა საშუალებას იაფად და სწრაფად გადავადგილდეთ დანიშნულების წერტილამდე. ველოსპორტის განვითარებაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს ხელსაყრელ პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი "PumpTracks"-ის მშენებლობა. "PumpTracks"-ის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე საიდანაც ასევე ხმის მიცემას შეძლებთ.
ხმის მისაცემად აუცილებელია :
1)იყოთ რეგისტრირებული ქ. თბილისში ✔
2)იყოთ სრულწლოვანი (18+) ✔
https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/643

დიდი მადლობა მათ, ვინც ზრუნავს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაზე და ეკოლოგიურ სისუფთავეზე , ასევე ჩვენი პატარების მომავალზე "
P.S.
ეს ტექსტი აქ ჩემი შვილის თხოვნით დავდე და მართლაც გულწრფელად ვუერთდები. რა იცი იქნებ როდესმე ჩვენი "აირგანული" პრობლემების გადაწყვეტაში ველომოყვარულები დაგვიდგნენ გვერდში და ასე უფრო მივაღწიოთ მიზნებს...

პოსტის ავტორი: chicho Mar 26 2018, 10:22 AM

+1

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 26 2018, 11:33 AM

ციტატა(gregory @ 26th March 2018 - 11:13 AM) *
იყოთ რეგისტრირებული ქ. თბილისში ✔


თელავში რეგისტრირებულები ვერ მივიღებთ მონაწილეობას ხმის მიცემაში?
სიამოვნებით ვეთანხმები ორი ხელის აწევით!!!

პოსტის ავტორი: gregory Mar 26 2018, 12:34 PM

ციტატა(ale @ 26th March 2018 - 12:33 PM) *
თელავში რეგისტრირებულები ვერ მივიღებთ მონაწილეობას ხმის მიცემაში?
სიამოვნებით ვეთანხმები ორი ხელის აწევით!!!

aleqsa
სამწუხაროდ მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ.
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 26 2018, 12:43 PM

ციტატა(gregory @ Mar 26 2018, 01:34 PM) *
aleqsa
სამწუხაროდ მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ.
დიდი მადლობა


ძალიან ცუდი!!! რეგიონებში რეგისტრირებულ მაცხოვრებლებსაც ხომ უნდა შეგვეძლოს ჩვენი დედაქალაქის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება?? ისევე როგორც თბილისელებს მთელ საქართველოზე!!!
ძალიან ცუდი წესი ქონიათ მაგ გამოკითხვაში!!!

პოსტის ავტორი: gregory Mar 26 2018, 01:06 PM

ციტატა(ale @ 26th March 2018 - 01:43 PM) *
ძალიან ცუდი წესი ქონიათ მაგ გამოკითხვაში!!!

aleqsa
მერიის წესია ეს სამწუხაროდ sad.gif


პოსტის ავტორი: sekurifa Mar 26 2018, 08:06 PM

მივესალმები მთელი სულით და გულით ამ პროექტს ისევე როგორ სხვა პროექტებს რაც ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას ეხება. ველო ბილიკების განვითარება ოცნებად მაქვს და იმედი მაქვს ოცნებად არ დარჩება ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის პერიოდში)


პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 26 2018, 11:27 PM

კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 26 2018, 11:40 PM

ციტატა(ბაიკერი @ Mar 27 2018, 12:27 AM) *
კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა



+1

პოსტის ავტორი: gregory Apr 18 2018, 08:41 AM

ციტატა(ბაიკერი @ 27th March 2018 - 12:27 AM) *
კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა

სამწუხაროდ ველომოყვარულებმაც ვერ შეძლეს სულ რაღაც 2500 ხელმოწერის შეგროვება( ახლა 1907-ია). ერთი ადგილის გაუნძრევლად, პირდაპირ შეიძლებოდა ხმების მიცემა და ამას იზარებენ თუ თაკილობენ არ ვიცი sad.gif
დარწმუნებული ვარ პნევმატიკაზე რომ იყოს რაიმე ესეთი პროექტი 100 ხმასაც ვერ შევაგროვებთ.


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 19 2018, 04:02 PM

+1 ხმა. საჭირო პროექტია ნამდვილად და რაც ველო ბილიკებს შეეხებათ კონკრეტულად, ჩემი აზრით მარტო პეკინზე არ უნდა იყოს ეგ ველობილიკი smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 23 2018, 11:01 AM

ხმების რაოდენობა: 2476 / 2500 (99.04 %)

პოსტის ავტორი: NRG Apr 23 2018, 11:19 AM

მეორედ ხმის მიცემა აღარ შეიძლებაო რა ვქნა რა გავაკეთო unknw.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 23 2018, 11:26 AM

ისე ეხლა გავაანალიზე ქალაქის მასშტაბით რაღაც კეთდება სულ 2500 ადამიანის თანხმობა უნდა და მაგდენიც ვერ იძებნება ეს რა ცუდი ერი ვართ ესეთ საკითხებში ... აბა იყოს სიმთვრალეზე ლიშენიის გაუქმება ან მოსაწევის ლეგალიზაცია smile.gif მთელი ერის მასშტაბით ერთ ამბავში ჩავარდება ხალხი. მწარე, მწარე რეალობაში ვართ მართლა

პოსტის ავტორი: koknar Apr 23 2018, 12:20 PM

აგერ ჩემი ხმა, მარა 15x15 რა ტრეკია, ცოტა დიდი ვერ აიღეს ?

პოსტის ავტორი: gregory Apr 23 2018, 12:26 PM

2493 / 2500 (99.72 %)
koknar
ბიუჯეტურია რა smile.gif
ნეტა ეს მაინც გააკეთონ

პოსტის ავტორი: gregory Apr 23 2018, 12:41 PM

2501 / 2500 (100.04 %)
დარეგისტრირდა. ვნახოთ თუ ააშენებენ ეხლა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 23 2018, 05:35 PM

ციტატა(gregory @ Apr 23 2018, 01:41 PM) *
2501 / 2500 (100.04 %)
დარეგისტრირდა. ვნახოთ თუ ააშენებენ ეხლა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

წესით უარი ვერ უნდა თქვან. ღმერთმა ქანას ააშენონ. წარმატებები ! smile.gif

პოსტის ავტორი: name May 2 2020, 10:46 AM

https://m.mymarket.ge/ka/pr/15984579/velosipedebi/germanuli-velosipedi

https://m.mymarket.ge/ka/pr/13961026/velosipedebi/mTis-velosipedi-MAKE

რაღაცა ამ კორონასპერიოდში ველოსიპედებმა შემიპყრო,
ხოდა ვინმე თუ ერკვევა ცოტა დეტალური ინფორმაცია მჭირდება რა მექანიზმით ვიყიდო. როგორც არ მაწვალებდეს ველების გადაძვრა სიჩქარებმა აურია დაასეშემდეგ, მე შევჩერდი ტყის და მთის ველოზე, ზევით ხსენებულ ლინკებს ვფიქრობ და რავი ვერ გადამიწყვეტია 500- 600ლარში

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services