თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ CO2 პნევმატიკა _ პნევმატური იარაღი > CO2 პნევმატიკა

პოსტის ავტორი: chxikvi Jan 29 2018, 07:39 AM

გამარჯობა მეგობრებო.

რომელ რევოლვერს მირჩევთ 100-150$-ს ფარგლებში? scratch_one-s_head.gif
ამ თანხაში რამე განსაკუთრებული პარამეტრების რომ არ იქნება ვხვდები, უბრალოდ გასართობად.



პოსტის ავტორი: ja_ja Jan 29 2018, 07:53 PM

ვაბშეტა მმაგ თანხაში კაი რეპლიკის დათრევა შეიძლება,

დაჟე კაი ძველებურ კლასიკურ Colt-ს დაითრევ ასე 120-140$0ში აი რარაც ასეთს



შენ ჯობია ის თქვი სად აპირებ ყიდვას და რისთვის, პროსტა პიფ-პაფ გააკეთო 1-2 კვირა და მიივიწყო თუ ვიზუალი რომ იყოს და გსიამოვნებდეს პლიუს რაღაც აუთენტურობა რომ იყოს და კაი შეგრძნებებს გიღვივებდეს... მაგ შემთხვევაში შეიძLება ის 2 კვირაც კი არ მოგინდეს სროლა, მაგრამ სადმე ლამაზად დადებ და თვალს სიამოვნევს, ათასში ერთხელ ხელში გაათამაშებ ტყვიებს ამოყრი ჩადებ გაართობ თავს და ადგილზე დადებ ....

P.S. შენ ისე რევოლვერს და პისტალეტს ერთმანეთში ხომ არ ურევ? რევოლვერი ბარაბნიანია და პისტალეტი ასევთქვათ აბოიმიანია smile.gif

ვააბშე P.S - მოდელები იმდენია რომ აი ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ერთს ერთი მოეწონება და იმას გირჩევს მეორეს მეორე....

https://www.airgundepot.com/co2-air-pistols.html#mpp=300 და თან ეს ძალიან პატარა ჩამონათვალია

პოსტის ავტორი: okela84 Jan 30 2018, 01:51 AM

სულო და გულო
https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_c_1_9?url=search-alias%3Daps&field-keywords=airgun+revolver&sprefix=airgun+re%2Caps%2C353&crid=1L55B0N7X6LMO

პოსტის ავტორი: chxikvi Jan 30 2018, 03:23 AM

ja_ja

არა არ მეშლება,
რევოლვერი უფრო მინდა, ზუსტად იმ მიზეზის გამო რაც დაწერე. biggrin.gif ცოტა ხნით გართობა და მერე გაჩუქება ან შენახვა.
ერთ-ერთი ვარიანტად კოლტის ზუსტად ეგ მოდელი მაქვს ჩაფიქრებული, ვიზუალურად პატარა მოდელები უფრო მომწონს ვთქვათ Dan Wesson-ი 4 ან 2,5 ინჩიანი.

ახლოს რომელი მაღაზიაც არის იქ ვერცერთი ვერ ავარჩიე და ისევ გამოწერა ჯობია მემგონი.

okela84

მადლობა, ამაზონზე არამგონია შევარჩიო,მაგრამ გადავხედავ მაინც.




პოსტის ავტორი: gregory Jan 30 2018, 10:18 AM

ციტატა(chxikvi @ 30th January 2018 - 04:23 AM) *
უფრო მომწონს ვთქვათ Dan Wesson-ი 4 ან 2,5 ინჩიანი.

chxikvi
სანამ გამოიწერდე შეგიძლია მოხვიდე და ნახო http://iaragi.ge/product/crosman-snr357-colt-detective/
ფასიც არაა პრობლემა wink.gif


პოსტის ავტორი: temo-777 Jan 30 2018, 10:52 AM

ჯაჯამ რაც დადო ის მოდელი მქონდა,ძაან მაგარი ვიზუალი და შეგრძნება აქვს როცა ხელში გიჭირავს. smile.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru


პოსტის ავტორი: chxikvi Feb 2 2018, 09:47 AM

QUOTE (gregory @ Jan 30 2018, 10:18 AM) *
chxikvi
სანამ გამოიწერდე შეგიძლია მოხვიდე და ნახო http://iaragi.ge/product/crosman-snr357-colt-detective/
ფასიც არაა პრობლემა wink.gif


თბილისში არ ვცხოვრობ სამწუხაროდ.

https://www.pyramydair.com/s/m/Legends_Ace_In_The_Hole_CO2_Pellet_Revolver_Weathered/4370

ეს გამოვიწერე და მომივა რამდენიმე დღეში ალბათ.
მადლობთ რჩევისთვის ყველას.

პოსტის ავტორი: momxre Feb 2 2018, 08:26 PM

საინტერესოა რომელმა გადამზიდავმა გითხრა ჩამოგიტანო?
მე თვითონ ამაზონმა მითხრა უარი, ფიშტოებს საქართველოში ვერ გაგატანთოsmile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 2 2018, 10:03 PM

momxre
და პირდაპირ საქართველოშI გამოგზავნა ამაზონიდან რამ გაფიქრებინა?

პოსტის ავტორი: gregory Feb 3 2018, 12:25 AM

ციტატა(chxikvi @ 2nd February 2018 - 10:47 AM) *
ეს გამოვიწერე და მომივა რამდენიმე დღეში ალბათ.

chxikvi
ჩემი პირადი აზრით გრძელლულიანი ბევრად ლამაზია.


პოსტის ავტორი: temo-777 Feb 3 2018, 08:41 AM

ციტატა(gregory @ 3rd February 2018 - 01:25 AM) *
ჩემი პირადი აზრით გრძელლულიანი ბევრად ლამაზია.

+1

ვისაც ამ ტიპის იარაღი მოსწონს წესით მაგათთვისაც მასე უნდა იყოს.



momxre
ციტატა(momxre @ 2nd February 2018 - 09:26 PM) *
მე თვითონ ამაზონმა მითხრა უარი, ფიშტოებს საქართველოში ვერ გაგატანთო

ამაზონი საქართველოში პიშტოს კი არა 95% ნივთების პირდაპირ გამოგზავნა არ ხდება.
უშუალოდ ნივთი თუ ამერიკაშია,პირდაპირ აქ რო გამოგიგზავნონ საკმაოდ დიდ თანხა დაჯდება ჯერ მარტო.

პოსტის ავტორი: momxre Feb 3 2018, 02:28 PM

პირდაპირ საქართველოში რომ არ აგზავნის გასაგებია, უბრალოდ გადამზიდავამდეც არ მაიქვს.
არც ამაზონს და არც იბეის

ამას მიწერს იბეი:
Due to air gun regulations in your city or state, you may not purchase this item. Please see eBay’s Firearms, Weapons and Knives policy for more details.

Important Message
There was a problem with some of the items in your order (see below for more information):
ამას კიდე ამაზონი

გადამზიდავებმაც უარი მითხრეს არც ნაწილები და არც ოპტიკა არ ჩამოგვაქო.
ამიტომ მაინტერესებს რომელი გადამზიდავით ჩამოდის?

პოსტის ავტორი: chxikvi Feb 7 2018, 11:57 PM

ბოდიში მომიხადეს და დამიბრუნეს ფული.
სხვა რომელი საიტია რომელიც დატესტილი გაქვთ და სანდოა?
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 9 2018, 10:54 AM

chxikvi
და ბოდიში რისთვის მოიხადეს? რატო არ გამოაგზავნეს, იქნებ ეგ დაწერო რომ ვიცოდეთ რა არის სარჩევი ან გასათვქალისწინებელი

პოსტის ავტორი: chxikvi Feb 10 2018, 07:27 PM

QUOTE (ja_ja @ Feb 9 2018, 11:54 AM) *
chxikvi
და ბოდიში რისთვის მოიხადეს? რატო არ გამოაგზავნეს, იქნებ ეგ დაწერო რომ ვიცოდეთ რა არის სარჩევი ან გასათვქალისწინებელი


ორი დღე დააგვიანა და მეილი მივწერე,
კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, ამ ეტაპზე ვერ ვაგზავნითო მიპასუხეს.
ფული დამიბრუნეთ მეთქი და იმ წუთში დააბრუნეს.
სხვა მეტი არაფერი ვიცი, აღარ მიმიწერია.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 16 2019, 09:03 PM

სალამი...
მაკაროვის პნევმატური პისტოლეტისთვის ვინმეს ხომ არ გაქვთ დაშლილი ხელის მოსაკიდები ორივე მხარეს და აბოიმა? ვისაც არ გჭირდებათ, ან გაყიდდით?
ასევე მაინტერესებს რეზინა სად შეიზლება ვიშოვნო, რომ გამოვცვალო?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 21 2019, 09:33 PM

მდაა, ამ საკითხზე სდუმხართ ესეიგი biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 21 2019, 11:04 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
რემკომპლექტს მაღაზიებში იშოვი 35 ლარად . კიდევ მე მაქვს და თუ გინდა რინგებში გაგიცვლი smile.gif ან ავიცი რამეში smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 22 2019, 08:20 PM

ციტატა(geojorjika @ Mar 22 2019, 12:04 AM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
რემკომპლექტს მაღაზიებში იშოვი 35 ლარად . კიდევ მე მაქვს და თუ გინდა რინგებში გაგიცვლი smile.gif ან ავიცი რამეში smile.gif

არა მაქვს რინგები, 1 ცალი მაქვს და ჰატსანზე მიყენია biggrin.gif


მაგალიტად რომელ მაღაზიაში? და რემკომპლექტში რა იგულისხმება? biggrin.gif


CO მართლა არ ვიცი, რაც მართალია-მართალია. smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 24 2019, 12:38 PM

ა ბატონო, კაი ამბავი
http://blog.usa2georgia.com/

პოსტის ავტორი: Nikolo Jul 8 2020, 04:38 PM

Umarex Glock 19X მომეწონა ძალიან, რაც ამ პნევმატურზე ვიდეოებს ვუყურე და კომენტარები წავიკითხე, ცუდი თითქმის არ ეწერა.
საქართველოში ამ მოდელს ვეძებ, მაგრამ არ არის გაყიდვაში. იქნებ გქონდეთ ინფორმაცია სად შეიძლება აქ შეძენა? ან რომელ გვერდს მირჩევდით, რომ გამოვიწერო? (რა თქმა უნდა 100%. რომელიც გზავნის და აქ საბაჟოზე ტვინს არ "გაღუნავენ") smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 9 2020, 05:05 PM

მაღაზიებში ან მაი მარკეტზე დაძებნე, თუ ვერ ნახავ რა პრობლემაა მაგის გამოწერა?

პოსტის ავტორი: Nikolo Jul 9 2020, 07:26 PM

ja_ja

მაიმარკეტზე ვერ ვიპოვე. მაღაზიები ნახევარი შემოვიარე და არ არის...
ამ ვირუსის ამბებში რამდენად გამოგზავნიან ან არ გააჩერებენ საზღვარზე ეგ არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 12 2020, 11:04 PM

როგორც იგზავნებოდა აქამდე ისე იგზავნება ახლაც... რა შუაშია ვირუსი და ცო2 პნევმატიკა? ან საზღვარი?

პოსტის ავტორი: Nikolo Jul 13 2020, 08:55 AM

გადაყვანა/გადაზიდვების წესები გარკვეულწილად შეიცვალა პანდემიის დროს, ამის თქმა მინდოდა.
არასოდეს გამომიწერია საქართველოში პნევმატური იარაღი და გარკვეულწილად ვეცნობი აქ რა და როგორ ხდება.
ახლა გასაგებია, თუ გამოვიწერე, რომელიმე სანდო გვერდიდან პნევმატური, არ შემიქმნიან პრობლემას smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 13 2020, 10:53 AM

არანაირი პრობლემა არ იქნება. შენ ჯობია გადამზიდავი ნახე რომელიც ზედმეტად ვენებს არ იჭრის, მაგალითად USA2GEORGIA-თი ვერ ჩამოიტან (მაგათ მარტო ტრუსიკები და ლიფჩკები ჩამოაქვთ ქერა თმიანი გობჩოებისთვის, ცოტა ზედმეტი მამაკაცური ნივთი და კივიან მთელი ოფისი) და ისეთ საშინელებებს მოგიყვებიან რომ გეგონება რომ აკრძალულია, თითქოს და ბირთული ქობინის ჩამოტანას ცდილობდე. არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენს საზღვარს და საბაჟოს 4.5 პნევმატიკაზე.

ერთად ერთი გადამზიდავებს პრობლემები აქვთ ხოლმე ბალონებზე (ეგეც თვითმფრინავის გამო, ბორტზე არ შეიძლება წნევის ქვეშ მყოფი ავზის ატანა), მთავარია ბალონებთან ერთად არ იყოს ფიშტო და დანარჩენი არაა პრობლემა

ნახე კამექსი, გზავნილი, ფოსტალიონი და სხვა ეგეთები, დაურეკე ჰკითხე. მინიმუმ 2-3 გეტყვის არაა პრობლემაო, ოღონდ ბალონი არ იყოს და 4.5-ზე მეტი არ უნდა იყოსო, ვსიო

პოსტის ავტორი: Nikolo Jul 13 2020, 12:14 PM

ja_ja

USA2GEORGIA - გამოირიცხა.
ბალონებზე გავითვალისწინებ, თუ მოყვება, თვითონ გამყიდველ მაღაზიაში მივწერ, რომ ბალონების გარეშე გაგზავნონ მოცემულ მისამართზე.
კალიბრიც არაა პრობლემა, კანონი იარაღის შესახებ სამუშაო მაგიდაზე დევს, მაინც ჩახედვა უნდა.

დიდი მადლობა, დავკვალიანდი, თორემ Glock 19X უკვე ღამე მესიზმრება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services