თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკა მფლობელის თვალით _ Centerpoint Optics 4-16x40 Adventure Class

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 11 2009, 10:20 PM

მოკლედ ვაგრძელებ ნიუსების დაყრას, თუ აკვირდებით ნაწილ ნაწილ ვყრი რომ პაწა ინტერესი შევინარჩუნო ფორუმზე, კაი მამაძაღლი ვარ არა biggrin.gif

ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=406 (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია).


მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=419ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ.



ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია:
1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16
2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება)
4) წონა - 532 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო)
6) 1"-იანი მილი
7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი
8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს)
9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები
11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset
12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof)

დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა sad.gif )
ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი.

მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს http://www.pyramydair.com/s/a/Centerpoint_Optics_Adventure_Class_4-16x40_Rifle_Scope_w_free_Shooting_Stick/2566 თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია biggrin.gif

მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია.

კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული.

კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს:


ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა smile.gif



საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ biggrin.gif. მიუხედავად იმისა რომ რინგებს ვერ გამოვიყენებ უნდა ავღნიშნო რომ კაი რინგებია, შიგნიდან რაღაც აბრეშუმივითა აქვს ამოფენილი, ალბათ ოპტიკის მილი რომ არ დაკაწროს. ჩემი ვექტორის რინგებს ეგეთი რამ არ აქვს.



თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს







რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო smile.gif (სუფთად ამერიკელებზეა გათვლილი) და რაღაც საფირმო ტილო, ვერ გავიგე რისთვისაა, ლინზების გასაწმენდათ წესით უფრო წმინდა და სუფთა ნაჭრები გამოიყენება იმხელა არაა რომ ოპტიკა შეახვიო, მოკლედ ვერ გავიგე დანიშნულება biggrin.gif








ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 11 2009, 10:21 PM

ბარაბნები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია საკმაოდ კარგად წკაპუნობს, მართალი გითხრა არ მოველოდი. ასევე ბარაბნებს აქვს ჩამკეტი Zero lock/reset . ანუ ვთქვათ გაასწორე ბარაბნები რაიმე პოზიციაზე, აიღებ და ბარაბნის ძირს არსებულ რგოლს მოუჭერ, შედეგად ბარაბნის გადატრიალება შეუძლებელი ხდება. ახლა თუ ძალიან ძალას იხმარ მაინც დაატრიალებ. იდეაში ეს ალბათ იმისთვისაა საჭირო რომ არ აირიოს ბარაბნების პარამეტრები ხეიტალისას რადგან მოშვებულ მდგომარეობაში ბარაბნები ძალიან იოლად ტრიალებს.





ეს მინიმალური პარალაქსის გასწორების ფაქტი smile.gif, სასიამოვნოა, სახლის პორობებშიც კი შეიძება გასწორება.



ჩინეთი ჩვენი თავის ტკივილია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნეტა რამე თუ გამოდის ისეთი რასაც ეწერება მეიდ ინ ზაგრანიცა, ოღონდ არა china.





ეს ილუმინაციები, ვიტყოდი რომ ზედმეტად კაშკაშაა. იმდენად ზედმეტად კაშკაშაა რომ მაქსიმუმზე დოტები პლაქტიკულად ერთ ხაზად გეჩვენება (კი ჩანს წერტილები მაგრამ...), ჰო აქვე გაირკვა მანუალიდან რომ მწვანე ფერს მიაქვს ყველაზე მეტი ინერგიაო, და თუ წითელი ირთვება და მწვანე არაო, ესეიგი ელემენტი დაჯდაო და უნდა გამოცვალოო, ეს კაი ინფო იყო აქამდე არ ვიცოდი.

ისე საერთო ჯამში რეალობიდან გამომდინარე, მიუხედაბვად იმისა რომ დიდი გამოცდილება ოპტიკაში და ნადირობაში არ მაქვს, ამ ილუმინაციის პრაქტიკულ აზრს ვერ ჩავწვდი, რისთვის გამოიყენება და როდის.... რავიცი მე ჯერ ვერ ვუპოვე გამოყენება. ერთადერთხელ ვცადე მუქი მიწის ფონზე გამოყენება როდესაც ბადე არ ჩანდა, მაგრამ იმხელა მზე იყო რომ ილუმინაცია პრაქტიკულად არ ჩანდა.





აქ შევეცადე მინიმალურ ჯერადობაზე ანუ 4x-ზე გადამეღო რაიმე ობიექტი. პირველ სურათში რომ ჩანს ამოშვერილი რაღაც ანტენესავით ისაა ნაჩვენები მეორე სურათზე რამსიშორეზეა. მაქსიმალური გადიდების შემხთევვაში ხელი ვერ გავაჩერე რომ იგივე ობიექტი გადამეღო, ასე რომ ეგ ექსპერიმენტი ჩაიშალა smile.gif





და ბოლოს დაკეცილი და გახსნილი ბიპოდი. რამდენად პრაქტიკულია ამას მოგვიანებით შევამოწმებ, თან თუ იმხელაა რაც პირამიდის სურათზეა გამოსახული.... მოკლედ მგონი სუფთად სანადირო პონტია.

დროა დავაჯამოთ ამ ოპტიკის შედეგები.

პლიუსები:
1) იაფი დაჯდა
2) მიუხედავად ხელზე ნაყიდვისა კაი კომპლექტაცია გააჩნია
3) პატარაა, მსუბუქია და დიდი ჯერადობა აქვს
4) მინიმალური დისტანცია პარალაქსის გასასწორებლად, ამაზე პატარა მე ჯერ არ მინახია
5) კომპლექტში რინგების არსებობა
6) მე რომ Weaver-ის დასამაგრებელი მქონოდა პრაქტიკულად მზადაა დასაყენებლად და სასროლად.


მინუსები:
1) ბიუჯეტნიკია და შესაბამისად მაქსიმალურ ჯერადობაზე საგრძნობლად მუქდება გამოსახულება
2) ისევ და ისევ Weaver-ის რინგები, პირადად ჩემთვის მინუსია
3) არ მოყვა გასაღები და სათადარიგო ჭანჭიკები, მე მგონი უნდა მოყოლოდა, რადგან სხვა რაც ჩამოვიდა ბიჭებისთვის იმათ ყველას მოყვა კომპლქტში, თუმცა ეს შეიძლება იმის ბრალია რომ ხელზეა ნაყიდი და არა პირდაპირ მაღაზიაში.
4) პარალაქსის გასწორება ბარაბანზე არაა, წინა ცხვირზეა გადატანილი

ესეც ასე ჩემი ბატონოოო, მე ამით დავამთავრე ეს მიმოხილვა, იმედია რაიმეში გამოგადგებათ ეს სტატია smile.gif ველი თქვენს გამოხმაურებებს.

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 11 2009, 10:31 PM

ვააა მაგარია, გილოცავ გილოცავ აბა სულ კაი კაი ნადირობაში და გართობაში smile.gif

ბიპოდი მომეწონა smile.gif , ადრე ეგ დისკოსაც მოყვენოდა პირამიდზე თუ იყიდდი smile.gif

ოო აი სიცილაკების და სურათების ამბები მეც მაწუხებს ძალიან ცუდია უკვე დაწერილ პოსტზე სიცილაკების შლა smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 11 2009, 10:36 PM

გილოცავ, მშვენიერი რამეა

როგორც ყოველთვის შენი რეპორტები მოწოდების სიმაღლეზეა, მადლობა ასეთი ვრცელი ინფოსთვის wink.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 12 2009, 01:34 AM

კარგი რამეა, მშვიდობაში ჯა_ჯ!

ისე, ვეხტორას რინგები არ გამოგადგება მაგის დასამონტაჟებლად დისკოზე? smile.gif
კი, თავის ტკივილია მაგათI მოხსნა, მერე ამაზე გადმოყენება, მერე რომ დაგჭირდეს ისევ უკან დაბრუნება მაგრამ...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jul 12 2009, 04:20 AM

ჯაჯა გილოცავ ახალ შენაძენს smile.gif ჩემი რინგებიც ზუსტად ეგეთია კარგი რამეა მაგრამ ცუდია რომ არ გადგება

პოსტის ავტორი: bazuka Jul 12 2009, 05:31 AM

აბა ვნახოთ საქმეში როგორი იქნება

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 12 2009, 07:10 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 12th July 2009 - 02:34 AM) *
ისე, ვეხტორას რინგები არ გამოგადგება მაგის დასამონტაჟებლად დისკოზე?

არა არ გამოადგება. ვექტორის რინგები 30 მმ მილზეა, ამას კი 1"-იანი მილი აქვს (ანუ 2.55მმ)

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 12 2009, 07:36 AM

ესეც ჩემი საბრძოლო ბიჭები ერთად biggrin.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Jul 12 2009, 11:03 AM

ja_ja
რა ვაჟკაცები გყავს smile.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 31 2009, 11:14 PM

დღეს ჩამოვიდა ჩემი ოპტიკაც smile.gif ჯა_ჯა იმდენად კარდაგ აქვს ამ ოტიკაზე ყველაფერი დაწერილი ვერეაფერს ვერ დავამატებ smile.gif ერთადერთი შემიძლია დავდო სურათები თუ როგორ გამოიყურება ქარხნულად შეფუთული smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც გახსნილი რაც მოყვა ყველაფერი აქ არის smile.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: cz80 Oct 31 2009, 11:22 PM

dawiti
გილოცავ wink.gif
მეც მაგნაირი შევუკვეთე და ველოდებიsmile.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 31 2009, 11:25 PM

დიდი მადლობა smile.gif ძალიან კარგი ესე იგი ესეთი ოპტიკა მალე 3 იქნება თბილისში ერთი მინუსი რაც აქვს ეგ არის რომ პარალაქსი გვერდიდან არ სწორდება

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 31 2009, 11:39 PM

dawiti გილოცაავ!

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 1 2009, 12:37 AM

dawiti
ვაა გილოცავ , მაგარია , აბა როდის მივდივართ სანადიროდ? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 10:08 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 1st November 2009 - 01:37 AM) *
ვაა გილოცავ , მაგარია , აბა როდის მივდივართ სანადიროდ?

დათკას დისკო შენი დისკოსგან განსხვავებთ ჩუმია, უკეთესი ოპტიკა აქვს და... მოკლედ დაგჩაგრავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 10:30 AM

ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 11:08 AM) *
უკეთესი ოპტიკა აქვს და

biggrin.gif სერიოზულად ამბობ მაგას? თუ ღადაობ?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 1 2009, 11:10 AM

ja_ja
შენ მაგაზე არ ინერვიულო , აბა ვნახოთ ვინ ვის დაჩაგრავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 1 2009, 03:00 PM

აუუუუ ბიპოდიიიიიიიიიი sad.gif ისე, ვინმე გაყიდვას თუ გადაწყვიტავთ, ან შეკვეთის დროს ბიპოდი გკიდიათ, წილში ჩაგიჯდებით და ბიპოდის ფულს გადაგიხდით... ჰაააა დაფიქრდით აბაა, ვინ უკვეტავს


ბიპოდი მინდაააააა 14.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 07:36 PM

Jah

ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:30 AM) *
სერიოზულად ამბობ მაგას? თუ ღადაობ?

ჯერადობაში ჯორჯიკას ოპტიკას ჩაგრავს, ოღონდ სტატიკურ მდგომარეობაში, მაგალიტად ერთხელ ყველა რომ ვიყავით გასული და 50 მეტრზე ნაძვნარში ვისროდით Davitus-ს გაუჭირდა 9x-ით სამიზნის გარჩევა, geojorjika 10x-მა გაქაჩა და ხედავდა, მაგრამ ამ ოპტიკით ნასინჯი მაქვს და 50 მეტრზე გაცილებით, გაცილებით უკეთესად ხედავ სამიზნეს და რაც მთავარია არჩევ თვითონ სამიზნის რგოლებსაც და ნატყვიარებსაც ხედავ, რაც 9 და 10x-ზე შეუძლებელია. თუ საქმე საქმეზე მიდგა და მოძრავ ობიქტზე გასასწორებელი იქნება ოპტიკა, ..... ჰო მანდ dawiti წააგებს. ეგ მეც ყელში ამომივიდა მაგ ოპტიკაზე, ისროდი 10 მეტრზე და ახლა 25 მეტრზე ისვრი, ეცი წინა ლინზას და ატრიალე, მერე ჯერადობა შეცვალე პარალაქსის გასასწორებლად ისევ ატრიალე წინა ლინზა, ეგ რა თქმა უნდა მომაბეზრებელია და არაეფექტურია, მარა....

მარა არის ისეთი კრიტერიულები რაც არის ფინანსები და ჯერადობა, რა თქმა უნდა სად 30 მილიმეტრი და სად 1 დუიმიანი ლინზა, მაგრამ დათკამ ეგ მანამდეც იცოდა, ფინანსები სხვა საშუალებას არ აძლევდა, ასე რომ მინიმალურ ფასად და პარალაქსის გასწორებაზე ხელის ჩაქნევის შემდეგ.... მშვენიერი არჩევანია.

მოკლედ რა თქმა უნდა ყველანაირად ჯორჯიკას ოპტიკას ვერ ჯობია, მაგრამ არის პუნქტები რომელშიც ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 08:32 PM

ნუ მაგაშI გეთანხმები smile.gif რომ დიდი ჯერადობით ბევრად უფრო სასიამოვნოა სროლა, მიზანში.
თუმცა შენც დამეთანხმე რომ დიდი ოპტიკის ხარისხი ჯერადობით არ გამოირჩევა...
მაგალითად თუ შევადარებთ "პაპრავკების" მექანიზმს, რატომრაც მგონია ჯორჯიკას სამიზნე მაგას დაჩაგრავს, ასევე შეიძლება ჩავატაროდ ტესტი, დავაყენოთ ცენტრ პოინტი
x10-ზე და ჯორჯიკას ვექტორი მაქს-ზე ანუ იგივე x10-ზე... და დღის 1 და იგივე დროს ერთად შევხედოთ რიგრიგობით თითოეულში... შემდეგ კი შევადაროთ, რომლის სურათი იყო უფრო მკვეთრი, რომელი სამიზნე იყო უფრო ნათელი, და რომელს ქონდა მინიმალური "აბერაციები" (მაქსიმალურ ჯერადობაზე ყველა სამიზნეს ასე თუ ისე აქვს "ავერაცია"-ობიექტივის კიდეებში "დასაპნილი" გამოსახულება) + ამ ბოლო შედარებით ცენტრ პოინტს, მცირე უპირატესობაც კი ექნება, იმიტომ რომ ის არ იქნება max-ზე wink.gif
ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვა, და თუ დასაბუთებული იქნება სურათებით...
მე მაგალითად მაგრად მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 09:40 PM

Jah
კაცოუ ყველა ექსპერიმენტზე წამომსვლელი ვარ, ოღონდ და მაგას თავი მოვაბათ, ეგეთ რაღაცეებზე ყოველთვის ხელები მეფხანება smile.gif

თუმცა შედეგში დარწმუნებული ვარ ცენტრ პოინტი ვერ მოიგებს smile.gif

ბოლო-ბოლო ბიუჯეტნიკია, როდესაც გაძლევენ 16X-ს 80$-ად, ესეიგი რაღაცა სხვას გაკლებენ, ეგ ისედაც უნდა იცოდე როდესაც ბიუჯეტნიკს ყიდულობ. smile.gif

მაგალიტად იგივე დათკამ ამაზონზე ნახა 50$-ად ოპტიკა საერთოდ 24x-ით, მაგრამ ბოლოს გაირკვა რომ ვარმიტი იყო და პარალაქსი მხოლოდ 100 იარდიდან სწორდებოდა biggrin.gif, არადა ყიდულობდა, ბოლოს მე უნდა მეყიდა ჩემი ანგარიშით და რაღაც ბანკში მოხდა ანგარიშზე 2 საათით გვიან დაჯდა თანხა და დავაგვიანე დაკვეთა, მაგ 2 საათში გაირკვა რომ... biggrin.gif მოკლედ ბეწვზე გადავრჩით.კლასიკური ჰოლივუდის სტილში ბოლო წამებზე biggrin.gif
მოკლედ ბიუჯეტნიკია და მაგით ბევრი რამ არის ნათქვამი.

პოსტის ავტორი: dawiti Nov 3 2009, 03:19 PM

ექსპერიმენტები მეც მაგრად მევასება და ჩავატაროთ კარგი იქნნება smile.gif

პოსტის ავტორი: soza Apr 29 2010, 03:46 PM

რომელი კომპანიით გამოიწერე?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2010, 04:29 PM

soza

ციტატა(georgesoza @ 29th April 2010 - 04:46 PM) *
რომელი კომპანიით გამოიწერე?

უკვე გიპასუხე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1020&hl=

პოსტის ავტორი: Power_VANO May 6 2010, 09:48 AM

ხოო, არ გვიწერია ამ თემაში და დავწერ. Mil-Dot-ი ამ ოპტიკას, რეალური აქვს 10X-ზე, როგორც ჩანს. მანძილის გაზომვის ინსტრუქციასა და ცხრილში წერია, რომ თუ მანძილის გაზომვა გინდათ, მილებით, დააყენეთ ოპტიკა 10X-ზეო. ე.ი. Mil-Dot რეალურია 10X-ზე smile.gif

პოსტის ავტორი: tengo May 6 2010, 10:24 AM

Power_VANO
თუ ამას მანძილის აზომვაც შეუძლია,მეც მაინტერესებს.ვნახოთ შედეგები.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 6 2010, 10:27 AM

tengo
ჰო, ანუ მილ-დოტებით მანძილის საზომი ფორმულა ხომ არსებობს. ამ ოპტიკისთვის როგორც ჩანს ეგ ფორმულა რეალურია 10X ჯერადობაზე.

პოსტის ავტორი: tengo May 6 2010, 10:32 AM

Power_VANO
პრაქტიკაში რომ გასინჯავ,საინტერესოა შედეგი როგორი იქნება.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 19 2010, 10:57 AM

ამდენი ხანი თავი ვერ მოვაბი დღემდე smile.gif

მოკლედ, გუშინ და დღეს მიზანში ვერ ვისროლე, ბავშვები ჩამოვიდნენ და დარბიან, დარბიან... რას გააჩერებ იმათ smile.gif

ჰოდა მილ-დოტები შევამოწმე. ფორმულა მუშაობს ნამდვილად 10X-ზე, სხვადასხვა მანძილებზე შევამოწმე რამდენიმე საგანზე.

პოსტის ავტორი: norica_dragon Aug 19 2010, 11:09 AM

მე ჩემს ოპტიკაზე ის ვიცი რომ 32X ზე წერტილებს შორის 30 მეტრზე დაშორება 1 სანტიმეტრია...

ეხლა ეს მითხარით როგორ ვიანგარიშო?? biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Aug 19 2010, 11:27 AM

Norik,gadaxede forumshi optikebze temebs, jah-s uceria romeligac temashi, itogshi aige purceli,miaxaze zed 20 santimetriani xazi, gadazome 20 metra, da es xazi unda chaetios at mildotshi,romel zumzec chaeteva , mag optikistvis mag zumze iqneba martali mildoti
au magari abdauddat davcere magram mets exla tavi ver movabi biggrin.gif
karoche kargad gadaxede forums,aris mag temaze dacvrilebit dacerili..
Au damatyda titebi am mobilis klavaze braxunit biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 19 2010, 11:35 AM

და არსებობს მშვენიერი საიტი მილ-დოტზე: http://www.mil-dot.com/

თავისი სავარჯიშოებით და თამაშებით smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Aug 20 2010, 03:07 PM

ციტატა(norica_dragon @ Aug 19 2010, 12:09 PM) *
მე ჩემს ოპტიკაზე ის ვიცი რომ 32X ზე წერტილებს შორის 30 მეტრზე დაშორება 1 სანტიმეტრია...

ეხლა ეს მითხარით როგორ ვიანგარიშო?? biggrin.gif


პირველი, უნდა იცოდე იმ საგნის , ცხოველის ან ფრინველის ზომა სანტიმეტრებში(სიმაღლე სიგანე).

მეორე; ოპტიკა უნდა დააყენო 10X -ზე(ან შენს შემთხვევაში პასპორტში მითითებულ ჯერადობაზე).

მესამე: უნდა დაუმიზნო სასურველ ობიექტს და ობიექტის ზომა თუ არის სანტიმეტრებში მაშინ, ის უნდა გაამრავლო 10-ზე და გაყო მილ დოტებზე და მიიღებ მანძილს.

თუ სამიზნის ზომები არის მეტრებში, მაშინ ობიექტის ზომას ამრავლებ 1000-ზე და ყოფ მილდოტებზე და ღებულობ მანძილს.


პოსტის ავტორი: ShalvaQ Feb 26 2011, 11:56 AM

ციტატა(dawiti @ Nov 1 2009, 12:25 AM) *
დიდი მადლობა smile.gif ძალიან კარგი ესე იგი ესეთი ოპტიკა მალე 3 იქნება თბილისში ერთი მინუსი რაც აქვს ეგ არის რომ პარალაქსი გვერდიდან არ სწორდება

და ერთიც რუსთავში wink.gif

პოსტის ავტორი: Giorg1 Oct 11 2013, 12:01 PM

აუ ძალიან მაგარია! გილოცავ! თანაც 4-16 ზე პირადად ჩემთვის იდეალურია, სამწუახროდ ჩემი ლიპერსი უსა2გეორგიამ გაირჭო :@ sad.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 11 2013, 03:56 PM

ციტატა(Giorg1 @ Oct 11 2013, 01:01 PM) *
აუ ძალიან მაგარია! გილოცავ! თანაც 4-16 ზე პირადად ჩემთვის იდეალურია, სამწუახროდ ჩემი ლიპერსი უსა2გეორგიამ გაირჭო :@ sad.gif


ვის რას ულოცავ თარიღი ნახე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 11 2013, 06:31 PM

Giorg1
იუნი არქეოლოგი ხარ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services