გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> 21-22 დეკემბერი შეჯიბრი 25 მეტრამდე
okela84
პოსტი Nov 23 2019, 03:29 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 1,778
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



მეგობრებო მცირეოდენი შესვენების შემდეგ ვატარებ შეჯიბრს რომელსაც გამოკვეთილი ფავორიტები არ ეყოლება და გამომდინარე აქედან ალბათ რთული მისახვედრი არაა ის რომ შეჯიბრი ჩატარდება მოკლე მანძილზე ხელიდან სროლაში. უფრო ზუსტად კი დგომში 25 მეტრზე ან ნაკლებზე. მანძილი დაზუსტების პროცესშია მაგრამ ზუსტად მხოლოდ ის ვიცი ამ ეტაპისთვის რომ 25 მწტრზე მეტი არ იქნება. შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერი კლასის პნევმატურის მფლობელს. რაც იმას ნიშნავს რომ ნიტრო და ზამბარ დგუშინი პნევმატურის მფლობელებსაც გეძლევათ შანსი როგორც მონაწილეობის ასევე საპრიზო ადგილზე მოხვედრის.
ყველა პოტენციურმა მონაწილემ საკუთარი შანსები თვითონ შეაფასოს მაგრამ მე მაინც დავწერ ზდპ ს მფლობელების საყურადღებოდ რომ 25 მეტრზე სტაბილური 15 ან მაქსიმუმ 20 მმ სიზუსტის მიღმა ზდპ-ს მფლობელი მინაწილეები უბრალოდ სტატისტის როლში იქნებით და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.
სროლა იქნება ქაღალდზე და ქულების დაგროვება ბრ ის პრინციპით. თითო მონაწილეს 25 ან 50 ჩათვლითი გასროლის განხორციელება. ჩათვლითი გასროლების რაოდენობაც დაკორექტირდება მონაწილეების რაოდენობის მიხედვით.
ამჯერად ტელევიზიის დაძახებას არ ვაპირებ და შესაბამისად პოტენციურ სპონსორებთან დიდი მოლოდინები არ მაქვს. მაგრამ შეჯიბრი უპრიზო მაინც არ იქნება და საპრიზო სამეული წინა შეჯიბრის მსგავსად დაჯილდოვდებიან ფულადი, სამახსოვრო პრიზებით და მედლებით.
ამ ჯერზე სამონაწილეო იქნება 70 ლარი და აქედან 40 ლარი თითოეული მონაწილიდან გადაინაცვლებს საპრიზო ფონდში დარჩენილი 30 კი მედლებზე და ზეჯიბრის შემდგომ ქეიფზე დაიხარჯება ანუ 15 მონაწილის შემთხვევაში საპრიზო ფონდი იქნება 600 ლარი რაც გადანაწილდება შემდეგი პრინციპით პრიზიორებზე. 20%-30%-50%.
ნუ სპონსორების მოძიების მცდელობაც რათქმაუნდა მექნება და დიდი ალბათობით დამატებით მექნება პრიზები თქვენთვის.

მონაწილეები დღეის მდგომარეობით

1) S.T.A.L.K.E.R
2) gela
3) giga2010
4) aleqsa
5) pilotina
6) okela84

თემა პერიოდულად განახლდება და შემოიხედეთ ხოლმე რამდენიმე დღეში ერთხელ მონაწილეობის მსურველებმა.





>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th December 2019 - 07:08 AM
Hosted by Pro-Service