იყიდება ARTEMIS M22. ფასი 550 ლარი. ერთი დღეა რაც შევიძინე. სიჩქარე არ ვიცი. აქვს რედუქტორი როგორც მითითებული აქვს პასპორტში. ლულა 54სმ. ფასკები არ გამიკეთებია. 50 მეტრზე გააკეთა 25მმ-იანი ჯგუფები. მოყვება დამტენი შტუცერი, ერთი მჭიდი და სათადარიგო რეზინები
https://radikal.ru
giga2010
გიგა, არ მინდა შეგაწუხო, წეღანდელიდან მოყოლებული იფიქრებ ალბათ რა შემიჭამა ტვინიო. მაგრამ აქაც რო არ მოგწერო ვერ ვითმენ. იმედია არ მიწყენ, გასაყიდ თემაში რასაც ეხლა დავწერ.
დიდი ტექსტი დავწერე და წავშალე.
მოკლედ დავწერ.
არ იჩქარო გიგა, თოფს არ იცნობ, სიჩქარეები არ იცი. ელემენტარული ხელის შევლება უნდა. შეავლე ხელი და თუ არ დაგაკმაყოფილა მერე გაყიდე. აი ამ ფასში ყოველთვის გაყიდი. უბრალოდ მეცოდება ეგ თოფი ალალად გეტყვი. არ გახსოვს ჩემი პ10 როგორ ისროდა ? ლამის 2 ჯერ უარეს ჯგუფებს აკეთებდა, არ ვაჭარბებ, ლამის 2 ჯერ უარეს. ეხლა ცოტა ლოგიკაში ჩაჯდა მაგ ელემენტარული ხელის შევლების შემდეგ. რაც არ უნდა იყიდო, ეგ ხელის შევლება ყველას უნდა კი იცი და ჩემგან არ გესწავლება. ცხელ გულზე ცოდოა თან მაგ ფასში. ყოველთვის გაყიდი მაგ ფასში. რამოდენიმე დღე დაიცადე თუ არაფერს გიწყვეტავს სანამ ქრონს მომცემს ალექსა.
MonSoon
კი გეთანხმები გიო, მაგრამ ცოტა მომბეზრდა რამე ვუჩხიკინო. ახალია და ვისაც აქვს სურვილი და არ ეზარება იმან მოიყვანოს ჭკუაზე
giga2010
MonSoon
კაცო ქრონის გსმო თუ ყიდი ამაღამვე გამოვიტან, რა პრობლემაა?
მეც ვეთანხმები გიოს გიგა, მინიმუმ ერთი კოლოფი ხომ მაინც უნდა ისროლო რომ თოფის მუშა ნაწილები მოჯდეს და თავის ადგილი იპოვოს?
ხელის შევლება რა ლულის ფასკების და გამოწმენდა პოლირების მეტი არამგონია რამე დაჭირდეს, გიოს თოფი სულ თავიდან ისეთ საშინელებებს აკეთებდა არმინდოდა გული მეტკინა რო ვუყურებდი და ხმას არ ვიღებდი მარა შენც ხომ ნახე სულ უბრალოდ ლულის დამუშავებამ და სასხლეტის პოლირებამ რაოგორ შეცვალა ყველაფერი? მაგ ლოგიკით როგორც შენ ყიდი გიოს გაყიდვა კიარადა ალბათ იქვე ხევში უნდა გადაეგდო სადაც ვისროდით
მოკლედ, გიგა ძმახარ და ალალი გულით გეუბნები მეც მეცოდება მაგ თოფის ასე იაფად გაყიდვა და ნაუცბადევად მოშორება ძმობილო, დანარჩენი რათქმაუნდა შენი საქმისა შენ უკეთ იცი!!!.
1 დღეში თოფს ბედი გადაუწყდეს, რაღაც ახალია მიდგომაა მგონი. მაგ ლოგიკით ატ 44 10 ვალტერი ასჯერ უნდა მქონდეს გაყიდული კი არა -გააგდებული.2,5 ჯგუფი რომ გაეკეთებინა 50 მეტრზე, საპატიო ადგილას დავკიდებდი კედელზე. მართალს გეუბნებიან მეგობრები. თოფი შენია, გნდა გაყიდი, გინდა გადააგდებ. მაგრამ ჯობია კარგად გამოსცადო. თუ გაჩუქებას დააპირებ, მაშნ რიგში პირველი ვარ.
giga2010
გადათქვი დროზე, თორემ მე ვიყიდი
გაიყიდა. დახურეთ თემა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services