თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ Benjamin Regal

პოსტის ავტორი: Dato98 Sep 20 2013, 07:36 PM

გამარჯობათ ცოტა ხნის წინ შევიძინე Benjamin Regal ნიტრო მექანიზმზე მაინტერესებთ თუ ვინმეს გქონიათ ეს თოფი და რას მეტყვით მასზე და კიდევ რომელ ტყვიებს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 20 2013, 08:38 PM

კროსმანმა ამ ბოლო დროს იმდენნაირი დასახელების და თითქმის ერთნაირი მექანიზმის მქონე იარაღი გამოუშვა რომ უკვე ძნელია რაიმე კონტროლი მოახდინო მაგ იარაღებში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ფორუმზე მაგ იარაღის მფლობელი არავინაა, ასე რომ არ ვიქნებოდით უარზე თუ შენგან რაიმე ინფოს მაინც მივირებდით, ნუ იქ როგორ ზის ხელშI რაფერ ისვრის, რა შეგრძნებები გაქვს, მძიმეა, მსუბუქია, იოლი დასატენა თუ რა ხდება....

P.S. ისე ქართული ანდაზაა - თვალი სვავს თვალი ჭამსო, ანუ ის მინდა ვთქვა რომ ადამიანს ტექსტზე მეტად ვიზუალი უფრო მეტ ინფოს აძლევს და სურათებს თუ მოგვაწვდიდი მთლად გადასარევი ინებოდა, ეგებ და ვინმემ თავისნაირი მოდელის მოდიფიკაცია ამოიცნოს შენს იარაღში და მერე წავიდოდა ჭუკჭუკი, ამას ესა აქვს უკეთესი, წინა მოდელს ის ჰქონდა უკეთესი და ასე შემდეგ....

პოსტის ავტორი: okela84 Sep 20 2013, 11:37 PM

შრაუდერიანია შენი ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Sep 21 2013, 11:59 AM

benjamin regal-ი ზუსტად იგივეა როგორც crosman sierra pro და remington summit-ი. უბრალოდ ის განსხვავებაა რო ნიტრო ზამბარა და შრაუდერი აქვს. დანარჩენი თავიდან ბოლომდე იგივეა smile.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services