Umarex Octane 2251302 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Umarex Octane 2251302 |
Apr 29 2014, 01:14 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.. მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით.. გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან.. ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს.. როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ. შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე.. ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე.. როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა.. აგერ სურათებიც.. მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი). ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული). არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი). ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა.. ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70).. ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის. ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით. ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული. ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ. რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით. სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე.. უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა. თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 01:25 PM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 28-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,923 ქალაქი:ქუთაისი |
სასხლეტის თაობაზე რას იტყვი
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 01:25 PM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
Avtandili გილოცავ შენაძენს, წონა სერიოზული ქონია, 30 მეტრაში საინტერესოა კაი მყარი პოზიციიდან როგორი სიზუსტით ისვრის, და ტყვიებს რას ხმარობ 3-4 ნაირი უნდა ცადო რო შეურჩიო რომელი დაევასება ლულას.
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 01:37 PM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
გილოცავ ფიშტოს, მემგონი კარგი რაღაც უნდა იყოს. გამიკვირდა რომ ახსენე წონაში 4.3 კგ-ია ოპტიკიანადო, რადგან ბენჟამინ ტრაილ 1500-ი 4.5 კგ-ა და ამ წონას ხის კონდახი და შრაუდერი უზრუნველყოფს, ცალკე რომ დავიჭირე კონდახი, საკმაოდ მძიმე იყო და ეს უმატებს წონას, შენს უმარეხ-ს კი პლასტმასის კონდახი აქვს და 4.3 კგ რომ არის ამის მიუხედავად და უფრო მსუბუქი არა, ცოტა მიკვირს. რაც შეეხება მის გასინჯვას, რომ მოიცლი ალბად გაიტან გარეთ და გატესტავ მაგ 10.5 გრანიანი ტყვიებით. კარგი არჩევანია ეგ ტყვიები მაგ ფიშტოსთვის
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 01:54 PM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
თემა გადმოტანილია კომპრესიული პნევმატიკიდან ზამბარ დგუშინში... კითხვა თემის ავტორს - რატომ ჩათვალე რომ კომპრესიული პნევმატური იარაღი შეიძინე, როდესაც ტექსტში თვითონ ახსენებ რკინის ზამბარიანი და ნიტროთი გამოდისო .... შედმეგი კითხვაც მაქვს ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 02:14 PM) რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით. უკაცრავად მაგრამ რაცხა ნიტოდ მომხვდა ეს სიტყვები თვალში, განსაკუთრებით კი სიტყვებმა - "რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს" , რაცხა ქრონი მაქვსო და სიჩქარე გავზომეო ვერ დავინახე და სხვანაირად რაფრა გაჩველა პრაქტიკამ რამე??? თუ მარლა 25 ჯოული აქვს და ქე ყოფილა მურტუკი Hatsam Mod 125-ის ძმაკაცი და მაგას კიდო ფორუმზე არავინ წყალობს , მიუხედავად იმისა რომ ტავიდან ყველა მის ენერგიაზე ჭკუას კარგავს.... P.S. კაცო ij-38-ს რაფრა ადარებ მაგ თოფს ის ტილიანი 7 ჯოულიანია და ეგ თუ 25-იანი 4-ჯერ ძლიერი გამოდის და იასნია ძნელი გადასატენი იქნება
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 01:57 PM
პოსტი
#6
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
გმადლობთ მოლოცვებისთვის.. AK5335 სასხლეტის თაობაზე რას იტყვი ჩემთვის ნორმალურია.. საიტს თუ ვენდობით 1.5კგ-ს ძალა სჭირდებაო.. koknar კი, მიუყრდნობლად სროლისას წონა ხელს უშლის ნამდვილად.. დამიზნებიდან 2-3 წამში ვესვრი ხოლმე რომ ხელის კუნთმა ვიბრირება რომ არ დაიწყოს.. ნამდვილად.. მყარი ზედაპირიდან ვაპირებ სროლებს რომ ვნახო რა შეუძლია.. კი, მაქვს სხვადასხვა ტყვიებიც, მაგრამ ეგ შედარებით ხელმისავდომი და კარგი მახასიათებელი თვისებებისაა (ჰაერში ბალანსი, გაჭრა და ა.შ). სწორედ მაგიტომ ეგ ტყვიები შევუძინე. ხ.მ.ე.ლ.ო კი, ოპტიკიანად მასე გამოდის, 9.5ლბს წერია.. აუცილებლად დავდებ შედეგებს, არ დავიზარებ.. კი, ოპტიმალური ტყვიების ეგ ვარიანტი შევარჩიე..
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 02:06 PM
პოსტი
#7
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ფორუმების აქტიური მომხმარებელი არ ვარ სამწუხაროდ და ჩემდა უნებურად და უცოდინრობით თუ რაიმე ვერ გავაკეთე, გთხოვთ მომიტევოთ. მითითებებს გავითვალისწინებ.. ja_ja ქრონით სიჩქარე გავზომე, ხოლო გამოთვლები mv2/2-ს შესაბამისად.. სხვა პნევმატური smith and wesson m&p 40-ის და მაგ იჟ-ის გარდა არ მაქვს რაიმე რომ შემედარებინა.. სამწუხაროდ აღარც ეგ 7 ჯოული არ აქვს - 4ჯოულზე ცოტათი ნაკლები გამოვიდა (3,8ჯ) რამოდენიმე სახეობის ტყვია ვცადე, აგერ თუ დაგაინტერესებთ.. Gamo Rocket (9.6 Grain) 294 მ/წმ Crosman Destroyer (7.3 Grain) 322 მ/წმ JSB Beast (16.3 Grain) 199 მ/წმ Pointed Pellet (7.9 Grain) 316 მ/წმ (უბრალოდ გავს თორემ ზუსტად არ ვიცი, წლების წინ იყიდა ნათესავმა და მომიტანა) Umarex Meisterkugeln (7 Grain) 335 მ/წმ Crosman Premier Domed (10.5 Grain) 275 მ/წმ ja_ja კითხვა ახლაღა შევნიშნე.. Umarex 2251300 Surge რომ შევნიშნე დაუფიქრებლად მანდვე გავხსენი.. მომიტევეთ...
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:10 PM
პოსტი
#8
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Avtandili ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 03:06 PM) სხვა პნევმატური smith and wesson m&p 40-ის და მაგ იჟ-ის გარდა არ მაქვს რაიმე რომ შემედარებინა ნუ ახლა რას რასთან ადარებ ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 03:06 PM) სამწუხაროდ აღარც ეგ 7 ჯოული არ აქვს - 4ჯოულზე ცოტათი ნაკლები გამოვიდა (3,8ჯ) მდაა საერთოდ დაჩაჩანაგდნენ ეს რუსები
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:19 PM
პოსტი
#9
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
Avtandili მომილოცავს შენაძენი ა ბატონო მონდომებული აირგანელი, თავისით გამოაცხო პაწია პერორტი. მისასალმებელია
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:24 PM
პოსტი
#10
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ჯსბ ექზაქტ ჰევი ნახე. წესიტ მოეწონება.
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:27 PM
პოსტი
#11
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ja_ja რას ვიზამ.. საბანის ამბავია.. ;-) კვდება ნელ-ნელა ბატონი იჟი.. ზამბარა საერთოდ არ გამომიცვლია.. iorama გმადლობთ.. ვეცადე და რაც გამოვიდა, ფორუმის შესაფასებელია.. ნორჩი აირგანელის კვალობაზე დასაწყისში ნუ გამიწყრებით ბევრს..
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:43 PM
პოსტი
#12
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, 04:24 PM) ჯსბ ექზაქტ ჰევი ნახე. წესიტ მოეწონება. თუ სადმე ჩამივარდა ხელთ, გავატარებ ლულაში..
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 03:46 PM
პოსტი
#13
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
Avtandili მაგნუმში იყიდებოდაა ბოლოს როცა ვნახე. აღარ აქვთ?
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 04:01 PM
პოსტი
#14
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, 04:46 PM) Avtandili მაგნუმში იყიდებოდაა ბოლოს როცა ვნახე. აღარ აქვთ? რომელს გულისხმობთ, JSB Diabolo EXACT .177 Cal (8.44 grains) თუ JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, (10.2 grains) ვერ ვხვდები რატომ მაგრამ Umarex Meisterkugeln 7grain ზებგერითი სიჩქარით წავიდა და ყურებში მიწიოდა ხმა.. მაგიტომ 7გრეინზე მეტი შევარჩიე ძირითად სასროლ ტყვიად.. არადა ზებგერითი წესით 340 მ/წმ და ზევით უნდა ყოფილიყო ხომ ? მე 335 მ/წმ და 336 მ/წმ მაჩვენა ქრონმა. თუმცა ქრონიდან 3 მეტრის მანძილზე იყო ლულა და შეიძლება მანამდე ჰქონდა 340.. ნუ, რაც არ ვიცი, არ ვიცი...
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 04:15 PM
პოსტი
#15
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
Avtandili გილოცავ თოფს. მომეწონა რეპორტიც. იმედია გამოცდების შედეგებსაც მასე დეტალურად აღწერ.
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 04:21 PM
პოსტი
#16
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(foxi @ Apr 29 2014, 05:15 PM) Avtandili გილოცავ თოფს. მომეწონა რეპორტიც. იმედია გამოცდების შედეგებსაც მასე დეტალურად აღწერ. დიდი მადლობა. ძალისხმევას არ დავაკლებ..
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 05:12 PM
პოსტი
#17
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ისე, მაგ იარაღის ერთ მინუსს დავწერ, სამკუთხა ჩამკეტის მაგივრად, შარიკი აქვს, ცოტა ცუდია მაგრამ მთავარია კარგად ჩაკეტოს და დროთა განმავლობაში ლულა არ მოირყეს, ისე კი მაგასაც არა უშავს
| |
> |
|
|
Apr 29 2014, 11:42 PM
პოსტი
#18
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ციტატა(iorama @ 29th April 2014 - 04:19 PM) ა ბატონო მონდომებული აირგანელი, თავისით გამოაცხო პაწია პერორტი. მისასალმებელია +1 Avtandili ვიზოალზე თითქოს არ ეტყობა ეგ წონა
| |
> |
|
|
Apr 30 2014, 06:47 AM
პოსტი
#19
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Avtandili ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 05:01 PM) არადა ზებგერითი წესით 340 მ/წმ და ზევით უნდა ყოფილიყო ხომ ? 331 მეტრია ბარიერი საერთოდ ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ვარირებს ეგ პარამეტრი
| |
> |
|
|
Apr 30 2014, 09:35 AM
პოსტი
#20
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
მე ბავშვობაში მასწავლეს რომ 326მ/წ იყო
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:42 AM |
Hosted by Pro-Service |