აბა მეგობრებო, ყველას გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას!
მე უკვე გავამზადე ჩემი Fabarm-ი, სანადირო აღჭურვილობა და ველოდები ხვალინდელ დღეს. დიდი ალბათობით წელსაც როგორც ყოველთვის სეზონის გახსნაზე მონადირე მეტი იქნება ვიდრე მწყერი, მარა მაინც გავივლი, ჭიას გავახარებ.
თუ ვინმეს სურვილი აქვს შემოერთების Welcome.
მეც გილოცავთ ყველას სანადირო სეზონის გახსნას,
როგორ ველოდიიი მაგრამ ხვალ ნადირობისგან თავს შევიკავებ მაინც, დაშინებული ვარ და..
მოგესალმებით მეგობრებო.
გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას, შედეგიან გასვლებს გუსურვებთ.
ჩემთვის დღეს გაიხნა სეზონი, დილას ხუთი საათიდან შევუდექი ,,გულის ჭიის მოკვლას"
ნამდვილად მონატრებული გრძნობაა....
მოგესალმებით ფორუმელებო.გილოცავთ ნანატრ ნადირობის სეზონის გახსნას.თუ იცით კახეთში მწყერი თუ არის,კონკრეტულად დედოფლისწყაროში.მაგარი გვალვა იყო,თან ხანძრებიც დაემატა.
davita76
არსად არ არისო ბარში. სიცხეების გამო ეტყობა. დღეს უნდა წავსულიყავი მარნეულში, მარა დამირეკეს, აზრი არა აქო, არ არიო მწყერი.
pilotina
მადლობა
გამარჯობათ.. მწყერის სეზონი როდის მთავრდება ხომ ვერ მეტყვით?! ))
MxNsky
სანამ არ გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში
ერთ კვირაში ბენჯამინ ტიტანი ჩამომდის.
რას მირჩევთ თბილისთან შედარებით ყველაზე ახლოს სად შეიძლება სანადიროდ გასვლა?
temo-777 იქეთ წადი სადაც,წითლები,ლურჯები და მწვანეები არ არიან. მეგობრული რჩევა.ისე კი საითაც არ უნდა წახვიდე ახლო-მახლოს,ყველგან ერთია ზოგადად.
გამარჯობათ.
ეხლა შეიძლება რამე ფრინველზე ნადირობა?
1377-ტი მაქ.
არ შეიძლება, აკრძალულია სეზონის გახსნამდე.
mamukaaa
აგვისტომდე მოითმინე მეგობარო
პნევმატიკით რომ მოვინადირო ფრინველი ლიცენზია უნდა ავიღო?
1377-ტი მაქ.
ნებისმიერ ოფიციალურ მონადირებას უნდა ლიცენზია, რომელიც არის კაპიკები და წარმოადგენს, შესაბამის ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვას. ბანკში ოპერატორება იციან შესაბამისი ანგარიშის ნომერი, იქვე მოგცემებ საბანკი ქვითარს, რომელიც შემდეგში წარმოადგენს შენი ნადირობის ლიცენზიას.
ასე რომ 10 ლარის გულისთვის შარში ტავის გაყოფა არამართებულია. ჯობია 10 ლარი გადაიხადო...
მაგრამ აქვე მეორე პირობაა გასათვალისწინებელი, სეზონი იხსნება გადამფრენ ფრინველებზე და არა ენდემურ, ანუ აქაურ მობინადრე ფრინველებზე
მადლობა.
უკვე ავიღე ლიცენზია.
ლიცენზია რო ვანახო გარემოს დასცვას და პნევმატურით ვნადირობდე არაპერი ჯარიმაა არააა ?
მეგობრებო. გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნა
ვუერთდები მილოცვას.
სამწუხაროა რომ პნევმოებზე ისევ ტაბუა დადებული
რატომ?
არ შეიძლება ნადირობა პნევმოთი?
მე ვნადირობ პნევმოთი და არავის პრობლემა არ შეუქმნია, არც გარემოსდაცვას და არც პატრულს.
ყველას გილოცავთ მეგობრებო სანადირო სეზონის გახსნას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას
მეც გავიკითხე და მითხრეს არანაირი პრობლემა არ არისო.
ვაპირებდი გართობას მარა შემაშინეთ.
მეც დავრეკე გარემოს დაცვის სამინისტროშოი და არანაირი პრობლემა არააო მარა თავს შევიკავებ
მთავარია 4.5 კალიბრი იყოს და მოსაკრებელი გქონდესო
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services